Jump to content
×
×
  • Create New...

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!


Recommended Posts

  • ფორუმელი

მანძილი შენამდე დიდია, 

 შენიდან ჩემამდე - არც ისე 

 ამინდი საგრძნობლად მშვიდია, 

 მანცვიფრებ... 

 ჯერ კიდევ ჰყვავიან ატმები, 

 ქარია - მომიტანს რამე ჭორს, 

 მე ვამბობ, არ მომენატრები, 

 შენ სდუმხარ, იღიმი 

 საეჭვოდ, 

 ვარსკვლავნი აენთნენ, 

 რომ ვხედავ, შორი-შორს 

 საკმაოდ, 

 მე ახლა გიჟი ვარ საერთოდ - 

 ჩემს ჭკვაზე გადმომყავს სამყაროც, 

 მუდმივად რაღაცა მაწამებს 

 და ჩემში მუდმივად ბინდია, 

 და მაინც მიზიდავს 

 წამწამებს 

 მთვარე რომ ნისლივით ჰკიდია. 

 შორს სადღაც ჰყვავიან ატმები, 

 ქარია - მომიტანს რამე ჭორს, 

 მე ვამბობ, არ მომენატრები, 

 შენ სდუმხარ, იცინი 

 საეჭვოდ.

ტარიელ ხარხელაური

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

https://fb.watch/5amc8AfaTy/

 

