ძებნა
'ომის' ძებნის შედეგები.
-
11 იანვარს, მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით, სამმხრივ შეხვედრას აწყობს აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან. ეს ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ (27 სექტემბერი -10 ნოემბერი, 2020 წელი) პირველად მოხდება. სომხეთსა და აზერბაიჯანში კარდინალურად განსხვავებული მოლოდინი აქვთ ამ შეხვედრისგან. ერევანში, ეკონომიკური საკითხების, ტყვეების დაბრუნების პრობლემისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძიებასთან დაკავშირებული თემების განხილვას ელოდებიან. აზერბაიჯანში მიაჩნიათ, რომ უმთავრესი განსახილველი საკითხი ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ყოფნის სამომავლო პირობებია. მოსაზრებების მიმოხილვა ერევნიდან და ბაქოდან, ასევე, რუსი პოლიტოლოგის კომენტარები, რომელსაც მიაჩნია, რომ „შეიარაღებულმა სომხებმა ყარაბაღი უნდა დატოვონ“. 62 სომეხი მოქალაქე აზერბაიჯანში – სამხედრო ტყვეები თუ დივერსანტები? სომხეთი და აზერბაიჯანი: „ახალი-ძველი საზღვარი“ ერევანი, ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას განიხილავენ შეხვედრაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, მანე გევორგიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ შეხვედრის დროს, რეგიონული კომუნიკაციების ამოქმედების საკითხს განიხილავენ. პირველ რიგში, ეს არის საერთაშორისო ტვირთგადაზიდვების საკითხი, მათ შორის, სომხეთიდან რუსეთსა და ირანში, ასევე, აზერბაიჯანის მოსაზღვრე სომხეთის ცენტრალური რეგიონებიდან სიუნიქის პროვინციაში, ნახიჩევანის გავლით. ამავდროულად, გევორგიანი უშედეგოდ მიიჩნევს აზერბაიჯანულ და ასევე სომხურ საზოგადოებაში ე.წ. მეღრის დერეფნის პროექტის აქტიურ განხილვას – ახალი სატრანზიტო გზის შესაძლო მშენებლობას, რომელიც აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას თავად აზერბაიჯანს დაუკავშირებს. საუბარია გზაზე, რომელიც სომხეთის ქალაქ მეღრზე გაივლის. „2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივ განცხადებაში (რომელმაც შეაჩერა საბრძოლო მოქმედებები) არ არის პუნქტი მეღრის ან რაიმე სხვა დებულება სომხეთის ტერიტორიის გავლით დერეფნის შექმნის შესახებ“, – დაწერა მანე გოვორგიანმა. მოსკოვში, ლიდერების შეხვედრაზე განსახილველ კიდევ ერთ საკვანძო თემად სომხურ საზოგადოებაში ტყვეების დაბრუნების საკითხს, აზერბაიჯანის ზურგში დარჩენილი ჯარისკაცების გადარჩენას, დაღუპულთა ცხედრების პოვნასა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედის გარკვევას მიიჩნევენ. „ამ საკითხის გადაწყვეტის ან არსებითი პროგრესის გარეშე ძალიან რთული იქნება ეკონომიკური დღის წესრიგის ეფექტიანი განხილვის მიღწევა“, – დაწერა გევორგიანმა. მისი თქმით, მოლაპარაკებების შედეგად შეიძლება ერთობლივი განცხადების მიღება, თუკი „ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხზე მოხერხდება შეთანხმების მიღწევა“. მოსკოვში, ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება ორმხრივი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. პოლიტიკოსები და საზოგადოება სომხეთში შიშობენ, რომ „აზერბაიჯანთან კიდევ ერთი დამამცირებელი შეთანხმება მოხდება“ მოსკოვში შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არაერთგვაროვანი და ძირითადად ნეგატიური რეაქცია მოჰყვა სომხეთში. რამდენიმე კომენტარი სოციალური ქსელიდან: „ახალი შეხვედრა – ახალი ღალატი“; „ხელისუფლება აცხადებს, რომ სამმხრივ განცხადებაში (2020 წლის 10 ნოემბრის) მეღრის შესახებ არაფერი წერია. იქ არც სოფელ შურნუხის შესახებ არ წერია სიტყვა. მაშინ, რატომ მიეცით ის?“. „9 ნოემბრის შეთანხმებაში, არ იყო დებულებები ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ბევრი დაპირება გაიცა სიტყვიერად – მაგალითად, საზღვრების დაზუსტება GPS-ის დახმარებით და სომხეთის ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის გადაცემა“. სომხურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, თითქოს, მოსკოვში ვიზიტის დროს, ნიკოლ ფაშინიანი აპირებს ხელი მოაწეროს შემდეგ შეთანხმებას: გაიხსნას დერეფანი სომხეთის გავლით, რათა აზერბაიჯანი ნახიჩევანს დაუკავშირდეს; გადაეცეს სომხეთის გარკვეული ტერიტორიები აზერბაიჯანს; გავიდეს სომხური ჯარები მთიანი ყარაბაღიდან. ამტკიცებენ, რომ შესაბამისი დოკუმენტები უკვე მომზადებულია და გამოგზავნილია სომხეთის იუსტიციის სამინისტროში. 9 იანვარს, ერევანში, იუსტიციის სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა მოთხოვნით, ხელისუფლებამ უარყოს ინფორმაცია „აზერბაიჯანთან მორიგი დამამცირებელი ხელშეკრულების“ ხელმოწერის შესახებ. პროტესტის მონაწილეებთან იუსტიციის მინისტრი რუსტამ ბადასიანი გავიდა და დაარწმუნა ისინი, რომ არანაირი „ფარული შეთანხმება“ აზერბაიჯანთან არ არსებობს. პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა მოუწოდა პრემიერ-მინისტრს, რაიმე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, იხელმძღვანელოს მხოლოდ საერთო-ეროვნული ინტერესებით და სომხეთის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებით. „მოვითხოვთ, რომ ერევანმა საფრთხის ქვეშ არ დააყენოს სომხეთის სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრობა და ტერიტორიული მთლიანობა რაიმე შეთანხმებაზე ხელმოწერით“, – განაცხადა კილიკიის დიდი სახლის კათოლიკოსმა, არამ პირველმა. ის ლიბანის, სირიის, ირანის, სპარსეთის ყურის ქვეყნების, საბერძნეთის, აშშ-ის, კანადისა და კვიპროსის მრევლის სულიერი მწყემსია. ოპოზიციური პარტიის, „დაშნაკცუტუნის“ წარმომადგენელმა, იშხან საგატელიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა: „ნიკოლი პერსონა ნონ-გრატა გახდა სომხეთსა და სომხურ სამყაროში. ნიკოლს ხელს მხოლოდ მტერი ჩამოართმევს და მტრის დახმარებით ის აგრძელებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნას. მაგრამ ეს დროებითია“. ოპოზიციური „სამშობლოს გადარჩენის მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის საერთო კანდიდატმა, ვაზგენ მანუკიანმა განაცხადა, რომ „ნიკოლ ფაშინიანი არ წარმოადგენს სომხეთსა და არცახს. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება სომხეთისა და არცახის ინტერესებს (…) არ იქნება რატიფიცირებული და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაუქმდება“. ბაქო: საჭიროა მოლაპარაკებები რუსი სამშვიდობოების მოვალეობებსა და უფლებამოსილებებთან დაკავშირებით გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების პრობლემების ცენტრის ხელმძღვანელმა, გაბილ ჰუსეინლიმ JAMnews-სთან იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა უნდა იყოს ცენტრალური განსახილველი საკითხი ილჰამ ალიევის, ნიკოლ ფაშინიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრაზე. „პირველ რიგში, საჭიროა კონკრეტული მოლაპარაკებები ყარაბაღში მყოფი სამშვიდობო კონტინგენტის მოვალეობებსა და უფლებამოსილებებთან დაკავშირებით. მოდის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამშვიდობოები სწავლებებს ატარებენ სომხური ძალების ჩართულობით, თუმცა, ოფიციალურად ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერი თქმულა. უნდა დაწესდეს სანქციები სამშვიდობო მისიასთან დაკავშირებით, თუკი ის თავისი უფლებამოსილების ჩარჩოებიდან გავა. მეორეც, ხშირად ხდება გადაადგილებები სამშვიდობოების განთავსების რუკაზე. ხანდახან, ცდილობენ, ტერიტორიები, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშაა, სამშვიდობო მისიის კონტროლქვეშ არსებულად წარმოადგინონ. ასეთი რამ დაუშვებელია და დარტყმას აყენებს რეგიონში რუსული ძალებისადმი ნდობას. მესამეც, აზერბაიჯანი არასოდეს არ აღიარებს „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას“ და მის პრეზიდენტს, არაიკ არუთუნიანს. უახლოეს პერიოდში, უნდა დაინიშნოს ამ ტერიტორიაზე გენერალ-გუბერნატორი აზერბაიჯანის აზრის გათვალისწინებით. არუთუნიანი კი ბრალდებულია აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით და უნდა გადაეცეს ოფიციალურ ბაქოს. მეოთხეც, უახლოეს პერიოდში უნდა გაიხსნას დერეფანი აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანს შორის. სომხური მხარე ცდილობს ამ საკითხთან დაკავშირებით მიდგომის შეცვლას. „წითელი ხაზი“ უნდა გაევლოს ამ დერეფნის გასწვრივ. მეხუთეც, მომდევნო ასეთ შეხვედრაზე, წარმოდგენილი უნდა იყოს თურქეთიც. იმის გამო, რომ თურქეთი ამ პროცესის ნაწილია და რუსეთი აღიარებს ამას. ვფიქრობ, რომ ოფიციალური ანკარის დასწრება მოლაპარაკებების პროცესზე, არ მისცემს მას ჩიხში შესვლის საშუალებას“. რუსი პოლიტოლოგი: „ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაა, სომხეთმა იარაღით უნდა დატოვონ ის“ პოლიტოლოგი, ჟურნალ „ეროვნული თავდაცვის“ მთავარი რედაქტორი იგორ კოროტჩენკო ჟურნალ „მოსკოვი-ბაქოსთან“ ინტერვიუში: „რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამმხრივ განცხადებაში, იმის გამო, რომ იგი ომისა და ცაიტნოტის პირობებში შემუშავდა, შეუძლებელი იყო მთიანი ყარაბაღის საკითხის დარეგულირებასთან დაკავშირებული ყველა ასპექტის დეტალურად დამუშავება ყარაბაღის ომის დასრულებამდე. ამიტომ, ჩემი აზრით, [11 იანვარს გასამართმა] სამმხრივმა შეხვედრამ უფრო მკაფიოდ, დეტალურად უნდა განსაზღვროს შემდეგი საკითხები. 1. სომხეთის ძალების სრული გაყვანა აზერბაიჯანის ტერიტორიიდან. ეს ეხება არა მხოლოდ უშუალოდ სომხეთის შეიარაღებულ ძალებს, არამედ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებსაც ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკისა, რომელიც დე ფაქტო არ არსებობს, მაგრამ რომელიც ცდილობს, თავი რაღაცად წარმოადგინოს. 2. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახელმწიფო საზღვრების დადგენა. 3. სატრანსპორტო დერეფნები, რომლებიც უნდა ამუშავდეს რეგიონში. [2020 წლის 10 ნოემბრის] სამმხრივი განცხადება მკაფიოდ აფიქსირებს სატრანსპორტო დერეფანს აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანს შორის. და ამგვარი სატრანსპორტო დერეფნის შექმნა სომხეთის ინტერესებშიცაა. 4. ყარაბაღის კონტროლი უნდა იყოს რუსი მშვიდობისმყოფელების და არა არარსებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თვითგამოცხადებული ე.წ. ლიდერების ხელში. მორჩა, ომი დამთავრებულია. მთიანი ყარაბაღის სტატუსი არაა გარკვეული, მაგრამ ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაა, ამიტომ შეიარაღებულმა სომხებმა ეს რეგიონი უნდა დატოვონ“.
- 142 replies
-
- აზერბაიჯანისა
- სომხეთის
- (and 9 more)
-
კულტურა – საინფორმაციო ომის იარაღი FEBRUARY 17TH, 2021 ნანუკა ბრეგაძე მთავარი, ჟურნალისტური გამოძიება, რუსული პროპაგანდა 795 საქართველოში რეგისტრირებულია 70-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელთა მიზანია საქართველოსა და რუსეთს შორის საგანმანათლებლო, სავაჭრო, კულტურული კავშირის გამყარება და დაახლოება. “აი, ფაქტი” სამი წელია წერს იმ ორგანიზაციებზე, რომელიც რუსეთიდან ფინანსდება და მათი საქმიანობა ოკუპანტის წისქვილზე ასხამს წყალს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავის ოფიციალურ ანგარიშებში ირიბად კი მოიხსენიებს მეზობელი არაკეთილმოსურნე ძალების ჩარევას ქვეყნის საქმიანობაში, მაგრამ პირდაპირ მათ ვინაობას არასდროს ასახელებს. შესაბამისად, ოკუპანტის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ჩვენთან წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას. ამ სტატიაში მოგიყვებით საქართველოში მოქმედ მსხვილ გაერთიანებებზე, რომლებიც თავიანთი საქმიანობით, განზრახ თუ უნებლიედ, რუსულ ინტერესს ემსახურებიან. ერთ-ერთი ასეთი “რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭოა,” რომელიც 24 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. რა მიმართულებით მუშაობს საკოორდინაციო საბჭო? 1. ეხმარება წევრ ორგანიზაციებს დაფინანსების მიღებაში; 2. ეხმარება სტუდენტებს რუსეთში გამგზავრებასა და დაფინანსების მიღებაში; 3. მართავს კულტურულ, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ღონისძიებებს. საბჭოს ხელმძღვანელი 2016 წლიდან ნიკოლაი სვენტიცკია. ის მართავს გრიბოედოვის თეატრსაც და “რუსულ კლუბსაც.” 2020 წელს საკოორდინაციო საბჭოს სამი ორგანიზაცია შეუერთდა: “საქართველოს დაღესტნური თემი”, ”ევრაზიული ინსტიტუტი”, რომელსაც გულბაათ რცხილაძე ხელმძღვანელობს და საერთაშორისო რუსულენოვანი კულტურის ცენტრი “ისკრა”. მიუხედავად პანდემიისა, როგორც ჩანს, 2020 წელს საქართველოში რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭოს წევრი ორგანიზაციებისთვის მთლად უნაყოფოდ არ ჩაუვლია. სვენტიცკის თქმით, პანდემიამ აიძულათ ონლაინ სივრცეში გადასულიყვნენ, თუმცა, სწორედ ამ მიზეზით, მათი ვებგვერდი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და “ცოცხალი” გახდა. დაამატეს ორი განყოფილება, რომელთაგან ერთი პანდემიის დროს საქართველოში დროებით მყოფ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს დახმარებას სთავაზობს, მეორე კი პანდემიის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ემსახურება. ამავე საიტზე ქვეყნდება ინფორმაცია ღონისძიებების შესახებ, რომელსაც საბჭოს წევრი ყველა ორგანიზაცია ერთად ან ცალ-ცალკე მართავს. პანდემიის პირობებში, ონლაინ რეჟიმში მოუწიათ 9 მაისის აღნიშვნა. თუმცა, სვენტიცკიმ და ევგენი კონიშევმა, შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის თავმჯდომარემ, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს. ამ დღისთვის საბჭოს წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სპეციალური ვიდეორგოლიც ჩაწერეს. “ევრაზიული ინსტიტუტის” წარმომადგენლის, გულბაათ რცხილაძის ინიციატივით კი შეიქმნა სპეციალური საიტი მეორე მსოფლიო ომის შესახებ. “რუსულმა კლუბმა” შექმნა მუსიკალური დისკი «день победы». 2020 წელს საბჭოს ძალისხმევით 130 სტუდენტი საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში უმაღლესი განათლების უფასოდ მისაღებად ისევ წავიდა. 2021-2022 სასწავლო წლისთვის აპლიკაციების მიღება კი უკვე დაწყებულია და ამის შესახებ ინფორმაცია “რუსული კლუბის” ვებგვერდზეა განთავსებული. საზოგადოებისთვის ამ გაცვლითი პროგრამის უკეთ გაცნობის მიზნით, სვენტიცკი რუსული გამოცემის, “სპუტნიკის” ქართულ პრესკლუბში რამდენჯერმე იმყოფებოდა. საბჭოს წევრმა ორგანიზაციებმა ტრადიციულად, 6 ივნისს აღნიშნეს პუშკინის დღეც. “რუსული კლუბის” წევრები თბილისში შეიკრიბნენ, “რუსულ-ქართული ურთიერთობების ასოციაცია აჭარაში” წარმომადგენელმა, ალექსანდრა ანასიმოვამ კი ეს დღე თანამოაზრეებთან ერთად ბათუმშიც აღნიშნა. პანდემიის პირობებში საბჭოს წევრი ორგანიზაციების მიერ მოეწყო საბავშვო საზაფხულო ბანაკი ბაკურიანში, სადაც ბავშვებს, სვენტიცკის თქმით, ტრენინგებს უტარებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის ძირითადი კონცეფციების, გენდერული თანასწორობის, სტერეოტიპების, კულტურათაშორისი დიალოგისა და მოხალისეობის შესახებ. თუმცა, ვინ იყვნენ ტრენერები და რა ინფორმაციას აწვდიდნენ მოზარდებს, უცნობია. საბჭოს წევრი კიდევ ერთი ორგანიზაციის, “საქართველოში რუს თანამემამულეთა სამართლებრივი დაცვის” წარმომადგენლები პერიოდულად მართავდნენ ონლაინ კონფერენციებს და საუბრობდნენ რელიგიის მნიშვნელობაზე, რუსეთში განათლების მიღების პერსპექტივასა და სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებების მიმართულებით. წლის განმავლობაში მონაწილეობდნენ სამ ონლაინ-პროექტში და გამოუშვეს გაზეთ “თანამემამულეს” ოთხი ნომერი. Საბოლოოდ, 2020 წლის 4 ნოემბერს რუსეთის თანამემამულეების საერთაშორისო საბჭოს მეხუთე საარჩევნო კონფერენციაზე, სვენტიცკიმ სამომავლოდ ორგანიზაციის კიდევ უფრო გააქტიურების სურვილი გამოთქვა. “რუსული კლუბი” როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებულ ორგანიზაციებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რუსული კლუბია, რომელსაც თავად ნიკოლაი სვენტიცკი მართავს. ორგანიზაცია 2003 წელს დაფუძნდა. “რუსულ კლუბს” ფონდი “ქართუ” და პუტინის მიერ დაფუძნებული ფონდი “რუსული სამყარო” აფინანსებს. უკვე მეთექვსმეტე წელია, მათი დაფინანსებით გამოსცემენ ჟურნალს “რუსული კლუბი.” ჟურნალი პირველად 2005 წელს დაბეჭდეს და დღემდე 180-ზე მეტი ნომერია გამოსული. 2014 წლიდან გამოსცემენ წიგნების სერიას “რუსები საქართველოში.” უკვე 33 წიგნია დაბეჭდილი. ნიკოლაი სვენტიცკის თქმით, გეგმავენ, გამოუშვან ხუთი წიგნი “გრიბოედოვის თეატრის” მსახიობების შესახებ და ფინანსური დახმარებისთვის მადლობას ფონდ “რუსულ სამყაროს” და მოსკოვის მთავრობას უხდის. მედიის განვითარების ფონდის კვლევის მიხედვით, ფონდი „რუსული სამყარო” (Фонд «Русский мир») 2007 წლის 21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანების საფუძველზე დაფუძნდა და მის მმართველობით რგოლებში რუსეთის ხელისუფლების მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირები, ასევე რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლები შედიან. რუსეთის ფედერაციის სახელით ფონდის დამფუძნებლები არიან რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო და რუსეთის ფედერაციის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. სამეურვეო საბჭოს წევრებს შორის არიან საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რუსეთის საპატრიარქოს მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, კონსტანტინე კოსაჩოვი და სხვები. ფონდის თავჯდომარეა ვიაჩესლავ მოლოტოვის შვილიშვილი, რუსეთის ფედერაციის დუმის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ნიკონოვი. ფონდი დაფინანსებას რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან იღებს და სამეურვეო საბჭოს წევრებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ნიშნავს. 2020 წელს, ნიკოლაი სვენტიცკის ინიციატივით, “რუსული კლუბის” ფეისბუქის გვერდზე დაიწყეს ონლაინ პროექტი ”любовью за любовь. памятники русской культуры в грузии,” რომლის ფარგლებში წერენ რუსული კულტურის იმ მოღვაწეებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ, მოღვაწეობდნენ საქართველოში და რომელთა ძეგლებიც საქართველოს ამა თუ იმ რეგიონშია განთავსებული. ამ პროექტის შესახებ ინფორმაცია მოსკოვის მერის საიტზეცაა განთავსებული. 2020 წლის ნოემბერში სვენტიცკი “რუსული სამყაროს” ონლაინ ფორმატში გამართულ მეთოთხმეტე ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა, როგორც საზღვარგარეთ არსებული რუსული თეატრების ასოციაციის თავმჯდომარე და “რუსული კლუბის” პრეზიდენტი. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელს გრიბოედოვის თეატრი და “რუსული კლუბი” ონლაინ ფორმატში მაინც ახერხებდნენ საქმიანობას. ზაფხულის თეატრალური სკოლა “შეკვეთილი 2020” 2020 წლის ზაფხულში, 5-15 აგვისტოს, “რუსულმა კლუბმა” ფონდ “რუსული სამყაროს” დაფინანსებით მოაწყო ათდღიანი თეატრალური სკოლა შეკვეთილში, სადაც 12 ქვეყნიდან ჩამოსული ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას. ტელეკომპანია “ფორმულასთან” საუბარში კი სვენტიცკი აღნიშნავს, რომ ისინი “პრიმაკოვის ფონდთანაც” თანამშრომლობენ. ფონდმა მათ ბათუმის თეატრში სპექტაკლის დადგმის ხარჯები აუნაზღაურა. ამ სპექტაკლის შესახებ საკუთარ Facebook გვერდზე წერს “პრიმაკოვის ფონდის” ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე. “ჩვენი ცენტრის ხელშეწყობით სიურპრიზი მოვუწყვეთ ბათუმელ პატარებს და ჩამოვუყვანეთ თბილისის გრიბოედოვის თეატრალური დასი ‘საახალწლო ზღაპრით.” წარმოდგენებმა სრული ანშლაგებით ჩაიარა და პატარა მაყურებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურა. სულ ათასამდე მოზარდი დაესწრო სპექტაკლებს! სამწუხაროა, რომ მედიამ აღნიშნული კულტურული ღონისძიება არ გააშუქა!” 2020 წელს “რუსულმა კლუბმა“ ერთი წიგნი რუს პოლიტიკოსს, ევგენი მაქსიმოვიჩ პრიმაკოვს მიუძღვნა. როგორც “რუსული კლუბის” გვერდზე წერია, მათ გაზეთშიც არაერთხელ დაუბეჭდავთ მის შესახებ. პრიმაკოვი სხვადასხვა დროს მუშაობდა საბჭოთა კავშირის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის უფროსად, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსად, შემდგომ საგარეო საქმეთა მინისტრად და პრემიერმინისტრად. Პრიმაკოვი 1929 წელს დაიბადა უკრაინაში, გაიზარდა საქართველოში, უმაღლესი განათლება კი მოსკოვში მიიღო. გარდაიცვალა 2015 წელს. ვინ მართავს და საიდან იღებენ დაფინანსებას “რუს თანამემამულეთა” ორგანიზაციები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებობს განყოფილება, რომელიც საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებთან მუშაობს. მათ შექმნეს “რუს თანამემამულეთა მსოფლიო საკოორდინაციო საბჭო,” რომელიც 93 ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის საქართველოში. რეალურად, მათ ჩამონათვალში 95 დროშაა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭოს შორის არსებული კიდევ ერთი რგოლი შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციაა. საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის გახსნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვიტა და საელჩო გააუქმა. ოფიციალურად, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის 2 სექტემბერს, ომის შემდეგ გაწყვიტა. შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციამ ფუნქციონირება 2009 წლის მარტში დაიწყო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ბრძანებით, 2017 წლიდან სექციას ევგენი ივანოვიჩ კონიშევი ხელმძღვანელობს. კონიშევი 1992 წლიდან დიპლომატია. 2016 წელს მე-2 კლასის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი მიანიჭეს. საქართველოში ჩამოსვლამდე ის რუსეთის ფედერაციის გენერალური კონსული იყო სომხეთში, ქალაქ გიუმრში. კონიშევის გარდა სექციაში კიდევ 10 რუსი დიპლომატია. საკოორდინაციო საბჭო წევრ ორგანიზაციებს პროექტების განხორციელებისთვის თანხების მოძიებაშიც ეხმარება. “ორგანიზაცია წერს პროექტს, პროექტი მოდის საბჭოზე, ჩვენ ვაგზავნით სექციაში: სურვილი გვაქვს ეს პროექტი გავაკეთოთ. რომელი ფონდი აფინანსებს?! იქ ხომ ბევრი ფონდია, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამემამულეების განყოფილება. თანხაზე მოთხოვნას სექცია წერს და სექციის წარმომადგენელმა კონიშევმა უნდა მოაწეროს ხელი, ეგ არის აქ მაგათი წარმომადგენელი, თორემ, ფულს ვინ მკითხავს მე?!” – ამბობს სვენტიცკი “აი,ფაქტთან” საუბრისას. სექციის ფინანსური მხარდაჭერით საკოორდინაციო საბჭოს წევრი ორგანიზაციები რეგულარულად აღნიშნავენ რუსი მწერლებისა და პოეტების დღეებს, მასლინიცას, ახალ წელს, ეპატიჟებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს. აგზავნიან ახალგაზრდებს სხვადასხვა პროგრამით რუსეთი ფედერაციაში, ხელს უწყობენ რუსული კულტურის, ენისა და ლიტერატურის გავრცელებას. “Საქართველოს სტრატეგიული კვლევის ცენტრის” თანადამფუძნებელი და საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლაშა ძებისაშვილი ამბობს, რომ კულტურაზე ხაზგასმით ხდება ვექტორის გადატანა და იკარგება რუსეთის, როგორც მტრის აღქმა. “Რბილი ძალის პირობებში ყურადღება გადააქვთ იმაზე, თუ რა გვაკავშირებს ჩვენ და არა იმაზე, რამდენად გვეხმარებიან სახელმწიფოს აშენებაში. ყველამ კარგად ვიცით, რომ გვინგრევს სახელმწიფოს, მაგრამ აპელირებენ იმაზე, რამდენად კარგი კულტურული კავშირები გვაქვს. “თქვენი რეჟისორი ჩვენთან… სასწაული წარმოდგენა იყო”, “თქვენი მოცეკვავეები როგორ ცეკვავდნენ..”, “ჩვენ რა კარგად დავისვენეთ ბათუმში…” და ასე შემდეგ. რელიგიაც ცალკე თემაა. შესაბამისად, თუ თქვენ მართლა გაქვთ ძლიერი საზოგადოებრივ-კულტურული ან ეკონომიკური კავშირები, თქვენთვის ეს კავშირები ღირებულებას იძენს და მერე, შეგიძლიათ დახუჭოთ თვალი პოლიტიკურ ფაქტორზე და საკუთარი თავი დაარწმუნოთ, ილუზია გქონდეთ, რომ მოდი, პოლიტიკა არ გვინდა, მთავარია ხალხმა კარგად იცხოვროს, კარგი ჭამოს, კარგი სვას და ამაში რუსები დაგვეხმარებიან,” – გვიზიარებს თავის ხედვას ძებისაშვილი. Მისივე თქმით, 40 წელს ზემოთ თაობას, რომელმაც საბჭოთა კავშირის დროს მოასწრო იაფად ფრენა, ექსპორტზე მარტივად პროდუქტის გატანა, იმიტომ აქვთ რუსეთის მიმართ ნოსტალგია, რომ ის მათთვის კარგ ცხოვრებასთან და მარტივად ნაშოვნ ფულთან ასოცირდება. “მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი რაციონალური, ლოგიკური და ობიექტური გარემოებებით ეს ის რუსეთი აღარ არის, არის მტერი და უნდა შენი ქვეყნის განადგურება, ეს ხალხი მაინც ჯიუტად მიიჩნევს, რომ რუსეთთან უნდა ვილაპარაკოთ. სწორედ ეს არის რბილი ძალის გავლენა.” საკოორდინაციო საბჭოს წევრი ორგანიზაციებიდან ყველაზე მეტი თბილისსა და ბათუმში საქმიანობს. თბილისში 10 მათგანია რეგისტრირებული, ბათუმში – 3, დანარჩენები კი სხვადასხვა რეგიონში ფუნქციონირებს. გარდა პრიმაკოვის ფონდისა და საქართველოში რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭოში გაწევრიანებული 24 ორგანიზაციისა, დამატებით კიდევ 50-ზე მეტი ორგანიზაცია არსებობს, რომელთა მიზანი, სახელებით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების დალაგება, საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება და კულტურულ-მეგობრული ურთიერთობის გამყარებაა. ზოგი მათგანი თბილისშია რეგისტრირებული, ზოგიც რეგიონებში. მათგან 20 ორგანიზაცია საქართველოში 2012 წელს ან შემდეგ დაარეგისტრირეს. Შენიშვნა: მასალის გამოქვეყნების შემდეგ “ქართულ-რუსული ფორუმის” დამფუძნებელი, თემურ ქობალია დაგვიკავშირდა და მოგვაწოდა ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ მეტი დეტალი და დოკუმენტაცია. მოწოდებული მასალიდან ირკვევა, რომ თემური ქობალია და მისი ორგანიზაცია, “ქართულ რუსული ფორუმი” ეწინააღმდეგება რუსეთის მთავრობის შეხედულებებს და მათ მიერ გატარებულ პოლიტიკას, გმობს ქართული მიწების რუსეთის მიერ ოკუპაციას. ამიტომ ორგანიზაციის დასახელება “ქართულ-რუსული ფორუმი” ამოვიღეთ თანდართული ექსელის ფაილიდან. The post კულტურა – საინფორმაციო ომის იარაღი appeared first on www.ifact.ge.
-
- კულტურა
- საინფორმაციო
-
(and 2 more)
Tagged with:
-
ევროპული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაში ყველაზე პრობლემურია ის, რომ სასამართლომ თერთმეტი ხმით ექვსის წინააღმდეგ დაადგინა, რომ საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში (2008 წლის 8-დან 12 აგვისტომდე) მომხდარი მოვლენები არ შედიოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში კონვენციის 1-ლი მუხლის მიზნებისათვის (რომ რუსეთის ფედერაცია არ ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს) და საჩივრის ეს ნაწილი სცნო დაუშვებელად. შესაბამისად, კონვენციის მუხლების დარღვევა, რომლებიც დაადგინა სამწუხაროდ არ ეხება ზემოთხსენებულ, არამედ მხოლოდ საომარი მოქმედებების დასრულების შემდგომ პერიოდს. პ.ს. ყველა ინტერვიუზე ვთქვი უარი. კარგად გასაანალიზებელია ეს გადაწყვეტილება. პ.ს. (2) რაც მთავარია, რუსთავი 2-ის საქმეზე ხომ იყავით სუპერ კონცენტრერირებულები ყველანარი თვალსაზრისით განაცხადა თავის ფბ გვერდზე დავით ჯანდიერმა https://www.facebook.com/jandieri.david/posts/10158864493399643?notif_id=1611227702827182¬if_t=notify_me&ref=notif თქვენ რას ფიქრობთ?
- 27 replies
-
- სტრასბურგის
- სასამართლომ
-
(and 7 more)
Tagged with:
-
ომის ცხრა პრინციპი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დოქტრინებში 13:54, 12.06.2019 დღეს არმიათა საბრძოლო ოპერაციების თეორიულ საფუძველს დასავლურ სამხედრო დოქტრინებში ე.წ. „ომის ცხრა პრინციპი“ წარმოადგენს, რომელთაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ წარმატებული სამხედრო დაგეგმარებისა და მოქმედებებისთვის საბრძოლო შენაერთებიდან საბრძოლო მოქმედებათა თეატრის სახელმძღვანელო დონემდე. სხვადასხვა ეპოქაში, მხედართმთავრები თუ ომის თეორეტიკოსები, მუდმივად ეძებდნენ ომის წარმატებულად წარმოების ყველაზე ეფექტურ პრინციპებსა და საშუალებებს, რომლითაც გარკვეულ თეორიულ ბაზისს შექმნიდნენ სამხედრო კამპანიის დაგეგმარებისათვის. ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, განსაკუთრებით ბოლო ორასი წელია, სამხედრო თეორეტიკოსები და პრაქტიკოსები სხვადასხვა ნაშრომებში თავის ხედვებს აყალიბებდნენ ომის სახელმძღვანელო პრინციპებთან დაკავშირებით და მეოცე საუკუნის დაახლოებთ შუა პერიოდში ამ შრომათა ერთობლიობამ ომის წარმოების ცხრა პრინციპის სახე მიიღო. მეორე მსოფლიო ომი დასრულების შემდგომ ეს პრინციპები ოფიცრების მომზადების სისტემებში იქნა შეტანილი, დღემდე საველე სახელმძღვანელოების ფუნდამენტია და ოპერატიული დაგეგმარების ქვაკუთხედს წარმოადგენს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში აშშ-ს არმიის საველე სახელმძღვანელოში „3-0 ოპერაციები“, აქამდე არსებულ ცხრა პრინციპს კიდევ სამი დაემატა, რომლებიც განსაკუთრებით უსვამენ ხაზს არმიათა გამოყენების დემოკრატიულ და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებს. ადრეული პერიოდის ყველაზე ცნობილი სამხედრო თეორეტიკოსი, რომელმაც საკუთარი ხედვები ჩამოყალიბებულ ნაშრომად დაგვიტოვა, ჩინელი მხედართმთავარი და სტრატეგი სუნ ძია (500-400 წწ. ძვ.წ). მისი ცნობილი ნაშრომი „ომის ხელოვნება“ ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ბრძოლების წარმოება, შეტევის დაგეგმვა, არმიის მანევრები, სახმელეთო წყაროები და ჯაშუშთა გამოყენება. ხოლო მისი ნაშრომის ერთ-ერთი თავი თავი „გათვლები“ დღეს შეიძლება განხილულ იქნას როგორც ომის სტრატეგიული დაგეგმარება, რომელსაც, თუ მისავე სიტყვებს დავეყრდნობით, „რაც უფრო მეტს აკეთებ მით უფრო იზრდება ომში გამარჯვების შესაძლებლობა“. დაახლოებით იმავე პერიოდში, როდესაც სუნ ძი თავის ნაშრომს წერდა,ომის თავისეულ ფილოსოფიას აყალიბებდნენ ძველი ბერძნებიც. ძვ.წ. აღ.-ის 490 წელს მარათონის ბრძოლაში ათენელებმა მილტიადეს ხელმძღვანელობით მათზე რიცხობრივად აღმატებული სპარსული ჯარი დაამარცხეს. მიუხედავად იმისა, რომ მილტიადე არ მოქმედებდა სპეციფიკურად ომის წარმოების თანამედროვე ცხრა პრინციპით, მისი ტაქტიკა თავის თავში უკვე მოიცავდა მასირებისა და ძალთა ეკონომიის პრინციპებს. სუნ-ძი: „ომის სახელმწიფოს უდიდესი საქმიანობაა. სიცოცხლის და სიკვდილის საწყისი, გზა გადარჩენისკენ ან დასასრულისკენ. ის კარგად უნდა გაიაზრო და აწონ-დაწონო“ გაცილებით გვიან, ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ წარმოებული სამხედრო კამპანიების შემდგომ, სამხედრო თეორეტიკოსებმა და სტრატეგებმა უფრო ფართოდ გაშალეს ომის წარმოების პრინციპების თეორიული საფუძვლები. გენერალი ანრი ჟომინი ნაპოლეონის კამპანიის შესწავლის შემდეგ წერდა: „ნაპოლეონის კამპანიებში სახეზე გვაქვს ომის წარმოების რამდენიმე ფუნდამენტური პრინციპი, რომელთა გამოყენებაც თითქმის ყველა შემთხვევაში ნაპოლეონის ომების წარმატების საფუძველი იყო“. ჟომინის აზრით, ნაპოლეონმა დაამტკიცა, რომ არმიები, როგორც წესი, წარმატებულები არიან, როდესაც მოქმედებენ მოწინააღმდეგეთა კომუნიკაციების ხაზების წინააღმდეგ, ახდენენ ძალთა მასირებას და კონცენტრირებულად, სწრაფად და საჭირო დროს უტევენ ყველაზე სუსტ წერტილებს. ეს იდეები გარკვეულწილად ჟომინის შემდგომი პერიოდის ომის წარმოების ფუძემდებლურ პრინციპებად იქცა დასავლურ სამხედრო თეორიაში. ომის პრინციპების ჩამოყალიბების ფინალურ პერიოდად პირველი მსოფლიო ომი იქცა. ამ ომის არაეფექტური, უზარმაზარი და ფუჭი დანაკარგების მქონე, არაპროდუქტიული ოპერაციების ფონზე თეორეტიკოსები ჩამოყალიბდნენ მოსაზრებაზე, რომ ომის წარმოებას ახალი თეორიულ საფუძვლები ესაჭიროებოდა. მნიშვნელოვანია აქვე აღინიშნოს, რომ ამ პერიოდის ტექნოლოგიურმა პროგრესმა და არმიათა მზარდმა მექანიზაციამ თავისი მნიშვნელოვანი დაღი დაასვა ამგვარი თეორიული დისკუსიების მიმდინარეობას და უფრო გაადვილა გარკვეული პრინციპების ცხოვრებაში რეალიზაცია. 1916 წელს ბრიტანელი გენერალი ჯონ ფრედერიკ ჩარლზ ფულერი სამხედრო ჟურნალში აქვეყნებს სტატიას „ომის პრინციპები 1914-1915 წლების კამპანიების ფონზე“. მისი ეს სტატია ომის წარმოების თეორიული პრინციპების პირველ დეტალურ ახსნას წარმოადგენს, სადაც იგი ომის რვა პრინციპს განიხილავს და სწორედ მათზე დაყრდნობით აშშ-ს ომის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი „წვრთნების რეგულაციები №10-5“, რომელიც ამერიკული არმიის პირველ ოფიციალურ დოკუმენტია ომის პრინციპების შესახებ. ამ მოვლენებიდან მალე, ამერიკის არმიის პოლკოვნიკმა უილიამ ნელორმა, პირველი მსოფლიო ომის ვეტერანმა, გამოაქვეყნა სამი წერილი „ქვეითთა ჟურნალში“, რომლებშიც იგი ამ პრინციპებს დეტალურად განიხილავდა. მეოცე საუკუნის 30-იან წლებში პრინციპების კრიტიკამ მათი ამერიკული და ბრიტანული სამხედრო დოქტრინებიდან ამოღება გამოიწვია. თუმცა მეორე მსოფლიო ომის ხასიათმა ნათლად აჩვენა ამდაგვარი მიდგომის შეცდომა. ომის დამთავრებისთანავე აშშ-ს არმიამ ხელახლა გამოაქვეყნა ომის ცხრა პრინციპი 1949 წლის საველე სახელმძღვანელოში „100-5. საველე სამსახურის რეგულაციები: ოპერაციები“. ეს წარმოადგენდა პრინციპების, როგორც საარმიო დოქტრინების ქვაკუთხედის, ოფიციალურ აღიარებას. მიუხედავად იმისა, რომ ვიეტნამის ომის შემდგომ პერიოდში ისინი კვლავ ამოიღეს საარმიო დოქტრინიდან 100-5, 1980 წელს სახმელეთო და საჰაერო ბრძოლის დოქტრინაში ამ პრინციპებს ისევ შეხვდებით და ამ პერიოდიდან მოყოლებული ომის ცხრა პრინციპი მუდმივად არის აშშ-ს არმიის დოქტრინებში, კერძოდ „FM 100-5“და „FM-3.0 ოპერაციები“ თანამედროვე ომების პირობებში წამყვანი არმიები კვლავინდებურად არიან ჩართულები კონფლიქტებში სახელმწიფო თუ იმ არასახელმწიფო აქტორებთან, რომლებიც ცდილობენ ძალის გამოყენებით თავიანთი პოლიტიკური თუ იდეოლოგიური მიზნების მიღწევას; თანამედროვე ოპერატიული გარემო კვლავაც სავსეა კონფლიქტების კერებით, სადაც იქმნება ახალი გამოწვევები, კომპლექსური მაღალ ტექნოლოგიური დაპირისპირებით, სადაც ფრონტის ხაზის გარჩევა სულ უფრო რთულდება. თუ ადრე არმიები ახერხებდნენ ბრძოლის ველის ხალხისაგან გამოცალკევებას, დღეს ეს პროცესი განსაკუთრებულად გართულებულია და ხალხის, როგორც სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა იმ კონფლიქტში გამარჯვებისთვის, რომელშიც ეს საზოგადოება თავისდაუნებურად ჩართულია, საკმაოდ მნიშვნელოვანია. დღეს მხოლოდ უშუალოდ საბრძოლო სივრცეზე მიღწეული წარმატებები აღარ არის საკმარისი საბოლოო გამარჯვების გასაფორმებლად. ფინალური გამარჯვება მოითხოვს ხანგრძლივი და მტკიცე მშვიდობის პირობების შექმნას ყოფილ საბრძოლო სივრცეზე. ამის რეალიზაციისთვის ცხრა ძირითად პრინციპს, რომელთაც ქვემოთ განვიხილავთ, კიდევ სამი პრინციპი დაემატა და ჯამში ეს პრინციპები დღეს ქმნიან აშშ-ს არმიის გაერთიანებული ოპერატიული მოქმედების საბაზისო პრინციპებს. 1. მიზანი – თითოეული ოპერაცია მიმართული უნდა იყოს ნათელი, მიღწევადი და უმნიშვნელოვანესი საერთო მიზნისკენ. სამხედრო კამპანიის თითოეული ოპერაცია და გაანგარიშება დაიგეგმოს უმთავრესი სტრატეგიული მიზნების მიღწევაზე. სტრატეგიული დაგეგმარებით დაკავებული ადამიანები უნდა განსაზღვრავდნენ სამიზნეებს უმთავრესი სტრატეგიული სამიზნის გათვალისწინებით და ეს სამიზნეები მკაფიოდ გასაგები უნდა იყოს ყველა დონის სამხედრო მოსამსახურისთვის. 2. აგრესია – დაეუფლე, შეინარჩუნე და განავითარე ინიციატივა; მოწინააღმდეგის მნიშვნელოვან ობიექტებზე განახორციელე შეტევითი ქმედებები, საერთო მიზნის მისაღწევად ყველაზე ეფექტურია მომარაგებისა და კომუნიკაციების გზების ხელყოფა. შეტევითი ოპერაციები არის გზა, რის მეშვეობითაც ეუფლები ინიციატივას, ინარჩუნებ მოქმედების თავისუფლებას და აღწევ გადამწყვეტ შედეგებს. აგრესიულობის ეს პრინციპი კრიტიკულია ომის წარმოების ნებისმიერი დონეზე წარმატებით მოქმედებებისათვის. 3. კონცენტრაცია/მასირება- მოახდინე საბრძოლო ძალის კონცენტრაცია საჭირო დროსა და საჭირო ადგილას გადამწყვეტი უპირატესობის მოსაპოვებლად. კონცენტრირებული დარტყმა მიმართული უნდა იყოს შედეგზე და მაქსიმალური ზიანის მიყენებაზე, რომელიც, თავის მხრივ, ახალი უპირატესობის მომცემი უნდა გახდეს. კონცენტრირების საშუალებით ორი ძირითადი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი: გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება მცირერიცხოვანი ძალებითაც კი, და მეორე – საკუთარი ძალების მოწინააღმდეგის ცეცხლისგან მაქსიმალურად განრიდება (ლიმიტირება). 4. ძალთა ეკონომია – არ გამოიყენო იმაზე მეტი მეორად სამიზნეებზე, ვიდრე საჭიროა, რათა არ დაირღვეს კონცენტრაციის პრინციპი. საჭირო დროსა და ადგილზე, კონცენტრაციის წარმატებისთვის, აუცილებელია არსებული ძალების ეფექტურად მართვა და კოორდინაცია. ძალთა ეკონომია არის პრინციპი, რომელიც დაგეგმარებისას საკუთარი ძალების გონივრულად და მიზნის თანაზომიერად გამოყენების საშუალებას იძლევა. მეთაურმა გონივრულად უნდა გამოიყენოს და მართოს მის ხელთ არსებული საბრძოლო რესურსი, მათ შორის ისეთი ამოცანების გადაჭრისას, როგორებიცაა იმიტირებული ან ლიმიტირებული შეტევა, თავდაცვა, შეყოვნება, ცრუ მოქმედებები და სხვა მსგავსი ოპერაციები. 5. მანევრი – ძალის მოქნილი გამოყენებით ჩააგდე მოწინააღმდეგე მისთვის არახელსაყრელ მდგომარეობაში. ძნელია მოძრავი სამიზნისათვის მოხვედრა. ზოგადად მოძრაობა, თავისი ბუნებით, რთულად პროგნოზირებადია. ეფექტური მანევრები არღვევს მოწინააღმდეგის ერთიანობას. მანევრი გამოიყენება წარმატების განსავითარებლად, ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად, მოქმედებების თავისუფლების მისაღწევად და საკუთარი მოწყვლადობის შესამცირებლად. აქტიური მანევრით მოწინააღმდეგის გეგმებსა და მოქმედებებში შედის დისონანსი, რაც ახალი წარმატების შესაძლებლობასაც აჩენს. ომის წარმოების ნებისმიერ დონეზე წარმატებული მანევრი მეთაურისგან დაგეგმარებაში, ოპერირებაში და ორგანიზებაში აზროვნების სხარტ უნარს საჭიროებს. 6. მართვის ერთობა -თითოეული სამიზნის მიმართ მართვისა და ძალისხმევის ერთიანობა. მართვის ერთობა ნიშნავს, რომ საბრძოლო მოქმედებათა თეატრზე მოქმედი ძალები ემორჩილებიან ერთ მეთაურს. მართვისა და ძალისხმევის ერთობა გულისხმობს ომის ყველა დონეზე ძირითადი მიზნების მისაღწევად მეთაურის მიერ საბრძოლო ძალისხმევის კონცენტრაციას . ბრძოლის ველზე წარმატება მეთაურისგან მოითხოვს მის ხელთ არსებული ძალების ერთიანი და კოორდინირებული მართვის უნარს. 7. უსაფრთხოება – არასოდეს მისცე მოწინააღმდეგეს საშუალება მოულოდნელად დაეუფლოს უპირატესობას. შესაბამისი უსაფრთხოება მოქმედებების თავისუფლების და მოწინააღმდეგის მოქმედებების მიმართ საკუთარი ძალების მოწყვლადობის შემცირების საშუალებას იძლევა. დაზვერვა, მოწინააღმდეგის დოქტრინების, დაგეგმარების, სტრატეგიის და ტაქტიკის ცოდნა ზრდის უსაფრთხოებას.ომს რისკი ახლავს. წარმატებისათვის საჭიროა გონივრული და გააზრებული რისკის გაწევა საკუთარი ძალების დასაცავად და მოწინააღმდეგის დასამარცხებლად. საკუთარი ძალების დაცვა და უსაფრთხოება, თავის მხრივ, რისკების გათვლისა და მიზანშეწონილობის განსაზღვრის საშუალებას იძლევა. 8. სიურპრიზი – დაარტყი მოწინააღმდეგეს მისთვის მოულოდნელ დროსა და ადგილზე, ან მოულოდნელი ფორმით. ტრადიციული სამხედრო ძალებისათვის დღეს სიურპრიზის მიღწევა უაღრესად რთულია. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ საბრძოლო სივრცეზე დიდი ძალების ფარული და შენიღბული მოქმედებები თითქმის შეუძლებელი გახადა, თუმცა სიურპრიზი ის მნიშვნელოვანი პრინციპია, რომელმაც, შესაძლებელია, მის განმხორციელებელს მცირე ძალისხმევით დიდი უპირატესობის მიღწევის საშუალება მისცეს. სიურპრიზის საფუძველი შეიძლება სხვადასხვა ფაქტორი გახდეს: ძალთა მოცულობა, მთავარი მოქმედების ადგილი თუ მიმართულება, დროის შერჩევა და კიდევ ბევრი ისეთი ფაქტორი, რომელიც მოქმედებს სიურპრიზის ეფექტის შექმნაზე, კერძოდ: ეფექტური დაზვერვა, სისწრაფე, მოულოდნელი საცეცხლე ძალების გამოყენება, ოპერაციათა უსაფრთხოება და ოპერაციათა მეთოდებისა და ტაქტიკების ვარიაციულობა. 9. სიმარტივე – მოამზადე მკაფიო და ნათელი გეგმა და მოკლე ბრძანებები გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად. წარმატებული სამხედრო კამპანიის მნიშვნელოვანი ფაქტორია სიმარტივე. გეგმა გასაგები უნდა იყოს ყველა დონის მეთაურისთვის. მარტივი, გასაგები და ნათელი ბრძანებები ამცირებს გაურკვევლობის წარმოქმნის ალბათობას. სასურველია გეგმის „მოძრავი ნაწილების“ რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა. როგორც ამბობენ, ყველაზე მარტივი გეგმა ხშირად საუკეთესოა. დღეს აშშ-ს დოქტრინებში დამატებულია კიდევ სამი პრინციპი. 10. სიმტკიცე – მეთაურები ემზადებიან განსაზღვრული, ხანგრძლივი ოპერაციებისთვისაც. ეროვნული, სტრატეგიული მიზნების მიღწევის პროცესში გაერთიანებული ოპერაციები შესაძლოა წლები გაგრძელდეს, როგორც ეს ერაყისა ავღანეთის შემთხვევაში მოხდა. კრიზისის ძირითადი მიზეზები ხშირად ცვალებადი და რთულად გასაგებია, რაც აძნელებს საბოლოო მიზნისთვის აუცილებელი კონდიციების მიღწევას და ამიტომაც, ხშირად საჭიროა მოთმინება, ურყევი, შეუპოვარი და მიზანდასახული მოქმედებები. ასეთი ხანგრძლივი მოქმედებებისთვის აუცილებელია შეირაღებული ძალების გამძლეობა და მეთაურების ურყეობა. 11. ლეგიტიმურობა – სამხედრო ძალის გამოყენების ლეგიტიმურობას სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი აქვს. სამხედრო ძალების გამოყენება მოხდეს ადგილობრივი კანონმდებლობის დაცვით. შეიარაღებული ძალები აუცილებლად უნდა მოქმედებდნენ საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით. სასურველია კამპანიებსა და ოპერაციებს მხარი დაუჭიროს იმ ქვეყნის ხელისუფლებამაც, რომელშიც ასეთი კამპანია მიმდინარეობს და ეს ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოების მიერ იყოს აღიარებული. ლეგიტიმურობაში, შესაძლოა, საგარეო აუდიენციის არა ერთი აქტორი იყოს დაინტერესებული, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კამპანიის წარმატებისათვის აუცილებელი ფაქტორი, წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, ლეგიტიმურობა არ არის. წარმატებული სამხედრო კამპანიების ჩატარება შესაძლებელია შეზღუდული ლეგიტიმურობის პირობებშიც. ეს პრინციპი მნიშვნელოვან კორელაციაში იმყოფება მოქმედი სახელმწიფოების მოწყობის ტიპთან, ოპერაციების გარემოსთან და სხვა სუბიექტურ ცვლადებთანაც. სწორი პროპორციის დაცვა ლეგიტიმურობასა და უსაფრთხოებას შორის აუცილებელია. 12. ზომიერება/სიფრთხილე – მოითხოვს ფრთხილ და დისციპლინირებულ ბალანსირებას უსაფრთხოებას, სამხედრო ოპერაციების ჩატარებასა და სასურველ სტრატეგიულ დასასრულს შორის. ეს მიდგომა მეტწილად საცეცხლე კონტაქტში შესვლის წესებს გულისხმობს. მეთაურებმა ეს წესები ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდნენ და ფუჭი დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით, თუ გარემოებები მათში ცვლილებს მოითხოვს, აუცილებელია მათი განხორციელება. ჯარისკაცების სიცოცხლე ამ წესების გამო გაუმართლებელი რისკის ქვეშ არ უნდა მოექცეს. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას. ავტორი – გიორგი ანთაძე
-
ომის ბუნებისა და სამხედრო ისტორიული ცოდნის შესახებ 13:20, 09.07.2019 ჰელმუტ ფონ მოლტკე უფროსი ჰელმუტ ფონ მოლტკე უფროსი ადამიანის სოციალურად დატვირთულ საქმიანობებს შორის ომი ერთ-ერთი უძველესი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მორალური თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი საქმიანობაა. მისი წარმოშობა იმდენად ღრმა წარსულში იკარგება, რომ ნებისმიერი განსჯა ე.წ. პირველი დაპირისპირების შესახებ მხოლოდ სპეკულაციური შეიძლება იყოს. არის ეს ჩვენი ცხოველური ბუნების (ინსტინქტის), ასე ვთქვათ, გაადამიანურებული სახე (ისეთივე, როგორც მაგალითად, სიყვარულია, რომლის არსი გამრავლების (სახის შენარჩუნების) ინსტინქტს ეყრდნობა), თუ სხვა რამ (მაგალითად _ ბედისწერა), სავარაუდოდ, ის თემებია, რომელთა შესახებ ყოველი მოსაზრება ერთნაირი ალბათობით შეიძლება ჭეშმარიტად მივიჩნიოთ. თუმცა ეს ჭეშმარიტება ვერასოდეს ვერ გასცდება ჰიპოთეტური ჭეშმარიტების საზღვრებს. უფრო გარკვევით რომ ვთქვათ, აღნიშნული პრობლემა თავისი არსით წმინდად ფილოსოფიურია და ნებისმიერი ვარაუდი შესაძლოა საკმაოდ საინტერესო მსჯელობებს დაედოს საფუძვლად. ერთადერთი, რაც დადასტურებულად შეიძლება ითქვას, არის ის, რომ რაც საზოგადოება არსებობს, ადამიანი ყოველთვის ომობს. ხოლო, რაც კაცობრიობას მეხსიერება გააჩნია, ის ომობს ყველა იმ კომპონენტის გამოყენებით, რაც ამისათვის აუცილებელია. მეტიც, ეს არის არა რაიმე ცალკე აღებული ცივილიზაციის ნიშანი, არამედ საყოველთაო ხდომილება: დიდი ცივილიზაციური კერები, რომელთაც საუკუნეები დასჭირდათ ერთმანეთთან შეხებაში რომ მოსულიყვნენ, საოცარ ერთნაირობას ამჟღავნებენ ომის წარმოების კუთხით. არსებითად ერთი და იგივე იარაღი, სატრანსპორტო საშუალებები, საბრძოლო სივრცეზე გადაადგილებების და მოქმედებების ხასიათი, ბრძოლის შედეგების ექსპლუატაცია, თუ სხვა რამ, რასაც კულტურული გარემოს უთუო კვალი უნდა აჩნდეს, ერთი და იგივეა ცივილიზაციიდან ცივილიზაციამდე. ასე რომ თეზისს – ადამიანი ყოველთვის ომობს, შესაძლოა დაემატოს თეზისი, რომ ის ომობს ყველგან და ომობს ერთნაირად. ზემოთ ჩვენ ფილოსოფია ვახსენეთ. ერთი შეხედვით კითხვები – რა არის ომი, როგორია მისი ბუნება, რატომ ომობს ადამიანი – წმინდად ფილოსოფიურია და ბევრს არ უნდა გვაძლევდეს პრაქტიკული სამხედრო მოქმედებისთვის. ნაწილობრივ, ეს ასეცაა, განსაკუთრებით საკითხს თუ მორალური ფილოსოფიის კუთხით მივუდგებით: რა არის ომი – ბოროტება თუ სიკეთე? უღირს კი ადამიანს, ომის ფასად, იმ ბოროტებათა ფასად, რასაც ომი წარმოშობს, აღისრულოს თავისი, თუნდაც სამართლიანი, საწადელი? კითხვა არც ახალი და არც მთლად რიტორიკულია. ვისაც ახსოვს ბჰაგავადგიტა, აუცილებლად ემახსოვრება ეპიზოდი, როდესაც ბრძოლის წინ, კურუკშეტრას ველზე, მეფობის და სიმართლის მაძიებელი არჯუნა ბრძოლაზე უარს აცხადებს: ერთბაშად, ის აცნობიერებს, რომ იმ ადამიანთა სისხლი, რომელიც უნდა დაიღვაროს, გაცილებით უფრო ფასეულია, ვიდრე ამ სისხლით მოპოვებული გამარჯვება. მეტიც, ის აცნობიერებს, რომ მისივე სიცოცხლეა ნაკლებ ფასეული და მზადაა ის გაიღოს, თუ კი ეს შესაძლებელს გახდის ძმათამკვლელი ომის თავიდან აცილებას. საკითხის ამდაგვარად დაყენებას და ჩვენს შორის კაცობრიობის ისტორიის დაახლოებით 2500 წელი დგას. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მთელი ამ პასაჟის ძალა არა არჯუნას მიერ დასმულ კითხვაშია, არამედ იმ გამაოგნებელ პასუხში, რომელსაც მას კრიშნა აძლევს და რაც შემდგომ ინდური ცნობიერების, მისი ფილოსოფიის და კულტურის უშრეტი შთაგონების წყარო ხდება: „ცდება ის, ვისაც ჰგონია რომ კლავს, ცდება ისიც, ვისაც ჰგონია რომ ჰკლავენ; დაბადება წესია მოკვდავისა და სიკვდილი დაბადებულისთვის, გარდუვალისთვის არა ხამს ჭმუნვა; ბრძენი ამაზე არ წუხს,… ხოლო მეომარი სიხარულით შედის სამართლიან ომში“.ამგვარად ის, რომ ომი მორალური დილემის წინაშე აყენებს ადამიანს, მხოლოდ ცრუ განცდაა. ომი არის ხდომილება, რომელიც უნდა მიიღო, როგორც ის არის და იმოქმედო ისე, როგორც გეკუთვნის. საინტერესოა, რომ ომისადმი ასეთი დამოკიდებულება, ის აზრი, რომ ომი არც სიკეთე და არც ბოროტებაა, არამედ ადამიანური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, მეტიც, აუცილებელი ნაწილია, საკმაოდ გავრცელებულია. საინტერესოა ისიც, რომ ამ ადამიანთა უდიდესი ნაწილი თვლის, რომ თუ არა ომი, შეუძლებელი იქნებოდა ადამიანის ყველაზე კარგი თვისებების გამოვლენა: ვაჟკაცობა, სიმამაცე, რაინდობა, თავგანწირვა, საკუთარი სიცოცხლის მსხვერპლად გაღება. ეს ის თვისებებია, რომელიც, თუ არა ომი, არასოდეს წარმოჩინდებოდა. სხვადასხვა ადამიანები, მაგალითად, ისეთი განსხვავებულნიც კი, როგორიცაა გერმანელი გენერალი მოლტკე, ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი, ფლორენციელი მაკიაველი, რუსი მოაზროვნე ნიკოლაი ბერდიავი და ქართველი ფსიქოლოგი დიმიტრი უზნაძე ერთსულოვანნი არიან ომის, როგორც მორალურ ღირებულებათა ერთგვარი საყრდენის შეფასებისას. მართლია, რიგი ფილოსოფოსების მიიჩნევს, რომ ომი მაინც ბოროტებაა. თუმცა, ამავე დროს, მაინც იძულებულია აღიაროს მისი ცივილიზაციური მნიშვნელობა. მაგალითად, რუსი ფილოსოფოსი, ვლადიმერ სოლოვიოვი, ომზე მსჯელობისას, საკითხის სამ ასპექტში განხილვას გვთავაზობს და ესენია თეორიული,ისტორიული და პრაქტიკული. თეორიული ასპექტი, ზოგადად, ზნეობრივია და ის შემდეგ დაშვებას ეყრდნობა: მშვიდობა არის სიკეთე, ხოლო ომი – ბოროტება. მაგალითად ყურანის მეორე სურა ამბობს: “იბრძოლეთ მტრებთან, სანამ არ დამკვიდრდება ისლამი. . . [ხოლო ამის შემდეგ] დაე, შეწყდეს მტრობა, ვინაიდან ღმერთს სძულს, ვინც თავს ესხმის”. ამ მოსაზრებას ისიც უნდა ამყარებდეს, რომ ომის თავი და თავი მიზეზი არა რაიმე მატერიალურის უკმარისობაა, როგორც ეს ხშირად გონიათ, არამედ სურვილი: მაგალითად, პირველი მკვლელობა (აბელის და კაენის ამბავი ძველი აღთქმიდან) შიმშილის გამო კი არ მოხდა, არამედ შურის გამო. ასევე ძნელად დასაჯერებელია ის ვითარებაც, როდესაც ომი ახსნილია დარვინის მოძღვრების ტერმინებში: ასე რომ იყოს, მაშინ რითი ავხსნათ ის ფაქტი, კითხულობს სოლოვიოვი, რომ უიარაღო ებრაელებმა თავი შეინარჩუნეს, ხოლო შეიარაღებულმა რომაელებმა ვეღარ? გაცილებით მნიშვნელოვანია ომის ისტორიული ასპექტი: ომი ქმნის ცივილიზაციას. ომი არის ყველაზე ძლიერი ფაქტორი შიდა კავშირების გაძლიერებისათვის ხალხებისა და კულტურების შიგნით და რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ის ასევე ხელს უწყობს კულტურების ურთიერგავლენას და მოწინააღმდეგე მხარეების ურთიერთდაახლოებას. მაგალითები საყოველთაოდ ცნობილია: ომი ტროასთან დასაბამს აძლევს ელინურ სამყაროს, ხოლო ომი სპარსელებთან და ალექსანდრეს ლაშქრობანი – ელინისტურს. რომ არა რომაელთა დაპყრობანი და pax romana ქრისტიანობა ვერასოდეს გასცდებოდა იერუსალიმს. და ბოლოს, ეროვნულ სახელმწიფოთა ქმნადობა ასევე ომის, როგორც მოვლენის შედეგია. შესაბამისად, ომის ზეგავლენა ისტორიულ პროცესზე სამი მიმართულებით ვლინდება: ერების ქმნადობა ერთაშორისი ურთიერთობების ქმნადობა კულტურული ერთობის გეოგრაფიული გავრცობა. თუმცა, ფილოსოფიურ წიაღსვლებს რომ თავი დავანებოთ, კითხვა, თუ რას წარმოადგენს ომი, სხვა, პრაქტიკული შინაარსის მატარებელიცაა. ის ერთგვარ მიმართულებას აძლევს იმ სააზროვნო პროცესს, რომელიც ომის მსვლელობას, მის წარმატება-წარუმატებლობას განსაზღვრავს. არანაკლებ ფილოსოფიურ განცდებს აღძრავს ასევე კითხვა თუ რატომ ომობს ადამიანი? თუმცა სწორედ მისი ფილოსოფიურობის გამო, პასუხი აქაც ბუნდოვანია, ხოლო გაცილებით ადვილია იმ ჩამონათვალის დემონსტრირება, თუ რა საბაბით უკვე იომა მან აქამდე. ითვლება რომ, იმპერატორ კონსტანტინეს პერიოდიდან ვიდრე 1900 წლამდე, ევროპის თეატრებზე ადამიანმა, სულ ცოტა 200-ჯერ მაინც იომა, მათ შორის იყო სამოქალაქო ომები, დაპყრობითი ომები, ომები მემკვიდრეობისათვის, ინტერვენციები, რელიგიური ომები, ომები status quo ante-ს დასაბრუნებლად, ღირსების აღსადგენად და კომერციული ინტერესებისათვის სხვა სიტყვებით, ადამიანი, პრაქტიკულად, ნებისმიერი საბაბით ომობს, ხოლო თუ რა მიზეზს ნიღბავს ეს საბაბი, ხშირად, ძალიან რთული გამოსაცნობია. მაინც, რა ვითარებაა ომი, რა არის მასში ის არსებითი, რაც მას სხვა საქმიანობისგან გამოარჩევს და რატომ არის ის ასე მნიშვნელოვანი? ალბათ, ყველაზე ადვილი იქნებოდა ამთავითვე ომის განსაზღვრება მოგვეცა და შემდეგ, მასზე დაყრდნობით გვეცადა დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა. თუმცა აქ ერთ სირთულეს ვაწყდებით, რომელიც სრულებითაც არ არის ტრივიალური: პირველი, არ არსებობს ომის ისეთი განსაზღვრება, რომელიც ყველას მიერ, სანდოობის ერთნაირი ხარისხით, განსაზღვრებადაა მიჩნეული. მათ შორის, ყველაზე პოპულარული, კლაუზევიცისეული ომი, როგორც პოლიტიკის გაგრძელება, სინამდვილეში არის არა განსაზღვრება, არამედ განსაზღვრების ფრაგმენტი და მისი განსაზღვრებად მიჩნევა მხოლოდ ისტორიულ გაუგებრობას უნდა მივაწეროთ. მეორე პრობლემა უფრო ზოგად მოსაზრებებთან არის დაკავშირებული: ჩვეულებრივ, განსაზღვრებისას ადამიანები ცდილობენ განსასაზღვრი ცნების ადეკვატური შინაარსის დადგენას. მაგრამ ასეთი რამ, ხშირ შემთხვევაში, ერთი სხარტი ფრაზის ან წინადადების, ანდა სულაც რაიმე ნაცნობი შინაარსის მოხდენილად გამოყენებით ვერ ხერხდება. სამაგიეროდ, შესაძლებელია განსასაზღვრი ცნების იმდაგვარი აღწერა, რომ მისი შინაარსის ადეკვატური აღქმა შევძლოთ. ვფიქრობ, ომის შემთხვევაშიც ასეა და ეს კარგად ჩანს, თუ კი იმავე კლაუზევიცს ოდნავ სიღრმისეულად ჩავუკვირდებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ, ამ ეტაპზე მაინც, ვეცდებით თავიდან ავიცილოთ ომის ყოვლისმომცველი განმარტება, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენსავე ცნობიერებაში ინტუიციურად ომს მიკუთვნებული ვითარებების აღწერა უფრო თავისუფლად შევძლოთ. თუმცა, ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ ომის ფენომენის ყველაზე სრულ აღწერას, და შესაბამისად, ზემოთ დასმულ კითხვებზე ყველაზე სრულ პასუხს, თავად ომების ისტორია იძლევა. სხვათა შორის, ეს არის ერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი, ძლიერი არგუმენტი იმისათვის, რომ სამხედრო ისტორია ზოგადად, და ომების ისტორია კერძოდ, ჩვენი ცნობისმოყვარეობის ობიექტად ვაქციოთ. სამწუხაროდ, ისტორიას განსაზღვრებად ვერ მივიჩნევთ, მაგრამ ის მშვენიერი გზამკვლევი შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანურ დაპირისპირებათა მრავალფეროვნებიდან ომი რომ გამოვაცალკევოთ. ორმხრივი დაპირისპირებების მთელ სპექტრში, დუელი – შეტაკება- ბრძოლა-კამპანია- ომი – სამხედრო კონფლიქტი – კონფლიქტი, რომელთა შორის განსხვავება, ერთი შეხედვით, რაოდენობრივია, ომს თავისი, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. შესაძლოა ვიდაოთ იმაზე, არის თუ არა დუელი ომი, მიუხედავად იმისა, რომ შეტაკებაც, ბრძოლაც და კამპანიაც, ანუ ომის ეს არსებითი შემადგენლები, ორთა დაპირისპირებას, ე.ი. თავისი შინაარსით, მაინც დუელს გულისხმობს, მაგრამ ის ვითარება, რომ , ზოგადად, სამხედრო დაპირისპირების აზრით სამხედრო კონფლიქტი და საერთოდაც კონფლიქტი – ომი არაა, სადავოს არ წარმოადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საკმაოდ ზუსტად უნდა შევძლოთ ზღვარის გავლება ზოგადად დაპირისპირებასა და იმას შორის რაც ომია. მთავარია, ვიპოვოთ ის ნიშნები, რომლებიც მოვლენას ცალსახად ომად გადააქცევს. იმ ფაქტორებს შორის, რაც საშუალებას იძლევა ნებისმიერი დაპირისპირება ომად განვიხილოთ, ჩვეულებრივ, გამოყოფენ შემდეგს: მიზანმიმართული, შეიარაღებული (და შეუზღუდავი) ძალადობა ორგანიზებულობა ნება მასობრიობა ხანგრძლივობა სხვა სიტყვებით, ომად მიჩნეულია კარგად ორგანიზებული, ერთ ნებასა და მიზანს დამორჩილებული მასების კონფლიქტი, სადაც ერთი ორგანიზებული და შეიარაღებული მასა ცდილობს თავს მოახვიოს თავისი ნება მეორეს და რომელიც გარკვეული ხანგრძლივობისა და მოცულობის მქონე მიზანმიმართული ძალადობით ხასიათდება. ხოლო ვინაიდან მასის ნება სინამდვილეში პოლიტიკურ მიზანდასახულობად ფორმდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ომი არის პოლიტიკის გაგრძელება. თუ კი ომს ამდაგვარად დავინახავთ, შეგვიძლია აგრეთვე ვთქვათ ისიც, რომ ომს ადამიანთა პოლიტიკური გაერთიანებები აწარმოებს, მაგალითად ისეთი, როგორიცაა სახელმწიფო, ან სახელმწიფოთა ალიანსები, ანდა სხვა რომელიმე ორგანიზაციულად ჩამოყალიბებული სტრუქტურა. თუმცა აქვე უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ომის პოლიტიკაზე ამდაგვარი მიბმა ასევე შეიცავს სირთულეებს და მოითხოვს, სულ ცოტა, თავად პოლიტიკის, როგორც ტერმინის დაზუსტებას. სად გადის ის ზღვარი, როდესაც შეიარაღებულ ადამიანთა ერთობლივ მიზანდასახულ მოქმედებას შეგვიძლია ვუწოდოთ პოლიტიკური ნების გამოვლენა და ამ მხრივ, განვასხვავოთ ის სხვა ძალადობრივი, მაგრამ არანაკლებ მიზანდასახული ქმედებებისგან? სამწუხაროდ, სტატიის ფორმატი არ გვაძლევს საშუალებას ამ და ომის რაობასთან დაკავშირებული სხვა, უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი, საკითხების განხილვისა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან აღნიშნული საკითხები შეადგენს სამხედრო თეორიის (გნებავთ, სამხედრო ფილოსოფიის), მეცნიერების ამ მეტად საინტერესო დარგის, ძირითად შინაარსს. საკმარისია დავიმახსოვროთ, რომ სხვა მოვლენებისა და პროცესებისაგან განსხვავებით, ისინი ხასიათდებიან შეიარაღებულ ადამიანთა ჯგუფების დაპირისპირებით, რის საშუალებითაც მავანნი თავიანთი მიზნების რეალიზაციას ფიქრობდნენ. სწორედ აქ (ამ განზომილებაში) უნდა ვეძიოთ ომის ბუნების გასაღები. აქედან, სხვათა შორის, გამოდის ისიც, რომ რაიმე ვითარების აღწერისას, თუ ეს აღწერა შეიარაღებულ ადამიანთა ორგანიზებული ჯგუფების დაპირისპირებას არ ეხება, სიტყვა ომის გამოყენება სათუოა. ზემოთ ისტორია ვახსენეთ. სამხედრო ცოდნის სისტემაში სამხედრო ისტორიას მართლაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ეს არა მხოლოდ იმითაა გამოწვეული, რომ ნებისმიერი ისტორიის (და მათ შორის არც სამხედრო ისტორია უნდა იყოს გამონაკლისი) ცოდნა თავისთავად არის ღირებული, არამედ იმიტომაც, რომ ომების ისტორია თავს უყრის კაცობრიობის მიერ, მისი ხანგრძლივი განვითარების მანძილზე, დაგროვილი ბრძოლებისა და ომების პრაქტიკას. ცნობილია, რომ შეიარაღებული დაპირისპირებები და შეტაკებები უკვე პალეოლითიდან საკმაოდ ორგანიზებულ ხასიათს იძენს. ქვის უხეში იარაღებით შეიარაღებული ადამიანთა ჯგუფები ებრძვიან თავიანთ მსგავს არსებებს რომ მოიპოვონ (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) დამატებითი საკვები, გავლენის სივრცე და უცხოტომელი მდედრობითი სქესის ადამიანები. თავისი პრიმიტიული ხასიათის მიუხედავად, ამ ტიპის „ნადავლი“ საკმაოდ დიდხანს, ათასწლეულების განმავლობაში, იქნება ძირითადი სამხედრო მონაპოვარი. როგორც იერიხონისა და ანატოლიის ნაქალაქართა გათხრები აჩვენებს, ნეოლითის ადამიანს უკვე შეეძლო ორგანიზებული ომების წარმოება. ხოლო ფარაონ თუთმოს III ლაშქრობები მეგიდოსა (არმაგედონი) და კადეშის დასაკავებლად დასაბამს აძლევს არა მარტო ომების წარმოების ახალ ერას ისტორიაში, არამედ თავად ამ ისტორიის აღნუსხვას იწყებს. სხვათა შორის, მეგიდოს კამპანია (ძვ.წ.1479წ.), სწორედ ამ მიზეზით, ომების საკაცობრიო ისტორიის ათვლის წერტილადაა მიჩნეული. თუ კი კაცობრიობის ბოლო ომი, ბიბლიური თქმულების მიხედვით, არმაგედონში უნდა შედგეს, როგორც ჩანს, ომების ისტორია დასრულდება იქ, სადაც დაიწყო. თუმცა ბოლო ომთან ერთად, ალბათ, კაცობრიობაც შეწყვეტს არსებობას. ამაში უნდა იყოს რაღაც სიმბოლური. ის, რომ ომების ისტორია საომარი პრაქტიკის ერთგვარ ენციკლოპედიას წარმოადგენს, ხოლო მისი ცოდნა არა მარტო ცნობისმოყვარეობის ჟინით შეპყრობილი გონების კაპრიზია, კარგად ჩანს იმ გარემოებიდანაც, რომ ისტორიამ არ იცის მეტ-ნაკლებად გამორჩეული სარდალი, რომელიც თავის წინამორბედთა ომებზე არ გაზრდილა. სწორედ ამიტომ, მისი ასეთი წმინდა პრაქტიკული დანიშნულების გამო, ომების ისტორიას, ხშირად, სამხედრო ხელოვნების ისტორიასაც უწოდებენ. სხვათა შორის, ამ ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, ყველაზე დრამატული, და მიმზიდველი მონაკვეთი ანტიკური ომების სახელითაა ცნობილი. რას ეყრდნობიან, როდესაც ამ თორმეტსაუკუნოვანი პერიოდის ცოდნაზე აცხადებენ პრეტენზიას? პირველი, ეს თავად ამ პერიოდის წერილობითი წყაროებია, რომელიც, მეტ-ნაკლები, წარმატებით დასტურდება თანამედროვე საისტორიო მეცნიერების მონაპოვრებით. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე გამოჩენილ მხედართმთავართა მემუარებს და კომენტარებს ცნობილი ბრძოლებისა თუ კამპანიების ანალიზისას. ცალკე აღნიშვნის ღირსია, აგრეთვე, ის სამხედრო თეორეტიკოსები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, თავად მოქმედი ან უკვე გადამდგარი სამხედროები, ძალას და ენერგიას არ იშურებდნენ, რომ ამოეცნოთ ომის პარადოქსალური ლოგიკა. ანტიკური ომები მათთვის იმ ექსპერიმენტს წარმოადგენდა, რომელსაც შეეძლო დაედასტურებინა ან უარეყო მათი თეორიული ნააზრევი. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მათი კალმიდან გამოვიდა საკმაოდ სერიოზული და ფუნდამენტური კრიტიკა არა მარტო ანტიკურობის ეპოქის ომების, არამედ ომების საკაცობრიო ისტორიის საზოგადოდ. პირველი ჯგუფის ბერძენ და რომაელ მწერალთაგან აღსანიშნავია ჰეროდოტე (ძვ.წ.484-425წ.), თუკიდიდე (ძვ.წ.460-399წ.), ქსენოფონტი (ძვ.წ.426-354წ.), ენეას ტაქტიკოსი (ძვ.წ. IVს), პოლიბუსი (ძვ.წ.202-120წ.), უილიუს კეისარი (ძვ.წ.101-44წ.), სალუსტუს კრისპი (ძვ.წ.86-35წ.), პლუტარქე (46-120წ.) ტაციტი (55-120), არიანე (92-175), სექსტ იულიუს ფრონტინი (ჩვ,წ,I_IIსს.), აპოლოდორი (ჩვ,წ. II ს), კასიუს დიო (155-235წ.), ფლავიუს ვეგეციუსი (ჩვ,წ.IV ს-ის ბოლო მეოთხედი). მათი წყალობით ჩვენ საკმაოდ სრული წარმოდგენა გვაქვს არა მარტო ისტორიულ მოვლენათა განვითარებაზე, არამედ თავად საომარ მოქმედებათა მიმდინარეობაზე, ჯარების სახეობებსა და მათი დაკომპლექტების პრინციპებზე, მომარაგებასა და საბრძოლო სივრცის უზრუნველყოფაზე, შეიარაღებაზე, საბრძოლო წყობაზე, საზღვაო თუ სახმელეთო სტრატეგიაზე და ტაქტიკაზე, მთავარი კამპანიების სტრატეგიულ ჩანაფიქრზე, სტრატეგიული აზროვნების პარადიგმებზე ზოგადად და საბრძოლო სივრცის ექსპლუატაციაზე. ბერძნულ-სპარსული ომები (ძვ.წ.499-448წ.), პელოპონესის ომი (ძვ.წ.460-404წ.) , ალექსანდრეს ლაშქრობა აზიაში (ძვ.წ.336-323წ.), პუნიკური ომები (ძვ.წ.264-202წ.), სამოქალაქო ომები რომის იმპერიაში (ძვ.წ. 88-82 და 50-44 წ.წ.), გალიის ომები (ძვ.წ.58-51წ.), ომი პართელებთან (ძვ.წ.55-38წ.) და გერმანელთა ომები (ახალი ერის დასაწყისში) – აი იმ მოვლენათა არასრული ჩამონათვალი, რომლებმაც პრაქტიკულად განსაზღვრეს ისტორიული განვითარების ხაზი და ის რაც გვაქვს დღეს, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, დაიბადა მაშინ, როდესაც ამ მოვლენების სისხლიანი ისტორია იწერებოდა. მეორე ჯგუფის მწერალთაგან, ჩვენის აზრით, საყურადღებოა მაკიაველი (1469-1527), ნაპოლეონი (1769-1821), კლაუზევიცი (1780-1869), ჟომინი (1779-1869), არდანტ დუ პიკი (1821-1870), შლიფენი (1833-1913), და ფელდმარშალი მონტგომერი (1887-1976). მათი ხედვა, სამხედრო პრაქტიკა და ომის ნიუანსების ზედმიწევნით ფაქიზი ცოდნა მათ ნაწერებს განუმეორებელ ხიბლს ანიჭებს და ნებისმიერი კვალიფიციური მკითხველისათვის სამაგიდო წიგნებად აქცევს. რაც შეეხება მესამე ჯგუფის მწერლებს, ჰანს დელბრუკის (1848-1949) „სამხედრო ხელოვნების ისტორია“, ჯონ ფრედრიკ ჩარლზ ფულერის (1878-1966) „დასავლეთის სამყაროს სამხედრო ისტორია“ და სერ ბეიზილ ლიდელ ჰარტის (1895-1970) „სტრატეგია“ , საყოველთაო აღიარებით, სამხედრო ისტორიის კლასიკას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ჩამონათვალი არც სრული, და შესაძლოა, არც საუკეთესო იყოს, მაგრამ ერთი რამ უდავოა: ნებისმიერი მათგანის ცოდნა საგანზე კვალიფიციური მსჯელობის სრულ შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, ომის ფენომენის სრულად გასააზრებლად, ზოგადად, საჭიროა ვიცოდეთ იმ გეოსტრატეგიული გარემოს თავისებურებანი, რომელშიც ესა თუ ის საომარი მოქმედებები ვითარდება. სხვა სიტყვებით, უნდა ვფლობდეთ ცოდნას გეოგრაფიული, ეკონომიკური და პოლიტიკური რეალიების შესახებ. ასევე, სასურველია კონკრეტული დაპირისპირების პრეისტორიის ცოდნა. მეორეს მხრივ, ასეთივე აუცილებლობას წარმოადგენს ვიცოდეთ თუ რა შეიარაღებას ფლობდნენ დაპირისპირებული მხარეები, როგორ უდგებოდნენ ისინი ზოგადი სტრატეგიისა და ტაქტიკის საკითხებს, რა მიაჩნდათ ძირითად სამხედრო ამოცანად და რა გზებით ცდილობდნენ მის გადაჭრას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ქვეყნის სამხედრო მოწყობა, ჯარების დაკომპლექტებისა და უზრუნველყოფის საკითხები და როგორ უდგებოდნენ ისინი ქვეყნის საომარ მზადებას საერთოდ. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების პოლიტიკური მოწყობის ხასიათს, ვინაიდან ეს უკანასკნელი განსაზღვრავს თავად საომარი მოქმედების ხასიათსაც. რაღა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წარმოადგენს იმ ფონს, რომელზედაც კონკრეტული საომარი კამპანიები და გადამწყვეტი ბრძოლები ვითარდებოდა. ამ უკანასკნელთა აღწერაც, რის გარეშე ვერ შევიქმნით სამხედრო ხელოვნების განვითარების სრულ სურათს, ზოგადად განსხვავდება ჩვეულებრივი თხრობისაგან და დამატებით გამოყენებული საბრძოლო სივრცისა და მანევრის დაწვრილებით აღწერას მოითხოვს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასევე მხედართმთავართა და პოლიტიკურ მოღვაწეთა ქმედებებს, მათ ხასიათსა და მისწრაფებებს, ყველაფერ იმას, რაც ომის სუბიექტურ მხარეს განსაზღვრავს. ცხადია, ყველა ეს თემა აქ ვერც მოხვდებოდა: ამას წიგნი (წიგნები) და სულ სხვა შრომა სჭირდება და რასაც, სავარაუდოდ, აუცილებლად გამოუჩნდება თავისი მკვლევარი. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას. ავტორი – დავით თევზაძე
-
დავით თევზაძე - კლაუზევიცის დიდი ომის თეორია და „დიდი ომის ჩიხი“ 15:44, 22.02.2019 ყველა ცოდნას, რომელიც კაცობრიობის მეხსიერებაში მეცნიერებად ჩამოყალიბდა, ყავს როგორც თავისი ავტორი, რომლის სახელი, ხშირად დავიწყებულია, ასევე გამორჩეული , რომელთა გარეშე აღნიშნული ცოდნა ვერასოდეს დაივანებდა იმ მწვერვალზე, რასაც მეცნიერებას ვეძახით. იშვიათია შემთხვევა, როდესაც ავტორიცა და გამორჩეული მოამაგეც ერთი და იგივე პირი გახლავთ ხოლმე. ხოლო უფრო იშვიათი – შემთხვევა, როდესაც ასეთი სახელი კაცობრიობას ახსოვს. მაგალითისთვის, შეგვიძლია გავიხსენოთ არისტოტელე და მისი ლოგიკა, ანდა ევკლიდე და მისი გეომეტრიის საწყისები. ასეთ სახელთა რიგს, როგორცა ჩანს, ეკუთვნის კლაუზევიციც, რომელმაც არა მარტო დასაბამი მისცა ომის, როგორც მოვლენის კვლევას, არამედ დღესაც ასეთი კვლევების ერთგვარ საზომადაა მიჩნეული. მისი ჩანაწერები ომის შესახებ, რომელიც მისი ნაადრევი სიკვდილის შემდეგ მეუღლემ გამოსცა, თითქმის ორი საუკუნეა, სულ უფრო მზარდ გავლენას ახდენს ომით დაკავებული ადამიანების აზროვნებაზე და ასევე მათზე, ვისთვისაც ომი მხოლოდ თეორიული განსჯის საგანია. სამწუხაროდ, ქართული საზოგადოებისათვის კლაუზევიცი მხოლოდ ახლა ხვდება მეტ-ნაკლები თეორიული ინტერესის სფეროში, რამაც, როგორცა ჩანს, თავისი დაღი დაასვა როგორც სამხედრო მშენებლობის საქმეს საქართველოში, ასევე ჩვენ მიერ წარმოებული სამხედრო კამპანიების შინაარსსა და პოლიტიკას. ასევე სამწუხაროა ისიც, რომ კლაუზევიცი სულაც არ არის იოლი წასაკითხი და სამხედრო ცოდნასთან ერთად, გარკვეული დოზით, ფილოსოფიურ განსწავლულობასაც მოითხოვს. ეს კი, შესაძლოა, დაუძლეველ ბარიერად იქცეს ჩვენი თაობის ქართველი სამხედროებისთვის და ისინიც იმდაგვარმა ცდუნებებმა შეიპყრონ, როგორც, თავის დროზე, მისი განსწავლულობის მიუხედავად, გერმანიის გენერალური შტაბი, რომელიც კლაუზევიცის ცალმხრივმა ინტერპრეტაციამ ორ მარცხიან ომში გახვია. კლაუზევიცის კითხვისას გარკვეული ინტელექტუალური ბაზაა საჭირო. სასურველია ამდაგვარ ბაზას ფილოსოფიასთან, კერძოდ, გერმანულ კლასიკურ ფილოსოფიასთან ნაცნობობა ქმნიდეს. ყოველ შემთხვევაში, პრობლემატიკა, რომელიც კლაუზევიცის თვალსაწიერში ხვდება აქედან უფრო კარგად იკითხება, ვინაიდან მისი ამოცანა არა იმდენად ომის ბუნების გარკვევაა, რამდენადაც ომის შესახებ თეორიული ცოდნის აგების შესაძლებლობა. სხვა სიტყვებით, ომის, როგორც მოვლენის, შემეცნების პრინციპულ შესაძლებლობაზეა საუბარი და სწორედ ამის დანახვას სჭირდება გარკვეული ფილოსოფიური გამოცდილება. სხვათა შორის, სწორედ ეს ხედვა განასხვავებს კლაუზევიცს იმ უამრავ მწერალთაგან, რომლებიც ომის თემაზე წერდნენ და ბევრი მათგანი ომის კლასიკოსადაც (და არც თუ უსაფუძვლოდ) იქნა მიჩნეული. კლაუზევიცამდე ომს ორი განზომილებით უდგებოდნენ: ომი, როგორც რაღაც ხდომილება და ომი, როგორც ადამიანთა ურთიერთობის ასპარეზი. შესაბამისად, მწერლობაც ორ ნაკადად იყოფოდა: ომის პრაქტიკის აღწერა და ომის მორალური საყრდენის, იმ ღირებულებების დადგენა, რომელიც ომს ღირსეულ საქმიანობად წარმოაჩენს. პირველი ნაკადის მწერლები უმეტესად ომის პრაქტიკოსები ანდა ომის ისტორიკოსები გახლდნენ. მათი წყალობით ვიცით ჩვენ არა მარტო ის, თუ რა ხდებოდა ამა თუ იმ ომისას, არამედ ისიც, თუ როგორ იღებდნენ გამაგრებულ ადგილებს, როგორ არჩევდნენ და ახარისხებდნენ მეომრებს, რა ტაქტიკურ სქემებს მოიხმარდნენ, როგორ მიდიოდა უზრუნველყოფა და რა იყო საჭირო წარმატებული ლაშქრობისათვის. ასეთ ნაწერებს წმინდა ისტორიული ღირებულების გარდა გააჩნდა ერთი მეტად მნიშვნელოვანი ასპექტი: იმ ეპოქაში, როდესაც ჯარის მომზადებისა და მართვის არანაირი სტანდარტი არ არსებობდა, ისინი გარკვეულად დოქტრინის მაგივრობას წევდნენ. შემთხვევითი არ არის ის გარემოება, რომ ასეთ ნაწარმოებთა მეტი წილი ამა თუ იმ მმართველის ყურადღების მისაპყრობადაა შექმნილი. გავიხსენოთ მაკიაველი და მისი „სამხედრო ხელოვნების შესახებ“. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ომის მწერლობის ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება იმ მცირე სხვაობით, რომ დოქტრინაზე ზრუნვა სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციად იქცა და ომის თანამედროვე პრაქტიკის კვლევები სპეციალურ, მეტწილად გენერალურ შტაბებზე დაქვემდებარებულ დაწესებულებებში იყრის თავს. მეორე ნაკადის მწერლები მეტწილად ფილოსოფოსები გახლდნენ. ეს მწერლობაც საკმაოდ ხანდაზმულია და მის სათავეებთან ისეთ სახელებს ვხვდებით, როგორიცაა პლატონი და არისტოტელე. გაცილებით გვიან, ევროპულ აზროვნებაში ხდება ომის მორალურ ღირებულებათა მიბმა სამართლის კატეგორიებზე. ყოველ შემთხვევაში, ჰუგო გროციუსთან ომი უკვე არა მარტო მორალურად, არამედ სამართლებრივადაც გამართლებადი ქმედებაა. ზედმეტია იმის შეხსენება, რომ ორივე ეს ტენდენცია დღესაც ისეთივე ინტენსიური კვლევის საგანია, როგორც მანამდე. აქაც, ისევე როგორც პირველი ნაკადის მწერლობის შემთხვევაში, ერთი თავისებურება გვხვდება: აღნიშნული კვლევები ფილოსოფოსთა კაბინეტებიდან, ნაწილობრივ, „გარეთ“ ინაცვლებს. ომის სამართალი საერთაშორისო სამართალზე ხდება მიბმული. შესაბამისად, საერთაშორისო ინსტიტუტების მონიტორინგის ქვეშ ექცევა და ამდენად, დღეს ის პრაქტიკული საქმიანობა უფროა. ერთი შეხედვით, კლაუზევიცის „ომის შესახებ“ ამ ნაკადებშია მოქცეული. მეტიც, ისე ჩანს, რომ თემატურად შესაძლებელია ის ორივე ნაკადს მივაკუთვნოთ. თავდაპირველად ის სწორედ ამდაგვარად იქნა აღქმული, და როგორც ასეთს, ერთგვარი ეკლექტიზმიც დაბრალდა. შედეგად, კლაუზევიცის წაკითხვის სხვადასხვა ტრადიციაც ჩნდება. ერთნი მასში მხოლოდ დოქტრინას ხედავენ, ხოლო მორალურ-ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე საუბარს ერთგვარ გაუგებრობად მიიჩნევენ. მეორენი, პირიქით, თვლიან რომ სწორედ ეს ნაწილებია მნიშვნელოვანი და საყურადღებო. მესამენი, გრძნობენ, რომ აქ რაღაც სხვა უნდა იყოს, კლაუზევიცის ცნებებში კანტიანური ფილოსოფიის კატეგორიების ანარეკლს ეძებენ. არსებობს სხვა ინტერპრეტაციებიც. ყოველი წაკითხვისას ყურადღების გამახვილება ერთ რომელიმე დეტალზე, ომის ერთ რომელიმე ნიშანზე ხდება და, ბუნებრივია, ამდაგვარი ვითარება ხელს არ უწყობს იმ ერთიანი სურათის გააზრებას, რომელიც, თავად კლაუზევიცს, როგორცა ჩანს, ჰქონდა. მაინც რისი ინტერესი ჰქონდა კლაუზევიცს? რისი თქმა უნდოდა? ამ ნაწყვეტიდან ჩანს, რომ კლაუზევიცს გრანდიოზული ჩანაფიქრი ჰქონია: აეგო დიდი ომის თეორია. ხოლო რაც მას ამ ჩანაფიქრიდან შესრულებულად მიაჩნდა, ცალკეული ნაწილები გახლდათ თეორიისა, რასაც გამართვა და გაერთიანება სჭირდებოდა. ხაზი, რითაც ეს გაერთიანება შესაძლებელი გახდებოდა, პირველი ნაწილის პირველ თავშია მოცემული. სხვათა შორის, კლაუზევიცს წიგნის მხოლოდ ეს ნაწილი მიაჩნდა დასრულებულად. ამიტომ, ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ თუ ამ ხაზს გავყვებით, შესაძლებელი უნდა იყოს კლაუზევიცის ჩანაფიქრის რეკონსტრუქცია. ალბათ ეს ასეცაა, თუმცა კლაუზევიცის იმ მრავალ ინტერპრეტატორთაგან, როგორცა ჩანს, ვერავინ მოახერხა ეს. ამის პრეტენზია არც ამ სტატიას გააჩნია. მეტიც, სტატიის მიზანი უაღრესად მოკრძალებულია: ქართულ სააზროვნო სივრცეში შემოიტანოს კლაუზევიცის თემა როგორც კამათისა და განსჯის ობიექტი. ჩვენი ღრმა რწმენით, ეს მსჯელობა, საბოლოო ანგარიშით, თავის კეთილ ნაყოფს აუცილებლად გამოიტანს. რას ეხება თეორია? ამ მარტივ კითხვაზე პასუხიც, ერთი შეხედვით, მარტივია: ომს. პრობლემა მერე ჩნდება, როდესაც ლოგიკურად მეორე კითხვას დავსვამთ: რა არის ომი? აქ კი კლაუზევიცს თავისებური პასუხი გააჩნია, რომელიც სრულებითაც არ არის მარტივი. თუმცა, ერთი შეხედვით, ეს გარემოება, შესაძლოა, უცნაურადაც ჟღერდეს: საქმე იმაშია, რომ ყველამ მშვენივრად ვიცით, თუ რა არის ომი, ვინაიდან ყოველთვის ზუსტად შეგვიძლია განვსაზღვროთ, ვუწოდოთ რაიმეს ომი თუ არა. და ეს ბუნებრივიცაა. ადამიანის სოციალურად დატვირთულ საქმიანობებს შორის ომი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი საქმიანობაა. ალბათ, ბანალობა იქნებოდა, თუ ვიტყოდით, რომ რაც საზოგადოება არსებობს, ადამიანი ყოველთვის ომობს. გაცილებით საყურადღებო ის გარემოება ჩანს, რომ რაც კაცობრიობას მეხსიერება გააჩნია, ის ომობს ყველა იმ კომპონენტის გამოყენებით, რაც ამისათვის აუცილებელია. მეტიც, ეს არის არა რაიმე ცალკე აღებული ცივილიზაციის ნიშანი, არამედ საყოველთაო ხდომილება: დიდი ცივილიზაციური კერები, რომელთაც საუკუნეები დასჭირდათ ერთმანეთთან შეხებაში რომ მოსულიყვნენ, საოცარ ერთნაირობას ამჟღავნებენ ომის წარმოების კუთხით: არსებითად ერთი და იგივე იარაღი, სატრანსპორტო საშუალებები, საბრძოლო სივრცეზე გადაადგილებების და მოქმედებების ხასიათი, ბრძოლის შედეგების ექსპლუატაცია თუ სხვა რამ, რასაც კულტურული გარემოს უთუო კვალი უნდა აჩნდეს, ერთი და იგივეა ცივილიზაციიდან ცივილიზაციამდე. ამდენად, კითხვა, თუ რა არის ომი, თითქოს არც უნდა დასმულიყო. უფრო ლოგიკური იქნებოდა გვეკითხა, როგორ ვიომოთ, რომ გარანტირებულ წარმატებას მივაღწიოთ? სინამდვილეში, საუკუნეების მანძილზე ომის მწერლობა სწორედ ამ კუთხით ჩამოყალიბდა: სუნ ძი, უ ძი, ვეი ლიაო ძი – ჩინეთში, ართხაშასტრა – ინდოეთში, ქსენოფონტი, ენეას ტაქტიკოსი, პოლიბუსი, უილიუს კეისარი, სალუსტუს კრისპი, ტაციტი, არიანე, სექსტ იულიუს ფრონტინი, კასიუს დიო, ფლავიუს ვეგეციუსი – ანტიკურ საბერძნეთსა და რომში, მონტეკუკოლი, ვობანი, გუსტავ ადოლოფი და ფრიდრიხ დიდი – ახალი დროის ევროპაში – აი იმ ავტორთა არასრული ჩამონათვალი, რომელიც დროში კლაუზევიცს უსწრებდა და რომელთა გავლენა ომის წარმოებაზე საკმაოდ დიდი გახლდათ. საკითხის შენაცვლებამ საგნისადმი განსხვავებული მიდგომა გააჩინა: როგორ ვიომოთ, შეგვიძლია მხოლოდ მას შემდეგ ვიცოდეთ, როდესაც გააზრებული გვაქვს თუ რა არის ომი და ეს ცოდნა არა მხოლოდ პრაქტიკულ გამოცდილებას, არამედ ღრმა ანალიზსა და ომის ბუნების სერიოზულ კვლევას ეფუძნება. სწორედ ეს გახლავთ ომის თეორიის დანიშნულება: ომის რაობის ცოდნაზე დაყრდნობით მოგვცეს ომის წარმართვის გზამკვლევი, სადაც ყველაფერი ლოგიკურ კავშირშია ერთმანეთთან. ომზე მსჯელობისას, კლაუზევიცი რამოდენიმე გარემოებას მიაქცევს ყურადღებას: განსჯისთვის, ომი კატეგორიაა, რომლის შინაარსი სამ ვითარებას ეყრდნობა. ესენია დაპირისპირება, ძალადობა და მოწინააღმდეგის დამორჩილების ნება. აღქმისთვის ომი ძალადობა, შემთხვევითობა და გაურკვევლობაა, ხოლო ფიზიკურ პლანში, რეალურად, როგორც ის მიმდინარეობს და რაც ჩვენი აღქმის მასალას შეადგენს, ანუ ომი, როგორც მოვლენა, რომელიც ჩვენივე აღქმის შედეგად, ჩვენი განსჯის საგნადაა ქცეული – შეიარაღებულ ძალთა დაპირისპირებაა, რომელიც მეომარ მხარეთა მიერ პოლიტიკურ მიზანდასახულობათა მისაღწევად გამოიყენება. შესაბამისად, ზოგადად, ომი გვევლინება როგორც ძალადობა, დაპირისპირება, შემთხვევითობა და გაურკვევლობა. ეს, ასე ვთქვათ, მისი ობიექტური მხარეა, ის, რაც ყველა ომისთვის საერთოა, და სხვათაშორის, ის, რაც უცვლელად გადადის ეპოქიდან ეპოქაში და, როგორცა ჩანს, რაც მის რეალურ ბუნებას წარმოადგენს. ხოლო ის, რაც ნებისმიერ ომს უნიკალურს ხდის, ასე ვთქვათ, მისი სუბიექტური პლანი, ეს – სამხედრო ძალები, მათი დოქტრინები, შეიარაღება, სპეციფიკური გეოგრაფიული გარემო და ის შეზღუდვები გახლავთ, რომელიც თითოეული სამხედრო დაპირისპირებისთვის განსხვავებულია და დამახასიათებელი. ორივე პლანი იმდენად მჭიდროდაა გადახლართული, იმდენად ზემოქმედებს ერთმანეთზე, რომ შეუძლებელი ხდება მათი დაცილება. თუმცა, ამავე დროს, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ისიც, რომ ამ ორი ფაქტორის ერთიანობას სჭირდება ერთგვარი მამოძრავებელი, რაც ყველაფერს, რასაც ჩვენ ომს ვუწოდებთ, მოძრაობაში მოიყვანს და პროცესის სახეს მიცემს. ასეთი მამოძრავებელიც სამია კლაუზევიცისთვის. სამივე, სხვათა შორის, თანაბარმნიშვნელოვანი, რასაც ის საკვირველ (განსაცვიფრებელ) სამებას უწოდებს: პოლიტიკის გავლენა, ალბათობა და ძირეული (ალბათ, უფრო, სიღრმისეული) მტრობის განცდა, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს ომისკენ უბიძგებს. ობიექტურ სიბრტყეში, აღნიშნული სამება წარმოადგენს სამ დინამიურ ძალას, რომელიც ომის მსვლელობას განსაზღვრავს: • მიმართულების განმსაზღვრელი ზეგავლენა • ალბათობის თამაში (შემთხვევითობა) • სიღრმისეული შუღლი (მაგ. მეზობელ ეთნოსებს შორის). სუბიექტურ სიბრტყეში კი, სამება არის • ხელისუფლება – მიმართულების მიმცემი ზეგავლენა • სამხედრო ძალა – შემთხვევითობის შემომქმედი • ხალხი (გერმანულად Folk) – ომის წარმოების სერიოზული ემოციური რეზერვი. ამგვარად, კლაუზევიცის მიხედვით, ომს სამი აქტორი ჰყავს, სამივე თანაბარად მნიშვნელოვანი და ომზე მსჯელობისას რომელიმე მათგანის უგულვებელყოფას ნებისმიერი თეორია ჩიხში შეჰყავს. ამგვარად, ტრიადა მთავრობა-არმია-ხალხი წარმოადგენს იმ ღერძს, რაზედაც ომის თეორია უნდა დაფუძნდეს. ამათგან, მთავრობა პოლიტიკურად მართავს ომს, ხალხი წარმოადგენს შინაგანი სიძულვილის მატარებელ სუბსტრაქტს, ხოლო არმია, ამ ხალხის სახელით, პოლიტიკური მიზნების რეალიზაციისათვის იბრძვის. ომის ამდაგვარი გააზრება ბუნებრივად იკვეთება სახელმწიფოს იმ მოდელიდან, რომელიც ვესტფალის ზავის შემდეგ გაბატონებულ მოდელად იქცა ევროპაში. თუმცა, როგორც კი სახელმწიფოები ომის ერთადერთ მწარმოებელ სუბიექტებად გარდაიქმნენ, მთავრობას, არმიას და ხალხს შორის ჩნდება ნაპრალი, რომელიც იმდენად ღრმავდება, რომ უკვე XVII საუკუნისთვის ხალხი საერთოდ ჩამოცილებული იქნა ომიდან და ამის ინსტიტუციონალიზაცია საერთაშორისო სამართლის ძალითაც იქნა გამყარებული: პირებს, რომლებიც სამხედრო მოსამსახურეებს არ წარმოადგენენ, მოტივაციის მიუხედავად, ეკრძალებათ ომი. დღესაც, ე.წ. ინსურგენტები არ ითვლებიან პირებად, რომელთაც ომის კანონი იცავს ისე როგორც იცავს სამხედრო მოსამსახურეებს. სხვა სიტყვებით, პარტიზანები, სხვადასხვა ფორმით თავისუფლებისათვის მებრძოლები, და ა.შ. კანონგარეშე დგებიან საერთაშორისო სამართლის ძალით და მათ მიმართ ამავე სამართლით ნაგულისხმევი ჰუმანური მოქცევის ვალდებულება, სამხედრო მოსამსახურეებთან შედარებით, ბევრად ნაკლებია. ერთი არასასურველი შედეგი ამ ვითარებიდან, სხვათა შორის, გახლავთ ისიც, რომ არც ეს ადამიანები გრძნობენ რაიმე ვალდებულებას საზოგადოების წინაშე ჰუმანურობის კუთხით. აქ ერთი საინტერესო პასაჟია: კლაუზევიცს მიაჩნდა, რომ ნაპოლეონის წარმატებათა საიდუმლო არა მხოლოდ მის გამჭრიახობაში, არამედ იმ ვითარებაშიცაა, რომ მან ხალხი, როგორც ომის ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე, ბრძოლის ველს დაუბრუნა და ამდენად, ომის ინსტრუმენტი – არმია, ძლიერი მორალური და ემოციური მუხტით დატვირთა. ერთი შეხედვით, ისე ჩანს, თითქოს ზემოთ მოტანილ მსჯელობას წმინდა თეორიული მნიშვნელობა აქვს მხოლოდ. ეს ერთი შეხედვით. სინამდვილეში მას გაცილებით მნიშვნელოვანი პრაქტიკული კონოტაციები გააჩნია. პირველი – ის გარემოება, რომ განსჯისთვის ომი ძალადობრივ დაპირისპირებაზე აგებული საკუთარი ნების რეალიზაციის პროცესია, ლოგიკურად გვკარნახობს მისი ეფექტურად წარმართვის ალგორითმს: ეს რომ შესაძლებელი გახდეს, მოწინააღმდეგე იმდენად მძიმე ვითარებაში უნდა ჩავაყენოთ, რომ ჩვენ მიერ მისგან თავდაპირველად მოთხოვილი დათმობანი უფრო მსუბუქი აღმოჩნდეს. მას ეს ძლიერ მოტივაციას უჩენს დანებებისათვის და ჩვენი პოლიტიკური ნების რეალიზაციის ალბათობას აძლიერებს. ამგვარად, იკვეთება, რომ ჩვენი ნების განხორციელების პირობა გახლავთ თუ როგორ მოვახერხებთ მოწინააღმდეგეს წინააღმდეგობის სურვილი და უნარი წავართვათ. საკითხის ამდაგვარი დაყენება გვეხმარება სწორად განვსაზღვროთ საომარ მოქმედებათა მიზანი და მთავარი სამიზნეც: ვინაიდან სახელმწიფოსაგან წინააღმდეგობის უნარს სამი ურთიერთგადაჯაჭვული ფაქტორი განსაზღვრავს – შეიარაღებული ძალები, ტერიტორია, წინააღმდეგობის ნება, ამიტომ საომარ მოქმედებათა ფოკუსი ამ სამი ფაქტორის ნეიტრალიზაციისკენ უნდა იყოს მიმართული. ხოლო, ვინაიდან შეიარაღებული ძალები როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ასევე წინააღმდეგობის ნების სიძლიერის ძირითადი საყრდენია, ამიტომ მთავარი დარტყმის ობიექტად სწორედ ისინი უნდა იქცნენ. აქედან გამომდინარეობს კლაუზევიცისათვის ერთი მეტად მნიშვნელოვანი დასკვნა: ბრძოლა ომის მოგების ერთადერთი ინსტრუმენტია, ხოლო მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალების უთუო განადგურება – ერთადერთი სამხედრო ამოცანა. მეორე შედეგი პირველითაა განპირობებული – თუ კი შეიარაღებული ძალების