Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ - ანუ რა ხდება რომში?


Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

@York Ge

25 minutes წინ, York Ge said:

უკვე საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა ეს აღიარეს.

მეცნიერებმა აღიარეს თავიანთი უძლურება? ნამდვილად პირველად მესმის. საინტერესოა ამ აღიარების გადათვალიერება!

გასაოცარი ამბავი - თან აღიარეს და თან მაინც მეცნიერობენ?  კაი, ითამაშონ არ არის პრობლემა, მით უმეტეს თავად კი არადა ჩვენც გვცოდნია ამის შესახებ.

ან იქნებ იგულისხმეთ, რომ იციან, აღიარებენ  ზემდგომის წინაშე, მაგრამ იმავე ზემდგომის იმედად აგრძელებენ . . .

რავიჰ, რავიჰ, უცნაურია სწორედ რომ.

Share on other sites

დოსი გახსოვთ? ვინდოუსამდე რომ იყო. დოსამდეც იყო სისტემა. ჰარდვეა რესურსებზე იმ სისტემაში პროგებს პირდაპირ ჰქონდათ წვდომა. დრაივერები არ სჭირდებოდათ. თანამედროვე ვინდოუსის პროგები იყენებენ უკვე ნეტ ფრეიმვორკს როგორც გარსს.

 

რატომ დავწერე ეხლა ეს მოთხრობა.

ანალოგია შეიძლება გაივლოს ადამიანსა და პროცესორს შორის.

ოპერაციული სისტემის როლს ამ შემთხვევაში ასრულებს კულტურა.

 

ძველ რომში არცერთს არ გვიცხოვრია imho, არც ძველ ეგვიპტეში. ყველაფერი რაც მათ შესახებ ვიცით არის ინფორმაცია რომელსაც გვაწვდის კულტურა, მეტიც ეხლა რომ ზიხართ და ამ ტექსტს კითხულობთ ეგეც ინფორმაციული ნაკადია. :] 100%-ით კულტურით განპირობებული. სხვა კულტურის ადამიანი აქ არათუ ტექსტს ვერ დაინახავდა, შეიძლება დისპლეი ვერ დაენახა საერთოდ. არაა ფაქტი რომ გეომეტრია რომლშიც ჩვენ სამყაროს ვხედავთ უნივერსალურია ადამაინისათვის. მეზოამერიკული კულტურის ნაშთებში რაღაც სტრანნი ადამიანები რომ ჩითავენ როგორც ნახატებში ისე ქანდაკებებში არ ნიშნავს ეგ რომ ნამეტანი უნიჭო 'არტისტები ყავდათ. პროსტა ის ხალხი ისე ხედავდა სამყაროს. იაპონელებს არ ჰქონდათ კიდევ პერსპექტივა ფერწერაში როგორც მახსოვს.

 

ვოპშემ კაკტა ტაკ.

Share on other sites

  • ფორუმელი

@Eric

1 საათის წინ, Eric said:

და საერთოდ როგორ შეიქმნა რომი?

კარები ფანჯარა დაკეტილია

რა ვითარებაა რა მოქმედებაა?

სენიორ გარდა იმისა რომ მიმზიდველად წერთ, აქცენტებს უბრალო მიკვდავებისთვის ანუ ჩემთვისაც გასაგებად სვამთ.

 

Share on other sites

Posted (შესწორებული)

@York Ge

2 საათის წინ, York Ge said:

ბერძნული მითის მიხედვით რომი ტედეუსის ძემ, დიომედემ დაარსა არგოსიდან გაძევების შემდეგ. როდესაც იულუს ანტონიუსმა ეს მითი რომაელებს შეაზსენა, იგი სიკვდილით დასაჯეს და პრინცეპსის სტარტეგიული დაზვერვის ოფიცერს შეუკვეთეს ანტიბერძნულ მითზე დაფუძნებული პოემა.

რაც ვიცით, ისაა რომ არაფერი არ ვიცით სენიორ ))

2 საათის წინ, Seth said:

ჰოდა რაში მდგომარეობდა აფდეითი?

