Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'რატომ' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 15 results

  1. (..შიგ არა.) სასურველობაზე წიკი? მოთხოვნილება კაცებსაც აქვთ. ნუ ნელთბილად. ქალებს ვისაც ვუყურებ ჰიპერტროფირებული აქვთ ეგ გრძნობა. თუ თავს რამენაირად ვინმესთვის მაინც სასურველად არ თვლიან ფორიაქები ეწევათ ფსიქიკაში. თუ გიფიქრიათ. საიდან მოდის ჯერ ეგ მოთხოვნილება და მერე ასეთი სიმძაფრე კონკრეტულად ქალებში. PS უნდა აღვნიშნო რომ ზედაპირული წარმოდგენა მაქვს ზემოხსენებულ მახასიათებელზე. ტაქშტა დასკვნებში თუ ვცდები მომიტევეთ, მიმითითეთ.
  2. რატომ მიდიან ხშირად ძალიან კარგი პარტნიორისგან ცუდ სხვასთან? ან როგორც მინიმუმ სხვისკენ ეხედებათ მაინც? გყავს თბილი, მზრუნველი, ყურადღებიანი პარტნიორი და ამ დროს თვალი გაგირბის ქარაფშუტა, დაუღვინებელი ტიპისკენ, რომელსაც ჰკიდიხარ, ან სიტყვებით გაბრუებს ან ბანდიტა ტიპია, ან რამე სხვა რას ფიქრობთ? დამნუშიკოს ჰქონდა ადრე რაღაც თეორია ამაზე @Damnoc
  3. ადამიანი მთვარეზე ბოლოს 1972 წელს გაფრინდა. მას შემდეგ თითქმის 50 წელი გავიდა. ხშირად ამბობენ, რომ ამას არა სამეცნიერო-ტექნოლოგიური, არამედ პოლიტიკური და ფინანსური მიზეზები აქვს. 1969 წლის 20 ივლისს ნილ არმსტრონგი გახდა პირველი ადამიანი, ვინც მთვარეზე გაიარა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში. მთლიანობაში, NASA-მ Apollo-ს პროგრამის ფარგლებში სულ 12 ასტრონავტი გაუშვა დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრის შესასწავლად. თუმცა, მეთერთმეტე პილოტირებული მისია Apollo 17, რომელიც მთვარეზე 1972 წლის დეკემბერში დაეშვა, ჯერჯერობით, უკანასკნელია. NASA-ს ადმინისტრატორის – ჯიმ ბრაიდენსტაინის განცხადებით, რომ არა პოლიტიკური რისკები, ადამიანები ახლა არა მხოლოდ მთვარეზე, არამედ, შესაძლოა, მარსზეც გაფრენილიყვნენ. ოფიციალური ვერსიით, Apollo-ს პროგრამის ბოლო სამი დაგეგმილი მისია – Apollo 18, Apollo 19 და Apollo 20 ფინანსური პრობლემების გამო გაუქმდა. თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ იმდროინდელმა პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა დაგეგმილი მისიები სიფრთხილის გამო გააუქმა. ნიქსონმა ბევრი იბრძოლა იმისათვის, რომ მთვარეზე პირველი დაშვება მის სახელთან ყოფილიყო დაკავშირებული. მას ეშინოდა, რომ წარუმატებელი გაფრენა სერიოზულად შეამცირებდა მისი პრეზიდენტად კიდევ ერთხელ არჩევის შანსებს. ამას დაემატა ისიც, რომ ამერიკელი ხალხი კოსმოსური მოგზაურობებისთვის კოლოსალური თანხების ხარჯვას აპროტესტებდა. ამიტომ, 1970 წლის იანვარში Apollo 20 გაუქმდა. სამ თვეში კი Apollo 13-ის სახიფათო მოგზაურობამ ნიქსონი დაარწმუნა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და Apollo 18-ისა და Apollo 19-ის გაუქმებასაც დაუჭირა მხარი. მთლიანობაში, პროგრამის გაუქმება როგორც ნიქსონის დამოკიდებულებამ, ასევე ფინანსურმა პრობლემებმა განაპირობა. თუ 1965 წელს NASA ფედერალური ბიუჯეტიდან 4%-ს იღებდა, ეს მაჩვენებელი 40 წელზე მეტია 1%-ს ქვემოთაა. SpaceX vs Blue Origin Apollo-ს პროგრამის გაუქმებას NASA-ს ხელმძღვანელები დათანხმდნენ და Space Shuttle-ის პროგრამაზე გადაერთნენ. არავინ იცის, ეს გადაწყვეტილება გულწრფელად მიიღეს, თუ უბრალოდ, პრაგმატულობა გამოიჩინეს. თუმცა, ფაქტია, რომ მას შემდეგ NASA სამუდამოდ შეიცვალა – დაკარგა პრივილეგირებული პოზიცია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ერთ-ერთ რიგით პროგრამად იქცა. მართალია, ამბობენ, რომ ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი მაინც მოხდებოდა, მაგრამ ნიქსონმა პროცესები მნიშვნელოვნად დააჩქარა. NASA-ს მთელი ბიუჯეტი უკვე ხმარდებოდა Space Shuttle-ის პროგრამას (მრავალჯერადი გამოყენების სატრანსპორტო ხომალდს, რომელიც დედამიწაზე ბრუნდება როგორც თვითმფრინავი). სიტუაცია შეიცვალა 2004 წლის იანვარში, როდესაც პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ადამიანები ჯერ მთვარეზე უნდა დაბრუნებულიყვნენ და შემდეგ მარსზეც ეფიქრათ. თუმცა, ბუშს არაფერი უთქვამს დაფინანსების შესახებ. შედეგად, ახალი პროგრამა Constellation ძალიან ნელა მიიწევდა წინ, სანამ შემდეგმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ არ გააუქმა იგი. ობამამ NASA-ს მარსზე კონცენტრაციისკენ მოუწოდა. NASA2017 წელს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ გაააქტიურა მთვარეზე დაბრუნების საკითხი. ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა კი განაცხადა, რომ Artemis-ის პროგრამის ფარგლებში ამერიკელი ასტრონავტები მთვარეზე 2024 წლამდე დაბრუნდებოდნენ. მისი თქმით, მათ შორის უნდა იყვნენ პირველი ქალი და პირველი ფერადკანიანი ასტრონავტები. საზოგადოების გასაკვირად, ტრამპის კოსმოსურ გეგმებს მხარი დაუჭირა ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და განაცხადა, რომ Artemis გაგრძელდებოდა. ამ ეტაპზე ვარაუდობენ, რომ მთვარეზე დაბრუნება 2024 წლამდე ვერ მოესწრება და თარიღი გადაიწევს. NASA-ს ხელმძღვანელობა მაინც ბედნიერია, ახალმა პრეზიდენტმა გეგმები რომ აღარ შეცვალა. მიუხედავად ამისა, დაფინანსების საკითხი კონგრესში კვლავ დავის საგანია. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანები მთვარეზე იმიტომ ვერ დაბრუნდნენ, რომ ხალხის აზრით, კოსმოსური მოგზაურობები ძალიან ძვირია, სახელმწიფოების აზრით კი – ძალიან საშიში. ამერიკელი ხალხის უმრავლესობას ურჩევნია, რომ მათ მიერ გადახდილი გადასახადები სხვა სფეროებს მოხმარდეს. ისინი ფიქრობენ, რომ Apollo-ს ძვირად ღირებულ პროგრამას და მის ფარგლებში ჩატარებულ ექსპერიმენტებს მნიშვნელოვანი შედეგები არ მოჰყოლია. პრეზიდენტებსა და მათ ადმინისტრაციებს კი არც ხალხის პროტესტი სურთ და არც პასუხისმგებლობის აღება ასეთ ძვირად ღირებულ და სახიფათო მისიებზე. თუმცა, დროთა განმავლობაში კოსმოსურ პაექრობაში ჩაერთნენ მილიარდერების მიერ დაფუძნებული კერძო კომპანიები: ილონ მასკის SpaceX, ჯეფ ბეზოსის Blue Origin და რიჩარდ ბრენსონის Virgin Galactic, რომელთა მიზანი კოსმოსის კომერციალიზაციაა. მიმდინარე წლის აპრილში NASA-მ SpaceX-თან $2.9-მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც მასკის კომპანია Artemis-ის პროგრამისთვის მთვარეზე დასაჯდომ მოდულს შექმნის. The post რატომ აღარ ვყოფილვართ მთვარეზე appeared first on BusinessFeed.
  4. სტამბოლის არხი თურქეთის ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც შავ და მარმარილოს ზღვებს ერთმანეთთან დააკავშირებს. ბოლო მონაცემებით, მისი დასრულება 2025-2026 წლებში იგეგმება და არხის გამოყენების საშუალება ექნებათ როგორც ჩვეულებრივ, ასევე სატვირთო და სახიფათო ნივთიერებების გადამტან გემებსაც. სტამბოლის არხს ერდოღანის „გიჟურ პროექტად“ მოიხსენიებენ. იგი თურქეთის დედაქალაქის ამჟამინდელ ევროპულ ნაწილს გაყოფს და ევროპასა და აზიას შორის წარმოქნის კუნძულს, რომელსაც გასასვლელი ექნება შავ და მარმარილოს ზღვებზე, ახალ არხსა და ბოსფორის სრუტეზე. პროექტი აგრეთვე მოიცავს პორტების, ლოგისტიკური ცენტრებისა და ხელოვნური კუნძულების მშენებლობას. 2020 წელს თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა ქაჰით თურანმა განაცხადა, რომ სტამბოლის არხიდან წელიწადში $1 მილიარდი შემოსავლის მიღება იქნება შესაძლებელი. მან ასევე აღნიშნა, რომ 2035 წლისთვის არხი წელიწადში 50 000 გემს მოემსახურება, 2050 წლისთვის – 70 000-ს, ხოლო 2070 წელს ეს რიცხვი 80 000-მდე გაიზრდება. სტამბოლის არხს უზარმაზარი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. მისი მთავარი იდეა ის არის, რომ იგი არ დაექვემდებარება მონროს კონვენციას, რომლის გამოც ნატოს გემები შავ ზღვაში დიდხანს და დიდი რაოდენობით ვერ შემოდიან. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი რუხაძე Business Feed-თან საუბრისას ამბობს, რომ სტამბოლის არხის მშენებლობით შავი ზღვა ღია გახდება მსხვილი სამხედრო ძალებისთვის, როგორებიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი და ნატოს სხვა წევრი სახელმწიფოები, ეს კი დაასრულებს მასზე რუსეთის ჰეგემონობას. თუმცა, გიორგი რუხაძე ფიქრობს, რომ სტამბოლის არხის პროექტს განსაკუთრებული ეკონომიკური ეფექტი არ ექნება საქართველოზე და არც ტვირთბრუნვა გაიზრდება მნიშვნელოვნად, რადგან მათი დიდი ნაწილი სტამბოლის პორტისკენ წავა: „იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს არც სამხედრო ფლოტი ჰყავს, ხოლო სავაჭრო ფლოტიც ძალიან მცირეა, საქართველოსთვის ერთადერთი [ხელსაყრელი ფაქტორი] აქ ის არის, რომ ამერიკის და ნატოს წევრი ქვეყნების ჩართულობა და გავლენა გაიზრდება, რაც საქართველოსთვის კარგი იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ამ ქვეყნების მოკავშირეა. ანუ, დასუსტდება რუსეთი და გაძლიერდება დასავლეთი შავ ზღვაზე. ეს იქნება ერთადერთი გეოპოლიტიკური სიკეთე, რომელსაც საქართველო მიიღებს.“ BBCთავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძეც იზიარებს მოსაზრებას, რომ, სტამბოლის არხის მშენებლობას ჩვენს ქვეყანაზე განსაკუთრებული ეკონომიკური ეფექტი არ ექნება: „საქართველოს საზღვაო ვაჭრობა პრაქტიკულად არ აქვს განვითარებული. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის დიდი გავლენა არ ექნება და თურქეთი ყოველთვის, თუ რამე დაგვჭირდა, შეღავათიანად იყურებოდა [საქართველოსკენ] და ეს არაერთხელ ვნახეთ. დღესაც, მაგალითად, თურქეთი თვალს ხუჭავს იმაზე, რომ ბევრი ქართველი გადადის თურქეთში სამუშაოდ, პრაქტიკულად, არალეგალურად და მერე უკან გადმოდის, რასაც არ ებრძვის თურქეთი. ეს უფრო შეიძლება ევროკავშირს ადარდებდეს, რუსეთსა და სხვებს, მაგრამ საქართველოსთვის, სამწუხაროდ, იმიტომ, რომ ჩვენ აქტიურები არ ვართ არც საერთაშორისო ვაჭრობაში, არც საერთაშორისო ნაოსნობაში. ამ ეტაპზე, [არ მგონია], რომ რაიმე ეფექტი ჰქონდეს.“ ნოდარ ხარშილაძე ასევე ამბობს, რომ იგი ვერ ხედავს ვერანაირ კავშირს სტამბოლის არხსა და ანაკლიის პორტს შორის. მისი აზრით, თურქეთის გადმოსახედიდან, საქართველო არსებულ საზღვაო პოტენციალსაც ვერ იყენებს: „ჩვენ თუ მომავალში გავაკეთეთ ანაკლიის სამხედრო ბაზა, ეს თუ იქნება ეკონომიკური, მაშინ რაღაც გავლენები შეიძლება ქონდეს, მაგრამ ისევ და ისევ მცირე. ეს თუ სამხედრო იქნება, მაშინ ეს სხვა საუბარია. თუმცა, სამხედროს შემთხვევაში, „მონრო“ ისევ ძალაში რჩება და აქ არაფერი არ შეიცვლება.“ სტამბოლის არხის პროექტი ჯერ ისევ განვითარების ადრეულ ფაზაზეა და ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ახალი არხის აშენებას არ ემხრობა სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ, რომელიც მას „სიკვდილის პროექტსა“ და „სტამბოლის ღალატს“ უწოდებს. წინააღმდეგობის ორი უმთავრესი მიზეზია: პროექტის მაღალი ბიუჯეტი და მისი პოტენციური უარყოფითი ეკოლოგიური გავლენა ქალაქზე. ამჟამინდელი გათვლებით, პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი $10-12 მილიარდია, მაგრამ ექსპერტები ფიქრობენ, რომ იგი ბევრად ძვირი დაჯდება. მიუხედავად ამისა, ერდოღანი ძალებს არ იშურებს მისი, როგორც თავად წლებია აცხადებს, „ოცნების პროექტის“ განსახორციელებლად და ამბობს, რომ ვერ ჩაერთვება ოპოზიციასთან ბრძოლაში, რადგან დასაკარგი დრო არ არის. The post რატომ სჭირდება სტამბოლის არხი საქართველოსა და რეგიონს appeared first on BusinessFeed.
  5. Heritage Foundation-მა 2021 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. სიაში საქართველო მე-12 ადგილზეა და ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორებიცაა აშშ, ფინეთი, იაპონია და გერმანია. ჩვენი ქვეყანა განებივრებული არ არის მოწინავე ადგილებით სხვადასხვა რეიტინგში. თუმცა, ამ კვლევის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი აღემატება როგორც რეგიონულ, ასევე მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს. 77.2 ქულით საქართველო „მეტწილად თავისუფალი ეკონომიკის“ კატეგორიას მიეკუთვნება. სინგაპური, ახალი ზელანდია, ავსტრალია, შვეიცარია და ირლანდია – ეს ის ქვეყნებია, რომელთა ქულებიც 80-ს აღემატება და „სრული ეკონომიკური თავისუფლების“ მქონე სახელმწიფოთა კატეგორიაში არიან. აღსანიშნავია, რომ ამავე კვლევაში, 45 ევროპულ ქვეყანას შორის, საქართველო მე-7 ადგილზეა. Heritage Foundation-ის განმარტებით, საქართველოს ასეთი წარმატება განაპირობა მრავალწლიანმა რეფორმებმა კორუფციის წინააღმდეგ, რეგულაციების შემცირებამ და საგადასახადო სისტემის გამარტივებამ. საბოლოო ქულა და რეიტინგი სხვადასხვა კომპონენტში მიღებული ქულებით გამოითვლება. ყველაზე მაღალი – 94.9 ქულა საქართველოს ფისკალური თავისუფლების კომპონენტში აქვს მინიჭებული, ხოლო ყველაზე დაბალი (59.3) – სასამართლო სისტემის ეფექტიანობაში. შედარებისთვის, რეიტინგში 32-ე ადგილს იკავებს მეზობელი სომხეთი, რომელსაც ფისკალური თავისუფლების კომპონენტში 84.3 ქულა აქვს, სასამართლო სისტემის ეფექტიანობაში კი – 55.3. აზერბაიჯანს ფისკალურ განვითარებაში 99.4 ქულა აქვს, მაგრამ სხვა კომპონენტებში დაბალი შედეგების გამო რეიტინგში 38-ე ადგილზეა. Heritage Foundation-ის განმარტებით, იმისათვის, რომ საქართველო ათეულში მოხვდეს, საჭიროა მოქალაქეების ხელისუფლებისადმი ნდობის ამაღლება და სასამართლო სისტემის ეფექტიანობის ზრდა. The post რატომ ვართ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით მსოფლიოში მე-12 appeared first on BusinessFeed.
