Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ - ანუ რა ხდება რომში?


Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
15 საათის წინ, Seth said:

 

ამასობაში-

დანიიდანაც უყურებენ როგორც სჩანს :დ

Denmark to build world’s first energy island which will have 200 wind turbines and provide power for millions (msn.com)

Under Denmark’s Climate Act, the country has committed to a 70 per cent reduction in greenhouse gas emissions from 1990s levels by 2030 and to become CO2 neutral by 2050.

Last November the European Union unveiled plans for a 25-fold increase in off-shore wind capacity by 2050, with a five-fold increase by 2030. Renewable energy provides around a third of the bloc’s electricity. 

 

მიდლ ისტის და სამეზობლოს  მომავალია საინტერესო

 

 

Quote

პირველ 10 000 კაცს ლორდ რობერტ კლაივის პირადი სამელნეც ეყო და მერე გამოიწერეს ბრიტანეთიდან ბევრი მელანიც და საღებავებიც

და მოაწერტილეს ეს უბედურები ერთიანად და იმათაც ძალიან უხაროდათ

 

:D

 

 

 

1 საათის წინ, Eric said:

რატომ და ახალი როზეტის ქვაა საპოვნი იქ მაღლა კოსმოსში!

ვინც პირველი იპოვნის ის წაიყვანს სოციალურ კულტურულ და პოლიტიკურ დისკურსს პლანეტაზეც და შემდგომ უახლოეს გალაქტიკაშიც

ცოტა ბოლს არ გაქვს? ეს პლანეტა ვერ გაგვიქექია ჯერ და აგერ მთვარეზე ნახევარი საუკუნეა ვერ ასულან და მანამდეც ავიდნენ თუარა, საეჭვოა. რაის გალაქტიკების დამლაშქრავები ვართ

 

28 minutes წინ, Eric said:

დიდებული ფილმია, შესაფერისი

https://www.imdb.com/title/tt0311113/?ref_=nv_sr_srsg_0

ეგ კი, ბოჩერინის მუსიკაც ძაან მოუხდა

 

 
Share on other sites

2 საათის წინ, Moor said:

ა ბოლს არ გაქვს? ეს პლანეტა ვერ გაგვიქექია ჯერ და აგერ მთვარეზე ნახევარი საუკუნეა ვერ ასულან და მანამდეც ავიდნენ თუარა, საეჭვოა. რაის გალაქტიკების დამლაშქრავები ვართ

 

დიახ დიახ სენიორ.

თქვენ უნდა გენახათ პაპა უშანგის სახე პირველი ქრისტიანები რო დაინახა ...

პაპა უშანგი იყო მცხეთაში გაც და გაიმის კერპთთაყვანისმცემლების პატივცემული დიდი მითრას პირველი პაპა

ჰოდა რო დაინახა ეს ქრისტიანები სუ პენდოსები უძახა, თქვე ლიბერალებოოო

ჯერ მე დასავლეთიდან კარგი არაფერი მინახია შემოსული და თქვენ რას გევხართ თქვე სცოდავდებოო

რაიოო

რაა, თქვენი ადგილი საქართველოში არალისო ... ახიკეთ თქვენი პერგამენებტები და მინამ ლამაზები ხართო

და სუ ესეთები და იმნაირები ეძახა მარააა

... მარაა

ჰა

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Moor said:

მიდლ ისტის და სამეზობლოს  მომავალია საინტერესო

მიდლ ისტი, ლოთები, აიათოლა, ვენესუელა და ბიჭები ოფსაიდში. ძველი ელიტის ნაწილის ჩაირეცხება.  ტანსაცმელი/საჭმელი შეიცვლება (აქ სერიოზული ბიზნეს შანსები გაჩნდება). 

 

ერთი კარგი ფილმია (რადგან ფილმებსაც ვურთავთ) Babylon A.D. ვინ დიზელით. ჰოდა ეგრე იქნება რა, დანარჩენები მარსზე სამუშაოდ :დ ვისაც გაუმართლებს მარსიანულ სუპერვაიზორობას მიიღებს... ვისაც არა და.

2 საათის წინ, Eric said:

მოკლედ რა

გასკდა თავი

 

:roll:

 

რა გვაქვს, რეალურად უძველესი ცივილიზაცია ტიგროსს და ევრატს შორის მართლაც, ვერ გავექცევით.

