Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ - ანუ რა ხდება რომში?


Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
1 minute წინ, NataNostalgia said:

რაც არ უნდა მცირე ზომის იყოს ბადის უჯრედები, სანამ არსებობს ქსელი,არსებობს რაღაც,რაც გააღწევს ბადეში, კერძოდ ის, რომლის გაზომვა შეუძლებელია.

რა თქმა უნდა, არსებობს.

სწორედ ასეთი ობიექტებისთვის შექმნეს ზოგადი სისტემების თეორია.

Share on other sites

@York Ge

38 minutes წინ, York Ge said:

მონოთეიზმის დამკვიდრება რესტარტამდე მოხდა.

გასაგებია, ესეიგი ჩვენ თავად რესტარტს აღვიქვავთ სხვადასხვა ეპოქებად.

 

39 minutes წინ, York Ge said:

ადამიანებს, რომლებიც პანდემიის შედეგად დაიღუპნენ 541 წელს. აქამდე ითვლებოდა, რომ პროკოფი კესარიელი აჭარბებდა. როგორც თანამედროვე გამოკვლევები ცხადყოფენ, არ აჭარბებდა.

მე შეძლებისდაგვარად ვცდილობ ავერიდო გამოკვლევების პერიოდულობას. და ზოგადი სურათით ვცადო მსჯელობა - იმჰო

@NataNostalgia

16 minutes წინ, NataNostalgia said:
არ შეიძლება არ აღინიშნოს დასავლური მენტალიტეტის მნიშვნელოვანი მახასიათებელი - მისი მიდრეკილება სამყაროს შემეცნების და კვლევის მეცნიერული მეთოდებისკენ. დასავლეთის მეცნიერება მიზნად ისახავს მეთოდოლოგიური კვლევისა და ექსპერტიზის კომპლექსური,ურთულესი ქსელების შექმნას...

სპეციალიზაცია ერთ შემთხვევაში რომ კარგია და ერთ ამოცანაში ღრმად ჩასვლის საშუალებას იძლევა მეორეს მხრივ საერთო სურათის აღქმას აძნელებს.

მხოლოდ რომის ისტორიით მსჯელობა ეს შეიძლება ნიშნავდეს მაგალითად კუჭის ტკივილების სიმპომატიკის კვლევას როცა მიზეზი მაგალითად გულია ან ხერხემალი.

მედიცინაში მას შემდეგ რაც მოხდა ვიწრო სპეციალიზაცია როგორც იქნა ეს სურათი მივიღეთ,

გვაქვს თუ არა იგივე მიღება ისტორიაში? ჩემი აზრით არა.

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, NataNostalgia said:
რაც არ უნდა მცირე ზომის იყოს ბადის უჯრედები, სანამ არსებობს ქსელი,არსებობს რაღაც,რაც გააღწევს ბადეში, კერძოდ ის, რომლის გაზომვა შეუძლებელია.
ციფრები უსასრულობამდე მიდიან...
და ერთ დღესაც მეცნიერები აღიარებენ საკუთარ უძლურებას ,მოიზიდონ რეალობა თავის  ქსელში. სუძუკი,ძენ/ბუდისტი.鈴木 大拙

ამას გარკვეულწილად შეიძლება პროგრესიც ეწოდოს სენიორა. როდესაც არსებულ ქსელში რაღაც გააღწევს, თუ ეს რაღაც პოტენციური ღირებულების მატარებელია, მაშინ ეს რაღაც გამოიყენება ახალი ქსელის შესაქმნელად. საქმე იმაშია რომ ნებისმიერი ქსელი ერთი და იმავე პრინიციპებით და მათ საფუძველზე იქმნება.

 

2 საათის წინ, NataNostalgia said:

ერთ დღესაც მეცნიერები აღიარებენ საკუთარ უძლურებას ,მოიზიდონ რეალობა თავის  ქსელში

როგორც კი ამის აღიარება მოხდება მმართველი ელიტების მიერ, ზუსტად მაშინ წარმოიშვება რესტარტის საჭიროება. თუ ეს მომენტი დადგა მაშინ restart is inevitable. Imho. 

 

2 საათის წინ, Eric said:

გვაქვს თუ არა იგივე მიღება ისტორიაში? ჩემი აზრით არა.

მართალი ხართ.

მაგრამ :დ გვაქვს რამე რომის ისტორიაზე უფრო ხელშესახები რომ ვიმსჯელოთ (ამ კონტექსტში)?

 

 

Share on other sites

@Seth

4 საათის წინ, Seth said:

მაგრამ :დ გვაქვს რამე რომის ისტორიაზე უფრო ხელშესახები რომ ვიმსჯელოთ (ამ კონტექსტში)?

