Jump to content
×
×
  • Create New...

ბოდიში


 Share

Recommended Posts

2 minutes წინ, Vermillion said:

შთაბეჭდილება დამრჩა, რომ silver spoon-ების დეპრესიაა.

მატერიალურად ეგენი ყველა სილვერსპუნია ჩვენთან შედარებით. სოციალური წნეხი მაინცდამაინც სიღარიბეს და პოლისმენის წიხლს არ ნიშნავს. ვობშემ არაა ეფ შენი თემა. ჰიპერსენსი სჭირდება, სოციუმს უნდა გრძნობდე, ისე ვერ გაიგებ.

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, CHAOS said:

სოციუმს უნდა გრძნობდე

მმ, ჩამოყალიბდი რომელი პერსპექტივიდან გეკამათები თუ ჯერ ვერ?))

კომფორტული მდგომარეობაა საკუთარი უმოქმედების სოციალურ პროტესტად აღქმა და რებელობის განწყობით დაძინება. ტკბილეულს შეჭამ, სოც. ქსელში დააშეარებ და სამოქალაქო აქტივიზმის თვითკმაყოფილი განცდით დაიძინებ. სისტემას დაუპირსპირდი, სანამ მშობლები ან სახელმწიფო გარჩენს, რა უჭირს. ტკბილია საკუთარი განსხვავებულობის განცდით დაძინება))

Share on other sites

@Vermillion

რა ვერ გაიგე მეგობარო ჰიკი ცვლის კომუნიკაციის პრინციპს. სახელმწიფო წყობას და ცარ ბატუშკას კლანს არა. ის ვაბშე სხვა ეტაპია.

 

images?q=tbn:ANd9GcS4dDEvYzd7vYitMnx8S_V

Share on other sites

@Vermillion გავიგე გენც. მოლოტოვის კოქტეილით თუ არ დარბიხარ რებელი არ ხარ. ყველა სოც ცვლილება მთავრობიდან მოდის.

 

კიდევ გქონდა რამე თეზისები?

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, CHAOS said:

მოლოტოვის კოქტეილით თუ არ დარბიხარ რებელი არ ხარ. ყველა სოც ცვლილება მთავრობიდან მოდის.

:D სწორხაზოვანი მკითხველი ხარ)) დაიკიდე.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Vermillion said:

შთაბეჭდილება დამრჩა, რომ silver spoon-ების დეპრესიაა.

კი, ეგრეა, საკუთრივ ჰიკი როგორც წესი, ინფანტილური ტიპების დეპრესიაა საშუალო და ზედა საშუალო კლასიდან.
ჩვეულებრივი მუქთახორობაა. :) 

ნახე, რა საინტერესო რამეს ამბობს ერთ-ერთი ჰიკიკომორი:
"მე ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ჩემმა მშობლემა მიბიძგეს იმ მიმართულებით, რომელიც არ მინდოდა. მამაჩემი არტისტია და თავისი ბიზნესი აქვს, უნდოდა, რომ მეც იგივე მეკეთებინა". მაცუ პროგრამისტობაზე ოცნებობდა, ის ჰიკიკომორი მშობლებთან კამათის შემდეგ გახდა.

https://tabula.ge/ge/news/612805-hikikomori-iaponiis-dakarguli-taoba


ანუ ახალგაზრდა ჯან-ღონით სავსე კაცი, რომელიც 24 საათი კომპიუტერს მისჩერებია პროგრამირებას ვერ სწავლობს იმიტომ, რომ მამამ როგორღაც, ცუდად უბიძგა :) 

ეს ბანალური სისუსტე და უუნარობაა.
ეს ადამიანები მხოლოდ სოციალურ ცხოვრებაზე კი არ ამბობენ უარს, არამედ საერთოდ განათლების მიღებასა და ინტელექტუალურ შრომაზეც.

იმისთვის, რომ პროტესტს აზრი ჰქონდეს, მისი ბირთვი უნარიანი და განათლებული ადამიანებისგან უნდა შედგებოდეს. ამბოხება შეიძლება მხოლოდ ასეთი ადამიანებისა, უმწეო და უუნარო არსებების გაქცევა კი ამბოხება არ არის - მათ უბრალოდ, სხვა გზა არ აქვთ.

რადგან დოსტოევსკი უკვე ვახსენე, მისი კიდევ ერთი ნაწარმოების, "ეშმაკნი"-ს პერსონაჟ კირილოვს გავიხსენებ, რომელიც პროტესტის ყველაზე რადიკალურ ფორმას მიმართავს - თვითმკვლელობას. :) 
 
მხოლოდ ეს "ლოგიკური თვითკმვლელობაა": იგი თავს იკლავს არა იმის გამო, რომ  ვქვათ, ფული წააგო კარტში, ან მისი სიყვარული უპასუხოდ დარჩა და საერთოდ, სიცოცხლე და ადამიანად ყოფნა უკვე გაუსაძლისია, რაკი იგი ვიღაცის ან რაღაცის მონაა, რაკი სხვა გზა არ აქვს, არამედ მხოლოდ იმის გამო, რომ "ეს მისი იდეაა":
"თავს ვიკლავ იმისთვის, რომ დავამტკიცო ჩემი დაუმორჩილებლობა, ჩემი ახალი და საშინელი თავისუფლება".  :) 

იმას როდი ვამბობ, რომ მასობრივად ტყვია უნდა დავიჭედოთ თავში (თუმცა რიგ შემთხვევებში არც ეს არ იქნებოდა ურიგო).
აქ უბრალოდ თვითმკვლელობის ერთ-ერთ სახეზეა საუბარი თვალსაჩინოებისთვის.
რაც ზემოთ ვახსენეთ, ესე იგი განათლებული და უნარიანი ადამიანის "ჩასვლა მიწისქვეშეთში", ისიც ლოგიკური თვითმკველობაა - სოციალური თვითმკვლელობა, როგორც პასიური პროტესტის უკიდურესი ფორმა. :)  

 

Edited by Alfred Albion
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share