ფორუმელი marguerite Posted 2 მარტი, 2021 Author Posted 2 მარტი, 2021 (შესწორებული) ოთარ ჭილაძე - მალე გაზაფხული მოვა მელე გაზაფხული მოვა და შენ ყვავილები ქარში, ალბათ გეგონება თოვა ქოლგას უნებლიედ გაშლი. ჭრელი აბრეშუმის ჭერი სად არ წამოგყვება თრთოლვით, ვიდრე ჩამოდგება ჯერი სულში უსასრულო თოვის. რაღაც გარდაუვალს ბავშვი შენდაუნებურად ხვდები, ქოლგა გაშავდება მაშინ როცა გათეთრდება თმები. მაგრამ გირჩევნია ახლა ფიქრში ჩაღრმავება უჩვევს, წაჰყვე მანქანათა ნახნავ თოვლში გამოხვეულ ქუჩებს. მალე გაზაფხული მოვა და შენც ყვავილები ქარში, ალბათ გეგონება თოვა ქოლგას უნებლიედ გაშლი. Edited 2 მარტი, 2021 by marguerite ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 10 მარტი, 2021 Posted 10 მარტი, 2021 (შესწორებული) ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში, რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს, რომ საქართველო ამ გაზაფხულში, როგორც ყოველთვის, წააგავს ხვითოს, რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი, რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის, რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის, როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის. ...წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს და საშინელი ბრძოლების ნისლში მე მომეჩვენა, სადღაც, ჩვენს უკან აელვებული იდგა თბილისი. ორთაჭალაში ყვაოდა ნუში, მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს, და შენც, ძვირფასო, ამ გაზაფხულში, როგორც ყოველთვის, მოჰგავდი ხვითოს. ნუ მომწერ… ისეც ვიცი, რაგვარი ფერებით ყვავის თბილისი ახლა, რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით და დილისათვის ამწვანებს ნახნავს. მე ისიც ვიცი, რომ კარგ ამინდებს მოაქვთ გულების საამო ფეთქვა და თუ ბოლომდის ტყვია დამინდობს, თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად, - გეტყვი, რომ მოვედ ბრძოლანახული და სიკვდილამდის შენთან დავრჩები, რომ ლამაზია მზე გაზაფხულის, ბრძოლების შემდეგ - მზე გამარჯვების. მირზა გელოვანი Edited 10 მარტი, 2021 by Mulan Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ბალთაზარ შამანაური Posted 10 მარტი, 2021 Posted 10 მარტი, 2021 @Mulan paste as plain text მიეცი ხოლმე, თორემ აი ასეთი ცუდობები ხდება: ზანგი მივედი ოფისში © Mulan Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 13 მარტი, 2021 Author Posted 13 მარტი, 2021 ჩვენ მივდიოდით ტაძრისკენ ორი. იყო საღამო. ლოცვები. ზარი. და ჩვენს საოცარ გზაზე, ლენორა, რტოებს ტირილით ამტვრევდა ქარი. ენატრებოდა ფრთებს სითამამე უზრუნველობის, შენი სიშორის! მაგრამ უეცრად ვიღაც მესამე, ვიღაც მახინჯი ჩადგა ჩვენს შორის. და ჩვენ გვესმოდა ყრუ საუბარი: საცაა, მოვა სიკვდილის წამი! ტიროდა ქარი, კვდებოდა ქარი და მივდიოდით ტაძრისკენ სამი. გალაკტიონი ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Laki Posted 13 მარტი, 2021 Posted 13 მარტი, 2021 ეს მიყვარს იქ, რიონზე სანაოსთან ბონდის ხიდი ქანაობდა... გავდიოდი