Jump to content
×
×
  • Create New...

ბიბლიას ვკითხულობ და


Recommended Posts

  • ფორუმელი

ესეც ეგვიპტის ამბები იოსებთან მიმართებაში :

 

ვაჭრებმა იოსები ეგვიპტეში მიიყვანეს და მეფის კარისკაცს პეტეფრეს მიჰყიდეს. პეტეფრემ მალე დააფასა იოსების ერთგულება და სახლთუხუცესობა უბოძა. ცოტა ხნის შემდეგ პეტეფრეს ცოლმა ცილი დასწამა იოსებს და საპყრობილეში ჩააგდებინა. ღმერთი ყველგან შველიდა კეთილ იოსებს. საპყრობილეში, სხვათა შორის, იყო ორი პყრობილი - მეფის მეღვინეთუხუცესი და მეპურეთუხუცესი. ერთხელ იოსებმა ეს კაცები ძალზე დაღონებული ნახა და მიზეზი გამოჰკითხა. მათ უთხრეს: სიზმრები ვნახეთ, ვერავინ აგვიხსნა და მით მეტად დავღონდითო, და მოუყვენ თავის სიზმრებს. მეღვინეთუხუცესმა უთხრა: მე ვნახე, ვითომ ჩენ წინ ვაზი ამოვიდა და სამი მტევანი ყურძენი გამოიხსა. მე დავკრიფე ის, გამოვწურე და მეფეს მივართვიო. მეპურეთუხუცესმა უთხრა: სამი კალათი მედგა თავზე, ზემო კალათი გამომცხვარი პურით იყო სავსე და ჩიტები კენკავდნენო. იოსებმა ორივეს აუხსნა სიზმარი. მეღვინეთუხუცესს უთხრა: სამი დღის შემდეგ გაგათავისუფლებენ და შენს თანამდებობას დაგიბრუნებენო; მეპურეთუხუცესს კი უთხრა: სამი დღის შემდეგ შენ თავს მოგაჭრიან და ხეზე ჩამოგკიდებენ ფრინველების საკენკადო. ამასთანავე მეღვინეთუხუცესს სთხოვა, ნუ დაგავიწყდები, მეც მომიგონე და გამათავისუფლე აქედანო. ყოველივე ისე შესრულდა, როგორც იოსებმა თქვა.

 

იოსები სიზმრებს უხსნის ფარაონს.

ორი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც იოსებმა მეღვინეთუხუცესს სიზმარი აუხსნა და ეგვიპტის ფარაონმა ნახა სიზმრები, რომლებიც ვერავინ აუხსნა. მაშინ მეღვინეთუხუცესს მოაგონდა საპატიმროში მყოფი იოსები და მეფეს მოახსენა. მეფემ დაიბარა იოსები და შემდეგი უამბო: „მდინარიდან ამოვიდა ჯერ შვიდი მსუქანი ძროხა და შემდეგ შვიდი მჭლე. მჭლე ძროხებმა მსუქანი ძროხები შეჭამეს  და თვით არაფერი დაეტყოთ. ერთ ღეროზე ჯერ შვიდი ხორბლით სავსე თაველი ამოვიდა, და მერე შვიდი ცარიელი და ცარიელებმა დაჭამეს სავსენი“. იოსებმა ასე აუხსნა მეფეს ეს სიზმრები: „შვიდი სავსე თაველი და შვიდი მსუქანი ძროხა შვიდ მოსავლიან წელიწადს მოასწავებს; შვიდი ცარიელი თაველი და შვიდი მჭლე ძროხა - შვიდი წლის მოუსავლობას. ღმერთმა ჩვენებით გაუწყა ეს ამბავი, რომ მოსავლიან წლებში პური შეაგროვო და შიმშილობის დროს ხალხი გამოჰკვებო“. ფარაონმა დაუჯერა იოსებს, დააყენა იგი ეგვიპტის მთავრად და მიანდო მოსავლიან წლებში პურის დაუნჯება.

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

4 minutes წინ, kvipriane said:

როცა დანარჩენი შვილები მთელ თვეებს სამწყემსურში ატარებდნენ, იოსები მამას მუდამ შინ ჰყავდა და ჭრელი ტანისამოსით მოსავდა.

