Jump to content
×
×
  • Create New...

აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების პირველი შეხვედრა ომის შემდეგ – რას უნდა ველოდოთ? კომენტარები


Moor
 Share

Recommended Posts

2 საათის წინ, Moor said:

photo_2021-01-11_20-35-39.jpg

11 იანვარს, მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით გამართული აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრის ძირითადი შედეგები – ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელმაც უახლოეს მომავალში უნდა წარმოადგინოს მთიანი ყარაბაღის განვითარების გეგმა.

პრიორიტეტად დასახელდა გამჭოლი სარკინიგზო და საავტომობილო კავშირი სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიების გავლით.

სამუშაო ჯგუფს სამი ქვეყნის ვიცე-პრემიერები უხელმძღვანელებენ და მისი პირველი შეხვედრა 30 იანვარს უნდა გაიმართოს.

ამის შესახებ საუბარია სამი ქვეყნის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში. ასევე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. რუსულ ენაზე გამოსვლის ვიდეო იხილეთ ამ სტატიის ბოლოს.

ილჰამ ალიევმა სრულად დადებითად შეაფასა შეხვედრის შედეგები. მაგრამ ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რჩება ბევრი დაურეგულირებელი საკითხი. მათგან ყველაზე მნიშვნელოვნად მან მთიანი ყარაბაღის სტატუსის და სამხედრო ტყვეების გათავისუფლებისა და სამშობლოში დაბრუნების საკითხები დაასახელა. სომხურმა საზოგადოებამ ის მოსკოვში გასამართ შეხვედრაზე პროტესტითა და სასტიკი უკმაყოფილებით გააცილა.



ერთობლივი განცხადების ტექსტი

მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა 3 საათი და 45 წუთი გაგრძელდა. ეს ყარაბაღის მეორე ომის (2020 წლის 27 სექტემბერი – 10 ნოემბერი) შემდეგ, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების პირველი პირისპირ შეხვედრა იყო.

photo_2021-01-11_18-27-33.jpg

სამი ქვეყნის ლიდერების ერთობლივი განცხადების ტექსტი:

„სამუშაო ჯგუფი 2021 წლის 30 იანვრამდე გამართავს პირველ სხდომას, რომლის შედეგების მიხედვითაც შეადგენს სამუშაოს ძირითადი მიმართულებების ჩამონათვალს, განცხადების მე-9 პუნქტის რეალიზაციიდან გამომდინარე, რომელმაც პრიორიტეტებად განსაზღვრა სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა, აგრეთვე განსაზღვრავს სხვა მიმართულებებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის შეთანხმებით.

საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზაციის მიზნით, სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები დაამტკიცებენ ამ მიმართულებებით მომუშავე საექსპერტო ქვეჯგუფების შემადგენლობას მხარეების კომპეტენტური ორგანოების თანამდებობის პირებიდან და ორგანიზაციებიდან. საექსპერტო ქვეჯგუფები სამუშაო ჯგუფის სხდომის შემდეგ ერთი თვის ვადაში წარადგენენ პროექტების ნუსხას, მათი რეალიზებისა და მხარეების მიერ უმაღლეს დონეზე დამტკიცებისთვის აუცილებელი რესურსებისა და ღონისძიებების დასაბუთებით.

სამუშაო ჯგუფი 2021 წლის 1 მარტამდე მხარეების მიერ უმაღლეს დონეზე დასამტკიცებლად წარადგენს იმ ღონისძიებების ჩამონათვალსა და რეალიზების გრაფიკს, რომლებიც გულისხმობს აღდგენასა და აშენებას სატრანსპორტო ინფრასტუქტურის ახალი ობიექტებისა, რომლებიც აუცილებელია აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის გავლით საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზების, შესრულებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ისევე როგორც გადაზიდვებისა, რომლებიც ხორციელდება აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის მიერ, რომელთა შესასრულებლად საჭიროა აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გადაკვეთა“.

პუტინი ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელებით კმაყოფილია და სამხრეთ კავკასიის განვითარების ახალ პერსპექტივებზე საუბრობს

პუტინმა თქვა, რომ რეგიონში, საერთო ჯამში, სრულდება 2020 წლის 10 ნოემბერს ხელმოწერილი სამმხრივი განცხადების პირობები, რომელმაც მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებში საბრძოლო მოქმედებები შეაჩერა.

„არ შეინიშნება არანაირი სერიოზული ინციდენტები. რუსი სამშვიდობო დანაყოფები სრულად ასრულებენ საკუთარ ვალდებულებებს ორივე მხარის წინაშე. მთიან ყარაბაღში დაბრუნდა უკვე 48 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი და დევნილი. მიდის მუშაობა ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

გამართულ შეხვედრას მან „ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო უწოდა“. „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარება წაადგება როგორც სომეხ, ისე აზერბაიჯანელ ხალხს და მთლიანად რეგიონს, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ინტერესებსაც“, – აღნიშნა პუტინმა.

ალიევი: „10 ნოემბრის შეთანხმების პუნქტების ძირითადი ნაწილი შესრულებულია, ღია სატრანსპორტო კომუნიკაცია რეგიონში უსაფრთხოებას გაამყარებს“

„დღევანდელი შეხვედრა იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ შედეგზე ვართ ორიენტირებულები. 2020 წლის 10 ნოემბრის განცხადების პუნქტების ძირითადი ნაწილი შესრულებულია. ერთ-ერთი მათგანი იყო სატრანსპორტო კავშირის გახსნა. ამან შეიძლება დიდი დინამიკა მისცეს რეგიონის განვითარებას.

