Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ - ანუ რა ხდება რომში?


Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Eric said:

ჩვენ თუ არა აბა ვიღას უცხოვრია გარდამავალ პერიოდში სენიორ? ორი იმპერია დაგვეშალა ხელებში და მესამე შეიქმნა

ჩვენ კი სენიორ, მე ელიტებისთვის გარდამავალ პერიოდზე ვსაუბრობდი.

Share on other sites

1 minute წინ, Seth said:

ჩვენ კი სენიორ, მე ელიტებისთვის გარდამავალ პერიოდზე ვსაუბრობდი.

ვერ მიგიხვდით.

მარა სამი დივიზიის კონცენტრირება დედაქალაქში სამხედრო კანონებით უნდა მიუთითებდეს მინიმუმ ხუთი დივიზიის მოგერიების მცდელობას.

როგორც ჩანს ss ის დივიზია ტოტენკოფს დაემატა დივიზიები "ვიკინგი", "დას რეიხ" , "ჰიტლერიუგენდი" , და "ნორდლანდი"

როგორც პატონმა გამოითვალა მათთან მეტნაკლებად წარმატებული შეტევითი ოპერაციებისთვის ადამიანური რესურსის უპირატესობა 7 / 1 -ზე უნდა იყოს.

 

:D

Share on other sites

@Seth

56 minutes წინ, Seth said:

პირველი ორი რამ რასაც ჯოზეფი აკეთებს არის პარიზის მემორანდუმს უკან უერთდება და ირანთან ხელ-ში დაბრუნებას გეგმავს. ორივე ეს საკითხი იყო/არის ჰევროპის მთავარი მოთხოვნა, თან ეს იმის ფონზე ანგელა ბებია დემოკრატიის ანა-ბანას ასწავლის

თან იმდენად წინსწრებით დაადეკლარირეს ეს და ისეთი სიხშირით იმეორებენ, თითქოს უნდათ ვიღაცას გააგონონ/დააჯერონ, რომ ნამდვილად ასე იქნება :D 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
16 minutes წინ, Eric said:

ვერ მიგიხვდით.

ვერსია - ეს კლოუნები აშკარად მიუთითებენ გლობალური მმართველი ელიტის შეგნით არსებულ პრობლემაზე, ამ პრობლემას შესაძლოა წამროადგენდეს რყევები/გაუგებრობა/შიდაკონკურენცია/უკეთესი სასტარტო პოზიციების დაკავებისთვის ბრძოლა და ა.შ. ამ ყველაფერს კი იწვევს ძველი რელიგიიდან ახალზე გადასვლა. შესაბამისად, ეს წარმოადგენს გარდამავალ პერიოდს არა თქვენთვის და ჩემთვის არამედ გლობალური მმართველი ელიტისთვის.

მაგალითი - ახალი რელიგიის მებაირახტრეთ უნდა იყოს ახალი ტიპის პოლიტიკოსი ანუ მაგალითად ტეხასელი ჯორჯი უკვე ვეღარ გამოდგება, სამაგიეროდ მშვენივრად გამოდგება ენვაირონმენთალი კონშას კამალა. ჰოდა სანამ მომწიფდება საზ. აზრი საიმისოდ რომ ყველა მხარემ მიიღოს (მომავალში) ეს ე.წ. კამალა ან მისი კონკურენტი კამალა 2.0, მანამდე სცენაზე ადიან და ჩამოდიან კლოუნები.

15 minutes წინ, Freeman said:

ისეთი სიხშირით იმეორებენ

სულ ამაზე ლაპარაკობენ :დ არადა აქამდე არსებული ლოგიკით, ტრამპუშას 75 მლნ მხარდამჭერთა ბაზა რომ შეამცირო, მისი იდეების რაღაც ნაწილი რაღაც დროით მაინც უნდა დატოვო, არა? :დ მაგრამ აბა ეგრე სადაა :დ

Edited by Seth
Share on other sites

1 minute წინ, Seth said:

ჰოდა სანამ მომწიფდება საზ. აზრი საიმისოდ რომ ყველა მხარემ მიიღოს (მომავალში) ეს ე.წ. კამალა, მანამდე სცენაზე ადიან და ჩამოდიან კლოუნები.

სრულად გეთანხმებით.

