Jump to content
×
×
  • Create New...

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!


Recommended Posts

  • ფორუმელი

ატმის რტოო, დაღალულო რტოო,

ატმის რტოო, სიმშვიდეა შორი.

ქარიშხალი მოდის საიმდროო,

ყვავილების ქარში მიჰქრის ტბორი.


მოცდა არ ღირს, თუ ისევე უცდი,

ამ გრიგალში დრო არ არის სხივის.

დაღალული ყვავილი ხარ სუსტი.

ქარი კივის, ქარი კივის, კივის.


ნაპრალებზე გადაიმსხვრა ნარგი,

ეხლა ზღვაა, ეხლა სისხლის დროა,

თუ გადარჩი, ხომ გადარჩი, კარგი…

ატმის რტოო, დაღალულო რტოო.

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, 

სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ!

მოიმღერა დღემდის უძველესმა ტომმა 

შლეგი ჩანჩქერების ნაპრალებზე ხტომა,

მყინვარების ღვთიურ ბრწყინვალებით დნობა, 

ჯაგნარებში ირმის ჯოგის ნავარდობა,

გაფანტული ფარის მთაზე დაჯანღება 

და ქართული ფარის ფარზე დაჯახება!

უძველესმა ტომმა დღემდის მოიმღერა, 

მწიფე პურის ყანა ქარში როგორ ღელავს,

სარკინეთში გრდემლზე როგორ სცემენ უროს 

და ვარსკვლავი ზღვებზე როგორ მოგზაურობს,

ან მთვარიან ღამით ციხე-კოშკის ჩრდილში 

რა ტკბილია ფარულ სიყვარულის შიში,

როცა ღამისმთევლებს ლხინი გაუმართავთ 

და სიზმრები როცა, თვლემენ სასთუმალთან…

საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, 

ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!

Edited by marguerite

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ...
რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს
შენი პატარა ტანი.
შენი შავი თმის ბუჩქი, 
ეგ თეთრი შუბლის სერი,
თვალები გიშრისფერი,
ლოყები ვარდისფერი,
შენი თითები მიყვარს,
ორი პატარა თათი,
, იცი, როგორ მიყვარს 
ოდნავ შეხება მათი,
, იცი, როგორ მიყვარს
გამოუთქმელი ენით?-
შენი გრძნობების სიღრმე,
სულის სიმაღლე შენი,
მე დარდიც მიყვარს შენი,
შენი ღიმილიც ფარტო,
მე ცრემლიც მიყვარს შენი, 
შენი კისკისიც მართობს,
მე შუქი მიყვარს შენი, 
რა არის მისი ფასი!
მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი.
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...
მწვავს შენი ტრფობის ალი,
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...
მთელი გრძნობით და ძალით.
მტელი სამყარო ვრცელი
შენიტ არსებობს ჩემთვის,
რაზეც კი ვფიქრობ, ყველა
ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის.
ძილში ჩემთან ხარ სიზმრად,
ფიქრში ჩემთან ხარ დღისით,
გულის ძგერის ხმა მესმის-
შენი ხმა არის ისიც.
შენთვის მივწვდები მწვერვალს,
დიდების ყველა მნათობს,
დიდებას დავთმობ შენთვის,
შენთვის მწვერვალებს დავთმობ.
შენი ოცნებით ვხარობ,
შენს დარდს ვატარებ დარდად,
მე სხვა სურვილი არ მაქვს,
შენი სურვილის გარდა.
მსხვერპლი ყველაზე დიდი
მე მეჩვენება მცირედ,
რადგან შენ გსურდა იგი,
რადგან შენ შემოგწირე.
შენს მცირეოდენ წყენას,
სულ უმნიშვნელო წვრილმანს
სდევს ჩემი სევდა დიდი,
ჩემი ცრემლების წვიმა.
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...
მიყვარხარ ცხადად, მალვით,
როგორც აროდეს არვინ
არ ჰყვარებია არვის.
ეს სიკვდილს უდრის თითქმის,
ეს შეუძლოა თითქმის,
შენ ერთს გეკუტვნის ყველა, 
რაც სიყვარულად ითქმის:
ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი,
მამაც, დაო და დედავ,
მე შეყვარებულს ყველას
შენს სახებაში ვხედავ,
სატრფოვ, შვილო და დედავ,
ჩემო ძვირფასო ცოლო,
ყველას მაგივრად, ერთად
მე შენ მიყვარხარ მხოლოდ.
რა მაბადია ქვეყნად 
ამ სიყვარულზე კარგი,
ძლიერ მიყვარხარ,ძლიერ,
ვარ შენი ტრფობის შმაგი.
თუ ტრფობისათვის რამე 
ჯილდო იქნება ბოლოს,
ის შენ გეკუვნის მარტო,
ის შენ გეკუთვნის მხოლოდ.
ნაყოფი მისი არი,
ვინც ნორჩი ნერგი დარგო,
ეს სიყვარული დიდი
შენ შემასწავლე, კარგო.

