Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'სასამართლომ' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და TV პირველიდან მასალების ამოღების ნებართვა გასცა. განჩინებაში აღნიშნულია, რომ წინააღმდეგობის გაწვევის შემთხვევაში სასამართლო პროკურატურას ძალის პროპორციულად გამოყენებით, მასალების იძულებით ამოღების საშუალებას აძლევს. ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ პროკურატურას არა ჩანაწერები, არამედ კონვერტი და ელექტონული მატარებელი აინტერესებს. პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე. პროკურატურაში ამბობენ, რომ ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად. ასევე, გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები. მოსამართლის განჩინება TV პირველის წამყვანი და მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე აღნიშნავს, რომ მისთვის გაურკვეველია, რა იგულისხმება იძულებით მასალების ამოღებაში. მისივე თქმით, პროკურატურის მიზანია, დაადგინონ წყარო და არა უშუალოდ აუდიოჩანაწერებში გაჟღერებული ფაქტები. ყველაზე გასაოცარია სასამართლოს გადაწყვეტილება, როდესაც მოსამართლე კლდიაშვილი პროკურატურას ეუბნება, რომ კონვერტზე და ელექტრონულ მატარებელზე, ამოღების უფლებას გაძლევო, მაგრამ თუ ვერ ამოიღებო, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, გამოიყენეთ იძულებითი პროპორციული ზომაო. რას ნიშნავს, ანუ პროკურორები შემოიჭრებიან ტელევიზიაში და დაიწყებენ კომპიუტერებში ძებნას, კიბეს მოადგამენ თუ ნიუსრუმებს გაჩხრეკენ”, – ამბობს ნოდარ მელაძე. “ტვ პირველში აპირებთ შემოჭრას? ომი გინდათ? აბა, გაბედეთ!” – ამბობს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა გიგი უგულავამაც. მისი თქმით, გამორიცხული არაა, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს. უგულავას თქმით, თავისუფალ მედიაზე შტურმი რუსული ტიპის სახელმწიფოსკენ სვლის დაჩქარებაა. “მედიას/ჟურნალისტს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი იცავს. ეს კანონი ბოლო ფორპოსტია რასაც ივანიშვილის ბინძური ხელი ჯერ არ შეხებია. ზუსტად ასე იყო 2002-2003 წლებში. სვლა რუსული ტიპის სახელწიფოსკენ დაჩქარდა. დღეს ამ გზაზე მთავარი წინაღობა თავისუფალი მედიაა”, – ამბობს უგულავა.
  2. ევროპული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაში ყველაზე პრობლემურია ის, რომ სასამართლომ თერთმეტი ხმით ექვსის წინააღმდეგ დაადგინა, რომ საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში (2008 წლის 8-დან 12 აგვისტომდე) მომხდარი მოვლენები არ შედიოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში კონვენციის 1-ლი მუხლის მიზნებისათვის (რომ რუსეთის ფედერაცია არ ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს) და საჩივრის ეს ნაწილი სცნო დაუშვებელად. შესაბამისად, კონვენციის მუხლების დარღვევა, რომლებიც დაადგინა სამწუხაროდ არ ეხება ზემოთხსენებულ, არამედ მხოლოდ საომარი მოქმედებების დასრულების შემდგომ პერიოდს. პ.ს. ყველა ინტერვიუზე ვთქვი უარი. კარგად გასაანალიზებელია ეს გადაწყვეტილება. პ.ს. (2) რაც მთავარია, რუსთავი 2-ის საქმეზე ხომ იყავით სუპერ კონცენტრერირებულები ყველანარი თვალსაზრისით განაცხადა თავის ფბ გვერდზე დავით ჯანდიერმა https://www.facebook.com/jandieri.david/posts/10158864493399643?notif_id=1611227702827182&notif_t=notify_me&ref=notif თქვენ რას ფიქრობთ?