Jump to content
×
×
  • Create New...

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!


Recommended Posts

  • ფორუმელი

ატმის რტოო, დაღალულო რტოო,
ატმის რტოო, სიმშვიდეა შორი.
ქარიშხალი მოდის საიმდროო,
ყვავილების ქარში მიჰქრის ტბორი.
მოცდა არ ღირს, თუ ისევე უცდი,
ამ გრიგალში დრო არ არის სხივის.
დაღალული ყვავილი ხარ სუსტი.
ქარი კივის, ქარი კივის, კივის.
ნაპრალებზე გადაიმსხვრა ნარგი,
ახლა ზღვაა, ახლა სისხლის დროა,
თუ გადარჩი, ხომ გადარჩი, კარგი...
ატმის რტოო, დაღალულო რტოო.

 

გალაკტიონ ტაბიძე

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

ბაჩი ჯინჭარაძის ნახატები ძველ ლექსზე. ამის წიგნიც მქონდა, ჟურნალის ფორმატის გამოცემა, სადაც მხოლოდ ეს ერთი პატარა ლექსი იყო და ბლომად ლამაზი ნახატები. ბავშვობა გამილაზა. ბაჩისაც საინტერესო ნახატები აქვს.

 

 

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

  • ფორუმელი

რა უბრალოა ადამიანი!

რა ცოტა ყოფნის, რომ იქცეს მიწად.

და რა უმწეო ხმებით შრიალებს,

რასაც სიცოცხლეს არქმევს და იცავს.

 

ოთარ ჭილაძე

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
სახლი მინდოდა მქონოდა,
უბრალო, ხის და ისლის.
სასთუმლად ნუშის ბაღნარი,
საბნად თიბათვის ნისლი,

ბაღი მინდოდა მქონოდა
თვალუწვდენელი ჩრდილით,
გადავრეკავდი მინდვრებზე 
შავ-თეთრა კრავებს დილით.

ავაშენებდი სალოცავს,
გადადუღებულს კირში,
გამოვისხლავდი გაზაფხულს,
ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,

გავახურებდი კოცონზე
ჩემი ცხენისთვის ნალებს,
მისი ქროლვით და ჭენებით
გადავუსწრებდი ქარებს.

გავაშენებდი ვენახებს,
ცამდე ავწევდი ზვარებს
და ავაგებდი სამრეკლოს,
ვაგუგუნებდი ზარებს.
 
მერე მოვარდნილ ნიაღვრით
დავაბრუნებდი წისქვილს
და ჩემი პურის თონეში
ფიჩხებს ჩავყრიდი მზის სხივს.

ბაბუაჩემის საწნახელს
გადავუხსნიდი ძარღვებს,
არტერიებად დაბერილ
ალადასტურის მკლავებს,

ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან
გვალვით დასიხცულ მგზავრებს
ცივი წლის ნაცვლად ვასმევდი
ცოლიკაურის ხავერდს.

მერე ვნახავდი საცოლეს,
ცისფერთვალებას, ლამაზს,
შემოვაკრავდი საჩუქრად
ოქრო-დავერცხლილ ქამარს,

და ჩემი მატყლის საბანზე
ავიწყვიტავდი ალერსს,
შვილებს სახელად მივცცემდი
ლაზარეს, თომას, პავლეს.

მოვწყვეტდი დედის ძუძუდან,
რძემდე ვასმევდი ღვინოს
და სასაფლაოს საყდარში
შუბლზე ვაცხებდი მირონს.

მერე შევსვამდი სამივეს
უუნაგირო ცხენზე,
პატარა მაჯებს ვანდობდი
მე რომ თოფი მაქვს სხვენზე.

წკეპლას მოვცხებდი თეძოზე
ჩემს ხალიბნალა ფაშატს
და ვაჟებს ვანადირებდი,
კვდომის ვაცნობდი ლაზათს.

სახლი მინდოდა მქონოდა,
უბრალოდ ხის და ისლის.
სასთუმლად ნუშის ბაღნარი,
საბნად თიბათვის ნისლი.
 

