Jump to content
×
×
  • Create New...

28 წელი სამოქალაქო ომიდან. შეგვეძლო გადარჩენა?

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Deutschland said:

სოხუმს, ქუთაისს, რუსთავს, ბათუმს

პირველ 3-ში არსებული "ელიტა" მნიშვნელოვანწილად განსხვავდებოდა თბილისური ემირატისგან. მთავარი განსხვავება მდგომარეობდა შემდეგში - გადახედეთ ქურდების წარმოშობის ადგილებს სოხუმი და ქუთაისი (რუსთავზე ქვემოთ). სოხუმიც და ქუთაისიც გახლდნენ ე.წ. ცეხავიკური ქალაქები ცეხავიკური ელიტებით, საკავშირო დაქვემდებარება ჰქონდა ორივეს, მაგრამ ეს არ იყო კარიერული ტიპის დაქვემდებარება. ეს გახლდათ კორუფციული ტიპის დაქვემდებარება. ცეხავიკური მაყუთი პროვინციიიდან მიედინებოდა მეტროპოლიაში. შესაბამისად ასეთივე ტიპის ურთიერთობები იყო სოხუმსა და მეტროპოლიას შორის. ამის დასტურია სად წავიდა სოხუმის ცეხავიკური ელიტის უდიდესი ნაწილი ომის მერე - მოსკოვში. რაც შეეხება ქუთაისს, დამოუკიდებლობის შემდეგ ვლასტი მთლიანად გადაიბარა ცეხავიკური ელიტის კრიშამ ქურდულმა სამყარომ, რამაც თავისთავად თბილისში განდევნა ისინი ვისაც შეეძლო იქიდან გაღწევა.

რაც შეეხება რუსთავს, ამ კონტექსტში რუსთავი და ქუთაისი ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ერთი განსხვავებაა რომ ესეთი ძლიერი ქურდული მენტალიტეტი არ ყოფილა რუსთავში როგორც ქუთაისში. თან რუსთავი ყოველთვის იყო 4-5 ქარხნის ირგვლივ ჩამოყალიბებული მუშურ-გლეხური ქალაქი.

მოკლედ, არცერთ ამ ქალაქს არ გააჩნდა ელიტა როგორც ასეთი. ამასთანავე არანაირი კავშირი არ ჰქონდათ გარეთ არავისთან გარდა კორუფციულისა. სადმე გინახავთ ქუთაისელი, სოხუმელი მხატვრის გამოფენა აზერბაიჯანში/სომხეთში/მოსკოვში? იყო მხოლოდ ქართველის თბილისიდან :) სამაგიეროდ გვახსოვს სოხუმელი ან ქუთაისელი ქურდები :დ

p.s. რუსთავის და ქუთაისის ცეხავიკები ან/და საკავშირო დაქვემდებარების ობიექტების შეფების შვილების მომდევნო საფეხური სოციალურ კიბეზე გახლდათ, თბილისი ;)

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Seth said:

მშვენიერი ანალიზია ბატონო სეთ,

მაგრამ, საბჭოეთის დანგრევის შემდეგ, განა დიდ წილად კორუფციულმა მაყუთმა არ შექმნა დღევანდელი ელიტა?

რა თქმა უნდა, იყო წითელი ინტელგენცია და ბიუროკრატიაც.

თუ ქუთაისი გამოცხადდებოდა დედაქალაქად, იყო შანსი იქაურ კორუფციულ ფულსა და ადგილზე შექმნილ ბიუროკრატიას

კონკურენცია გაეწია თბილისისთვის. მითუმეტეს, თუ მიიმხრობდნენ ბათუმს.

თუმცა იმაში მართალი ხართ, რამდენად შეძლებდნენ თბილესელების დაჯაბნვას, მაინც საკითხავია ))

რუსთავს, მაგალითად, მთლიანად თბილისი აითვისებდა ნებისმიერ შემთხვევაში.

პ.ს. ბათუმზე რას იტყვით?

Edited by Say_or

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი
58 minutes წინ, Seth said:

სოხუმიც და ქუთაისიც გახლდნენ ე.წ. ცეხავიკური ქალაქები ცეხავიკური ელიტებით, საკავშირო დაქვემდებარება ჰქონდა ორივეს, მაგრამ ეს არ იყო კარიერული ტიპის დაქვემდებარება. ეს გახლდათ კორუფციული ტიპის დაქვემდებარება.

