Jump to content
×
×
  • Create New...

ბიბლიას ვკითხულობ და


Recommended Posts

  • ფორუმელი
ონლაინ, Eric said:

მარა ყველა ძმა რომ შრომობდა და იმ დროს ამასთან

ეს რატო დაყავდა მამაიკოს სახლში ტყავის ტრუსიკით და ტოპში :lolz:

ამაზე რა ვარაუდები გვაქვს?

ესაა შვილის სიყვარული?

კითვითვე გიპასუხებთ : - აუცილებლად გეი უნდა იყოს 12-დან უფრო მეტად გიყვარდეს და ჭრელი თანსაცმლით რომ ატარო ???

ან ის, რომ ჭრელი თანსაცმლით ატარებდა და ფიზიკურად არ ტვირთავდა ან ანებივრებდა, ნიშნავს რომ გეი იყო ??? 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
9 minutes წინ, kvipriane said:

ამაზე რა ვარაუდები გვაქვს?

სიმართლე გითხრათ ვარაუდები არ მაქვს, 

ნ რა გითხრათ, უყვარდა რააა, და ალბათ დანარჩენი ძმებისაგან განსვავებული გონებრივი შესაძლებლობის გამო მეტად უყვარდა და შეიძლება საკუთარ შემცვლელეად/მემკვიდრედ ამზადებდა 

კაენმა რატომ მოკლა აბელი ??? ;)

შური !!!

და მთავარი ცოდვა არაა, მთავარია რომ ცოდვას მიხვდნენ და მოინანიეს კაენისგან განსხვავებით :

 

- გავიდა შვიდი მოსავლიანი წელიწადი და დადგა შიმშილობა. მოსავლიან წლებში იოსებმა იმოდენა პური შეაგროვა, რომ შესაძლებელი შეიქნა სხვა ქვეყნებშიაც გაეყიდა. შიმშილობა ქანაანის ქვეყანაშიაც ჩამოვარდა. იაკობმა გაიგო ეგვიპტეში პური იყიდებაო და გაგზავნა შვილები. მისვლისთანავე ისინი იოსებს წარუდგინეს, როგორც უცხო ქვეყნიდან მოსულები. იოსებმა მაშინვე იცნო თავისი ძმები, ძმებმა კი ვერ იცნეს იგი. იოსებს უნდოდა გაეგო, რამდენად შეიცვალნენ მისი ძმები და მკაცრად დაუწყო მათ ლაპარაკი. „თქვენ მზვერავები უნდა იყოთ, როგორც გეტყობათ, თქვენ პურის საყიდლად კი არ მოსულხართ, გინდათ დაზვეროთ ჩვენი ქვეყანა, მერე მოხვიდეთ, აიკლოთ და თვითონ დაესახლოთ“. „ჩვენ მზვერავები არა ვართ, - მოახსენეს ძმებმა, - ჩვენ ერთი კაცის შვილები ვართ, თორმეტი ვიყავით, ერთი აღარა გვყავს, ერთიც შინ დარჩა მამასთან და ათნი აქ მოვედით პურის საყიდლად, და თერთმეტმა კაცმა რანაირად უნდა შევძლოთ ამოდენა ქვეყნის დაპყრობა?“ „თქვენ თუ მართალს ამბობთ, ერთი ძმა მძევლად დამიტოვეთ და მეორედ რომ მოხვალთ, უმცროსი ძმაც მომიყვანეთ“, - უთხრა მრისხანედ იოსებმა. ძმებმა ერთი მეორეში დაიწყეს ლაპარაკი თავის ენაზე, ღმერთი გვსჯის იოსების გაყიდვისთვისო. იოსები მიხვდა, რასაც ლაპარაკობდნენ, მიხვდა, რომ ძმებს შეუნანებიათ ცოდვა, ვეღარ მოითმინა, გავიდა მეორე ოთახში და დიდხანს ტიროდა. შემდეგ გამოვიდა და ძმების სურვილის წინააღმდეგ, ერთი ძმა, სვიმონი, მძევლად დაიტოვა, მოსამსახურეებს კი უბრძანა პურის საყიდლად მოტანილი ფული შეუმჩნევლად ტომრებში ჩაეყარათ და უკან გაეტანებინათ.