Spoiler

დაცარიელდა კაბა, საწოლი, სარკე, სათვალე, ქოლგა  შენები
ყველაზე მეტად ყელსაბამს უჭირს, მაგრამ მე ვეღარშევეშველები.
ყველგან შენ ხარ და შენ აღარა ხარ, ყველა ნივთი დაყველა საგანი 
შენ მიიზიდე, შენ მიითვისე, შენ ამოავსე ჩვენი საკანი,
რომელიც თითქოს ცარიელია, საიდუმლოა თითქოსსერობა,
სადაც ერთმანეთს ედავებიან შენი შენობა და უშენობა.
ადრე დაღამდა, შენი სენაკი მიმწუხრის მთვარემმოავარაყა,
გირეკავენ და სახლში არა ხარ და არამარტო სახლში არახარ.
მაინც ყველაფერს შენი სახელი ჰქვია და ჩემებს აღარცდავეძებ,
ადრე არასდროს არ მიფიქრია ჩემეულების სიცოტავეზე.
ქალი უფრო მეტ სამხილს სტოვებსო, ─ იუწყებიანღვთისმოსავები,
ამიტომ კაცმა უნდა გაასწროს, უნდა ჩააცვას დროზეშავები.
შენ კი კედლებიც გამოგეტირა და ცრემლიც ისეგადმოგიღვარდა,
ნეგატივივით გამოამჟღავნა, რა გიყვარდა და რა არგიყვარდა.
ფოტოსურათებს გადავამრავლებ, რომ ნაწილ-ნაწილგადაგარჩინო,
გადავამრავლე და მომევლინე უფრო საჩინო დათვალსაჩინო.
ახლა ბევრი ხარ და მემუქრება ღამე ბნელი და ღამეღარიბი,
ისე ბევრი ხარ, არ მეშინია, თუ რომელიმე გამეპარები.
იმდენი წყვილი თვალით მიყურებ, თვალებში თითქმისვერ ვიხედები,
ენაცვლებიან სუფთა პროფილებს  პროფილის სამიმეოთხედები.
ლაშას  და არა ლაშარის  ჯვარმა დახატა შენი ფოტო-კოლაჟი
(ჯვარი  თაყვანის-საცემელია, როგორც წერია "სიტყვისკონაში).
სარკესთან, სადაც საკუთარ ანფასს ვეღარ და ვეღარესაბამები,
ახლა პიეტას ელოდებიან შენი ჯვარცმული ყელსაბამები,
რომლებსაც აქებს სალამური და აქებს ჩანგი და აქებსგიტარა,
ვეღარ შეიბი ერთი, რომელიც შენმა ირაკლიმ ჩამოგიტანა.
მოდი, კასეტას გადავახვევ და არ შეგაშინოს ჩემმაშექებამ,
მოვტეხავ მაგ შენს ყელსაბამებს და ხელსაბამებს და ისეშეგაბამ.
და, რაკი ქვეყნად კიდევ ვეთრევი, შევავედრებ დაშევევედრები,
რათა ვარდების ლიტურგიაზე დაამწყალობნონ შენითეთრები.
შენ ხომ იმ პირველ დაბადების დღეს არ მავიწყებდიარასდიდებით,
როცა წითლები  მოპარულივით  შემოგაჩეჩე ხელშიტიტები.
ნანები! ─ შენი იავნანები: ნანები! ─ შენ და ვარდონანები:
გინანე! ─ კვლავაც მაგ ჩანიშნული დედის ლოცვისთვისდამენანები.
დასანანია: ჩვენს ბედისწერას უსმი რადარი არადარებდა,
ჩვენ ვერ დავბერდით, გავითამაშეთ არჩევანი და არადანიდა
ჩვენ არ დავბერდით, გზები გავიგნეთ შარავანდით დაშარავანდედით,
ჩვენ ერთმანეთს და ერთიმეორეს შევაბერდით დაგადავაბერდით
და გავიხსენეთ მოსკვა-რეკა და ჩვენი თაფლობის სამიდეკადა,
კრემლის საათი როცა ჩვენთვისაც რეკავდა, მაგრამმშვიდად რეკავდა.
ვაქებდით არბატს, სადაც ქართული იყიდებოდა მაშინლავაში
და სადაც ახლა უპედესტალო ძეგლი დგას ბულატოკუჯავასი,
და გაგეხუმრე (თუმცა ხუმრობას ვერ მიგვიხვდება ზოგიპინგვინი):
დაბერებულიც ისე მომწონხარ, მოდი, მეორედ ვიფსკვნათგვირგვინი.
მაგრამ სიმაღლე ვერ გადავლახეთ  გათელილი უხილავთამასით 
და ვეღარც ნიკო ლორთქიფანიძის ბებრები ვეღარგავითამაშეთ.
ვერ გაგამდიდრე, ალმას-ლალებით ვერ დაგიმძიმე კაბა-კუბანი,
ჩვენ ვაჟკაცურად მოვიგერიეთ ცხრაასი მილიონი კუპონი
და მერე, როცა ავთანდილივით წამოგვეშველა ლარისტირაჟი
მე შენ დოლარი გადაგიხადე "უცნობის" ყოველკორექტურაში.
ახლა ბირჟაზე ავდარია და ისე უბერავს ევრო-მისტრალი,
არ ვიცი, როგორ მოვიგერიო, ჩემო ფინანსთანამინისტრალო,
მაგრამ მე უფრო მაინტერესებს გასაშიფრავი წლებისქაოსი:
აქედანა და შენამდე კიდევ რამდენი დამრჩა სააქაოსი.
ვინ იცის რამდენს გამოიმეტებს ჩემი გენების ენერგიები,
ანდა  რამდენჯერ გადამარჩენენ ეს ჩემისისულელეგიები?
ცხრა წლის ვალი მაქვს, ჩემო მევალევ, ჩვენ გაგვიმეტაჩემმა ასაკმაც:
აქეთ დამტოვა, აქეთ განმსაჯა, აქეთ გამსარჯა დადამასაქმა.
აქეთ  ბრინჯაოს ორი მხედარი  ვახტანგ (ელგუჯა) ─ დავით (მერაბი),
იქით  ბრინჯაოს ხელსაბამები  შენი ფერადიეფემერები!
ისე დამძიმდა შენი ხელკავი, ვეღარ გავბედე ხელისგაშვება
და, თუმცა დათომ ხელები კიბის მოაჯირივითშემოგაშველა, ─
ჩვენი ზიარი ნაფეხურები კატაბალახამ ააბალახა:
გირეკავენ და სახლში არა ხარ და არამარტო სახლში არახარ.