უნიფიკაცია / სტანდარტიზაცია. იმჰო

 

2 საათის წინ, Seth said:

ალბათ მიკენის განადგურებას გულისხმობთ ხომ? მაშინ დარესტარტდა საბერძნეთში,არა? ფინიკიელი ზღვაოსნების მიერ (სავარაუდოდ) მიტანილი ცოდნის ნაგლეჯებით :დ რა თქმა უნდა ესეც ფრიად საინტერესო თეორიაა...

დიახ, ეგეც.

ზოგადად, სად წავიდა შუამდინარეთის ფინანსები? სად წავიდა ეგვიპტის ფინანსები? საიდან მოვიდნენ ელინები? და საიდან შეიქმნა რომი?

მითები მითები, მეტი აარფერი.

 

არადა შემდგომ სრულ სურათს რომ ვუყურებთ რას ვხედავთ? რომი კი დაიქცა მაგრამ მისი ფინანსები არ დაკარგულა, ტექნოლოგია კავშირები გადანაწილდა და გარკვეული პერიოდის მერე იფეთქა ვენეციაში პიზაში ...

 

ბუნებაში მესამე რომ დაიბადოს საჭიროა ორი მოთამაშე.

1 + 1 == 3 საოცარია მაგრამ ესეა

პიზა და ვენეციის ჭიდილში დაიბადა გენუა (პიზა განულდა)

ვენეცია გენუის ჭიდილში დაიბადა ფლორენცია

საფრანგეთ ინგლისის ჭიდილში დაიბადა ამერიკა

ამერიკა ინგლისის ჭიდილში დაიბადა გაერთიანებული ევროპა

 

ამიტომ, მაშნაც, ელინები დაიბადნენ ვიღაც ორის ჭიდილში

ასევე რომი დაიბადა ვიღაცეების ჭიდილში სენიორ.

სხვაგვარად ვერ მოხდებოდა. რადგან მხოლოდ ერთი უსასრულოა თავის თავში. თუ არსებობს პირველი არსებობს მეორე, მეორე იმიტომაა მეორე რომ პირველობა სურს სხვა შემთხვევაში იქნებოდა მეშვიდე

ამ ორის ჭიდილში იბადება მესამე და ა.შ

 

ამიტომ საწყისის საწყისში ხომ არ იყო შემდეგი სქემა

შუამდინარეთი ვს ეგვიპტე = მიკენი

ეგვიპტე ვს მიკენი = ელინები

????

მოკლედ იმჰო

ორი დიდი ფინანსური დაჯგუფებაა მაგ დროს რეგიონში, ერთი წიტელი ზღვა ნილოსის და მეორე შუამდინარეთი ასირიის ზონებში.

ევროპაში მაგ დროს დათვებს დასდევენ. ჰოდა ეს ბრინჯაოს ხანის კოლაფსი არ მომხდარა ინფორმაციის მასივების დამუშავების დაბალი დონით, არამედ ვიღაცამ მიუქსია რეგიონს ეს "ზღვის ხალხები".

 

@ASIA

გმადლობთ სენიორა.

 

 

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Eric said:

უნიფიკაცია / სტანდარტიზაცია

რაში ხედავთ უნიფიკაციას სენიორ? მე პირიქით დაშლა-დაბეჩავებას :დ და დეუნიფიკაციას უფრო ვხედავ.

1 საათის წინ, Eric said:

სად წავიდა შუამდინარეთის ფინანსები? სად წავიდა ეგვიპტის ფინანსები? საიდან მოვიდნენ ელინები? და საიდან შეიქმნა რომი?

ამ ორის ფინანსებს ალბათ გადაჭარბებული იქნება თუ დიდ მნიშვნელობას მივანიჭებთ (უამრავი მიზეზი არსებობს ამისთვის). მე პირადად უფრო დიდ მნიშვნელობას ცოდნას მივანიჭებდი. 

წინა თემებში ბევრი ვისაუბრეთ ელინების უცებ გაჩენის შესახებ. დადასტურებული თეორია არ აქვს არავის და ერთ-ერთი ვერსიით ანტიკური საბერძნეთის საფუძველს წარმოადგენდა აზიიდან მოსული ხალხი (ფინიკიელი ზღვაოსნების მეშვეობით) რომელსაც თან მოჰყვა ეგვიპტურ-სირიული ცოდნა, რომელიც თავის მხრივ დაფუძნებული იყო მესოპოტამიურზე. მე პირადად ეს თეორია მეჩვენება რეალისტურად, იმიტომ რომ უამრავ რამეს ხსნის.

