Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'იქნება' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 7 results

  1. პირველ ცდაზე დიდი ვერაფერი შედეგი ქონდა, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა. გლდანიც მოუგო კალაძეს. გაერთიანებული ოპოზიციის ფორმალური ლიდერია. მისი პრინციპული პატიმრობაც ზრდის მის რეიტინგს და დიდი შანსია რომ ოპოზიცია მის გარშემო გაერთიანდება ჯერჯერობით უგულავამ გააჟღერა ეს, მარა სხვას არც არავის ექნება შანსი? “ხელმოწერა არმოწერა – საკითხავი აი ეს არის? არსებობს მომენტი როცა უნდა იგრძნო, რომ სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ტაქტიკური ცვლილებებია საჭირო. ქართულმა ოპოზიციამ დიდი რამ შეძლო. მან ბოიკოტით ქვეყნის ივანიშვილის უკანა ეზოდ გადაქცევის საფრთხე გააცამტვერა. ოცნებას ეგონა რომ პანდემიის პირობებში არავინ ამ აღვირახსნილ, ფალსიფიცირებულ არჩევნებს ყურადღებას არ მიაქცევდა. ის მწარედ შეცდა. მთელმა საქართველომ დაინახა რომ ქვეყანა არაა დატოვებული გონიერებისგან დაცლილი ოლიგარქის და მისი ყურმოჭრილი ამალის ამარა. სწორედ ეს იძლევა სამომავლოდ შეშლილი ოლიგარქის მოშორების იმედს. ახლა ჯერი ჩვენზეა. რამდენად ვიქნებით გამბედავები და საკუთარი სიტყვის მძევლობაში არ აღმოვჩნდებით. ჩემი აზრით, დადგა დრო ოპოზიცია პოლიტპატიმარ მელიას გარშემო გაერთიანების შემდეგ, გაერთიანდეს თბილისის მერობის ერთიან კანდიდატ მელიას გარშემო. ამისათვის მე მხარს ვუჭერ რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს. წარმოუდგენელია ერთდროულად ოპოზიცია იჯდეს პარლამენტში, ხოლო მელია – ციხეში. ამასთანავე სრულიად ცალსახაა, რომ ბოიკოტი აღარაა საკმარისი საფუძველი მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული ოპოზიციის ერთიანობისთვის. ჩვენ ერთობის ახალი საფუძვლები გვჭირდება. ერთობის ეს ტესტი ჩვენ თავიდან უნდა ჩავაბაროთ. ამისთვის ერთობის ახალი საფუძვლები უნდა ვიპოვოთ. ასეთი, ჩემის აზრით, უნდა იყოს: ოპოზიციის ხედვა და გეგმა ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია – რიგგარეშე სრულად პროპორციული საპარლმენტო არჩევნები. ჩვენ ხშირად გვავიწყდება და მარტო რიგგარეშე არჩევნებს ვახსენებთ. არადა ჩვენი მიზანი რიგგარეშე, სრულად პროპორციული არჩევნებია. შეგახსენებთ, მხოლოდ რიგგარეშე არჩევნები 120/30 პრინციპით ჩატარდება და ვერავინ გადამარწმუნებს რომ იგივე შეცდომებისგან ვიქნებით დაზღვეული. ისევ ამ 30 მაჟორიტარში ავიბლანდებით, – ამ ივანიშვილის მიერ ჩატოვებულ ბოროტებაში. ეს კატეგორიულად დაუშვებელია ჩვენი მიზანი მიიღწევა ორ საფეხურად: ა. პირველი საფეხური. საპრლამენტო არჩევნების პროპორციულობა 1. 2024- მდე ჩატარებული ყველა რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით 2% ბარიერით. ამისთვის და სხვა აუცილებელი საარჩევნო რეფორმისთვის, ოპოზიცია წყვეტს საპარლამენტო ბოიკოტს, შედის პარლამენტში აღნიშნული ცვლილებების, განსაკუთრებით საკონსტიტუციო ცვლილების – სრულად პროპორციულის, მხარდასაჭერად. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. საფეხური მეორე: 2. დიდ ქალაქებში მერების ერთიანი კანდიდატებით და რაიონის საკრებულოებში კოალიციური თანამშრომლობით, მნიშვნელოვან ქალაქებში, პირველ რიგში თბილისში ოცნების დამარცხება. მხოლოდ პროპორციულ ნაწილში ოცნების 43%-ს ქვემოთ დატოვება, სწორი თანამშრომლობის პირობებში, სრულიად რეალისტური ამოცანაა, რაც, შეთანხმების მიხედვით, რიგგარეშე, პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებს ნიშნავს 3. სრულად პროპორციული რიგგარეშე მრავალპარტიული თავისუფალი არჩევნები 2022 წლის გაზაფხულზე 4. ასეთ პირობებში 15 მაისის მანიფესტაცია უნდა გადაიქცეს შეჯერებული ეკანდიდატების {თბილისის მერობის კანდიდატის} ნომინაციის საზეიმო მანიფესტაციად ოპოზიცია მიიღებს ახალ სიცოცხლეს. ადგილებზე ბევრგან გავიმარჯვებთ. სადაც ვერა – ოპოზიცია მძლავრად იქნება წარმოდგენილი. იგრძნობს გამარჯვების გემოს, დაიჯერებს გამარჯვებას. გაუჩნდება წვდომა ინფორმაციაზე, რესურსებზე. მიიღებს გამარჯვებისთვის აუცილებელ ჟანგბადს. დაამტკიცებს რომ შეუძლია კოალიციური მუშაობა და წელგამართული გავა საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც ყველა ერთად საქართველოს გამარჯვებას ვიზეიმებთ. პ.ს. თუ ოცნება არ მოაწერს ხელს, მთელი წნეხი მასზე იქნება. პ.პ.ს. მე კარგად მესმის რატომ იკავებს თავს ენმ. შეუძლებელია როცა თავმჯდომარე მოტაცებულია მიიღო სრულფასოვანი გადაწყვეტილება. ამიტომ ხელმომწერი პარტიების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია დათქმა- ბოიკოტი შეწყდება მხოლოდ ნიკა მელიას განთავისუფლების მერე. ეს წნეხი აუცილებელია. თავისუფლებაზე მყოფ მელიასთან ერთად ენმ-ს საშუალება ექნება მშვიდ ვითარებაში იმსჯელოს და ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს”, – წერს გიგი უგულავა facebook-ში.
  2. დანიის “წითელი ჯვარი” კრიპტოვალუტასა და Blockchain ტექნოლოგიას ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად გამოიყენებს. კომპანია Replexus-მა შეიმუშავა Blockchain ტექნოლოგიის იმგვარი CAT პროტოკოლი, რომლის დახმარებით გამარტივებული ხერხებით მოხდება კატასტროფების შემთხვევაში თანხის მოძიება და დაზარალებული რეგიონისათვის მიწოდება. აღნიშნული ქმედებები კი საგრძნობლად დააჩქარებს რეაგირების დროს. უკანასკნელი ცნობების თანხმად, დანიის წითელმა ჯვარმა დააფინანსა კატასტროფის კავშირი, რომელიც მიზნად ისახავდა ვულკანური ამოფრქვევის შედეგად დაზარალებული რეგიონის და ხალხის მდგომარეობის შემსუბუქებას. Blockchain-ზე დაფუძნებული პროტოკოლი დაახლოებით 3 მილიონი დოლარის შეგროვებას გეგმავს და ფოკუსირებული იქნება მსოფლიო მასშტაბით 10 აქტიურ ვულკანზე. