Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'კულტურა' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. კულტურა – საინფორმაციო ომის იარაღი FEBRUARY 17TH, 2021 ნანუკა ბრეგაძე მთავარი, ჟურნალისტური გამოძიება, რუსული პროპაგანდა 795 საქართველოში რეგისტრირებულია 70-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელთა მიზანია საქართველოსა და რუსეთს შორის საგანმანათლებლო, სავაჭრო, კულტურული კავშირის გამყარება და დაახლოება. “აი, ფაქტი” სამი წელია წერს იმ ორგანიზაციებზე, რომელიც რუსეთიდან ფინანსდება და მათი საქმიანობა ოკუპანტის წისქვილზე ასხამს წყალს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავის ოფიციალურ ანგარიშებში ირიბად კი მოიხსენიებს მეზობელი არაკეთილმოსურნე ძალების ჩარევას ქვეყნის საქმიანობაში, მაგრამ პირდაპირ მათ ვინაობას არასდროს ასახელებს. შესაბამისად, ოკუპანტის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ჩვენთან წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას. ამ სტატიაში მოგიყვებით საქართველოში მოქმედ მსხვილ გაერთიანებებზე, რომლებიც თავიანთი საქმიანობით, განზრახ თუ უნებლიედ, რუსულ ინტერესს ემსახურებიან. ერთ-ერთი ასეთი “რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭოა,” რომელიც 24 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. რა მიმართულებით მუშაობს საკოორდინაციო საბჭო? 1. ეხმარება წევრ ორგანიზაციებს დაფინანსების მიღებაში; 2. ეხმარება სტუდენტებს რუსეთში გამგზავრებასა და დაფინანსების მიღებაში; 3. მართავს კულტურულ, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ღონისძიებებს. საბჭოს ხელმძღვანელი 2016 წლიდან ნიკოლაი სვენტიცკია. ის მართავს გრიბოედოვის თეატრსაც და “რუსულ კლუბსაც.” 2020 წელს საკოორდინაციო საბჭოს სამი ორგანიზაცია შეუერთდა: “საქართველოს დაღესტნური თემი”, ”ევრაზიული ინსტიტუტი”, რომელსაც გულბაათ რცხილაძე ხელმძღვანელობს და საერთაშორისო რუსულენოვანი კულტურის ცენტრი “ისკრა”. მიუხედავად პანდემიისა, როგორც ჩანს, 2020 წელს საქართველოში რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭოს წევრი ორგანიზაციებისთვის მთლად უნაყოფოდ არ ჩაუვლია. სვენტიცკის თქმით, პანდემიამ აიძულათ ონლაინ სივრცეში გადასულიყვნენ, თუმცა, სწორედ ამ მიზეზით, მათი ვებგვერდი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და “ცოცხალი” გახდა. დაამატეს ორი განყოფილება, რომელთაგან ერთი პანდემიის დროს საქართველოში დროებით მყოფ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს დახმარებას სთავაზობს, მეორე კი პანდემიის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ემსახურება. ამავე საიტზე ქვეყნდება ინფორმაცია ღონისძიებების შესახებ, რომელსაც საბჭოს წევრი ყველა ორგანიზაცია ერთად ან ცალ-ცალკე მართავს. პანდემიის პირობებში, ონლაინ რეჟიმში მოუწიათ 9 მაისის აღნიშვნა. თუმცა, სვენტიცკიმ და ევგენი კონიშევმა, შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის თავმჯდომარემ, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს. ამ დღისთვის საბჭოს წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სპეციალური ვიდეორგოლიც ჩაწერეს. “ევრაზიული ინსტიტუტის” წარმომადგენლის, გულბაათ რცხილაძის ინიციატივით კი შეიქმნა სპეციალური საიტი მეორე მსოფლიო ომის შესახებ. “რუსულმა კლუბმა” შექმნა მუსიკალური დისკი «день победы». 2020 წელს საბჭოს ძალისხმევით 130 სტუდენტი საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში უმაღლესი განათლების უფასოდ მისაღებად ისევ წავიდა. 