მაგრამ რა რეალური რა დამატებული რა გადამალული და რა სამუდამოდ წაშლილი არ ვიცით.

რატომ ესე და შემდგომში იუდეველებრაელისრაელს რომ ეცნობი იქ ესეთი ალგორითმია, ქურუმების ერთი კლანი (დავიდოვები: ) ) მართავს და განკარგავს რელიგიურ შემოწირულებებს? ოკ, გადის დრო და დავიდოვებს შიდარაზბორკების მერე მართვას ართმევს სადუკიანცები და ჰოი, ახალ წიგნს პოულობენ სადღაც გამოქვაბულში :gigi: კოხტად ცხვრის ტყავებში გახვეულს და შენახულს სადაც სიტყვა სიტვით ყველაფერი ისევ ისევ ისე წერია როგორც იმ წიგნში რითიც დავიდოვები მანამდე რელოგიურ წესებს აგებდნენ მარა შეცვლილია სულ რამდენიმე სიტყვა რაც სადუკიანცებს უფლებას აძლევს ოფიციალურად დავიდოები ჩააჩოჩონ, მერე გადის წლები გადის და ამჯერად უკვე ფარისევლები პოულობენ ახალ წიგნს სადაც იგივე ფინტები თამაშდება და მერე გადის წლების ....მერე ისევ დავიდოები ამ ყველას თმებით ითრევენ და კიდევ რაღაც წიგნებს პოულობენ ...

ჰოდა ვინ რა ცვალა და ასწორა შუმერების თიხის ფირფიტებში წარმოუდგენელია ამის გარკვევა დღეს.

მითუმეტეს აგერ ჩინელები ხელოვნურ კვერცხს და საზამთროს აკეთებენ უკვე :gigi: და თიხის ფირფიტის გაკეთებას რა უნდა?

აგერ ისრაელშიც ხან რას გათხრიან ბიჭები და ახალ ფირფიტებს პოულობენ ვისაც როგორ აწყობს მოკლედ, გულიაი ვასია

მოდი შეედავე და ნუ დაუჯერებ თუ ბიჭი ხარ

 

ეგვიპტეში პირამიდები ვინ ააშენა ამასაც ვეღარასოდეს ვეღარ გავიგებთ, ვინ იყვნენ, რატომ

 

აი მერე ბონაპარტეს და ბაყაყიყლაპიების მეცნიერთა აკადემიის დესანტი ეგვიპტეში ეს უკვე იავნი ბუდეა :D

ვის რას ატყუებთ ბიჭო?

რეები დახატეს კედლებზე რეები წაშალეს რას რა მოატეხეს ღმერთმა იცის

მარა ყველამ ვიცით რო ეგ ფრანგი მეცნიერები რო როცა იქნა წამოვიდნენ ეგვიპტიდან მერე ცოტა ხანში გენიოსა შამპოლიონი ჩავიდა და ჰოი საოცრებავ :roll:  სტელა იპოვა სადაც აქამდე არსად და არასოდეს რომ არა, მარტო მაგ სტელაზე კოხტად იყო ჩამომწკრივებული ძველი ეგვიპტური და ძველი ბერძნული ტექსტები გვერდიგვერდ, ნუ მესამე ფრანგულენოვანი არ იყო მარა ეგ არაუშავს :))))))))))

1798 ბონაპარტე ჯარით და მეცნიერებით შეიჭრა ეგვიპტეში და 1799 წელს როზეტის ქვაც იპოვეს ორ ენოვანი :)))

რა ექნათ ფრანგებს? ინგლისელები ფეხდაფეხ მოსდევდნენ და თვითონ არ იპოვიდნენ? ინგლისელები იპოვიდნენ აუცილებლად )))

ამ პლანეტაზე ყველაფერი დასწრებაზე სენიორას და სენიორეს

 

აქედან ერთი ასეთი მეგაიდეა მომივიდა პატივცემულებო

დღეს კოსმოსზე ესეთი გაწევ გამოწევა და არიქა მივფრინავთ და ჰა დროზე და ჰა

რატომ დაიწყო?

რატომ და ახალი როზეტის ქვაა საპოვნი იქ მაღლა კოსმოსში!