ძმებმა მიიტანეს პური შინ და ყველაფერი უამბეს მამას. იაკობი შეწუხდა, მეტადრე მაშინ, როცა პურის საყიდლად წაღებული ფული ისევ უკან მოტანილი ნახა; ეგონა სვიმონი გაყიდესო, ამიტომაც უმცროსი შვილის, ბენიამენის, გაგზავნაზე უარს ამბობდა. მაგრამ, როცა პური შემოელიათ, იაკობი იძულებული შეიქმნა ბენიამენიც გაეტანებინა. იოსებმა სიხარულით მიიღო ძმები და დიდი ნადიმი გაუმართა მათ. კიდევ რამოდენიმე გამოცდის შემდეგ, რამაც ძმები ძალიან შეაწუხა, იოსებმა განუცხადა თავის თავი ძმებს და უთხრა თქვენი ძმა იოსები ვარო, ძმებს ძალიან გაუხარდათ, მაგრამ თანაც შეეშინდათ, - ვაი თუ იოსებმა შური იძიოს და დაგვხოცოსო. იოსებმა ანუგეშა ისინი და უთხრა: „ნუ გეშინიათ, ჩემი გაყიდვა უთუოდ ღვთის განგებით მოხდა, რომ თქვენ შიმშილით არ დახოცილიყავით, წადით, უთხარით მამაჩემს ეგვიპტეში გადმოსახლდეს, რადგან მოუსავლიანობა კიდევ დიდხანს გასტანსო“. ძმები სიხარულით დაბრუნდნენ შინ და მამას სასიხარულო ამბავი მოუტანეს. იაკობმაც დიდად გაიხარა, ღმერთს სამადლობელი მსხვერპლი შესწირა და ეგვიპტეში გადასახლდა. ღმერთმა მიიღო იაკობის მსხვერპლი და აღუთქვა: შენი შთამომავლობა ისევ ქანაანის ქვეყანაში დაბრუნდება და მისგან წარმოსდგება მაცხოვარიო. იაკობი ეგვიპტეში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მან აკურთხა თავისი შვილები და ერთ მათგანს, იუდას, უთხრა: „შენი ტომისაგან არ შეწყდება წარმოშობა მეფეებისა და წინამძღვრებისა, სანამ არ მოვა აღთქმული, რომელიც არს მოლოდება წარმართთა“, ე.ი. მაცხოვარი, რომელსაც წარმართნიც მოელიანო.

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

8 minutes წინ, kvipriane said:

კითვითვე გიპასუხებთ : - აუცილებლად გეი უნდა იყოს 12-დან უფრო მეტად გიყვარდეს და ჭრელი თანსაცმლით რომ ატარო ???

არა, არაა აუცილებელი. შესაძლოა ფიზიკურად სუსტი იყო? შესაძლოა.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Eric said:

არა, არაა აუცილებელი. შესაძლოა ფიზიკურად სუსტი იყო? შესაძლოა.

შესაძლოა ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

4 minutes წინ, kvipriane said:

შესაძლოა ...

მოკლედ ცოლი შერთეს ეგვიპტეში, იმის მერე რაც მთელი ეგვიპტე ფარაონზე და მაგაზე ჭორაობდა :lolz:

სიმამრი სერიოზული ქურუმი გახლდათ, ესეიგი იოსეფა შეიყვანეს სერიოზულ კლანში. და აქ თამაშდება ეგ 7 წელი ისაო და 7 წელი ესაო.

მაგ ლეგენდის უკან ეგვიპტის  სერიოზული ტრანსფორმაცია დგას, დაახლოებით ისეთი როგორიც საბჭოთა კავშირში დაშლის წინ რომ კაპიტალი გაიტანეს და პარტიის ოქროს დღემდე ეძებენ

ესეიგი რა მოხდა

დააგროვეს მოსავალი რამდენიმე წელი და შემდეგ დაიწყეს გაცემა, ფიქრობთ რომ ეგრე ურიგებდნენ? მივიდა ღარიბი ეგვიპტელი მისცეს ორი ტომარა ხორბალი წავიდა?

არა, მოსავლის დარიგება დაიწყო კრედიტზე, გშია? არ შეგიძლია? რამე გექნება ოქრო, მოიტანე ჩვენ ხორბალს მოგცემთ, სულ კი არ გვინდა, პროცენტში შმეოიტან ნაწილს ხორბლით გავსწორებთ ნაწილი შენ ანგარიშზე დაჯდება მემფისის ბანკში აი იმ პირამიდას ხო ხედავ, იქაა სათაო ოფისი

ესე იმუშავა წლები ამ სქემამ, როგორც გვეუბნებიან 7 წელი

7 წლის მერე იოსეფა და კომპანიამ პროცენტების გადახდაზე უარი თქვა და გაგაზე ეგვიპტიდან :lolz:

Share on other sites

ნუ იოსეფამ რამდენი წაიღო არვიცი მარა იმ ფარაონს და სიმამრ ქურუმს რომ ესე 70% დარჩებოდა უეჭველი :lolz:

მერე ვითომ გამოეკიდნენ და ზღვა გაიხსნაო და ვერ დავიჭირეთო და ეგეთები :gigi:

ეგვიპტელებმა ბევრი იჩხუბეს, იყანანეს, განსაკუთრებით პატრიოტ ნაციონალისტებმა სუ მაჯები დაიკბინეს ამ 'გაბრიყვებულ' ფარაონს და ქურუმებსაც სუ დედის ისინი აგინეს და დაიშალნენ სახლებში.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
14 minutes წინ, Eric said:

მერე ვითომ გამოეკიდნენ და ზღვა გაიხსნაო და ვერ დავიჭირეთო და ეგეთები :gigi:

ეგ სხვა დროა უკვე სენიორ :gigi: იოსების დროდან მოსეს დრომდე ძალიან დიდი წყვეტაა ... საუკუნე გავიდა თუ მეტი არა ...

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
15 minutes წინ, Eric said:

ეგვიპტელებმა ბევრი იჩხუბეს, იყანანეს, განსაკუთრებით პატრიოტ ნაციონალისტებმა სუ მაჯები დაიკბინეს ამ 'გაბრიყვებულ' ფარაონს და ქურუმებსაც სუ დედის ისინი აგინეს და დაიშალნენ სახლებში.

სადღა ყავდათ ფარაონი სენიორ, იმ გახსნილმა ზღვამ ჩაუყლაპათ ;)

ასე რომ , მოუწიათ პატარა ფარაონის ტახტზე აყვანამ როგორც სჩანს ...

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share