Jump to content
×
×
  • Create New...

ბიბლიას ვკითხულობ და


Recommended Posts

17 საათის წინ, Damnoc said:

არ ვამბობ ვინმე მავალებსთქო.

ვამბობ დავმალავდი მთელს ძველ აღთქმასთქო იმიტომ რომ კარგი ბიჭივით რომ დავიწყე პირველი გვერდიდან ბიბლიის კითხვა, ახალ აღთქმასთან უკვე დაკარგული წარმოდგენით მივალ.

რაღაცნაირად ვერ ვჭამ "ღმერთი გაიზარდა, ახალი ნაწილები გამოიბა და დაბრძენდა" თემას.

ეგ ორი  წიგნი ისე ხელოვნურადაა მიბმული, მაინკამპფის და მარქსის კაპიტალის დაკავშირება უფრო ადვილია

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Genetic Miracle said:

ეგ ორი  წიგნი ისე ხელოვნურადაა მიბმული, მაინკამპფის და მარქსის კაპიტალის დაკავშირება უფრო ადვილია

ფაიზაღს ჰბაზრობთ :damnoc:

მაგიტომ მგონია რომ ბევრად უკეთესი სიტუაცია იქნებოდა რომ ერთ წიგნად მაინც არ ეპიარებინათ.

მგონი უბრალოდ იმის თემაა რომ სამყაროს შექმნა და საზოგადოების ჩამოყალიბების ამბები რახან ძველ აღთქმაშია, მაგის გარეშე რელიგიის წიგნი არ გამოდიოდა. მაგრამ მამენტ ისიც აღსანიშნავია რომ მაგ მხივ რაც არის მოცემული, რომ არ იყოს აჯობებდა :boli:

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Genetic Miracle said:

ეგ ორი  წიგნი ისე ხელოვნურადაა მიბმული, მაინკამპფის და მარქსის კაპიტალის დაკავშირება უფრო ადვილია

:rolf:

რა სწორია

 

მარა 

ამ სიცხეში ბიბლიას საპატრიარქოში აღარ კითხულობენ თქვენ ვინ გრჯიით 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
On 5/14/2021 at 2:52 PM, Mulan said:

ნუ გეშინია ქრისტიანები მაინც ა რკითხულობენ ძველ აღთქმას, მამენტ არც ახალს, უცებ რამე არ გაიგონ ახლა, იკითხე და იმოგზაურე შენ

:lool:

ვაიმე დედა, არადა  მართლა არ კითხულობენ . . . უფრო სწორად არ ვკითხულობთ!

ხო მარა ეს ათეისტი ქალი რეიზა კიტხულობ ან რას იგებ საინტერესოა!:wtf:

 

მაიცა ამოვიდეს გინკო . . .  მარააა არ გაამხელ!

Edited by ASIA
Share on other sites

4 საათის წინ, Mulan said:

ამ სიცხეში ბიბლიას საპატრიარქოში აღარ კითხულობენ თქვენ ვინ გრჯიით 

ეგ წიგნი მარტო ქრისტიანებისთვის არაა სასარგებლო. იმ პერიოდის გაგებაშიც შეიძლება გამოგადგეს

4 საათის წინ, Damnoc said:

ფაიზაღს ჰბაზრობთ :damnoc:

მაგიტომ მგონია რომ ბევრად უკეთესი სიტუაცია იქნებოდა რომ ერთ წიგნად მაინც არ ეპიარებინათ.

მგონი უბრალოდ იმის თემაა რომ სამყაროს შექმნა და საზოგადოების ჩამოყალიბების ამბები რახან ძველ აღთქმაშია, მაგის გარეშე რელიგიის წიგნი არ გამოდიოდა. მაგრამ მამენტ ისიც აღსანიშნავია რომ მაგ მხივ რაც არის მოცემული, რომ არ იყოს აჯობებდა :boli:

ახალ ელიტას მემკვიდრეობითობაზე ქონდა პრეტენზია და უკეთესი რა მოიეგონებინათ

1 საათის წინ, ASIA said:

ვაიმე დედა, არადა  მართლა არ კითხულობენ . . . უფრო სწორად არ ვკითხულობთ!

 

მაგაზე ის ამახსენდა. ებრაელების ოჯახი რო გაივლის აისისის კონტროლირებად ტერიტორიასო. საზღვარზე ეს ისლამისტი ეკითხება ამათ ებრაელები ხო არ ხრთო ამათ თავი მოიკატუნეს, მუსლიმები ვართო. აბა 17(პირობითად) სურადან რამე წამიკითხე ზეპირადო. ხოდა ესეც წაუკითხავს. 

კაი, გაატარებს ის ისლამისტი. 

გზაში ცოლი კითხავს, რო მიმხვდარიყო რო თალმუდიდან ციტირებდი, ხო დაგვხოცავდა ორივესო. 

ქმარმა, რამეს რო კითხულობდნენ, ისლამისტები კი არ იქნებოდნენო 

Share on other sites

  • ფორუმელი
On 5/14/2021 at 2:23 PM, Damnoc said:

ყველაფერი მამენტ, მაგრამ განსაკუთრებით იმაზე გადამეკრა თვალზე ბინდი, ფარაონს რომ თვითონ გაუქვავა გული რომ არ გაეშვა ებრაელები, იმისთვის რომ მერე ატმაზკა ქონოდა რომ კარგის ხახა გაეხეხა მთელი ეგვიპტისთვის და პლიუსები დაეწერა თავისთვის, ნახეთ მე რეები შემიძლიაო.

