Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ - ანუ რა ხდება რომში?


Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
1 minute წინ, York Ge said:

@Moor ისე, ბოსტონის ჩაის წვეულებამ განა კომპანიის ინტერესებს არ დაარტყა?

ხომ ვთქვი ზემოთ, ინგლისური კომპანიების გარდა ყველას აწყობდათქო. როცა გვირგვინს ხვდება, როიალისტ კომპანიებსაც ხვდება და პირიქით. 

20 minutes წინ, Seth said:

ონლაინ თუ მოვძებნე ამის ლინკსაც დავდებ. 

 

ხოლო რაც შეეხება პოსტ ომის პერიოდს

By the 1790s, the essential features of the old colonial relationship had been restored, at least in economic terms. The British sent more manufactured goods to the US than before independence, and received back a new American agricultural export, raw cotton, which supplied the textile mills of Lancashire and the Clyde Valley.

The British, in other words, retained the benefits of empire – a major export market and access to valuable raw materials – without having to pay the defence and administrative costs.

A Short History of the American Revolutionary War (London: I.B. Tauris, 2013)

მადლობა წყაროსთვის, მოვძებნი, მარა ციტირებას რაც შეეხება, ეგრე მარტივად არ იყო, პარალელურად სულ მიდიოდა სავაჭრო ომები. ამერიკის მოგუდვის არაერთი მცდელობა იყო. + UK ვს საფრანგეთის ომის პარალელურად ამერიკასთანაც იცვლებოდა პირობები.  თორე ვაჭრობით ყველა გონიერი მტერი ვაჭრობს. მაგ დროს ამერიკა ყველა მარკეტის ათვისებას ცდილობდა. საფრანგის მარკეტზეც გავიდნენ პარალელურად. 

აი, რომელიმე ბრიტანულ მონოპოლისტ, მაგ,  ისტ ინდიას ან ჰადსონ ბეის კომპანიას ისევ რომ დარჩენოდა ექსკლუზიური პირობები, ეგ იქნებოდა კარგი არგუმენტი თქვენი მხრიდან. 

მარა ისე ჩანს რომ იჩიკება ახალი ამერიკული კორპორაციები, იქოქება ამერიკული ინდუსტრია, რაც ინგლისურსაც უქაჩავს პროცესში. 

მორგან ჩეიზით მაგ პერიოდში ჩამოყალიბდა 1799ში. 

 

  

1 საათის წინ, York Ge said:

როგორ არ აქვს? ინტერესები იცვლება. მაგალითად, მეორე პუნიკური ომის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი ჰელენისტური ელიტების დაკრედიტების შეწყვეტა იყო.

ეგ კი, თუ ინტერესები არ იცვლება, მაგ შემთხვევაში ვინ ვის უკან დგას არაფერს ნიშნავსთქო. თუ იცვლება, სხვა ამბავია. 

ძირითადი  ბრიტანული კომპანიების ინტერესები არ შეცვლილა. ზოგმა დატოვა ამერიკა, ზოგი კანადაში გადავიდა. ნუ მოგება ყველას შეუმცირდა

 

11 minutes წინ, York Ge said:

რადგან მოიგო, ვისმე მოუგო, არა?

 

გლობალური მოთამაშე გახდა. მანამდე კონტინენტი აახიეს, მერე დანარჩენი პლანეტა

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
10 საათის წინ, York Ge said:

ტრადიციული და ჩვეული განსხვავება ფინანსურ და პოლიტიკურ ელიტებს შორის.

რა განსხვავებაა ამ ორ ელიტას შორის?

აქამდე ვფიქრობდი, რომ პოლიტიკური ელიტა ძირითადად ფინანსური ელიტის ნიღაბი იყო.

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Moor said:

აი, რომელიმე ბრიტანულ მონოპოლისტ, მაგ,  ისტ ინდიას ან ჰადსონ ბეის კომპანიას ისევ რომ დარჩენოდა ექსკლუზიური პირობები, ეგ იქნებოდა კარგი არგუმენტი თქვენი მხრიდან.

6 minutes წინ, Moor said:

მარა ისე ჩანს რომ იჩიკება ახალი ამერიკული კორპორაციები, იქოქება ამერიკული ინდუსტრია

არაფერი მსგავსი არ ხდება დაახლოებით 1830 წლებამდე, უფრო პირიქით ემბარგო ადევთ ემერიკელებს და შიგნითაც დიდი გაუგებრობები აქვთ. მოკლედ დუღილის პროცესია რა..

სადღაც მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში პერიოდული გაუგებრობების და პატარა ომის შემდეგ და მონროს მიერ მისი დოქტრინის გამოცხადებით, ყალიბდება საბოლოო ურთიერთდამოკიდებულება ბრითიშებსა და ამერიკელებს შორის. და ამავე პერიოდში იწყება ამერიკული ოცნება, ზოგიერთის აზრით ზუსტადაც მეორე ბრიტანული იმპერიის ხელშეწყობით. 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
9 minutes წინ, Moor said:

ძირითადი  ბრიტანული კომპანიების ინტერესები არ შეცვლილა.

ეს თანაბრად ეხება როგორც სავაჭრო, ისე სამრეწველო კაპიტალს? ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ პირველი დაზარალდა, ხოლო მეორემ იხეირა.

10 minutes წინ, Moor said:

როცა გვირგვინს ხვდება, როიალისტ კომპანიებსაც ხვდება და პირიქით. 

არაროიალისტ კომპანიებსაც?

8 minutes წინ, Say_or said:

აქამდე ვფიქრობდი, რომ პოლიტიკური ელიტა ძირითადად ფინანსური ელიტის ნიღაბი იყო.