ვინც პირველი იპოვნის ის წაიყვანს სოციალურ კულტურულ და პოლიტიკურ დისკურსს პლანეტაზეც და შემდგომ უახლოეს გალაქტიკაშიც!!!

 

ვიცით რა წინაპირობები უკვე შეიძლია შავი მონახაზის გაკეთება რა ეწერება კოსმოსში 'ნაპოვნ' როზეტისს ქვაზე.

 

კიდევ რა დაგვრჩა? ერთი უძველესი ცივილიზაცია განგის ბასეინში ინდოეთი და უძველესი ქალაქები ჯუნგლებში რომლებიც ვინ ააშენა? სად წავიდა? ვეღარ გავიგებთ ვეღარასოდეს

მერე დიდი ხნის მერე იქ ველური არიელები მივიდნენ და ეს ქალაქები ყვავილებით მორთეს და დღეს გვასწავლიან რო მეფე ჯინგჰარ ხუნგჰარ პუშტურ აიოლაიოაკა XII -ს დროს აშენდაო

ხე ხეხ ეეეეეე

მერე კიდევ დიდი და ბევრი წლები რო გავიდა და იქ ინგლისელები მივიდნენ

(გზაში ფრანგებს დაასწრეს)

მეფე აიოალაოკა და ცივილიზაცია კი არა ისეთი საველურეთი დახვდათ სერ რობერტ კლაივი სუნამო ნაპკურებ ცხვირსახოცს არ იშორებდა ცხვირიდან ყარდა იქაურობა

მოგეხსენეაბათ ინგლისლები ადრეც ვთქვი ზღვაოსანი ხალხია და ზღვაში კანკრეტიკაა საჭირო, ზღვაში არსებობს მხოლოდ ორი სახის ნივთი

ძალიან საჭირო და რაც ძალიან საჭირო არაა ესეიგი უსარგებლო და გადასაყრელი

ასევე სიტყვებიც, არსებობს კონრეტული ბრძანებები

-გროტ ანძაზე შვიდი მეზღვაურიიი

- მარცხენა ბორტის ქვემეხებიიიი

დანარჩენი ყველაფერი უსარგებლოა და ენერგიის ზედმეტი ხარჯვა

გაშლილ ოკეანეაში ენერგიის ზედმეტი ხარჯვა არის სიკვდილი!

ჰოდა ეს რას მოვაყოლე და ინდოეთში რო მივიდნენ ფრანგებივით რაღაცეების ხატვა ხაზვა კი არ დაიწყეს იქო იეროგლიფებიო და ფარაონიო და ამონ რა და ესეთები

ადგნენ და პირდაპირ წერტილები დაასვეს შუბლებზე ველურებს

პირველ 10 000 კაცს ლორდ რობერტ კლაივის პირადი სამელნეც ეყო და მერე გამოიწერეს ბრიტანეთიდან ბევრი მელანიც და საღებავებიც

და მოაწერტილეს ეს უბედურები ერთიანად და იმათაც ძალიან უხაროდათ

ამ ყველაფერს ეყო ერთი ინგლისელი კრიპტოგრაფი რომელმაც წერტილების კოდი შექმნა და ოცდაათ გირვანქამდე მელანი და ნუ შემდეგში ათიოდე კრიპტოგრაფმა სანსკრიტის კოდიც დაწერა რადგან ... ნუ ეს აშკარად უკვე ფრანგების ჯინაზე და

ბრიტანული წინდახედულობა ! - ტიპა რა იცი რა ხდება

 

ვსე სულ ეს იყო.

 

:roll:

 

სენიორას და სენიორეს

 

პ.ს

 

განსაკუთრებით მხიბლავენ ინდოელი იოგები

ჰოლივუდში და ნიცაში რომ სახლდებიან

ადგილობრივ ლოხებს აი საქმე რო აღარაა აქვთ რაზე იფიქრონ და მაგათ რო ასწავლიან კიდევ უფრო არაფერზე რო აღარ იფიქრონ იმიტო რო ბედნიერები იყვნენ რადგან ეხლა უბედურები არიან იმიტო რო რაღაცეებზე ფიქრობენ :roll:

ეფიქრებათ ნუ?

