Jump to content
×
×
  • Create New...

აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების პირველი შეხვედრა ომის შემდეგ – რას უნდა ველოდოთ? კომენტარები


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Deutschland said:

დღევანდელი მოცემულბა 

 

დიახ ასეა. ნებისმიერი ტვირთი (გარდა ნავთობის/გაზისა) გავა მაგ ახალი გზით თეორიულად. ნავთობი იმიტომ არ გავა რომ დიდ ინვესტიციას მანდ არავინ ჩადებს. რკინიგზა/მანქანა პრობლემა არაა არავითარი.

Share on other sites

  • ფორუმელი
6 საათის წინ, Seth said:

სევდიანი პერსპექტივა იხატება ჩვენთვის. 

ერთიანად თუ ნაწილებად საკითხავი აი ესაა.

იმედია ყველა თავის კუსოკს არ წაირებს კიდე :D

6 საათის წინ, Seth said:

მაგათ ვინ ჩივის, ვისაც სამსახურებრივად ევალება ის უარესია :დ

აუ კიიი რამდენიმე სერიოზული სასტავი პოსტავდა მანდ და გამიტყდა. აი კაი კაი ჩIნები რო აქვთ ან ჰქონდათ.

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი

photo_2021-01-11_20-35-39.jpg

11 იანვარს, მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით გამართული აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრის ძირითადი შედეგები – ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელმაც უახლოეს მომავალში უნდა წარმოადგინოს მთიანი ყარაბაღის განვითარების გეგმა.

პრიორიტეტად დასახელდა გამჭოლი სარკინიგზო და საავტომობილო კავშირი სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიების გავლით.

სამუშაო ჯგუფს სამი ქვეყნის ვიცე-პრემიერები უხელმძღვანელებენ და მისი პირველი შეხვედრა 30 იანვარს უნდა გაიმართოს.

ამის შესახებ საუბარია სამი ქვეყნის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში. ასევე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. რუსულ ენაზე გამოსვლის ვიდეო იხილეთ ამ სტატიის ბოლოს.

ილჰამ ალიევმა სრულად დადებითად შეაფასა შეხვედრის შედეგები. მაგრამ ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რჩება ბევრი დაურეგულირებელი საკითხი. მათგან ყველაზე მნიშვნელოვნად მან მთიანი ყარაბაღის სტატუსის და სამხედრო ტყვეების გათავისუფლებისა და სამშობლოში დაბრუნების საკითხები დაასახელა. სომხურმა საზოგადოებამ ის მოსკოვში გასამართ შეხვედრაზე პროტესტითა და სასტიკი უკმაყოფილებით გააცილა.



ერთობლივი განცხადების ტექსტი

მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა 3 საათი და 45 წუთი გაგრძელდა. ეს ყარაბაღის მეორე ომის (2020 წლის 27 სექტემბერი – 10 ნოემბერი) შემდეგ, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების პირველი პირისპირ შეხვედრა იყო.

photo_2021-01-11_18-27-33.jpg

სამი ქვეყნის ლიდერების ერთობლივი განცხადების ტექსტი:

„სამუშაო ჯგუფი 2021 წლის 30 იანვრამდე გამართავს პირველ სხდომას, რომლის შედეგების მიხედვითაც შეადგენს სამუშაოს ძირითადი მიმართულებების ჩამონათვალს, განცხადების მე-9 პუნქტის რეალიზაციიდან გამომდინარე, რომელმაც პრიორიტეტებად განსაზღვრა სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა, აგრეთვე განსაზღვრავს სხვა მიმართულებებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის შეთანხმებით.

საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზაციის მიზნით, სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები დაამტკიცებენ ამ მიმართულებებით მომუშავე საექსპერტო ქვეჯგუფების შემადგენლობას მხარეების კომპეტენტური ორგანოების თანამდებობის პირებიდან და ორგანიზაციებიდან. საექსპერტო ქვეჯგუფები სამუშაო ჯგუფის სხდომის შემდეგ ერთი თვის ვადაში წარადგენენ პროექტების ნუსხას, მათი რეალიზებისა და მხარეების მიერ უმაღლეს დონეზე დამტკიცებისთვის აუცილებელი რესურსებისა და ღონისძიებების დასაბუთებით.

