Jump to content
×
×
  • Create New...

იქნება შტურმი ენმს ოფისზე


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

"ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ამის შესახებ ცნობილი „ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა.

 

ეს?

1 minute წინ, Freeman said:

@Moor მურ, რილი? :დ ესაა თქვენი "ვსო პო პლანუ"?! ღარიბაშვილი? ვააათ? :gigi:

მე რა შუაში ვარ :lool:

 

ესეც იდეაა. მარა კალაძეს რას უშვებიან. მალე გადის ვადა

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება.

პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ღარიბაშვილის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი:

კარგად მოგეხსენებათ, რომ ღარიბაშვილი არის ქართული ოცნების დამფუძნებელი და ერთერთი ლიდერი, რომელიც ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პერიოდში იკავებდა შს მინისტრის, ხოლო შემდეგ პრემიერის თანამდებობას, ახლა კი ეკავა თავდაცვის მინისტრის თანამდებობა.

პრემიერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი გახარიამ დღეს თანამდებობა დატოვა.

როგორც გახარიამ განმარტა, მისი გადადგომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნიკა მელიას მიმართ გუშინ გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

გახარიას თქმითვე, გადადგომის მიზეზია ისიც, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერთხელ უკვე იყო – 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 დეკემბრამდე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ორწლიანი მუშაობის შემდეგ, 2015 წლის 23 დეკემბერს თანამდებობიდან ის სრულიად მოულოდნელად გადადგა.

2016 წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე პრემიერმა მისალოცი ბარათებიც კი გაუგზავნა ჟურნალისტებს, სადაც ოჯახთან ერთად ყველას დამდეგ წელს ულოცავდა, როგორც ქვეყნის პრემიერი.

თავისი გადადგომის შესახებ ღარიბაშვილმა ხალხს წინასწარ ჩაწერილი ხუთწუთიანი სატელევიზიო მიმართვით შეატყობინა. მიმართვაში მან მიღწეულ „ისტორიულ შედეგებზე“ ისაუბრა, თუმცა არაფერი უთქვამს გადადგომის მიზეზებზე.

____________________________________

• დიდი ხეები – მილიარდერის უკანასკნელი ცდუნება 

______________________________________

„თანამდებობები არის დროებითი, ჩემო ძვირფასებო. მარადიული არის უფალი და სამშობლო. ამიტომ დღეს მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა“, – განაცხადა მან.

მოგვიანებით, ივანიშვილმაც აღიარა, რომ გადაწყვეტილება ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ მასთან კონსულტაციების შედეგი იყო.

ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი 2013 წლის ნოემბერში გახდა, როდესაც მან ამ პოსტზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა. მანამდე ერთი წლის განმავლობაში ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

ღარიბაშვილი პოლიტიკაში ივანიშვილთან ერთად 2011 წლის ბოლოს ჩაერთო, მას შემდეგ, რაც რვა წლის განმავლობაში პირადად მასთან მუშაობდა.

ღარიბაშვილი ერთადერთი გადამდგარი მაღალი რანგის ჩინოვნიკია, რომელსაც ივანიშვილი გადადგომის შემდეგაც პოზიტიურად მოიხსენიებდა (განსხვავებით ყოფილი პრემიერის კვირიკაშვილისა და ყოფილი პრეზიდენტის მარგველაშვილისგან. მათ ივანიშვილი მკვეთრად აკრიტიკებდა).

2019 წლის მარტში, ყველასათვის მოულოდნელად, ირაკლი ღარიბაშვილი როგორც პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი ისე დაბრუნდა, ხოლო შემდეგ თავდაცვის მინისტრი გახდა.

%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%ირაკლი ღარიბაშვილი

წყარო: ჯემნიუსი

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

@Freeman ღარიბა  ეშმაკსაც დავიწყებია :lool: ეგეც ლოგიკურია, მარა

კალაძე უფრო მეგონა. მალე ეწურება ვადა და 'დასასაქმებელია', თან მაშინ როცა მისი პოზიციები გამყარდა, მოსალოდნელიც იყო.  მერის არჩევნებს შემოაგდებდნენ თან და გადაფარავდნენ  რაღაცებს. 

რა ღარიბა :drug:

 

 
Share on other sites

"ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ამის შესახებ ცნობილი „ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა.

garibashvili2.webp 

ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და უდიდესი პატივი, რომ დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ღარიბაშვილმა ხაზი გაისვა ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და აღნიშნა, რომ უმრავლესობის გუნდი ძალიან მალე აღადგენს წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში იმისთვის, რომ გააგრძელოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება.

„ჩვენთვის ყველასთვის ემოციური დღე არის. ამის მიუხედავად ჩვენმა გუნდმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს და მთლიან გუნდს ჩემი დასახელებისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ბუნებრივია, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და არის უდიდესი პატივი, რომ დამტკიცების შემთხვევაში მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს უამრავი გამოწვევა, პირველ რიგში ეს არის კოვიდპანდემია, უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა, რაც ბუნებრივია, საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტილებებს. ამისთვის ჩვენ ყველანი ვართ მოწოდებული, რომ სწარაფად მოვუგვაროთ ჩვენს მოსახლეობას პრობლემები. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს კიდევ უფრო ძლიერი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 
Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, Freeman said:

@Moor არ გისმენენ/გიჯერებენ Vol414 :user:

მე რო მისმენდნენ, გახარია ორი წლის წინ უნდა გაეშვათ :boli:

კადრებში გვიჭირს

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
28 minutes წინ, Moor said:

მართლა მახსოვს საუბრები რომ მარამდე ახალი კაბინეტი იქნებოდა

ესაა ჭორები სხვა კი არაფერი.

 

29 minutes წინ, Moor said:

თუ გვგონია, რომ ყველაფერი (ესეთი მარტივი საკიხებიც, ვინ იქნება გუნდის სპიკერი) ბებრებთან წყდება, უნდა დავუშვათ, რომ ბიძინას წასვლამდე გადაწყდა და არა წუხელ ახალ მოყინულზე

რა ბებრებთან, ეს მაქსიმუმ ჩემპიონში გადაეწყვიტათ. მთვრალებს.

 

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share