 

ვისაც ზედმეტად გაგეცინებათ კორეის დროშას დახედეთ და რა წერია ზედ მორზეს ანბანით :gigi:

კორეა უკვე აშკარა გაახალიავა მისი უდიდებულესობის საადმირალოს რომელიღაც კრიპტოგრაფმა

:roll:

როგორც ყოველთვის მშვენიერია.

ისე ეგვიპტელების და ინდოელების ამბავი ცოტა გადამეტებულად მეჩვენება სენიორ. განსაკუთრებით ეგვიპტელების. თუმცა იმაშიც გეთანხმებით რომ დასავლური ნარატივით გვაწოდებენ რასაც გვაწოდებენ.

2 საათის წინ, Eric said:

მოგეხსენეაბათ ინგლისლები ადრეც ვთქვი ზღვაოსანი ხალხია და ზღვაში კანკრეტიკაა საჭირო, ზღვაში არსებობს მხოლოდ ორი სახის ნივთი

ძალიან საჭირო და რაც ძალიან საჭირო არაა ესეიგი უსარგებლო და გადასაყრელი

ზუსტი განსაზღვრებაა... ეს მათი ხასიათის უმნიშნელოვანესი ნიშანია.... საჭიროება. როგორც ნივთებში, ასევე საქმეში. იმიტომაც არიან იქ სადაც არიან და როგორც არიან.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Eric said:

თქვენ უნდა გენახათ პაპა უშანგის სახე პირველი ქრისტიანები რო დაინახა ...

პაპა უშანგი იყო მცხეთაში გაც და გაიმის კერპთთაყვანისმცემლების პატივცემული დიდი მითრას პირველი პაპა

ჰოდა რო დაინახა ეს ქრისტიანები სუ პენდოსები უძახა, თქვე ლიბერალებოოო

ჯერ მე დასავლეთიდან კარგი არაფერი მინახია შემოსული და თქვენ რას გევხართ თქვე სცოდავდებოო

რაიოო

რაა, თქვენი ადგილი საქართველოში არალისო ... ახიკეთ თქვენი პერგამენებტები და მინამ ლამაზები ხართო

და სუ ესეთები და იმნაირები ეძახა მარააა

... მარაა

ეგრეა, რაც მოგივა დავითაო ხომ გაგიგიათ? :boli:

თავის დროზე პაპა უშანგიმ რომ გივარგი ბაბუას ოჩოპინტრეს და დალის ხის სტატუეტკები გადაუყარა და პანჩურები ურტყა, აბა რა ეგონა?! უწია ბატონო უწია...

Share on other sites

Posted (შესწორებული)
10 minutes წინ, Seth said:

თავის დროზე პაპა უშანგიმ რომ გივარგი ბაბუას ოჩოპინტრეს და დალის ხის სტატუეტკები გადაუყარა და პანჩურები ურტყა, აბა რა ეგონა?! უწია ბატონო უწია...

ბაბუას რო ოჩოპინტრე და დალის სტატუეტები გადააყრევინეს პაპას იახსარი, კოპალა და ღვთიშვილები გაააგდებინეს ხელებიდან სენიორ

 

ეგრეა გლეხიკაცითვინ არავინ არალი

 

დისკურსს ან მართავ ან სხვისას ემორჩილები. მესამე არაა სენიორ.

Edited by Eric
Share on other sites

23 საათის წინ, Seth said:

ისეთ რაღაცეებს სჩადიან სახუტეთში რომ კიდევ კარგი პირიქით არაა, თორემ ვოლსკის აპარატი აღშფოთების განცხადებებს ვერ აუვიდოდა 

სენიორ, ძაააალიან მრცხვენია მარაააააა ...   გადამითარგმნეთ რა.:D

6 საათის წინ, Eric said:

რატომ და ახალი როზეტის ქვაა საპოვნი იქ მაღლა კოსმოსში!

ვინც პირველი იპოვნის ის წაიყვანს სოციალურ კულტურულ და პოლიტიკურ დისკურსს პლანეტაზეც და შემდგომ უახლოეს გალაქტიკაშიც!!!

ახალი რელიგია ახალი ათი მცნებით ან ორმოცდაჩვიდმეტით ანუ?

ასე რომ მოხდეს, ნიჰილიზმი წალეკავს რელიგიებს - ძველსაც და ახალსაც - იმჰო!

და ასე არ მოხდება - იმჰო!

