Jump to content
×
×
  • Create New...

ძუძუების ამოყრა როგორც ალფა მდედრობა


Katutu
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

@t-90

ყველა ფსიქიკურ პროდუქტს რასაც აწარმოებს ადამიანი გააჩნია ანატომიური ჰარდიც, ევოლუციის პროცესში ადაპტური ქცევის მოქნილობის გამო მოდიფიცირდა და მოერგო გარემოს და საჭიროებებს მერე ეს ჰარდიც. ამაზე ვინ დავობს? 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, t-90 said:

ანუ ადამიანის ტვინში უკვე ცალსახად არის რამდენიმე მიკროუბანი გამოყოფილი და მიკროუნარი რაშიც მდედრი სჯობია მამრს და პირიქით

ქალისა და კაცის ტვინის ცალკეული უბნების მორფოლოგიური განსხვავებები დაფიქსირებულია.

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, York Ge said:

ამ ექსპერიმენტის მიხედვით ასე გამოდის.

ჰო და თუ ეგრეა (რაც ძალიან მეეჭვება) მაშინ ძალიან ბევრი რამაა გადასახედი სოციალურ მეცნიერებებში :givi: 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, mulan said:

მოდი ჩაგეკითხები და მიკიბვ-მოკიბვის გარეშ ემიპასუხე, თუ კი რა ტიპის დატას მაშინ? 

reward modeling პირველ რიგში და მეორეში ტვინის სტრუქტურული თავსებადობა.

ანუ ეს ორი პარამეტრი რომ იყოს hardcoded დანარჩენი თავისით გვარდება უკვე.

ერთია მოტივაცია, ანუ რისგან იღებს სიამოვნებას, და მეორე რომ იმ პროცესისთვის ჰქონდეს asic წრედები.

ანუ ჰქონდეს ორივე, უნარი და მოტივაცია.

 

ეს შედარებით ზოგადად თორე ბევრად უფრო კონკრეტული რაღაცებიც წერია. მაგალითად მინახავს ზრდასრული ქათამი ფერმიდან, რომელსაც არანაირი იმპრინტინგი არ გაუვლია ნამდვილად, ის კი არა სიარულიც კი რომ არ იცის, 1-2 თვეში დამოუკიდებლად იწყებს ყველა ქათმურ ქცევას, მტვერის აბაზანით დაწყებული და ქანდარაზე ძილით დამთავრებული.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, York Ge said:

ქალისა და კაცის ტვინის ცალკეული უბნების მორფოლოგიური განსხვავებები დაფიქსირებულია.

და რომელი უბნების? 

ჩავშალოთ ბარემ და პასუხებამდეც მივალთ... 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, mulan said:

ძალიან ბევრი რამაა გადასახედი სოციალურ მეცნიერებებში 

ასეც მოხდება ნეიროქიმიის განვითარების კვალდაკვალ.

2 minutes წინ, mulan said:

და რომელი უბნების? 

ჩავშალოთ ბარემ და პასუხებამდეც მივალთ... 

თუ დრო მექნა, მოვძებნი.

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, mulan said:

ვერც მიაღწევდი. თვითდაკვირვება კაი ხანია ექსპერიმენტული კვლევის მეთოდი აღარ არის...

თვითდაკვირვება არ გამხსენებია, კონკრეტულად ჩემს სფეროში წარმატებული მამრების რაოდენობა შევუფარდე მდედრებს და რამე განსხვევბული სხვაობა არ გამოვლინდა.
ხი კვადრატით გადავამოწმო? :)

Quote

 დავამახინჯებ მსგავსი ძალატანებით.  თუ უნდა ხატოს  და ქსოვოს, არჩევნის საშუალება ექნება,  სხვა რამეს ვამბობდი მე...

ინტერესის გაღვივების დაძალების სინონიმად აღქმა ცოტა უცნაურია.
ხშირად მშობელზეა დამოკიდებული რით დაინტერესდება მისი შვილი. 
მაგალითად, ქსოვისადმი ინტერესი საიდან გაუჩნდება, თუ ოჯახში არავინ ქსოვს ან ბებიასთან რომ ჩადის და მისი ნაქსოვი მოსწონს... ან სკოლაში არაა ,,მოდაში".

8 minutes წინ, Damnoc said:

მერე გაჩნდება ხოლმე პრეტენზიები თანაბარი რაოდენობით რატომ არ ვართ წარმოდგენილი, თანაბარ პოზიციებზე და თანაბარი ხელფასებითო.

კონკრეტულად მე ნებისმიერ ხელოვნურ გათანაბრების მცდელობას არასერიოზულად აღვიქვამ. კვოტირების მოთხოვნა პირიქით, შეურაცხმყოფელიცაა, ანუ აღიარებ რომ იმდენად ბანძი ხარ, რომ დამოუკიდებლად რამის მოპოპვება არ შეგიძლია, კვოტა გჭირდება.
უფრო მაგარი შეგრძნებაა, როცა შენს ნაცნობ მამრებზე მაღალი ხელფასი გაქვს და არც არავის უკითხავს სქესი, როცა სამსახური მოგცეს.

Quote

აგურის ზიდვის ჩემპიონი ქალი არასდროს იქნება ალბათ და კაცის ნერვების მოშლის - კაცი.

ფიზიკური უნარის შედარება ინტელექტუალურთან შესაბამის მაგალითად მიგაჩნია? 
განსხვავება არსებობს, ამაზე წინა გვერდებზე შევთანხმდით უკვე.
ახლა უფრო იმაზე ვსმჯელობთ განვითარების გზაზე რამდენად მნიშვნელოვანია ,,სიმძიმის აწევის უნარი" :) 

14 minutes წინ, t-90 said:

 მიმდევრობით ინფორმაციის დამუშავებაში მამრია პირველი - პარალელურში მდედრი

რუტინისადმი მედეგობა მამრს ნაკლები აქვს - მდედრს მეტი.

სივრცული ორიენტაციის უნარი მამრს უკეთესი აქვს ვიდრე მდედრს.

დავუშვათ რომ ასეა,
და რა?

რისთვის გამოვიყენებთ ამ ,,მიგნებებს"? 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share