ამიერიდან სალხინებელის ცალმხრივ ტრასაზე უნდაგეძიო
და, რაკი ვეღარ მომიბრუნდები, მე თვიტონ უნდაწამოგეწიო
და, ვინაიდან ჩემი მყობადი მოკლეა, ვიდრე შენი მერმისი,
ძალიან დიდხანს არ დამაყოვნებს ჩვენი ჰადესის ჩემიჰერმესი,
არ დააყოვნა თურმეობითმაც, თურმე ნუ იტყვი, თურმეძალიან 
მხოლოდ შენთვის და შენთვის და შენთვის  აღარავისთვის აღარ მცალია.
უარი ნარდის მღერას და ბანქოს! ─ მარაოიან-მუარებიან
ვარჰალალოებს ვეუარები: აუარება უარებია.
 ხმა ამაიღე! ─ ასე მღეროდნენ, ასეთი იყო ძველი ჰიტები,
 ხმა ამოიღე! ─ ამჯერად მიქელ-ანჯელოსავითაგიხირდები.
შენ კი სდუმხარ და ასე მგონია, შვიდივე სიმი გაწყდაგიტარის,
ასე მგონია, მხოლოდ და მხოლოდ მე მომიკვდი დასხვებმა გიტირეს.
იცრემლებიან ჩვენი ფანჯრები და მე ფიქრებშიჩავიძირები,
მაგრამ არავის აინტერესებს ჩემი და შენი ჭრელი წვიმები.
ცა ტირის, როგორც ბავშვი (ტირიფი), რომელიც დედამ(ქარმა) გალახა:
გირეკავენ და სახლში არა ხარ და არამარტო სახლში არახარ.

ბედმა ქვრივობა არ გაღირსა და შენი ვარსკვლავი აღარაანთო,
გადაგავიწყდა ტკბილი სიტყვა და სიტყვები, ჩემოოთარაანთო,
რას აშავებდი? რა იქნებოდა, მაგ შენი ვითომ-ბრილიანტებით 
შენც გებაჩუნა ამ პლანეტაზე ამ რამდენიმემილიარდივით?!
ერთი პლიუსი! ─ მსოფლიო ბალანსს რას დააკლებდაერთი პლიუსი, ─
აჯასა ამას დასტურს დასცემდა მარკუს (ბაჩანა) ავრელიუსიც,
თავს არც იოჰან (დავით) გოეთე (წერედიანი) შეიკავებდა
და აღარც სულხან (ეზოპე) საბა  მესაიდუმლე მეიგავეთა,
ახირებული ჟინი ამიტანს და შერეკილი ვნება წამიტანს:
 იქნებ შეჩერდე, კაცობრიობავ, თუნდაც ამ ერთადერთიწამითაც! ─
რა ვქნა, მე თვითონ მეხამუშება ჩემი მაზალოსენტიმენტები,
შინაურები შემინდობენ და მაპატიებენ, შენ თუ მენდობი.
თუმცა, შენ ვერც კი წარმოიდგენდი, ჩემო ურწმუნო თომასდაიკო,
და ვერც ვერავინ დაგარწმუნებდა, ფიანდაზიც რომფეხქვეშ დაეგო:
ერთბაშად გატყდა ნავსი ხანგრძლივი ურწმუნოება-უიმედობის:
მოგიხსენიეს და შენს სახელზე ხატი აკურთხეს ნანადედოფლის,
და ახლა ესე ჩვენი სიმართლე ღმერთმა უწყის და არაალახმა,
გირეკავენ და სახლში არა ხარ და არამარტო სახლში არახარ.