2021-2022 სასწავლო წლისთვის აპლიკაციების მიღება კი უკვე დაწყებულია და ამის შესახებ ინფორმაცია “რუსული კლუბის” ვებგვერდზეა განთავსებული. საზოგადოებისთვის ამ გაცვლითი პროგრამის უკეთ გაცნობის მიზნით, სვენტიცკი რუსული გამოცემის, “სპუტნიკის” ქართულ პრესკლუბში რამდენჯერმე იმყოფებოდა. საბჭოს წევრმა ორგანიზაციებმა ტრადიციულად, 6 ივნისს აღნიშნეს პუშკინის დღეც. “რუსული კლუბის” წევრები თბილისში შეიკრიბნენ, “რუსულ-ქართული ურთიერთობების ასოციაცია აჭარაში” წარმომადგენელმა, ალექსანდრა ანასიმოვამ კი ეს დღე თანამოაზრეებთან ერთად ბათუმშიც აღნიშნა. პანდემიის პირობებში საბჭოს წევრი ორგანიზაციების მიერ მოეწყო საბავშვო საზაფხულო ბანაკი ბაკურიანში, სადაც ბავშვებს, სვენტიცკის თქმით, ტრენინგებს უტარებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის ძირითადი კონცეფციების, გენდერული თანასწორობის, სტერეოტიპების, კულტურათაშორისი დიალოგისა და მოხალისეობის შესახებ. თუმცა, ვინ იყვნენ ტრენერები და რა ინფორმაციას აწვდიდნენ მოზარდებს, უცნობია. საბჭოს წევრი კიდევ ერთი ორგანიზაციის, “საქართველოში რუს თანამემამულეთა სამართლებრივი დაცვის” წარმომადგენლები პერიოდულად მართავდნენ ონლაინ კონფერენციებს და საუბრობდნენ რელიგიის მნიშვნელობაზე, რუსეთში განათლების მიღების პერსპექტივასა და სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებების მიმართულებით. წლის განმავლობაში მონაწილეობდნენ სამ ონლაინ-პროექტში და გამოუშვეს გაზეთ “თანამემამულეს” ოთხი ნომერი. Საბოლოოდ, 2020 წლის 4 ნოემბერს რუსეთის თანამემამულეების საერთაშორისო საბჭოს მეხუთე საარჩევნო კონფერენციაზე, სვენტიცკიმ სამომავლოდ ორგანიზაციის კიდევ უფრო გააქტიურების სურვილი გამოთქვა. “რუსული კლუბი” როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებულ ორგანიზაციებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რუსული კლუბია, რომელსაც თავად ნიკოლაი სვენტიცკი მართავს. ორგანიზაცია 2003 წელს დაფუძნდა. “რუსულ კლუბს” ფონდი “ქართუ” და პუტინის მიერ დაფუძნებული ფონდი “რუსული სამყარო” აფინანსებს. უკვე მეთექვსმეტე წელია, მათი დაფინანსებით გამოსცემენ ჟურნალს “რუსული კლუბი.” ჟურნალი პირველად 2005 წელს დაბეჭდეს და დღემდე 180-ზე მეტი ნომერია გამოსული. 2014 წლიდან გამოსცემენ წიგნების სერიას “რუსები საქართველოში.” უკვე 33 წიგნია დაბეჭდილი. ნიკოლაი სვენტიცკის თქმით, გეგმავენ, გამოუშვან ხუთი წიგნი “გრიბოედოვის თეატრის” მსახიობების შესახებ და ფინანსური დახმარებისთვის მადლობას ფონდ “რუსულ სამყაროს” და მოსკოვის მთავრობას უხდის. მედიის განვითარების ფონდის კვლევის მიხედვით, ფონდი „რუსული სამყარო” (Фонд «Русский мир») 2007 წლის 21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანების საფუძველზე დაფუძნდა და მის მმართველობით რგოლებში რუსეთის ხელისუფლების მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირები, ასევე რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლები შედიან. რუსეთის ფედერაციის სახელით ფონდის დამფუძნებლები არიან რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო და რუსეთის ფედერაციის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. სამეურვეო საბჭოს წევრებს შორის არიან საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რუსეთის საპატრიარქოს მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, კონსტანტინე კოსაჩოვი და სხვები. ფონდის თავჯდომარეა ვიაჩესლავ მოლოტოვის შვილიშვილი, რუსეთის ფედერაციის დუმის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ნიკონოვი. ფონდი დაფინანსებას რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან იღებს და სამეურვეო საბჭოს წევრებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ნიშნავს. 2020 წელს, ნიკოლაი სვენტიცკის ინიციატივით, “რუსული კლუბის” ფეისბუქის გვერდზე დაიწყეს ონლაინ პროექტი ”любовью за любовь. памятники русской культуры в грузии,” რომლის ფარგლებში წერენ რუსული კულტურის იმ მოღვაწეებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ, მოღვაწეობდნენ საქართველოში და რომელთა ძეგლებიც საქართველოს ამა თუ იმ რეგიონშია განთავსებული. ამ პროექტის შესახებ ინფორმაცია მოსკოვის მერის საიტზეცაა განთავსებული. 2020 წლის ნოემბერში სვენტიცკი “რუსული სამყაროს” ონლაინ ფორმატში გამართულ მეთოთხმეტე ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა, როგორც საზღვარგარეთ არსებული რუსული თეატრების ასოციაციის თავმჯდომარე და “რუსული კლუბის” პრეზიდენტი. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელს გრიბოედოვის თეატრი და “რუსული კლუბი” ონლაინ ფორმატში მაინც ახერხებდნენ საქმიანობას. ზაფხულის თეატრალური სკოლა “შეკვეთილი 2020” 2020 წლის ზაფხულში, 5-15 აგვისტოს, “რუსულმა კლუბმა” ფონდ “რუსული სამყაროს” დაფინანსებით მოაწყო ათდღიანი თეატრალური სკოლა შეკვეთილში, სადაც 12 ქვეყნიდან ჩამოსული ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას. ტელეკომპანია “ფორმულასთან” საუბარში კი სვენტიცკი აღნიშნავს, რომ ისინი “პრიმაკოვის ფონდთანაც” თანამშრომლობენ. ფონდმა მათ ბათუმის თეატრში სპექტაკლის დადგმის ხარჯები აუნაზღაურა. ამ სპექტაკლის შესახებ საკუთარ Facebook გვერდზე წერს “პრიმაკოვის ფონდის” ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე. “ჩვენი ცენტრის ხელშეწყობით სიურპრიზი მოვუწყვეთ ბათუმელ პატარებს და ჩამოვუყვანეთ თბილისის გრიბოედოვის თეატრალური დასი ‘საახალწლო ზღაპრით.” წარმოდგენებმა სრული ანშლაგებით ჩაიარა და პატარა მაყურებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურა. სულ ათასამდე მოზარდი დაესწრო სპექტაკლებს! სამწუხაროა, რომ მედიამ აღნიშნული კულტურული ღონისძიება არ გააშუქა!” 2020 წელს “რუსულმა კლუბმა“ ერთი წიგნი რუს პოლიტიკოსს, ევგენი მაქსიმოვიჩ პრიმაკოვს მიუძღვნა. როგორც “რუსული კლუბის” გვერდზე წერია, მათ გაზეთშიც არაერთხელ დაუბეჭდავთ მის შესახებ. პრიმაკოვი სხვადასხვა დროს მუშაობდა საბჭოთა კავშირის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის უფროსად, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსად, შემდგომ საგარეო საქმეთა მინისტრად და პრემიერმინისტრად. Პრიმაკოვი 1929 წელს დაიბადა უკრაინაში, გაიზარდა საქართველოში, უმაღლესი განათლება კი მოსკოვში მიიღო. გარდაიცვალა 2015 წელს. ვინ მართავს და საიდან იღებენ დაფინანსებას “რუს თანამემამულეთა” ორგანიზაციები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებობს განყოფილება, რომელიც საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებთან მუშაობს. მათ შექმნეს “რუს თანამემამულეთა მსოფლიო საკოორდინაციო საბჭო,” რომელიც 93 ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის საქართველოში. რეალურად, მათ ჩამონათვალში 95 დროშაა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭოს შორის არსებული კიდევ ერთი რგოლი შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციაა. საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის გახსნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვიტა და საელჩო გააუქმა. ოფიციალურად, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის 2 სექტემბერს, ომის შემდეგ გაწყვიტა. შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციამ ფუნქციონირება 2009 წლის მარტში დაიწყო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ბრძანებით, 2017 წლიდან სექციას ევგენი ივანოვიჩ კონიშევი ხელმძღვანელობს. კონიშევი 1992 წლიდან დიპლომატია. 