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

მაისი ყველგან არის მაისი,
მაგრამ ბათუმში მაინც სხვა არი,
და ვხვდები ახლა, რომ სილამაზეს
აღარ ჰქონია ქვეყნად საზღვარი.

ზღვა ისე იყო მშვიდი და წყნარი,
რომ აღარც მახსოვს, იყო თუ არა!
ერთად გააღო ცამ შვიდი კარი
და ზღვას სარტყელად გადაუარა.

თეთრ ზამბახების დგანან ფარდები,
გააქვთ შრიალი პალმების ქოლგებს,
და ისე ყრია თეთრი ვარდები,
თითქო ათასი აქ გედი მოკლეს.

გაღებულია სამოთხის კარი
და მე მრცხვენია, რომ ვარ უშენოდ,
ალბათ ყოფილა წყევლა ამგვარი:
მივცეთ პოეტებს სამშობლო მხარე

ულამაზესი – ედემის დარი,
მხოლოდ ქალები გადავუშენოთ.
გაღებულია სამოთხის კარი
და მე მრცხვენია, რომ ვარ უშენოდ!

 

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

@marguerite მე (და ალბათ არა მარტო მე) dark mode-ზე ვხმარობ ფორუმს და ბნელ ფონზე არ ჩანს შენი ნაწერი. Paste as plain text მიეცი ხოლმე სხვა საიტიდან ჩასმისას, უბრალოდ paste-ს მაგივრად.

დაკუნთული ყოფილი მყავს © Mulan
ტოჩინოშინს აქვს მსხვილი ფეხები © საწყალი ოსვალდო რიოსი

Share on other sites

  • ფორუმელი

@დათვების მეგობარი

 

ეს არ ვიცოდი

აწი მასე გავაკეთებ(აქვე თემატურად)

 

დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა
და საქართველოს მედგას უღელი,
მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლევ,
დავრჩებით მარად ჩვენ განუყრელი...

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

აკაკი წერეთელი: დამეხსენი, ჩრდილოელო!

აკაკი წერეთელი

აკაკი წერეთელი

დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
თვით ოხერო, მოუვლელო,
როგორ გინდა მომიარო?
ბუნებისგან დაჩაგრული
განა შესძლებ მეგობრობას?
მოშხამული, ცივი გული
სხვას რას გასწევს, თუ არ მტრობას.
წლიდან წლამდე უცნაურად
გეყინება ტვინი თავში!
უნდა ძალაუნებურად
ეხვეოდე დათვის ტყავში!
-დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
ნუ, ნუ ჰფიქრობ, ჩემო მწველო,
რომ მფლობელად აღგიარო.

 
 
 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს,
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები
მაგრამ ვარ გხედავ,როგორც სიცივეს!

გარეთ კი წვიმითსველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს,
მე აღარ მინდა,რომ სხვებს დაბრალდეს ჩემი სიჩუმე
და ხმაურს ვიწყებ....

გათავდა.. აღარ ჩამოგეხსნები,
არ მახსოვს ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე …… სულში.

ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც, წვეთიც...
შენ ხარ-აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი!..

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share