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, არჩეული ვულკანები მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ საფრთხეს წარმოადგენს 700 ათასი ადამიანისთვის, რომლებიც ცხოვრობენ თითოეული ვულკანური მთიდან 60 მილის რადიუსში. პროექტის შესახებ კომენტარი გააკეთა Replexus-ის გენერალურმა დირექტორმა სედრიკ ედმონდსმა: ”ვულკანის CAT პროტოკოლი განთავსდება დაზღვევასთან დაკავშირებულ ფასიანი ქაღალდების Blockchain-ზე, რაც გარიგებას განსაკუთრებით ეკონომიურსა და ეფექტურს გახდის”. The post Replexus: Blockchain-ი ჰუმანიტარული დახმარებისთვის იქნება გამოყენებული appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  3. ინგლისის მთავარი საფეხბურთო კლუბი, მანჩესტერ სითი იმ ევროპული საფეხბურთო კლუბების სიას შეუერთდა, რომელთაც აქვთ საკუთარ Blockchain-ზე დაფუძნებული ტოკენები. ოფიციალური განცხადების თანახმად, მანჩესტერ სითი ითანამშრომლებს გულშემატკივართა ჩართულობის პლატფორმა Socios.com– თან, რათა გაუშვას Blockchain-ზე გულშემატკივრებისთვის Chiliz ტოკენი. სხვა ევროპული კლუბების მსგავსად, როგორიცაა ბარსელონა და იუვენტუსი, მანჩესტერ სითის ახლა ექნება შესაძლებლობა, უზრუნველყოს VIP ჯილდოები, კლუბების აქციები, თამაშები და გამოკითხვები. City Football Group-ის გლობალური პარტნიორობის გაყიდვების უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, სტეფან სიპლიკმა განაცხადა, რომ ადამიანები ვინც ისარგბელებენ ამ ახალი სერვისებით შეეძლებათ მიიღონ უფასო სომბოლური სტატუსი. ასევე ამ სტატუსით სარგებლობისას მათთვის ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა აქციის ფარგლებში საჩუქრები. ალექსანდრე დრეიფუსმა, Chiliz and Socios–ის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ გულშემატკივართა ტოკენი საშუალებას მისცემს თაყვანისმცემლებს უნიკალური ციფრული შესაძლებლობები გადაიტანონ რეალურ ცხოვრებაში და ისარგებლონ საჩუქრებით COVID-19 შეზღუდვების მოხსნისთანავე. The post მანჩესტერ სითი გულშემატკივრებისთვის Blockchain-ზე იქნება ხელმისაწვდომი appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  4. მგონია, რომ სასამართლო დათანხმდება პროკურატურის მოთხოვნას. მერე გადაწყვეტილება უნდა აღასრულონ შესაბამისმა სამსახურებმა. ტექნიკურად როგორ შესრულდება, საინტერესოა @SPLIYVI შტურმის გეგმა არ გაქვს? ამაზე არავინ დაგიჭერს
  5. ახალი Blockchain სისტემა კალიფორნიის შტატის მრავალ სკოლაში სტუდენტებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებში COVID-19 ზემოქმედების მართვისა და თვალყურისდევნების მიზნით იქნება გამოყენებული. COVID-19 პანდემიის დროს მთელ მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოების მიერ განხორციელებულმა ახალმა განაცხადებმა და ზომებმა გამოიწვია კამათი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დააბალანსდეს ფიზიკურ პირთა პირადი ინფორმაციის დაცულობა. კალიფორნიაში სერვისულმა ორგანიზაციამ, რომელიც სკოლებს ადმინისტრაციული დახმარების მომსახურებას უწევს, აირჩია პანდემიის მართვის სისტემის დანერგვა, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს მომხმარებლების მონაცემთა კონფიდენციალურობას. “Team.Care Network”-ად წოდებული, Blockchain გადაწყვეტა შეიქმნა ჯანდაცვის სფეროში დამწყები კომპანია Solve.Care–ის მიერ და მუშაობს როგორც მობილური პროგრამა (აპლიკაცია). Solve.Care–მა განაცხადა, რომ გამოსავალი სკოლებს დაეხმარება თვალყური ადევნონ COVID-19-ის გავლენას სასწავლო დაწესებულებაში. Solve.Care–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პრადიპ გოელმა აღნიშნა, რომ კალიფორნიის დეპუტატებმა სულ უფრო მეტად აღიარეს მონაცემთა კონფიდენციალურობის უფლებების მნიშვნელობა და შექმნეს საკანონმდებლო სისტემა, რომელიც მოსახლეობას დაეხმარება. The post Blockchain სისტემა გამოყენებული იქნება COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  6. თავიდანვე აშკარა იყო, რომ ეს არის ომი, რომელიც არასდროს მოხდება. ‘ცხელი ომის’ შემდეგ (შეიარაღებული სისხლიმღვრელი კონფლიქტი), ‘ცივი ომის’ შემდეგ (შიშის თანასწორობა) დადგა დრო მკვდარი ომის – გამდნარი ცივი ომის, რომელმაც არ დაგვიტოვა სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ შევეჭიდოთ ომის ცხედარს, როდესაც ვერ გავექცევით კონტაქტს ამ გახრწნილ გარდაცვლილთან, რომელსაც ვერავინ გააცოცხლებს ყურეში. ის, რასაც იქ აკეთებს ამერიკა, სადამ ჰუსეინი და სპარსეთის ყურის ქვეყნები – ეს არის ომის გვამი. ომი თავისი უკანასკნელი კრიზისის ფაზაში გადავიდა. ძალიან გვიანია (ცხელი) მესამე მსოფლიო ომისთვის, ის უკვე შედგა, განწმენდილი ცივის ომის პერიოდში. სხვა უკვე არც არასდროს იქნება. თითქოს აღმოსავლეთ ბლოკის დაშლას, აპოტროპიის სისტემის განბლოკვის წყალობით, ომისთვის ახალი სამოქმედო სივრცე უნდა შეექმნა. თუმც ეს ასე არ მომხდარა, რადგანაც აპოტროპია არ დასრულებულა, პირიქით. წარსულში ეს სისტემა ფუნქციონირებდა როგორც ორ ბლოკს შორის ურთიერთშემაკავებელი ძალა, გამომდინარე განადგურების მეთოდების პოტენციურ-ვირტუალური ექსცესებიდან. დღეს ის აგრძელებს ფუნქციონირებას და უფრო ეფექტურადაც კი, ვიდრე უწინ, როგორც თვითდაშინების სისტემა, სრული თავშეკავებულობის და თვითგამოღვიძების, იმდენად, რომ გამოიწვიოს აღმოსავლეთ ბლოკის თვითდაშლაც კი. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს თვითაპოტროპიის სისტემა იმდენად მძლავრია, რომ ამერიკული, და ზოგადად, დასავლური ძალაუფლება პარალიზებულია თავისი საკუთარი სიძლიერით და უნარი არ გააჩნია მიიღოს ეს ძალაუფლება და გადაანაწილოს ძალთა ბალანსის სახით. სწორედ ამიტომ ყურეში ომი არ იქნება. ის, რომ ომი ამ უსასრულო სასპენსში ჩაიძირა, არც იმედისმომცემია და არც დამამშვიდებელი. ამ მხრივ არ-მოვლენის მნიშვნელობა, რომლის არენა არის ყურე, უფრო მეტია, ვიდრე თვით ომის მოვლენა: მიმდინარე პროცესი შეესაბამება გარდაცვლილის გახრწნის ძალიან საშიშ პერიოდს, რომელიც იწვევს გულისრევას და შემაწრწუნებელ გაშეშებას. და აქ ჩვენი თავდაცვის სიმბოლური მექანიზმები კვლავ ძალზედ სუსტია: ჩვენ გვიქრება უნარი რამე