Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'მე-12' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. Heritage Foundation-მა 2021 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. სიაში საქართველო მე-12 ადგილზეა და ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორებიცაა აშშ, ფინეთი, იაპონია და გერმანია. ჩვენი ქვეყანა განებივრებული არ არის მოწინავე ადგილებით სხვადასხვა რეიტინგში. თუმცა, ამ კვლევის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი აღემატება როგორც რეგიონულ, ასევე მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს. 77.2 ქულით საქართველო „მეტწილად თავისუფალი ეკონომიკის“ კატეგორიას მიეკუთვნება. სინგაპური, ახალი ზელანდია, ავსტრალია, შვეიცარია და ირლანდია – ეს ის ქვეყნებია, რომელთა ქულებიც 80-ს აღემატება და „სრული ეკონომიკური თავისუფლების“ მქონე სახელმწიფოთა კატეგორიაში არიან. აღსანიშნავია, რომ ამავე კვლევაში, 45 ევროპულ ქვეყანას შორის, საქართველო მე-7 ადგილზეა. Heritage Foundation-ის განმარტებით, საქართველოს ასეთი წარმატება განაპირობა მრავალწლიანმა რეფორმებმა კორუფციის წინააღმდეგ, რეგულაციების შემცირებამ და საგადასახადო სისტემის გამარტივებამ. საბოლოო ქულა და რეიტინგი სხვადასხვა კომპონენტში მიღებული ქულებით გამოითვლება. ყველაზე მაღალი – 94.9 ქულა საქართველოს ფისკალური თავისუფლების კომპონენტში აქვს მინიჭებული, ხოლო ყველაზე დაბალი (59.3) – სასამართლო სისტემის ეფექტიანობაში. შედარებისთვის, რეიტინგში 32-ე ადგილს იკავებს მეზობელი სომხეთი, რომელსაც ფისკალური თავისუფლების კომპონენტში 84.3 ქულა აქვს, სასამართლო სისტემის ეფექტიანობაში კი – 55.3. აზერბაიჯანს ფისკალურ განვითარებაში 99.4 ქულა აქვს, მაგრამ სხვა კომპონენტებში დაბალი შედეგების გამო რეიტინგში 38-ე ადგილზეა. Heritage Foundation-ის განმარტებით, იმისათვის, რომ საქართველო ათეულში მოხვდეს, საჭიროა მოქალაქეების ხელისუფლებისადმი ნდობის ამაღლება და სასამართლო სისტემის ეფექტიანობის ზრდა. The post რატომ ვართ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით მსოფლიოში მე-12 appeared first on BusinessFeed.