Jump to content
×
×
  • Create New...

ძუძუების ამოყრა როგორც ალფა მდედრობა


Katutu
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
20 minutes წინ, Katutu said:

when a man has confidence he's a tough man, when a woman has confidence, she's a bitch

აქადე არ გამიგონია, საინტერესოა. სტიკერზე დასაბეჭდად კარგი ფორმატია პრინციპში მაგრამ რეალურობისთვის ერთ დიდ ფაქტორს არ ითვალისწინებს.

ქალების უმრავლესობას თავდაჯერების არც ინსტინქტი აქვს და არც კულტურა.

თავდაჯერება და კონფრონტაციულობა "ბუნებრივად" ქალის დეპარტამენტი არ ყოფილა მთელი ევოლუციის მანძილზე, სანამ ფიზიკური ძალა ისეთი კარტი იყო რის თამაშიც შეიძლებოდა, უბრალოდ არ გამოდიოდა ასპარეზზე თქვენი გასვლა.

ვთქვათ ბოლო 100+ წლის მანძილზე, როცა ფიზიკური ძალადობა საკმარისად გადავიდა მოდიდან, ასე ვთქვათ გაგეხსნათ ასპარეზი, მაგრამ 100 წელი ინსტინქტებს ვერ გაგიჩენდათ, ანუ სხვა გზა არ არის გარდა იმისა რომ სწავლით და პრაქტიკით გახვიდეთ ფონს.

მაგრამ ქალების უმრავლესობას არ უნდა არც სწავლა და არც პრაქტიკა, უნდათ რომ ერთ დღესაც წამოდგნენ სადღაც კრებაზე სამსახურში და უცებ ყველამ ჩათვალოს რომ ვაუ ეს რა თავდაჯერებულია.

ეგრე არ ხდება, კაცები ბავშვობიდან თავყბას ვახევთ ერთმანეთს და ვთამაშობთ დომინაციის თამაშს. ეს თან ქაოსი არ არის, მიუხედავად იმისა იცის და ხედავს თუ არა თვითონ კაცი ამას, ამ თამაშს აქვს ძალიან ძველი ფესვები და წესები ყველა კაცში ჩაბეჭდილია ინსტინქტის დონეზე, აი ის ვისაც რატომღაც ეგ არ აქვს, მალევე სწავლობს, უწევს.

ქალებს რომლებსაც გონიათ რომ თავდაჯერებულები არიან და სხვები (უმეტესად კაცები) ეუბნებიან რომ არა, you're a bitch-ო, დიდი ალბათობით ის პირველი სახეობაა რომლებსაც ერთ დღეს უბრალოდ აუჩუჩუნდათ რომ მოდი დღეს თავდაჯერებული ვიქნებიო და ვერ არჩევენ თავდაჯერებას იმისგან რასაც კაცებში ლაწირაკობას ვეძახით.

მეორე, "ნამდვილი", თავდაჯერება სავარაუდოდ უფრო ხშირად შეგვხვდება ეწ. tomboy ჯიშის ქალებში რომლებიც ბავშვობიდან რაღაც დონეზე მაინც ბიჭების თამაშს თამაშობენ, და იციან ეს თუ არა, წესები შემოესწავლათ.

Share on other sites

@Damnoc 

23 minutes წინ, Damnoc said:

