Jump to content
×
×
  • Create New...

სოფლელი გოგოები


Damnoc
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

საინტერესო ფენომენია, თუ დაკვირვებიხართ, როცა რაღაც ახალ გარემოში ხვდება ადამიანი, რამდენად მოიქოქებიან ხოლმე ამ ახალ გარემოში საკუთარი თავის დასამკვიდრებ-წარმოსაჩენად.

მაგალითად, ერთერთი რაც უკვე იმდენჯერ ვნახე რომ წესად შემიძლია ჩამოვაყალიბო: თუ გოგო ყოველდღე, უკლებლივ, არის რაღაც ახალ კოპოზიციაში გამოპრანჭული, თავისი სამკაულებით, ფერების შეხამებით, მაკიაჟით, დ.ა.შ. თითქმის გარანტირებულია რომ რამე პატარა დასახლებიდანაა.

თუ გოგო იმენა თავს აკლავს რაღაცას, სწავლას, კარიერას, დ.ა.შ. აგრეთვე, უდიდესი ალბათობით, ჩამოსულია.

დელტა რაც უფრო დიდია, ანუ რაც უფრო პატარადან რაც უფრო დიდშია ჩამოსული, მით უფრო იჩენს ეგ ფენომენები თავს.

მსოფლიო ალბათ მოფენილია ამ ეტაპზე მდედრებით რომლებიც რაღაც პატარა გაღლეტილი სოფლიდან წამოვიდნენ და ყველაფერი გადაიტყავეს სანამ რაღაც კარგ თანამდებობაზე არ მოხვდნენ ევროპაში მაგალითად.

ანუ, დაჟე მაგასაც კი თითქმის გარანტირებულად ვიტყოდი რომ მაგალითად მსოფლიოს რომელიმე დიდ კომპანიაში თუ რომელიმე მაღალი პოზიცია ქართველ მდედრს უჭირავს, ხო ვითომ გეფიქრება ადამიანს რომ ვიღაც მდიდარი ოჯახის შვილია და პრივილეგიამ გაჩითა, ნწუ, გადაყრუებული სოფლიდან წამოსული გოგოა ბევრად უფრო დიდი ალბათობით.

ერთ კითხვას რასაც აჩენს არის რომ ამ ეფექტს მე რატომ ვერ ვამჩნევ მამრებში? ზოგადად მამრების ანალიზით რომ არ ვარ დაკავებული იმიტომ? თუ მართლა ბევრად უფრო სუსტი ფენომენია იქ?

მეორე, ბევრად უფრო დიდი კითხვა არის რომ, ეს დრაივი, მოქოქვა, ლტოლვა, ოდესმე არის ისეთი რომ არც სოც. ტრავმიდან მოდიოდეს და არც კომპლექსიდან?

ანუ უკომპლექსო და კარგად სოციალიზებულ ადმიანს უნდება ევერსტზე მოფსმა?

Edited by Damnoc
Share on other sites

  • ფორუმელი

@Damnoc

ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ახლა სოფლელი ქალი ვარ და ოდესღაც სოფლელი "გოგო" ...

არც ერთ თქვენს ჩამოთვლილს არ ვაკმაყოფილებდი არასოდეს. . . .

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, ASIA said:

არც ერთ თქვენს ჩამოთვლილს არ ვაკმაყოფილებდი არასოდეს

"მოქოქილი გოგოების დიდი ნაწილი სოფლიდანაა" არ არის ლოგიკური ექვივალენტი "ყველა სოფლიდან წამოსული გოგო მოქოქილია"-სი :damnoc:

Share on other sites

  • ფორუმელი

ყველანი სოფლელები ხართ 

 

რომ ვამბობ, ეს უაზრო მაკიაჟი ბანძობაა

(მე არა)

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
26 minutes წინ, Damnoc said:

ანუ უკომპლექსო და კარგად სოციალიზებულ ადმიანს უნდება ევერსტზე მოფსმა?

ყველა სოფლელს გვაქვს ანუ კომპლექსი სოფლელობის? 

ცნობისმოყვარე ხალხი ვართ დამნუშ სოფლელები, სიცოცხლეც მგონია რომ უფრო მეტია ჩვენში ვიდრე ურბანულ სივრცეში გაზრდილ ადამიანებასი, სტერილურ გარემოში არ ვართ გაზრდილები თამაშის წილი დიდია ჩვენ ცხოვრებაში და თამაში დრაივის გარეშე არ არსებობს. დიდუბეში რომ ჩავჯექი ტაქსიში უკვე უზარმაზარი რუკა მქონდა გადაშლილი უკან და ვტრეკავდი სად მივდიოდი. შევჭამე მძღოლი.ერთ თვეში და ახლა მით უმეტეს ბევრ თბილისელზე უკეთ ვიცნობ თბილისს თავისი ქუჩებით და ბევრი სხვა დეტალით. და მხოლოდ თბილისზე არაა საქმე. ზოგადად ეს ცნობისმოყვარეობა სოფლელებს უფრო მაღალზე გვაქვს რა. ეგაა ბევრი რამის მიზეზი.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Mulan

ასეთი სოფელიც ბევრი ვიცი სოლოლაკში ან ვაკეში რომ აქვს ნაქირავები ერთი ოთახი და მის იქით აღარ გაუვლია და თბილისელიც, რომელსაც თავისი ლოკალური საჭიროებების იქით აღარ ჰგონია და არ აღიარებს თბილისს

პირადად მე, ფეხით ბოდიალს ბევრ დროს ვუთმობ, მსიამოვნებს უბრალოდ

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

აზზე არ ვარ წარმატებული სოფლელების სტატისტიკის.

არი შანსი რომ თვალში გხვდებიან პროსტა. ნუ ტიპა თავისი სპეციფიკაციით.

რამოდენიმე რომ გამახსოვრდება მერე თვლი რომ ძირითადად ეგრეა. xz..

Share on other sites

1 საათის წინ, Damnoc said:

თუ გოგო იმენა თავს აკლავს რაღაცას, სწავლას, კარიერას, დ.ა.შ. აგრეთვე, უდიდესი ალბათობით, ჩამოსულია

სად ავცდი "ტრენდს" :D

დედაქალაქებში, საშუალო ან მდიდარი კლასის ოჯახის შვილებს განვითარების მეტი შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე "სოფლელებს". სხვა ,,ბაგაჟს" აძლევს ოჯახი და ფული. ბაკალავრ-მაგისტრატურიდანვე უცხოეთში წავა და იქ იქნება ,,ჩამოსული". ბევრი წავიდა კიდეც...

აქ, ვინც რჩება იმ ხალხით აფასებ. სოფლიდან დედაქალაქში ჩასვლა კი გიაქტიურებს თვითგადარჩენის რეფლექსს. თუმცა, ერთეულებზე აგებ ტრენდს. მასობრივად, სოფლიდან ჩამოსულთა წარმატების სტატისტიკა არ მგონია თბილისეთა სტატისტიკისგან, დიდად, განსხვავდებოდეს. წარუმატებლობის განსაკუთრებით.

1 საათის წინ, Damnoc said:

თუ მართლა ბევრად უფრო სუსტი ფენომენია იქ

პრინციპში, არა. მეც ბევრი მხვდება რეგიონიდან, თუმცა თბილისელი ბესთები ევროპაში და აშშ არიან და მათი ადგილი ხომ უნდა დაიკავოს ვინმემ?!

თან სფეროსაც გააჩნია.

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share