ასევე, სატრანსპორტო კომუნიკაციის გახსნა გაამყარებს უსაფრთხოებას რეგიონში, რადგან ეს პასუხობს აზერბაიჯანელი, სომეხი, რუსი ხალხებისა და ჩვენი მეზობლების ინტერესებს“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.

მან თქვა, რომ რუსული სამშვიდობო მისია ეფექტიანად ასრულებს თავის სამუშაოს და „ორი თვის განმავლობაში, მცირეოდენი ინციდენტების გამოკლებით, არ ყოფილა შეშფოთების სერიოზული საფუძველი“.

ფაშინიანი: „მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ამ დრომდე არ დარეგულირებულა“

მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მან „რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების აღდგენისთვის გაიღო“.

თუმცა, შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი „ამ დრომდე არ დარეგულირებულა“.

„მოხერხდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უზრუნველყოფა, მაგრამ კიდევ რჩება ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც უნდა გადაიჭრას. ერთ-ერთი ასეთი საკითხია – მთიანი ყარაბაღის სტატუსი. სომხეთი მზად არის გააგრძელოს მოლაპარაკებები ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

სომხეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად მან სამხედრო ტყვეების გაცვლა დაასახელა.

„ეს გათვალისწინებული იყო 10 ნოემბრის განცხადების მე-8 პუნქტით, მაგრამ, სამწუხაროდ, ის სრულად არ სრულდება.

ეს ყველაზე მგრძნობიარე და მტკივნეული საკითხია და ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. იმედი მაქვს, რომ უმოკლეს დროში მოვახერხებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მისვლას“.

მიღწეულ შეთანხმებას ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნასა და სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნაზე, ფაშინიანმა „ძალიან მნიშვნელოვანი“ უწოდა.

„შეთანხმების რეალიზაციამ შეიძლება შეცვალოს ჩვენი რეგიონის ეკონომიკური იმიჯი. ეკონომიკურმა ინოვაციებმა შეიძლება კიდევ უფრო საიმედო უსაფრთხოების გარანტიები შექმნას. და ჩვენ მზად ვართ, კონსტრუქციულად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით“, – თქვა ფაშინიანმა.

ოპოზიცია იმუქრება, რომ პრემიერს უკან სომხეთში არ შეუშვებს – როგორ „გააცილეს“ ფაშინიანი მოსკოვში შეხვედრაზე

11 იანვარს, დილით ადრე, როდესაც პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ არ იყო მოსკოვში გაფრენილი, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ერევნის საერთაშორისო აეროპორტისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს.

ამ გზით, ოპოზიციას სურდა ხელი შეეშალა ნიკოლ ფაშინიანის მოსკოვში გაფრენისთვის. საბოლოოდ, აეროპორტის გზაზე გადაისროლეს პოლიციის დამატებითი ძალები.

photo_2021-01-11_21-42-34.jpgphoto_2021-01-11_21-42-39.jpg

აქციის მონაწილეები ყვიროდნენ ლოზუნგებს – „ნიკოლ მოღალატე“, „ნიკოლ, წადი“. გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ომის დასრულებიდან მოყოლებული პრემიერის გადადგომას ითხოვენ, ისევ იმეორებდნენ, რომ ფაშინიანი არ წარმოადგენს სომხეთსა და მთიან ყარაბაღს და მას არ აქვს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო მანდატი.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პრემიერი „გააფრთხილა“: თუკი ის მოსკოვში, ქვეყნისთვის რაიმე არასახარბიელო დოკუმენტს მოაწერს ხელს, „სომხეთის საჰაერო სივრცე მისთვის სამუდამოდ ჩაიკეტება“.

ზუსტად როგორ აპირებს ოპოზიცია საჰაერო სივრცის დაკეტვას და პრემიერის სომხეთში დაბრუნების არდაშვებას, არავის უთქვამს.

პროტესტი რუსეთში სომხეთის საელჩოსთან, ფოტო

რუსეთში, სომხეთის საელჩოს წინ, ჯერ კიდევ სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებამდე შეიკრიბა რამდენიმე ადამიანი. ათზე მეტი პოლიციელი გარს შემოერტყა საელჩოს.

აქციის მონაწილეებმა ადგილზე დიდი პლაკატები მიიტანეს, წარწერით – „ხალხი – ეს ჩვენ ვართ. და ჩვენ შენი წინააღმდეგნი ვართ“, „თურქი ნიკოლი“, „Stop ნიკოლ“.

შემდეგ, სომხეთის საელჩოს დაცვის მოთხოვნით, პროტესტის მონაწილეებმა მოაშორეს პლაკატი, რომელზეც ეწერა „თურქი ნიკოლი“.

photo_2021-01-11_21-20-37-768x1024.jpg

საელჩოსთან შეკრებილი სომხები გამოდიოდნენ მოსკოვში ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტისა და მის მიერ სომეხი ხალხის სახელით რაიმე დოკუმენტზე ხელმოწერის წინააღმდეგ.

აქციის მონაწილეები პრემიერისგან მოითხოვდნენ, მოუსმინოს ხალხის, სომხეთის პრეზიდენტის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების, ინტელიგენციის ბევრი წარმომადგენლის მოწოდებებს და წავიდეს თანამდებობიდან. ამის შესახებ საუბარია პეტიციაში, რომელსაც მათ პირდაპირ საელჩოს წინ მოაწერეს ხელი.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ კეთილსინდისიერი მხედართმთავარი, ქვეყნის ხელმძღვანელი, რომელმაც ომი წააგო, პატრიოტი რომ ყოფილიყო და სომეხ ხალხზე ეფიქრა, თავად დატოვებდა საკუთარი ნებით თანამდებობას“, – განაცხადა სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციის „რუსეთის სომეხთა კავშირის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ლევონ მანუკიანმა.

ჩვენზე როგორ აისახება?