  6. რამდენად ხშირად ფიქრობთ ხოლმე, რომ თქვენ გარშემო ყველა უტვინო იდიოტია? იმიტომ არა, რომ თქვენ ხართ გამორჩეულად ჭკვიანი, მაგრამ ფიქრობთ, რომ თქვენ გარშემო ადამიანთა უმეტესობა უბრალოდ აუტანელია. ასეთ დამოკიდებულებას, ანუ ადამიანების მიმართ ზიზღსა და უნდობლობას მიზანთროპია ეწოდება და ამ სტატიაში სწორედ იმაზე მოგიყვებით, თუ რატომ ხდებიან ადამიანები მიზანთროპები და როგორ აღიქვამენ ისინი სამყაროს. როგორც აღვნიშნეთ, მიზანთროპია არის ზოგადი ანტიპათია ან ზიზღი ადამიანების მიმართ. ჩვეულებრივ, იგი არა ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ ზოგადად, კაცობრიობისკენაა მიმართული, თუმცა მიზანთროპისთვის ზოგჯერ ცალკეული ინდივიდიც საკმარისია საკუთარი დამოკიდებულებისა და განწყობის გასამართლებლად. მიუხედავად იმისა, რომ ამ თვისებას ბევრი ცხოვრებისეულ გამოცდილებებს უკავშირებს, არიზონას შტატის უნივერსიტეტის ფსიქოლოგის, ჩად მორტენსენის აზრით, მიზანთროპია სინამდვილეში ევოლუციურად ჩამოყალიბებული გადარჩენის ინსტინქტია. მან თავის რამდენიმე კვლევაში აღნიშნა, რომ მიზანთროპია არის თავდაცვითი სისტემა დაავადებებისა და მიკრობების წინააღმდეგ, რომელიც ადამიანმა დროთა განმავლობაში განივითარა. სხვა სიტყვებით, ეს ანტიკური "ფსიქოლოგიური სისტემაა", რომელიც ჯერ კიდევ გვდევს თან. ეს საკმაოდ საინტერესო მიდგომაა, თუმცა იგი ბევრს არაფერს გვეუბნება მიზანთროპიის ფსიქოლოგიურ თუ სოციალურ შედეგებზე. რა თქმა უნდა, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ან უბრალოდ ცუდ დღეებში, ადამიანთა დიდი ნაწილს "ყველა გარშემომყოფი ეზიზღება", ჭეშმარიტი მიზანთროპები კი თითქმის ყოველდღე ასე გრძნობენ თავს. სრულიად განსხვავებული შეხედულება ჰქონდა პლატონს მიზანთროპიის შესახებ. მისი აზრით, მიზანთროპებისთვის ადამიანები აუტანელი არსებები არიან, რომლებიც აბსოლუტურად განსხვავდებიან მათი სტანდარტებისა და იდეალებისგან. ისინი მიიჩნევენ, რომ ადამიანის მსგავსი ხარბი, არარაციონალური და ეგოისტი არსებები ვერასდროს მიაღწევენ განვითარების მაღალ საფეხურსა და ჭეშმარიტ კეთილშობილებას. მათი აზრით, ჩვენში მეტი სისუსტეა თავმოყრილი, ვიდრე სიკეთე, ცხოველური მხარე აღემატება ადამიანურს და ამ დისბალანსის მიზეზი, პირველ რიგში, ჩვენივე ბუნებაა. ფოტო: dialecticspiritualism.com თუმცა, პლატონის მოძღვრებას თუ დავუჯერებთ, მიზანთროპად არავინ იბადება — ამ დამოკიდებულებამდე ადამიანი ცხოვრებისეულ გამოცდილებებს მიჰყავს. ერთი შეხედვით ასოციალური მიზანთროპი სინამდვილეში იმედგაცრუებული იდეალისტია, რომლის მოლოდინები გარშემომყოფების მიმართ ყოველ ჯერზე კრახს განიცდის. ამ საშინელი გამოცდილებების შედეგად კი მას უვითარდება თავისი იდეალებისგან სრულიად განსხვავებული პერსპექტივა და საბოლოოდ კარგავს ნდობას ადამიანების მიმართ. ყოფილი იდეალისტი საშინლად გაცრუებულია იმ რეალობით, რომელიც ოდნავადაც არ ჰგავს მის წარმოდგენილ სამყაროს და იგი ამაში არა საკუთარ სტანდარტებს, არამედ ადამიანებსა და მათ სუსტ ბუნებას ადანაშაულებს. ფოტო: Jess Winslow via Pinterest აქედან გამომდინარე, მიზანთროპიის წყარო არის არა უბრალოდ სიძულვილი ან აგრესია, არამედ პასუხგაუცემელი და სავარაუდოდ, არარეალური მოლოდინები ადამიანებისგან. სამყარო, როგორადაც იგი იდეალისტს აქვს წარმოდგენილი, არ არსებობს, ადამიანები კი, ამ შემთხვევაში, ველურები, ბარბაროსები არიან, რომლებიც იდეალური სამყაროს არსებობის მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორს და შესაბამისად, მიზანთროპის ტანჯვის მთავარ მიზეზს წარმოადგენენ. მოგვიანებით იმედგაცრუება წყენაში, შემდეგ ანტიპათიაში, საბოლოოდ კი ზიზღსა და სიძულვილში გადაიზრდება. აქედან გამომდინარე, მიზანთროპისთვის ადამიანები აღიქმებიან ისეთ არსებებად, რომლებიც ძირს უთხრიან მის იდეალურ სამყაროს და "ყველაფერს აფუჭებენ". რა მოლოდინები ჰქონდა იდეალისტს სამყაროსგან საბოლოო იმედგაცრუებამდე? იქიდან გამომდინარე, რომ მიზანთროპია არა ზოგადად სამყაროს, არამედ ადამიანის სიძულვილს ნიშნავს, ამ კითხვის პასუხიც სწორედ ადამიანებთან ურთიერთობით მიღებულ გამოცდილებებში უნდა ვეძებოთ. როდესაც ადამიანისგან ელოდები სიკეთეს და საპასუხოდ იღებ აპათიას, როდესაც ელოდები მხარდაჭერას და იღებ დაცინვას, როდესაც მეგობრისგან ელოდები დაცვას და პასუხად ღალატს იღებ, ეს დიდი იმედგაცრუებისა და წყენის მიზეზი ხდება, რომელსაც მიზანთროპი ბავშვობიდან აგროვებს და ნელნელა იყალიბებს წარმოდგენას, რომ ცხოვრება არც ისეთი ლამაზია და ადამიანები არც ისეთი "კარგები" არიან, როგორც აქამდე ფიქრობდა. იგი იხსნის თავის ვარდისფერ სათვალეს და იმის ნაცვლად, რომ რაციონალურად აღიქვას რეალური სამყარო, იგი ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადაეშვება და ახლა უკვე სამყაროს, უმეტესად კი ადამიანებს, მხოლოდ ბნელ ფერებში აღიქვამს და მათგან იზოლაციას ცდილობს. გარდა იმისა, რომ მიზანთროპი ადამიანებისგან კარგ მოპყრობას, გონივრულად მოქმედებას და საკუთარი სტანდარტების მიხედვით ცხოვრებას ელოდება, იგი ასევე მოითხოვს მათგან, რომ გაიზიარონ მისი ენთუზიაზმი და ამბიციები, თუმცა, რასაკვირველია, ადამიანთა დიდ ნაწილს მათი იდეალები სულაც არ აინტერესებს, რაც ლოგიკურია. იდეალისტის გადმოსახედიდან, მისი მიდგომა ბოლომდე გამართლებულია და ალტერნატიული მოსაზრებები მისთვის მიუღებელია. მისი იდეალები, შესაძლოა, მართლაც იყოს მომხიბვლელი, თუმცა იმის მოლოდინი, რომ მთელი მსოფლიო ერთი ადამიანის იდეალისტური შეხედულებების მიხედვით მოეწყობა, სრული აბსურდია. ამრიგად, იდეალისტი სხვა ადამიანებს აკისრებს პასუხისმგებლობას, მოიქცნენ მისი სტანდარტების შესაბამისად და შედეგად გამოწვეულ იმედგაცრუებას იგი ზიზღით და წყენით პასუხობს. რა თქმა უნდა, ახალი ადამიანის გაცნობისას გაჩენილი იმედის ნაპერწკალი, რომ ეს უკანასკნელი მაინც გაიზიარებს მის შეხედულებებს, მალევე ქრება და ეს იდეალები ნელნელა გადაიზრდება იმედგაცრუებასა და სიძულვილში. იგი ხვდება, რომ ადამიანები არ იცვლებიან და სწორედ აქ იბადება მიზანთროპი. ფოტო: oldprojectionroom.tumblr.com მიზანთროპია, როგორც მოძღვრება, ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს. ცხოვრებაში ყველა აღმოვჩენილვართ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ვფიქრობთ, რომ კაცობრიობას არაფერი ეშველება. ყველა გავნაწყენებულვართ ადამიანებზე იმისთვის, რომ ისინი ჩვენ მოლოდინებს ვერ ამართლებდნენ, თუმცა რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი, დროთა განმავლობაში, არა ადამიანებში, არამედ საკუთარ მოლოდინებში ხედავს ნაკლს და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი მართლაც საშინლად არასრულფასოვან არსებებს წარმოვადგენთ, მაინც არ უნდა შევიქმნათ იმის ილუზია, რომ ოდესმე სამყაროს ჩვენს ნებაზე მოწყობას შევძლებთ. მიზანთროპი კი ამაში არა საკუთარ მცდარ შეხედულებებს და მაღალ მოლოდინებს, არამედ ადამიანებს ადანაშაულებს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ხშირად იგი თვითონვე ვერ ჯდება საკუთარ სტანდარტებში, რაც მის განაწყენებას და სასოწარკვეთას იწვევს. მისთვის ადამიანის ბუნება განწირულია არასრულფასოვნებისთვის და მხოლოდ ზიზღს იმსახურებს. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი სწორად შეძლებს ამ ზიზღის მართვას, იგი შესაძლოა საკუთარი თავის უკეთ შეცნობასა და მოტივაციაში გადაიზარდოს — სწრაფვაში საკუთარი თავის და შემდეგ კი საზოგადოების განვითარებისკენ. მიზანთროპს უჭირს იმასთან შეგუება, რასაც ხედავს და რასთანაც გამკლავება ყოველდღიურად უხდება. მას ძალიან უნდა, რომ სამყარო ოდნავ მაინც დაემსგავსოს მის წარმოდგენილს. ადამიანები ხშირად მართლაც იწვევენ ჩვენში ზიზღსა და ანტიპათიას თავიანთი ეგოისტური თუ დაუფიქრებელი ქმედებებით, მაგრამ მათი შეცვლის სურვილი უბრალოდ უაზრობაა და იქიდან გამომდინარე, რომ ამ ყველაფრის მიმართ მიზანთროპი უძლურად გრძნობს თავს, იგი განწირულია დაუსრულებელი იმედგაცრუებებისთვის. მიუხედავად ყველაფრისა, მიზანთროპი მაინც ცდილობს, ისიამოვნოს ცხოვრებით, თუმცა სოციალიზაციის ყოველი მცდელობა მას უბიძგებს, კიდევ უფრო მეტად ჩაიკეტოს საკუთარ თავში და რაც შეიძლება მეტად მოერიდოს ხალხთან ურთიერთობას, რადგან ყოველ ჯერზე ადამიანები ახერხებენ და უფრო მეტად უცრუებენ მას იმედებს, ან გაუცნობიერებლად თუ შეგნებულად იქცევიან იდიოტებივით. საბოლოოდ მან უნდა აღიაროს, რომ პრობლემა სინამდვილეში მასშია. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად პრობლემა ადამიანებშიცაა, თუმცა ამას ჯერჯერობით ვერაფერს მოვუხერხებთ. მწვანე მიზანთროპია ფოტო: i.pinimg.com მწვანე მიზანთროპია არც თუ ისე ახალი მიმდინარეობაა, რომლის წარმომადგენლებსაც ადამიანები იმ ზიანის გამო სძულთ, რომელსაც ისინი გარემოს აყენებენ და ფიქრობენ, რომ ამ "არსებებს" დედამიწისთვის მხოლოდ ზარალის მოტანა შეუძლიათ. გულახდილად რომ ვთქვათ, ადამიანებს მართლაც დიდი წვლილი მიუძღვით გლობალურ დათბობაში, კლიმატის ცვლილებაში, დეფორესტრაციასა და სხვადასხვა სახეობის ცხოველთა გადაშენებაში თუ მათი საარსებო არეალის შემცირებაში. აქვე უნდა გვახსოვდეს ცხოველთა მიმართ უდიერი მოპყრობა და მათი ზოოპარკებსა თუ ფერმებში გამომწყვდევა. ამიტომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უნდა ვაღიაროთ, რომ მწვანე მიზანთროპია აზრსმოკლებული სულაც არაა. საბოლოოდ, შესაძლოა მიზანთროპია ადამიანებს ევოლუციურად ჩამოგვიყალიბდა, როგორც დაავადებებისგან თავის დახსნის გზა, ან შეიძლება მას უკვე მრავალჯერ განცდილი იმედგაცრუებისა თუ ტრავმის წინააღმდეგ ერთგვარ ფარად ვიყენებთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი სოციალური ცხოველია და საკუთარი თავის იზოლაცია, რამდენადაც არ უნდა გვაღიზიანებდნენ ადამიანები, საუკეთესო გზა არაა ცხოვრებაში პროგრესის მისაღწევად და ასეთი მიდგომით მხოლოდდამხოლოდ საკუთარ თავებს ვაზარალებთ. on.ge
