ფორუმელი Seth Posted 7 თებერვალი, 2021 Posted 7 თებერვალი, 2021 6 საათის წინ, Instance said: კი ბატონო სწორად წერთ როგორც არის და წმინდა გიორგის როგორც გველეშაპის დამმარცხებლის ვერსია პირველად მე-11 ს-ში ჩნდება (უკვე ქრისტიანულ პერიოდში) და ეს ხდება საქართველოში, (ეს ის პერიოდია როდესაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი სერიოზულად დგას:გრიგოლ ხანძთელი, ეფრემ მცირე). რაშია საჭირო ავტოკეფალია თუ არა ადგილზე იდეოლოგიის ავტონომიურად მართვისთვის? საქმე იმაშია სენიორ რომ წმ. გიორგის მიერ გველეშაპის დამარცხებისა და ავტოკეფალიის საკითხის ურთიერთკავშირი რთული დასადგენია. 1. ამავე პერიოდში ეს გველეშაპი :დ (გაცილებით უფრო მეტად კი გველი) უმრავ სხვადასხვა ადგილას ჩნდება ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიაზე (როგორც წინა პოსტში დავწერე). 2. ავტოკაფელიის საკითხზე ჩვენ ურთიერთობა გვქონდა კონსტანტინოპოლთან ხომ ასეა? კონსტანტინოპოლი კი მშვენივრად იყენებდა წმ. გიორგის ამ ვერსიას. ეს რომი იყო ვისაც პრობლემა ჰქონდა და თავიდან სულაც არ უნდოდა წმინდანად მისი აღიარება. ეს კი ნიშნავს რომ ჩვენ aligned ვიყავით კონსტანტინეპოლთან ამ ნაწილში ვატიკანის წინააღმდეგ. 3. ეს პირდაპირ ავტოკეფალის არ ეხება, მაგრამ მაინც - როგორც ვიცით ეს გველეშაპი/გველი ჩნდება 11-ე საუკუნეში, ხომ? ჰოდა წმ. გიორგის ჰამბები დატრიალდა სადღაც მე-4 საუკუნის დასაწყისში დღევანდელი ისრაელის ტერიტორიაზე. შესაბამისად პაგანურ ქართულ წარმოდგენებთან ამ გველეშაპიანი წმ. გიორგის მიბმა არ გამოგვივა სწორი. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს რომ პირადად ჩემთვის ავტოკეფალიურობის საკითხი და მისთან მიბმული პოლიტ/რელიგიური თამაშები დიდად არ არის საინტერესო (რადგან ავტოკეფალიურობა გულისხმობდა კონკრეტული რელიგიური ფენის მიერ უფრო მეტი ძალაუფლების მიღებას კონკრეტულ ტერიტორიაზე და არა იდეოლოგიურ დამოუკიდებლობას კონსტანიპოლისგან) და აქ რასაც ვწერ ამის იქით აღარ ჩავძიებივარ. აი ქართული პაგანური ელემენტების/წარმოდგენების კავშირს/ურთიერთობას ქართულ ქრისტიანობასთან, წინა აზია/შუამდინერეთთან/იერუსალიმთან კი ნამდვილად დიდ მნიშვნელობას მივანიჭებდი, რადგან უამრავი სერიოზული მომენტის ასახსნელად შეიძლება გამოდგეს. წმ. გიორგის თემა კი ჩემდა გასაკვირად :დ შეიძლება ზუსტად ერთი გზაა ამ კავშირების დასადგენად - თეთრი გიორგი - მთვარის ღმერთი - ხეთები - იერუსალიმი - შუამდინარეთი კავშირის დასადგენად. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი NataNostalgia Posted 7 თებერვალი, 2021 Posted 7 თებერვალი, 2021 On 2/6/2021 at 11:01 AM, Eric said: ვსე სულ ეს იყო. სენიორას და სენიორეს On 2/6/2021 at 11:34 AM, Eric said: განსაკუთრებით მხიბლავენ ინდოელი იოგები ჰოლივუდში და ნიცაში რომ სახლდებიან ადგილობრივ ლოხებს აი საქმე რო აღარაა აქვთ რაზე იფიქრონ და მაგათ რო ასწავლიან კიდევ უფრო არაფერზე რო აღარ იფიქრონ იმიტო რო ბედნიერები იყვნენ რადგან ეხლა უბედურები არიან იმიტო რო რაღაცეებზე ფიქრობენ ეფიქრებათ ნუ? რომ იაზროვნო,ცოტაა იფიქრო რაღაცაზე,ასევე საჭიროა, არ იფიქრო რაღაც სხვაზე...ასე თვლიან ნეირობიოლოგები, ასე თვლიდნენ ათასწლეულების წინ იოგები,ძენ/ბუდისტები...ჰოო,მნიშვნელოვანია საჭირო ნეირონების "აღგზნება",ასევე მნიშვნელოვანია არასაჭიროების "ტორმუზირება".ბალანსის დარღვევამ შესაძლოა სამწუხარო შედეგები გამოიწვიოს.ჰოო,საოცარი მოწყობილობაა ტვინი!ხელოვნების შედევრია და არა რაღაც აგრეგატი თუ ხელსაწყო,კალკულატორი?!სასწაულების მოხდენა შეუძლია!ნებისმიერი სიტუაცია,მთელი თავისი ვიბრაციებით,თავისი პლიუსებით, თავისი მინუსებით,წამოსული ჩვენი გარემომცველი ბუნებიდან,უხილავი ტრანსცენდენტალური სამყაროდან-გამოწვევაა.სწორ გადაწყვეტილებებს მოითხოვს! On 2/6/2021 at 11:34 AM, Eric said: მოკლედ რა გასკდა თავი წვიმის,ქუხილის ასეთი ხმები მხოლოდ მცხეთის ჩვენს სახლში მესმოდა...აქ,არა...უცნაურია?! აგზნებული ნეირონი Share on other sites More sharing options...
ASIA Posted 7 თებერვალი, 2021 Posted 7 თებერვალი, 2021 20 საათის წინ, kvipriane said: მშვიდად ბრძანდებოდეთ სენიორა Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 7 თებერვალი, 2021 Posted 7 თებერვალი, 2021 On 2/6/2021 at 5:19 PM, Eric said: დისკურსს ან მართავ ან სხვისას ემორჩილები. მესამე არაა სენიორ. არა, მაგაში გეთანხმებით, რომ რელიგიური ნარატივებისთვის და დისკურსის შესაცვლელად კარგი თემაა. აგერ პარამეცნიერებებში სტატია ვნახე, როგორ უწყობს კოსმოსის კვლევები ახალი რელიგიის შექმნას ხელს. მაგრამ რამე ვიგოდა ხო უნდა ქონდეს ამ ნარატივს ან ფინანსური ან მეცნიერული. რეალურად რა მიღწევები გვაქვსთქო, რასაც მასშტაბური მისიები შეიძლება დაეფუძნოს? არაფერი Share on other sites More sharing options...
ASIA Posted 7 თებერვალი, 2021 Posted 7 თებერვალი, 2021 30 minutes წინ, Moor said: მაგრამ რამე ვიგოდა ხო უნდა ქონდეს ამ ნარატივს ან ფინანსური ან მეცნიერული. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Instance Posted 7 თებერვალი, 2021 Posted 7 თებერვალი, 2021 9 საათის წინ, Seth said: 2. ავტოკაფელიის საკითხზე ჩვენ ურთიერთობა გვქონდა კონსტანტინოპოლთან ხომ ასეა? კონსტანტინოპოლი კი მშვენივრად იყენებდა წმ. გიორგის ამ ვერსიას. ეს რომი იყო ვისაც პრობლემა ჰქონდა და თავიდან სულაც არ უნდოდა წმინდანად მისი აღიარება. ეს კი ნიშნავს რომ ჩვენ aligned ვიყავით კონსტანტინეპოლთან ამ ნაწილში ვატიკანის წინააღმდეგ. 