რაც შეეხება რომს, მისი გაჩენის ლეგენდების 95% მის დაფუძნებას ბერძნებს უკავშირებს. არცაა გასაკვირი, სულამდე (დაახლოებით) რომი ოფიციალურად იყო საბერძნეთის გავლენის ქვეშ, შესაბამისად ბერძნებს ჰაერივით სჭირდებოდათ მათი სუპირიორითის განმტკიცება. ჩემი მოსაზრება მდგომარეობს შემდეგში, არ აქვს მნიშვნელობა არც მართლა დაარსეს თუ არა ბერძნებმა რომი და კულტურულად ბატონობდნენ თუ არა მასზე. რატომ? იმიტომ რომ თუ ზემოთა აბზაცში ასახული ვერსია (მესოპოტამია - ელინების გაჩენა) მართალია, გამოდის რომ ორივეს აქვს საერთო საფუძველი აქვს.

შემდეგ, განა საინტერესო არ არის ის ფაქტი რომ თუ ანტიკური საბერძნეთი ასეთი სერიოზული გავლენის მქონე გახლდათ, როგორ დაუშვა ამ გავლენის როგორც სამხედრო ასევე ადმმინისტრაციულ-ბიუროკრატიული კომპონენტი მისგან მოშორებით სხვა ქვეყანაში ყოფილიყო (მიუხედავად იმისა კულტურული დომინანტობა გარანტირებული ჰქონდა თუ არა) ? ამის ნორმალური ახსნაც მე არ შემხვედრია არსად.

ბოლოს - ამ ყველაფერს რომ თავი მოვუყაროთ, მემგონი შემდეგ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება - ანტიკური საბერძნეთიც და რომიც შეიქმნა ერთი ცოდნით (ოღონდ სხვადასხვა დროის მონაკვეთში), იმ ხალხის მიერ ვინც ამ ცოდნას ნაზიარები იყო მესოპოტამია/ეგვიპტე/სირიაში და რომლებმაც მიკენის კრახისა და 400 წლიანი ბნელი პერიოდის  შემდეგ ახალი ცივილიზაციის შენება დაიწყეს საბერძნეთში ამ ცოდნის ნაგლეჯების საფუძველზე. ამავე შემქნელებმა შეგნებულად გაჰყვეს ძალაუფლების ბერკეტები. ნაწილი საბერძნეთში - იდეოლოგიურ/კულტურულ/რელიგიური  და ნაწილი რომში - ადმინისტრაცულ/ეკონომიკურ/სამხედრო (ხომ არ გაგონებთ ეს რამეს დღევანდელ სიტუაციაში?). რატომ და რისთვის ამაზე  მარჩიელობა შეიძლება ბევრი :დ იმჰო

 

პ.ს. პატივცემულებო ეს მხოლოდ და მხოლოდ სამოყვარულო ვერსიაა :დ

Share on other sites

  • ფორუმელი
10 საათის წინ, Eric said:

რაც ვიცით, ისაა რომ არაფერი არ ვიცით სენიორ ))

ეტრუსკებზე მართლაც ბევრი არაფერი ვიცით. თუ რელიგიის მიხედვით ვიმსჯელებთ, რომი ეტრუსკული კულტურული ფენომენია, ნეოპელელების მიერ ჩადებული ბერძნული პლაგინებით :)

10 საათის წინ, Eric said:

სად წავიდა ეგვიპტის ფინანსები?

არსად წასულა მე-16 საუკუნის ბოლომდე მაინც.

10 საათის წინ, Eric said:

სად წავიდა შუამდინარეთის ფინანსები?

ასურელების გავლით შეერწყა ლევანტის ფინიკიურ ფინანსებს.

ბრინჯაოს ხანის კოლაფსის შემდეგ აზიური სავაჭრო კაპიტალი ისწრაფვოდა გლობალური იმპერიის შექმნისაკენ, რაც გამოუვიდა კიდეც რამდენჯერმე.