ან თუნდაც ის რომ ებრაელების ერთერთი ყველაზე დიდი დღესასწაულის, პასექის არსი რომ გადმოვთარგმნოთ ადამიანურ ენაზე, იქნება "დღე როცა ღმერთმა ბავშვები არ დაგვიხოცა".

ამას წინათ საავადმყოფოში ვიყავი და სანამ ველოდებოდი მეგობარს, იქვე თაროზე სამედიცინო ქირურგიის წიგნი შემხვდა სრულიად შემთხვევით, ავიღე და დავიწყე კითხვა, თან დასურათებული იყო , ეს რა ვნახე !!! - მაგ სავადმყოფოში თუმრე ადამიანებს ჭრიან, ფატრავენ, ნაღვლის ბუშტს აცლიან,  ყელში უყოფენ დანას და გლანდებს აჭრიან, - პროსტა ვიდუხის გამო მაგ ექიმებს თეთრი ტანისამოსი კი აცვიათ, მაგრამ სრული ვამპირები ყოფილან კაცო , განსაკუთრებით იმაზე გადამეკრა თვალზე ბინდი, საოპერაციში დანით ჭრიდნენ კაცი ეწვათ მაგიდაზე და თან პროჟექტორები ქონდათ მინათებული ... დასახვრეტია ყველა ექიმი !!! კაციჭამიები ეგენი !!! 

დაახლოებით ასე მსჯელობ ძველ და ახალ აღთქმაზე შენ ბიძიკო :lool:

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, ASIA said:

მაიცა ამოვიდეს გინკო . . . 

მაგ გინკოს ამოსვლაზე გამახსენდა :

- იონა რომ გაუშვა ღმერთმა ნინევიაში ცუდი ამბით, ცეცხლის წვიმა დაგწვავთო

ჰო და , იონამ რაღა მე უნდა ვიყო უბედურების მიმტანიო და ხან სად გაიქცა, ხან სად, მერე ვეშაპმა გადაყლაპა და მიიყვანა ბოლოს ნინევიამდე და ამოისროლა პირიდან, ხომ გახსოვს სენიორა ეს ამბავი ძველი აღთქმიდან ?

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ჩავიდა ნინევიაში იონა და უამბოთ რაც მოელოდათ , ხოლო თვითონ გამოვიდა ქალაქიდან, იქვე მახლობლად გორაკზე ავიდა და დაჯდა სეირის საყურებლად , აბა როგორი ცეცხლები წამოვიდოდა ციდან

ცხელოდა ძალიან, ხეც არაფერი იყო რომ შეჰფარებოდა , მაგრამ იქვე , მის გვერდით მცენარე ამოვიდა რაღაც , გაიზარდა, გამოიტანა ფოთლები და მოუჩრდილა მზისგან მისავათებულ იონას, ამას ისე გაუხარდა მეტი რომ არ შეიძლება, დიდი ფოთლები ჰქონდა მცენარეს და მის ჩრდილში გრილად წამოგორდა ... უცებ , ნელ-ნელა დაიწყო მცენარემ გახმობა, ჯერ გაშრა, მერე ჩამოხმა და საბოლოოდ სულ მალე მტვრად იქცა, გული დასწყდა იონას, რა კარგად მიჩრდილავდაო ...

ამასობაში ნინევიელები მონანიების გალობით და თავზე ნაცრის ყრიტ იყვნენ დაკავებულნი, პატიებას სთხოვდნენ უფალს

კარგა ხანი ელოდა ცეცხლის წვიმას იონა, სამი დღე გავიდა  და რომ აღარაფერი მოხდა , აჰხედა ღმერთს და შეჰღაღადა, - ყტუილ მაცნედ რატომ მაქციე უფალო, ტყუილის თქმისათვის რატომ გამიმეტეო

უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა იონას, : - შე კაი კაცო, იმ მცენარეზე რომელიც გიჩრდილავდა და მცხუნვარე მზისგან გიფარავდა ასე დაგწყდა გულიო და უფალს იმას ედავები თავისი მონანული შვილები რომ შეიბრალაო ??? 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
48 minutes წინ, kvipriane said:

დაახლოებით ასე მსჯელობ ძველ და ახალ აღთქმაზე შენ ბიძიკო

არგუმენტის აზრი ვერ გევიგე. რატომ მიკვირს? ის წერია რასაც უნდა აკეთებდეს ღმერთი რეგლამენტის მიხედვით? :wtf:

მე უფრო იმას ვამსგავსებ რომ სამედიცინო სახელმძღვანელოში მოცემული იყოს ყველა *ლეობა რაც ოდესმე ვიღაცას სწორად ჩაუთვლია მედიცინაში. განგრენის წყლის დაწვეთებით მკურნალობა, სისხლის გამოშვება, ელექტროშოკის თერაპია, ლობოტომია, დ.ა.შ.

ეს იმას გამოიწვევდა რომ ადამიანი დღევანდელ მედიცინასაც იგივენაირად დააყენებდა ეჭვქვეშ, იმიტომ რომ როგორც თავის დროზე ის ყველაფერი ეგონათ მედიცინის უახლეს კენწეროდ, იქნებ დღეს რა სისულელეების გვჯერა რაზეც მომავალში თავზე ხელს შემოვიკრავთ.

ჩემი პოზიცია რაც პირველ პოსტშია უბრალოდ არის რომ ამ რელიგიის პოპულარიზაცია ძველი აღქმის გარეშე ბევრად უფრო ეფექტური პროცესი იქნებოდათქო.

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share