ბევრი ჩაიკაფება ზევით, ბევრი განულდება და ცოტა გააღწევს და ეს ცოტა იმ ბევრის ექსპროპრიაციის ხარჯზე ახალ ცივილიზაციას შემოგვთავაზებს. დიახ ეს ორჯერ ორია,

მაგრამ ჩვენთვის რანაირად არ იქნება ეს პროცესი გარდამავალი სენიორ? შვიდჯერ გარდამავალი იქნება იმჰო

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Eric said:

ბევრი ჩაიკაფება ზევით, ბევრი განულდება

დიახ, ფინანსური ნაკადები გადალაგდება შიგნით, ვიღაცეებს გოლფის სათამაშოდ გაუშვებენ და ა.შ.

 

3 minutes წინ, Eric said:

აგრამ ჩვენთვის რანაირად არ იქნება ეს პროცესი გარდამავალი სენიორ? შვიდჯერ გარდამავალი იქნება იმჰო

საკვანძო სიტყვაა აქ სენიორ - იქნება. მომავალში, აი ეგენი რომ დალაგდებიან მერე იქნება. ბევრი პროფესია განულდება, ბევრს სქილების შეცვლა/თავიდან სწავლა მოუწევს. ბევრი გაკოტრდება და ბევრიც გამდიდრდება. ოღონდ ეგ მერე, ეს პატივცემულები რომ დალაგდებიან.

Share on other sites

5 minutes წინ, Seth said:

ტრამპუშას 75 მლნ მხარდამჭერთა ბაზა რომ შეამცირო, მისი იდეების რაღაც ნაწილი რაღაც დროით მაინც უნდა დატოვო, არა? :დ მაგრამ აბა ეგრე სადაა :დ

ტრამპის მომხრეების შემცირება თითქმის შეუძლებელი ოპერაციაა დანახარჯების მხრივ

 

ამას ჯობია საკუთარი მომხრეების გაზრდაზე მუშაობა და ჯომ კიდეც 12 მილიონ ემიგრანტს შეპირდა მოქალაქეობას

ახლა ეგ 12 მილიონი რო საკუთარი კალმებით გაცვივდება არჩევნებზე :gigi: სხვა რაღა საჭიროა?

+ დიდი ურდოები მოემართებიან სამხრეთ ამერიკიდან, ჯერჯერობით აკავებენ ადგილობრივი პისტოლეროები მარა ყველაფერს საზღვარი აქვს სენიორ , მათ მოთმინებასაც,

 

ონლაინ, Seth said:

საკვანძო სიტყვაა აქ სენიორ - იქნება. მომავალში, აი ეგენი რომ დალაგდებიან მერე იქნება. ბევრი პროფესია განულდება, ბევრს სქილების შეცვლა/თავიდან სწავლა მოუწევს. ბევრი გაკოტრდება და ბევრიც გამდიდრდება. ოღონდ ეგ მერე, ეს პატივცემულები რომ დალაგდებიან.

ეს შემდეგ, შემდეგს რათქმაუნდა თავისი პრობლემები ექნება.

მარა რომ აირევიან ეგ უფრო მეტი საფრთხეა, თორემ რო დააგდებიან მერე კიდევ რა უშავს (შედარებით)

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
11 minutes წინ, Eric said:

ამას ჯობია საკუთარი მომხრეების გაზრდაზე მუშაობა და ჯომ კიდეც 12 მილიონ ემიგრანტს შეპირდა მოქალაქეობას

:rolf:

მაგრამ არსებული კალიფორნიელი რომ ტეხასში და არიზონაში გარბის ეგ ამბავი როგორ იქნება? :დ ზუსტად ამიტომ არიან კლოუნები აი ეგეთ რამეებს რომ აკეთებენ. არ უშველით ეგ. :დ

+ ამიტომაც 4 წელი მანდ ისევ არაფერი იქნება. შესაბამისად უნდა ველოდოთ ბებრების წინ გაჭრას და დიდ ჰანდიკაპს, მაგრამ როგორც ყოველთვის თვალთახედვიდან არ უნდა გამოგვეპაროს ერთი პატარა კაცი, პატარა კუნძულიდან. მოგეხსენებათ, ეგენი სასწაულად ადაპტირებადი ტიპაჟები არიან :დ

 

p.s. არანაირი ინოვაცია, როგორც მე-19 საუკუნის ბოლოში იდგნენ ნავსადგურში დემები და ჩამოსულ იტალიელ/ირლანდიელებს საბუთებს აძლევდნენ ხმების სანაცვლოდ, ახლაც ეგრე ოღონდ ნავსადგურის მაგივრად მექსიკის საზღვართან დგანან. შემოქმედებითი კრიზისი აქვთ :დ

Edited by Seth
Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share