3. ეს პირდაპირ ავტოკეფალის არ ეხება, მაგრამ მაინც - როგორც ვიცით ეს გველეშაპი/გველი ჩნდება 11-ე საუკუნეში, ხომ? ჰოდა წმ. გიორგის ჰამბები დატრიალდა სადღაც მე-4 საუკუნის დასაწყისში დღევანდელი ისრაელის ტერიტორიაზე. შესაბამისად პაგანურ ქართულ წარმოდგენებთან ამ გველეშაპიანი წმ. გიორგის მიბმა არ გამოგვივა სწორი. წმინდანად აღიარება იქამდე მოხდა ვიდრე სოფლის და გველეშაპის ამბავი მიეწერებოდა გიორგის, ამიტომ ის რომ კონსტანტინეპოლს უნდოდა წმინდანად აღიარება და დასავლეთს არა არ ნიშნავს რომ ჩვენი ვერსია კონსტანტინეპოლის ნავში ჯდომას ნიშნავს. ეს ფაქტი მესამე პუნქტსაც ეხება. დღემდე შემორჩენილია საქართველოში წარმართული წეს-ჩვეულებები ჩვენთან (მთაზე არც ვილაპატაკებ): ბავშვებს იავნანას ვუმღერით, წითელას მკურნალობისას ისევ ვცდილობთ ბატონებს არ ვაწყენინოთ, მარიამობას ჭიაკოკონობას ვაწყობთ და ა.შ. ეს ვსაუბრობ პერიოდზე როცა საერთოდ ბოლშევიზმის ტალღმააც კი გადაგვიარა და ეს ჩვეულებები ისევ გვქონდა. ამიტომ იმის თქმა რომ მე-11 საუკუნეში ეს წარმართული ჩვეულებები უკვე მთლიანად დავიწყებული გვქონდა არ მგონია მთლად სწორი. სავარაუდოდ ქართული მითოსი კოპალაზე ისევ აქტიურად ისევ ცირკულირებდა ქართულ საზოგადოებაში და როგორც კი მეტი ავტონომიურობა წამოვიღეთ ბიზანტიისგან, ეს ავტონომიურობა გამოვიყენეთ ჩვენი მითოლოგიის ქრისტიანობასთან ინტეგრირებაში. წმინდა გიორგის ამბავი კი შევცვალეთ კოპალას და თეთრი გიორგის ამბით, ამით რეალური გიორგი შევცვალეთ კოპალათი. პ.ს საინტერესო მოსაზრებებია: https://www.academia.edu/42834443/The_Old_Georgian_version_of_the_miracle_of_St_George_the_princess_and_the_dragon_Part_I_Text_commentary_and_translation https://www.academia.edu/43717270/The_Old_Georgian_version_of_the_miracle_of_St_George_the_princess_and_the_dragon_II_Representations_of_George_and_his_female_counterpart_in_vernacular_religion_and_folklore https://www.academia.edu/17881597/St_George_in_the_Caucasus_politics_gender_mobility Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 7 თებერვალი, 2021 Posted 7 თებერვალი, 2021 9 საათის წინ, Seth said: წმ. გიორგის მიერ გველეშაპის დამარცხებისა და ავტოკეფალიის საკითხის ურთიერთკავშირი რთული დასადგენია. მუსიე სეტ , ჩინეთიდან რომამდე ძველი ხელსაქმის , სახვითი ხელოვნების და საერთოდ თუ კი რამ ხელით შეუქმნია ადამიანს არსბობს ასეთი სიუჟეტი : - "გველეშაპისა (დრაკონის) და ფასკუნჯის (ფენიქსის) ბრძოლა", , ბერლინის ეროვნული მუზეუმი ინახავს ერთ საოცარ ეგზემპლიარს, ესაა ხალიჩა, მოქსოვილი 15-ე საუკუნეში, რომელზედაც გამოსახულია