Jump to content
×
×
  • Create New...

იქნება შტურმი ენმს ოფისზე


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
5 საათის წინ, Seth said:

დიახ. პოლიტიკაში ხომ შემოაბიჯეს ცოტა ხნის წინ?

ჩუმათ არიან ჯერ-ჯერობით, ვინც გაიმარჯვებს იმასტან მივლენე მერე

ყველს დროშა შენახული აქვთ 

ტიპები იქ ძალაუფლებისთვის არიან და არა რისთვისაც უნდა იყვნენ იმისთვის (მაღლებზე ვამბობ)

დაბლებიდან არის ერთი ორი ნორმალური, მაგრამ ეგენიც ჩაყოლიებული ყავთ გინდა-არგინდა

5 საათის წინ, Seth said:

რატომ? ჯამში უფრო მეტი ადამიანი ენდობა ჟოპოს ვიდრე არ ენდობა. არა?

მუსიე სეტ,  ხალხი ელოდებოდა არჩევნებით მოეგო ჟოპოს ბანძებისთვის, არჩევნებამდე ასეთი ილუზიაც იქმნებოდ, რომ ჟოპო გარდაუვალად გაიმარჯვებდა, მაგრამ კითხვები ბევრ რამეში იყო თავიდანვე, - თუნდაც იმაში, რომ არჩევნებამდე რატომ არ მოხდა საარჩევნო კომისიებში 3 კაცზე მეტის შეყვანა ჟოპოდან , ნუ არის კიდევ რამოდენიმე ასეთი ნიუანსი , მაგრამ იმდენად დარწმუნებული იყვნენ, - "ბანძები 8 წლიან სროკს არ გადააბიჯებდნენ უცხოეთის თვალშიო", რომ ბევრი გაჩმახება აღარ დაიწყეს (აქ იყო მათი პირველი შეცდომა)

ამ შეცდომას შემდეგ შეცდომების კასკადი მოჰყვა თავად არჩევნებზე : - ჯერ ის , რომ, - ეს რა ხალხი ყავდათ ჟოპოებს გინდა კომისიებში, გინდა აგიტატორებად, გინდა გარეთ მატრიალებლებად ?! - გადავირიე რომ ვუყურებდი ... - ეს მეორე შეცდომა , რამაც გამოიწვია მესამე და "რაკავოი" შეცდომა : - დათვლის დროს უმრავლესობა კომისიებში და საოლქოებში ჟოპოების კომისიის წევრები გაიყიდნენ - "ეტა რას", - ვერ შეუშალეს ხელი ბანძებს ბიულეტენების გადაკეთების პროცესში, ანუ ვერ დაიცვეს ხმები, - "ეტა დვა" - როდესაც არჩევნების საღამოს ეგზიტპოლების ანგარიში გამოუცხადეს ბანძებმა , ჟოპომ ეგრევე ყურები ჩამოყარეს და გაკვირვება-მოულოდნელობისგან პირები დააღეს - "ეტა ტოჟე ტრი" ... გვარამია რო არ აყვირებულიყო და "თქვე სირებოო" - არ ეძახა ამათთვის, ესენი შეეგუებოდნენ, - ასეთი შთაბეჟდილება იქმნებოდა ... - აბა , ყოველივე იმის შემდეგ რაც მოგიყევით, თქვენ დადებთ ფსონს ასეთ ჟოპოზე ??? ;) ... დოყლაპიები ბლინ ...

არა და მოგება სულ ადვილად შეიძლებოდა ... მარა, სიმართლე რომ გითხრათ, კიდევ რომ იყოს არჩევნები მაგალითად ერთ თვეში, ასე მგონია რომ ესენი კიდე წააგებენ თუ ისე არ მოემზადნენ როგორც საჭიროა, - არაფერი დიდი არ უნდა, პროსტა სწორი მენეჯმენტი უნდა , სწორად უნდა შეარჩიო ხალხი, სწორ პოზიციებზე და ზუსტი გეგმა მისცე, სულ რამოდენიმე ასეთი რგოლია არჩევნებისათვის საჭირო და დაახურებ თავზე ამ ბანძებს ... რო გამიშვან, თვითონ გამომყვნენ და ის ძალა დამიყენონ გვერდით რაც თვითონ აქვთ, -  გეფიცებით 70%-მდე ავიღებ :lol: ... 

მაგარი სუსტები არიან და გეტყვით რაში ერხევათ, - ძველი მეთოდებით მოქმედებენ , რომელიც აღარ ჭრის ხალხზე ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
მოსამართლე გოგინაშვილი admin Wed, 02/24/2021 - 23:32

სააპელაციო სასამართლოში ნიკა მელიას საჩივარს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი განიხილავს, რომელიც ე.წ. სასამართლოს კლანის წევრად მიიჩნევა და პოლიტიკურ საქმეებში მონაწილეობდა.