/გიორგი შალამბერიძე/
 

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

  • ფორუმელი

 

ოცნება საქართველოზე
 

დავიწყებული ძველი ფონები
და ნანგრევები დიდ ციხეების:
ჩვენი დიდება მოსაგონები,
ფართო ჩრდილები ცაცხვის ხეების.
შედიხარ ჩუმად, გრილი ტაძარი...
მოთაფლისფერო სახე მამების;
და საცეცხლურში ცოტა ნაცარი
და შავი ხატი წმინდა სამების.
ნიშანი ბედის - კარზე ნალები,
სახურავები დახავსებული
და ღვთისმშობელის მოგრძო თვალები
უმანკო სევდით ამოვსებული.
ო, მაგ უნაზეს მკლავების სითბო
და მარგალიტისფერი სხეული
წარსულზე ფიქრით ოცნებას მიტკბობს -
გულში რომ არის ჩამონთხეული.
ოღონდაც ერთხელ მაინც მენახა
შენი მანდილის მაღლიდან რხევა,
გამევლო ღამით ჩუმი ვენახი
და კოშკის კარი გაეღო მხევალს...
დღეს, როცა მინებს წვიმა ასკდება
და ტვინს მიბურღავს მწუხარე ფიქრი, -
ჩემი ოცნებაც გედივით კვდება
და იფარება სათუთი ფიფქით.
კრწანისის ახლოს ყიოდა გედი,
ქარი მიწამდე აწვენდა ლერწამს...
სხვა რა მოხდება იმაზე მეტი,
რაც დღემდე გულის ფიცარს მილეწავს?!
დიდ გზასთან
პატარა ღრუბელს, დარჩენილს მარტოდ,
მისდევს სილაზე მსუბუქი ჩრდილი
და მთელი არე სუფთა და ფართო
სუნთქავს დამტკბარი მზითა და დილით.
და თითქოს წამით, წვეთად ქცეული,
ზეცა და სივრცე გულში მეღვრება!
სითბო, მაღლიდან გადმორხეული
მიწას და სხეულს ჩემსას ეკვრება.
თვლემს ყოველივე, ნიავი გრილი
სხივებს აჟღერებს ოქროს სიმებად.
ვზივარ უძრავად, ვარ თავდახრილი,
დიდ გზას გავყურებ და მეღიმება.   

 

25 თებერვალი

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იგო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, –
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი! 

მისტერ კოლაუ ნადირაძე

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Moor said:

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იგო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, –
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი! 

მისტერ კოლაუ ნადირაძე

ამ ლექსის დღეს არ გახსენება დანაშაული იქნებოდა! 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

 

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

  • ფორუმელი

ვილაპარაკოთ

მსგავსი დღეების უსაშველო დარჩა ატანა,
დეე, გადაწყდეს ისე როგორც ღამემ განაგოს,
მოდი ჩემთან და ამ დუმილის გასაფანტავად,
თუნდაც სულ მცირე, ამინდებზე ვილაპარაკოთ.

ვილაპარაკოთ - როგორ ფეთქავს დილა კვირტივით,
წვიმის წვეთებში მზის სხივები როგორ ეტევა,
იცი, მე ახლაც შარშანწინდელ ამინდს მივტირი
და ეს ტირილიც მენანება გასამეტებლად.

ვილაპარაკოთ, შენს უმანკო სულთან მიმიშვი,
თორემ დრო ცდილობს სურვილები თავად ალაგმოს,
ვილაპარაკოთ - სიყვარულზე მთელი სიგიჟით
და მოდი მერე სიგიჟეზე ვილაპარაკოთ.

ვილაპარაკოთ, დანარჩენზეც, ბევრი მხილებით,
სხვებს როგორ უყვართ, როგორ სძულთ ან როგორ ელიან,
როგორ არიან ანგარებით ერთად წყვილები
და ანგარება ჩვენთვის როგორ არაფერია -

რადგან პროცესი დასრულდება მაინც გნიასით,
დაგეგმილ გრძნობებს ჩვეულებრივ ვეღარ განაგებ,
ვილაპარაკოთ - ერთადერთხელ პოეზიაზეც -
ან შენ მისმინე და მე მარტო ვილაპარაკებ...

ვილაპარაკოთ - უსაფუძვლოდ, უხმოდ, უმიზნოდ,
თორემ დრო ცდილობს სურვილები თავად ალაგმოს,
ვილაპარაკოთ, მაგრამ მოდი ისეც ნუ ვიზამთ,
რომ არაფერი აღარ დაგვრჩეს სალაპარაკო.

 

როინ აბუსელიძე

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   25 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 25 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(6)
    • Googlebot(1)