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
28 minutes წინ, Eric said:

დიახ ამიტომ ვფიქრობ. ხმელთაშუაზღვა ჩრდილოეთ აფრიკა ბაყაყიჭამიების ეზოა. 

მეორეს მხრივ შუა აზია ინდოეთ ჩინეთის კორიდორები ალუჩაყლაპიებში ისეთივე სიმძაფრეს იწვევს როგორც ეჭვიან ქმარში ცოლის ღალატი ფაქტიურად კონტროლს კარგავენ

 

ამასთან საინტერესოა ძალიან რომ ყველა ამ საქმეში ჩრდილოეთის კორიდორებს აიგნორებენ, განსხვავებით 1900 - 1921 წლებიდან. ეს საინტერესო მომენტია ფრიად.

როდესაც ეუ-მ აქ აიღო სიტუაცია, ვიზა ჩაგვიხსნეს.

ვნახოთ ბენი რას იზავს :D

 

მუდმივად ცუდად ყოფნას ერთადერთი დადებითი რაც აქვს, არის ის რომ კატასტროფებს მძაფრად აღარ აღიქვამ.

იქნებ არც ისე ცუდი იყოს სიტუაციის არევა, სხვა თუ არაფერი აქაური ოლიგარქია განულდეს არის ამის შანსი ;დ

Edited by Chigurh
Share on other sites

  • ფორუმელი
9 საათის წინ, t-90 said:

აუ კიიი რამდენიმე სერიოზული სასტავი პოსტავდა მანდ და გამიტყდა.

ვინ პოსტავდა არ ვიცი, თუმცა სულ რომ არავის დაეპოსტა ისედაც გასაგებია მაგათი ამბავი.

 

2 საათის წინ, Eric said:

ბენ ჰოჯესი

აქ კავბოებს გულისხმობთ? მე უფრო რანწიე-ბურგერებს დაველოდებოდი :user: 

პატ. ბენი ძალიან დაკავებული იქნება მინიმუმ 4 წელი.

2 საათის წინ, Eric said:

ნაწილობრივ გამოძვრომა - ოსმალეთის პროტექტორატი.

რატომ ოსმალეთის და არა ყოფილი ალბანეთის? :დ 

2 საათის წინ, Eric said:

ყველა ვარიანტში ტიფლისის ემირატის განულება

რატომ ფიქრობთ რომ გაანულებენ? ძალას რომ წარმოადგენდნენ კიდევ ჰო. ისედაც 0-ები არიან და...

Share on other sites

  • ფორუმელი

პოლიტიკური კრიზისი სომხეთში, ახალი ამბები სომხეთი, კრიზისიდან გამოსავალი, პოლიტოლოგი ალექსანდრ ისკანდერიანი, მოსაზრება, კომპეტენტური მმართველობა, ნიკოლ ფაშინიანი, პრემიერ-მინისტრი, ოპოზიცია, 17 პარტია,

სომხეთში მწვავე პოლიტიკური კრიზისია, რომელიც ყარაბაღის მეორე ომის შედეგებმა გამოიწვია.

რა ხდება სომხეთში და რატომ, როგორ შეიძლება განვითარდეს სიტუაცია, რა მოუვიდა ყარაბაღის კონფლიქტს და რა უნდა გაიაროს სომხეთმა, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეს?

სიტუაციის დეტალური ანალიზი კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის, პოლიტოლოგ ალექსანდრ ინსკანდერიანისგან.

„17+“ „ნიკოლის მოშორებას“ ითხოვს

პოლიტიკური კრიზისი სომხეთში ბუნებრივი პროცესია, რადგან ის ომისშემდგომია და ომში დამარცხებისგან მიღებული ემოციური შოკი გრძელდება.

ყარაბაღის საკითხზე მიღებულმა სამმხრივმა განცხადებამ სომხეთში პროტესტის სერია გამოიწვია, თუმცა, ამ პროცესს ქსელურს ვერ ვუწოდებთ. დიდწილად, ეს ელიტური პროტესტია, მისი პოლიტიზება 17-მა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალამ დაიწყო, რომელსაც „17+“ ეწოდა.

политический кризис в Армении, новости Армения, выход из кризиса, политолог Александр Искандарян, мнение, компетентное правление, Никол Пашинян, премьер-министр, оппозиция, 17 партий,ოპოზიციის მიტინგი ერევანში. ფოტო JAMnews

თუმცა, ამ მიტინგების „გაპიარება“ და მასობრივად ქცევა მათ მთელი რიგი მიზეზების გამო ჯერჯერობით არ გამოსდით. 

ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ პროტესტი – წმინდად პოლიტიკურია. წამოწეულია ისეთი პრობლემები, როგორებიცაა საგარეო პოლიტიკა, ყარაბაღის კონფლიქტი, აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებული დაურეგულირებელი პრობლემები, მაგრამ მათ აკლია სოციალიზაცია.

პროტესტი – 2018 წლის რევოლუციისგან განსხვავებით – ძირითადად მამაკაცურია. მასში ძალიან ცოტა ქალი და შუახნის მამაკაცი იღებს მონაწილეობას. ეს ადამიანთა ის წრეა, რომელთაც აინტერესებს პოლიტიკა და რომელთათვისაც მნიშვნელოვანია პოლიტიკა.

მეორე მიზეზი – ფალსტარტი. ოპოზიციას მოუწია სათავეში ჩადგომოდა ომისშემდგომ წარმოქმნილ პროტესტს. მაგრამ გარეთ ზამთარია, ცივა და ახალი წელია. ასეთ პერიოდში, ცოტა ვინმე თუ გამოდის ქუჩაში.