სამუშაო ჯგუფი 2021 წლის 1 მარტამდე მხარეების მიერ უმაღლეს დონეზე დასამტკიცებლად წარადგენს იმ ღონისძიებების ჩამონათვალსა და რეალიზების გრაფიკს, რომლებიც გულისხმობს აღდგენასა და აშენებას სატრანსპორტო ინფრასტუქტურის ახალი ობიექტებისა, რომლებიც აუცილებელია აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის გავლით საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზების, შესრულებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ისევე როგორც გადაზიდვებისა, რომლებიც ხორციელდება აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის მიერ, რომელთა შესასრულებლად საჭიროა აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გადაკვეთა“.

პუტინი ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელებით კმაყოფილია და სამხრეთ კავკასიის განვითარების ახალ პერსპექტივებზე საუბრობს

პუტინმა თქვა, რომ რეგიონში, საერთო ჯამში, სრულდება 2020 წლის 10 ნოემბერს ხელმოწერილი სამმხრივი განცხადების პირობები, რომელმაც მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებში საბრძოლო მოქმედებები შეაჩერა.

„არ შეინიშნება არანაირი სერიოზული ინციდენტები. რუსი სამშვიდობო დანაყოფები სრულად ასრულებენ საკუთარ ვალდებულებებს ორივე მხარის წინაშე. მთიან ყარაბაღში დაბრუნდა უკვე 48 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი და დევნილი. მიდის მუშაობა ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

გამართულ შეხვედრას მან „ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო უწოდა“. „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარება წაადგება როგორც სომეხ, ისე აზერბაიჯანელ ხალხს და მთლიანად რეგიონს, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ინტერესებსაც“, – აღნიშნა პუტინმა.

ალიევი: „10 ნოემბრის შეთანხმების პუნქტების ძირითადი ნაწილი შესრულებულია, ღია სატრანსპორტო კომუნიკაცია რეგიონში უსაფრთხოებას გაამყარებს“

„დღევანდელი შეხვედრა იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ შედეგზე ვართ ორიენტირებულები. 2020 წლის 10 ნოემბრის განცხადების პუნქტების ძირითადი ნაწილი შესრულებულია. ერთ-ერთი მათგანი იყო სატრანსპორტო კავშირის გახსნა. ამან შეიძლება დიდი დინამიკა მისცეს რეგიონის განვითარებას.

ასევე, სატრანსპორტო კომუნიკაციის გახსნა გაამყარებს უსაფრთხოებას რეგიონში, რადგან ეს პასუხობს აზერბაიჯანელი, სომეხი, რუსი ხალხებისა და ჩვენი მეზობლების ინტერესებს“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.

მან თქვა, რომ რუსული სამშვიდობო მისია ეფექტიანად ასრულებს თავის სამუშაოს და „ორი თვის განმავლობაში, მცირეოდენი ინციდენტების გამოკლებით, არ ყოფილა შეშფოთების სერიოზული საფუძველი“.

ფაშინიანი: „მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ამ დრომდე არ დარეგულირებულა“

მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მან „რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების აღდგენისთვის გაიღო“.

თუმცა, შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი „ამ დრომდე არ დარეგულირებულა“.

„მოხერხდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უზრუნველყოფა, მაგრამ კიდევ რჩება ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც უნდა გადაიჭრას. ერთ-ერთი ასეთი საკითხია – მთიანი ყარაბაღის სტატუსი. სომხეთი მზად არის გააგრძელოს მოლაპარაკებები ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

სომხეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად მან სამხედრო ტყვეების გაცვლა დაასახელა.

„ეს გათვალისწინებული იყო 10 ნოემბრის განცხადების მე-8 პუნქტით, მაგრამ, სამწუხაროდ, ის სრულად არ სრულდება.

ეს ყველაზე მგრძნობიარე და მტკივნეული საკითხია და ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. იმედი მაქვს, რომ უმოკლეს დროში მოვახერხებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მისვლას“.

მიღწეულ შეთანხმებას ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნასა და სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნაზე, ფაშინიანმა „ძალიან მნიშვნელოვანი“ უწოდა.