  7. რატომ მოვიპაროთ მილიონი… (როცა არსებობს კულტურა?) “როგორ მოვიპაროთ მილიონი?” იმ ფილმების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ კარგავს პოპულარობას და თაობების საყვარელ კინოსურათს წარმოადგენს. როგორც მაღალმხატვრული ღირებულების ნაწარმოებს შეეფერება, ფილმი ხასიათდება ფილოლოგიური სიჭარბით, რაც იმაში გამოიხატება, რომ სურათს მრავალჯერადი ინტერპრეტაცია გააჩნია და იგი მაყურებლის მიერ შერჩეულ კონტექსტზეა დამოკიდებული. რაც მეტია ისეთი კონტექსტი, სადაც ფილმის ლოგიკური და რაციონალური ინტერპრეტაციაა შესაძლებელი, მით მეტია ნაწარმოების ფილოლოგიური სიჭარბე. მოდით, დავუშვათ, რომ ფილმის ავტორების მიზანი ამერიკული აუდიტორიის ერთი, კონკრეტული ნაწილისათვის პოლიტიკური შეტყობინების გადაცემა იყო. ამას მე, ცხადია, არ ვამტკიცებ; უბრალოდ, ვითამაშოთ. როგორი ინტერპრეტირდება ფილმი პოლიტიკურ კონტექსტში? მთავარი პერსონაჟები: ამერიკელი, ბრიტანელი და ევროპელი ამერიკელი და ბრიტანელი ევროპელის მოხიბლვას ცდილობენ ამერიკელის იმედი ფულია ბრიტანელი, პირველ რიგში, ევროპელის ისტორიაში გარკვევას ცდილობს ევროპელის ისტორია ფალსიფიცირებულია ფალსიფიცირებულია, ასევე, ის კულტურული არტეფაქტები, რომელსაც ევროპელი ფლობს ერთი შეხედვით, ბრიტანელის სტრატეგია სწორი აღმოჩნდა: მან მოიპოვა ორიგინალი, ხოლო ამერიკელმა — მხოლოდ ფალსიფიკაცია ევროპელი არ ეშვება ფალსიფიკაციას მაშინაც კი, როცა მის კონტროლს ბრიტანელი ცდილობს იმარჯვებს ის, ვისაც კულტურის განვითარების კონტროლი შეუძლია იმარჯვებს ევროპელი კინემატოგრაფის მეშვეობით ელიტები საშუალო ფენას პოლიტიკის ანაბანას უხსნიან, რადგან რაც უფრო გაუთვითცნობიერებულია ამომრჩეველი, მით მეტი პროპაგანდისტული რესურსია საჭირო რაციონალური პოლიტის შემუშავებისა და განხორციელებისათვის. დაბალკულტურული ამომრჩევლისათვის სწორია ძალისმიერი პოლიტიკა, ხოლო დათმობები და მანევრები ელიტის სისუსტედ აღიქმება და დღის წესრიგში მისი შეცვლის აუცილებლობას აყენებს. ამერიკული ელიტები ამ ინსტრუმენტის შესაძლებლობებს სრულიად იყენებენ. კონკურენტების ისტორიაში გარკვევა, მათ კარადებში ჩონჩხების მოძებნა და სააშკარაოზე გამოტანა პოლიტიკური ზეწოლის უაღრესად ქმედითი საშუალებაა. რამდენიმე წლის წინ ტელეეკრანებზე გამოვიდა ამერიკული სერიალი “საცავი 13”. იგი, როგორც ჩანს, დაზღვევის მიზნით, პარანორმალურ მოვლენებს ეძღვნება, მაგრამ თუ დავაკვირდებით, ისტორიოგრაფიის ოფიციალური ვერსიის რევიზიის მცდელობას წარმოადგენს. თავი რომ დავანებოთ უწვეტ ნაკადად მიმდინარე ტროლინგს ბრიტანეთის იმპერიის დაცემისა და მისი გავლენის ამერიკულით ჩანაცვლების შესახებ, პირველივე სეზონის პირველსავე სერიაში აღმოვაჩენთ ლუკრეცია ბორჯიას და მისი სიყვარულის ისტორიას. “Se li uomini sapessino le cagioni della paura mia,capir potrebbero il mio dolor” ბორჯიების კლანის ოფიციალური ისტორია ფალსიფიცირებულია. როგორც XX (მეოცე!)საუკუნის დასაწყისში ამერიკელმა ისტორიკოსმა პეტერ დე როომ დაამტკიცა (https://books.google.ge/books?id=y2Q2AAAAMAAJ), პიერ-ლუიგი, ჯოვანი, ჩეზარე, ლუკრეცია და ჯოფრე მისი შვილები კი არ იყვნენ, არამედ დის შვილიშვილები. ჯუილენ რამონ ლანსოლ ი დე ბორჯას მშობლები იყვნენ ჯუანა დე ბორჯა ი დე ბორჯა (როდრიგოს უფროსი და) და პედრო ჯუილენ ლანსოლი, ვალენსიის მხარეში მდებარე ვილალონას სენიორი. ჯუილენ რამონმა ცოლად შეირთო ვიოლანტა, კასტელვერტის სენიორის, ჯერარდისა და დამიატა დელ მილას ასული. დამიატა დელ მილას მშობლები კი ჯუან დელ მილა და კატალინა დე ბორჯა (ალონსო ბორჯას და) იყვნენ. ვანოცა ვიოლანტას კნინობითი ფორმაა. ჯუილენ რამონსა და ვიოლანტას შვიდი შვილი ჰყავდათ: პედრო ლუისი (განდიას 1-ლი დუკა), ისაბელა, ჯერონიმა, ჯუანი (ჯოვანი), სესარი (ჩეზარე), ლუკრეცია და ჯოფრე. ჯუილენ რამონი გარდაიცვალა დაახლოებით 1481 წელს. როგორც ჩანს, ვანოცა ჯოფრეზე იყო ფეხმძიმედ. რადგან უფროსი ვაჟი, პედრო ლუისი ფერდინანდისა და იზაბელას კარზე მსახურობდა, ვანოცა და მისი ოთხი უმცროსი შვილი გაემგზავრნენ რომში, კლანის უფროსი მამაკაცის, კარდინალ ბორჯიას მფარველობაში, ხოლო ორი უფროსი ქალიშვილი გათხოვდა. ჯერონიმას (ჯიროლამას) გამზითვების ხარჯები როდრიგო ბორჯიამ დაფარა, როგორც შესაბამის დოკუმენტშია აღნიშნული, კლანისა და ქალიშვილის ძმების წარმომადგენლის სტატუსით. ბორჯიების ისტორიაში ყველაზე საინტერესო ისაა, თუ რატომ თანხმდება ვატიკანი ალექსანდრე VI გარყვნილების მისი თანამედროვე რომაელი ინტელექტუალებისა და ბარონების მიერ შეთხზულ ვერსიას. როდესაც ოფიციალური ისტორიოგრაფია პოლიტიკურად არასასურველი მოვლენის დაფარვის აუცილებლობის წინაშე დგება, გამოიყენება ორი ძირითადი მეთოდი — ფსიქიური აშლილობა და პორნოგრაფია. თუ, მაგალითად, რომელიმე მოვლენის ასახსნელად აუცილებელი ფაქტების ნაწილი უნდა დაიმალოს, მაშინ წარმოქმნილი სიღრუის შევსება ხდება შიზოფრენიის დაბრალებით (მართლაც, თუ საქციელი არალოგიკურად და ირაციონალურად აღიქმება, ფსიქიური აშლილობა მოსახერხებელი რამაა და ფაქტების სიმწირეს მალავს). მაგალითისათვის განვიხილოთ პეტრე I და ეკატერინე I ისტორია. პრინცისა და კონკიას ზღაპრის ახალ ვერსიას რუსებმა პორნოგრაფიული ნოველა არჩიეს იმის მიუხედავად (ან, იქნებ, იმიტომაც), რომ ისტორიოგრაფია, პრინციპში, მოზარდებისთვისაა განკუთვნილი. https://medium.com/media/46b9813bbaff1d55fe4b9f1db8ebd27f/href პეტრეს ფსიქოლოგიური მდგომარეობის თემაზე საუბარი არც ღირს, ახირებული სადისტის რეპუტაცია თავად რუსებმა შეუქმნეს და სათანადო მიზეზიც ჰქონდათ. რაც შეეხება ეკატერინეს, ყურადღებას რამდენიმე საკითხი იპყრობს: მარტა სკავრონსკას მამა იყო სამუილ სკავრონსკი (მე-17 საუკუნის პოლონელ სმერდებს გვარებიც ჰქონდათ? თუ სამუილი, რეალურად, შლიახტიჩი იყო?) სამუილი ადრე გარდაიცვალა. მარტა და დედამისი კი საცხოვრებლად ლიფლანდიაში გადასახლდნენ. მარტას აღზრდა იკისრა პასტორმა გლუკმა (გვარია ასეთი და არა ისტორიულ-პროგრამული გლუკი). მარტა კათოლიკე იყო (თუ არ იყო?), პასტორი — რა თქმა უნდა — ლუთერანი. გლუკი მარტას ბავშვობიდან ასწავლიდა რუსულს (!). მარტა ცოლად გაჰყვა შვედს, რომელიც ქორწინების მეორე დღეს წავიდა ომში და აღარ დაბრუნებულა. გლუკი დაიბადა 1655 წ საქსონიაში (პოლონეთის მეფეები საქსონიის კურფიურსტები იყვნენ). თეოლოგიური განათლების მიღების შემდეგ გადავიდა ლიფლანდიაში და შეუდგა აბორიგენებთან მუშაობას. დასაწყისში ლატვიელებს ავითარებდა, ხოლო შემდეგ რუსულ ენაზე გადაერთო. ზოგიერთი მონაცემით, მასვე უთარგმნია ბიბლია რუსულად. მარიენბურგის შემდეგ გლუკი გადადის მოსკოვში, სადაც აარსებს სასწავლო დაწესებულებას — “Покровская школа”; მასვე ირჩევენ ადგილობრივი რელიგიური თემის ხელმძღვანელად (მოსკოვის გერმანული სათვისტომო იმდენად გავლენიანი იყო, რომ, წესით, უცხო არ უნდა დაეშვა ხელმძღვანელობაში). რა გამოდის? ის, რომ მარტა სკავრონსკაია საქსონური სპეცსამსახურების აგენტი იყო, რომელიც აბორიგენების ბელადს მიამაგრეს ამ უკანასკნელის განსაკუთრებით დიდი სისულელეების თავიდან ასაცილებლად. მე თუ მკითხავთ, სავსებით თანამედროვე პოლიტტექნოლოგიაა. გასაგები ხდება ოფიციალური ვერსიის “გლუკის” მიზეზი. ამ სურათიდან რამდენადმე სარწმუნოც კია, რომ სკავრონსკაია შლიახციანკა იყო. სწორედ ამიტომაა ასე საინტერესო XV საუკუნის ვატიკანის ისტორია. არაა გამორიცხული, რომ მაშინ კათოლიციზმის ისტორიაში სპეციფიკური ხასიათის გარდამტეხი მომენტი დადგა. უფრო მეტიც, წმინდა მათემატიკური მიზეზების გამო კათოლიციზმის ისტორია ვერ იქნებოდა ისეთი სახისა, როგორიც ოფიციალურ ისტორიოგრაფიაშია მოცემული. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც შეიძლება მოხდეს, კულტურული მატრიცის, დისკურსისა და დისკურსის მოდერატორის ცვლილებებია. წარმოიდგინეთ, რომ ფლობთ მძლავრ კომპიუტერს, მაგრამ სისტემური ადმინისტრატორი სხვაა. თქვენ ვერ აკონტროლებთ ადმინის მოქმედებებს, ხშირად არც კი იცით, რა პროცესებთან გაქვთ საქმე. ერთ დღესაც ჩართავთ კომპიუტერს და ნაცნობი ოპერაციული სისტემის ნაცვლად რაღაც სრულიად სხვას, ხოლო პროგრამების მაგივრად შუმერული ლურსმულით დაწერილ აქადურ რელიგიურ ტექსტებს აღმოაჩენთ. წესით, უკიდურესად უსიამოვნო სიტუაცია უნდა იყოს. ნებისმიერი ეთნოსისათვის დედაენა სისტემური პროგრამირების ენაა, კულტურული დისკურსი — ოპერაციული სისტემა, ხოლო დამოუკიდებლობა — ამ სისტემის ადმინისტრირების უფლება. ამიტომ ერის განვითარების ფუნდამენტური ეტაპი სალიტერატურო ენის შექმნა და შენარჩუნებაა და, შესაბამისად, განათლების საფუძველთა საფუძველს ფილოლოგია წარმოადგენს. ჩვენი ძირითადი პრობლემა კი დედაენის უცოდინრობაში მდგომარეობს. ადამიანი აზროვნებს ისე, როგორც წერს. ჩვენ კი ვერაფრით გვიყალიბდება წერითი მეტყველების კულტურა. ქართული გრამატიკის სასკოლო კურსის შესწავლა მხოლოდ გამოცდებზე მიღებულ ნიშნებში აისახება და არა წერის უნარ-ჩვევებში. ვწერთ შეცდომებით, შესაბამისად, ვაზროვნებთ შეცდომებით, რის გამოც გვიჭირს მოვლენების აღქმა და ანალიზი. თუ ამ დებულების მართებულობაში ეჭვი შეგეპარათ, გადაიკითხეთ ქართულ სოციალურ ქსელებში მიმდინარე დისკუსიები. “ დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებელად.” თუ თქვენც ჩემსავით ლათინურით ერთობოდით, იოლად შეამჩნევთ, რომ იოანე-ზოსიმესეული ფრაზა ტიპურად ლათინურია. ქართულ ენაში გაგვაჩნია სპეციფიკურად ლათინური კონსტრუქციების ფუნქციური ეკვივალენტები, მაგრამ მათი წერით მეტყველებაში გამოყენება განაპირებულია, არ ისწავლება და არ არის ათვისებული. განათლების რეფორმა კი ქართული ენისა და ლიტერატურის სასკოლო კურსების განახლებით უნდა დაიწყოს. პოლიტიკური პროცესი მშობლიური ლიტერატურიდან იწყება და იმ კონტექსტში ვითარდება, რომელსაც მშობლიური ლიტერატურა (და, ზოგადად, ხელოვნება) აყალიბებს. რატომ დომინირებს ფრანგული დისკურსი? იმიტომ, რომ ფრანგული ენა პროზის, ანუ, გრძნობების რაციონალიზაციის ენაა. ზრდასრულ ასაკში თუ გადაგიკითხავთ “სამი მუშკეტერი”? ცადეთ. არ ინანებთ. (c) @York Ge
  8. შემოვდივარ, ვათვალიერებ თემებს და თითქოს დინამიკასავით იკვეთება: მდედრებში ან ჯგუფები იქნება ან ვერსუს სიტუაციები. ნეიტრალური დამოკიდებულება იშვიათია. მამრებში არ მახსოვს რომელიმე განსაკუთრებული ჯგუფი, ვინ ვის დაუპირისპირდა და ა.შ, კი, ბევრისთვის უგინებიათ,სტრელკაც დაუნიშნავთ, მაგრამ მუდმივი გადამტერებასავით- არ დამამხსოვრდა. მაშინ როცა ფორუმელ მდედრებში ერთი 5კონფლიქტი/ჯგუფი მაინც მახსენდება. ახალი მდედრი როცა ჩნდება -მაშინ თითქოს ყველა მდედრი აკვირდება, აბა, რომელ კასტას მიაკუთვნებს ის თავს და მერე ამის მიხედვით ეხმიანებიან. მაინც რაღაც განწყობა აქვთ. ან კიდევ, ახალი მდედრი აქტიური თუ არის, სხვა მდედრები მის მასხრად აგდებას ცდილობენ. მაგ. ლენას ქეისი. ჰოდა, ვითომ რაშია საქმე? მამრების ყურადღებას ვერ ვიყოფთ? თუ არ გვსიამოვნებს როცა სხვა მდედრი ყურადღების ცენტრშია?