2014 წელს, გიორგი გოგინაშვილმა გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო და ამავე წელს, ანაზრაურების სახით 13,000 ლარით მეტი მიიღო, ვიდრე წინა წელს.

2016 წელს გიორგი გოგინაშვილმა სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ლევან მურუსიძის მიერ მიღბული გადაწყვეტილება დაიცვა და ამავე წლიდან იგი სააპელაციო სასამართლოში მუშაობს.

2006-19 წლებში გიორგი გოგინაშვილს სამოსამართლო საქმიანობის განხორციელების შედეგად, ჯამში, 740,250 ლარი აქვს მიღებული.

თბილისის საქალაქო სასამართლო განჩინება ნიკა მელიასათვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმების საკითხი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა განიხილა, რომლის სახელიც დაკავშირებულია ისეთ გახმაურებულ საქმეებთან როგორიც არის: 20 ივნისის საქმე, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე, ნიკა რურუას საქმე.

სააპელაციო სასამართლოში ნიკა მელიას საჩივარს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი განიხილავს. მოსამართლე გიორგი გოგინაშვლი ე.წ სასამართლო კლანის წევრად მოიაზრება. მას მეგობრობა აკავშირებს მოსამართლე ლევან მურუსიძესთან. მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა რამდენჯერმე ღიად დაუჭირა მხარი ლევან მურუსიძეს. 2016 წელს, იგი გამოეხმაურა მოსამართლე ლევან მურუსიძეს გადაწყვეტილებას სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით. გიორგი გოგინაშვილმა ხაზი გაუსვა რომ სრულიად იზიარებდა მიღებულ გადაწყვეტილებას. ამასთან, მოსამართლე გოგინაშვილის სახელი დაკავშირებულია ისეთ პოლიტიკურ, გახმაურებულ საქმეებთან როგორიც არის: ბაჩო ახალაიას, გიგი უგულავას, ზურაბ შამათავასა და გიორგი კალანდაძის საქმე.

2012 წლის 9 ნოემბერს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე გიორგი გოგინაშვილმა ბაჩო ახალაიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, ხოლო გიორგი კალანდაძე და ზურაბ შამათავა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 2014 წლის 4 ივლისს გიორგი გოგინაშვილმა მიიღო გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება.

გიორგი გოგინაშვილი 1999-2005 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ, ხოლო უშუალოდ სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებას 2006 წლიდან შეუდგა. 2006-2015 წლებში მოსამართლედ მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხოლო 2016 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა, ხოლო 2018 წლიდან აღნიშნულ თანამდებობაზე უვადოთ, 65 წლის ასაკის მიღწევამდე გამწესდა.

მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა 2006-2019 წლებში სამოსამართლო საქმიანობიდან 740,250 ლარი მიიღო. ყველაზე მაღალი შემოსავალი გიორგი გოგინაშვილმა 2017 წელს მიიღო 81,775 ლარის ოდენობით.

მოსამართლის ხელფასი, 2006-2017 წლებში, წლიდან წლამდე იზრდებოდა. საინტერესოა, რომ მოსამართლის ხელფასი 2013 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა 2014 წელს.

2013 წელს მოსამართლემ ხელფასის სახით 45,800 ლარი მიიღო, ხოლო 2014 წელს მისმა შემოსავალმა 73,475 ლარი შეადგინა. სავარაუდოდ, მოსამართლემ 73,475 ლარი საშემოსავლო გადასახადების ჩათვლით მიუთითა. თუმცა, საშემოსავლო გადასახადების გადახდის შემდგომაც მისი შემოსავლი 2014 წელს დაახლოებით 12,980 ლარით აღემატებოდა 2013 წელს მიღებულ სახელფასო შემოსავალს. აღსანიშნავია, რომ გიორგი გოგინაშვილი ამ წელს გიგი უგულავას საქმის მოსამართლე იყო საქალაქო სასამართლოში.

მისი ხელფასი ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმიანობის შემდეგ. მოსამართლემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუშაობისას 305,058 ლარი გამოიმუშავა.

წყაროები:

მოსამართლე გიორგი გოგინაშვილის ფინანსური დეკლარაციები: https://declaration.gov.ge/

განხილული საქმეები: https://netgazeti.ge/news/254953/

მოსამართლე გიორგი გოგინაშვილის ბიოგრაფია: https://bit.ly/37IPF5a

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-02/154385999_2894958557446242_4519849039044185821_o.jpgთებერვალი 2021 2021 Author ხატია ნიკოლაიშვილი

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

fb ze არ ვიცი მარა გუშინ გვარამიასთან მამამისი იყო სტუმრად და ეწ ელიტამ იმდენი იაფერისტა და იფამილარულა გული ამერიააა

ბლეაჰ

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   17 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 17 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(14)
    • YandexBot(3)