Jump to content
×
×
  • Create New...

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!


Recommended Posts

  • ფორუმელი

“- ვიღაცამ მიტხრა, უკვდავების წყარო არისო
- მერე სად მიგაქვს?
- ერთი თვეა ვასხამ დედიკოს საფლავზე და ...
- შენ არ დალიე?
- არა, ჯერ არა.
- რატომ?
- იქნებ დედიკო არ გააცოცხლოს. მე რომ დავლიო, აღარ მოვკვდები და ჩემს დედიკოს ვეღარასოდეს შევხვდები.”
 

 

გოდერძი ჩოხელი

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი


მაისი ყველგან არის მაისი,

მაგრამ ბათუმში მაინც სხვა არი,

და ვხვდები ახლა, რომ სილამაზეს

აღარ ჰქონია ქვეყნად საზღვარი.


ზღვა ისე იყო მშვიდი და წყნარი,

რომ აღარც მახსოვს იყო თუ არა!

ერთად გააღო ცამ შვიდი კარი

და ზღვას სარტყელად გადაუარა.


თეთრ ზამბახების დგანან ფარდები,

გააქვთ შრიალი პალმების ქოლგებს,

და ისე ყრია თეთრი ვარდები,

თითქო ათასი აქ გედი მოკლეს.


გაღებულია სამოთხის კარი

და მე მრცხვენია, რომ ვარ უშენოდ,

ალბათ ყოფილა წყევლა ამგვარი:

მივცეთ პოეტებს სამშობლო მხარე.


ულამაზესი - ედემის დარი

მხოლოდ ქალები გადავუშენოთ.

გაღებულია სამოთხის კარი

და მე მრცხვენია, რომ ვარ უშენოდ!..

 

 

ტიციან ტაბიძე

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

დიდოსტატის მარჯვენა 

დავსნეულდიო, შვილო, მეშინია: არ ამომხდესო უშენოდ სული.
ცნობა მოვიდა კვეტარში: გაუცვნიხარო გიორგი მეფეს.
ალბათ მეფესაც ეყოლებაო დედა, ალბათ მეფესაც ეყვარებაო დედა.
დედა დააფიცეო მეფეს, შეევედრეო ჩემს მაგივრად, გამოგიშვასო დედის სანახავად.
ერთხელ მაინც, ერთხელ მაინც თვალი მოგკრა როგორმე. სიკვდილის წინ დაგლოცო, შვილო, შემდეგ ამისა ნუ შემრჩება სუნთქვა, შემდეგ ამისა მიმიღოსო უფალმა.
გზა რომ ვიცოდე, კვალი რომ ვიცოდე, თავათ წამოვიდოდი როგორმე, პურისმცხობლად დავდგებოდი შენს ახლოს სადმე, თავს არ დავზოგავდი, წამოვფორთხდებოდი როგორმე, ფეხები დამისივდა, ძველებურად ვეღარ ვჯდებიო ცხენზე.
ეგეც არ იყოს, ვინღა მიხედავსო მამას, ფხოვურ მიწაში მარტოკა მწოლარეს?
საკლავს ვინ შესწირავსო სულის საცხონებლად, ხუცს ვინ აწირვინებსო სალხენად მისდა?

 

 

კონსტანტინე გამსახურსია

მერე შენ დაჭკნები
ვით ია ლარნაკში
ღამით წყალი რომ არ გამოუცვალეს
მოვლენ მეგობრები და
დაგამძიმებენ
ასე სცოდნიაო სიყვარულს უცაბედს
ასე სცოდნიაო შენ ყურს არ დაუგდებ
ჯანდაბას ჭორები ქალური
იყო დრო-გიყვარდა
იყო დრო-უყვარდი
თუნდ იმ დღეებისთვის
ღირდა სიყვარული…

 

დავით კრაწაშვილი

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

დედამიწა შეიმოსა თეთრი სამოსელით,

თეთრ კარავებს დაემგვანენ ატეხილი მთები.

მახსოვს შენი გუნდაობა უხელთათმნო ხელით,

ახლაც მინდა შენი ნახვა,

ახლაც მენატრები.

ჩემი გრძნობა ძლიერია, როგორც ქარიშხალი,

სისპეტაკით შემოსილი, ვით ეს თოვლი წმინდა.

მომაგონდა შენს სახეზე პაწაწინა ხალი

და თუ შენი ღიმილი მსურს,

შენი გულიც მინდა.

 

 

მირზა გელოვანი

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

როცა ღიღინით წავლენ სტუმრები,
და თან გაჰყვებათ ქორწილის ბოლი,
დედოფლის გვირგვინს მოიხსნის ნებით,
და შენთან მხოლოდ დარჩება ცოლი.

როცა იქნები ძალიან ავად,
და წამლებს დალევ თითების თრთოლვით,
ყველა მნახველი მოვა და წავა,
შენს გვერდით მხოლოდ იქნება ცოლი.

როს დაგღლის უცხო ქალთა ნისია,
და შინ შემოხვალ ბოლოს დაბოღმით,
მაშინ მიხვდები - ყველა სხვისია,
შენი კი მხოლოდ ეგ შენი ცოლი.

შვილებიც წავლენ თავისი გზებით,
და მეგობარნიც, ამტანნი ყოვლის,
და ბოლოს სახლში ერთად დარჩებით,
მარტოდენ შენ და ეგ შენი ცოლი.

როს დამთავრდება შენთვის ყოველი,
და კარში გავა ცხოვრების გოლი,
საიქიოშიც თან გამოგყვება,
და სულ შენს გვერდით იქნება ცოლი!

ლალი გულისაშვილი

Edited by დათვების მეგობარი
ფორმატირებული ტექსტი მქონდა ჩაკოპირებული და სადა ტექსტად ჩავაკოპირე

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი

    
ფეხი დამადგით,
გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,
წყალობა ჰყავით...
საქართველოის ყოვლოს მპყრობელმან
ვისურვე დავით...
ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი
ყურძნის მტევნებით...
--ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო მიუტევები
ღირს მსახურებდი ქართულ მიწა-წყალს,
რაი გადარდებს?
გასწიე იგი "ნიკოფსიითგან
დარუბანდამდე“....
თუ, ეს მაღალთა თავმდაბლობაა
ოდით და ოდით?
თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო,
რაღა ქნან ცოდვილთ
სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის
ვერსით მპოველთა?
--ფეხი დამადგით, გულზე დამადგით
ფეხი ყოველთა...

 

ანა კალანდაძე

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   325 all people including: 2 წევრი, 0 ანონიმური, 323 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Houston
    • Chrome(9)
    • Googlebot(5)
    • YandexBot(3)
    • Facebookexternalhit(8)
    • t-90