ადრე დაბერდი: შენ წაიკითხე წარსული, როგორც ძველიაფიშა,
შენ მოესწარი მეგობრის ღალატს, რომელმაც მირონსგადააბიჯა,
მაგრამ გწყალობდა ზარი ანასი და საღარაძის შანდორპეტეფი
და კიდევ  დავით კაკაბაძის და შენი ბავშვობისიმერეთები.
შენ არ გახსოვდა მამა, გახსოვდა თბილისის ბნელი ქუჩაწვიმაში
და სამი სოკო: წითელქუდასი, ნაგასაკის და ხიროსიმასი.
გახსოვს: უცნობი ჩამოასვენეს ქერჩიდან, დრამაგაითამაშეს,
და ჩვენ ვარდები მივართვით  როგორც ჩვენი შვილებისპაპას  მამაშენს.
შენ მობილური ჩაგიწერია ჩვენი დედების სასაფლაოსი,
შენ სვანეთიდან ჩამოყვანილი არ მოგეწონა სანტა-კლაუსი,
შენ ბიჭვინთაში (აფსუს აფსუას!) სააგარაკო ნერგსდაეძებდი,
შენ თიანეთში ბესიკის დედამ ჩაგაწერინა ხინკლისრეცეპტი.
შენ შვილიშვილი განუგეშებდა შენი მამისძმის  ალექსანდრესი,
შენ ანგელოზმა დაგიდასტურა უკანასკნელი შენი ადრესი.
ხოლო ვინც შენი თავი წამგვარა და მომანიჭა ურვა ასმაგი,
ვახო მომგვარა თექვსმეტისა და გადამავიწყდა ვახოსასაკი,
რომელმაც ჩვენი გაითავისა ყველა უჯრა და ყველა განჯინა
და აიპედში გადარჩენილი შენი რეპლიკა აღმოაჩინა:
 ბიჭო, გაჩერდი! ─ არ გაჩერდა და, რაკიღა მაცხოვარიწყალობდა,
შენი ალუბლის სამი კუნძულა ჩამოგიტანამუხათწყაროდან.
ჩემი უდაბნოს ეფემერამ კი ფოთლების მადლი მალემოისხა:
ოაზისივით შემომაშველა ლოცვანი დილა-საღამოისა.
მავანთ წყურვილი უნდა მოიკლან და სიამენი უნდამოიკლონ,
ხოლო რომელნი ცრემლით თესვიდენ, მათ სიხარულითუნდა მოიმკონ.
როგორც პლატონი (ბაჩანა) ბრძანებს, სხეული სულისსაპყრობილეა:
სულს აღსარება გადაარჩენსო, ─ დასძენს მამაი ჩვენიილია.
ამიტომ სმენას ვათვინიერებ წმინდა წიგნებისკილოკავებთან
და ნერვიული ტელეფონები გირეკავენ და გირეკავენ და...