ამას გარდა, თვითონ ლოზუნგები ძალიან ნეგატიურია. „მოვაშოროთ ნიკოლი“ – ეს 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ ლოზუნგის კალკია – „უარვყოთ სერიოჟა“. ოპოზიციას არ აქვს პოზიტიური პროგრამა „რაღაცისთვის“, ისინი გამოდიან „რაღაცის წინააღმდეგ“.

დაბრკოლებების მოშორება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს საშუალებაა და არა მიზანი. თუკი კედელში ხვრელს ვაკეთებ, ამას ვაკეთებს რაღაცისთვის – დავაყენო ფანჯარა, კარი და ა.შ. მოვაშოროთ ახლანდელი მთავრობა – რისთვის? რა მიზანია? რას გავაკეთებთ შემდეგ? ის ხელს გვიშლის? დიახ. მაგრამ რაში გვიშლის?

ისევ, 2018 წლის რევოლუციას რომ შევადაროთ, მაშინ იყო პოზიტიური თეზისებიც.

ისინი იყო ძალიან პრიმიტიული, პრინციპში შეუსრულებელი, ხშირად ღიმილისმომგვრელი, მაგრამ მასაზე გათვლილი. ასეთი ტიპის – „ბანკები არ აიღებენ კრედიტის ფულს“, „საგზაო პოლიცია და კამერები შეწყვეტენ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის აღრიცხვას“, „ოლიგარქები საკუთარ ხელფასს ხალხს მისცემენ“ და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი აღქმული იყო, როგორც ერთგვარი მიზანი.

აქ კი – მოვაშორებთ ნიკოლს, შემდეგ კი იქნება ხანგრძლივი და მძიმე სამუშაო, რათა აღვადგინოთ ქვეყანა და მივაღწიოთ რაიმე შედეგს. ასეთი ლოზუნგებით ძალიან ძნელია ადამიანების მოტივირება და შეკრება. 

ადამიანებს, რევოლუციიდან ორი წლის შემდეგ, როდესაც შედეგები არ ჩანს, კიდევ ერთი რევოლუციისთვის გამოსვლა არ სურთ.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ ძლიერ უყვარდეთ მოქმედი ხელისუფლება და მხარს უჭერდნენ მას, მაგრამ ვერც ამ მიზნებისთვის ქუჩაში გამოსვლის აზრს ხედავენ.

политический кризис в Армении, новости Армения, выход из кризиса, политолог Александр Искандарян, мнение, компетентное правление, Никол Пашинян, премьер-министр, оппозиция, 17 партий,ახალგაზრდების დაუმორჩილებლობის აქცია ერევანში. ფოტო JAMnews

„სისხლი, ოფლი და ცრემლები. წინ – სირთულეები“

მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, ინგლისში, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე აირჩიეს უინსტონ ჩერჩილი. დიდ ბრიტანეთში მის მიმართ ძალიან რთული დამოკიდებულებება ჰქონდათ, მაგრამ ის აირჩიეს, რადგან ესმოდათ, რომ ქვეყანა ძალიან რთულ და კრიტიკულ სიტუაციაში იმყოფებოდა და ჩერჩილი იყო ის, რომელიც ქვეყნის გაძღოლას შეძლებდა.

არჩევისას, ის გამოვიდა სიტყვით: „მე არ შემიძლია რაიმეს შევპირდე ბრიტანელებს, სისხლის, ოფლისა და ცრემლების გარდა. წინ – უდიდესი სირთულეებია“.

ამბობენ, რომ ჩვენ გველის ინსტიტუციონალიზაციის ძალიან რთული სამუშაო, სახელმწიფოებრიობის აღდგენა, მისთვის რაიმე ფუნქციის მიცემა და ასე სწრაფად ადამიანების შეკრება შეუძლებელია. ოპოზიცია ამას პირდაპირ ან ირიბად ამბობს.

მაგრამ ეს ის ლოზუნგები არაა, რომელსაც მასის მიმართულებით ისვრიან. ჩერჩილი ლორდთა პალატის წინ გამოდიოდა, არა რიგითი ბრიტანელების. ჩვენთან კი ვის ხელშია ჩვენი „ლორდთა პალატა“, კარგად ვიცით.

ჩვენ ან უგო ჩავესის ვენესუელიზაციის გზა გველის ანუ „ხელისუფლების მკაცრი ვერტიკალის“ აგება, ან სომხეთისთვის ტრადიციული სიტუაციის დაბრუნება, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო – რესპუბლიკელების. სუსტი ოპოზიცია – სუსტი ხელისუფლება.

ესაა მცირედ პოპულარული, არაერთიანი, დაბალი ლეგიტიმაციის მქონე, ჩაკეტილი ხელისუფლება და ძალიან ჭრელი, ერთმანეთისგან განსხვავებული მიზნების მქონე ოპოზიცია, რომელსაც რაიმე გამოკვეთილი პოზიტიური პროგრამა არ გააჩნია.

სომხეთისთვის ასეთი საკმაოდ სტანდარტული სიტუაცია 1992-დან 2018 წლამდე მოქმედებდა.

политический кризис в Армении, новости Армения, выход из кризиса, политолог Александр Искандарян, мнение, компетентное правление, Никол Пашинян, премьер-министр, оппозиция, 17 партий,საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ. ფოტო JAMnews

სომხურ „ლორდთა პალატაში“ – არცერთი პოლიტიკური პარტია არ არის

კონსტიტუციის თანახმად, სომხეთი საპარლამენტო მმართველობის მქონე საპარლამენტო ქვეყანაა და მასში არცერთი პოლიტიკური პარტია არ არის. არც ერთი გამოცხადებული პოლიტიკური პარტია, როგორც პროსახელისუფლებო, ისე ოპოზიციური – სინამდვილეში კლასიკური პარტია არ არის. საპარლამენტო სისტემა კი პოლიტიკური პარტიების გარეშე ვერ იარსებებს.

„ჩემი ნაბიჯი“, რომლის ლიდერიც ნიკოლ ფაშინიანია, ჩინოვნიკების პროფკავშირებია, რომლის გარშემოც მმართველ ელიტასთან დაახლოებული ბიზნესმენთა გარკვეული ჯგუფი შეიკრიბა.  

ოპოზიციურ „17+“-ს კი შეიძლება ვუწოდოთ პერსონალური მხარდამჭერთა ჯგუფები. ეს არის, ვინც გინდა, მაგრამ არა ჩამოყალიბებული რაიმე იდეოლოგიის მქონე პარტიები. აქედან გამომდინარე, არასტაბილური სისტემაა.

ასეთი მდგომარეობა იმის შედეგია, რომ სომხეთში პოლიტიკურ ველს ყოველთვის კრეჭდნენ და იქ აღარავინ აღარ დარჩა.

უსწორდებოდნენ და თელავდნენ ჩამოყალიბებულ ძლიერ ოპოზიციას, პოლიტიკოსების როტაციის სისტემას, პოლიტიკური პარტიების სისტემას კი რთულს ტოვებდნენ. ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა, კარიერა კლასიკური გზით გაიკეთონ და პოლიტიკოსები გახდნენ. ამ სიტუაციაში ნებისმიერს – სრულიად მოულოდნელად – შეუძლია გამოხტეს და ხელისუფლება თავის ხელში აიღოს.

политический кризис в Армении, новости Армения, выход из кризиса, политолог Александр Искандарян, мнение, компетентное правление, Никол Пашинян, премьер-министр, оппозиция, 17 партий,პოლიციის კორდონი პარლამენტის შენობასთან. ფოტო JAMnews

ან გენოციდი და დეპორტაცია, ან მოლაპარაკებები ყარაბაღელებთან

ახლანდელი კრიზისის ძირითადი მიზეზი ყარაბაღის მეორე ომია. საბრძოლო მოქმედებები შეჩერებულია, მაგრამ ყარაბაღის პრობლემა სადაც იყო, იქვე დარჩა.

შეიცვალა მხოლოდ ფორმატი: კონფლიქტი გარკვეულწილად შეცვლილი სახით არის, ნაკლებ ტერიტორიაზე, ნაკლები მოსახლეობით და გარშემო რუსი სამშვიდობოებით.

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 86 ათასი კვადრატული კილომეტრიდან, დაახლოებით, სამი ათასზე, რაც არცთუ ისე ცოტაა – სამხრეთ ოსეთზე ოდნავ ნაკლები – ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც აზერბაიჯანული პასპორტის აღებას არ აპირებენ.

ამ ადამიანებმა გამოაცხადეს არცახის რესპუბლიკა, რომელსაც აზერბაიჯანელები არ აღიარებენ, მაგრამ აზერბაიჯანის ძალაუფლება მასზე არ ვრცელდება. აზერბაიჯანს არ შეუძლია იქ რაიმე საქმიანობის წარმოება და ეს ტერიტორია არ იმართება ბაქოდან.

ამ ტერიტორიების გარშემო დგანან მესამე ქვეყნის ჯარისკაცები, რომლებიც ამ ტერიტორიებს აზერბაიჯანის ხელისუფლების გავლენისგან იცავენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრობლემა არ გადაჭრილა.

არიან ყარაბაღელები და არის ეს სიტუაცია, რომელიც დიდხანს ვერ გაგრძელდება. მაგრამ, რისი გაკეთება შეიძლება?

ორიდან ერთის: მოკლა ყველა ეს ადამიანი ან მათი დეპორტაცია მოახდინო ანუ გადაჭრა საკითხი, როგორც გადაჭრეს ჰადრუთში, ჯარკანში (აზერბაიჯანული სახელწოდება ჯაბრაილი) ან კარვაჩარში (აზერბაიჯანული სახელწოდება ქალბაჯარი); და მეორე გზა – მოელაპარაკო ამ ადამიანებს.

მაგრამ აზერბაიჯანს არ შეუძლია ყველა ამ ადამიანის მოკვლა, ყოველ შემთხვევაში, უახლოესი ხუთი წელი მაინც, რადგან იქ რუსი სამშვიდობოები დგანან, და არც მათთან მოლაპარაკება სურს. შესაბამისად, პრობლემა რჩება.

Stepanakert_man-1024x576.jpgდაბომბვის შემდეგ სტეპანაკერტში

სომხურ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სუბიექტურობა

იმისათვის, რომ სომხებმა ამ პრობლემის გადაჭრა სცადონ, საჭიროა ჰქონდეთ სუბიექტურობა, უნდა ავაშენოთ ინსტიტუციონალურად ქმედითი სახელმწიფო.

და ეს ამოცანა დგას როგორც სომხური საზოგადოების, ისე მთიანი ყარაბაღის საზოგადოების წინაშე – შეიქმნას ისეთი მექანიზმები, რომლებიც პრობლემებს არცახში მცხოვრები ადამიანების სასარგებლოდ გადაწყვეტს. და არა დეპორტაციის, გამოსვლის ან მკვლელობის გზით, არამედ მათი მონაწილეობით მათი ბედის განსაზღვრის გზით.

მხოლოდ სახელმწიფოს ფუნქციების აღდგენით, სტრუქტურების ინსტიტუციონალიზაციით, მათ შორის არმიის, შეგვიძლია დავიწყოთ ბრძოლა. სხვათა შორის, ახლანდელი ოპოზიციის ლოგიკა – ამგვარია. ის, რაც მოხდა – უკვე მოხდა და სამმხრივი განცხადების გაუქმება ომში შესვლის ნიშანი იქნება, შესაძლოა, უკვე რუსეთთანაც.