 

სენიორ, სულ ერთი წამით რომ დავფიქრდეთ შემდეგ მომენტზე, უფრო სწორედ დროის ინტერვალზე:

მიკენის ცივილიზაციის დაცემიდან - რომის დაცემამდე იმდენივე დროა ინტერვალი რამდენიც რომის დაცემიდან დღევანდელ დღემდის!

სენიორ, საოცარია.

და ირკვევა რომ მიკენში ისევე ხმარობდნენ ცხელი და ცივი წყლის სისტემებს, როგორც შემდეგ რომში. და ბოლო გათხრებამდე მეცნიერება დარწმუნებული იყო რომ ეს ინოვაცია რომაელების მოგონილია.

ამიტომ რომის დაცემა არაა რესტარტი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით მეტნაკლებად რა იყო რა ხდებოდა. უფრო აპდეითია.

რესტარტი არის მიკენი, სადაა ეგვიპტე? სადაა შუამდინარეთი?სად არის ინდოევრუპული რასებამდის ცივილიზაცია?

და საერთოდ როგორ შეიქმნა რომი?

კარები ფანჯარა დაკეტილია

რა ვითარებაა რა მოქმედებაა?

Share on other sites

  • ფორუმელი
6 საათის წინ, Eric said:

მე შეძლებისდაგვარად ვცდილობ ავერიდო გამოკვლევების პერიოდულობას. და ზოგადი სურათით ვცადო მსჯელობა - იმჰო

ფაქტების გაყალბება პოლიტიკური მოთხოვნების მიხედვით მახედველობაში უნდა ვიქონიოთ - ეს ცხადია.

3 minutes წინ, Eric said:

და საერთოდ როგორ შეიქმნა რომი?

არგოს ჰიპიონი -> არგირიპა -> აგრიპა.

ბერძნული მითის მიხედვით რომი ტედეუსის ძემ, დიომედემ დაარსა არგოსიდან გაძევების შემდეგ. როდესაც იულუს ანტონიუსმა ეს მითი რომაელებს შეაზსენა, იგი სიკვდილით დასაჯეს და პრინცეპსის სტარტეგიული დაზვერვის ოფიცერს შეუკვეთეს ანტიბერძნულ მითზე დაფუძნებული პოემა.

Share on other sites

  • ფორუმელი
7 საათის წინ, NataNostalgia said:

და ერთ დღესაც მეცნიერები აღიარებენ საკუთარ უძლურებას ,მოიზიდონ რეალობა თავის  ქსელში.

არამგონია სენიორა მეცნიერებს ეყოთ "თავმდაბლობა" სამაგისოდ . . . :D

და იქნებ არც არი საჭირო - მსგავსი აღიარება მეცნიერების დასტოპებას გამოიწვევს სავარაუდოდ.

Share on other sites

  • ფორუმელი
14 minutes წინ, Eric said:

რა ვითარებაა რა მოქმედებაა?

:rolf:

14 minutes წინ, Eric said:

ამიტომ რომის დაცემა არაა რესტარტი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით მეტნაკლებად რა იყო რა ხდებოდა. უფრო აპდეითია.

არ არის გამორიცხული სენიორ. თუმცა მოდით დავუკვირდეთ, თუ აფდეითია რაში გააფდეითთა? ანუ რა მივიღეთ? ორად გაყოფილი იმპერია, ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო კონკურენციაში მყოფი. + დას. იმპერია რომელიც საერთოდ ვერაფერს ვერ ქმნის ღირებულს. + აღმოსავლეთ იმპერია რომელიც გადაქცეულია ბერძნული კლანების სათარეშოდ (თან მიაქციეთ ყურადღება ბანძურ სათარეშოდ). + ცალკე აღებული იტალიური ქალაქები ასევე ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი. 

ჰოდა რაში მდგომარეობდა აფდეითი?

21 minutes წინ, Eric said:

რესტარტი არის მიკენი, სადაა ეგვიპტე? სადაა შუამდინარეთი?სად არის ინდოევრუპული რასებამდის ცივილიზაცია?

ალბათ მიკენის განადგურებას გულისხმობთ ხომ? მაშინ დარესტარტდა საბერძნეთში,არა? ფინიკიელი ზღვაოსნების მიერ (სავარაუდოდ) მიტანილი ცოდნის ნაგლეჯებით :დ რა თქმა უნდა ესეც ფრიად საინტერესო თეორიაა...

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, ASIA said:

არამგონია სენიორა მეცნიერებს ეყოთ "თავმდაბლობა" სამაგისოდ . . . 

უკვე საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა ეს აღიარეს.

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share