„შეთანხმების რეალიზაციამ შეიძლება შეცვალოს ჩვენი რეგიონის ეკონომიკური იმიჯი. ეკონომიკურმა ინოვაციებმა შეიძლება კიდევ უფრო საიმედო უსაფრთხოების გარანტიები შექმნას. და ჩვენ მზად ვართ, კონსტრუქციულად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით“, – თქვა ფაშინიანმა.

ოპოზიცია იმუქრება, რომ პრემიერს უკან სომხეთში არ შეუშვებს – როგორ „გააცილეს“ ფაშინიანი მოსკოვში შეხვედრაზე

11 იანვარს, დილით ადრე, როდესაც პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ არ იყო მოსკოვში გაფრენილი, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ერევნის საერთაშორისო აეროპორტისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს.

ამ გზით, ოპოზიციას სურდა ხელი შეეშალა ნიკოლ ფაშინიანის მოსკოვში გაფრენისთვის. საბოლოოდ, აეროპორტის გზაზე გადაისროლეს პოლიციის დამატებითი ძალები.

photo_2021-01-11_21-42-34.jpgphoto_2021-01-11_21-42-39.jpg

აქციის მონაწილეები ყვიროდნენ ლოზუნგებს – „ნიკოლ მოღალატე“, „ნიკოლ, წადი“. გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ომის დასრულებიდან მოყოლებული პრემიერის გადადგომას ითხოვენ, ისევ იმეორებდნენ, რომ ფაშინიანი არ წარმოადგენს სომხეთსა და მთიან ყარაბაღს და მას არ აქვს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო მანდატი.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პრემიერი „გააფრთხილა“: თუკი ის მოსკოვში, ქვეყნისთვის რაიმე არასახარბიელო დოკუმენტს მოაწერს ხელს, „სომხეთის საჰაერო სივრცე მისთვის სამუდამოდ ჩაიკეტება“.

ზუსტად როგორ აპირებს ოპოზიცია საჰაერო სივრცის დაკეტვას და პრემიერის სომხეთში დაბრუნების არდაშვებას, არავის უთქვამს.

პროტესტი რუსეთში სომხეთის საელჩოსთან, ფოტო

რუსეთში, სომხეთის საელჩოს წინ, ჯერ კიდევ სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებამდე შეიკრიბა რამდენიმე ადამიანი. ათზე მეტი პოლიციელი გარს შემოერტყა საელჩოს.

აქციის მონაწილეებმა ადგილზე დიდი პლაკატები მიიტანეს, წარწერით – „ხალხი – ეს ჩვენ ვართ. და ჩვენ შენი წინააღმდეგნი ვართ“, „თურქი ნიკოლი“, „Stop ნიკოლ“.

შემდეგ, სომხეთის საელჩოს დაცვის მოთხოვნით, პროტესტის მონაწილეებმა მოაშორეს პლაკატი, რომელზეც ეწერა „თურქი ნიკოლი“.

photo_2021-01-11_21-20-37-768x1024.jpg

საელჩოსთან შეკრებილი სომხები გამოდიოდნენ მოსკოვში ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტისა და მის მიერ სომეხი ხალხის სახელით რაიმე დოკუმენტზე ხელმოწერის წინააღმდეგ.

აქციის მონაწილეები პრემიერისგან მოითხოვდნენ, მოუსმინოს ხალხის, სომხეთის პრეზიდენტის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების, ინტელიგენციის ბევრი წარმომადგენლის მოწოდებებს და წავიდეს თანამდებობიდან. ამის შესახებ საუბარია პეტიციაში, რომელსაც მათ პირდაპირ საელჩოს წინ მოაწერეს ხელი.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ კეთილსინდისიერი მხედართმთავარი, ქვეყნის ხელმძღვანელი, რომელმაც ომი წააგო, პატრიოტი რომ ყოფილიყო და სომეხ ხალხზე ეფიქრა, თავად დატოვებდა საკუთარი ნებით თანამდებობას“, – განაცხადა სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციის „რუსეთის სომეხთა კავშირის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ლევონ მანუკიანმა.

 

 
Share on other sites

12 საათის წინ, Seth said:

 

@Eric ამის შესახებ ჯერ კიდევ იმ ფორუმზე ვსაუბრობდით თუ გახსოვთ, სულ არანორმალური რომ მეძახეს იქაურმა პატრიოტ-მილიტარისტებმა :user:

მახსოვს სენიორ. თემის მთელი ინტელექტუზერობა გიტევდათ როგორც კრიპტოარმენს :roll:

 

ესეიგი რა გვაქვს უახლოეს მომავალში?