ჩემი აზრით, უფრო რთული და არაწრფივი მიმართება უნდა იყოს. რადგან ფინანსურ ელიტას, როგორც ბრძანეთ, ნიღაბი ესაჭიროება, საამისო მიზეზი ხომ უნდა არსებობდეს?

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
31 minutes წინ, Chigurh said:

რა თქმა უნდა ეგ ეტაპი იანკებმა მოუგეს ბრიტებს.

შესაძლოა. თუმცა ეს ასე არაა ცალსახად. უფრო სწორად გააჩნია როგორ შევხედავთ. 

მთელი ეს ფინანსების ტრიალი და ყბადაღებული მარშალის გეგმა კიდევ საკითხავია ვის ინტერესში იყო და ვისი თამაშების შედეგად გახდა აუცილებელი.

 

 

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
37 minutes წინ, York Ge said:

რადგან ფინანსურ ელიტას, როგორც ბრძანეთ, ნიღაბი ესაჭიროება, საამისო მიზეზი ხომ უნდა არსებობდეს?

 

დიახ, ფინანსური ელიტის შიშველი ინტერესები ვერასდროს დაემთხვევა სახალხო ინტერესებს.

 

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი
16 minutes წინ, Seth said:

არაფერი მსგავსი არ ხდება დაახლოებით 1830 წლებამდე, უფრო პირიქით ემბარგო ადევთ ემერიკელებს და შიგნითაც დიდი გაუგებრობები აქვთ. მოკლედ დუღილის პროცესია რა..

სადღაც მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში პერიოდული გაუგებრობების და პატარა ომის შემდეგ და მონროს მიერ მისი დოქტრინის გამოცხადებით, ყალიბდება საბოლოო ურთიერთდამოკიდებულება ბრითიშებსა და ამერიკელებს შორის. და ამავე პერიოდში იწყება ამერიკული ოცნება, ზოგიერთის აზრით ზუსტადაც მეორე ბრიტანული იმპერიის ხელშეწყობით. 

 

 

 

ხოდა ამ ემბარგოებში ვერ ვილაპარაკებთ ინგლისური ფინანსური ინტერესების გადარჩენაზე. თვითონ ჯეფერსონმაც რომ ცადა ემბარგო და ჩაფეილდა. 

 მარა მონროს აქტიდანაც და მერე მთელი ათწლეულები დისპუტის პერიოდების, ინგლისის პოლიტიკურ ელიტას ქონდა შეგუების პერიოდი და ჭირვეულობის პერიოდები. ინგლისელი ინვესტორები ხედავდნენ ვიგოდას ამერიკაში და დებდნენ ფულს, ლონდონშიც საბოლოოდ მიყვნენ დინებას. ზედმეტად ვეღარ ძაბავდნენ. 

  მაკკინლის  დროს უკვე მომწიფდნენ გლობალური მოთამაშის როლისთვის, რაშიც საიდანღაც აღმოცენებული მსოფლიო ომებიც ფრიად დაგვეხმარა. 

 

 

12 minutes წინ, York Ge said:

არაროიალისტ კომპანიებსაც?

22 minutes წინ, Say_or said:

როიალისტში ვგულისხმობ ყველა მეტნაკლებად ცნობილ ინგლისურ კომპანიას.   ფორმალურიად კოლონისტებიც ინგლისური კომპანიები იყვნენ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე. მაგათ არ ვგულისხმობ. 

ძირითადი ჯგუფები, ვინც კოლონიებს ქმნიდნენ და და ვაჭრობდნენ. 

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Moor said:

ხოდა ამ ემბარგოებში ვერ ვილაპარაკებთ ინგლისური ფინანსური ინტერესების გადარჩენაზე. თვითონ ჯეფერსონმაც რომ ცადა ემბარგო და ჩაფეილდა. 

მოიცა თქვენ გგონიათ რომ მორჩა ომი და უცებ დალაგდა ყველაფერი? :დ ასე არსად და არასდროს ხდება. დრო სჭირდება მსგავს მოძრაობებს. მითუმეტეს ახალი სახელმწიფო წარმოიშვა და ბრიტანულ იმპერიას მთელი მისი დამოკიდებულების გადალაგება სჭირდებოდა ამ ახალთან. სტარი კი უკვე კარგი იყო, englishmen - ად მოიხსენიებდა ჯეფერსონი თავის თავსაც და ამერიკელებსაც :დ

სწორედ ამას ვგულისხმობდი წინა პოსტებში როდესაც ვამბობდი რომ ადაპტაცია იყო/არის ყველაზე დიდი პლიუსი ბრიტანელების არსენალში. ასევე არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან რომ მაგ პერიოდში ბრიტებისთვის ამერიკა არ იყო მთავარი საზრუნავი, რადგან ახალი, მეორე ბრიტანული იმპერია ყალიბდებოდა მე-19 საუკუნეში აქცენტით სამხრეთ აზიასა და აფრიკაში. ეს ახლაა ამერიკა უმაღლეს ლიგაში თორემ მაშინ მართალია მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც პერიფერია იყო. მთვარი პოლიტ. ასპარეზი ევროპა ხოლო ეკონომიკური სამხრეთ აზია გახლდათ.

შესაბამისად დალაგდნენ მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ისე რომ იმ დროის პოლიტიკური რეალობებიდან გამომდინარე, ორივე მოგებული დარჩა. მონროს დოქტრინით ესპანეთი და საფრანგეთი ჩააჩოჩა ორივემ რითაც სამხრეთ ამერიკა წაიღო აშშ-მ და ევროპაში ადგილი ბრიტანეთმა. ესაა და ეს. ანგლო-საქსური სამყაროს ექსპანსია ატლანტიკის იქით დასრულდა.

 

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share