Jump to content
×
×
  • Create New...

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!


Recommended Posts

  • ფორუმელი

შენ აქ რა გინდა, მაგრამ ყოველთვის
მომაგონდები ამ ანანურთან.
შავი არაგვი თეთრ არაგვს ერთვის,
ჩვენი გათიშვა კი ყველას სურდა.

არც კი გიცნობდი, არც კი მენახე,
ისე გხატავდა თამარს ვრუბელი.
ხარ დანგრეული შენ "მოდი-ნახე".
ფეხმოტეხილი შენ ხარ ღრუბელი.

ისე ნაზია ეს მოგონება,
როგორც დემონის ფრთების შეხება,
სჯობს გაიხარონ სხვა გოგოებმა,
მიიბან შენი ირმის ფეხები.

დე! გაიხარონ იმათ მგოსნებმაც,
მათი ცხოვრება ხვალე იწყება,
ჩვენ მგლოვიარე, მწუხარ ოცნებას
დაფარავს მიწა და დავიწყება.

გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი
და ახეული მაქვს ლაყუჩები,
შემართულია ფეხზე ჩახმახი
და უსიკვდილოდ ვერ გადვურჩები.

ასე კვდებოდა ალბათ ათასი
და მოწმედ ჰყავდა ეს ანანური,
ეს არის ჩემი მგოსნობის ფასი
და თვითმკვლელობის იავნანური.

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

გილოცავ!
გილოცავ!
ახალ წელს გილოცავ.
შენ -
ვისაც სამშობლო გიყვარს...
გელა ხარ!
თინა ხარ!
შოთა ხარ!
ცირა ხარ!
ეს სულერთია -
ვინ ხარ.

ახალი წელია...
თოვლიც გვესალმება...
თოვლიც გვესალმება ციდან...
- ცრემლები?!
- ცრემლებზე - ბოდიში!
- ღიმილი?!
- ღიმილი -
რამდენიც გინდა...

ბავშვებო!
თქვენსავით
მეც ვიყავ მოსწავლე...
მე დღესაც არ ვსწავლობ განა?!
ამიტომ ერთმანეთს,
ამიტომ ერთმანეთს
ვუსურვოთ ხუთებზე სწავლა...

გვიყვარდეს სამშობლო,
სიმართლე გვიყვარდეს,
გვიყვარდეს,
გვიყვარდეს წიგნი...
რაც უნდა ისურვო,
რაც უნდა ინატრო, -
ესაა ყველაზე დიდი.

გილოცავ!
გილოცავ!
ახალ წელს გილოცავ.
შენ -
ვისაც სამშობლო გიყვარს...
ზაზა ხარ!
ლაშა ხარ!
ვაჟა ხარ!
ნინო ხარ!
ეს სულერთია -
ვინ ხარ!

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

 შენ არა გაქვს მეფის გვარი,

 ფრთაფარფატა თოლია,

 მაშ, თვალები თამარ ქალის

 როგორ გამოგყოლია?


 არ მომეკრა შენთვის თვალი,

 სიზმრად მაინც გნახავდი.

 ხარ ყინწვისის ანგელოზი,

 თეთრ ღრუბლებში ნახატი.


 შენს სიყვარულს დავიფიცებ,

 დაიჯერო იქნება,

 ცისფერ კაბას ნუ ჩაიცმევ,

 თეთრი უფრო გიხდება.


 შენს სიყვარულს დავიფიცებ,

 დაიჯერო იქნება,

 წარბს ნუ შეკრავ, გენაცვალე,

 გაღიმება გიხდება.


 შენ არა გაქვს მეფის გვარი,

 ფრთაფარფატა თოლია,

 მაშ, თვალები თამარ ქალის

 როგორ გამოგყოლია?..

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

შემეხე,…
ისედაც ნაზამთრალ სხეულზე  ხავსივით  მაწუხებს
ცხოვრების გაზრდილი გრძელი საცეცები...…
მიჭერენ მარწუხებს.
იქამდე ვტიროდი, მანამ შენ გაგცემდი,
დღეს კი თავს გაწონებ,
რადგანაც სამყარო ბანაობს ჩემში და 
ნაბიჯს ვერ ვასწორებ.
გულწასულ ორგიებს, არეულს ქარივით, 
იწვენენ ფიქრები
და შენს წინ ვპოზირებ 
საკიდზე ქალური კაპრიზის მიგდებით.

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი


გილოცავ!
გილოცავ!
ახალ წელს გილოცავ.
შენ -
ვისაც სამშობლო გიყვარს...
გელა ხარ!
თინა ხარ!
შოთა ხარ!
ცირა ხარ!
ეს სულერთია -
ვინ ხარ.

ახალი წელია...
თოვლიც გვესალმება...
თოვლიც გვესალმება ციდან...
- ცრემლები?!
- ცრემლებზე - ბოდიში!
- ღიმილი?!
- ღიმილი -
რამდენიც გინდა...

ბავშვებო!
თქვენსავით
მეც ვიყავ მოსწავლე...
მე დღესაც არ ვსწავლობ განა?!
ამიტომ ერთმანეთს,
ამიტომ ერთმანეთს
ვუსურვოთ ხუთებზე სწავლა...

გვიყვარდეს სამშობლო,
სიმართლე გვიყვარდეს,
გვიყვარდეს,
გვიყვარდეს წიგნი...
რაც უნდა ისურვო,
რაც უნდა ინატრო, -
ესაა ყველაზე დიდი.

გილოცავ!
გილოცავ!
ახალ წელს გილოცავ.
შენ -
ვისაც სამშობლო გიყვარს...
ზაზა ხარ!
ლაშა ხარ!
ვაჟა ხარ!
ნინო ხარ!
ეს სულერთია -
ვინ ხარ!

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

@marguerite ეგ ლექსი გიდევს უკვე აქ :) 

 

 

გრიგოლ რობაქიძე - ირუბაქიძის ხასა


ტანს გეტმასნება სველი ალერდი.
ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს.
და აზიდული მაღალი მკერდით
მიეფინები მწვანე ეზოებს.
დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი
და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი.
გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტის -
და ატევრილი ,სხეულმზიანი,
როგორც ავაზა
შენ ტანმხურვალი
დაეძებ კუროს -
რომ დაგიურვოს…
გხედავ და ვიცი: შენი კუნთები
დათესლილია ჩემი სურვილით.
წამოვიწევი… შენ გაბრუნდები
გადალეწილი მხეცის წყურვილით -
და გავარდები…
დაგედევნები…
თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან:
შენი ვარ შენი, მოდი ,გევნები,
მეც დაგეწევი და ცხელწვივიანს
აგიყვან ხელში
და გადაგისვრი დიდ საწნახელში -
რომ შენი ტანით დავსრისო მაგრად
მწიფე მტევნები…
მაგრამ თვალები -
თვალები – თვალები: -
უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში.
ათასი ქალი და ყველა მრუში.
აშარა თუ ხარ, კახპა და ურცხვი.
გწყურია ვაჟი უცხო და უცხო.
არა ხარ ჩემი. არ ხარ არვისა.
თუმც არაოდეს არა ხარ უარზე.
იცოდე: მოვგრეხ ნებას ყუაზე.
ერთბაშად შეგსვამ ღვინოს ქარვისა.
და შენი თმების წითური მორგვით
მიგაკრავ მაგრად
ცხენის ძუაზე…
მაგრამ თვალები -
თვალები – თვალები:
ეხლა მადონნა – წმინდა – ხასხასა.
რა გიყო მე შენ, უძღებო ხასავ?!
ნელი და ტკბილი
ქვემეფინები -
რომ გადავიქცეთ ჩვენ კიდევ წყვილი.
ელამურ ღიმილს მომახვევ რიდეთ.
მეც დავრბილდები რისხვარის მოშლით.
აგამზეურებ როგორც შუბის ტარს
ირუბაქიძის
და ერთხელ კიდევ
გასუდრულ მტევანს
გაგშოლტავ ლოშნით …

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

  • ფორუმელი

დილის ბინდში 


დილის ბინდში ვერის ხიდზე მოვხვდით ...
თოვდა, თოვდა ... რა კარგია თოვა ...
გადამიდგა და ბოდიშის მოხდით
გამაჩერა, სიგარეტი მთხოვა ...

მივაწოდე, - გაიხარა კაცმა,
მოვუკიდეთ, - მთვრალი ვარო, მითხრა,
გავაბოლეთ, - გულის ფსკერზე დათბა,
სთქვა მადლობა, რა დროაო, მკითხა ...

მე ვუთხარი, - ხუთი იყო დილის,
ხიდზე დავრჩი, ის გავიდა გაღმა.
”ეჰეჰეი!” - შეუძახა თბილისს
და ღიღინით ვერის შეღმართს აჰყვა ...

თოვდა, თოვდა, სიგარეტი გვქონდა,
თოვდა, თოვდა, რა კარგია თოვა ...
რა კარგია - რა ბევრი და ცოტა:
თოვლში კაცმა სიგარეტი მთხოვა!
 

მურმან ლებანიძე, 1980 წ.

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

  • ფორუმელი

ვწელავ დილას, მეზარება ყავაც,
ვეღარ ვუძლებ სამსახურის წნეხებს,
ვიცი ეს დღეც ისევ ისე გავა,
გავალ გარეთ...ძლივს მივათრევ ფეხებს.

ვიღაც მგზავრი - რაღაც სევდა მიპყრობს...
ტროლეიბუსს ჩამოუწყდა მკლავი,
გუშინ უფრო გრილი დილა იყო,
მივდივარ და რაზე ვფიქრობ, რავი...

გაჩერება, მანქანები, სკვერი,
შუქნიშანი, გადამწვარი მწვანე.
რა მეტია - ხმაური თუ მტვერი,
ჰაერია, თუ დრო არის მავნე.

და წრიალებს ჩემი წვრილი ნერვი
სამსახური-სახლის წყვეტილ ხაზზე,
ვარ დაღლილი, ვარ მაღალი წნევით
და ვმუშაობ, გეგონება გაზზე.

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share