რა და

ამასიის ზავი - რუსეთს და თურქეთს შორის.

ზავის პირობები: აზერბაიჯანი თურქეთს საქართველო რუსეთს

სომხეთზე სატრანსპორტო კორიდორი ერთობლივი

აზერბაიჯანი თანახმაა სომხეთი თანახმაა.

საქართველო თანახმაა.

ნუ თუ ვდრუგ რაღაც გაუთვალისწინებელი და გურჯულ შლეგური მოხდა გიჟვრაცუებს ერთობლივად აუჯანყდება  ბორჩალი და ჯავახქი

ფერშტეინ?  შანსები ნიხტენ

შესაძლოა ცხელთავიანების დასაშოშმინებლად მოხდეს კიდეც კონფლიკტის ესკალაცია სადაც აფხაზეთის მსგავსად გამოწვავენ პატრიოტებს და ერის აქტიურ ნაწილს და დამთავრებული ამბავია.

 

ტაკს გეგმა ესაა.

 

რა ხარვეზი / უკუსვლა შეიძლება ჰქონდეს ამ გეგმას?

ა) ბენ ჰოჯესი :gigi:

ბ) თავად რუსი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და დეფრაგმენტაციის გზაზე დგას, შესაძლოა რუსეთის წილი თავად წაიღოს ოსმალომ.

 

საქართველოს სრულად გამოძვრომის ერთადერთი შანსი - > ბენ ჰოჯესი

ნაწილობრივ გამოძვრომა - ოსმალეთის პროტექტორატი.

პზდც - რუსეთის ღუბერნია და სასოფლოსამეურნეო პარნიკის როლი

 

ერთადერთი ნუგეში - ყველა ვარიანტში ტიფლისის ემირატის განულება მას შემდეგ რაც ეს უკანასკნელი კოლაბორაციას დათანხმდება ერთერთ ვარიანტზე.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, Eric said:

მახსოვს სენიორ. თემის მთელი ინტელექტუზერობა გიტევდათ როგორც კრიპტოარმენს :roll:

 

ესეიგი რა გვაქვს უახლოეს მომავალში?

რა და

ამასიის ზავი - რუსეთს და თურქეთს შორის.

ზავის პირობები: აზერბაიჯანი თურქეთს საქართველო რუსეთს

სომხეთზე სატრანსპორტო კორიდორი ერთობლივი

აზერბაიჯანი თანახმაა სომხეთი თანახმაა.

საქართველო თანახმაა.

ნუ თუ ვდრუგ რაღაც გაუთვალისწინებელი და გურჯულ შლეგური მოხდა გიჟვრაცუებს ერთობლივად აუჯანყდება  ბორჩალი და ჯავახქი

ფერშტეინ?  შანსები ნიხტენ

შესაძლოა ცხელთავიანების დასაშოშმინებლად მოხდეს კიდეც კონფლიკტის ესკალაცია სადაც აფხაზეთის მსგავსად გამოწვავენ პატრიოტებს და ერის აქტიურ ნაწილს და დამთავრებული ამბავია.

 

ტაკს გეგმა ესაა.

 

რა ხარვეზი / უკუსვლა შეიძლება ჰქონდეს ამ გეგმას?

ა) ბენ ჰოჯესი :gigi:

ბ) თავად რუსი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და დეფრაგმენტაციის გზაზე დგას, შესაძლოა რუსეთის წილი თავად წაიღოს ოსმალომ.

 

საქართველოს სრულად გამოძვრომის ერთადერთი შანსი - > ბენ ჰოჯესი

ნაწილობრივ გამოძვრომა - ოსმალეთის პროტექტორატი.

პზდც - რუსეთის ღუბერნია და სასოფლოსამეურნეო პარნიკის როლი

 

ერთადერთი ნუგეში - ყველა ვარიანტში ტიფლისის ემირატის განულება მას შემდეგ რაც ეს უკანასკნელი კოლაბორაციას დათანხმდება ერთერთ ვარიანტზე.

