Jump to content
×
×
  • Create New...

სოფლელი გოგოები


Damnoc
 Share

Recommended Posts

27 minutes წინ, Seth said:

თუ არ დაინტერესებულხართ ამ თემაზე კომენტარს როგორ აკეთებთ? 

შვილების თაობას ვაფასებთ თემაში და არა მამების))

ვერც ასე ხელაღებით ვიტყოდი, რომ მათი მამები სოფლიდან იყვნენ... ახლანდელ CEO-ებს არ ეტყობოდათ ,,პროვინციული ფესვები". 

ისე, რამდენი თაობით თბილისელი უნდა იყოს შვილი, მამის სოფლელობა ვინმესთვის დასაცინი, ან, საერთოდ, წამოსაძახებელი რომ არ გახდეს?

33 minutes წინ, Seth said:

ნეტა რატომ?

საზოგადო მოღვაწის შვილს ან შვილიშვილს, პირველ კურსზე, კარგი სამსახურის პოვნის მეტი შესაძლებლობა რომ ექნება, ვიდრე მე, არცაა გასაკვირი. ბავშვობიდანვე პერსპექტიულ წრეში ტრიალებს...

Share on other sites

  • ფორუმელი

@Seth

საერთოდ ვერაფერი ვერ გავიგე რაზეა თემა. ხან უხცოეთში სწავლაო, ხან CEO, ხან წიწკვებს რომ ბიძერები დღნამენო.

რაზე მიდის კამათი ბოლო-ბოლო?

@Eric

სენიორ ერიკ ვერ თქვენი ველურების მკველელების თემასაც ვერ ჩავწვდი.

ვბერდები თუ რა ხდება?

Share on other sites

  • ფორუმელი
42 minutes წინ, Darkness said:

შვილების თაობას ვაფასებთ თემაში და არა მამების))

ვერც ასე ხელაღებით ვიტყოდი, რომ მათი მამები სოფლიდან იყვნენ... ახლანდელ CEO-ებს არ ეტყობოდათ ,,პროვინციული ფესვები". 

ისე, რამდენი თაობით თბილისელი უნდა იყოს შვილი, მამის სოფლელობა ვინმესთვის დასაცინი, ან, საერთოდ, წამოსაძახებელი რომ არ გახდეს?

ერთით მეტია მთავარი. :D

მინიმუმ 2 თაობით. :D

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Darkness said:

შვილების თაობას ვაფასებთ თემაში და არა მამების)

ვერ განაცალკევებ ამას.

2 საათის წინ, Darkness said:

ვერც ასე ხელაღებით ვიტყოდი, რომ მათი მამები სოფლიდან იყვნენ.

აბა არ ვიციო? გვატყუებთ რაღაცას…

2 საათის წინ, Darkness said:

ახლანდელ CEO-ებს არ ეტყობოდათ ,,პროვინციული ფესვები". 

ანუ თქვენ ვერ შეატყეთ? ჰმ, საოცარია

2 საათის წინ, Darkness said:

მამის სოფლელობა ვინმესთვის დასაცინი, ან, საერთოდ, წამოსაძახებელი რომ არ გახდეს?

Hate to break it to you მაგრამ თუ საერთოდ ვინმეს დავცინით, “ქალაქელებს” უფრო დავცინით, ვიდრე სოფლელებს აქ.

2 საათის წინ, Darkness said:

ისე, რამდენი თაობით თბილისელი უნდა იყოს შვილი

რთულია თქმა, ზოგ შემთხვევაში 5 თაობაც კი არ ჰყოფნის. იმჰო, სტანდარტულ შემთხვევაში მინიმუმ მესამე.

2 საათის წინ, Darkness said:

საზოგადო მოღვაწის

ბრრრრ….

2 საათის წინ, Instance said:

საერთოდ ვერაფერი ვერ გავიგე რაზეა თემა.

განსხვავება ე.წ. დრაივში სოფლელებსა და ქალაქელებს შორის.