4 საათის წინ, Seth said:

მიდლ ისტი, ლოთები, აიათოლა, ვენესუელა და ბიჭები ოფსაიდში. ძველი ელიტის ნაწილის ჩაირეცხება.  ტანსაცმელი/საჭმელი შეიცვლება (აქ სერიოზული ბიზნეს შანსები გაჩნდება). 

 

ერთი კარგი ფილმია (რადგან ფილმებსაც ვურთავთ) Babylon A.D. ვინ დიზელით. ჰოდა ეგრე იქნება რა, დანარჩენები მარსზე სამუშაოდ :დ ვისაც გაუმართლებს მარსიანულ სუპერვაიზორობას მიიღებს... ვისაც არა და.

ვახმე, თავი ხო გამისკდა და ეგ არი, მარააა  . . . მარსზე რა უნდა გააკეთოთ?

 

 

6 საათის წინ, Eric said:

ადგილობრივ ლოხებს აი საქმე რო აღარაა აქვთ რაზე იფიქრონ და მაგათ რო ასწავლიან კიდევ უფრო არაფერზე რო აღარ იფიქრონ იმიტო რო ბედნიერები იყვნენ რადგან ეხლა უბედურები არიან იმიტო რო რაღაცეებზე ფიქრობენ :roll:

ეფიქრებათ ნუ?

6 საათის წინ, Eric said:

 

საინტერესოა ...:yeah:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

@Seth @Eric

ქრისტიანებმა უშანგი პაპას თავისი კერპები მთლიანად დაუნგრიეს თუ უშანგიმ თავისი კერპები ქრისტიანულ კერპებად გაასაღა და ასე გაადაარჩინა მინიმუმ ჩვენი წელთაღრიცხვის 21-ე საუკუნმდე მაინც?

ავიღოთ წმინდა გიორგი ეს ქრისტიანული წმინდანია თუ წარმართი ღვთაება?

ურმის თვალზე გაკრულს ვხატავთ ხატებზე თუ გველეშაპს როლ კლავს?

 

როგორც ჩანს უშანგი პაპამ უყურა, ნახა თავს ზემოთ ძალა არ არიო და თავისი ღვთაებებზე დაიწყო ლაპარაკი ეს ქრისტიანულიაო და ნამდვილი ქრისტიანები ჩვენ წარმართები ვართო, ამის მერე რომის/ბიზანტიის გამოგზავნილი დატრენინგებული ენჯეოშნიკები უკან დააბრუნა და იდეოლოგიის მართვას თვითონ შეუდგა.

 

გავიდა ხანი მოვიდნენ ჯვაროსნები გაიხედეს და სულ წმინდა გიორგია ყცელგან. იმდენი გიორგი იყო რომ ქვეყანაც ესე დაიმახსოვრეს ჯორკია. დაიბნენ ჯვაროსნები ქრისტიანები ხომ ხართ და ქრისტეზე მეტი წმინდა გიორგი რატომ გყავთო. გურჯებმა ბიზანტიელებთან არ ჩაგვიშვათ და გეტყვითი და მოუყვნენ უშანგის იდეას.

როგორც ჩანს ჯვაროსნებს გურჯების ეს მიგნება მოეწონათ და ყველაფერი იმით დამთავრდა რომ წმინდა გიორგი (მისი ქართული ინტერპრეტაციით) და არა ბერძნული ან რომაული ინტერპრეტაციით ინგლისელებმა თავის მფარველ წმინდანად გამოაცხადეს.

 

კუნძულზე მცხოვრებ ჩვენ უმცროს ძმებს ასეთები ვასწავლეთ, მაგრამ ხეზე ასვლა როგორ უნდა ეს საიდუმლო გვაქვს ჩვენთვის გვაქვს შენახული თუ ესეც ვასწავლეთ უკვე?

Edited by Instance
Share on other sites

  • ფორუმელი
21 minutes წინ, ASIA said:

ძაააალიან მრცხვენია მარაააააა ...   გადამითარგმნეთ რა

აშშ ისეთი რაღაცეები ხდება რომ... აი წარმოიდგინეთ ბევრი უკონტროლო ვოლსკი ერთად.

22 minutes წინ, ASIA said:

მარსზე რა უნდა გააკეთოთ?

მომავალი დედამიწა

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share