აი ეს წინადადებაც კი საკმაოდ საეჭვოა სენიორ, ქართული თარგმანიც კი

უყურეთ, რომელი საუკუნეა? ათასწლეულების წინ

ტიპები შრომობენ სადღაც უდაბნოში დღე დაღამე

აქლემებს წველავენ ფარას ყარაულობენ წყალს დაეძებენ

 

ხოლო იოსეფას მამიკო ჭრელ სამოსში მოსავს და სახლში დაატინგიცებს

არაა საკმარისი?

ესეიგი მამასაც სცოდნია ((

Share on other sites

10 minutes წინ, kvipriane said:

იაკობს თორმეტი ვაჟიშვილი ჰაყვდა, რომელთაგან ყველაზე მეტად იოსები უყვარდა,

Как любимый сын отца (Иакова) (Быт. 37:3), он был ненавистен своим старшим десятерым братьям, которые после одного случая даже захотели убить его

 

ამიტომ არ შეიზლება სენიორ სიტყვა სიტყვით კითხვა რო ვინ თარგმნა რა შეცვალა აღარავინ იცის.

ქართულში წერია 12 ყავდაო

რუსულში 10 იო.

 

აქ თუ ვერ თანხმდებიან სხვა რა დაიჯერება?

Share on other sites

  • ფორუმელი

  ეკლესიასტე როგორ "გაეპარათ" არ ვიცი და რატომ არ გამოაცხადეს აპოფრიკულ წიგნად, როგორც სჩვევიათ ხოლმე, რაც არ მოეწონებოდა იერარქს ის ეგრევე აპოფრიკი იყო და ცუდმა ხალხმა დაწერა :))

 ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაო არს-- ეს ბიბლიაში წერია ;დდ.

ფაქტიურად კამიუს აბსურდიზმია

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, Eric said:

ის ქალიც კარგა ჯაგა იქნებოდა და ამოსხა და ამოსხა და რა ამოსხა გამძვინვარებულმა და მტრისას ამ დროს გააფთრებული ქალი და დურთეს იოსეფა ციხეში

ქალისათვის უარის თქმაზე გამახსენდა : სადაც იოსებმა ახსნა რომ 7 მსუქანი ძროხა და 7 გამხდარი ძროხა რას ნიშნავდა და სინამდვილეს ახსნილი სინამვილეს "გაარტყა", იქ იმდენს როგორმე მოიფიქრებდა რომ იმ ქალთან სექსი შეიძლება დამღუპველი ყოფილიყო, როდესაც იმ ქალისათვის უარის თქმით უფრო მეტის მიღება ეჭყანებოდა, ასე რომ პრაგმატულად გაღვალა და 10-ში მოარტყა, აქ არაფერ შუაშია გეი და ა.შ. მითუმეტეს რომ, მზგავსი ხასიათის ხალხი როგორც ისჯება იოსების ღმერთისაგან კარგად მოგეხსენებათ ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

1 minute წინ, kvipriane said:

სადაც იოსებმა ახსნა რომ 7 მსუქანი ძროხა და 7 გამხდარი ძროხა რას ნიშნავდა

მივალთ აქამდეც სენიორ.

რა დიდი ახსნა და სიზმრები ამას ჭირდება

გააჩერე ნებისმიერი ქართველი გლეხი და გეტყვის რო 7 წელი თუ მოსავალი მოაყარა მიწამ აუცილებლად გადაიღლება (ასე ეძახიან) და შემდეგ წლებს არაფერს მოგცემს. :gigi:

 

Share on other sites

21 minutes წინ, kvipriane said:

ამ დროს, შემთხვევით, ისმაიტელმა ვაჭრებმა გამოიარეს და იოსები ოც ოქროდ იყიდეს.

Иосиф был продан по совету Иуды (Быт. 37:26) за 20 серебреников и перепродан в Египет.

 

ხედავთ სენიორ განსხვავებებს?

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Eric said:

Как любимый сын отца (Иакова) (Быт. 37:3), он был ненавистен своим старшим десятерым братьям, которые после одного случая даже захотели убить его

12 შვილი ყავდა იაკობს, ეგ თქვენი წყარო იტყუება, 12 ებრაული შტოც მაგ 12 შვილიდან მოდის ;)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share