Jump to content
×
×
  • Create New...

ბოდიში


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Alfred Albion said:

განდგომა მიწისქვეშეთში

სისტემას მაგრად არ კიდია ჩუმი პროტესტი? რეალურად რა ზიანი ადგება სისტემას ასეთი პროტესტით?

განდგომა ყველაზე მარტივია.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
11 minutes წინ, Vermillion said:

განდგომა ყველაზე მარტივია.

შეიძლება, პირიქით - ყველაზე რთულიც კი იყოს. სოციალური ცხოველები ვართ მაინც.

11 minutes წინ, Vermillion said:

სისტემას მაგრად არ კიდია ჩუმი პროტესტი? რეალურად რა ზიანი ადგება სისტემას ასეთი პროტესტით?

დიდებული სანახავი იქნებოდა ბარიკადები ქუჩებში და დამწვარი მანქანები. :) 
თუმცა პროტესტის უფრო პასიური, მაგრამ ქმედითი სახეებიც არსებობს - გაფიცვა, მაგალითად.
მიწისქვეშეთში გადასვლა კი გაფიცვის ყველაზე რადიკალური ფორმაა. :) 

ერთი ვერმილიონი ვერაფერს ვერ შეცვლის, მაგრამ ათასობით ჭკვიანი, განათლებული და პროფესიონალი ვერმილიონი რომ გაიფიცოს, უკვე დარტყმაა სისტემისთვის. :) 

Edited by Alfred Albion
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
3 საათის წინ, Alfred Albion said:

ჰიკიკომორი სად იყო, დოსტოევსკი რომ წერდა სახლში გამოკეტილ ამბოხებულებზე! :) 

https://ru.wikipedia.org/wiki/Записки_из_подполья

ამ ნაწარმოებით (და არა მხოლოდ) დოსტოევსკი გადმოგვცემს არა განსაკუთრებულ კერძო შემთხვევას, არამედ მთელი იმჟამინდელი განათლებული რუსეთის იდეოლოგიას - ნიჰილიზმს.
რუსეთის იმპერიის დაცემამაც, რასაც წინასწარმეტყველებდა კიდეც, არ დააყოვნა.

დღესაც მსგავს ნიჰილისტურ, დეპრესიულ განწყობილებებს ვხედავთ მოსკოვიტურ მონღოლეთში, რომელიც სულ უფრო ძლიერდება კლეპტოკრატიული, ოლიგარქიული რეჟიმის სასტიკი ძალმომრეობის პასუხად. ეს პასიური რეაქციაა.
კარგად ჩანს ეს რუსულ კულტურაში - მუსიკაში მაგალითად:
ვგონებ, პოსტ-პანკს ყველაზე ჯეროვნად აქ აფასებენ.
ასევე ძალზე პოპულარული, მელანქოლიური და ნოსტალგიური Sovietwave კიდევ უფრო ამძაფრებს საერთო დეპრესიულ განწყობილებას.
საერთოდ Doomer სუბკულტურა უქვე მთელს ქვეყანას მოედო და ა.შ.

დეპრესია და ნიჰილიზმი ითრევს არა მხოლოდ ხელმოცარულ ლუზერებს, არამედ პირველ რიგში კარიერულად წარმატებულ, მაღალკვალიფიციურ, განათლებულ ახალგაზრდობას.
ჟანრის კანონით ამ ყველაფრის პოლიტიკური შედეგიც მალე უნდა დადგეს.

Edited by Alfred Albion
Share on other sites

  • ფორუმელი
48 minutes წინ, Alfred Albion said:

ყველაზე რთულიც კი იყოს.

ადამიანს გააჩნია. ხალხი რომ არ გიყვარს, შვებაც კია.

50 minutes წინ, Alfred Albion said:

გაფიცვა

აზრი აქვს, როცა სისტემისთვის ღირებულებას წარმოადგენ, შეუცვლელი კადრი ხარ.

51 minutes წინ, Alfred Albion said:

ათასობით ჭკვიანი, განათლებული და პროფესიონალი ვერმილიონი რომ გაიფიცოს,

ატლანტმა მხრები გაშალა?))

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
3 minutes წინ, Vermillion said:

ხალხი რომ არ გიყვარს, შვებაც კია.

მიყვარს ხალხი... ზოგჯერ... შორიდან :drug:

2 minutes წინ, Vermillion said:

აზრი აქვს, როცა სისტემისთვის ღირებულებას წარმოადგენ, შეუცვლელი კადრი ხარ.

ვიშრომოთ, ვისწავლოთ, კვალიფიკაცია ავიმაღლოთ და გავიფიცოთ! :up:

3 minutes წინ, Vermillion said:

ატლანტმა მხრები გაშალა?))

გადაშენდეს აქედან! :დ 
 

 

Edited by Alfred Albion
Share on other sites

6 საათის წინ, Mulan said:

თორემ ამ ბოდიშის და სორების გარეშე ჭამდა და შეჭამს მომავალშიც.

ენდორფინული სიამოვნებაა რა. ჩათლახი ჰიპოთალამუსი

ყველა სიკეთესთან ერთად, გველიც რომ ხარ - არ მითქვამს ჯერ, ხომ კი? :D

Share on other sites

  • ფორუმელი
10 minutes წინ, Alfred Albion said:

ვიშრომოთ, ვისწავლოთ, კვალიფიკაცია ავიმაღლოთ და გავიფიცოთ! 

ნწ, სისტემა მაინც ჩაგანაცვლებს. დღეს არცერთი ჰიკიკიმორი არაა შეუცვლელი.

ძველად, ერთ რუს მათემატიკოსსზე ვუყურე გადაცემას, სახელი არ მახსოვს, ბევრი რამე ჰქონდა დამტკიცებული, ნასწავლი, მიღწეული, ამერიკან დრიმი რომ შეეძლო შეესრულებინა,ინტერესი დაკარგა ყველაფრისადმი და მეცნიერებას შეეშვა. დღემდე მაინტერესებს რეალური შელდონ კუპერის ანალოგმა რატომ დაიკიდა ყველაფერი. რატომ გამახსენდა ხზ,უძილობას რა ვუთხარი.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   34 all people including: 0 წევრი, 4 ანონიმური, 30 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • YandexBot(2)