განადგურება აუცილებლობაა, მაშინ ომის მოგების სტრატეგიის ამოცანად ასეთი შესაძლებლობის განხორციელებადობის პირობების შექმნა უნდა იყოს. ხოლო თუ ბრძოლა ერთადერთი ინსტრუმენტია, მაშინ აღნიშნული პირობები ბრძოლის ან ბრძოლების შედეგების ექსპლუატაციაში უნდა ვეძიოთ. შედეგად, სტრატეგია ბრძოლების ომის მიზნების რეალიზაციისთვის გამოყენების ხელოვნებაა. მესამე შედეგი ასევე ლოგიკურად აგრძელებს ზემოთქმულს: ომის გეგმა ისეთი ბრძოლის გამართვის ვარაუდს უნდა ეყრდნობოდეს, რომელიც მოწინააღმდეგის სამხედრო ძალის ერთბაშად განადგურების წინაპირობას შექმნიდა. სხვა სიტყვებით, ისეთი ვითარება უნდა შევქმნათ, რომ მოწინააღმდეგე გენერალურ ბრძოლაზე „წამოვიკიდოთ“ და ამ ბრძოლაში მარცხი განვაცდევინოთ. ხოლო შედეგი რომ გარანტირებული გვქონდეს, ამ ბრძოლაში მაქსიმალური ძალისხმევა უნდა ჩავდოთ: სხვანაირად, ყველაფერს ჩვენ თვითონ დავკარგავთ. მაქსიმალური ძალისხმევა, სხვათა შორის, ძალთა მაქსიმალური დაძაბვის გარდა, უკიდურეს მორალურ დაძაბულობასაც გულისხმობს. არც გულმოწყალება და არც კეთილშობილება ბრძოლებს არ იგებს. მეტიც, უსისხლოდ ბრძოლის მოგების პერსპექტივა კლაუზევიცს საშიშ ილუზიად მიაჩნია. მეოთხე, და ალბათ, ყველაზე არსებითი, აქ გახლავთ ის, რომ მთელი მსჯელობის პროცესში, გონება მხოლოდ თავის თავსა და ლოგიკას ეყრდნობა. ეს კი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ამდაგვარად გააზრებული ომისთვის თეორიის აგება შესაძლებელია. სხვა საკითხია ამ თეორიის გამოყენების საზღვრები. თუმცა, ამაზე ოდნავ ქვემოთ. მიუხედავად იმისა, რომ ომი თავის იდეალურ გამოვლენაში ერთიანი და ლოგიკურია, ის რაც ჩვენს აღქმაში შემოდის, სრულიად საპირისპირო ნიშნებს ავლენს. ამის თავდაპირველი მიზეზი, როგორცა ჩანს, იმ გარემოებაში უნდა ვეძიოთ, რომ ომს ორი დაპირისპირებული მხარე აწარმოებს. ეს არ არის ერთი მხარის ზემოქმედება უძრავ მასაზე და მეორე მხარესაც ისეთივე მიზნები ამოძრავებს, როგორიც ჩვენ. ეს გარკვეულ წინააღმდეგობას უქმნის ჩვენი თავდაპირველი გეგმების განხორციელებას და შედეგსაც იმთავითვე გაურკვეველს და სათუოს ხდის. თუმცა, ეს არ გახლავთ ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ რეალობაში ომი, როგორც ურთიერთობის ფორმა, რიგ შეზღუდვებს აწყდება, რაც მისი ბუნების სრულად გამოვლენას არათუ ხელს არ უწყობს, არამედ, კლაუზევიცის გამოთქმა რომ გამოვიყენოთ, ყოველ ომს „მეტ-ნაკლებად“ ომად გარდაქმნის. მეტიც, თუ კი ომების ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ის სურათი, რასაც ისტორია იძლევა, ანუ ომები, რომელიც ისტორიის განმავლობაში ხდებოდა, იმდენადაა დაცილებული ომის ბუნებისაგან, რომ შეიძლება ეჭვი შეგვეპაროს აბსოლუტური ომის განხილვის აზრიანობაში. ასე საკითხს კლაუზევიცი სვამს და იქვე დასძენს, რომ ეს ასეც იქნებოდა, რომ არა ნაპოლეონ ბონაპარტე და მის მიერ წარმოებული კამპანიები, როდესაც რელობა მაქსიმალურად დაუახლოვდა თავის იდეალს და ომმა მისი ნამდვილი ბუნება ხელშესახები გახადა. ხოლო ვინაიდან, ის რაც ერთხელ მოხდა, შესაძლოა ისევ განმეორდეს, ომის ბუნების შესახებ თეორიას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება: ის ერთადერთი გზამკვლევი და ორიენტირი ხდება ნებისმიერი ომის ხასიათის გახსნისას. ეს ძალიან საყურადღებო პასაჟია. ომს სახელმწიფო აწარმოებს და მისი ეფექტური მართვა უამრავ პარამეტრზე თავად სახელმწიფოს შიგნით არის დამოკიდებული. იმ დაწესებულებათაგან, რომლებიც ომთან შეხებაში მოდიან, თითოეული ბევრნაირ მიმართებაშია ჩართული როგორც ერთმანეთთან, ასევე უშუალოდ ბრძოლების მიმდინარეობის დინამიკასთანაც. ეს კი უკვე ნოყიერ ნიადაგს ქმნის სხვადასხვა შემთხვევითობისა და ალბათობისათვის, იღბლისა და უიღბლობისათვის, რის გამოც „უკვალოდ ქრება მკაცრი ლოგიკური დასკვნების მიმდევრობა“. ძირითადი შედეგი, რომელიც ამ მსჯელობიდან გამომდინარეობს, გახლავთ ის გარემოება, რომ ასეთ ვითარებაში, ერთბაშად ამდენი ცვლადი პარამეტრის ფონზე, ვერანაირი თეორია საყრდენს ვერ პოულობს. მეტიც, ყველა კონფლიქტი, ამ ფონზე იმდენად ინდივიდუალურია, რომ კონკრეტული ომისათვის თეორია ცალკე უნდა აიგოს. გასაგებია, რომ ამ თეორიათა სიმრავლისთვის იდეალური ომის თეორია სინამდვილეში ომის მეტათეორიაა. ამიტომაც ხდება ის ორიენტირი. მეორეს მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ რეალური ომისათვის ზოგადი თეორიის აგება შეუძლებელია. აქედან კიდევ ერთი, საინტერესო მოსაზრება გამომდინარეობს: რეალურ ომში, სწორედ დასახელებულ მიზეზთა გამო, წინა პლანზე პოლიტიკა გამოდის და თუ კი იდეალური ომი საყრდენს ომისავე ბუნებაში ნახულობს, რეალური ომის შემთხვევაში, ასეთი საყრდენი პოლიტიკაა. ამდენად, მოარული ხედვა ომისა, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტისა, მხოლოდ რეალურ ომზე ვრცელდება. ეს კი ნიშნავს, რომ რამდენადაც დაუახლოვდება ომი თავის იდეალს, იმდენად შემცირდება სხვაობა პოლიტიკასა და ომის იდეალს შორის. წინასიტყვაობაში, რომელსაც კლაუზევიცი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე წერდა, ნათქვამია შემდეგიც: დღეს ჩვენ იგივე შეგვიძლია ვთქვათ თავად კლაუზევიცზე. თუმცა, მისი ყველაზე დაუნდობელი კრიტიკოსი, XX საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ომის თეორეტიკოსი და ირიბი მიდგომის სტრატეგიის ავტორი, ლიდელ ჰარტი გახლავთ. ლიდელ ჰარტს საკმაოდ მწვავე შეფასება ეკუთვნის კლაუზევიცის შრომისა: კერძოდ, მას მიაჩნია, რომ კლაუზევიცის წიგნი, თუმცა თემატურად გენერლებისთვის არის განკუთვნილი, სინამდვილეში, კაპრალებისათვის დაწერილი აღმოჩნდა. რამ გამოიწვია ასეთი მიდგომა? ლიდელ ჰარტს მიაჩნდა, რომ კლაუზევიცის ნააზრევში რამოდენიმე პრინციპული ხასითის დაშვება იყო, რომელთა მცდარ ინტერპრეტაციას ის გარემოებაც აადვილებდა, რომ კლაუზევიცის ხელნაწერი მეტად ბუნდოვანი ენითა და კანტიანური ტერმინოლოგიით იყო გაჯერებული. თვითონ კლაუზევიციც არ გახლდათ ფილოსოფოსი. ამის გამო მისი კანტიანელობაც ზედაპირულია, რაც არანაირად არ უწყობდა ხელს ბუნდოვანების მოხსნას. ამდაგვარი წიგნი, კონსერვატორული ბუნების სამხედროების ხელში მხოლოდ იმით თუ აღმოჩნდებოდა საინტერესო, თუკი მასში ნაცნობ და მიმართულების განმსაზღვრელ ფრაზებს ამოიკითხავდნენ. ამდაგვარი ფრაზეოლოგია კი უხვად აღმოჩნდა წიგნის იმ ნაწილში, რომელიც სტრატეგიის განსაზღვრას, თავდაცვისა და შეტევის ურთიერთმიმართებას, ომის მიზანსა და ომის გეგმას ეხებოდა. მნიშვნელოვანი გავლენა, ამ მხრივ, იდეალური ომის დახასიათებას და მის ორიენტირად ცნობას უნდა მოეხდინა. განსაკუთრებული სიბეჯითით კლაუზევიცის თანამემამულენი გამოირჩნენ. მეტიც, გენერალ მოლტკეს მიერ ბრწყინვალე სტილში მოპოვებულმა გამარჯვებებმა, რაც მოლტკეს მხედართმთავრული ნიჭის გარდა, კლაუზევიცის გავლენასაც მიეწერა, ასე ფრაზებად ამოკითხული თეორია, ევროპის მეტ წილ ქვეყნებში, ომის ოფიციალურ დოქტრინად აქცია. აღნიშნული დოქტრინა ასორმოცდაათ წელზე მეტია გაბატონებულ ხედვას წარმოადგენს, რამაც დიდ წილად განსაზღვრა ორივე მსოფლიო ომის სამხედრო მოქმედებათა სტრატეგია. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ორ მსოფლიო ომში, რეალური ომი უფრო ახლოს მივიდა თავის იდეალთან, ვიდრე ნაპოლეონის დროს. შედეგი ბევრჯერ გაუმართლებელი და ბევრჯერ უაზრო ხოცვა-ჟლეტა გახლდათ. კლაუზევიცის უდიდეს დამსახურებად ლიდელ ჰარტს ომის ფსიქოლოგიურ და მორალურ ფაქტორთა მნიშვნელობის ხაზგასმა მიაჩნდა. მაგრამ, სწორედ ეს ასპექტი იქნა უგულებელყოფილი კლაუზევიცის „ნაკლებ ნიჭიერ“ მიმდევართა მიერ. თუმცა, მიაჩნია ლიდელ ჰარტს, ასეთი უგულებელყოფისა და „ცუდი“ ინტერპრეტაციის შესაძლებლობაში მთავარი მიზეზი მაინც თვითონ კლაუზევიცია: პირველი, ლიდელ ჰარტის აზრით, კლაუზევიცი გადაჭარბებით აფასებს სახმელეთო ძალების მნიშვნელობას და მან ბოლომდე ვერ ამოიცნო საზღვაო სტრატეგიის მნიშვნელობა კონტინენტალური დაპირისპირებისათვის. მეორე – ახლოვდებოდა მექანიზაციის ერა, და ამის ნიშნები ჩანდა კიდევაც. თუმცა კლაუზევიცს გამჭრიახობა არ ეყო, გამოეცნო მომავალი ომის კონტურები. სწორედ ამიტომ, სახმელეთო ძალების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ომის ძირითად პრინციპად მას მასის პრინციპი მიაჩნდა, რაც უფრო და უფრო მზარდი რიცხოვნობის არმიების შექმნისკენ უბიძგებდა ევროპელებს. ის, რომ სახელმწიფოთა უმეტესობისთვის გაწვევა სავალდებულო პროცედურად იქცა, სწორედ ამით იყო ნაკარნახევი: შეუძლებელია სხვაგვარად უფრო იაფად მოახდინო დიდი მასების მობილიზება. შედეგად, დაეცა არმიების პროფესიონალიზმი და მორალურ ფაქტორთა უგულებელყოფის ფონზე, არმიები, მათი რიცხოვნობის მიუხედავად, ნაკლებად მყარი (ბრძოლისუნარიანი) გახდა. კლაუზევიცისადმი ამდაგვარი მიდგომა, შესაძლოა, გადაჭარბებულად მიიჩნიოს ვინმემ. მაგრამ, ფაქტია, რომ „დიდი ომის“ ცდუნებამ ევროპას მხოლოდ 1945 წელს გადაუარა. თავად ლიდელ ჰარტიც, როგორს მასიური დაბომბვების სტრატეგიის ერთ-ერთი თანაავტორი, აღიარებს, რომ იმ დამანგრეველი მორალური ზემოქმედების მიუხედავად, რაც ასეთ დაბომბვებს ახლდა, მათ არც ომის დამთავრება დააჩქარეს, და არც წინააღმდეგობის ნება გატეხეს მაინცა და მაინც. სწორედ ამაზე რეფლექსიამ მიიყვანა ლიდელ ჰარტი აზრამდე, რომ „დიდი ომი“, რისი თეორიის შექმნა ასე ეწადა კლაუზევიცს, არის ჩიხი, ხოლო მისი მოძღვრება, როგორც იდეოლოგია ასეთი ომისათვის – უკან გადადგმული ნაბიჯი სამხედრო ხელოვნების განვითარებაში – „შებრუნებული რევოლუცია“. რა შეიძლება ითქვას ერთგვარი შეჯამების სახით? თავის მიერ დასმული შემეცნებითი პრობლემა კლაუზევიცმა მართლაც კანტიანურ სტილში გადაჭრა: ომის, როგორც მოვლენის შესახებ შეგვიძლია ვიცოდეთ მხოლოდ ის, რასაც ჩვენივე განსჯა გვთავაზობს. ამიტომაცაა შესაძლებელი მისი თეორიის აგება და მხოლოდ ასე აგებული თეორია ექვემდებარება ლოგიკის მკაცრ წესებს. რაც შეეხება დროსა და სივრცეში მიმდინარე ომებს, მათ შესახებ ცოდნა შეუძლებელია, ვინაიდან შეუძლებელია თეორია, რომელიც ასეთი ომების ზოგად ხასიათსა და დანიშნულებას გახსნიდა. თითოეული მათგანი ინდივიდუალურია, თითოეული მათგანი „მეტ-ნაკლებად ომია“ და თითოეულს გათითოებული თეორია სჭირდება, რომელიც, მკაცრად რომ ვთქვათ, ჩვეულებრივი გაგებით, სულაც არ გახლავთ თეორია. ის რომ ომი პოლიტიკის გაგრძელებაა, ან მისი ინსტრუმენტი, მხოლოდ გარკვეულ დროსა და სივრცეში მიმდინარე ომებს ეხება და ეს დრო და სივრცე ვესტფალის ზავმა გააჩინა ევროპაში. სწორედ ეს სივრცე და დრო ჰქონდა, როგორცა ჩანს, კლაუზევიცსაც მხედველობაში და მხედველობიდანაც, სწორედ ეს ვითარება რჩება მის მკითხველს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ კლაუზევიცს, უბრალოდ, როგორც ეს ხშირად მოსდით ჯარისკაცებს, იღბალმა უმტყუნა: მისი წიგნის თავდაპირველი და ბეჯითი მკითხველები, ძირითადად, ასევე ჯარისკაცები იყვნენ. გამოყენებული ლიტერატურა : 1. Carl von Clausewitz. ON WAR. Prinston, NJ, Prinston University Press, , 1984 2. B.H.Liddel Hart. STRATEGY. Decisive Wars of Histiry. New York, Praeger, 1967 ავტორი – დავით თევზაძე დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას
-
- კლაუზევიცის
- დიდი
- (and 4 more)