სწორედ ეს სიუჟეტი, 1982 წელს იყიდეს ბრიტანეთის ერთ-ერთ აუქციონზე 750 ათას ფუნტ სტერლინგად, და თვლიან რომ უფრო ღირებული მათ არაფერი გააჩნიათ (ხელით ნახსოვზე ვამბობ), 2 წლის შემდეგ 1984-ში , რათა დაედგინათ აღნიშნული ნივთის რეალური წარმომავლობა, მიიწვიეს რამოდენიმე სპეციალისტი არნიშნული საქმისა, ერთ-ერთი მათ შორის საბჭოთა კავშირიდან, ისაევი, რომელმაც დაწერა რეცენზია აღნიშნული ხალიჩის შესახებ, რომ იგი დამზადებულია მართლაც მე-15-ე საუკუნეში , საქართველოს სამხრეთ ნაწილში ეგრეთ წოდებულ ბორჩალოს მხარეში, დღევანდელ მარნეულთან ახლოს ... თუ ვიპოვნე ამ ხალიჩასაც გაჩვენებთ ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ, გველეშაპი როგორც ასეთი ნებისმიერ ხალხში (თუ არ ვცდები) გამოსახავდა ბოროტებას და არამხოლოდ ჩვენთან ... აი ფასკუნჯის (ფენიქსის) შესახებ კი წმიდა ბასილი დიდი ქრისტიანული ნათლობის განხილვისას გვაწვდის ძალიან საინტერესო ინფორმაციას, რომ თურმე მართლაც არსებულა ასეთი ფრინველი, რომლის სიცოცხლის ხანგრძლივობა აღემატებოდა ადამიანისას და მისი გამრავლება ხდებოდა შემდეგნაირად, როდესაც იგრძნობდა სივდილის მოახლოებას, აფრინდებოდა მაღალ მთაზე, გამორჩეულ ადგილას, წვებოდა გაუნძრევლად და ნელ-ნელა იხრწნებოდა, ხოლო მისი გახრწნილი სხეულიდან იბადებოდა ახალი ჩიტი ფენიქსი, - ძალიან ჰგავს ქრისტიანულ ნატლობას, რომლის დროსაც ადამიანში (კატაკმეველში) ძველი ცუდი კაცი უნდა მოკვდეს და ახალი კარგი დაიბადოს, ამ კუთხით აქვს ახსნილი წმ. ბასილის , მოკლედ ორივე ეს დიზაინი (უზორი, ნახატი) უხოვარი დროიდან გამოიყენებოდა (აღმოჩენილია) სხვადასხვა ხალხების ხელსაქმეში თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 7 თებერვალი, 2021 Posted 7 თებერვალი, 2021 1 საათის წინ, Instance said: ჩვენი ვერსია კონსტანტინეპოლის ნავში ჯდომას ნიშნავს ჩვენ ყველა დიდ საკითხში კონსტანტინოპოლის ნავში ვიჯექით, ერთეული გამონაკლისი მცდელობების გარდა. რაც შეეხება ავტოკეფალიას, ეს შიდა ე.წ. რაზბორკა იყო ჩვენსა და კონსტანიპოლს შორის. კონკრეტულად წმინდა გიორგის თემა კი - რას ვუშვებით ანატოლია/კაპადოკია/იერუსალიმი/კონსტანიპოლში არსებულ იგივე ხასიათის ლეგენდა/ხატებს? 1 საათის წინ, Instance said: დღემდე შემორჩენილია საქართველოში წარმართული წეს-ჩვეულებები ჩვენთან (მთაზე არც ვილაპატაკებ): ბავშვებს იავნანას ვუმღერით, წითელას მკურნალობისას ისევ ვცდილობთ ბატონებს არ ვაწყენინოთ, მარიამობას ჭიაკოკონობას ვაწყობთ და ა.