 

ჩვენი ევროპელი ძმების ინტერესებში რამდენად ჯდება რუსეთს მიერთება მილორდ?

გარდა ამისა ბენ ჰოჯესს თავისი გასჭირვებია, ძლივს ბარბაცებს, 10კ ხიშტია მომზადებული რომ ბაიდენის ინაუგურაცია დაიცვას :D

როგორ ფიქრობ ეს სცენარი  სცენარი სისხლით მოხდება თუ უსისხლოდ?

Share on other sites

1 minute წინ, Chigurh said:

ჩვენი ევროპელი ძმების ინტერესებში რამდენად ჯდება რუსეთს მიერთება მილორდ?

გარდა ამისა ბენ ჰოჯესს თავისი გასჭირვებია, ძლივს ბარბაცებს, 10კ ხიშტია მომზადებული რომ ბაიდენის ინაუგურაცია დაიცვას :D

როგორ ფიქრობ ეს სცენარი  სცენარი სისხლით მოხდება თუ უსისხლოდ?

შესაძლოა გადაგვცვალეს სენიორ ლიბიაში. ნუ საქართველო არაა ლიბიის საპირწონე ფინანსურად მაგრამ ვგულისხმობ სამხრეთ კავკასიას და გასასვლელს აზიიაში.

იგულისხმება შეთანხმება ბაყაყიყლაპიებს და ალუჩაყლაპიებს შორის.

 

დიახ, ბენ ჰოჯესი გაჭირვებულია ფრიად, მარა კიდევ ოთხჯერ რომ გაუჭირდეს თუ დასჭირდა ყველას ერთად სცემს მაინც.

ამიტომ თუ ზევით მოსაზრება ახლოსაა სიმართლესთან მაშინ ეგ გაჭირვებული ერთადერთი შანსია.

 

დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, რესპუბლიკა მორჩა იქ ასეც და ისეც.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Eric said:

შესაძლოა გადაგვცვალეს სენიორ ლიბიაში. ნუ საქართველო არაა ლიბიის საპირწონე ფინანსურად მაგრამ ვგულისხმობ სამხრეთ კავკასიას და გასასვლელს აზიიაში.

იგულისხმება შეთანხმება ბაყაყიყლაპიებს და ალუჩაყლაპიებს შორის.

 

დიახ, ბენ ჰოჯესი გაჭირვებულია ფრიად, მარა კიდევ ოთხჯერ რომ გაუჭირდეს თუ დასჭირდა ყველას ერთად სცემს მაინც.

ამიტომ თუ ზევით მოსაზრება ახლოსაა სიმართლესთან მაშინ ეგ გაჭირვებული ერთადერთი შანსია.

 

დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, რესპუბლიკა მორჩა იქ ასეც და ისეც.

ლიბიაში გადაცვლა თუ მოხდა, მაშინ ბიძინას წასვლა ჯდება კონტექსტში.

დამთავრდა საფრანგეთი აქ და იწვევს უკან თავის ემისარს, რადგან მანდ კაი არაფერი მოხდებაო უთხრეს იქნებ :D

 

არ ვიცი სენიორ, ბენის იმედი არ მაქვს.

ოსმალეთის ფაქტორი უფრო მუშა მგონია 

Share on other sites

3 minutes წინ, Chigurh said:

ლიბიაში გადაცვლა თუ მოხდა, მაშინ ბიძინას წასვლა ჯდება კონტექსტში.

დამთავრდა საფრანგეთი აქ და იწვევს უკან თავის ემისარს, რადგან მანდ კაი არაფერი მოხდებაო უთხრეს იქნებ :D

დიახ ამიტომ ვფიქრობ. ხმელთაშუაზღვა ჩრდილოეთ აფრიკა ბაყაყიჭამიების ეზოა. 

მეორეს მხრივ შუა აზია ინდოეთ ჩინეთის კორიდორები ალუჩაყლაპიებში ისეთივე სიმძაფრეს იწვევს როგორც ეჭვიან ქმარში ცოლის ღალატი ფაქტიურად კონტროლს კარგავენ

 

ამასთან საინტერესოა ძალიან რომ ყველა ამ საქმეში ჩრდილოეთის კორიდორებს აიგნორებენ, განსხვავებით 1900 - 1921 წლებიდან. ეს საინტერესო მომენტია ფრიად.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share