Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ - ანუ რა ხდება რომში?


Jimmy
 Share

Recommended Posts

ნიუსებს თუ უყურებთ უოშინგტონიდან ეგეთი შტაბეჭდილება მრჩება რო ვიღაც თმეგაჩეჩილების არეულობას კი არა SS ის დივიზია "ტოტენკოფ" ის შეტევას ელოდებიან

რა უბედურებაა.

პარალელურად გერმანიიდან რუსეთში მატარებლის ვაგონით არადა თვითმფრინავით მინილენინი ჩაიყვანეს

 

რა ვითარებაა რა მოქმედებაა?

ღმერთო შენ დაგვიფარე

 

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Eric said:

ნიუსებს თუ უყურებთ უოშინგტონიდან ეგეთი შტაბეჭდილება მრჩება რო ვიღაც თმეგაჩეჩილების არეულობას კი არა SS ის დივიზია "ტოტენკოფ" ის შეტევას ელოდებიან

რა უბედურებაა.

პარალელურად გერმანიიდან რუსეთში მატარებლის ვაგონით არადა თვითმფრინავით მინილენინი ჩაიყვანეს

 

რა ვითარებაა რა მოქმედებაა?

ღმერთო შენ დაგვიფარე

 

35 კ ხიშტია კაპიტოლიუმის გარშემო.

10 იყო თავიდან.

არაა ეს პატარა ამბავი, ყველა ეპოქაში ვერ ნახავ ეგეთ ამბებს :D

ამერიკის პრეზიდენტს ისეთი ცენზურა დაადეს ამერიკულმა კომპანიებმა, რომ მერკლემა უთხრათ არაა ეგ დემოკრატიული საქციელიო :D.

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
59 minutes წინ, Eric said:

ჩემს ხედვაში :) პოლიტიკურ ელიტა არ იყოდა ფინანსურისგან. ნუ თუ მთლად დაქცეული ქვეყანა თუ არაა ან დასაქცევად გამზადებული.

ახლა რა ხდება მილორდ? თუ ეს გლობალური დაქცევის დასაწყისი არაა, მაშ რაა? :)

ჩემი იმჰო ასეთია:

ძალაუფლება ყოველთვის ეკუთვნის შეიარაღებულ ადამიანს, ამასთან არა ისეთს, ვისაც შეუძლია კაცის კვლა, არამედ ისეთს, ვისაც შეუძლია, მოკვდეს. პირველისათვის საკმარისია ფული, რაც ფინანსურ ელიტას აქვს, მეორესათვის საჭიროა ბევრად მეტი - ოჯახური ერთგულება. ამიტომ ორი ელიტური კლასტერი პრინციპულად განსხვავებულ სოციალურ ქსელს წარმოადგენს. "ძალადობის პროფესიონალები" და მათი ბელადები შეადგენენ პოლიტიკურ ელიტას, ხოლო კაპიტალის განმკარგულებლები - ფინანსურს. ისეთ საზოგადოებებში, სადაც ძალადობა ინსტიტუციონალიზებულია და რეგლამენტებული, წონასწორობა იხრება პოლიტიკური ელიტისაკენ, ამიტომ ფინანსური ელიტა იძულებულია, მოახდინოს ძალადობის მარგინალიზაცია და ეცადოს საზოგადოების დემასკულანიზაციას.

თუ თვალს გავადევნებთ ისტორიას, ვნახავთ, რომ ბერძენ-სპარსელთა ომების შემდეგ კაპიტალის მფლობელებმა მიაღწიეს პრაქტიკულად სრულ მემკვიდრეობითობას, ხოლო პოლიტიკური ელიტები მრავალჯერ განადგურდნენ და შეიქმნენ. უკანაკნელად ეს XVI-XVII საუკუნეებში მოხდა. იტალიურმა ფინანსურმა ელიტებმა შექმნეს იტალიური არისტოკრატია, რომელიც შემდეგ შეეცილა მათ და ეს დაპირისპირება კარგად ჩანს პლანტაგენეტებსა და კაპეტინგებს, პლანტაგენეტებსა და ვალუებს, გველფებსა და გიბელინებს შორის დაპირისპირებაში. როდესაც იტალიური (იტალიაში დაფუძნებული) კაპიტალი დარწმუნდა იტალიური პოლიტიკური ელიტების პროფუუნარობაში, მან ჯერ დაიწყო პერიიერიული სამხედრო ელიტების იტალიაში მოწვევა, შემდეგ კი გადაბარგდა იტალიიდან და ახალი პოლიტიკური ელიტები შექმნა. ახლა რასაც ვხედავთ, მათსა და ფინანსურ ელიტებს შორის დაპირისპირების უკანასკნელი ეტაპია.