შ. ეს ვსაუბრობ პერიოდზე როცა საერთოდ ბოლშევიზმის ტალღმააც კი გადაგვიარა და ეს ჩვეულებები ისევ გვქონდა. ამიტომ იმის თქმა რომ მე-11 საუკუნეში ეს წარმართული ჩვეულებები უკვე მთლიანად დავიწყებული გვქონდა არ მგონია მთლად სწორი. მე არც ვამბობ რომ დავიწყებულია, უფრო სწორად შესაძლოა ზოგადად დავიწყებულია მაგრამ სიმბოლოებს ვერავინ ვერაფერს უზამს (ნუ თუ თვითონ ქრისტიანობის შეცვლას არ მოინდომებს :დ ) და დაინტერესებული მკითხველი ყოველთვის იპოვის ამ სიმბოლოებს და ინტერპრეტაციასაც მისცემს. მე რასაც ვამბობ არის ის რომ პაგანურ საქართველოში არსებობდა ასეთი ღვთაება თეთრი გიორგი, რომელიც როგორც ჩანს ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეერწყა წმ. გიორგის ანუ ნაწილი მისი თვისებებისა მიეწერა წმინდა გიორგის. და ეს ყველაფერი მოხდა მე-4 ან მე-5 საუკუნეში. რადგანაც ძალიან ცოტა რამაა ცნობილი თეთრი გიორგის რაობაზე (ერთადერთი რაც ასე თუ ისე დანამდვილებით ვიცით არის ის რომ პატივცემული იყო მთვარის ღვთაება, ყველაზე მთავარი ღვთაება საქართველოს ტერიტორიაზე), სულაც არაა გამორიცხული ის იმ თვისებებით ყოფილიყო დაჯილდოებული რითიც მე-11 საუკუნის წმ. გიორგი. შესაბამისად, თქვენი ვერსია რომ გველეშაპიანი წმ. გიორგი აქედან წაიღეს ჯვაროსნებმა დადასტურდება იმ შემთხვევაში თუ ვინმე იპოვის მსგავს კავშირს თეთრ გიორგისა და წმ. გიორგის შორის. სხვა შემთხვევაში, ჯვაროსნებს ნებისმიერი სხვა ადგილიდანაც (და უფრო რეალურია იერუსალიმიდან) წაეღოთ ეს ლეგენდა. ხოლო ინგლისელებს ეს ლეგენდა გამოყენებინათ როგორც ზეწოლის ელემენტი ვატიკანთან ურთიერთობაში (რასაც ისედაც ამბობენ). რაც შეეხება მთვარის ღვთაებას და მის პირველობას პაგანურ ქართულ სინამდვილეში. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, მაშინ როდესაც 99% მაშინდელი ხალხებისა მზეს აყენებდა პირველ ადგილზე, მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელი ხალხები იყვნენ ვინც მთვარეს ანიჭებდნენ უპირატესობას. მათ შორის ჩვენ და ებრაელები :დ 42 minutes წინ, kvipriane said: აი ფასკუნჯის (ფენიქსის) შესახებ კი წმიდა ბასილი დიდი ქრისტიანული ნათლობის განხილვისას გვაწვდის ძალიან საინტერესო ინფორმაციას, რომ თურმე მართლაც არსებულა ასეთი ფრინველი, რომლის სიცოცხლის ხანგრძლივობა აღემატებოდა ადამიანისას და მისი გამრავლება ხდებოდა შემდეგნაირად, როდესაც იგრძნობდა სივდილის მოახლოებას, აფრინდებოდა მაღალ მთაზე, გამორჩეულ ადგილას, წვებოდა გაუნძრევლად და ნელ-ნელა იხრწნებოდა, ხოლო მისი გახრწნილი სხეულიდან იბადებოდა ახალი ჩიტი ფენიქსი, - ძალიან ჰგავს ქრისტიანულ ნატლობას, რომლის დროსაც ადამიანში (კატაკმეველში) ძველი ცუდი კაცი უნდა მოკვდეს და ახალი კარგი დაიბადოს, ამ კუთხით აქვს ახსნილი წმ. ბასილის აბსოლუტურად გეთანხმებით. ეს ძალიან კარგი მაგალითია როგორ ჩანაცვლდა უძველესი პაგანური წარმოდგენები ახალი რელიგიური შეხედულებებით. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts