Jump to content
×
×
  • Create New...

იქნება შტურმი ენმს ოფისზე


 Share

Recommended Posts

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას „იმოქმედონ მაქსიმალური თავშეკავებით და პასუხისმგებლობით შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“.

„აუცილებელია პოლიტიკური გამბედაობა და ნამდვილი დემოკრატიული ხელმძღვანელობა მხარეთა შორის შეთანხმების მისაღწევად და პოლარიზაციის გაზრდის თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ 18 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში და დასძინა, რომ „საჭიროა ფართო პოლიტიკური ერთიანობა საქართველოში დაძაბულობის განმუხტვისა და დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისთვის, მათ შორის სასამართლო და საარჩევნო ამბიციური და ინკლუზიური რეფორმების საშუალებით“.

ევროკავშირმა აღნიშნა, რომ „პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა მხოლოდ გულწრფელი პოლიტიკური დიალოგის საშუალებით არის შესაძლებელი“.

„პოლიტიკური სტაბილურობა და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი ასევე კორონავირუსის პანდემიასთან და მის შედეგებთან ეფექტიანი გამკლავების წინაპირობას წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

Share on other sites

აშშ-ის საელჩომ საქართველოში 18 თებერვალს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ „აუცილებელია, ყველამ იზრუნოს არსებული დაძაბულობის დეესკალაციაზე, რათა შესაძლებელი გახდეს შემოდგომ ნაბიჯებზე შეთანხმება“.

„საქართველო ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშეა“, – ხაზი გაუსვა საელჩომ და დაამატა, რომ „ქართველი ხალხის ინტერესებშია, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად მოგვარდეს“.

„შეერთებული შტატების საელჩო აფასებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ გამოვლენილ თავშეკავებას ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

საელჩოს განმარტებით აშშ „კვლავ მზად არის ხელი შეუწყოს კონსტრუქციული დიალოგის გამართვას, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოში მშვიდობას, სტაბილურობასა და დემოკრატიულ პროცესს“.

„შეერთებული შტატები მზადაა დაეხმაროს საქართველოს, დაუბრუნდეს სამუშაო ადგილების შექმნას, სიღარიბის შემცირებასა და ეკონომიკის აღდგენას“, – განაცხადა საელჩომ.

 
Share on other sites

 

 

 

მაშფოთებს ცნობები საქართველოდან, ქვეყნიდან, რომელიც წარსულში სამაგალითო იყო სხვებისთვის, ახლა კი მიდის თავისი ბობოქარი წარსულისკენ, როგორც 1990-იან წლებში. მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება“ .

„კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის“ წარმომადგენელი ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა

Share on other sites

 

 

 

"დღევანდელი გადაწყვეტილება, რაც წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინასწარ პატიმრობას გულისხმობს, სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის,"- ასე ეხმაურება ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.

"ბატონი მელიასთვის თავისუფლების აღკვეთა კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობაა, რაც ძალიან ხშირ მოვლენად იქცა და აუცილებლად გაართულებს მიმდინარე მოლაპარაკებებს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, საქართველოს მმართველობის შესახებ. ჩემი წუხილები ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუარესებაზე, დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაამძაფრა,"- ამბობს ამერიკელი სენატორი.

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share