  9. ისტორია მიყვარს, კიდეც ვასწავლი, მაგრამ ცხადია იმდენად დიდი საუნჯეა რომ მხოლოდ წვეთი მესმის, ალბათ მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდას მოუმზადებლადაც ჩავაბარებ, მაგრამ ეგ ცოტაა, ხოდა რაც ვიცი მახსენდება დიდი ადამიანები, კეთილშობილი ადამიანები რომლითაც კაცობრიობა ამაყობს. ჩვენი საქართველოს ისტორია ჩემი ციცქნა ცოდნით სავსეა ასეთი ადამიანებით. დავითი ალბათ უმკაცრესი პიროვნება იყო, მაგრამ კეთილშობილება არ აკლდა, ეს მის ტოლერანტულ მსოფლმხედველობასა და მემკვიდრეობაში ჩანს, ალბათ მამასთან ჩაიჭრა და მაგას მიუძღვნა გალობანი სინანულისანი, ერეკლე მეორეც ძალიან მაგარი ადამიანი იყო, ერთი შეეშალა ალექსანდრე ამილახვარი არ უნდა დაესახიჩრებინა, მაგრამ ის რომ მოკრძალებული სული ჰქონდა მემგონი არ ვცდები. ილია ჭავჭავაძეც ალბათ ენამწარე კახელი გადარეული იყო, ნარდიც უყვარდა და თამაშიც, მაგრამ ისეთი ბაბუ იქნებოდა რომ ჩაიხუტებდი და გაგისწორდებოდა, ასეთი იყო ექვთიმე, ნიკო ნიკოლაძე, ჯავახიშვილი... მოკლედ რა ჩამოთვლის. მსოფლიოს ისტორიიდან აბრაამ ლინკოლნი მახსენდება, "პრერიების მეფე", უბრალო თვითნასწავლი ადვოკატი, მაგრამ დიდი გულით, ჯიგრული იუმორით, ისე ამერიკა სავსეა კეთილშობილი პრეზიდენტებით, ბენჟამინ ფრანკლინი, ვაშინგტონი, ჯონ ქვინსი ადამსი... პრუსიის ისტორიიდან ფრიდრიხ მეორე "ბებერი პრინცი" და ოტო ფონ ბისმარკია. ეს ხომ საერთოდ გადარეული იყო მაგრამ პრინციპული და რაციონალური. ყველა ნორმალურ საზოგადოებაში არის შანსი რომ კარგმა ადამიანმა მიაღწიოს მმართველ თანამდებობებს. ბარაკ ობამა დამთმობი პრეზიდენტი მაგრამ უკიდურესად კეთილშობილი, არც ერთხელ შეურცხვენია თეთრი სახლი, ორივე ვადა იუმორში და ღუღუნში გაატარა, სხვა ვინ გავიხსენო ევროპაში, ყველა შავ-თეთრია, მაგრამ ისეთი დედა მოტ...ნული როგორიც ჩვენი პოლიტიკური სპექტრია ალბათ მარტო პოსტ საბჭოთა სივრცეშია. კი ვიცი ამაში მარტონი არ ვართ, მთელი სავოკი ჯოჯოხეთის ბალღამია, რომელიც საკუთარ ბოღმის წვნიანში იხარშება, ხოდა რა ჭირი გვჭირს ასეთი რომ ერთი კაი კაცი ვერ გავართრიეთ არათუ მმართველად არამედ კანონმდებლადაც?! ცხადია ქართული ელიტის რეკრუტირების პროცესი პირდაპირ მიბმულია ქართულ კულტურას, ხოდა რა ღირებულებებიც არის მოთხოვნათი "საქმის კეთების" სისტემაში ისეთი ელიტა გვყავს. რატომ არის რომ ჩვენს საზოგადოებაში რთულია მორჩილების და დისციპლინის შენარჩუნება? ამის მიზეზი ქართულ საზოგადობაში გაბატონებული ჰიპერმასკულინური კულტურაა, რომელიც ყოველი ადამიანისგან ალფა მამრული ღირსებების გამოვლენას ითხოვს. მაშინ როცა მთელ რიგ საზოგადოებებში მსახურება და დისციპლინა არის ადამიანის ზრდილობის, განათლების და ღირსების მამტკიცებელი თვისება, ჩვენში რაოდენ სასწაულიც არ უნდა იყოს ქართული საზოგადოებისთვის სწორედ ეს პირობებია თმენის, ტანჯვის და მეცადინეობის მდგომარეობა. ჩვენ ქართველებს მხოლოდ სხვისი დისციპლინა გვიყვარს მაგრამ არა ჩვენი, სხვისიც იმიტომ რომ ჩვენი უდისცპლინობით სხვის დისცპილინას გვერდიდან შემოუაროთ და ურიგოდ გავძვრეთ, ხოდა ყველაზე ცუდიც სწორედ ისაა რომ ასეთი "ჩალიჩა" მოხერხებულობის გამო ძმაკცებსაც და პატივსაც ბევრს დავაგროვებთ, არავინ დაგძრახავთ თუ "გაჩალიჩდით" არავინ!!! აი სწორედ აქაა ჩვენი გასაჭირის სათავეც. ჩვენს უკუღმართ საზოგადოებაში ნონკონფორმიზმი გამოხატულია არა რომანტიული ამბოხით, როგორიც იყო პაციფიზმი ვიეტნამის ომის დროს, ჩე გევერას ბრძოლა ანტი-ამერკანიზმის წინააღმდეგ, არამედ თითმის ველური, თითქმის იმპულსური შეწინააღმდეგებით რომ გამოკვეთილ იქნეს მასკულინობა ავტორიტეტის დაუორჩილებლობით. მიხვდით რას ვგულისხმობ? აი სწორედ იმ დისკომფორტს ხელმძღვანელი რომ ბრძანებას გასცემს, ეკუთვნის ეს უფლება, ბრძანებაც გასაგებია და შესასრულებელი, მაგრამ ერთი სული გაქვს შემოუტრიალდე და დედა შეუკურთხო, იმიტომ რომ საკუთარ თავს და სხვებსაც დაუმტკიცო რომ "წერპილა" არ ხარ, ეს არის საზოგადოება რომელიც დამსაქმებელ ხელმძვანელს ეტყვის მერე რა რომ მუშა ვარ შენ ვინ ჩემი ყ..ლე ხარო. მარტივად რომ ვთქვათ დაუმორჩლებლობა არის კიდეც ყველა რეალიზებული მამაკაცის კულტურულად მოსალოდნელი ქცევა, იმიტომ რომ დაუმორჩილებლობით მამაკაცი ავლენს მამაკაცურ ძლიერებას. აი ამ ზიზღით შექმნის საზოგადოებას ცხადია არავითარი შანსი არ აქვს რომ კეთილშობილი ადამიანი გაათრიოს ელიტის რიგებში, იმიტომ რომ ელიტამდე იმდენჯერ უნდა გამოავლინო მახინჯი დაუმორჩილებლობა რომ სხვებმა შეგნიშნონ, სწორედ უდისცპლინობით დაწინაურდები და არა პროფესიონალიზმით, აზრზე ხართ რა ბრიყვული სოციალური ლიფტები გვაქვს რომ პროფესიონალიზმი კი არ გაგქაჩავს არამედ დაუმორჩილებლობა, ანუ ვინც სტეიკ ჰოლდერია, ვინც გადაწყვეტილების მიმღებია, ის შენში სანდო კაცს მარტო დაუმორჩილებლობით დაინახავს, აი თუ მორჩილი და შენი საქმის ერთგული ხარ მაშინ დარჩები მომსახურების სფეროში, აი სწორედ იქ სადაც საქმეებს აკეთებენ, თეთრსაყელოებიანების სტრატაში, შემოვა შენზე ბრიყვი, შენზე უშნო, გასიებული რეგვენი და დაგიგდებს მაგიდაზე დავალებას რომლის წაკითხვაც არ იცის, ხოდა შენ მორჩილო წიგნის ჭიავ, იმის საქმე უნდა გააკეთო. ის გადაწყვეტს შენ კი ასრულებ. აი ეს არის ჩვენი საზოგადოების პრობლემა, ქართული საზოგადოება წამგებიანი კულტურით ხელმძღვანელობს. დამოუკდიებელი საქართველოს ისტორიაში, აბსოლუტურად ყველა, ყველა არის უღირსი ადამიანი, ვერც ერთმა ვერ შენარჩუნა პრინციპები, პატიოსნება და ჯიგარი, სხვადასხვა გამოწვევის დროს ყველა ჩაიჭრა. ზვიადი ჯერ კიდევ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დროს, იმდენჯერ რა მოთვლის, მერე ეს ყელფანდურა იდიოტები, ყველას გინება, ყველას ძაგება. ჯაბა, კიტოვანი და სიგუა ხომ სხვადასხვა ზომის და სისქის დილდოა, ედუარდ შევარდნაძეზე საიდან დავიწყო, მთელი მისი ბიოგრაფიაა სხვების გადაგდება და სავოკური მნაგახადოვკები; სააკაშვილი ასევე ღვარძლით და მეგალონამანიაკური ეგოიზმის სავსე რეგვენი რომელმაც აღმშნეებლობის იმპულსი შექმნა და თავად გააბანძა, ბიძინა ხო საერთოდ კიდალაა, განსხეულებული კვაჭი კვაჭანტირაძე, პრემიერები როგორ მოგწონთ?__ღარიბაშვილი__ ღმერთო გვიშველე; კვირიკაშვილი__კორუმპირებული ნეხვი__გახარია თვალთხარია; ისევ ღარიბაშვილი ეს ერთიც ღმერთო ეს ერთიც და მეტი აღარა... პარლამენტის წევრები?__ ვინ? ვინმე გახსენდებათ კეთილშობილებით, ჯიგარით, პატიოსნებით? ხოდა რატომ არა? ___ იმიტომ რომ ჩვენში პატიოსნება ნაკლია, ტორმუზია, თმენაა, აი სწორედ ამიტომ!
  10. მიგრაციის პოლიტიკა. ვის და რატომ არ აძლევენ ბინადრობის ნებართვას საქართველოში ბელა არუთინოვა, თბილისი დიანა პეტრიაშვილის ილუსტრაცია წლების განმავლობაში, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიმართ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობა მოქმედებდა. უცხოელებისთვის დამატებითი მოტივაციის შექმნით, წინა ხელისუფლებას პრაგმატული მიზნები ამოძრავებდა – ამგვარად ცდილობდა უცხოელებს საქართველოში მეტი ფული ჩამოიტანათ – ეყიდათ უძრავი ქონებას, დაეწყოთ ბიზნესი და შეექმნათ სამუშაო ადგილები. 2014 წელს, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ კანონმდებლობა მნიშვნელოვნად გამკაცრდა. ერთი მხრივ, კანონში ცვლილებები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს ვალდებულება იყო; მეორე მხრივ კი, კანონმდებლობის ცვლილება მმართველმა გუნდმა იმით ახსნა, რომ წინა ხელისუფლების მიერ შემოღებული საიმიგრაციო პოლიტიკა ზედმეტად ლიბერალური იყო და დარტყმის ქვეშ აყენებდა ქვეყნის უსაფრთხოებას. ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ადამიანი აღნიშნავს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღება გართულდა და მის მისაღებად არა მარტო საკანონმდებლო, არამედ სხვა ხელოვნურ და დაუსაბუთებელ ბარიერებს აწყდებიან. უფლებადამცველები ჩივიან, რომ ახალი წესები და მიდგომა ხშირად დისკრიმინაციულია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ და სინამდვილეში, ხელისუფლებამ მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებით საზოგადების რადიკალურად, ნაციონალისტურად განწყობილ ნაწილს გაუგორა კოჭი. „მეუბნებიან, რომ საქართველოსთვის საშიში ვარ“ ირანელი მინა დაშტესტანი საქართველოში 2017 წლის თებერვლიდან ცხოვრობს. “ირანი პოლიტიკური პრობლემების გამო დავტოვე. ჩემს ქვეყანაში ტერორისტად გამომაცხადეს, რადგან ბავშვებისა და ქალების დაცვაზე ღიად დავიწყე საუბარი.თავდაპირველად ოჯახთან ერთად თურქეთში წავედით, შემდეგ კი საქართველოში ჩამოვედით,“ – ჰყვება მინა. თბილისში მან და მისმა მეუღლემ პლასტიკატის ქარხანა გახსნეს, სადაც თხუთმეტი ადგილობრივი დაასაქმეს. ბინადრობის უფლებაც უპრობლემოდ მიიღეს და საქართველოში ახალი ცხოვრება დაიწყეს. მერე იყო ოჯახური პრობლემები – მინა ქმარს გაეყარა. ყოფილი მეუღლე ირანში დაბრუნდა, ის კი შვილებთან ერთად თბილისში დარჩა. 2019 წელს, როდესაც ბინადრობის ნებართვას ვადა ეწურებოდა და მინამ მისი გაგრძელება სცადა, იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოდან უარი მიიღო. მინა და მისი შვილები „გაოგნებული ვიყავი. ყველა საჭირო დოკუმენტი წარვადგინე. არაფერი დამიშავებია საქართველოში. პირიქით, მქონდა კომპანია, დავასაქმე ხალხი, ვსწავლობდი უნივერსიტეტში. რატომ მითხრეს უარი? მეუბნებიან, საქართველოსთვის საშიში ხარო, მაგრამ ამის დამადასტურებელი საბუთი არ აქვთ”, – ჰყვება მინა. ნებართვაზე უარი მან ორჯერ გაასაჩივრა სასამართლოში. „სასამართლო ორივეჯერ მოვიგე, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილება შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა. ჯიუტად იმეორებენ, რომ საშიში ვარ ამ ქვეყნისთვის”. მისი საქმე ახლაც სასამართლოშია, თუმცა როდის იქნება პასუხი, ჯერ არ იცის. მინა ამბობს, რომ ბინადრობის ნებართვის არქონის გამო მისი ცხოვრება გართულდა – იზარალა მისმა კომპანიამ – ბიზნეს-პარტნიორები უარს ამბობენ მასთან თანამშრომლობაზე, რადგან პრობლემების ეშინიათ. „კომპანიის საქმე ცუდად მიდის, ამის გამო თანამშრომლების ნაწილის გათავისუფლება მომიწია. უკვე წელიწადნახევარია საბუთის გარეშე ვარ. თუ ასეთი საშიში ვარ ქვეყნისთვის, უსაბუთოდ უფრო მარტივი არ არის რამის დაშავება?“ რამდენიმე თვეში მოქმედების ვადა ეწურება მის ირანულ პასპორტსაც: „ირანის საელჩოში პასპორტის გასაგრძლებლადაც ვერ მივალ, მეშინია. შეიძლება დამაკავონ. ჩემს ირანელ ადვოკატს ველაპარაკე, მითხრა რომ სამშობლოში არ უნდა დავბრუნდე, რადგან შავ სიაში ვარ და ჩასვლისთანავე დამაკავებენ“ . მინა ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროს უარი სახელმწიფო პოლიტიკას უკავშირდება: „რომ ჩამოვედი, მხოლოდ პასპორტი მომთხოვეს და კომპანიის რეგისტრაციის საბუთი და უპრობლემოდ მივიღე ნებართვა. ახლა კი, ასეთი პოლიტიკაა საქართველოში – უცხოელებს არ მიესალმებიან“. სტატისტიკა. რამდენი იმიგრანტია საქართველოში საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში 96 ათას 864-ს იმიგრანტი იყო აღრიცხული. თუმცა, აქედან უმრავლესობა, 56 პროცენტი (54 478) საქართველოს მოქალაქეა, რომლებიც სხვა ქვეყნებში ცხოვრობდნენ და სამშობლოში დაბრუნდნენ. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რიცხვი კი, იმიგრანტების ჯამური რაოდენობის ნახევარზე ნაკლები – 44 პროცენტია (სულ 42 386). იმიგრანტების ყველაზე დიდი ჯგუფი საქართველოში სასწავლებლად ან სამუშაოდ შამოდის. საქართველოში დასაქმებული იმიგრანტების დიდი ნაწილი თურქეთის, ინდოეთის, ჩინეთის და ირანის მოქალაქეები არიან. უცხოელთა უმრავლესობა თბილისში მშენებლობასა და საბითუმო და საცალო ვაჭრობის სფეროშია დასაქმებული. სასწავლებლად ჩამოსული უცხოელების უმრავლესობა საქართველოში სამედიცინო პროგრამაზე სწავლობს. მათი დიდი ნაწილი ინდოეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. ის, რომ ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმის სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება, ამაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებიც მეტყველებს. კერძოდ, 2015 წელს ბინადრობაზე უარი 889 პირს ეთქვა, 2016 საუბარია 1 659 ადამიანზე, 2017 წელს მონაცემები ისევ გაიზარდა და 4 256 ადამიანი შეადგინა, ხოლო 2018 უარი ბინადრობაზე 6 598 ადამიანს ეთქვა. ამ პერიოდში ბინადრობის ნებართვის მიღებაზე უარყოფითი გადაწყვეტილებების წილი მიღებულ გადაწყვეტილებებში 3%-დან 23%-მდე გაიზარდა. 2015 წლის შემდეგ ასევე შემცირებულია მუდმივი ცხოვრების და საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვების რაოდენობაც. რა არის ბინადრობის ნებართვა ბინადრობის ნებართვა არის დოკუმენტი, რომელიც უცხოელს საქართველოში ყოფნისა და სხვა უცხოელების მოწვევის უფლებას აძლევს, განურჩევლად ვიზის მოქმედების ვადისა. სულ საქართველოში 11 სახის ბინადრობის ნებართვა გაიცემა: შრომითი, სასწავლო, საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის, ოჯახის გაერთიანების მიზნით, მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, სპეციალური, მუდმივი, საინვესტიციო, დროებითი, მოკლევადიანი და უვადო. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში მუშაობს ან სწავლობს, მას დროებითი ბინადრობის ნებართვა ეკუთვნის, რომელიც ახლა 6 წლიანია. იგივე ტიპის ბინადრობის ნებართვაა გათვალისწინებული ოჯახის უცხოელ წევრზე ოჯახის გაერთიანების მიზნით, ასევე საქართველოს ყოფილ მოქალაქეზე, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; დროებით ნებართვას აძლევენ მოქალაქეობის არმქონე პირსაც, რომელსაც საქართველოში დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი; ადამიანს, რომელიც საქართველოში არანაკლებ 300 ათასი დოლარის ინვესტიციას ჩადებს, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას აძლევენ, რომელიც ასევე დროებითია. თუკი უცხოელი საქართველოს ტერიტორიაზე ფლობს საკუთრებას უძარვ ნივთზე (გარდა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის ღირებულება აღემატება 100 ათას აშშ დოლარს აღემატება, მას და მის ოჯახს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვას მისცემენ. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე და არასრულწლოვნის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე იმ უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ბოლო 10 წლის განმავლობაში იცხოვრა. რაც შეეხება უვადო ბინადრობის ნებართვას, იგი გაიცემა 300 ათასი დოლარის ნვესტიციის განხორციელების საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე იმ უცხოელზე, რომელსაც საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის პირველ წელს არანაკლებ 50 ათსი აშშ დოლარის წლიური ბრუნვა ჰქონდა, მეორე წელს − არანაკლებ 100 ათასი დოლარის, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში − არანაკლებ 120 ათასი დოლარის. ვინ გასცემს ბინადრობის ნებართვას საქართველოში უცხოელებზე ბინადრობის ნებართვებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (სსგს) გასცემს. თუმცა, ვის მისცეს საქართველოში ბინადრობის ნებართვა და ვის არა, ამ გადაწყვეტოლებას ეს სამსახური საქართველოს უშიშროების სამსახურის რეკომენდაციითა და დასკვნით იღებს. გასაჩივრების შემთხვევაში მხოლოდ მოსამართლეს აქვს უფლება ნახოს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაცია. დიანა პეტრიაშვილის ილუსტრაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „მიგრაციის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგიშვილი ამბობს, რომ უარის თქმის მთავარი საფუძველი სახელმწიფო უსაფრთხოებაა. „მსგავს რეკომენდაციას, როგორც წესი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გასცემს. უარის საფუძველად, როგორც წესი, სახელმწიფოს უსაფრთხოებაა დასახელებული. თუმცა უმეტეს შემთვევაში მოსამართლე მოქალაქეების საქმეს აბრუნებს იუსტიციის სამინისტროში იმ საფუძვლით, რომ აკლიათ უარის თქმაზე არგუმენტაცია“. გოგიშვილი ამბობს, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იმატა ნეგატიურმა გადაწყვეყტილებებმა. „კი ბატონო, არ არის გამორიცხული, რომ უცხოელი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეც, რომელიც უცხო ქვეყანაში ჩადის, საშიშია სახელმწიფოსთვის გაუკვეული მიზეზით, თუმცა ეს ხომ უნდა იყოს დასაბუთებული, – ამბობს გოგიშვილი. მისი თქმით, საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებია. “როდესაც ადამიანს თავიდან გარკვეული საფუძვლით მიეცემა ბინადრობის უფლება, რაღაც დროის შემდეგ, ეს საფუძველი შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს ან რაღაც სხვა პრობლემები გაჩნდეს, რამაც შესაძლოა მისი ყოფნა ქვეყანაში შეაფერხოს. მაგალითად, სახელმწიფოს აქვს უფლება ვიზა აღარ გაუგრძელოს სტუდენტს, რომელმაც სწავლა შეწყვიტა, ან მუშაობა. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო იყენებს ამ ბერკეტს სრულიად ბუნდოვნად. მაგალითად, ოთხი წელი პირმა ბაკალავრზე ისწავლა და შემდგეგ მაგისტრატურის გაგრძელება რომ მოუნდა, ბინადრობის უფლება აღარ გაუგრძელეს. რატომ? ამ ყველაფერს ხომ სჭირდება დასაბუთება,“ – ამბობს გოგიშვილი. მისი თქმით, სახელმწიფო ამგვარად ცდილობს შეამციროს საქართველოში უცხოელთა ნაკადი. როგორც გოგიშვილი აღნიშნავს, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ვითარება უცხოელებისთვის კიდევ უფრო გართულდა, თუმცა „ამ შემთხვევაში სახელმწიფომ სწორი ნაბიჯი გადადგა და ბინადრობის მქონე პირებს საბუთი ავტომატურად გაუგრძელდათ“. რა შეიცვალა კანონმდებლობაში ერთ-ერთი მთავარი ცვლილება ის არის, რომ შემცირდა საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა. თუკი ადრე 360 დღე შეეძლო უცხოელს საქართველოში დარჩენა, ახალი კანონის თანახმად 180-დღიან პერიოდში კონკრეტულ პირს შეუძლია მხოლოდ 90 დღე იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე შემცირდა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომელთაც უვიზოდ შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა. ცვლილებები განსაკუთრებით შეეხო უცხოელ ინვესტორებს – მათთვის მნიშვნელოვნად გამკაცრდა ბინადრობის ნებართვის მიღება. ახალი წესებით, მათ მეტი ბიუროკრატიული დაბრკოლებების გადალახვა უწევთ, რაც დროსთან და ხარჯებთანაც ასოცირდება. კერძოდ, გამკაცრდა საინვესტიციო ბინადრობის მოპოვების სისტემა, მაგალითად, ყველა ინვესტორი, რომელსაც სურს მოიპოვოს საინვესტიციო ბინადრობა, უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ სტანდარტებს – ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას, ასევე განახორციელოს 300 ათასი დოლარის ეკვივალენტი ლარში ინვესტიცია (ადრე 100 ათასი დოლარი საკმარისი იყო), დაასაქმოს საქართველოს ადგილობრივი მოქალაქეები მუდმივი სამუშაო პირობების შეთავაზებით. “სუს-ის მექანიზმს ხელისუფლება მიგრანტების ნაკადის შესამცირებლად იყენებს” ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენელი, ანზორ ხატიაშვილი აღნიშნავს, რომ კანონში შესული ცვლილებები სახელმწიფოს მხრიდან შერჩევით მიდგომას უკავშირდება. ხატიაშვილი ამბობს, რომ ყველა პირის საქმე ინდივიდუალურ ჭრილში უნდა განიხილებოდეს. იგი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მექანიზმს ხელისუფლება მიგრანტების ნაკადის შესამცირებლად იყენებს. მისივე განცხადებით, TDI-ს ბოლო 3 წლის განმავლობაში 30 საქმე აქვს წარმოებული, თუმცა წარმატებულად მხოლოდ ორი დასრულდა. 2020 წლის იანვრიდან დღემდე სტატუსის მინიჭებაზე 395 ადამიანს უთხრეს უარი. “ზოგადად სახელმწიფოს პოლიტიკა უცხოელების მიმართ დისკრიმინაციულია. მაგალითად, კანონის განმარტებით ბარათში ეწერა და ასეთი სიტყვები იყო გამოყენებული: თითქოს ღარიბი ქვეყნებიდან უცხოელების შემოსვლა იყო გაზრდილი და ეს სახელმწიფოსთვის მომგებიანი არ იყო. ეს მიდგომა არასწორია. ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები აქ ჩამოდიან ბიზნესის საკეთებლად, სამუშაოდ, სასწავლებლად. სუს-ის მექანიზმი გამოიყენება ხელოვნურად მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად, კონკრეტული ქვეყნებიდან. იშვიათია, რომ აპლიკანტის მოუწესრიგებელი დოკუმენტები ჰქონდეს და ეს გახდეს უარის თქმის მიზეზი. როდესაც კონკრეტულ ორგანოს ასეთი ფართე უფლებები აქვს ჩვენნაირ ქვეყნებში, ხშირია ამ უფლებების ბოროტად გამოყენება”, – აღნიშნა ხატიაშვილმა. უფლებადამცველი ქვეყნის მოსახლეობის დამოკიდებულებასაც უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ მოსახლეობა უცხოელების მიმართ კეთილგანწყობილი არ არის. ხატიაშვილის განმარტებით, ხელისუფლება ამ მოცემულობითაც მანიპულირებს. “2017, 2018, 2019 წელს მზარდი იყო უარის თქმის სტატისტიკა. ასევე საზოგადოების დიდი ნაწილი სამწუხაროდ არ არის კეთილგანწყობილი უცხოელების მიმართ და ხშირია სიძულვილის ენის მოტივით ჩადენილი დანაშაულიც. ამითაც მანიპულირებს ხელისუფლება თავის ამომრჩეველზე და ცდილობს, რომ მათი გული მოიგოს, მოიპოვოს მათი მხარდაჭერა,“ – ამბოსბ ხატიაშვილი. ისიც ადასტურებს, რომ სახელმწიფო უარის თქმის მექანიზმს დაუსაბუთებლად იყენებს: „მთავარი არგუმენტი არის ხოლმე, რომ კონკრეტული უცხოელი საშიშია ქვეყნისთვის, თუმცა იმის იქით რა მტკიცებულებები აქვს, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, მაგრამ ის გარემოება რომ რამდენჯერმე ნებართვა გადაიცა და მერე უარი მოდის, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ხელოვნურად ხდება სიტუაციის კონტროლი. შერჩევით უართან გვაქვს საქმე, როცა მაგალითად სახელმწიფო ხედავს, რომ კონკრეტულ პირს ქვეყანაში დიდი ხნით დარჩენა სურს და ეს არ მოსწონს სახელმწიფოს”, – ამბობს ანზორ ხატიაშვილი. არსებულ პრობლემატიკაზე საუბრობს სახალხო დამცველიც თავის 2019 წლის ანგარიშში. ომბუდსმენის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნულია, რომ ნნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის საფუძვლით ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმის სტატისტიკა. 2019 წელს ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით განხილული საქმეების საერთო რაოდენობამ 27 763 შეადგინა. აქედან დაკმაყოფილდა 19 421 საქმე, დანარჩენი შეჩერდა ან არ დაკმაყოფილდა. სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა 93 პროცენტი სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საფუძველს უკავშირდება. ყველაზე მეტი უარი ბინადრობაზე ეთქვა ირანის მოქალაქეებს – 69 პროცენტი, თურქეთის 15 პროცენტი, რუსეთის – 6 პროცენტი, ინდოეთი – 5 პროცენტი, ეგვიპტე – 5 პროცენტი, სხვა – 22 პროცენტი. “ჩემი ცოლი საქართველოს მოქალაქეა, შვილი გვყავს, სიდედრ-სიმამრი ჩემთან ცხოვრობს, მაგრამ მეუბნებიან, ქორწინება ფიქტიურიაო” ნიგერიელი აკინრული შოლა საქართველოში 2016 წელს სასწავლებლად ჩამოვიდა. შოლა ამბობს, რომ უცხო ქვეყანაში სწავლა სამშობლოში შექმნილი კრიზისი გამო გადაწყვიტა. სასწავლო ვიზის გასაკეთებლად ის საქართველოში ინტერნეტით დაუკავშირდა ერთ-ერთ პირს, კონკრეტული თანხაც გადაურიცხა და ბინაც მისი დახმარებით იქირავა. თუმცა, უკვე საქართველოში ჩამოსულს, არც ეს პირი დახვდა, არც ბინადრობის ნებართვა და არც ბინა. ქართველი შუამავალი მასთან კონტაქტზე აღარ გავიდა. ნიგერიელი ახალგაზრდა ამბობს, რომ თავიდან მას ღამის თენება ეკლესიაში უწევდა. თუმცა, შემდეგ მისი ცხოვრება საქართველოში შეიცვალა. ახლა შოლას საქართველოს მოქალაქე მეუღლე ჰყავს. შოლა ოჯახთან „2017 წელს შევქმენი ოჯახი, მე და ჩემ მეუღლეს, გაგვიჩნდა შვილი. თუმცა, ახლაც ბინადრობის ნებართვისთვის ვიბრძვი. სახელმწიფომ ივარაუდა, რომ ქორწინება ფიქტიურია, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩემი ცოლ-შვილი ჩემ გვარზეა, ჩემი სიმამრი და სიდედრი ჩემთან ერთად ცხოვრობენ. წარმოუდგენელია ქალს გადაუხადო ფული, იმისთვის, რომ მასთან ფიქტიურ ქორწინებაში იყო. ისიც შევთავაზე, რომ მოსულიყვნენ და ჩემი სახლი ენახათ, გასაუბრებოდნენ მეზობლებს,“ – ამბობს შოლა. საქმე მან სასამართლოში გაასაჩივრა და პირველი ინსტანცია მოიგო, თუმცა საქმე კვლავ განხილვაშია. „მოსამართლის მთავარი კითხვა იყო, თუ რატომ ვიყავი საშიში ქვეყნისთვის, მაგრამ იუსტიციის სამინისტრომ ამ კითხვას პასუხი ვერ გასცა,“ – ამბობს შოლა. მისი თქმით, იგი ბინადრობის მუდმივი ნებართვისთვის იბრძვის: „ყოველ ჯერზე მაძლევენ დროებით საბუთს, რომელშიც ვიხდი თანხას. ამის გამო მიჩნდება განცდა, რომ უბრალოდ ფულის საკეთებლად მიყენებენ. ჩემი საქმე უკვე ორი წელია განხილვაშია – თუ საშიში ვარ, რატომ არ მსვამენ ციხეში?! არასდროს მომიპარავს და არც არასდროს ვყოფილვარ რაიმე უკანონო ქმედების მონაწილე. ჩემი შვილი უკვეორი წლის არის. არასდროს მქონია პრობლემა ხალხთან. უკვე თითქმის ხუთი წელია აქ ვცხოვრობ. საშიში რომ ვყოფილიყავი, უკვე ხომ გამოჩნდებოდა. სტუდენტური ვიზაც რომ გავაკეთი, ის მხოლოდ ერთწლიანი იქნება, მე კი აქ ოჯახი მყავს და მასთან ერთად ცხოვრება მინდა. საქართველო არ იყენებს ევროპულ კანონებს, ევროპულ კანონმდებლობას რომ იყენებდეს მიხვდებოდნენ, რომ ოჯახის დაშლა არ შეიძლება, ეს საზიანოა ჩვენი ოჯახისთვის. არ მინდა ჩემი შვილი მამის გარეშე იზრდებოდეს. მე მიყვარს საქართველო და მინდა აქ ცხოვრება”, -ამბობს აკინრული შოლა. _________________________________________ სტატია მომზადდა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) “საქართველოში მიგრანტების და მათი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება COVID-19-ის დროს” პროექტის ფარგლებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) EMERGE პროექტის ქვეშ და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. https://jam-news.net/ge/binadrobis-nebartvis-gacema-saqartveloshi/
  11. ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა უნდა გამოიყენონ თუ არა ადამიანებმა რომლებიც საკუთარ თავს მემარჯვენე-ცენტრისტულ ქართულ რეალობაში ვერ ხედავენ, მეინსტრიმული პლატფორმები საკუთარი იდეების გასაჟღერებლად. ერთ-ერთი არგუმენტი ასეთი მიდგომის სასარგებლოდ იმაში მდგომარეობს რომ ასეთი გზით ემ ეტაპზე მარგინალური აზრები უფრო ფართო მასებში იპოვიან გამოხმაურებას. თუმცა, მეორეს მხრივ არსებული ლოკალური მედია იმ პოლიტიკის ნაწილია რომელიც შორსაა ასეთი იდეებისგან. მასში მონაწილეობა კი აქტორებს მის ნაწილად ქცევის საფრთხეს ქმნის. ეს ვიდეო მიმოიხილავს თუ რატომ უნდა თქვან მემარცხენეებმა უარი არსებულ ჰეგემონიურ მედიაზე და პოლიტიკის წარმოებისას ალტერნატიული გზები გამონახონ