შენმა გრანიტმაც გამოიღვიძა: სიტყვა სდუმდა და ქვაღაღადებდა,
ხელი ჩამჭიდე, აღარ გამიშვი და მიმიყვანე ნაცნობხატებთან
და მიმატოვე და შემატოვე ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი,
თან უმოკლესი გზები მასწავლე სამებისა და სიონისანი.
შენ შემატოვე ჩემი ვინსენტიც: ორნი დავრჩით და ჩვენმამესამემ
შენთვის  მოცარტის "რეკვიემივით" ─ წამომაშველა ბახის"მესა" მე.
ხოლო კეთილმა ჩვენმა მზახალმა ─ "მთვარის სონატის" ფრაზა პატარა 
სიმძიმილივით გაიხსენა და სამძიმარივით გამომატანა.
ქრის რი კი თვითონ ამოარჩიე: "გზა შავეთისა", ─ რატომშავეთი? ─
სახიფათოა, როგორც ცამეტი ან კიდევ  როგორცოცდაცამეტი,
და რატომ ქრის რი? ─ და რატომ ოთხ მარტს დაბადებულიუფლის სეხნია? ─
მელომანები იკითხავენ და შვილიშვილები დაიკვეხნიან.
შენს ფოტოებთან მოვისაკლისებ, მოვიპატიჟებ მოტივსმოტივად,
ანთებულ სანთელს დაველოდები და მერე შენგან შენთანმოვდივარ,
სადაც, ვიდრემდის ტანს აიყრიდნენ კიპარისები  ჩვენზემაღლები,
შენ შემირჩიე, შენ მომიზომე ადგილი, სადაცდავიმარხები:
დაჯავშნილია სამარადისოდ, ვერ გადაჯავშნის სამისამიტიც:
ჩვენი სასტუმრო-სასუფეველის ნომერიც ვიცი: 413! ─
და მე ადვილად ამომიცნობენ ამდენ უნომრომობინადრეში,
თუკი შემთხვევით მიქელ-გაბრიელს არ დაავიწყდა ჩემიადრესი.
ამ წუთისოფლის ანი და ბანი  ჯერ ოცნება და მერე ჟინია:
რა შეიცვალა ბოლოს და ბოლოს? ─ შენს მაგივრადაც მემეშინია:
თითქოს სიზმარში თითქოს ხანძარი თითქოს გაჩნდა დათითქოს ტაძარი
დაწვეს და თითქოს რაღაცა უნდა მეთქვა შენთვის და ვერმოვასწარი.
ვერ დავამსგავსე სიტყვა და სიტყვა ერთმანეთს, როგორცლებანს ლებანი,
ვეღარ და ვეღარ დავამუღამე უშენობათა განტოლებანი.
ვერ მოვტვინე და ვერ მოვიპოვე სხვა მისანი და სხვასპირიტი და
უშენოდ ვეღარ გამოვაღწიე შენი დოზების ლაბირინთიდან.
მანამ კი, ვიდრე გამოვაღწევდე გამოდევნებულ შიშებსმაშინდელს,
შენი ნახევრად ცარიელი და ნახევრად სავსე ჭიქამამშვიდებს.
ვიხსენებ, რათა წამოვაშველო ჩემს გაწბილებულ იმედსამაოს 
დოჩანაშვილის ნაჩუქარ ჯვარს და გურამის მიერ მოგვრილმამაოს.
ერთი ნუგეშიც შევაკოწიწე რამოდენიმე აქსიომიდან:
ჩემი ირინას ნათლია მოვა და უშენობის წამალს მომიტანს.
ხანხადან, როცა გამინაპირებს ჩემი ერთგულიმელანქოლია,
უცებ შემაკრთობს ზარი ქუჩისა, შენი სასთუმლის ზარიმგონია.
ძილშიც ჩამესმის შენი "ვახტი" და  შენსავით  შენზეჩუმად მეძახის
და, როგორც დედაჩემი იტყოდა, ვებღაუჭები იმედსერცახეს:
ასე მგონია, მეორდებიან სამზადისები საკაიფონი:
დეზერტირების ბაზარში ისევ დამეკარგე და მალეგიპოვნი.
ანდა  ქვიშხეთში გახიზნული ხარ  ბავშვებთან ერთად  და მელოდებით,
მე კი თბილისში ბერბიჭასავით ვცხოვრობ და თავიმომაქვს ლორდივით.
ან კიდევ  ერთი ყელსამკაული, რომელსაც გულთანახლოს მიიტან,
ჩამოვაბრძანე სიცილიიდან, მაშასადამე  იტალიიდან.
შენ დაბერდი და კარგად დაბერდი, მაგრამ ფორტუნამგვიალმაცერა,
ვერ მოვასწარით სვეტიცხოველში ჩაფიქრებული ჯვარისდაწერა:
ვერ დაიკიდე... ვერც დაიკიდე, ვერც დაიკიდებ ამიერიდან,
თვალი თანდათან მომარიდე და გვერდი თანდათანამიარე და
ათწლეულების გადასახვევთან ერთი ნაბიჯითგადამასწარი,
მიტევებათა საზეპიროებს აღარასოდეს გადამასწავლი:
ისევ შენსავით ვიმეზობლებ და ვიმასპინძლებ დავინათესავებ
და  შენი ხათრით  ასაკის გამო  ხელს არ დავიბანპილატესავით,
აქ შედარებამ მოიკოჭლა და განსაწმენდელშიგამოვატარე,
რადგან სხვაგვარად არ შემიძლია: მანამ ვარსებობ, ვიდრევადარებ:
ნეტარ  ბაჩანა  მთაწმინდელივით, მიგელ  ბაჩანა  ლამანჩელივით
და სენტ  ბაჩანა  უფლისწულივით ბევრჯერ ბეწვზე ვარგადარჩენილი,
მაგრამ ამჯერად ვეღარ გადავრჩი: უკანასკნელიმატარებლიდან
საყვედურივით გადმომხედე და უკანასკნელმა შენმარეპლიკამ
ღიად დარჩენილ კარადის კართან დამიმონტაჟა შენივიდეო-
თვალი, რომელიც მაშანტაჟებს და მაფრთხილებს: ახლოსარ მოხვიდეო.
მას შემდეგ ჩვენი ოთხი კედელი უფრო და უფრომეპატარავა
და იდუმალი ახლა ამაოდ მარწმუნებს, თითქოს მარტო არავარ.
ვარ და ამიტომ შემოგთავაზე სკაიპი ანუ გასაუბრება,
შენ კი ორივე გამოიყენე: დუმილისა და ვეტოს უფლება:
გირეკავენ და სახლში არა ხარ და არამარტო სახლში არახარ,
ხარ ოდენ ცისა და ოდენ ღვთისა ანაბარა და ანაბარაღა.