მაგრამ ქალების უმრავლესობას არ უნდა არც სწავლა და არც პრაქტიკა

არ არის მართალი. ბევრს უნდა მაგრამ არ აძლევენ საშუალებას, თუნდაც მე გავიარე ფსიქოლოგიური პრესინგი ამ მხრივ. ქალს რა უნდა სერიოზულ სამსახურში, მაგას რა უნდა დაავალო, მაინც გააფუჭებს, ქალს არ უნდა ანდო საქმე და ა.შ. სულ ეს მესმოდა გარშემო. არადა ჩემს საქმეს 10-ზე ვასრულებდი, მაგრამ სექსისტური მიდგომა არსებობს. თუნდაც შენს პოსტში იგრძნობა ეს. მე გეთანხმები იმ ასპექტში რომ კაცია ევოლუციურად მონადირე და კონკურენციით გაწვრთნილი და ქალი გამოქვაბულში უნდა იჯდეს და მამონტის სუპს ხარშავდეს. გასაგებია რომ რაღაც დონეზე ევოლუციურად დაგვყვება ეს ბუნებრივი მდგომარეობები ქალს და კაცს, მაგრამ ასევე ევოლუციურად ადამიანები ვერგებით იმ გარემოს სადაც ვარსებობთ. იქ სადაც კაცსა და ქალს შეუძლია ერთ პოზიციაზე მუშაობა და თანაბარი კონკურენცია, არ უნდა იყოს კაცების მხრიდან მსგავსი მიდგომა "ჩვენ უფრო მონდომებულები და ჭკვიანები ვართო". არ არსებობს მეცნიერული მტკიცება იმისა რომ კაცის ტვინი უფრო ჭკვიანია ვიდრე ქალის. 

23 minutes წინ, Damnoc said:

ქალებს რომლებსაც გონიათ რომ თავდაჯერებულები არიან და სხვები (უმეტესად კაცები) ეუბნებიან რომ არა, you're a bitch-ო, დიდი ალბათობით ის პირველი სახეობაა რომლებსაც ერთ დღეს უბრალოდ აუჩუჩუნდათ რომ მოდი დღეს თავდაჯერებული ვიქნებიო

ესეც სტერეოტიპია. არსებობს ეს კატეგორიაც, ისევე როგორც სხვა ბევრი კატეგორია ქალებისაც და კაცებისაც, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი. არსებობენ თანდაჯერებული ქალები, უბრალოდ იმდენად მიუჩვეველია კაცი ამ სანახაობას რომ ყველანაირად ცდილობს მიზეზი მოუფიქროს და გაამტყუნოს მისი თანდაჯერებულობა, თუნდაც შენს ამ და თომბოებზე ციტატაში ჩანს ეს.

თომბოის იმიტომ აღიქვამ ნამდვილად თავდაჯერებულად რომ "კაცივით" იქცევა. იმდენად ასოცირდება შენთვის თავდაჯერებულობა კაცთან რომ ვერ წარმოგიდგენია ქალი თავდაჯერებული იყოს.

 

ულტიმეტჩოფერი

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Katutu said:

მიუხედავად იმისა რომ პირნათლად ვასრულებდი ზუსტად იმავეს, რასაც ისინი, მაინც არ მთვლიდნენ თავისნაირ "კონკურენტუნარიანად", მაშინ როდესაც არაფრით განსხვავდებოდა ჩემი სამუშაო მათისგან.

შეიძლება ასე იყო, მაგრამ ისიც ძალიან ხშირად მინახავს და წამიკითხავს როგორ ჰქონიათ ქალებს რომ იგივე საქმეს აკეთებენ და ამ დროს აშკარად არ არის ეგრე. მაგალითად კონსულტანტები სადღაც ჰიპერმარკეტში, როცა კიბატონო, ორივეს კონსულტანტი ქვია მაგრამ ამ დროს ბიჭებს დატვირთვა-გადმოცლაზე და მძიმე ტვირთებზე ამუშავებენ (იმიტომ რომ აბა კაცია და . . .) და გოგოებს არა.

7 minutes წინ, Katutu said:

"ძალიან დასაფასებელია რომ ამ ყველაფერს აკეთებ, ქალი არ მინახავს რომ მიზანდასახული იყოს და მსგავს პოზიციაზე მუშაობდეს"-ო.

პრობლემა რაშია ამ კომენტართან? კომპლიმენტია. შენს პოზიციას ასუსტებს შესამჩნევად თან. სხვები არაო, შენ კიო, ანუ ანსხვავებს, შენ არ ჩამოგწერა "რახან ქალი ხარ".

9 minutes წინ, Katutu said:

არ არის მართალი. ბევრს უნდა მაგრამ არ აძლევენ საშუალებას, თუნდაც მე გავიარე ფსიქოლოგიური პრესინგი ამ მხრივ.

Fight Club გაქვს ნანახი? სახლში მიღების პროცედურა რა იყო გახსოვს?