გაღმა მხარეს და ჯადოსნურ ლერწამს ვთლიდი, თურმე ბეწვის ხიდი იყო, მე მეგონა ბონდის ხიდი. ვიღაც ქალი ბჟოლას სხეპდა და ვაზს უმაგრებდა ჭიგოს, მე მეგონა გლეხის ქალი, თურმე ღვთისმშობელი იყო... ვიღაც შუბლზე ხარს კოცნიდა და მთესვარად ხნულს მისდევდა, თურმე ქრისტე-ღმერთი იყო, მე მეგონა გუთნისდედა. იქ ერთ ბიჭთან ვჭიდაობდი, ხათრს არ მიტეხავდა ისიც... თურმე ამირანი იყო, ძმა ბადრის და უსუპისი. ერთი გოგო მომეწონა - ირმის ჯოგს წველიდა მთაში, თუ ქალღმერთი დალი იყო, ბრიყვმა რა ვიცოდი მაშინ. კოლხის ქალი მყავდა ძიძად - ამორძალი ენამწარე, ნიშა ხარის სიყვარულიც ამ მხარეში შემასწავლეს, დედაჩიტი ბარტყებისთვის ღმერთს უნთებდა თაფლის სანთლებს, ჩიტის ლოცვას ყურს ვუგდებდი და იმ მადლით გავიზარდე. გზაზე ბერი გადამიდგა... შემომცინა „გიხაროდენ“. - წადი, შვილო, და რაც ნახე, ქართული ხმით იგალობე. . . . - ჩიტო, ჩიტო, ოქროს ჩიტო, ბავშვობისკენ ფრინდი, ფრინდი. ბონდის ხიდი მაპოვნინე, ზღაპრის ხიდი... ოქროს ხიდი... შოთა ნიშნიანიძე ...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ბალთაზარ შამანაური Posted 13 მარტი, 2021 Posted 13 მარტი, 2021 5 საათის წინ, Laki said: ეს მიყვარს იქ, რიონზე სანაოსთან ბონდის ხიდი ქანაობდა... გავდიოდი გაღმა მხარეს და ჯადოსნურ ლერწამს ვთლიდი, თურმე ბეწვის ხიდი იყო, მე მეგონა ბონდის ხიდი. ვიღაც ქალი ბჟოლას სხეპდა და ვაზს უმაგრებდა ჭიგოს, მე მეგონა გლეხის ქალი, თურმე ღვთისმშობელი იყო... ვიღაც შუბლზე ხარს კოცნიდა და მთესვარად ხნულს მისდევდა, თურმე ქრისტე-ღმერთი იყო, მე მეგონა გუთნისდედა. იქ ერთ ბიჭთან ვჭიდაობდი, ხათრს არ მიტეხავდა ისიც... თურმე ამირანი იყო, ძმა ბადრის და უსუპისი. ერთი გოგო მომეწონა - ირმის ჯოგს წველიდა მთაში, თუ ქალღმერთი დალი იყო, ბრიყვმა რა ვიცოდი მაშინ. კოლხის ქალი მყავდა ძიძად - ამორძალი ენამწარე, ნიშა ხარის სიყვარულიც ამ მხარეში შემასწავლეს, დედაჩიტი ბარტყებისთვის ღმერთს უნთებდა თაფლის სანთლებს, ჩიტის ლოცვას ყურს ვუგდებდი და იმ მადლით გავიზარდე. გზაზე ბერი გადამიდგა... შემომცინა „გიხაროდენ“. - წადი, შვილო, და რაც ნახე, ქართული ხმით იგალობე. . . . - ჩიტო, ჩიტო, ოქროს ჩიტო, ბავშვობისკენ ფრინდი, ფრინდი. ბონდის ხიდი მაპოვნინე, ზღაპრის ხიდი... ოქროს ხიდი... შოთა ნიშნიანიძე On 3/10/2021 at 5:28 PM, დათვების მეგობარი said: @Mulan paste as plain text მიეცი ხოლმე, თორემ აი ასეთი ცუდობები ხდება: ზანგი მივედი ოფისში © Mulan Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 17 მარტი, 2021 Author Posted 17 მარტი, 2021 ქარი არის. სულ უბრალოდ - ქარი არის. ლიხს იქით კი, ახლა ალბათ წვიმებია. ცაზე თეთრმა ურჩხულებმა ჩაიარეს და ფიქრებიც ამინდივით მძიმდებიან. სიგარეტი, გაბზარული ჩაის ჭიქა... ქარმა ღამე გადაფინა კანაფებზე. დამიჯექი, მოდი გვერდით დამიჯექი და დილამდე ვისაუბროთ არაფერზე ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ბალთაზარ შამანაური Posted 17 მარტი, 2021 Posted 17 მარტი, 2021 ზანგი მივედი ოფისში © Mulan Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა