Jump to content
×
×
  • Create New...

ჩინეთი


Damnoc
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
7 საათის წინ, Damnoc said:

ხო შეგძლებია როცა ინდომებ :D

ფაქტების კონსტატაციას, მონდომება არ სჭირდება. ნუდნად მიჰყვები რეალობის აღწერას. 2-3 წუთი და ეგაა. 

Quote

შენი სიკრეტი ის ხომ არ არის რომ ფიზიკურ მოვლენებზე უნდა გკითხოს ადამიანმა რაღაც რომ ვერ გაიტანო პოსტ-განზომილებაში?

არა, უფრო მოწყენილობის დონეს გააჩნია.

ჩინურ ტროლების ქარხანაზე ვკითხულობდი და ცოტას იხდიან... :(

Quote

ჰარვარდის ახალი კვლევის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა ყოველწლიურად სოციალურ მედიაში 488 მილიონ ყალბ კომენტარს აქვეყნებს, რაც დაახლოებით ტვიტერის დღიური საერთო გლობალური მოცულობის ტოლია. ჩინეთში ამ პროპაგანდისტებს “50 ცენტიან პარტიას” უწოდებენ, რადგან გავრცელებული აზრით, სოციალური მედიის თითოეულ პოსტში მათ 50 ჩინურ ცენტს უხდიან.
თუ რუსეთის ონლაინ პროპაგანდის ძალისხმევა კრიტიკოსების პერსონალურ თავდასხმებზეა მიმართული, ჩინური პროპაგანდა მნიშვნელოვნად განსხვავებულ მეთოდს იყენებს - აქცენტი უფრო ნაციონალიზმზე და კომუნისტური პარტიის რევოლუციურ წარსულზე კეთდება. კვლევის თანახმად, ჩინეთის ყველაზე დიდ საფრთხედ არა ქვეყნის გარედან მომდინარე პროცესი, არამედ საკუთარი მოსახლეობაა წარმოდგენილი - საფრთხის თავიდან აცილება კი არა პირდაპირი კონფრონტაციით, არამედ ყურადღების გადატანით ხდება.


ისე ჩინეთი, პიროვნების ნიველირების დონის მიხედვით, ,,რკინის გალიის" მოდელის ერთ-ერთი საუკეთესო რეპრეზენტაციად მიმაჩნია: ისწავლე, იშრომე, დააგროვე დოვლათი, იცხოვრე იმ ღირებულებებით, რომელსაც სახელმწიფო გაწვეთებს და არ გაბედო საჯაროდ წუწუნი იმაზე, რომ ამ სისტემაში არ ხარ ბედნიერი. ნობელის პრემია რომ გაქვს დემოკრატიისთვის, მაგრამ ,,წუწუნის გამო" ციხეში ზიხარ...

Quote

ინფორმაციის შეკავების შოკისმომგვრელ ფორმას მიმართა ჩინეთის მთავრობამ, როცა 2010 წელს ჩინელი ადვოკატი ლიუ სიაობუ დემოკრატიაში შეტანილი წვლილისთვის ნობელის პრემიით დააჯილდოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჩინურენოვან მედიასა და ინტერნეტპორტალებზე საერთოდ არ გაშუქებულა. CNN-ის მაუწყებლობა, რომელიც შეძლებულთა ოჯახებში და სასტუმროებში აღწევდა, დაიბლოკა. მობილურ ტელეფონებზე კი გზავნილების გაგზავნა, რომლებიც სიაობუს სახელს შეიცავდა, შეუძლებელი იყო. ჩინეთის მთავრობამ ლიუს მეუღლეს სატელეფონო და ინტერნეტკონტაქტები შეუზღუდა და გააფრთხილა, რომ მედიასთან და მეგობრებთან კონტაქტი არ ჰქონოდა. მას შემდეგ, რაც მეუღლე ციხეში მოინახულა, ის შიდაპატიმრობაში დატოვეს. გარდაუვალი ხდებოდა, რომ დაჯილდოვების შესახებ ინფორმაცია მაინც გასაჯაროვდებოდა, ამდენად, ჩინეთის მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში ის მკრეხელობად (blasphemy) შეფასდა.


ისე კი ვიმუშავებდი პროპაგანდისტად, კარგი გასართობია:

Quote

მიუხადავად იმისა, რომ მთავრობას არ შეუძლია ჩინეთში ყველა მედია საშუალების კონტროლი, ჩინეთის კომუნისტურ პარტიას (CCP), პროპაგანდის ბევრი საშუალება აქვს. პარტიის პროპაგანდის ცენტრალური დეპარტამენტის დღის წესრიგში შემდეგი საკითხები შედის:

  • თეორიული მუშაობა;
  • ახალი ამბების მედია;
  • პოლიტიკული აზროვნების სამუშაო (political thought work);
  • ლიტერატურისა და ხელოვნების წრის მენეჯირება;
  • მორალური სტანდარტების დაწესება;
  • სულიერი ცივილიზაციის შექმნა  - ევფემიზმი რბილი პროპაგანდისა და რბილი სოციალური კონტროლის ახალი ეპოქის დასაწყებად.

სულიერი ცივილიზაციის შექმნა მიმზიდველად ჟღერს :uyhuhu:

Quote

რამდენი ვინი პუჰის და ბეტმენის დინამიური დუოთი გაფორმებული სასკოლო ჩანთის დაწვა მოუწევდათ.

არ მგონია, რაციონალური ხალხია, დაწვის ნაცვლად, ექსპორტზე გაუშვებდნენ.

ვინი კიდევ ჯანდაბას, ფროზენის ელზასაც კი მიადგნენ.

დისნეიც მშვენივრად თანამშრომლობს კომუნისტურ ჩინეთთან. აგერ შარჟი.

 

Share on other sites

  • ფორუმელი

 ფეიქია მონოლითური დიადი ჩინეთი, ერთი დიდი მსუქანი მეწველი ძროხაა, რომელიც დასავლური გეოპოლიტიკური  თამაშების შედეგად შეიქმნა და იარსებებს, სანამ ეს ინტერესები არ შეიცვლება. 

გარდა იმისა, რო კლანებადაა დაყოფილი მთელი ჩინეთი, ძირითადი სავაჭრო პარტნიორები, კაპიტალი მთლიანად დასავლურია. თუ დაკარგავენ ინტერესესს დასავლეთში, ჩალპებიან ეგენიც. აანუ ჩინეთის წარმატება ან წარუმატებლობა უფრო ევროპა/ამერიკის სტრატეგიული თამაშის ნაწილი ვიდრე დამოუკიდებლად მნიშვნელოვანი ფაქტორი. 

ჩინური შეარაღება და სამხედრო სიძლიერე სრული ბულშითია. სსრკც იყო და აღარაა

 

თუმცა ეს გლობალური მოთამაშეებისთვის. 

ეს არ ნიშნავს, რომ გურჯისტანს შეუძლია დააიგნოროს ჩინური გავლენა და ინტერესები. ამერიკის ახლანდელი ელჩი -  კელი დეგნანიც იძახდა სენატში მოსმენისას, რომ თბილისში ჩინური გავლენა ძლიერდება და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოც  საუბრობდა ჩინურ გავლენაზე კავკასიაში.  :smoking:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
7 საათის წინ, Darkness said:

ფაქტების კონსტატაციას, მონდომება არ სჭირდება.

გაგიკვირდება მაგ პირობებშიც კი რამდენად იშვიათი მოვლენაა.

7 საათის წინ, Darkness said:

დისნეიც მშვენივრად თანამშრომლობს კომუნისტურ ჩინეთთან.

მე პირადად ბევრად უფრო მშვიდად ვარ როცა for-profit ბიზნესი ტრაკს არ ათამაშებს იდეოლოგიებზე და მშვიდად არის ორიენტირებული მოგებაზე.

მაგხელა კორპორაცია ასეც საშიშია და ისეც მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო ადვილი საწინასწარმეტყველებია მათი სვლები.

 

 

4 საათის წინ, Moor said:

ჩინური შეარაღება და სამხედრო სიძლიერე სრული ბულშითია.

ეს ფარული ინფო არ არის ალბათ. ყველგან არის ხოლმე გამოჭენებული ამერიკის შეიარაღების ბიუჯეტი რომ შემდეგი 25 ქვეყნის ჯამზე მეტია.

4 საათის წინ, Moor said:

კელი დეგნანიც იძახდა სენატში მოსმენისას, რომ თბილისში ჩინური გავლენა ძლიერდება და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოც  საუბრობდა ჩინურ გავლენაზე კავკასიაში.

ნეტა უფრო რა სფეროებში აფათურებენ პროდუქტიულ ხელებს.

Share on other sites

1 საათის წინ, Damnoc said:

ეს ფარული ინფო არ არის ალბათ. ყველგან არის ხოლმე გამოჭენებული ამერიკის შეიარაღების ბიუჯეტი რომ შემდეგი 25 ქვეყნის ჯამზე მეტია.

უსა არის მზად ბირთვულ შეტევას გაუძლოს? ჩინა არის. ბოლო 30 წელიწადში აშენებულ ყველა ცათამბრჯენს ბომბაუბეჟიშე აქვს, კაპიტალურად არიან მომზადებული ომისათვის. შარშან ბაქტერიოლოგიური შეტევისათვის მზადყოფნა დაადასტურეს. თქვენ რომ კოვიდს ეძახით ჩისტა სამხედრო წვრთნა იყო ეგ. მურიცამ და იევროპამ სცადეს წაბაძვა მარა სიფათი გასძვრათ.

 

მოკლედ გძინავ ბრატსი.

 

რიკენდმორტის უყურეთ აგიხსნიან რა შეიძლება მოუვიდეს დიდბიუჯეტიან არმიას დეფოლტის პირობებში.

Share on other sites

  • ფორუმელი

რა ბირთვული იარაღი :lol:  ბირთვული არსენალი საბჭოთა კავშირსაც ქონდა, მაგრამ დაიხურა ეგ პროექტი და ევროპის  მეორადების გასაღების ფუნქციას ასრულებენ დღეს რუსები. 

იგივე იქნება ჩინეთზეც. უბრალოდ გადავა  დასავლური კაპიტალი სხვაგან და ჩაკვდებიან . 

 

დღესაც რომ მიუშვას კიარადა აუშვას ამერიკამ, იაპონია ცემს მარტო :smoking:

@t-90 სად დაიკარგე შენ

 

 
Share on other sites

@Moor

ნაცარს ნუ იყრით თვალში. ცუდად მთავრდება ეგ გართობა. სავოკთან შედარება უადგილოა. 

28 minutes წინ, Moor said:

დღესაც რომ მიუშვას კიარადა აუშვას ამერიკამ, იაპონია ცემს მარტო

კაკრას ეხლახანს დადეს რაღაც პაქტი. იაპონიასთან, ავსტრალიასთან და ოკეანიას ეძახიან მგონი მაგათ შორის კუნძულები რომაა. ავსტრალია გამიკვირდა tbh. ისტორიულად უკიდურესად ანტიჩინურად იყვნენ განწყობილი. დაჟე ეგენიც მიხვდნენ რომელ ლაგერში ჯობია.

 

ვოპშემ 35-ში დამთავრდება გადანაწილება. მანამდე უნდა გაძლოთ როგორმე :].

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, შერხან II said:

@Moor

ნაცარს ნუ იყრით თვალში. ცუდად მთავრდება ეგ გართობა. სავოკთან შედარება უადგილოა. 

კაკრას ეხლახანს დადეს რაღაც პაქტი. იაპონიასთან, ავსტრალიასთან და ოკეანიას ეძახიან მგონი მაგათ შორის კუნძულები რომაა. ავსტრალია გამიკვირდა tbh. ისტორიულად უკიდურესად ანტიჩინურად იყვნენ განწყობილი. დაჟე ეგენიც მიხვდნენ რომელ ლაგერში ჯობია.

 

ვოპშემ 35-ში დამთავრდება გადანაწილება. მანამდე უნდა გაძლოთ როგორმე :].

 

https://apnews.com/article/virus-outbreak-australia-tokyo-india-china-066298a2f944f6a47a5e12899fb3b240

US, Australia, India, Japan to discuss China’s growing power

 

 

https://www.ft.com/content/6d1f3280-c225-4893-a5b0-e79d3e208e81

Japan treads a careful path in its dealings with China

 

https://www.abc.net.au/news/2020-11-18/china-warns-australia-over-new-defence-pact-japan/12894798

 

China warns Australia and Japan over new defence pact, pledges countermeasures

 

Australia-Japan pact heightens China’s ‘regional NATO’ fear https://asiatimes.com/2020/11/australia-japan-pact-heightens-chinas-regional-nato-fear/

 

https://www.theaustralian.com.au/commentary/canberra-and-tokyo-together-can-find-right-path-on-china/news-story/3ae8dabddae1990ebb72cd318fa23138

 

Canberra and Tokyo together can find right path on China

 

China warns Australia and Japan over 'confrontational' new defence pact

 

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share