Share on other sites

3 საათის წინ, t-90 said:

მინიმუმ 2 თაობით.

სიამოვნებით გავცვლიდი ჩემს ოთხი თაობით თბილისელობს ნიუ იორკში, ლონდონში ან ბერლინში ჩამოთრეულობაზე :user: 

2 საათის წინ, Seth said:

აბა არ ვიციო? გვატყუებთ რაღაცას…

ვვარაუდობ, კარგ თანამდებობას და დიდ ქონებას, ჩვეულებრივი ,,გლეხები" ვერ აგროვებენ.

2 საათის წინ, Seth said:

ანუ თქვენ ვერ შეატყეთ? ჰმ, საოცარია

არა, მარტო შეტყობა არ არის.

სპეციალურად, თქვენთვის, ახლა, მათი ფბ-ები დავსქროლე.

ეს CEO-ები სულ მცირე, საბურთალოზე აღიზარდნენ. 

ჩემსა და მათ შორის განმასხვავებელ ფაქტორებსაც ჩავუყევი.

ჰოდა, პირველკურსელ დარქნესასა და მათ შორის ძირითადი განსხვავება იყო:

კარგი სკოლა (კომაროვი, ვეკუა), ინგლისური, სულ მცირე C1 დონეზე. ძვირიან უნიში სწავლის შესაძლებლობა. Confidence და ამბიცია, რომ ლიდერები იქნებიან. 

პირველ კურსზე, ისტორიის ლექტორმა გვითხრა: თქვენ ალფები ხართ, თსუს სტუდენტები ომეგებიო. მაშინ კი მივხვდი, რომ, მთლად, საჩემო უნიში არ ვიყავი. 13წელია ეგ ფრაზა მახსოვს, თუმცა იმ კურსელებს რომ ვუყურებ, მართლაც, ,,ალფურ" პოზიციებზე არიან დღეს.

ფულის გარეშე, ჭკვიანებსაც გადავხედე და მანდ, უმთავრესად, Determination და შრომაა. თუმცა ამ Determination-ის გამომუშავების ფაქტორიც საინტერესოა. ჭკვიანია, per se. თუ ბავშვობიდანვე, ოჯახის სწორმა პოზიციამ, ჩააგონა, რომ სწავლისა და შრომის გარეშე, ვერაფერს მიაღწევს. +დამატებით რამდენად ზრუნავდა ოჯახი ბავშვის უნარის განვითარებაზე, ეგეც მნიშვნელოვანია... სანამ შორს წავედი, გავჩერდები.

Share on other sites

  • ფორუმელი
19 minutes წინ, Darkness said:

სიამოვნებით გავცვლიდი ჩემს ოთხი თაობით თბილისელობს ნიუ იორკში, ლონდონში ან ბერლინში ჩამოთრეულობაზე :user: 

მე ცოტა რთულად მაქვს საქმე.

დიდი ბაბუა საუკუნის დასაწყისში დაფუძნდა, მერე გააძევეს, მერე ბაბუაჩემი დაქამბექდა. :D

დიდ ქალაქებს არ გირჩევ. :D

20 minutes წინ, Darkness said:

ეს CEO-ები სულ მცირე, საბურთალოზე აღიზარდნენ. 

ხო ნუ ეს იმ დროს ჭრიდა. ეხლა აიზილა მანდაც.

20 minutes წინ, Darkness said:

კარგი სკოლა (კომაროვი, ვეკუა), ინგლისური, სულ მცირე C1 დონეზე. ძვირიან უნიში სწავლის შესაძლებლობა. Confidence და ამბიცია, რომ ლიდერები იქნებიან. 

კომაროვსა და ვეკუაში არც განსაკუთრებული რაოდენობის სიიოები მახსოვს ჩემ თაობაში (2005 გამოშვება) რამდენიმე არიან პრინციპში. დანარჩენი ხო. ზოგი ამერიკაშია, ზოგი რუსეთში და ზოგი კიდე ევროპაში.

თუმცა ყველა კაი ადგილასაა მომჯდარი.

22 minutes წინ, Darkness said:

პირველ კურსზე, ისტორიის ლექტორმა გვითხრა: თქვენ ალფები ხართ, თსუს სტუდენტები ომეგებიო. მაშინ კი მივხვდი, რომ, მთლად, საჩემო უნიში არ ვიყავი. 13წელია ეგ ფრაზა მახსოვს, თუმცა იმ კურსელებს რომ ვუყურებ, მართლაც, ,,ალფურ" პოზიციებზე არიან დღეს.

იესემი? :D

მაგათ ჰქონდათ თავში ავარდნილი. :D

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი

მეათე კლასში გადავედი ქუთაისის ჰუმანიტარულ ლიცეუმში, მალევე ქართულის გაკვეთილზე ბოლოს რა წაიკითხეთ და რა მოგეწონათო რომ იკითხა მასწმა, ჩაილდ ჰაროლდის მოგზაურობა მქონდა წაკითხული როგორც ჩანს და აღვნიშნე პატარა მონოლოგით ჩემი რიგი რომ მოვიდა. მახსოვს მისი რეაქცია რაც არასდროს დამავიწყდება: რას ვიფიქრებდი თუ სოფლელი ბავშვი აწ ყველას გაჯობებდათო.

ამ დროს ჩემი სოფელი ქუთაისიდან 5 კმ შია. ძალიან იმოქმედა ამან მაშინ ჩემზე.

მალევე, მეორედ სექტემბრის ბოლო იყო, პარასკევი დღე აი ძალიან კარგად მახსოვს, ერთ-ერთი სკოლიდან გადმოსული საუკეთესო მოსწავლე ბიჭი და მისნაირი ჩემი კლასელი ვარსკვლავთნიჭუნები დანებით რომ შევაიარაღე და მერხების ფხეკვის პროცესში რომ ნახა მაშინ მითხრა, შენნაირი გოგოები იშვიათია, ბიჭივით მოხერხებული და ჭკვიანი ხარო. არც ეგ მესიამოვნა იმიტომ რომ ისევ უცხოდ მაგრძნობინა თავი.

 

ახლაც, სადაც არ უნდა წავიდე, ყველაზე მარტივად ადაპტირებას და კონტაქტების დამყარებას მე ვახერხებ, უცხოდ ყოფნის კომპლექსი მაქვს როგორც ჩანს და ეს უნარი გამომიმუშავდა. ეს ორი დღე მეფიქრებოდა ამ თემაზე და ამ დასკვნაზე გავედი. ამიტომ არავიზრ ნაკლები არ ვარ თუ მეტი არა - ეგ შემართებაც რეაქციაა "შენ უცხო ხარ" დამოკიდებულებაზე!

თბილისელმა მეზობელმა რომელიღაც ქუჩაზე რომ თქვა არ ვიცი სად არისო და ავუხსენი, დაირცხვინა და შენ სოფლელი ხარ ჩამოსული და თქვენ ყველაფერი გაინტერესებთო, არა და ახსნისას დავფიქრდი მერე რამე ცუდად ვუთხარი ეს რეაქცია რატო ქონდა თქო, მივხვდი რომ თავად გაუტყდა და თავდაცვის მიზნით წამკბინა თავისი ჭკუით. კი მიიღო კაი პასუხი და შებრძანდა სახლში სახეალეწილი მაგრამ ფაქტია წამოროშა. ასეთი სასტიკები სოფლელები არ ვართ ხოლმე. ან კი და ვერ ვხვდები.

 

 

 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
42 minutes წინ, Darkness said:

ვეკუა

:lool:

ვეკუა კარგ სკოლად თუ ითვლებოდა არ ვიცოდი მათემატიკურცი 

ჩემს თვალწინ იწრთობოდა ვეკუას ფოლადი :lool:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   214 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 213 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • YandexBot(1)