  12. გიგი თევზაძე. რატომ გვჭირს რაც გვჭირს Updated: May 17, 2019 დისკურსული ფონი ყველასთვის, ვისაც შეუხედავს და დაინტერესებულა ქართული პოლიტიკური ცხოვრებით, აუცილებლად გაჩნდებოდა ჩვენი პოლიტიკისათვის უკვე ჩვეული, მარადიული თუ არა, კითხვები: რა უნდა რუსეთს, რას გვერჩის? რა უნდა აშშ-ს? მართლა მეგობარია, თუ..? რატომ არ ვუყვარვართ (არ გვაწევრიანებენ NATO-ში) ევროპას და განსაკუთრებით გერმანიას? ყველა ეს კითხვა პერსონიფიცირებულია და ცხადია არაზუსტი. არ არებობს პიროვნება რუსეთი, ან პიროვნება გერმანია. თუმცა, ამ კითხვებს რომ ვსვამთ, ყველას ესმის, თუ რა და ვინ იგულისხმება. პოლიტოლოგები ცდილობენ ამ კითხვებს პოლიტიკის მეცნიერების ენით უპასუხონ. ანუ, მათი ლოგიკით, საქართველოსთან ყველა ამ ქვეყნის დამოკიდებულება საქართველოში დემოკრატიის და ლიბერალიზმის ხარისხით იზომება: გვექნება დემოკრატია, დაგვეხმარება აშშ და ევროპა, ვცემთ გეებს 17 მაისს, რუსეთი შემოვა, ჩავატარებთ კარგად არჩევნებს - იმედი გვაქვს, რომ რუსეთი ვერ გაზრდის ოკუპირებულ ტერიტორიებს, გავაყალბებთ - კიდევ გადმოწევს აქეთ ოკუპაციის საზღვარს და ა.შ. თუკი ამ, ზემოდაღწერილ დისკურსს, კრიტიკულად განვიხილავთ, ვნახავთ, რომ ვერცერთი ქვე-დისკურსი ვერ მიდის ზედაპირული ლოზუნგების მიღმა: რატომ არ ვუნდივართ გერმანიას ევროკავშრში და NATO-ში? „სინამდვილეში“, გვეუბნებიან „ბრძენნი“, მათ არ უნდათ ევროპის ერთიან ოჯახში საქართველოს მიღება, იმიტომ, რომ ეს გააძლიერებს ახალი ქვეყნების ლობის და დაასუსტებს „ძველი“, ევროკავშირის შემქმნელი ქვეყნების როლს. რატომ გვეხმარება აშშ? „ბრძენი“ გვეუბნება, რომ ცხადია რატომაც: სადაც დემოკრატიაა, იქ თავისუფალი ვაჭრობაა. სადაც თავისუფალი ვაჭრობაა, იქ აშშ ლიდერია. ამიტომაც. რას გვერჩის რუსეთი? ჰმ, ჩაიცინებს „ბრძენი“, ცხადია რასაც: იმპერიაა, და მისი იმპერიულობა მხოლოდ მეზობელი ქვეყნებისადმი აგრესიულობით ნარჩუნდება. კი მაგრამ, ესეც რომ იყოს, რატომაა ამ დამოკიდებულებებში ფლუქტუაციები? აშშ თითქოს წლების განმავლობაში მხოლოდ სიტყვიერ და ფინანსურ დახმარებას გვიწევდა, ახლა კი, ამ ბოლო დროს, ზრდის საკუთარ სამხედრო პოტენციალს ხმელთაშუა და შავ ზღვებში, სამხედრო-სასწავლო ბაზასაც აშენებს საქართველოში, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს წინა ხელისუფლება ბევრად უფრო კეთილგანწყობილი იყო აშშ მიმართ; გერმანიის ოფიციალური პირები ყველანაირად ეწინააღმდეგებიან საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას, თუმცა, უარს არ ეუბნებიან სამეზობლო პოლიტიკაზე და, ამ ბოლო დროს, არც კულტურისთვის იშურებენ კეთილ სიტყვებს. რუსეთი ამ ფონზე ყველაზე უფრო სტაბილურია საქართველოს მიმართ, თუმცა, მასაც ახასიათებს აგრესიულობის სხვადასხვა ინტენსივობის „აფეთქებები“, 90-იან წლებში, 2008-ში, ამ ბოლო წლებში. მნიშვნელოვანი ისაა, რომ აშშ-საც, გერმანიასაც (ევროპასაც) და რუსეთსაც, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი ფინანსური სახსრები უჯდება. მესმის, რომ უმეტესობა ისე გავიზარდეთ, რომ არავინ გვასწავლა ეკონომიკის და პოლიტიკის კავშირი (სუსურუკუში პოლიტეკონომია კი გვასწავლიდა თითქოს, მაგრამ ამას არავინ აღიქვამდა სერიოზულად), მაგრამ მაინც, ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ მომავალი და ჯერ გაურკვეველი რეგიონული თავისუფალი ბაზრისათვის, მომავალი და ასევე გაურკვეველი შიდა კონკურენციის შესაფერხებლად, და ასევე, იმპერიის იდეის და რეიტინგის შენარჩუნებისათვის ეს ქვეყნები (რუსეთიც კი) მილიარდებს გაიღებენ? მგონია რომ არა. მილიონები კი შეიძლება გაიღონ, მაგრამ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო ინტერვენცია, რომელიც ისედაც შერყეულ ეკონომიკას კიდევ უფრო არყევს, აშს-ს მიერ საზღვაო ფლოტის გადასროლა (მათთვის) დასალიერში, რომლის ფუნქციონირების ყოველი დღე ასეულობით მილიონი ჯდება, ნატოს გაფართოების შეკავება, რომელიც შემკავებელს მილიარდები დაუჯდება, არ არის ზემოდჩამოთვლილი მიზნების ფასი. თუნდაც იმიტომ, რომ დანახარჯები ძალიან დიდია (აშშ-სთვისაც კი), მიღებული და (თითქოს) მოსალოდნელი შედეგები კი, საეჭვო და ამორფული. მილიარდობით ხარჯების არქეოლოგია დავიწყოთ რუსეთიდან. სამწუხაროდ, არც სკოლის და არც შემდეგი პერიოდის სახელმძღვანელოებში არ გვასწავლიან, რა არის რუსეთის უზარმაზარი იმპერიის რეალური, ფიზიკური შემაკავშირებელი, სახელმწიფოს პოლიციური პრინციპების და დერჟავნიკული სისტემის გარდა. არადა, რუკას რომ დავხედოთ, პასუხი თავისით შემოგვეფეთება: რკინიგზა. რკინიგზა, რომელიც იწყება რუსეთის ევროპულ ნაწილში (ბელორუსიის საზღვრებთან) და ჩინეთამდე აღწევს. ამ რკინიგზის საშუალებით ხდება ბუნებრივი რესურსების გადაზიდვა, ჯარების გადაყვანა (1917-1921 წლებში ძალიან ადგებოდათ ეს რკინიგზა თეთრგვარდიელებს, აღმოსავლეთის ქვეყნებშიც ამ რკინიგზით მოხვდენენ რევოლუციას გაქცეული ემიგრანტები), ჩინეთიდან საქონლის შეტანა რუსეთში და ევროპაში. საინტერესო ფაქტია, და ცაკლე განხილვის თემაა, რომ მიუხედავად გრანდიოზულობისა, ეს რკინიგზა ძალიან ცოტა რუსულ ქალაქზე გადის. მგონი, ყველაზე დიდი და მნიშნნელოვანი წერტილი, ბელორუსიის საზღვრების მიღწევამდე, ომსკია. ცხადია, აქ არის რუსეთის „სიღრმის“ (ე.წ. გლუბინკის) ქალაქების განუვითარებლობის მიზეზების ლომის წილი, თუმცა, ეს ცალკე განსახილველი თემაა და აქ ამაზე დროს და ტექსტის ნაწილს არ დავკარგავ. როგორც კი ამ რკინიგზის მნიშნველობის შესახებ ფიქრს იწყებენ, ეგრევე ამოტივტივდება „ბამი“ - ციმბირის რკინიგზის გაყვანა, რომელსაც ასიათასობით, მილოინობით თუ არა პატიმარი მუშახელი შეეწირა. თვითონ რკინიგზის მშენებლობა მეფის რუსეთის დროს დაიწყო, რაც სრულებით არაა გასაკვირი: რუსეთის იმპერია ხშირად იმეორებდა მათი ახლო ნათესავების - ბრიტანეთის იმპერიის მმართველების მიერ კარგად ნაცად ხერხებს, რომლითაც ეს უკანასკნელი იმპერიის შეკავშირებას ცდილობდა. ტრანს-ევრაზიული გზაგარდაუვლობა დღეს ეს რკინიგზა ერთადართი გზაა, რომლითაც ტვირთი კონტეინერებით ჩინეთიდან მიემართება ევროპისკენ და უკან. საერთაშორისო თანამეგობრობაში ამ რკინიგზის კომპლექსს ტრანს-ევრაზიული რკინიგზა ჰქვია, და, როგორც ხედავთ, მოიცავს ჰოლანდიას, გერმანიას, პოლონეთს, ბელორუსიას, რუსეთს (ყველაზე დიდი ნაწილი), ყაზახეთს, მონღოლეთს და ჩინეთს. ეს გზა მნიშვნელოვანია და რუსეთის ეკონომიკის ერთ ერთ მდგენელს წარმოადგენს - 12 მილიარდი დოლარის ყოველწლიური ბრუნვით. თუკი რუსეთის კორუფციულ სისტემას გავითვალისწინებთ, რეალური რიცხვი 2-ჯერ ან 3-ჯერ მეტიც შეიძლება იყოს. ტვირთი აღწევს გერმანიამდე (ჰამბურგამდე), პოლონეთის გავლით, და შემდეგ მთელ ევროპაში ვრცელდება. ასევე, ეს არის ოპტიმალური გზა ჩინეთიდან მომვალი ტვირთი ატლანტიკის ოკენეში მოხვდეს და გზა გაარძელოს ჩრდილოეთ თუ სამხრეთ ამერიკებისკენ. შესაბამისად, გერმანია, რომელიც რუკაზე ევროპის ჩრდილოეთით მდებარეობს, აზიური ტვირთების განაწილების მხრივ, ევროპის და შეიძლება ითქვას, მსოფლიო გადაზიდვების ცენტრშია. გერმანიის საკრინიგზო სისტემის წლიური ბრუნვა 50 მილიარდი დოლარია, ხოლო ამ სისტემაში 400 000 ადამიანია დასაქმებული. ცხადია, რომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად არის განპირობებული ტრანსევრაზიული რკინიგზით მოტანილი შემოსავლებით. ვფიქრობ, რომ პოლონეთი ყველაზე ნაკლებად „ხეირობს“ ამ რკინიგზით. არ ვიცი, რის გამო, მაგრამ პოლონეთის სარკინიგზო სისტემა დღემდე დოტაციურია[1]. კასპიურ-შავზღვური შოკი ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ჩნდება იდეა, რომლის მიხედვითაც ეს ტვირთები ტრანს-ევრაზიული რკინიგზით კი არ უნდა მოხვდნენ ევროპაში და დასავლეთ ნახევარსფეროში, არამედ, კასპიის და შავი ზღვების გავლით. შესაბამისად, არა პოლონეთის და გერმანიის, არამედ, ბულგარეთის, საბერძნეთის, რუმინეთის, და შესაძლებელია, უკრაინის გავლითაც. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს საზღვაო კარგო (გადაზიდვა) უფრო იაფია, ვიდრე სახმელეთო, ეს ჰიპოთეტური გზა, ოპტიმალურად, ალბათ, შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროს მიღწევის შემდეგ, რუმინეთზე, ბულგარეთზე და საბერძნეთზე გაივლის, ანდა, შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაში და შემდეგ - ატლანტიკის ოკეანეში ამერიკებისკენ. თუმცა, საფრანგეთის და პორტუგალიის გზაც არ არის გამორიცხული. ცხადია, უკვე მიხვდით, აღმოსავლეთ-დასავლეთის გადაზიდვების მარშრუტის რა ვერსიაზე ვწერ: „ახალი აბრეშუმის გზის“ შესახებ, რომელიც, პირველად ედუარდ შევარდნაძემ გაახმოვანა საერთაშორისო დონეზე (თუ არ ვცდები, შავი ზღვის აუზის ქვეყნების შეხვედრა უნდა ყოფილიყო), და რომლის პირველი მერცხალი ბაქო-ჯეიხანის მილსადენი იყო. ახალი გზა - ახალი ინტერესები ვინ შეიძლება დაინტერესებული იყოს ამ ახალ გზაში? ცხადია, აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ის ქვეყნები, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე. კიდევ? ასევე, ცხადია, რომ ჩრდილო და სამხრეთ ამერიკების ქვეყნები, მათი აღმოსავლეთ სანაპიროები, რომლის ბიზნესიც დაინტერესებულია, რომ აღმოსავლეთის და ევროპის ტვირთი გაუიაფდეს. ამ გზის მთავარი „დამტვირთველისთვის“, ჩინეთისათვისაც და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ძირითად გადაზიდვებს წყნარი ოკეანით არ აწარმოებენ, აქვს მნიშველობა საკუთარი ტვირთის გაიაფებას. მაგრამ, განსაკუთრებით, ეს ჰიპოტეტური გზა უნდა იყოს მოხერხებული ინდოეთისთვის, პაკისტანისთვის, ირანისთვის, რომ მათი პროდუქტი მსოფლიო ბაზარზე კიდევ უფრო გაიაფდეს და უფრო კონკურენტუნარიანად იქცეს. არაფერს ვამბობ თურქმენეთზე, ყაზახეთზე და უზბეკეთზე. თან, თუკი გავიხსენებთ, რომ თანამედროვე გადაზიდვა მით უფრო იაფია, რაც მეტი გზა გადის წყალზე და ნაკლები მიწაზე, ამ გზის აუცილებელი გამტარი საქართველოა. დახედეთ რუკას: უმოკლესი გზა კასპიის ზღვიდან შემდეგ „დიდ წყლამდე“ - შავი ზღვის საქართველოს სანაპიროა. აქვე ვიტყვი, რომ თანამედროვე გადაზიდვები ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც, წინა საუკუნის 60იან წლებში, გამოიგონეს ტვირთის გადასაზიდი კონტეინერი, რომელიც უცვლელად და შეურყევლად გადაიტანება მატარებლიდან სატვირთო მანქანაზე და სატვირთო გემზე. საზღვაო გადაზიდვებას ამიტომ აქვთ უპირატესობა სიიაფის მხრივ: გადამზიდავი გემი ბევრად უფრო მეტ კონტეინერს იტევს, ვიდრე ნებისმიერი მატარებელი. ჰოდა, ახლა თითქმის მივედით სათაურად ქცეული კითხვის პასუხამდე: რუსეთის მთავარი პრობლემა ჩვენ ვართ, საქართველო. ტრანსკავკასიური[2] რკინიგზის გაჩენა, რომელიც კასპიის ზღვას და შავ ზღვას დააკავშირებს (მანამდე კი, „აღმოსავლური ექსპრესი“, რომელიც ჩინეთიდან და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან - კასპიის ზღვას დაუკავშირდება), მთლიანად შეცვლის რუსეთის როლს, მის გეოპოლიტიკას და მისი ინტერესების გატარების ბერკეტებს: რუსეთის უზარმაზარი ტერიტორია, რომელზეც ტრანს-ევრაზიული რკინიგზა გადის, უცბად გადაიქცევა ნულოვან მხარედ, რომლისადმიც ინტერსს ნელ-ნელა ყველა დაკარგავს. შეიცვლება გერმანიის პოლიტიკური როლიც ევროპაში: აღმოსავლეთთან (რუსეთის ჩათვლით) მთავარი მოკავშირის და გადამზიდავის სტატუსიდან ერთ-ერთ ევროპულ ქვეყნამდე ჩამოქვეითდება. ცხადია, მის რამდენიმე ტრილიონიან ეკონომიკას რკინიგზის 50 მილიარდის შემცირება ვერ ჩამოშლის. მაგრამ, ამას დაემატება გერმანიის საზღვაო გადაზიდვების შემცირებაც, რომლის წილიც ქვეყნის ეკონომიკაში ძალიან სერიოზულია: გერმანია, მსოფლიო მასშტაბით, კონტეინერების გადამზიდავი გემების ყველაზე დიდ რაოდენობას ფლობს, ამ გემების პარამეტრების მიხედვით (სიდიდე, მოცულობა, გადაზიდვის უნარი) - მსოფლიოში ლიდერობს და გემით კონტეინერების გადაზიდვების მსოფლიო ბაზრის 20%-ის მფლობელია. ეს კი, არც მეტი, არც ნაკლები, 2.4 ტრილიონი დოლარის წლიური ღირებულების წარმოებაა[3], რაც გერმანიის ეკონომიკის წლიური მოცულობის (GDP – 4.029 ტრილიონი) ნახევარზე მეტია. მოკლედ, არც გერმანიას და არც რუსეთს „ახალი აბრეშუმის გზის“ გაჩენით არაფერი კარგი არ მოელის. რუსეთის ინტერესიც ცხადია, ზემოდთქმულის გათვალისწინებით: შეიძლება სარკინიგზო ინფრასტრუქტურას ძალიან დიდი შემოსავალი არ მოაქვს რუსეთისთვის, მაგრამ, ტრანს-ევრაზიული რკინიგზა არის ის მოდების წერტილი, რაზეც გერმანული ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი მდგენელი - საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვები დგას. ახალა თითქოს ცხადია, რატომ არის გერმანია „მიბმული“ რუსეთზე და რატომ არის იძლულებული რუსეთის ინტერესები დაიცვას ევროპის პოლიტიკაში. შესაძლებელია, გერმანიის „პასუხი“ და „მადლიერება“ რუსეთისადმი რუსული გაზის და ნავთობის მილსადენების ლობირებაშია, როგორც ტექნიკური, ასევე პოლიტიკური კუთხით: თორე, გერმანიის გაზის და ნავთობის მოხმარებაში რუსული გაზის და ნავთობის პროცენტი ძალიან მცირეა. ქვეყნები გლობალური ეკონომიკის პირისპირ მაგრამ, ორივე ქვეყანამ, გერმანიამაც და რუსეთმაც, კარგად „იცის“, რომ გლობალური ეკონომიკა და ვაჭრობა - „დაუნდობელია“: თუკი გლობალური ბაზრის მოთამაშეები ცხადათ დაინახავენ, რომ ჩინეთი - შავი ზღვის მარშრუტი ბევრად რენტაბელურია, ისინი დაუნდობლად, სწაფად და დაჟინებულად დაიწყებენ ამ გზის აგებას. ცხადია, გერმანიის ეკონომიკა და რუსეთის პოლიტიკა ეგრევე არ ჩამოიშლება, მაგრამ სისტემური კლება და შემცირება ძალიან შესამჩნევი და საგრძნობი იქნება. ამიტომ, ცხადია, რატომ არის რუსეთი დაინტერესებული საქართველოს შეუმდგარ სახელმწიფოდ ჩენარჩუნებაში: სანამ საქართველოში იქნება არამყარი და მყიფე მმართველობა და საზოგადოებრივი სისტემა, მანამ არავინ იფიქრებს სერიოზულად „ჩინეთი-შავი ზღვის დერეფანის“ აშენებაში ინვესტირებას. ამიტომ, რუსეთი ხარჯავს მილიარდებს, რომ საქართველომ ვერ მიაღწიოს ვერანაირ წარმატებას და საბოლოოდ, თუ გამოუვა, რუსეთის ღარიბ სატელიტად აქციოს[4]. შესაბამისად, გერმანიაც დაინტერესებულია, რომ საქართველო არ გახდეს არ ევროკავშირის და არც NATO-ს წევრი: ორივე ეს წევრობა საქართველოსთვის სტაბილურობის გარანტიაა, რასაც აუცილებლად მოჰყვება აღმოსავლეთ-შავი ზღვის გზის აშენება, და შესაბამისად, ხიფათი გერმანული კეთილდღეობისათვის. ასევე, ძველი ევროპის ქვეყნებისაც, მაინდამაინც „გულზე არ უნდა ეხატებოდეთ“ სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაძლიერება და საკუთარი გავლენის კარგვა. „საბერძნეთი ან პორტუგალია მსოფლიო საზღვაო კონტეინერული გადაზიდვების 20 ან 15 %-ის მფლობელი“ - ალბათ ღამის ყველაზე საშინელი კოშმარია მათთვის. ბულგარეთის, რუმინეთის და საქართველოს შავი ზღვის პორტების საფრანგეთის და გერმანიის პორტებზე უფრო მნიშვნელოვნად ქცევის პერსპექტივის წინაშე ძრწოლვაზე არაფერს ვამბობ. არადა, მთელი ეს შესაძლებელი ცვლილებები, რომლებსაც კონტეინერების გადაზიდვის გაიაფება, შესაბამისად, მეტი სიმდიდრის უფრო იაფი განაწილება, გლობალური ეკონომიკის კიდევ უფრო გამდიდრება - საქართველოს, როგორც ქვეყნის და ტერიტორიის სტაბილურობაზე და უსაფრთხოებაზე გადის. რუსეთი ცდილობს, გზის განვითარების ეს ვერსია არ დაუშვას, არა მარტო უშუალოდ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მოქმედებებით. ამჯერად, მთელი მისი ძალისხმევა მიმართულია, დაარწმუნოს პარტნიორები, უპირველეს ყოვლისა ჩინეთი, რომ მოახერხებს სარკინიგზო გადაზიდვების დრო ისე შეამციროს, რომ საზღვაო გადაზიდვებთან კონკურენტუნარიანად აქციოს[5]. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზი - ტრანს-ევრაზიული სტაბილურობა 2008 წლის ომის მიზანი, შესაძლებელია, ტრანს-ევრაზიული რკინიგზის ფუნქციის საბოლოო და გარდაუვალი გამტკიცებისათვის, საქართველოს საბოლოოდ დაპყრობა და დამორჩილება იყო: 2008 წლის დასაწყისში ტრანს-ევრაზიული რკინიგზის ქვეყნებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობას რკინიგზის განვითარებაში, თუმცა, არც მანამდე, და არც მერე, არ ჩანდა, რომ ჩინეთი (მთავარი პარტნიორი) აპირებდა სერიოზულ ინვესტიციებს. ამიტომ, რუსეთი საქართველოს დაპყრობისათვის რამდენიმე წლით ადრე ემზადებოდა, ალბათ იმ დროიდან, როდესაც ტრანს-ევრაზიულ რკინიგზის ხელშეკრულების მომზადება დაიწყო. საქართველოს დაპყრობის მთავარი მიზანი ეს უნდა ყოფილიყო: პარტნიორ ქვეყნებს საბოლოოდ დაენებებინათ თავი „ახალი აბრეშუმის გზის“ შესახებ ფიქრზე და მთლიანად რუსეთზე ყოფილიყვნენ ჩამოკიდებული სარკინიგზო გადაზიდვებში. იმ შემთხვევაშიც, თუკი აღმოსავლეთ-შავი ზღვის გზა გარდაუვლად აქტუალური გახდებოდა - ეს გზაც რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცეოდა. ასევე, ტყუილად არ ავრცელებდა გერმანული ოფიციალური და ნახევრად ოფიციალური მედია, რაც გერმანელმა ინტელექტუალებმაც აიტაცეს სიხარულით, რომ ომი საქართველომ დაიწყო: რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობა გერმანიის ეკონომიკის სიმტკიცის უზრუნველმყოფიც ხომ იყო. საბედნიეროდ, აშშ ჩარევამ ეს გეგმა ჩაშალა და დღეს კიდევ გვაქვს შანსი, რომ მსოფლიო ეკონომიკისათვის, თუნდაც 20-30 წლით, ერთ-ერთ ცენტალურ ადგილად ვიქცეთ. რატომ 20-30? იმიტომ, რომ ეს დამოკიდებულია გადაზიდვების ახალი სახის გამოგონებაზე. როგორც გადასაზიდი კონტეინერის გამოგონებამ მეოცე საუკუნის 60იან წლებში შეცვალა მსოფლიო ეკონომიკა, ასევე, გადაზიდვის ახალი მეთოდი შეცვლის მსოფლიო ეკონომიკას. ჩემი პროგნიზით, ეს კოსმოსული გადაზიდვა იქნება. ტრანს-შავი ზღვის გადაზიდვების გზის განხორციელება - ჩვენი შანსია, შეიძლება ერთადერთი, ღირსეულად და მომზადებულად შევხვდეთ მომავლის ეპოქებს. როგორ მოვიქცეთ? ვფიქრობ, "მოქცევის დიაპაზონი" ცხადია: გვინდა სწრაფი განვითარება და ღირსეულ ქვეყნად ქცევა - მხარი უნდა დავუჭიროთ და მოვთხოვოთ პოლიტიკოსებს შავი ზღვის პორტის[6] და კასპიის ზღვა-შავი ზღვის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დაჩქარება. არ აქვს მნიშნველობა, თუ რატომ არ აკეთებენ - უნიათობის გამო, თუ იმიტომ რომ გერმანია/ძველი ევროპის და რუსეთის ინტერესებს იცავენ. ორივე შემთხვევაში შედეგი სავალალოა და ჩვენი ქვეყნისათვის დამღუპველი. ევროპასთან ურთიერთობა უფრო რთული იქნება. თუმცა, არც იმაშია რამე შეუძლებელი, რომ ისევ და ისევ საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით, ძველმა ევროპამაც გაუსწოროს თვალი მომავალს და გამოსავლის ძიება დაიწყოს. თუმცა, აშშ როლის და სამხედრო ძალის ყოველდღიური ზრდა ხმელთაშუა და შავ ზღვებში იმედს მაძლევს, რომ ახალი გზის ეკონომიკური გათვლები ძალიან დამაჯერებელი და მყარია. მეორე მხრივ, არც იმას უნდა ველოდოთ, რომ ქვეყნის დასტაბილიზეირების და დემოკრატიზაციის მთლიან ხარჯს (როგორც ფინანსურს, ასევე მორალურს) ვინმე ჩვენს მაგივრად გაიღებს. ეს ხომ „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტს გააძვირებს და მომავალ მოგებას დროში გადაწევს - შესაბამისად, მომავალში გადაწევს განხოციელების დაწყებასაც. ვფიქრობ, ჩვენი, საქართველოს საზოგადოების წევრების არჩევანი ცხადია: ან ღირსეული და წარმატებული პარტნიორობა გლობალურ ეკონომიკაში, ან ძველი ევროპის და რუსეთის უიღბლო და უიმედო სატელიტად ყოფნა. ევროპამ კი დაგვარქვა უკვე - „სამეზობლო“. სქოლიო: [1] http://www.transport-exhibitions.com/Market-Insights/A-look-at-transport-logistics-in-Poland [2] არა რუსული, არამედ, თანამედროვე გეოგრაფიული აზრით: კავკასია ის ტერიტორიაა, რომელზეც საქართველო და აზერბაიჯანის ნაწილია მოთავსებული. მის საზღვრებზეა ჩრდილოეთ კავკასია (რუსეთი) და სამხრეთ კავკასია (სომხეთი). [3] https://www.statista.com/topics/1367/container-shipping/ [4] ეს, „რუსეთი გადაგვარჩენს“ აპოლოგეტებს. [5] https://www.transrussia.ru/en-GB/press/news/Rail-transport-in-Russia-industry-focus.aspx [6] ანაკლია/ლაზიკას - არ მაქვს სემტიმენტები სახელზე, მთავარია აშენდეს. (ც)გიგი თევზაძე
  13. რატომ არის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური შეფასება კარიერულ კონსულტაციაში? http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/1%20dec_1.jpgპროფესიის არჩევისას და კარიერის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია საფუძვლიანად შეაფასოთ წარმოდგენები საკუთარი თავის შესახებ, რაც გაგიადვილებთ იმ პროფესიული ალტერნატივის მოძიებას, რომელიც საკუთარი თავის მაქსიმალურად რეალიზაციის შესაძლებლობას მოგცემთ. ამისთვის პირველი ნაბიჯია, გაანალიზოთ ვინ ხართ თქვენ, რაშიც ყველაზე უკეთ ფსიქოლოგიური შეფასება დაგეხმარებათ. მოცემული საკითხავი მასალის მთავარი მიზანია, დაგეხმაროთ მე-კონცეფციის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში ფსიქოლოგიური შესაფასებელი ინსტრუმენტების გამოყენებით, რაც თავის მხრივ გულისხმობს საკუთარი პიროვნული მასახიათებლების, ინტერესების, ღირებულებების, უნარების, შესაძლებლობებისა და გამოცდილების შეფასებას და განხილვას. საკუთარი თავის შესახებ ცნობიერების ამაღლება დაგეხმარებათ მიიღოთ ისეთი პროფესიული გადაწყვეტილება, რომელიც გაზრდის წარმატებისა და შრომითი კმაყოფილების მიღწევის შანსებს. გაიგეთ მეტი მე-კონცეფციის შესახებ http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/o-TAKING-TEST-facebook.jpgთანამედროვე სამყაროში ჩვენ ძალიან ხშირად ვაფასებთ საკუთარ თავს. მაგალითად, სოციალურ ქსელში, როგორც წესი, ვრცელდება არასამეცნიერო ტესტები, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვაფასებთ საკუთარ პიროვნულ მახასიათებლებს _ რა მოგვწონს, რა გვიყვარს, რა მოვლენებსა თუ ობიექტებს ვანიჭებთ უპირატესობას და ა.შ. ასეთი ინსტრუმენტები ძალიან ჰგავს საკუთარი პიროვნების ფსიქოლოგიური შეფასებას, თუმცა არამრცნიერული და არასანდოა. ფსიქოლოგიური ტესტების და კითხვარების მიზანია, დაეხმაროს ადამიანებს საკუთარი თავის შესწავლაში, საკუთარი შესაძლებლობებისა და მახასიათებლების შესახებ სიღრმისეული ინფორმაციის მოპოვებაში. სამეცნიერო საკვლევი ინსტრუმენტების გამოყენებით საკუთარი თავის შესახებ ცნობიერების ამაღლება გვეხმარება სწორი პროფესიული გადაწყვეტილების მიღებაში, რაც, თავის მხრივ, მეტ შესაძლებლობას გვაძლევს ვიყოთ საკუთარი პროფესიით და სამუშაოთი კმაყოფილები.
  14. რატომ არის მნიშვნელოვანი კარიერული შეფასება? http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/shutterstock_57915325.jpgპროფესიის არჩევისა და ნებისმიერი კარიერული გადაწყვეტილების მიღებისას ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის მახასიათებლების შესაფასებელი სხვადასხვა ფსიქოლოგიური ინსტრუმენტის გამოყენება. ასეთი ინსტრუმენტები გვეხმარება უკეთ შევისწავლოთ საკუთარი თავი, რაც მოიაზრებს საკუთარი პიროვნული მახასიათებლების, უნარების, ინტერესების, შესაძლებლობების, გამოცდილების და ღირებულებების შეფასებას. როგორც წესი, ადამიანებს ძალიან უჭირთ გამოყონ ის რამდენიმე უნარი, რომლებიც ყველაზე უკეთ აქვთ განვითარებული. როგორც საერთაშორისო კვლევები ცხადყოფს, დამქირავებლები ხშირად ჩივიან იმის შესახებ, რომ აპლიკანტები შესარჩევ გასაუბრებებზე ვერ ახერხებენ გამოყონ ის რამდენიმე უნარი ან პიროვნული მახასიათებელი, რომელიც ყველაზე უკეთ აქვთ განვითარებული და რომელთა გამოყენებითაც სამუშაოს წარმატებით ასრულებენ. სინამდვილეში ჩვენი უნიკალური მახასიათებლები ყველაზე დიდი უპირატესობაა პროფესიული წარმატების მისაღწევად, თუ მოვახერხებთ და სწორად გამოყოფთ საკუთარ ძლიერ მხარეებს და მოვახერხებთ მათ სწორად, საჭირო დროს და საჭირო ადგილას გამოყენებას. როგორ ეხმარება კარიერული შეფასება ადამიანს პროფესიის არჩევაში? - მაიას შემთხვევა http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/3%20dec_0.jpgკარიერულ კონსულტანტებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რამდენად მნიშვნელოვანია უნარების, ინტერესების, პიროვნული მახასიათებლების, გამოცდილების და ღირებულებების შეფასება სხვადასხვა ასაკის კლიენტებთან. მათთვის არ არის უჩვეულო კლიენტების პიროვნების შესაფასებლად ერთდროულად რამდენიმე შესაფასებელი ინსტრუმენტის გამოყენება. ასეთი შესაფასებელი ინსტრუმენტები, რომლებსაც ტესტების ბატარეებსაც უწოდებენ, როგორც პროფესიული კონსულტანტისთვის, ისე კლიენტისთვის ღირებულ ინფორმაციას იძლევა კარიერული გადაწყვეტილების მიღების პროცესის დასაგეგმად. რა მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ შეფასებას ჩვენ კარიერულ განვითარებაში? - ნიკოლოზის შემთხვევა როგორც ნიკოლოზის შემთხვევის ანლიზიდან ჩანს, საკუთარი პროფესიული ინტერესები არ არის ჩვენი პიროვნების ერთადერთი ასპექტი, რაც დროთა განმავლობაში იცვლება. სამუშაოსთან დაკავშირებული ჩვენი შესაძლებლობები და გამოცდილებები მუდმივად იცვლება, ასევე იცვლება შრომითი ღირებულებებიც. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი საკუთარი უნიკალური მახასიათებლების - პიროვნული მახასიათებლები, უნარები, შესაძლებლობები, ინტერესები, გამოცდილება და ღირებულებები - დროთა განმავლობაში შეფასება, როდესაც მოგვიწევს კარიერული გადაწყვეტილებების მიღება, რაც არ მოიაზრებს მხოლოდ და მხოლოდ პროფესიის არჩევას. კარიერული ცხოვრების ყველა ეტაპზე ჩვენ გვიწევს სხვადასხვა პროფესიული გადაწყვეტილებების მიღება. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/test_-_multiple_choice_0.jpgროდესაც გიწევთ მუშაობა კარიერულ კონსულტანტთან, საგანმანათლებლო კურსის ხელმძღვანელთან და საკუთარ თავთან, გახსოვდეთ, რომ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ კარიერული შესაფასებელი ინსტრუმენტები. პროფესიული შესაფასებელი ინსტრუმენტები საუკეთესო ვარიანტია ინფორმაციის შესაგროვებლად, თუმცა მნიშვნელოვანია შეგროვებულ ინფორმაციას შეხედოთ კრიტიკული თვალით და გააანალიზოთ, რამდენად შეგესაბამებათ მიღებული ინფორმაცია. მაგალითად, ბევრი პროფესიული შესაფასებელი ინსტრუმენტი განსაზღვრულია ნორმების ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ტესტური შედეგები უნდა შეადაროთ სხვა ჯგუფის ტესტურ შედეგებს იგივე კითხვარში. თუ თქვენთვის საინტერესოა, რამდენად ემსგავსებით ან რამდენად განსხვავდებით ამ ჯგუფისგან, პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ, შედგება თუ არა ეს ჯგუფი ისეთი ადამიანებისგან, როგორიც თქვენ ხართ. მაგალითად, თუ თქვენ ხართ უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი გოგონა, რომელსაც არასდროს უმუშავია და ამასთანავე, კონკრეტული ტესტის გამოყენება შეუძლიათ მამაკაცებსაც, რომლებსაც დიდი სამუშაო გამოცდილება აქვთ; მოგეთხოვებათ ტესტური შედეგების კრიტიკულად განხილვა. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ნორმირებული შესაფასებელი ინსტრუმენტების გამოყენება არ არის ეფექტური; სინამდვილეში, ასეთი ტესტები მნიშვნელოვნად გეხმარებათ იფიქროთ საკუთარ თავზე და საკუთარი მოთხოვნილებები სხვადასხვა კუთხით შეისწავლოთ. მაგრამ, ნორმირებული ტესტების შემთხვევაში მეტი დაფიქრება გმართებთ, რათა ტესტური შედეგები არ განიხილოთ როგორც მხოლოდ „ტესტის პასუხები“. ამ შემთხვევაში უმჯობესი იქნება, თუ მიმართავთ კარიერულ კონსულტანტს ან/და ფსიქოლოგს, რომელიც დაგეხმარებათ ტესტის სწორად გამოყენებაში და მოგცემთ კვალიფიციურ რჩევებს. ბევრ ადამიანს სურვილი აქვს შეავსოს ტესტი, რომელიც პირდაპირ უკარნახებს, რა გააკეთოს, როგორ იმოქმედოს, როგორ დაგეგმოს საკუთარი კარიერა. უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს ტესტი, რომელიც მაქსიმალური სიზუსტით შეძლებს პიროვნების ყველა ასპექტის შეფასებას. კარიერის სწორად დაგეგმვა დამოკიდებულია არა მხოლოდ ტესტზე, არამედ საკუთარ თავზე. ტესტი გვეხმარება ინფორმაციის მოძიებასა და შეგროვებაში, ხოლო ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ტესტური შედეგები და მიღებული ინფორმაცია კეთილგონივრულად და სწორად გამოვიყენოთ.