შევცვალოთ ამ ომში, და ჩვენ განვიცდით ამ ყველაფერს იგივე დარცხვენილი ინდეფერენტულობით, თითქოს ჩვენ ყველანი ვართ მძევლები. არა-ომი ხასიათდება ომის დეგენერატიული ფორმით, რომელიც გულისხმობს მანიპულაციებს მძევლებთან და მოლაპარაკებებთან. მძევლის აყვანა და შანტაჟი – ესაა აპოტროპიის სისტემის ყველაზე სუფთა და აშკარა პროდუქტი. მძევალმა მეომარის ადგილი დაიკავა. ის მთავარი გმირია, პროტაგონისტი-სიმულაკრი, უფრო ზუსტად კი, თავისი სრული უმოქმედობით არა-ომის მთავარი არა-მოქმედი გმირი. ომები ჩაიკარგა სიცარიელეში (უდაბნოში), სცენაზე მხოლოდ მძევლები დარჩნენ, მათ შორის ჩვენ – როგორც ინფორმაციის მძევლები მასმედიის გლობალურ სცენაზე. მძევალი – მოჩვენებითი მსახიობია, სტატისტი უმაქნისი ომის სცენაზე. დღეს მძევალი ერთგვარი სტრატეგიული ობიექტია, ხვალ ის გარდაიქცევა ერთგვარ საჩუქრად ახალი წლისთვის, მენურ ღირებულებად და ლიკვიდურ აქტივად. ფიგურის ფანტასტიური დეგრადაცია, რომელიც თავისი თავით წარმოადგენს შეუძლებელის მიმოცვლის განხორციელებას. სადამ ჰუსეინის მეშვეობით (რომელიც მძევლური ღირებულების კაპიტალისტი გახდა, მძევალთა კომერციული ბაზრის ვულგზალიზატორი, ბაზრის, რომელმაც ჩაანაცვლა მონებისა და პროლეტარიების სისტემა), ასეთი ძლიერი ვალუტაც (ღირებულება) კი გაუფასურდა და უმწეო ომის სიმბოლო გახდა. საომარი გამოწვევის ჩანაცვლების პროცესში, მძევლის აყვანა ომის უძლურობის [débilité] სინონიმი გახდა. ჩვენ ყველანი მედიადამწვრობის მძევლები ვართ, რომელიც გვაჯერებს ომის არსებობაში, ისევე როგორც ოდესღაც რევოლუციაში რუმინეთში, და ჩვენ მოთავსებულნი ვართ ომის სიმულაკრში, თითქოს სახლში გამომწყვდეულნი. ჩვენ ყველანი ვართ სტრატეგიული მძევლები in situ [ადგილზე]: ჩვენი აუცილებელი ადგილსამყოფელი არის ტელევიზორის ეკრანი, სადაც ჩვენ ყოველდღე განვიცდით ვირტუალურ ბომბარდირებას, და, ამავდროულად, წარმოდგენილნი ვართ როგორც მენური ღირებულების მქონე. ამ მხრივ ის უკბილო კომედია, რომელსაც დგამს სადამ ჰუსეინი – მხოლოდ და მხოლოდ ყურადღების გადასატანად არის, როგორც ომისგან, ისე საერთაშორისო ტერორიზმისგან. მისი რბილი ტერორიზმი ბოლოს მოუღებს სასტიკ და დაუნდობელ ტერორიზმს (პალესტინელების და სხვების), რითიც დაამტკიცებს, რომ ამ მხრივ, ისევე როგორც სხვა ‘კუთხიდან’, ის დასავლეთის იდეალური მოკავშირეა. ამ უმოქმედებას, სტრატეგიის არარსებობს მივყავართ შანტაჟის როგორც სტრატეგიის ტრიუმფთან (ირანის მხრიდან არსებობდა გარკვეული გამოწვევა, სადამი მხოლოდ შანტაჟს იყენებს). სადამ ჰუსეინის მზაკვრულობა მდგომარეობს იმაში, რომ ის ახდენს ყველაფრის ვულგარიზებას, რასაც შეეხება: რელიგიური გამოწვევა გარდაიქცა წმინდა ომის იმიტაციად, მძევალი მსხვერპლისგან გადაიზარდა შემოსავალში, დასავლეთის სულისშემძვრელი უარყოფა – ნაციონალისტურ შეხლა-შემოხლად, ომი კი – აუტანელ კომედიად. მაგრამ ჩვენ თვითონ დავეხმარეთ მას ამაში. როდესაც დავაჯერეთ, რომ მან მოიგო ომი ირანის წინააღმდეგ, ჩვენ ვუბიძგეთ მას დასავლეთის დამარცხების ილუზიისკენ. დაქირავებულის აჯანყება – ეს არის ერთადერთი ირონიული და სახალისო ეპიზოდი მთელ ამ ისტორიაში. ჩვენ არ ვიმყოფებით არც ომის ლოგიკაში და არაც სამყაროს ლოგიკაში, არამედ აპოტროპიის ლოგიკაში, რომელიც გზას იკვლევდა ცივის ომის ორმოცწლიანი პერიოდის განამვლობაში, რათა მიმდინარე მოვლენების ფინალისკენ მოესწრო – უუნარო მოვლენების ლოგიკაში, რომელსაც განეკუთვნება როგორც აღმოსავლეთ ევროპის მოვლენები, ასევე ომი სპარსეთის ყურეში. ანორექსიული ისტორიის პერეპიტია, ახლა კი ანორექსიული ომის: დღეს ის არ ‘მოიხმარს’ მტერს, რადგანაც ვერ ხედავს მასში მტერს, რომელიც გამოწვევის და განადგურების ღირსია (ღმერთია მოწმე, სადამ ჰუსეინი არ იმსახურებს არცერთს, არც გამოწვევას და არც განადგურებას) – შესაბამისად, ის საკუთარ თავს მოიხმარს. გაეროს მწვანე სინათლე უამრავი თავდაცვითი ზომებით და დათმობებით მხოლოდ ომის სტატუსის დეინტენსიფიკაციაა. ეს არის თავდაცვის მეთოდების გამოყენება, გადატანილი ომის აქტზე: დაკავდით ომით, როგორც სიყვარულით – პრეზერვატივით! რიჰტერის შკალის მიხედვით, ყურეში ომი ორ-სამ ბალსაც ვერ უჩვენებდა. ესკალაცია არარეალურია; ყველაფერი ისე ხდება, თითქოს საზომ ინსტრუმენტებთან მანიპულაციის შედეგად შეექმნა ვინმეს მიწისძვრის ფიქცია. ეს არ არის ომის უმაღლესი წერტილი და არც ნულოვანი, არამედ უძლური და ავთვისებიანი, ომი ასიმპტოტურ ფორმაში, რომელიც საშუალებას იძლევა უსასრულოდ მივუახლოვდეთ ომს, მაგრამ მასთან შეტაკების გარეშე; ეს არის ტრანსპარანტულობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ომს ვადევნოთ თვალყური მხოლოდ კამერა-ობსკურაში. ეჭვი უკვე მაშინ გაჩნდა, როდესაც ომი არ გამოცხადებულა, არ შედგა ეს სიმბოლური აქტი, რომელიც რეალურ მოვლენებს მოასწვავებს: უკვე ეს მიუთითებდა მისი დასასრულის არარსებობას, ისევე როგორც თვით საომარი მოქმედებების არარსბეობას, და ასევე – განსხვავებას გამარჯვებულსა და დამარცხებულს შორის (გამარჯვებული მარტივად ხდება დამარცხებულის მძევალი: წყეული სტოკჰოლმის სინდრომი). რადგანაც ეს ომი არასდროს დაწყებულა, მას არც დასასრული ექნება. ოცნებას ომზე, მისი ‘სუფთა’ სახით, ორბიტალურ ომზე, პოლიტიკური და ლოკალური პერეპიტიების მიღმა, მივყავართ იქამდე, რომ დღეს ჩვენ უძლური ომი გვაქვს, მის შესაძლო შეუძლებლობასთან; ომი დაემსგავსა ერთგვარ დუელს, ხმლებით, სადაც მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დეესკალაციაში ეჯიბრებიან – თითქოს თვით ნაპერწკალი, ომი როგორც მოვლენა რაღაც აუტანლად გაუფასურებული გახდა, თუმც, ისევე როგორც სხვა რეალური მოვლენები, რომლებსაც უკვე ვეღარ აღვიქვავთ. ამიტომ ყველაფერი გადადის ვირტუალურის სფეროში; და ის, რასთანაც ახლა გვაქვს საქმე – ვირტუალურობის აპოკალიფსი, რისი ჰეგემონიაც, საბოლოო ჯამში, ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე რეალური აპოკალიფსი. არსებობს ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ ვირტუალურსა და რეალურს შორის არის ლოგიკური კავშირი, რომლის მიხედვითაც მოცემული შეიარაღება შეუძლებელია ოდესმე არ იქნას გამოყენებული, ხოლო სამხედრო ძალის ასეთი კონცენტრირება კი აუცილებლად გამოიწვევს შეტაკებას. მაგრამ ეს არის არისტოტელისეული ლოგიკა, რომელსაც ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს. დღეს ვირტუალური რეალურზე ზემდგომია, და ჩვენ უნდა დავკმაყოფილდეთ იმ ზღვრული ვირტუალიზაციით, რომელიც, არისტოტელეს საპირისპიროდ, ქმედებისკენ გადასვლის დამცველი ფაქტორია. ჩვენ არ ვიმყოფებით შესაძლო-ვირტუალურის რეალურში გარდასვლის ლოგიკაში, არამედ რეალურის მიერ ვირტუალურის აპოტროპიის ჰიპერრეალისტურ ლოგიკაში. ამ პროცესში მძევლის აყვანა/მძევლად ყოფნა კვლავ ძალზედ სახასიათო მოვლენად წარმოგვიდგება. თავიდან როგორც ექსტრაგირებული მოლეკულები ექსპერიმენტალურ პროცესში, შემდეგ კი მიმოცვლის დროს დისტილირებული – მძევალთა ვირტუალური, და არა რეალური, სიკვდილი წარმოადგენს ფსონს ამ თამაშში. სხვათაშორის, ისინი ყოველთვის არ კვდებიან, არამედ უბრალოდ უგზოუკვლოდ იკარგებიან. არასდროს აღიმართება მონუმენტი მიძღვნილი უცნობი მძევლისადმი, ყველა დარცხვენილია – ესაა კოლექტიური სირცხვილი, რომელიც სახასიათოა მძევლებისთვის და გამოხატავს რეალური მტრობის (ომის) სრულ დეგრადაციას ვირტუალურ სტუმართმოყვარეობაში. (სადამ ჰუსეინის სტუმრები). მოქმედებაზე გადასვლას ცუდი რეპუტაცია აქვს: ის შეესაბამება განდევნის მძაფრ მოხსნას, შესაბამისად კი, ფსიქოსომატურ პროცესს. თითქოს, ეს მოქმედებაზე გარდასვლის შიში დღეს ჩვენ ქცევას განსაზღვრავს: ყველანაირი რეალობის, რეალური მოვლენის, რეალური ძალადობის, ძალზედ რეალური სიამოვნების შიში. ამ ‘რეალურის შიშთან’ საბრძოლველად შევქმენით სიმულაციის უზარმაზარი აპარატი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გადავიდეთ მოქმედებაზე in vitro [დახშულად] (ეს ეხება ჩასახვასაც კი). რეალურის კატასტროფას ჩვენ ვარჩიეთ ვირტუალურ სამყაროში განდევნა, რომლის უნივერსალურ სარკეს ტელევიზია წარმოადგენს. ომი ვერ გაექცა ამ ვირტუალიზაციას, რაც ქირურგიულ ოპერაციას გვაგონებს, რომლის მიზანია ომის წარმოდგენა სახის ნაკვთების ამოყვანით, მისი სიკვდილის ფანტომის კოსმეტიკურად დამუშავება, კიდევ უფრო დამაბნეველი ცვლილებები სხეულზე, ვიდრე ეს იყო ტიმიშოარში. თვითონ მებრძოლებმაც დაკარგეს უფლება სამომხმარებლო ღირებულებაზე, უფლება რეალურ ომზე. აპოტროპია ყველგან იყო და არავინ დაინდო. ისევე როგორც პოლიტიკოსებმა, სამხედროებმა არ იციან, რა უყონ თავის რეალურ ფუნქციას – სიკვდილისა და განადგურების ფუნქციას. ისინი განწირულნი არიან ომის ილუზიაზე, ისევე როგორც პოლიტიკოსები არიან განწირულნი ძალაუფლების ილუზიაზე. P.S. ომის შეუძლებლობის დამტკიცება იმ მომენტში, როდესაც ის სადაცაა დაიწყება, როდესაც ამ მომენტზე სულ უფრო და უფრო მეტი მიმანიშნებელია – სულელურია. მაგრამ კიდევ უფრო სულელური იქნებოდა ასეთი შესაძლებლობის უგულვებელყოფა.