ჩემი ვარაუდით, პოლიტიკური ელიტების მიმართება ფინანსურთან შემდეგი სქემით ვითარდება: დაცვის ბიჭები->პარტნიორები->სამეთვალყურეო საბჭო->უმუშევრები. რა თქმა უნდა, ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც პოლიტიკურ ელიტებს გაუნადგურებიათ ფინანსური (რომაელების მიერ კორინთოს პირისაგან მიწისა აღგვა), მაგრამ, როგორც წესი, პირუკუ ხდება ხოლმე.

1 საათის წინ, Eric said:

ამიტომ აშშ იგივეა რაც რომის იმპერია არანაირად არ ჯდება

იგივე, რა თქმა უნდა არაა. ანალოგიურია.

იგივე იქნებოდა, რომზე საწყისი კულტურული გავლენა რომ მაგნა გრაიკიას დაემყარებინა ეტრუსკების ნაცვლად, ან ამერიკული კულტურა, ნაცვლად ფრანკო-ინგლისურისა, აცტეკური კულტურის ბაზაზე რომ ჩამოყალიბებულიყო. პოლიტიკური ელიტები ხომ გამოცდილების მიხედვით სწავლობენ, არა?

1 საათის წინ, Eric said:

როგორ მოიქცეოდა ნამდვილი რომის იმპერია დავუშვათ I მსოფლიო ომში? როგორ და აუცილებლად და უპირობოდ რომი გამოვიდოდა სუსტის მხარეს, სუსტის დაცვის საბაბით გაასწორებდა ძლიერ მხარეს მიწასთან და შემდეგ პერიოდში გადაყლაპავდა სუსტსაც.  ეს არის რომი ბაი დეფოლტ

რატომ? ჰელენისტური სახელმწიფოებიდან, რომის გლობალურ ასპარეზზე გამოსვლისას, უძლიერესი პტოლემეიდების ეგვიპტე იყო. რამდენი რომაულ-ეგვიპტური ომი ვიცით?

1 საათის წინ, Eric said:

და ორივე ომში აშშ იბრძოდა ბრიტანეთის მხარეს სენიორ.

რომიც ეგვიპტის მხარეს იბრძოდა ამ უკანასკნელის კართაგენელებსა და სელევკიდებთან დაპირისპირებისას.

ზოგადად, რა მნიშვნელობა აქვს ამას? რა არის მოკავშირის მიზანი? გაძლიერდეს პარნიორის ხარჯზე. რა არის მტრის მიზანი? გაძლიერდეს მოწინააღმდეგის ხარჯზე. პრინციპული განსხვავება არაა.

1 საათის წინ, Eric said:

2) აშშ -ს რომაული კონსტიტუცია ფრანგების ინსტალირებულია, ერთადერთი მიზეზით ბრიტანელებს გაუძნელეს სრული მართვის დამყარება ყოფილ კოლონიაზე ანუ

ჩემი ვარაუდით, აშშ ტერიტორიაზე ორი პოლიტიკური ნაცია ჩამოყალიბდა: დიქსი - ფრანგების მიერ, იანკი - ჰოლანდიელების მიერ. ისე, როგორც ანტიკურ იტალიაში.

