Jump to content
×
×
  • Create New...

Alfred Albion

ფორუმელი
  • პოსტი

    1,058
  • რეგისტრაცია

  • სტატუსი

6 Followers

ჩემ შესახებ

  • სქესი
    მამრობითი

ვინ დაგათვალიერა

გამორთული გაქვს სხვებისთვის შენი პროფილის მნახველთა სიის ჩვენება

  1. პატივცემულო ტანკო! დასაწყისში ევგენიკის საკითხი წამოჭრა ჩიგურმა მეზობელ ფორუმზე გამოთქმული მოსაზრებების გამო. ეს დისკუსიაც, თუ სწორად მახსოვს, სწორედ ამას მოჰყვა. თორემ სახლში ვისაც რა უნდა, ის აკეთოს, კაცო! :დდ არავის პირადი ცხოვრება არ მაინტერესებს და არც არავის პირადულს არ შევხებივარ. განზოგადებულად ვმსჯელობ საკაცობრიო მნიშვნელობის საკითხზე. :დ
  2. ნამდვილად! ზოგჯერ კი ისეც ხდება, რომ ავადმყოფი მშობლები ძალზე ჯანსაღ და ძლიერ შთამომავლობას იძლევიან. ხალხი აცრას არ იკეთებს და არათუ გენმოდიფიცირებულ, არამედ ჰიბრიდულ სიმინდსა და კარტოფილსაც კი არ ჭამს. შიშობენ, რომ გენეტიკური კოდი შეეცვლებათ. ვერც შეედავები დიდად. აქვთ ამგვარი სიფრთხილისა და შიშის ლეგიტიმური უფლება. მაგრამ იგივე ხალხი რომ კაცობრიობის გენეტიკურ გაუმჯობესებაზე თამამად საუბრობს და ადამიანებს ერთმანეთზე ხეხილივით ამყნობს, აი, ამას რა უნდა ვუწოდოთ, ეს კი ვერაფრით ვერ მომისაზრებია. :დ
  3. თუნდაც შიზოფრენიას. ცნობილი შიზოფრენიკები: ჯონ ნეში - ამერიკელი ნობელიანტი მათემატიკოსი, უმნიშვნელოვანესი ადამიანი თამაშთა თეორიისთვის. სიდ ბარეტი - პინკ ფლოიდის სული და გული. ალბერტ აინშტაინის ერთ-ერთ შვილსაც შიზოფრენია ტანჯავდა. ალბათ, გენეტიკური მემკვიდრეობა იყო. და ვინ მოთვლის, რამდენი კიდევ! :დ რა ვიცი... სულო და გულო, აირჩიე, ვისი რა სიგიჟეც გინდა, სავსეა ნეტი ინფორმაციით. :დ თუ გნებავთ სხვა, არაფსიქიკური დაავადებები განვიხილოთ: აი, სტივენ ჰოკინგი მაგალითად, როგორ გაატარა თითქმის მთელი ცხოვრება. კაცობრიობის გენეტიკური სიწმინდისთვის ალბათ აჯობებდა, რომ ისიც არ დაბადებულიყო საერთოდ. იქნებ, სხვა გიჟებისაც უბრალოდ, არ გესმით? რის საფუძველზე ახარისხებთ გიჟებს მაღლებად და დაბლებად, თუ მაღლებისა არ გესმით?
  4. გენიალური ადამიანების ძალზე დიდმა ნაწილმა, რომელთა ქმნილებებმაც წინ წასწიეს კაცობრიობა, ეფემერულად იცხოვრა პეპელასავით. გენიოსების უმეტესობა კი სიგიჟის ზღვარზე ცხოვრობს. :დ თემაში გამოთქმული მოსაზრებებით, ამ გენეტიკური წინდახედულობითა და შორსმჭვრეტელობით საერთოდაც არ უნდა გაჩენილიყვნენ.
  5. როცა ევგენიკის გენიალურ თეორიებს თხზავდნენ, ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგიები ჯერ კიდევ არ იყო განვითარებული. გენეტიკურად გაუმჯობესებული კაცობრიობის მისაღებად მცირე რაოდენობის ზეადამიანების გენეტიკური მასალა იქნება საჭირო. ამ მასალის საფუძველზე სინჯარაში გაზრდილ ემბრიონებს უბრალოდ, სუროგატ დედებში გადაიტანენ. ანუ ქალებს კიდევ გაუმართლათ - ჭურჭლის ფუნქციას მაინც შეასრულებენ ახალი სრულყოფილი რასისთვის. აი, კაცების უმეტესობა კი უბრალოდ ფუნქციას დაკარგავს, სასუქად თუღა გამოდგება. იფიქრეთ ამაზე :დ
  6. ეგ არ დავწერე? აბა, ტიტველ თავადიშვილებს სინჯავდნენ აბანოებში? :დ ხოლო რამდენი დამთხვეული, გონჯი და კიდევ ათასი ღირსებით შემკული "კაი ოჯახის შვილისთვისაც" გაუტანებიათ შველივით ქალი, იმდენი სიხარული შენ! :დ კაცო, შენ რად გიყვარს ხოლმე უკუღმა თარგმნა, ჰა? :დ რაც მანდ დააციტირე, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მაგ ბრწყინვალე სამეცნიერო მეთოდს არ ვეთანხმები. :დ
  7. რომელ საუკუნეზეა საუბარი? :დ ვის და როდის დაუწუნებია მდიდარი ბატონიშვილი იმის გამო, რომ პაპამისს ნიკრისის ქარი სტანჯავდა? :დ ადამიანი არც ჯიშიანი მწევარი არაა და არც უხვმოსავლიანი ბოსტნეულის ნაირსახეობა. როცა ჰუმანიზმი, სული, გონი... სხვა ამისთანა ცნებები და კატეგორიები უმნიშვნელო და გაუგებარი ხდება, სწორედ იქ იწყება დაცემაც.
  8. "კაი ოჯახიშვილობა" იმ სიმდიდრესა და მაღალ სოციალურ სტატუსს ნიშნავს, რასაც მემკვიდრეობით იღებს ადამიანი. "ევგენიკა" ისაა, საპატარძლოს რომ აბანოში "სინჯავდნენ" ხოლმე. :დ
  9. განათლებულ ადამიანთან, თუნდაც მას ანტიქართული პოზიცია ეკავოს, სამეცნიერო-პოლიტიკური დისპუტი ერთი სიამოვნება იქნებოდა. სამწუხაროდ, ამგვარი დისკუსიების სივრცე მანდ უკვე აღარაა. ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ ფორუმზე ზომავენ თავის ქალებს, ღიპის სიდიდეს, ღობეების სიმაღლეს (ყველაფერი ვითომ სხვათა შორის რომ ახსენდებათ ხოლმე ), ერთი სიტყვით, ყველაფერს, გარდა არსებითისა და შემდეგ ამის მიხედვით ახარისხებენ ადამიანებს. ეს ყველაფერი პოლიტიკური დისკურსის განუყოფელ და ძირითად ნაწილად იქცევა. მერე კი გვიკვირს, რომ ქუთაისში თბილისელს ვერ იტანენ და პირიქით.
  10. დარდის ეტიკეტი ერთობ საფრთხილო და საშიში რამაა. ალბერ კამიუს "უცხო" გამახსენდა: მთავარმა გმირმა დედის დაკრძალვაზე არ იტირა, ეგ კი არა, ყავაც კი დალია კუბოსთან, მეორე დღეს კი კინოში წავიდა. ამის გამო სიკვდილით დასაჯეს.
  11. ერთი პერიოდი დინამოს ფანბეისის მოზრდილ ნაწილს ქართული მარშები, ალტინფოები და კიდევ ათასი ###ობა შეადგენდა. ულტრასობანას, ხულიგნობანას და ნეონაცისტობანას თამაშობდნენ ვიღაც-ვიღაცები. :დ დაჯგუფება "ბერგმანი" და რაღაც მაგისთანები :დდ აი, ვეგანური კაფე რომ დაარბიეს და იქ მყოფებს სასისკები ესროლეს https://metronome.ge/story/58764 "წამო ტყეში" - ვიღაც კუნთმაგარი და თავცარიელი "ბუგორები" ტყეში ეპატიჟებიან "დილას" გულშემატკივარ პატარა ბიჭებს: https://www.myvideo.ge/v/2626278 ამდენი ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების გაჩენა ვერაფრით ვერ მოხდებოდა, თუ ზემოდან არ იქნებოდა "დაბრო". ჰოდა, ამისთანა ინოვაციები რომ უყვართ თბილისში, იმიტომაც აქვთ აკრეფილი რეგიონებში.