ეს პრინციპულად რას ცვლის?

ფაქტია რომ ეკონომიკური ბაზისი არსებობდა, სხვა შემთხვევაში ვერ იქნებოდა კორუფციული მდგენელიც. წალენჯიხიდან და მაჩხაანიდან არავის არ მიჰქონდა "ჩემოდნები" მოსკოვში საქმის ჩასაფარცხად, რადგან აქ ამის ეკონომიკური ბაზისი არ არსებობდა.

1 საათის წინ, Seth said:

ამის დასტურია სად წავიდა სოხუმის ცეხავიკური ელიტის უდიდესი ნაწილი ომის მერე - მოსკოვში.

ეს საჩემო არგუმენტი არაა რომელიც ამტკიცებს რომ სოხუმს თბილისისგან დამოუკიდებელი რესურსები გააჩნდა?

1 საათის წინ, Seth said:

სადმე გინახავთ ქუთაისელი, სოხუმელი მხატვრის გამოფენა აზერბაიჯანში/სომხეთში/მოსკოვში?

ქუთაისელებში არც ამის დეფიციტი არ იყო. ცხადია თბილისის რაოდენობა არა მაგრამ მაინც

1 საათის წინ, Seth said:

p.s. რუსთავის და ქუთაისის ცეხავიკები ან/და საკავშირო დაქვემდებარების ობიექტების შეფების შვილების მომდევნო საფეხური სოციალურ კიბეზე გახლდათ, თბილისი ;)

ხომ არ იყო ამის მიზეზი თბილისის დედაქალაქობა?

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Say_or said:

განა დიდ წილად კორუფციულმა მაყუთმა არ შექმნა დღევანდელი ელიტა?

ჩემი აზრით, დღევანდელი ელიტა შექმნა ბაბუმ, მათ შორის კორუფციული ფულით, შორეულ 70-იანებში. მას შემდეგ რაც ჩარეცხა ვასილ პავლოვიჩის სასტავი.

4 minutes წინ, Say_or said:

თუ ქუთაისი გამოცხადდებოდა დედაქალაქად, იყოს შანსი იქაურ კორუფციულ ფულსა და ადგილზე შექმნილ ბიუროკრატიას

არავინ და არაფერი იყო ქუთაისში რაც საპირწონე იქნებოდა თბილისური ელიტის. არანაირი მექანიზმები. 0. ქუთაისი განიხილებოდა ე.წ. სსილკად ბიუროკრატიისთვის კომუნისტების დროს. უბრალოდ შეუძლებელი გახლდათ მაშინ ქუთაისზე (როგორც რამე კარიერისტულ გზაზე) ფიქრიც კი.

7 minutes წინ, Say_or said:

რუსთავს, მაგალითად, მთლიანად თბილისი აითვისებდა ნებისმიერ შემთხვევაში.

ისედაც ათვისებული ჰყავდა მთლიანად, გარდა საკუთრივ საკავშირო ობიექტების შეფებისა. მაგრამ ეს შეფებიც ემირატს ჰყავდა დაჭერილი ყურებით მათი მემკვიდრეების მეშვეობით.

8 minutes წინ, Say_or said:

ბათუმზე რას იტყვით?

ბათუმს ასე სიღრმისეულად არ ვიცნობ, როგორც ამ 3-ს. ამიტომ ცოტა გამიჭირდება. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა არის ის რომ, ბათუმის ელიტური ხვედრითი წონა კომუნისტებდროინდელ საქართველოში იყო ძალიან მცირე რუსთავან შედარებითაც კი, როგორც ჩემთვის ცნობილია.

Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, Seth said:

ზვიადას ამბავი მაშინ იყო დამთავრებული როცა აირჩიეს. ვერავინ ვერ უშველიდა დედამიწის ზურგზე :დ ისევე როგორც ელჩიბეის. 

კი ბატონო ესეა, მაგრამ ელჩიბეი რატომ გაგახსენდა?

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
17 minutes წინ, Instance said:

ეს პრინციპულად რას ცვლის?