 

1 საათის წინ, Eric said:

ჩვენ შეიძლება დიდხანს ვიმსჯელოთ რატომ მოიქცა ბარონი მონტეგიუ ასე თუ ისე როცა ამერიკული კაპიტალი დაკეტა, მაგრამ ამით შესაძლებელია არაპირდაპირ მიმართა ამერიკული კაპიტალი საბჭოეთისკენ, აიძულა.

გირვანქა სტერლინგის მთავარი ვალუტის სტატუსის დათმობისა და ოქროს სტანდარტის უარყოფის ხარჯზე?

Share on other sites

24 minutes წინ, York Ge said:

ჩემი ვარაუდით, აშშ ტერიტორიაზე ორი პოლიტიკური ნაცია ჩამოყალიბდა: დიქსი - ფრანგების მიერ, იანკი - ჰოლანდიელების მიერ. ისე, როგორც ანტიკურ იტალიაში.

 

დიახ დიახ, ამის თქმა მსურდა რომ შტატები ორი ფრაქციაა ფრანგული და ბრიტანული. ასე გამოდის. ტრანსატლანტიკურ - ტრანსწყნარი ოკეანის კლასტერების არ იყოს და შესაძლოა ტრამპი იყო მუდამ მოღივღივე ამერიკული ფრაქცია? რომელსაც ალუჩაყლაპიებმა და ბაყაყყლაპიებმა ადგილი მიუჩინეს?

 

ყოველშემთხვევაში რომაული ჯარები ეგვიპტეში გვახსოვს და მიზეზები ათასნაირად შეიძლება აიხსნას კეისრის მაჩოობით დაწყებული და კლეოპატრას ცხვირით დამთავრებული მაგრამ ცეცხლწაკიდებული ალექსანდრია რომაელი ლეგიონერებით ვიცით - მაინც.

 

რაც შეეხება ფინანსურ და პოლიტკურ ელიტას. უძველესი გრადაცია იყო (ოფიციალური)

1. მეფე

2. ქურუმები

3. მხედრები

4. ფინანსისტები.

ჯერ კიდევ იმ უძველეს პერიოდში 1 და 2 იყო არეული და დიდწილად 2 მართავდა 1 -ს, საწინააღმდეგო შემთხვევების 10 იდან 8 ვარიანტი მთავრდებოდა ახალგაზრდა მეფის ავადმყოფობის გამო გარდაცვალებით. დარჩენილი 2 ვარიანტი იწვევდა ომებს და საბოლოო ჯამში მართვის დაკარგვას კვლავ.

ცივილიზაციის შემგომ პერიოდში შეინიშნება უკვე 2 და 4 ის გაერთაინება 1 ის და 3 ის წინააღმდეგ და სადაც ეს წარმატებით განხორციელდა ის ქვეყნები გვაქვს კიდეც როგორც წარმატებული დასავლური ცივილიზაცია სენიორ.

 

დღეს გვაქვს ფინანსისტების და ქურუმების კონგლომერატი რომლიც ვფიქრობ უპირობო ლიდერია და დანარჩენები თუ არსებობენ საერთოდ ძალიან მეეჭვება.

იმჰო

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Chigurh said:

ამერიკის პრეზიდენტს ისეთი ცენზურა დაადეს ამერიკულმა კომპანიებმა, რომ მერკლემა უთხრათ არაა ეგ დემოკრატიული საქციელიო

მშვენივრად ჩანს განსხვავება მადამ ბილსა და ანგელა ბებიას შორის :) აშუშურ და ევროპულ პოლიტიკურ კლასებს შორისაც :sylar:

2 საათის წინ, Eric said:

და ორივე ომში აშშ იბრძოდა ბრიტანეთის მხარეს სენიორ.

მაშინ როცა რომი ყველანაიარად აბსოლუტურად ყველანაირად ეცდებოდა მიწისაგანპირისა აღეგავა ბრიტანეთი და მხოლოდ ამის შემდეგ დაინტერესდებოდა პრუსიით და დამთავრდა! მაგრამ არა და არა.