10 minutes წინ, Katutu said:

არ უნდა იყოს კაცების მხრიდან მსგავსი მიდგომა "ჩვენ უფრო მონდომებულები და ჭკვიანები ვართო".

ის მახსენდება, Louic CK-ს ამბები რომ გახურებულ ხოდში იყო და ქალი კომიკოსები რომ გამოდიოდნენ, რამხელა ოცნებები გვქონდა და ამ ტიპმა რომ ამოიღო და დაან*რია (ამათი ნებართვით თან) მაგის მერე ხელი ავიღეთ ამ საქმეზეო.

ხოდა ერთერთი კაცი კომიკოსის კომენტარი იყო მაგაზე, აღარ მახსოვს მაგრამ ან Dave Chappelle იქნებოდა ან Bill Burr, რომ თუ ვიღაცა ტიპის დან*რევის ყურებამ ოცნებაზე ხელი აგაღებინა, that's some weak ass spirit-ო.

შეხედე აბა შენი ნაწერის განწყობას. წუწუნებ იმაზე რომ booo hooo ცუდმა ტიპებმა რაღაცნაირად ნიტო კომპლიმენტი გითხრეს რომელიც ირიბად სექსისტური იყო. არ ვიცი შენ თვითონ თუ ხვდები რას ითხოვ, იმას რომ კონკურენციაში იყო მაგრამ თან თავზე ხელი გადაგისვან და ყავაზე დაგპატიჟონ და საყვარელი საჩუქრები გაგიკეთონ. Well, guess fuckin what, ეგ არის ის რაც გინდა. თუ სულიერად სახეს გახევენ, ესეიგი ხარ კონკურენციაში, აბა ფიზიკურად აღარ შეიძლება და.

22 minutes წინ, Katutu said:

არ არსებობს მეცნიერული მტკიცება იმისა რომ კაცის ტვინი უფრო ჭკვიანია ვიდრე ქალის.

დავინტერესდი უბრალოდ, სად გაქვს ნაძებნი?

23 minutes წინ, Katutu said:

არსებობენ თანდაჯერებული ქალები, უბრალოდ იმდენად მიუჩვეველია კაცი ამ სანახაობას რომ ყველანაირად ცდილობს მიზეზი მოუფიქროს და გაამტყუნოს მისი თანდაჯერებულობა, თუნდაც შენს ამ და თომბოებზე ციტატაში ჩანს ეს.

თავდაჯერების აღიარებას რომ ეძებ თვითონ ეგ არის სასაცილო, ის რომ ანუ წარმოდგენა არ გაქვს დინამიკის არსზე.

არავინ არასდროს არ აღიარებს შენს თავდაჯერებას და პოსტებზე არ დაგიკომენტარებენ აუ რა თავდაჯერებული ხარო. ყველაფერი ინსტინქტების დონეზე მუშაობს, ჩათვალე რომ ყნოსვით ხვდებიან.

შენ თავდაჯერებული ხარ თუ არა იზომება შენი ქცევით კი არა, სხვისი ქცევით შენს გარშემო.

მე მიმუშავია თავდაჯერებულ ქალებთან და არავის არ ეშლებოდა იყვნენ მართლა თუ არა. კითხვარების შევსებით არ ცდილობდნენ მოეზომათ მათი თავდაჯერების აღიარების დონე.

Share on other sites

  • ფორუმელი

 

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

45 minutes წინ, Damnoc said:

მაგალითად კონსულტანტები სადღაც ჰიპერმარკეტში, როცა კიბატონო, ორივეს კონსულტანტი ქვია მაგრამ ამ დროს ბიჭებს დატვირთვა-გადმოცლაზე და მძიმე ტვირთებზე ამუშავებენ

საოფისე სამუშაოზე მაქვს საუბარი :) ფიზიკური არა, გონებრივი დატვირთვა :)

45 minutes წინ, Damnoc said:

პრობლემა რაშია ამ კომენტართან? კომპლიმენტია. შენს პოზიციას ასუსტებს შესამჩნევად თან. სხვები არაო, შენ კიო, ანუ ანსხვავებს, შენ არ ჩამოგწერა "რახან ქალი ხარ".