ამ კონტექსტში ყველაფერს. ეს არ იყო ეკონომიკური ბაზისი. ეს იყო კორუფციული ეკონომიკური ბაზისი. აი ესენი კი თვისობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან ამ კონტექსტში. ეს უკანასკნელი იქყებოდა ცეხში და მთავრდებოდა ცეხში (მაყუთის 90%-ით მოსკოვის ცეხში), მაშინ როდესაც თბილისში, ცეხში რომ იწყებოდა საქართველოში ბოლო წყარო იყო ამ მვდს- მინისტრი, ცეკას მეორე მდივანი ან მაგალითად რ. ამაშუკელი. ხოლო ამათი გავლით მოსკოვისა და პეტერბურგის საუკეთესო ოჯახებში (და არა ცეხებში).

17 minutes წინ, Instance said:

ეს საჩემო არგუმენტი არაა რომელიც ამტკიცებს რომ სოხუმს თბილისისგან დამოუკიდებელი რესურსები გააჩნდა?

იხ. ზევით. ეგ რესურსი იყო მხოლოდ კორუფციულ-ცეხავიკური. ამიტომაც გავუძელით ამდენი ხანი ომში.

17 minutes წინ, Instance said:

ქუთაისელებში არც ამის დეფიციტი არ იყო

არ მითქვამს რომ დეფიციტი იყო, კუთვნილებას გავუსვი ხაზი. წარმოშობით ქუთაისელ ინტელიგენტის შემდგომი სოციალური საფეხური იყო რ. ამაშუკელთან ქეიფი მთაწმინდაზე და ბინა საბურთალოზე.

17 minutes წინ, Instance said:

ხომ არ იყო ამის მიზეზი თბილისის დედაქალაქობა

მათ შორის ეგეც იყო. მათ შორის ხოხობი, მათ შორის მთაწმინდა და დიდუბის პანთეონი, მათ შორის კოლხური კოშკი და ა.შ.

10 minutes წინ, Instance said:

ელჩიბეი რატომ გაგახსენდა

ელჩიბეიც ზუსტად ასევე იყო განწირული. ორი დედაკარგადნამყოფი მგელი ბრუნდებოდა კავკასიაში და ამიტომ.

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Seth said:

იხ. ზევით. ეგ რესურსი იყო მხოლოდ კორუფციულ-ცეხავიკური. ამიტომაც გავუძელით ამდენი ხანი ომში.

ამ წინადადებას ვერ მივხვდი.

5 minutes წინ, Seth said:

ამ კონტექსტში ყველაფერს. ეს არ იყო ეკონომიკური ბაზისი. ეს იყო კორუფციული ეკონომიკური ბაზისი. აი ესენი კი თვისობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან ამ კონტექსტში. ეს უკანასკნელი იქყებოდა ცეხში და მთავრდებოდა ცეხში (მაყუთის 90%-ით მოსკოვის ცეხში), მაშინ როდესაც თბილისში, ცეხში რომ იწყებოდა საქართველოში ბოლო წყარო იყო ამ მვდს- მინისტრი, ცეკას მეორე მდივანი ან მაგალითად რ. ამაშუკელი. ხოლო ამათი გავლით მოსკოვისა და პეტერბურგის საუკეთესო ოჯახებში (და არა ცეხებში).

რენტა ეს არის კორუფცია. ეკონომიკის გარეშე როგორ იარსებებდა ჭარბი კორუფციული ფული?

თუ იმას ამბობ რომ უფრო მაღალი დონის და კლასის კორუფციული სქემები იყო თბილისში კი ბატონო ასე იყო, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიძახით თბილისი ვს ქუთაისი ან თბილისი ვს სოხუმი არამედ თბილისი ვს სოხუმი, ქუთაისი და ბათუმი.

9 minutes წინ, Seth said:

არ მითქვამს რომ დეფიციტი იყო, კუთვნილებას გავუსვი ხაზი. წარმოშობით ქუთაისელ ინტელიგენტის შემდგომი სოციალური საფეხური იყო რ. ამაშუკელთან ქეიფი მთაწმინდაზე და ბინა საბურთალოზე.

9 minutes წინ, Seth said:

მათ შორის ეგეც იყო. მათ შორის ხოხობი, მათ შორის მთაწმინდა და დიდუბის პანთეონი, მათ შორის კოლხური კოშკი და ა.შ.