  15. ეროვნული გამოცდების რეფორმის წინაპირობა საქართველოში 2003 წელს ქვეყნის მიერ პროდასავლური კურსის არჩევა იყო, რასაც მოყვა რადიკალური ცვლილებები სხვადასხვა სფეროში. პოლიტიკური პლურალიზმისა და დემოკრატიის მოდელზე გადასვლის მცდელობა განათლების სფეროში უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის პროცესის გადახედვით დაიწყო, შესაბამისად, 2005 წლიდან დაინერგა ეროვნული გამოცდების სისტემა, რომელიც დაეფუძნა უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების უფრო გამჭვირვალე და სამართლიანი მოდელით ჩანაცვლების იდეას. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდების მიზანი განისაზღვრა როგორც: ა) საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტების ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფა ბ) საგნამნათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთა უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენა ეროვნული გამოცდების პირველი მიზანი, მიაღწიოს გამჭვირვალე, ანტიკორუფციულ და კონფიდენციალურ საგამოცდო პროცედურას მიღწეულია. სადაოა რამდენად აღწევს ეროვნული გამოცდები მისთვის განსაზღვრულ მეორე მიზანს და ახერხებს უნივერსიტეტებში გაგრძელების მსურველთა იმ უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენას, რამაც შემდგომში უნდა გადაწყვიტოს არიან თუ არა მოსწავლეები უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების „ღირსნი“. ამ „ღირსების“ დასადგენად ბოლო წლებში რამდენიმე ექსპერიმენტი ჩატარდა: დაამატეს საატესტატო გამოცდები, შემდეგ გააუქმეს, ასევე გაუქმდა ზოგადი უნარების გამოცდა. 2019 წელს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, თავად ჩაატარა ეროვნული გამოცდების შეფასების კვლევა , სადაც აღწერილია მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. დადებითი მხარეები ძირითადად მის პროცედურულ გამართულობას და ობიექტურობას უსვამს ხაზს. ამ კვლევის საფუძველზე გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ის არ აღმოჩნდა საკმარისი დაერწმუნებინა სამინისტრო გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილება მიეღო, რაც გვაფიქრებინებს რომ სისტემის ლოგიკის მიხედვით, გამოცდების ობიექტურობისა და პროცედურული გამართულობის ღირებულება ჭარბობს გამოცდების ნაკლოვანებებს. განათლების სამინისტროს მტკიცე პოზიცია ბადებს ეჭვს, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება. სამინისტროს ძალიან უჭირს ეროვნულ გამოცდებთან გამომშვიდობება, რადგან ის დღემდე განათლების ერთ-ერთ მთავარ მონაპოვრად ითვლება. ეროვნულმა გამოცდებმა თავისი როლი და სასიცოცხლო ციკლი უკვე დიდი ხანია ამოწურა, ამიტომ მნიშვნელოვანია არ დავრჩეთ ამ რეფორმის ხიბლში რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გამო: ვერტიკალური განათლება განათლების მნიშვნელობის აღქმა პოლიტიკის დოკუმენტებში და რეალობაშიც საფეხურეობრივია. ვერტიკალური სვეტის მთავარი მიზანი საფეხურებს შორის ნახტომების გაკეთებაა და შინაარსობრივი აქცენტი თითოეულ საფეხურზე ყოფნის დროს ხარისხიანი განათლების მიღების დაკარგულია. სხვა სიტყვებით, ეროვნულმა გამოცდებმა ზოგადი განათლების მიზანი განსაზღვრა როგორც უნივერსიტეტში მოხვედრის ფუნქცია და არა სკოლაში ყოფნის დროს სრულყოფილი სასკოლო განათლების მიღება. ამგვარ ვერტიკალურ კიბეს ართულებს თანმდევი სოციო-ეკონომიკური ფაქტორები, რომლის გათვალისწინებითაც ეროვნული გამოცდები განათლებაზე ხელმისაწვდომობას და სოციალურ უთანასწორობას უფრო მეტად აღრმავებს ვიდრე ამცირებს. დავიწყოთ იმით, რომ ზოგადი განათლების ხარისხი კორელაციაშია გამოცდების შედეგებთან. ზოგადი განათლების შეფასება ქვეყანაში ხდება სახელმწიფო და საერთაშორისო კვლევების მიხედვით (PISA, TIMSS). არსებული შედეგები არც თუ ისე დამაიმედებელია. TIMSS – ის მონაცემების მიხედვით, 2007 წლიდან 2015 წლამდე უთანასწორობა განათლებაში გაიზარდა. სხვაობაა ქალაქისა და სოფლის, საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეთა მიღწევებს შორის. PISA -ს 2019 წლის მონაცემებით, სხვაობა ქალაქსა და სოფლად მცხოვრებ მოსწავლეებს შორის 44 სატესტო ქულას შეადგენს. ასევე, დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსის მქონდე მოსწავლეები 78 ქულით ჩამორჩებიან მაღალი სოციალური სტატუსის მქონე მოსწავლეებს. TIMSS -ის მიხედვით კერძო სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში საერთაშორისო საშუალო ნიშნულზე მაღალი შედეგი აქვთ. PISA -ს კვლევაში ჩანს, რომ აზერბაჯანულ ენოვანმა მოსწავლეებმა საბუნებისმეტყელო მეცნიერებებში საშუალოზე დაბალი შედეგი აჩვენეს, ვიდრე მათ ვინც ტესტი ქართულად დაწერა. კვლევების შედეგები მოკლედ რომ შევაჯამოთ, მოსწავლეების მიღწევებს ზოგად განათლებაში და ეროვნულ გამოცდებზე საგრძნობლად განსაზღვრავს სკოლების ადგილმდებარეობა (სოფელი/ქალაქი), სკოლის ტიპი (საჯარო/კერძო) და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების სპეციფიკა (ეთნიკური უმცირესობები, დევნილები). ამ ტენდენციას ადასტურებს გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის კვლევა და აღიარებს, რომ ეროვნული გამოცდების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება აბიტურიენტის საცხოვრებელი ადგილისა და სკოლის ტიპის მიხედვით, ეს ცვლადი ასევე გავლენას ახდენს სახელმწიფო გრანტის მოპოვებაზე. ამ მოცემულობაში, გაუგებარია რატომ უწყობს სისტემა ხელს უთანასწორობის გაღრმავებას, როცა გამოცდების გაუქმებით მისი სრულად აღმოფხვრა არა, მაგრამ საგრძნობლად შემცირება შესაძლებელია. ზოგადი განათლების ორი პარალელური სისტემა ქვეყანაში არსებობს ორი ზოგადი განათლება, ერთი ფორმალური და მეორე არაფორმალური. ეროვნული გამოცდები არაფორმალურ ზოგად განათლებას – რეპეტიტორთა ინსტიტუტს – აძლიერებს და ამით აღრმავებს განათლებაზე ხელმისაწვდომობას. 2011 წლის კერძო რეპეტიტორების ფენომენის კვლევის მიხედვით, რეპეტიტორთან მომზადების მთავარ მიზეზად დასახელებულია ზოგადი განათლების დაბალი ხარისხი (53%). მომზადება დამოკიდებულია ოჯახის შემოსავლებთან, ამ მხრივ პროპორცია მაღალშემოსავლიან და დაბალშემოსავლიან ოჯახებს შორის არის 64 და 24 %. არც მასწავლებლები არიან თანაბარ პირობებში, ისინი ერთი ტიპის მომსახურებში განსხვავებულ ანაზღაურებას იღებენ გეოგრაფიული მახასიათებლის მიხედვით. კობახიძის (2018) კვლევის მიხედვით, თბილისის ცენტრალურ უბანში მათემატიკის მასწავლებელი აბიტურიენტის მომზადებაში იღებს 1000 დან 1800 დოლარმდე 10 თვის განმავლობაში. იგივე მონაცემები რეგიონების მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, ინგლისურში ქობულეთში ერთი მასწავლებელი იღებს 40-დან 70 ლარამდე, საგარეჯოში – 50 ლარს. მასწავლებლების სოციო-ეკონომიკური სტატუსიც განსაზღვრავს ფასწარმოებას, თუ მათი ოჯახები ფინანსურად რთულ მდგომარეობაში არიან, ისინი იგივე მომსახურებში ბევრად დაბალ თანხას იღებენ (მაგ. 30 ან 40 ლარი ერთ საგანში). 2011 წლის კერძო რეპეტიტორების ფენომენის კვლევის მიხედვით, მშობლების მიერ ზოგად განათლებაში დახარჯული თანხა დაახლოებით შეადგენდა 300 მილიონ ლარს, რაც სახელმწიფოს მიერ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის გამოყოფილი თანხის 85,5% წარმოადგენს და აქედან 40 % არის რეპეტიტორების ხარჯები. საერთო ჯამში რეპეტიტორების წილი ზოგადი განათლების ბიუჯეტის 35 % -ია . ამ მხრივ დინამიკა ბოლო წლების განმავლობაში ნაკლებად სავარაუდოა რომ შეცვალა. რეპეტიტორთა ინსტიტუტი სრულად ვერასდროს გაუქმდება და ეს სამინისტროს თვითმიზანი არც უნდა იყოს, თუმცა, მნიშვნელოვანია მაშტაბების გათვალისწინება. ძლიერი რეპეტიტორთა ინსტიტუტი ერთგავრი მესიჯია, რომ მასწავლებლის დაფასება და აღიარება ხდება გამოცდების ქულების მიხედვით და არა სკოლაში ყოფნის დროს მათი მოსწავლეებთან ურთიერთობის და ჯანსაღი სასწავლო გარემოს ხელშეწყობის ხარისხის მიხედვით. შესაბამისად, ხდება სკოლის როლის და რეპუტაციის დაკნინება. კობახიძის (2018) წლის კვლევის მიხედვით, მოსწავლეები რომლებიც კერძოდ ემზადებიან კარგავენ ინტერესს ჩაერთონ სასკოლო პროგრამის მიერ განსაზღვრულ სასწავლო აქტივობებში. ასევე, მასწავლებელებს უჭირთ იმ მოსწავლეების მიმართ ფავორიტიზმის დამალვა, რომლებსაც კერძოდ ამზადებენ. გამოდის რომ სკოლა მოსწავლეებს კი არ ეხმარება გამოცდების ჩაბარებაში, არამედ პირიქით – ხელს უშლით მათ. ამავე პრობლემას ადასტურებს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული კვლევის ანგარიშიც (2019), რომელიც ამბობს რომ რეპეტიტორებთან მომზადება გარდაუვალ საჭიროებად აღიქმება და რომ კერძოდ მომზადება მჭიდრო კავშირშია ოჯახის ფინანსურ მდგომარეობასთან და ეროვნული გამოცდების შედეგებთან. გამოდის რომ გვაქვს ნახევრად ბუტაფორიული ზოგადი განათლება, რომელსაც ადასტურებს ეროვნული გამოცდების ცენტრის კვლევაც, მაგრამ მაინც არ ჩანს მისი ცვლილების სურვილი, რაც კიდევ ერთი სისტემური პარადოქსია. ხარჯთეფექტურობა ყოველწლიურად გამოცდების ეროვნული ცენტრი რამდენიმე მილიონ ლარს ხარჯავს საგამოცდო ტესტების მომზადებაში, ინფრასტრუქტურაში, გამოცდების შედეგების გასწორებასა და სხვა ადმინისტრაციულ საკითხებში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ბიუჯეტი 2018 წელს იყო 11, 810, 000 მილიონი ლარი, აქედან ეროვნული გამოცდებისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენდა 4, 400, 000 მილიონ ლარს. ამას შეგვიძლია დავამატოთ მშობლების მიერ ყოველწლიურად დახარჯული რამდენიმე მილიონი ლარი კერძოდ მომზადებაში (დაახლოებით 180 მილიონი ლარი). თანხები საკმაოდ დიდია, მაგრამ არ ჩანს ვინ იღებს სარგებელს ამ დანახარჯებიდან. თუ ვიტყვით, რომ პროცესში ჩართულნი არიან მოსწავლეები, მშობლები და უნივერსიტეტები, მაშინ ვნახავთ რომ მოსწავლეების და მშობლების ინტერესი მიიღონ მაღალი ხარისხის ზოგადი განათლება მიღწეული არ არის, უნივერსიტეტის ინტერესი ჰქონდეს გარკვეული ავტონომია და მიიღოს მონაწილეობა სტუდენტების შერჩევის პროცესში პროგრამების შესაბამისად, მიღწეული არ არის. სხვა სიტყვებით, ეროვნული გამოცდები განათლების ხარისხის ამაღლებას და დაინტერესებული მხარეების ინტერესებს არ ემსახურება, მაშინ ლოგიკურია დაისვას კითხვა: მიზანშეწონილია თუ არა გამოცდების პროცედურულ გამართულობაში მილიონობით ლარის ყოველწლიურად დახარჯვა თუ შინაარსობრივ სარგებელს არცერთი მხარე არ იღებს ? აქვე, დამატებითი კითხვა თვითრეფლექსიისთვის: რა სარგებელს მიიღებდა ზოგადი განათლება მილიონობით ლარის ინვესტირება ყოველწლიურად გამოცდების ორგანიზების ნაცვლად სკოლების გაძლიერებაში რომ მომხდარიყო ? ალტერნატივა ეროვნული გამოცდების შედეგები უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების ერთადერთი კრიტერიუმია. არ შეიძლება სამართლიანად ჩაითვალოს მოდელი, რომელიც სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას მხოლოდ 3 საათიან გამოცდაზე მიღებული შედეგების მიხედვით წყვეტს. ალტერნატიულმა მოდელმა უნდა უზრუნველყოს კრიტერიუმების მრავლფეროვნება და მათი წონის გადანაწილება. კრიტერიუმების მრავალფეროვნება შესაძლებლობას მისცემს უნივერსიტეტებს ჩაერთონ შერჩევის პროცესში. მაგალითად, დანიშნონ დამატებითი გასაუბრება,მოითხოვონ სამოტივაციო წერილი, სასკოლო ნიშნების ფურცელი, დამატებითი აქტივობების შესახებ ინფორმაცია და ა.შ. პროცესი უნდა შეადგენდეს ამ მონაცემების ერთობლიობას და უნდა გაერთიანდეს პორტფოლიოში. ამგვარი მიდგომა ერთი მხრივ, გაზრდის უნივერსიტეტების ავტონომიას და მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს სკოლის დაკნინებული როლის აღდგენას. უნივერსიტეტში ჩარიცხვის ამგვარი მოდელიც შეიცავს რისკებს, მაგალითად, სკოლაში ნიშნების დაწერასთან დაკავშირებული კორუფციის მატება და უნივერსიტეტების გასაუბრებისა და პორტფოლიოების შეფასების არაობიექტურობა. ეს რისკები ნამდილად არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ალტერნატიულ მოდელზე გადასვლა ამ მიზეზების გამო შეფერხდეს. სამინისტროს ვალდებულებაა თანხების ინვესტირება მოახდინოს ალტერნატიული მოდელის ფუნქციურ და მეთოდოლოგიურ დახვეწაში, რაც მაქსიმალურად შეამცირებს მასთან დაკავშირებულ პროცედურულ და შინაარსობრივ რისკებს.