სენიორ, აღგავა კირადა, ჯერ იომა და მერე კიდევ ფული უხადა იქით. :დ

2 საათის წინ, Eric said:

აშშ -ს რომაული კონსტიტუცია ფრანგების ინსტალირებულია, ერთადერთი მიზეზით ბრიტანელებს გაუძნელეს სრული მართვის დამყარება ყოფილ კოლონიაზე

დიახ, არსებობს ცნობები რომ ინსტალირებაში დიდი წვლილი შეიტანეს როგორც ფრანგებმა, ასევე ჰოლანდიელებმა. თუმცა როგორც უკვე ვიცით  უნაყოფო აღმოჩნდა ეგ ყველაფერი. რატომ? მიზეზები ძევს :დ როგორც ამერიკის შიგნით, ასევე გარეთ.

ამერიკის გარეთ ბრიტებმა ჩაარტყეს იქ სადაც ამ ყველაფრის სათავე იყო, კერძოდ ბებერ კონტინენტზე, ჯერ ბანკირების დაფინანსებული სანკიულოტებით და ბოლოს ვატერლოოში მიამთავრეს.

ამერიკის შიგნით - წინა გვერდებზე დავდეთ და სანამ ეგენი კონსტიტუციას მიიღებდნენ, ბრიტანეთი და კოლონიები ვაჭრობის იგივე დონეზე (სხვა ინფოთი უფრო მეტზეც კი) იყვნენ გასული, ფული კი როგორც მნოგეხსენებათ ჯოჯოხეთს ანათებს :დ + მაშინდელი კონსტიტუცია დიდი ფარატინა ქაღალდი იყო დიდი ხნის განმავლობაში.

ცოტა ხნის აქ ბევრი ვიმსჯელეთ რევოლუციაზე. ჰოდა, ძალიან დიდი ალბათობით პატივცემულ რევალციონერებს საერთოდ აზრადაც არ ჰქონდათ გამოყოფა და დამოუკიდებლობა (პირიქით, ჩვენი გვინდა ვიყოთ ნადვილი ინგლისელებიო, იგივე უფლებებითო :დ). უნდოდათ ფული და არ უნდოდათ შუამავალი კოლექტიურ მეფესთან. ეს იყო და ეს. ვერც ერთი მიიღეს და ვერც მეორე, ამიტომაც დაიწყო ომი. 

კონსტიტუციამდე (რომელიც ახლაც კი ბევრს ვერაფერს წარმოადგენს და მაშინ ხომ საერთოდ :დ) კი იყო დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომელიც თავისი მნიშვნელობით ალბათ კონსტიტუციაზე მაღლაც კი იდგა თავის დროზე. ერთი მარტივი მიზეზის გამო რომ კონსტიტუცია და ცენტრალური მმართველობა შტატებში რევოლუციიდან დიდი ხნის მერე გაჩნდა.

ჰოდა ამ დეკლარაციაში პატივეცმული ჯეფერსონი და კო თავიანთ თავებს მოიხსენიებდნენ როგორც ინგლისელებს :დ არსად არანაირი ხსნება ფრანგებისა და რამე ფრანგულის არც ყოფილა.

 

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
17 minutes წინ, Eric said:

ესაძლოა ტრამპი იყო მუდამ მოღივღივე ამერიკული ფრაქცია? რომელსაც ალუჩაყლაპიებმა და ბაყაყყლაპიებმა ადგილი მიუჩინეს?

ძველ რომში რომაული ფრაქცია კატულუს კაპიტოლინუსმა ჩამოაყალიბა სპარტაკის აჯანყების შემდეგ. ტრამპი კი, სამხედრო საქმეში რომ ერკვეოდეს, უფრო კრასუსს წააგავს :)

18 minutes წინ, Eric said:

ყოველშემთხვევაში რომაული ჯარები ეგვიპტეში გვახსოვს და მიზეზები ათასნაირად შეიძლება აიხსნას კეისრის მაჩოობით დაწყებული და კლეოპატრას ცხვირით დამთავრებული მაგრამ ცეცხლწაკიდებული ალექსანდრია რომაელი ლეგიონერებით ვიცით - მაინც.

