Jump to content
×
×
  • Create New...

იქნება შტურმი ენმს ოფისზე


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

:basketball:

 

მგონია, რომ სასამართლო დათანხმდება პროკურატურის მოთხოვნას. 

მერე გადაწყვეტილება უნდა აღასრულონ შესაბამისმა სამსახურებმა. ტექნიკურად როგორ შესრულდება, საინტერესოა

 

@SPLIYVI

შტურმის გეგმა არ გაქვს? ამაზე არავინ დაგიჭერს

 

 
Share on other sites

„თუ სასამართლო გაიზიარებს ჩვენს მოთხოვნას, რისი გონივრული მოლოდინიც გვაქვს, აღსრულების მექანიზმთან დაკავშირებით არის ძალიან მარტივი მოცემულობა, არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომელსაც დაევალებათ ამ გადაწყვეტილების შესრულება. როგორც წესი, მსგავსი შინაარსის გადაწყვეტილებები დროის უმოკლეს ვადაში უნდა აღსრულდეს. რა თქმა უნდა, არ არის კონკრეტული ვადა, მაქსიმალურად დროის მოკლე მონაკვეთში უნდა აღსრულდეს გადაწყვეტილებები, მითუმეტეს, იმ ფაქტობრივი მოცემულობის მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდებული საქართველოში იმყოფება, თუმცა მისი პოზიციები საზოგადოებისთვისაც ცნობილია. ნებისმიერ დროს როცა არსებობს შესაბამისი საფუძველი და სტანდარტი ხდება შესაბამისი სამართლებრივი მოთხოვნის დაყენება სასამართლოში. ეს სისხლის სამართლის საქმე განიხილება არსებითად სასამართლოში. სტანდარტი და მოთხოვნის საფუძველი, რომ ჩვენ მოგვეთხოვა ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლა უფრო მკაცრი ღონისძიებით, სწორედ სასამართლო განხილვის ფარგლებში მოხდა. შესაბამისად, სწორედ ამ დროის ამ პერიოდში დავაყენეთ ეს შუამდგომლობა, აქედან გამომდინარე, როდესაც არსებობს საფუძვლები, ყოველთვის, ნებისმიერ სტადიაზე შესაძლებელია ასეთი შინაარსის საკითხების განხილვა მოხდეს. აქედან გამომდინარე, შეზღუდვა ამისი არ არსებობს,“- განაცხადა პროკურორმა.

https://www.interpressnews.ge/ka/article/642509-nika-melias-sakmis-prokurori-tu-sasamartlo-gaiziarebs-chvens-motxovnas-arsebobs-shesabamisi-samsaxurebi-romelsac-amis-shesruleba-daevaleba-gadacqvetilebebi-drois-mokle-monakvetshi-unda-agsruldes

Share on other sites

  • ფორუმელი
8 minutes წინ, SPLIYVI said:

?

კომპთან არ ვარ თორე დავხქტამდი

 

მენდალს მამცემენ

 

ახალ ოფისში ხარ ნამყოფი? არ ჩანს ადვილი ასაღები 

 

3325FD59-EF63-4193-BD84-ED1AA434160D_cx8

 

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

მიშა იქიდან გვეხმარება <3

მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს - მოსამართლეს გამოატანინე ნიკა მელიას არდაჭერის გადაწყვეტილება, უკვე აღარ შეგრჩება, ასე, რომ ჭკუით იყავი!

ჩემი არამეგობრული, მაგრამ დაჟინებითი რჩევა - ახლა მოსამართლეს გამოატანინეთ არდაჭერის გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ყველა სხვა არჩევანი არის ათასჯერ უფრო უარესი პირადად შენთვის,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც ის „ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ტყუილად ფიქრობს, რომ მიმდინარე პროცესებზე ვინმე თვალს დახუჭავს. სააკაშვილის თქმით, ივანიშვილს არა მხოლოდ სანქციები არ ასცდება, არამედ თვითონ გახდება სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი.

„მინდა მივმართო ივანიშვილს მელიას თაობაზე: დამთავრდა ის დრო, როცა უპრაგონოდ იჭერდი ხან ვაშლის თლაზე, ხან კოსტუმებზე და ხან სხვა ათასგვარ სისულელეზე. არავის ამისი აღარ სჯერა, ვერ დაიჭერ! ტყუილად გგონია, რომ თუ ახლა ვიღაცა ამაზე თვალს ხუჭავს, ძალიან მალე მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა დადგება ფეხზე და სანქციები კი არ აგცდება, არამედ არ აგცდება შენ პირადად სისხლის სამართლის საქმეები და ამიტომ, არჩევანი გაქვს ცუდსა და უარესს შორის. ჩემი არამეგობრული, მაგრამ დაჟინებითი რჩევა - ახლა მოსამართლეს გამოატანინეთ არდაჭერის გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ყველა სხვა არჩევანი არის ათასჯერ უფრო უარესი პირადად შენთვის, იმიტომ, რომ ახლა უკვე აღარ შეგრჩება, ამის გარანტიას გაძლევ და ეს საკითხი არის ის, რაც ერთ-ერთი ბოლო წერტილი იქნება, იმის შემდეგ უკვე დაბრუნება არის სრულიად შეუძლებელი. ასე რომ, ჭკუით იყავი! მაინც ვერაფერს ვერ დაგვაკლებ, ქართველი ხალხი მაინც გაიმარჯვებს,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   197 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 196 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Facebookexternalhit(2)
    • Chrome(10)
    • ASIA
    • YandexBot(23)
    • Googlebot(2)