დაინომრა და გადაინომრა წელიწადების გრძელი აღალი:
უკანასკნელი მიდის შენი და მალე უშენო მოვა ახალი.
მზე ამოვა და მთვარე ჩავა და დააბალანსებს ხარვეზსხარვეზთან,
მე კი რა ვუყო უშენო წამს და წუთს და საათს და დღეს დაღამეს და
უშენოდ დროს ვინ გამაყვანინებს ან გულს რომელიმომაყვანინებს,
მესიჯი მაინც გამომიგზავნე, როდის დავუსხა წყალიყვავილებს.
ერთმა ძალიან მაეჭვიანა: გიერთგულა და ვერ ამიტანა:
ნეტავ რომელი მუხლით ისჯება ბეგონიაზე ეჭვის მიტანა?
ერთიც აყვავდა აგარაკზე და ყოველთა მფარველიასამება,
მაგრამ მე ვისღა ჩამოვუტანო შენი ბუთხუზა იასამნები?
ხედავ, რამდენი კითხვის ნიშანი გაათამაშაგამოსარჩლებამ? ─
ჩვენ ყველას ერთად მოვიგერიებთ და, რაც ჩვენს შორისდარჩა, დარჩება.
ჩემო შეთქმულო, რომელ მესამეს ეთანხმები დაეთავადები
და, რომ გიტოვებ, რას გაუწყებენ ეგ შენი თეთრზე თეთრივარდები? ─
რომლებიც უკან მეზიდებიან, მაგრამ მე აღარ ვზივარსაჭესთან,
კიდევ და კიდევ დამენანები, ჩვენ ერთმანეთი მოგვისაჯესდა
სხვა არჩევანი არ დაგვიტოვეს: დანაღმულია სამი კედარი,
სიზმარში მაინც გამომეცხადე, რომ შეგადარო დაშეგედარო:
რაკიღა შენი კერა ჩამიქრა და შენი კელაპტარი ჩამიქრა
და, რაკი გულში ვეღარ ჩამიკრავ, იქნება თვალი მაინცჩამიკრა,
რათა ავკინძო ალმასებივით გადაღებული წვიმის წვეთები
და კვლავ შეგაბა ყელსაბამივით, თუკი შეძლებ დაგამიჩერდები
და უკანასკნელ საბედისწერო მერიდიანსაც თუგადალახავ...
გირეკავენ და სახლში არა ხარ და არა მარტო სახლში არახარ.

*

გასრულდა ესე ელეგია და ტრიალი ცალფა რითმის ჯარასი
და, როცა ბოლო წერტილი დავსვი, მოულოდნელად შენსფანჯარაში
ცისფერი მტრედი გამომეცხადა, ღუღუნა მარცვლებსანამცეცებდა
და ამ სტრიქონებს ისე დახედა, თითქოს საკუთარ სახელსეძებდა.
საოცარია: ჩვენი ცისფერი განმეორებით გამომეცხადა
და ფრთები ისე მძიმედ აზიდა, თითქოს გაფრენა აღარეწადა,
თითქოს შენსავით გამომესალმა  უმშვიდესი დაუსათნოესი 
პაბლო პიკასოს არჩევანი და კიდობანელთა ელჩი ნოესი.
ფანჯარა აღარ დავხურე, თუმცა სასწაულების არაგჯეროდა,
მტრედივით შეკრთა შენი ლანდი და გამოიხედა ღამისჩეროდან.
აქ იყო შენი სალოდინო და სამლოცველო და სამეტანიო,
აქ ბედისწერა აუტანელი გეძალებოდა  ამიტანეო.
ეს იყო შენი გადასახედი, შენ ამ ვიდეო-მართკუთხედიდან
გვაცილებდი და გვაფრთხილებდი და გვავედრებდი დაგვაკურთეხბდი და
აქვე გველოდი, ვიდრე უეცრად არ გავითიშეთ ზედა-ქვედანი
და აქვე, როგორც დაბარებული, არ მომევლინა მტრედი-ქედანი.
ჩამოიმარცვლა წელიწადების კრიალოსანი ანუ ქარასტა,
ეს ნახევარი საუკუნეა, მტრედი არ მახსოვს ამფანჯარასთან,
დღეს კი ცა უფრო მტრედისფერია და ჩიორებისკოსმოდრომიდან
კვლავ  არა მარტო მოფრინდება და კვლავ  არა მარტოამბავს მომიტანს.