პირველ რიგში, სუბიექტურობაა საჭირო, ახლანდელ სომხურ სახელმწიფოს კი ასეთი სუბიექტურობა არ გააჩნია, შესაბამისად, საჭიროა წინააღმდეგობების მოშორება.

ყარაბაღის პრობლემას ორი ასპექტი აქვს: აზერბაიჯანული (ტერიტორიული) და სომხური (ჰუმანიტარული).

აზერბაიჯანი ამბობს: „მოგვეცით ყარაბაღი, ის ჩვენ გვეკუთვნის. თქვენ ჩვენ არ გვჭირდებით, ჩვენ გვჭირდება ტერიტორიები“. ეს ტერიტორიული ლოგიკაა.

სომხური ასპექტი კი შემდეგში მდგომარეობს: ყარაბაღი – ეს არა მხოლოდ ტერიტორიებია, არამედ ადამიანებიც, რომლებიც იქ ცხოვრობენ. არ შეიძლება ადამიანების ბედის განსაზღვრა ამ ადამიანების გარეშე, არ ჰკითხო მათ, როგორ, სად და რანაირად სურთ ცხოვრება და დახოცო. საუბარია ჰუმანიტარულ ასპექტზე, ადამიანების ბედზე, რომლებსაც იგივე უფლებები აქვთ, რომელიც აქვს ნებისმიერ სხვა ადამიანს დედამიწის ნებისმიერ წერტილში. და ეს არის სომხური მხარის ლოგიკა.

შესაბამისად, ეს ორი ლოგიკა ეჯახება ერთმანეთს. იმისათვის კი, რომ მეორე ლოგიკამ გაიმარჯვოს – ადამიანებთან დაკავშირებულმა ლოგიკამ – ის უნდა წარმოადგენდეს სუბიექტურობას და ამ სუბიექტურობას აშენება სჭირდება.

კონფლიქტის ფორმატი

10 ნოემბრის განცხადება არ არის სამშვიდობო შეთანხმება. ეს არის ზავის შესახებ შეთანხმება, იმის შესახებ, რომ შეიქმნას გარკვეული მექანიზმები, რათა არ გაგრძელდეს სისხლისღვრა.

ამ განცხადებაში არცერთი ასო არ არის ყარაბაღის კონფლიქტზე, არაფერია ნათქვამი ყარაბაღის სტატუსზე. კონფლიქტის სამომავლო დარეგულირება შესაძლებელია ნებისმიერ ფორმატში – ეუთოს მინსკის ჯგუფის ფორმატით დაწყებული, ფორმატის გარეშე დასრულებული.

მაგრამ კონფლიქტი მოლაპარაკებების ფორმატის გარეშე – ცუდი ვარიანტია, რადგან მოლაპარაკებები დადებით გავლენას ახდენს თავად კონფლიქტის მიმდინარეობაზე.

მაგალითად, მინსკის ჯგუფის იდეის სათავე მდგომარეობდა პრობლემის კონსენსუსის გზით გადაწყვეტაში, მაგრამ როგორი – სულერთია, მთავარია, რომ არ ყოფილიყო სროლა და ყოფილიყო მოლაპარაკებები.

სხვა საქმეა, რომ აზერბაიჯანს ომამდეც არ სურდა კონფლიქტის კონსენსუსის გზით გადაწყვეტა, ომის შემდეგ ხომ – მით უმეტეს არ მოისურვებს. და ეს რთულია.

მინსკის ჯგუფი, თუკი საერთოდ განაახლებს თავის ფორმატს, ძველებური აღარ იქნება – პოლიტიკურად აღარ იქნება, მაგრამ იურიდიულად შეიძლება დარჩეს, მომხდარის შემდეგაც კი.

მას შემდეგაც კი, რაც ალიევმა ორ თანათავმჯდომარეს, რომლებიც ბაქოში ჩავიდნენ, არადიპლომატიური სიტყვებით მიმართა, ამ ტიპის: „რატომ ჩამოხვედით, თქვენთვის არავის დაუძახია“. მან ეს პუბლიკაციებისთვის განაცხადა, შემდეგ კი მათთან მოლაპარაკებები გამართა – თანაც ერთი-ერთზე.

შესაბამისად, მცირეთაგან ერთ-ერთი საშუალება – ეს არის მინსკის ჯგუფის აღდგენა. ასეთი რამ უკვე მომხდარა. მინსკის ჯგუფი რამდენჯერმე მოკვდა და ახლიდან დაიბადა. მაგრამ არა ასეთ დონემდე, ასეთი ომი აქამდე არ ყოფილა.

შეიძლება ახალი ფორმატიც. და იმისათვის, რომ ამ ახალმა ფორმატმა იარსებობს, საჭიროა ისევ ვკითხოთ სომხებსაც და აზერბაიჯანელებსაც. იმისათვის კი, რომ მათ ვკითხოთ, საჭიროა სუბიექტურობა.

политический кризис в Армении, новости Армения, выход из кризиса, политолог Александр Искандарян, мнение, компетентное правление, Никол Пашинян, премьер-министр, оппозиция, 17 партий,პოლიციის მიერ ოპოზიციური პარტია „დაშნაკცუტუნის“ ერთ-ერთი ლიდერის, გეგამ მანუკიანის დაკავება. ფოტო JAMnews

რა იქნება ამ ყველაფრის შემდეგ?

ახლა ემოციური შოკია, მაგრამ ის გაივლის. ბევრი ქვეყანაა, რომელმაც ომი წააგო. საქართველომ ორჯერ, მეტჯერაც კი იწვნია ამ ტიპის მარცხი. კონფლიქტის გადაწყვეტაში ის შორს არ წასულა, მაგრამ არსებობას აგრძელებს. აზერბაიჯანი 26 წელი იყო ამ ვითარებაში. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც არ დამარცხებულა.