ეს პროცესის დასასრული იყო.

18 minutes წინ, Eric said:

ცივილიზაციის შემგომ პერიოდში შეინიშნება უკვე 2 და 4 ის გაერთაინება 1 ის და 3 ის წინააღმდეგ და სადაც ეს წარმატებით განხორციელდა ის ქვეყნები გვაქვს კიდეც როგორც წარმატებული დასავლური ცივილიზაცია სენიორ.

არა, მილორდ.

დასავლური ცივილიზაცია, თანამედროვე გააზრებით, სწორედ რომ საწინააღმდეგო პროცესმა შექმნა. არტილერიის დამკვიდრებამ შესაძლებელი გახადა ქალაქების აღება ხანგრძლივი ალყის გარეშე. ამან შეცვალა თამაშის წესები.

20 minutes წინ, Eric said:

დღეს გვაქვს ფინანსისტების და ქურუმების კონგლომერატი რომლიც ვფიქრობ უპირობო ლიდერია და დანარჩენები თუ არსებობენ საერთოდ ძალიან მეეჭვება.

თქვენ თვლით, რომ პოლიტიკური ელიტები უკვე განადგურებულია?

Share on other sites

6 minutes წინ, Seth said:

სენიორ, აღგავა კირადა, ჯერ იომა და მერე კიდევ ფული უხადა იქით. :დ

 

ამას არ ვჩივი? :D იომა რომელია საუკეთესო საპარაშუტო ნაწილები მონტგომერის მიაჟლეტინა პოლონელებთან ერთად.

 

8 minutes წინ, Seth said:

დიახ, არსებობს ცნობები რომ ინსტალირებაში დიდი წვლილი შეიტანეს როგორც ფრანგებმა, ასევე ჰოლანდიელებმა. თუმცა როგორც უკვე ვიცით  უნაყოფო აღმოჩნდა ეგ ყველაფერი. რატომ? მიზეზები ძევს :დ ამერიკის შიგნითაც, ასევე გარეთ.

მთლად უნაყოფოს ვერ ვეტყვი სენიორ.

საფრანგეთი WW II ის გამარჯვებულების მაგიდას მიუჯდა უსირცხვილოდ და იტალიაც ძალიან ისე გამოძვრა.

საწყალ გერმანიას შესტენეს ყველაფერი :gigi:

მერე გერმანიაც ამერიკული ფულით მოასულიერეს და EU ც წამოდგა

მოკლედ ომი გრძელდება ჯერ, თუმცა ბრიტები დიდი ანგარიშით წინ არიან.

3 minutes წინ, York Ge said:

თქვენ თვლით, რომ პოლიტიკური ელიტები უკვე განადგურებულია?

პოლიტიკა გამასხარავებული და დაცემულია სენიორ.

შეხედეთ პოლიტიკოსებს ტრამპი კლოუნი, ბაიდენი ზომბი, ჯონსონი კლოუნი, მაკრონი - გერონტოფილი, მერკელი - უნივერმაღის დირექტორი

ერთ სერიოზულ კაცს / ქალს ვერ შეხვდებით სენიორ

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Eric said:

იომა რომელია საუკეთესო საპარაშუტო ნაწილები მონტგომერის მიაჟლეტინა პოლონელებთან ერთად

:user:

2 minutes წინ, Eric said:

მთლად უნაყოფოს ვერ ვეტყვი სენიორ.

საფრანგეთი WW II ის გამარჯვებულების მაგიდას მიუჯდა უსირცხვილოდ და იტალიაც ძალიან ისე გამოძვრა

მაშინ იყო უნაყოფო - ამას ვგულისხმობდი ვერც მაგ კონსტიტუციამ და ვერც მათ ბრძოლამ ნაყოფი ვერ გამოიღო. 

ზოგადად კი ამ ორივეს გამოძრომა თავისთავად საინტერესო მომენტია :დ

4 minutes წინ, Eric said:

მერე გერმანიაც ამერიკული ფულით მოასულიერეს

მარტო გერმანია? :დ 

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share