 

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი

@ფორთოხალი paste as plain text მიეცი ხოლმე უბრალოდ paste-ს ნაცვლად, თორემ ხან არ ჩანს ტექსტი (მუქადაა ბნელ ფონზე), ხან პატარაა და ხან რა.

ნესტანი მშვენიერი ჯანმრთელი გოგოა © 

Share on other sites

  • ფორუმელი

@დათვების მეგობარი ტელეფონით ვპასტავ, არ ვიცი

 

 

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი

თემატურად გამახსენდა

 

კუვუკლიასთან პატიარქს ჩხრეკდნენ,
ჯერ განიმოსა, შევიდა...მოხდა!
მომლოცველები წამოდგნენ ფეხზე,
იყო ხანძარი, ზეიმი, ლოცვა!

იყო სიცოცხლის პირობა ციდან...
იყო ძალიან მაღალი წნევა,
თავი სულ ყველას ეგონა წმინდა,
იყო ადამი და ბევრი ევა.

აქ მაქციებმა მხარი იცვალეს,
აქ გაქრა ჩრდილი ყველა სიავის,
მომლოცველები ხუჭავდნენ თვალებს
და არ იძროდა ტაძრად ნიავი.

კვლავ სოლომანის ამბაზით, წყალით
ეძებდნენ ღმერთთან უცნაურ კავშირს.
იერუსალიმს რეკავდა ზარი -
როგორაც ერთხელ, როგორაც მაშინ ...

გარეთ კი ღამე იჯდა და ეზოდ
ვიღაცა, ერთი, ურჯულო ბავშვი,
და არ იცნობდა ამ ხალხს საერთოდ,
და არა ელოდა არავინ სახლში.

იყო ხანძარი, ზეიმი, ლოცვა
და დაძლეული სულ ყველა შიში!
მომლოცველების მარში რომ მორჩა,
ომარის მეჩეთს აუყვა ბიჭი...
 

 

ქეთი ხოსიტაშვილი

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
When I am dead, my dearest,
Sing no sad songs for me;
Plant thou no roses at my head,
Nor shady cypress tree:
Be the green grass above me
With showers and dewdrops wet;
And if thou wilt, remember,
And if thou wilt, forget.
 
I shall not see the shadows,
I shall not feel the rain;
I shall not hear the nightingale
Sing on, as if in pain:
And dreaming through the twilight
That doth not rise nor set,
Haply I may remember,
And haply may forget.
 
Christina Rossetti

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

რა ვქნისა ციხე ავაგე,
ჯავრი შავაბი კარადა,
საიქიოდან მოიდენ
ამ ციხის სანახავადა.
უარეს გარე-მურგვალთა.
კარ ვერ გატეხეს ძალადა,
მემრე თქვეს: დრო რო მოალის,
კარ გაიღების თავადა.

ხალხური

 

 

 

37 minutes წინ, Mulan said:
When I am dead, my dearest,
Sing no sad songs for me;
Plant thou no roses at my head,
Nor shady cypress tree:

 

ნესტანი მშვენიერი ჯანმრთელი გოგოა © 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ოტია იოსელიანი - წვიმს

წამოუბერა ზღვაურმა
ღრუბელი სევდას ცრის
მემუდარები: - გამიშვი!მე თავს ვიმართლებ: - წვიმს!


ხელით გისწორებ სათუთად
ყელს მარგალიტის მძივს,
ისევ ჩურჩულებ: - წავალ, რა!
გარეთ გახედებ: -წვიმს!

ცალ თვალს ზეცისკენ ვაპარებ
ღრუბელს ვუღერებ მჯიღს;
- არ გადაიღო, იცოდე,
მეფე ვარ, სანამ წვიმს!

Edited by marguerite

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share