კომპლიმენტია კი, ერთადერთი იყო იმ 10 კაციდან და ამაშია პრობლება :up:

45 minutes წინ, Damnoc said:

Fight Club გაქვს ნანახი? სახლში მიღების პროცედურა რა იყო გახსოვს?

ფაით ქლაბის მაგალითი რა შუაშია ვერ მივხვდი და ფიზიკური ძალა რატომ მოგყავს სულ მაგალითად?

45 minutes წინ, Damnoc said:

დავინტერესდი უბრალოდ, სად გაქვს ნაძებნი?

ბევრგან, თავის დროზე. ის რომ კაცებს უფრო დიდი ტვინები აქვთ ან უფრო ჭკვიანები არიან, მე-19 საუკუნეში გავრცელებული მითია, ამის დამადასტურებელი არცერთი კვლევა არ არსებობს. თუ არსებობს, დამილინკე.

45 minutes წინ, Damnoc said:

თავდაჯერების აღიარებას რომ ეძებ თვითონ ეგ არის სასაცილო, ის რომ ანუ წარმოდგენა არ გაქვს დინამიკის არსზე.

 

სადმე ვახსენე რომ თავდაჯერების აღიარებას ვცდილობ ან ვინმე ცდილობს? :დ ან რატომ დაასკვენი ეს?

45 minutes წინ, Damnoc said:

ყველაფერი ინსტინქტების დონეზე მუშაობს, ჩათვალე რომ ყნოსვით ხვდებიან.

ხოდა ამაზე მქონდა საუბარი, თავდაჯერებულ ქალს რომ გრძნობენ და ხედავენ კაცები, კოგნიტური დისონანსი ეწყებათ, რადგან ვერ წარმოუდგენიათ ბუნებაში ასეთი ქალის არსებობა. ამიტომ მსგავსი ქალის დანახვისას ყველანაირად ცდილობენ თავს დააჯერონ რომ ეს ქალი როლს თამაშობს, "ცდილობს" და ა.შ. ანუ არგებენ მათ საკუთარ წარმოდგენებს. 

ულტიმეტჩოფერი

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Damnoc said:

ქალების უმრავლესობას თავდაჯერების არც ინსტინქტი აქვს და არც კულტურა.

 

ჩვენი სახეობის განვითარების პირველ ეტაპზე თავდაჯერების მიზეზს ფიზიკური სიძლიერე წარმოადგენდა, რაც არ  გვქონდა  და არც ახლა გვაქვს მამაკაცებზე მეტი. ლოგიკურად, კულტურის წარმოების პროცესშიც წამოგვყვა ეგ ''თავისებურება'' მაგრამ ნუთუ კულტურა არ არის შანსი  და შესაძლებლობა მდედრისთვის შეძლოს/ ისწავლოს იყოს თავდაჯერებული? მე ვფიქრობ რომ კი! 

კონტრაცეპცია, ხელოვნური კვება, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები... ეს ყველაფერი ამის შანსს ზრდის, უმადურობა ტეხავს უბრალოდ, თან  დედა უნდა იყო იზრუნო და თან თავდაჯერებული, არც ერთი დედა არ არის თავის პირმშოსთან დაკავშირებით თავდაჯერებული, ზუსტადაც რომ ინსტინქტების დონეზე ყველაფერი პოტენციურ საფრთხედ აღიქმება  მის მიერ ამიტომ ბაზარი არაა ჩვენ ყველაზე მშიშარა სქესი ვართ, შიში კიდევ ფუნდამენტური ემოციური ინსტინქტია რომელიც ადაპტური ქცევის განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა... სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუცია ყველაზე მეტად ჩვენი სქესის წისქვილზე ასხამს წყალს, ამიტომ გეშინოდეთ, მომავალი თავდაჯერებული ქალებისაა!  :katutu: 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
9 minutes წინ, Katutu said:

საოფისე სამუშაოზე მაქვს საუბარი :) ფიზიკური არა, გონებრივი დატვირთვა

იმის ილუსტრაცია იყო რომ როცა ადამიანს აწყობს, შეუძლია ფართოდ დახუჭოს თვალები და არ დაინახოს განსხვავებები.