შოკის შემდეგ იქნება იმის მიღება, რაც მოხდა, სიტუაციის რაციონალიზაცია.

ძალიან განსხვავებული გზებია: სახელმწიფოებრივი ფუნქციების დანგრევიდან და დაშლიდან დაწყებული, როგორც ეს მოხდა საქართველოში, 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთში მარცხის შემდეგ, ამ ფუნქციების ხელახლა აღდგენისა და პრობლემის გადაჭრის გზაზე შემდგომი პროგრესის. მათ შორის, ყარაბაღის პრობლემების.

იმისათვის, რომ ეს გადავლახოთ, უნდა მივიღოთ ის რეალობა, რომელიც არის და სამომავლოდ იმ საფუძვლის ჩაყრა უნდა დავიწყოთ, რომელიც საჭიროა სახელმწიფოს ასაშენებლად. 

ქვეყნის მოქალაქეებს უნდა გაუჩნდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარ არჩევანთან დაკავშირებით.

ნიკოლ ფაშინიანი და „ჩემი ნაბიჯი“ – ეს არის არა მიზეზი, არამედ შედეგი იმ სიტუაციისა, რომელიც ჩვენ გვაქვს.

политический кризис в Армении, новости Армения, выход из кризиса, политолог Александр Искандарян, мнение, компетентное правление, Никол Пашинян, премьер-министр, оппозиция, 17 партий,პრემიერი პარლამენტში გამოდის. ფოტო JAMnews

დამოუკიდებლობის მოძრაობის დასაწყისში – 1980-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში – სომხურ საზოგადოებაში მოთხოვნა იყო ინტელიგენტურობაზე. ეს ადამიანები ჭკვიანები არიან, ისინი ხელისუფლებაში მოვლენ და მოიფიქრებენ რაიმეს, რაც სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისათვის.

შემდეგ, მოთხოვნა იყო სიმტკიცეზე – რობერტ კოჩარიანის პრეზიდენტობისას. მტკიცე, ნაბრძოლი, მკაცრი, მას შეუძლია კაცურად გადაწყვიტოს პრობლემები.

შემდეგ მოთხოვნა გაჩნდა კონსენსუსზე – აქაც, იქაც, ჩვენებიც, თქვენებიც, როგორღაც შეძლებენ მართვას, როგორღაც შეძლებენ იმას, რომ საქმე კარგად იქნება, პრობლემა გადაწყდება.

2018 წელს, მოთხოვნა იყო პატიოსნებაზე, მნიშვნელობა არ ჰქონდა – შეუძლია – არ შეუძლია, მთავარია, ყოფილიყო პატიოსანი.

ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტამდე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვიცოცხლო, იქამდე კი, რომ ქვეყანაში კომპეტენტურობაზე იყოს მოთხოვნა, იმედი მაქვს, მივაღწევ. 

აი, როდესაც კომპეტენტურობის მოთხოვნა ჩნდება, როდესაც ადამიანები ირჩევენ არა პატიოსანს ან ინტელიგენტს, არამედ იმ კაცს, რომელიც შეძლებს რაიმე გააკეთოს „სისხლის, ოფლისა და ცრემლების“ პრინციპით, მაშინ დადგება ერის, სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის ეტაპი, რომელმაც შეიძლება სადღაც მიგვიყვანოს.

მაგრამ დრო, რომელიც ამ ეტაპამდე მისვლას სჭირდება, იზომება არა წლებით, არამედ თაობებით. ის, რაც ახლა ხდება – ეს არის აშკარად საბჭოთა თაობის პოსტსაბჭოთა თაობით შეცვლა.

ადამიანებს, რომელთაც, ყველანაირი მნიშვნელობით, არ გააჩნიათ საბჭოთა გამოცდილება, და ფაშინიანსა და მის გუნდს ეს გამოცდილება არ გააჩნიათ, ბევრი რამის სწავლა, გამოცდილების შეძენა სჭირდებათ, ამ პროცესში მათ შეიძლება წარუმატებლობებიც განიცადონ, და ამ ყველაფერს დრო სჭირდება.

политический кризис в Армении, новости Армения, выход из кризиса, политолог Александр Искандарян, мнение, компетентное правление, Никол Пашинян, премьер-министр, оппозиция, 17 партий,მთავრობის წევრები პარლამენტში. ფოტო JAMnews

 

 
Share on other sites

Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Seth said:

აქ კავბოებს გულისხმობთ? მე უფრო რანწიე-ბურგერებს დაველოდებოდი :user: პატ. ბენი ძალიან დაკავებული იქნება მინიმუმ 4 წელი.

 

რანწიეებს ირიბი, ანუ მეორადი ინტერესები აქვთ, ეს კი ცვლადია / გადაცვლადი. პრინციპში ყველაფერი გადაცვლადია და აქედანაც გამომდინარე.

ბურგერებს კი ბატონო. ველოდები მარა ჯერ ბევრი რამ უნდა მოხდეს და მერე რაღაც რაღაც უნდა დაჯდეს. ეს ძალიან სათუოა და მხოლოდ ერთი ვარიანტი აქვს გამართლების, თავად ბურგერების სიჯიუტე მიზანდასახულობა.

იმჰო

ძალიან რომ ფანტაზიებში გავიჭრა 'გერმანია + ზოგად/რუსეთი + ზოგად/კავკასია'  ერთერთ პერსპერქტიულ წარმონაქმნად მიმაჩნია უახლოეს მომავალში თუ მანამდე გერმანელები ისევ არ დაამტვრიეს ბიძაშვილებმა.