კითხვაც ესაა იქნებ თბილისისთვის დედაქალაქის ფუნქციის წართმევას ერთმნიშვნელოვნად არ დაესრულებინა თამაში ყველა დანარჩენის სრული განადგურებით და საქართველო შენარჩუნებულიყო დაახლოებით უკრაინის ფორმატში სადაც არის კიევიც, ხარკოვიც, ლვოვიც და ოდესაც და არა რუსულ ფორმატში მოსკოვი და პეტერბურგი და მეტი არაფერი.

თორემ თბილისი რომ არ დამარცხდებოდა ამაზე მგონი ორი აზრი არაა.

14 minutes წინ, Seth said:

ელჩიბეიც ზუსტად ასევე იყო განწირული. ორი დედაკარგადნამყოფი მგელი მოდიოდა კავკასიაში და ამიტომ

შეგიძლიათ ეს თემა გაშალოთ?

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
17 minutes წინ, Instance said:

ამ წინადადებას ვერ მივხვდი.

კავშირის დაშლასთან ერთად დაიშალა  ცეხავიკური მაყუთის კანალებიც (დარჩა მარტო ქურდული, მისი სპეციფიურობის გამო). ამ კანალების დაშლამ გაანულა სოხუმის კანეციც, ამიტომაც იყო რომ ომში ჩვენ გავძელით დიდი ხანი და თან გავიმარჯვებდით კიდეც რომ არა ლოთების პირდაპირი ჩარევა. ეს შეუძლებელი იქნებოდა იქ რომ რეალური ელიტისმაგვარი რაღაც ყოფილიყო.

17 minutes წინ, Instance said:

თუ იმას ამბობ რომ უფრო მაღალი დონის და კლასის კორუფციული სქემები იყო თბილისში კი ბატონო ასე იყო, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიძახით თბილისი ვს ქუთაისი ან თბილისი ვს სოხუმი არამედ თბილისი ვს სოხუმი, ქუთაისი და ბათუმი.

 მაღალი დონეს და კლასს რას ეძახით არ ვიცი. მე ვგულისხმობ შემდეგს - სოხუმელი ცეხავიკის ქაუნთერფართები მოსკოვში (ისიც კარგ შემთხვევაში) იყვნენ მესნი ცეხავიკები (ძირითადად ებრაელები). რომლებიც არაფერს მნიშვნელოვანს არ წარმოადგენდნენ მოსკოვურ ელიტაში.

მაშინ როდესაც თბილისელები - პირდაპირ შედიოდნენ მოსკოვის და პეტერბურგის საუკეთესო ოჯახებში :დ

17 minutes წინ, Instance said:

არამედ თბილისი ვს სოხუმი, ქუთაისი და ბათუმი.

თუ გნებავთ შეგიძ₾იათ ყველა სხვა ქალაქიც დაამატოთ არ ექნება მნიშვნელობა ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო.

17 minutes წინ, Instance said:

კითხვაც ესაა იქნებ თბილისისთვის დედაქალაქის ფუნქციის წართმევას ერთმნიშვნელოვნად არ დაესრულებინა თამაში ყველა დანარჩენის სრული განადგურებით და საქართველო შენარჩუნებულიყო დაახლოებით უკრაინის ფორმატში სადაც არის კიევიც, ხარკოვიც, ლვოვიც და ოდესაც და არა რუსულ ფორმატში მოსკოვი და პეტერბურგი და მეტი არაფერი.

ჩემი აზრით, აქ საქმე გვაქვს რესურსების სიმწირესთან და ცნობილ ქართულ არაადექვატურ ამბიციურობასთან. (ემირატს ამ საკითხს ტყუილად ვაბრალებთ. ეყოფათ თავისი ცოდვები.)

17 minutes წინ, Instance said:

შეგიძლიათ ეს თემა გაშალოთ?

ელიტები აზერბაიჯანსა და საქართველოში, ზვიადას და აბულფაზას დროს, შექმნილი იყო ბაბუს და ჰეიდარის მიერ. შესაბამისად მათი მართვის სადავეებიც ამათ ხელში იყო. ზვიადა და აბულფაზა ხელისუფლებაში მოვიდნენ ეროვნული გნიასის :დ ფონზე რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა ამ ელიტებს. გამოსავალი კი ამათთვის იყო ეს ორი პატივცემული. გავლენებიც, კავშირებიც და ფულიც ამათ უკან იდგა. ამიტომაც ზვიადას და აბულფაზას დრო დათვლილი გახლდათ.

Edited by Seth
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in

შესვლა
 Share