10 minutes წინ, Katutu said:

კომპლიმენტია კი, ერთადერთი იყო იმ 10 კაციდან და ამაშია პრობლება

მე მკითხე აბა კაცისგან რამდენი კომპლიმენტი მახსოვს (ძმაკაცები არ ითვლება).

11 minutes წინ, Katutu said:

ფაით ქლაბის მაგალითი რა შუაშია ვერ მივხვდი და ფიზიკური ძალა რატომ მოგყავს სულ მაგალითად?

რახან Fight club არის არ ნიშნავს რომ ფიზიკურ ძალაზეა აქცენტი. პროცედურა იყო სახლში მიღების სპეციფიური, რომლის მსგავსი პროცედურაც შენ სექსიზმის მაგალითად მოიყვანე.

13 minutes წინ, Katutu said:

ის რომ კაცებს უფრო დიდი ტვინები აქვთ ან უფრო ჭკვიანები არიან, მე-19 საუკუნეში გავრცელებული მითია, ამის დამადასტურებელი არცერთი კვლევა არ არსებობს. თუ არსებობს, დამილინკე.

"ჭკვიანი" რაღაცნაირი აბსტრაქტული და *ლის დასატოლებელი პარამეტრია. არა, მაგაზე არავინ ატრაკებს, მაგრამ იმაზე კი რომ ქალის და კაცის სიმაპსური კონექტომა პრინციპულად განსხვავებულია, და უბრალოდ ალოგიკურია რომ ორი პრინციპულად სხვადასხვანაირად დალაგებული ტვინი, ყველა შესაძლო ტესტში და პარამეტრში ერთნაირ შედეგებს დებდეს. სადღაც ერთს ექნება უპირატესობა და სადღაც მეორეს.

https://www.pnas.org/content/111/2/823

18 minutes წინ, Katutu said:

სადმე ვახსენე რომ თავდაჯერების აღიარებას ვცდილობ ან ვინმე ცდილობს? :დ ან რატომ დაასკვენი ეს?

აბა რატომ ახსენე საერთოდ რომ ამტყუნებენ და არ იჯერებენ თავდაჯერებას? მე რო ვთქვა არავინ მეუბნება რომ კარგ ფორმაში ხარო იმ დასკვნას არ გამოიტან რომ მინდა მითხრან?

22 minutes წინ, Katutu said:

ხოდა ამაზე მქონდა საუბარი, თავდაჯერებულ ქალს რომ გრძნობენ და ხედავენ კაცები, კოგნიტური დისონანსი ეწყებათ, რადგან ვერ წარმოუდგენიათ ბუნებაში ასეთი ქალის არსებობა. ამიტომ მსგავსი ქალის დანახვისას ყველანაირად ცდილობენ თავს დააჯერონ რომ ეს ქალი როლს თამაშობს, "ცდილობს" და ა.შ. ანუ არგებენ მათ საკუთარ წარმოდგენებს. 

და მე გეუბნები რომ პირადად მიმუშავია ქალებთან რომლებსაც ჰქონდათ საკმარისი raw presence იმისთვის რომ მათ თავდაჯერებაში ეჭვი არავის შეეტანა.

იქნებ შენ გემართება კოგნიტიური დისონანსი და ცდილობ კაცების მიკერძოებას მიაწერო შენი ჯერ ვერ დამუღამებული თავდაჯერების დაკნინება?

 

 

2 minutes წინ, mulan said:

შეძლოს/ ისწავლოს იყოს თავდაჯერებული? მე ვფიქრობ რომ კი!

ბოლომდე ჩაგეკითხა პოსტი და ნახავდი რომ მეც ვფიქრობ რომ "კი!" :gigi:

4 minutes წინ, mulan said:

ლოგიკურად, კულტურის წარმოების პროცესშიც წამოგვყვა ეგ ''თავისებურება''

ზოგადადაც რაღაც საეჭვოდ ადეკვატურ პოზიციებზე დგახარ :spy:

აჩვენე ძიას პასპორტი აბა.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Damnoc said:

ბოლომდე ჩაგეკითხა პოსტი და ნახავდი რომ მეც ვფიქრობ რომ "კი!" :gigi:

დამეზარა :rolf:

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share