10 საათის წინ, Eric said:

შუამდინარეთი ვს ეგვიპტე = მიკენი

არსებობს არქეოლოგიური მონაცემების კორპუსი, რომლის თანახმადაც ეგვიპტე მიკენს საკუთარ ვასალად განიხილავდა. გეოპოლიტიკური ლოგიკა ამაში არსებობს და გამოიხატება ხეთებისათვის ფლანგზე პრობლემების შექმნაში. ხათუსაც ასურის ვაჭრების ფაქტორია იყო, რომელიც ხეთებმა ჯერ მიწასთან გაასწორეს, მერე კი აღადგინეს და დედაქალაქად გამოაცხადეს.

Share on other sites

Posted (შესწორებული)

@Seth

11 საათის წინ, Seth said:

რაში ხედავთ უნიფიკაციას სენიორ? მე პირიქით დაშლა-დაბეჩავებას :დ და დეუნიფიკაციას უფრო ვხედავ.

წარმოვიდგინოთ ანტიკური სამყარო სენიორ, ყველა მეტნაკლებად სუბრეგიონალურ დაჯგუფებას თავისი ღმერთი ჰყავს, ზოგს არტემიდა ზოგს ათენა იქით ცეცხლოვანი ღმერთები აქეთ ზღვის ღმერთები, მოკლედ დიდი ორომტტრიალია, ამასთან იგივე არტემიდა მაგალითად ათენში და არტემიდა მცირე აზიაში ისევე განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც კათოლიკე დუხაბორისგან. როგორ შეიძლება ამ ყველაფრის უნიფიკაცია? მშვიდობიანი ევოლუციური გზით ფაქტიურად შეუძლებელია ღმერთები - 1000 ობით და რასობრივი ჯგუფები 1000 ობით

ეხლა დღეს ქვია თურქი და ვსე, და მაშნ?

ჰოდა როგორ შეიძლება მათი სტანდარტიზაცია / უნიფიკაცია? მხოლოდ შუქის ჩაქრობით და სრული გადაფორმატებით სენიორ

ყურადღება ყურადღება! თქვენივე უსაფრთხოების თვალსაზრისით შებრძანდით სახლებში და დაკეტეთ დარაბები და კარებები!  მე 9 -ე ბლოკი რემონტზე დგება ორი თვით. მოიმარაგეთ საკვები წყალი, კომენდანტის საათის დამრღვევი უმკაცრესად დაისჯება და ბახ - ჩაქრა შუქი

და რო აინთო 500 წლის მერე და შუქითთვალმოჭრილი ხალხი გარეთ გამობანცალდა დაინახა ახალი ტაძრები და ახალი მეჩეთები და მთელი ანტიკური ფისოლოფიის შესწავლის მაგივრად სულ მხოლოდ 10 ცნება დასასწავლი , ბიჯო რა მაგარია?

და ყურანი ვაბშე - მტერი მოკალი, მოყვარე არ მოკლა, მტერია ყველა არამუსულმანი მოყვარეა ყველა მუსულმანი = ვსიო! გასაგებლარენ?

ალაჰუუ აქბარ!!!

ერთი ორი სამწიგნწაკითხული კი დაეჭვდა და ეს ახალი ტაძრები რატომ მაინცდამაინც იმ ძველების ადგილზეა აშენებული და თქვე დალოცვილებო ან გვერდით აგეშენებინათ ან იქით ეგენიც ყოფილიყო სადაა კულტურის სამინისტროვოო

მარა ჯერ ვინ მოუსმინა და + თვითონაც მალე დაავიწყდათ რადგან ცხოვრება მაგ დაბალ დონეზე იმდენად დინამიურია ბევრად ყოფიერი და წამიერი მომენტები გაქვს გადასაწყვეტი

როგორ მოერგო ახალ სისტემას

ხოლო ისინი სენიორ

ვისაც ბევრი წიგნი აქვთ წაკითხული და მართლაც ხვდებიან, როგორც ყოველთვის ...

@York Ge

დიახ მშვენიერია.

 

Edited by Eric
Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share