1 საათის წინ, Seth said:

რატომ ოსმალეთის და არა ყოფილი ალბანეთის? :დ

ვერ მივხვდი რას გულისხმობთ.

 

1 საათის წინ, Seth said:

რატომ ფიქრობთ რომ გაანულებენ? ძალას რომ წარმოადგენდნენ კიდევ ჰო. ისედაც 0-ები არიან და...

ქვეყნის შიგნით განულდებიან. რადგან რეგიონები დამოუკიდებლად გავლენ მეტროპოლიაზე.

ეს ისტორიული პროცესია და ყოველთვის ასე იყო.

შემდეგ ამ რეგიონებიდან ერთერთი ძლიერდება და იწყებს დანარჩენების შეკრეფვას და ბოლო ეტაპი არის ტფილისის აღება.

 

განსხვავებით სხვა ქვეყნების ისტორიებისგან სადაც შეკრებვა დედაქალაიდან იწყებოდაა, საქართველოში ასე იყო პირიქით.

თუმცა მაგ პერიოდისთვის რა პოლიტიკური ფორმაციები იქნბა არვიცი.

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი

  

4 საათის წინ, Eric said:

ნუ თუ ვდრუგ რაღაც გაუთვალისწინებელი და გურჯულ შლეგური მოხდა გიჟვრაცუებს ერთობლივად აუჯანყდება  ბორჩალი და ჯავახქი

ფერშტეინ?  შანსები ნიხტენ

შესაძლოა ცხელთავიანების დასაშოშმინებლად მოხდეს კიდეც კონფლიკტის ესკალაცია სადაც აფხაზეთის მსგავსად გამოწვავენ პატრიოტებს და ერის აქტიურ ნაწილს და დამთავრებული ამბავია.

ამის ინიციატორი მხოლოდ ემირატი შეიძლება იყოს ძალაუფლების შენარჩუნების გამო.

იმიტომ რომ ემირატს ჰკიდია ბორჩალიც და ჯავაჰქიც.და მამენტ აქტიური ნაწილიც ხელისშემშლელი შეიძლება იყოს.

4 საათის წინ, Eric said:

რა ხარვეზი / უკუსვლა შეიძლება ჰქონდეს ამ გეგმას?

ა) ბენ ჰოჯესი

და რავი ხედავთ სადმე ბენ ჰოჯესს? გარდა ინტერვიუსი რა თქმა უნდა :D

4 საათის წინ, Eric said:

დიახ, ბენ ჰოჯესი გაჭირვებულია ფრიად, მარა კიდევ ოთხჯერ რომ გაუჭირდეს თუ დასჭირდა ყველას ერთად სცემს მაინც.

ამიტომ თუ ზევით მოსაზრება ახლოსაა სიმართლესთან მაშინ ეგ გაჭირვებული ერთადერთი შანსია.

რავი აბა. სადაა ბენ ჰოჯესი?

4 საათის წინ, Eric said:

 

ერთადერთი ნუგეში - ყველა ვარიანტში ტიფლისის ემირატის განულება მას შემდეგ რაც ეს უკანასკნელი კოლაბორაციას დათანხმდება ერთერთ ვარიანტზე.

რანაირად ნულდება?

თუ პატრიოტებს გაანულებენ მანამდე რანაირად განულდება? იქნება ისევ აფხაზეთის ომი ვოლ 2.0

1 საათის წინ, Seth said:

ვინ პოსტავდა არ ვიცი, თუმცა სულ რომ არავის დაეპოსტა ისედაც გასაგებია მაგათი ამბავი.

ნუ დონე იყო ძაან იმენა შუშა ბიზიმდირ დონე. ასეთი  წინდაუხედავები თუ აღმოჩნდებოდნენ არ მეგონა, პირადად არ ეტყობოდათ.

1 საათის წინ, Seth said:

რატომ ოსმალეთის და არა ყოფილი ალბანეთის? :დ 

ეს მთლად უარესია. მონსენიორ თქვენ ბოლოს შაქში როდის იყავით? :D აი საგოიმეთი მერე ნახეთ. :D

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
54 minutes წინ, Eric said:

ველოდები მარა ჯერ ბევრი რამ უნდა მოხდეს და მერე რაღაც რაღაც უნდა დაჯდეს

დიახ. ასეა. შანსი არის მიზერული :დ

55 minutes წინ, Eric said:

ვერ მივხვდი რას გულისხმობთ.

რატომ ოსმალეთის პროტექტორატი და არა აზერბაიჯანის პოლიტ/ეკონომიკური ვასალიტეტი პირველ ეტაპზე?

56 minutes წინ, Eric said:

ქვეყნის შიგნით განულდებიან. რადგან რეგიონები დამოუკიდებლად გავლენ მეტროპოლიაზე.

ეს ისტორიული პროცესია და ყოველთვის ასე იყო.

შემდეგ ამ რეგიონებიდან ერთერთი ძლიერდება და იწყებს დანარჩენების შეკრეფვას და ბოლო ეტაპი არის ტფილისის აღება.

ასე იყო. მაგრამ ახლა შეკრებილია და ეს ბანძები ელიტობენ. ვინც მოვა იმათთვისაც ესენი იქნებიან ბანძები, მაგრამ საჭირო ბანძები. იმჰო. 

Share on other sites

3 minutes წინ, t-90 said:

  რავი აბა. სადაა ბენ ჰოჯესი?

 

მე დავწერე შანსითქო, ერთი შანსი.

და არსად დამიწერია რომ ბენ ჰოჯესს ვხედავ ჭოგრიტით.

5 minutes წინ, t-90 said:

 რანაირად ნულდება?

თუ პატრიოტებს გაანულებენ მანამდე რანაირად განულდება? იქნება ისევ აფხაზეთის ომი ვოლ 2.0

 

დიდებულად და მშვენივრად.

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share