2016 წელს მე-2 კლასის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი მიანიჭეს. საქართველოში ჩამოსვლამდე ის რუსეთის ფედერაციის გენერალური კონსული იყო სომხეთში, ქალაქ გიუმრში. კონიშევის გარდა სექციაში კიდევ 10 რუსი დიპლომატია. საკოორდინაციო საბჭო წევრ ორგანიზაციებს პროექტების განხორციელებისთვის თანხების მოძიებაშიც ეხმარება. “ორგანიზაცია წერს პროექტს, პროექტი მოდის საბჭოზე, ჩვენ ვაგზავნით სექციაში: სურვილი გვაქვს ეს პროექტი გავაკეთოთ. რომელი ფონდი აფინანსებს?! იქ ხომ ბევრი ფონდია, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამემამულეების განყოფილება. თანხაზე მოთხოვნას სექცია წერს და სექციის წარმომადგენელმა კონიშევმა უნდა მოაწეროს ხელი, ეგ არის აქ მაგათი წარმომადგენელი, თორემ, ფულს ვინ მკითხავს მე?!” – ამბობს სვენტიცკი “აი,ფაქტთან” საუბრისას. სექციის ფინანსური მხარდაჭერით საკოორდინაციო საბჭოს წევრი ორგანიზაციები რეგულარულად აღნიშნავენ რუსი მწერლებისა და პოეტების დღეებს, მასლინიცას, ახალ წელს, ეპატიჟებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს. აგზავნიან ახალგაზრდებს სხვადასხვა პროგრამით რუსეთი ფედერაციაში, ხელს უწყობენ რუსული კულტურის, ენისა და ლიტერატურის გავრცელებას. “Საქართველოს სტრატეგიული კვლევის ცენტრის” თანადამფუძნებელი და საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლაშა ძებისაშვილი ამბობს, რომ კულტურაზე ხაზგასმით ხდება ვექტორის გადატანა და იკარგება რუსეთის, როგორც მტრის აღქმა. “Რბილი ძალის პირობებში ყურადღება გადააქვთ იმაზე, თუ რა გვაკავშირებს ჩვენ და არა იმაზე, რამდენად გვეხმარებიან სახელმწიფოს აშენებაში. ყველამ კარგად ვიცით, რომ გვინგრევს სახელმწიფოს, მაგრამ აპელირებენ იმაზე, რამდენად კარგი კულტურული კავშირები გვაქვს. “თქვენი რეჟისორი ჩვენთან… სასწაული წარმოდგენა იყო”, “თქვენი მოცეკვავეები როგორ ცეკვავდნენ..”, “ჩვენ რა კარგად დავისვენეთ ბათუმში…” და ასე შემდეგ. რელიგიაც ცალკე თემაა. შესაბამისად, თუ თქვენ მართლა გაქვთ ძლიერი საზოგადოებრივ-კულტურული ან ეკონომიკური კავშირები, თქვენთვის ეს კავშირები ღირებულებას იძენს და მერე, შეგიძლიათ დახუჭოთ თვალი პოლიტიკურ ფაქტორზე და საკუთარი თავი დაარწმუნოთ, ილუზია გქონდეთ, რომ მოდი, პოლიტიკა არ გვინდა, მთავარია ხალხმა კარგად იცხოვროს, კარგი ჭამოს, კარგი სვას და ამაში რუსები დაგვეხმარებიან,” – გვიზიარებს თავის ხედვას ძებისაშვილი. Მისივე თქმით, 40 წელს ზემოთ თაობას, რომელმაც საბჭოთა კავშირის დროს მოასწრო იაფად ფრენა, ექსპორტზე მარტივად პროდუქტის გატანა, იმიტომ აქვთ რუსეთის მიმართ ნოსტალგია, რომ ის მათთვის კარგ ცხოვრებასთან და მარტივად ნაშოვნ ფულთან ასოცირდება. “მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი რაციონალური, ლოგიკური და ობიექტური გარემოებებით ეს ის რუსეთი აღარ არის, არის მტერი და უნდა შენი ქვეყნის განადგურება, ეს ხალხი მაინც ჯიუტად მიიჩნევს, რომ რუსეთთან უნდა ვილაპარაკოთ. სწორედ ეს არის რბილი ძალის გავლენა.” საკოორდინაციო საბჭოს წევრი ორგანიზაციებიდან ყველაზე მეტი თბილისსა და ბათუმში საქმიანობს. თბილისში 10 მათგანია რეგისტრირებული, ბათუმში – 3, დანარჩენები კი სხვადასხვა რეგიონში ფუნქციონირებს. გარდა პრიმაკოვის ფონდისა და საქართველოში რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭოში გაწევრიანებული 24 ორგანიზაციისა, დამატებით კიდევ 50-ზე მეტი ორგანიზაცია არსებობს, რომელთა მიზანი, სახელებით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების დალაგება, საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება და კულტურულ-მეგობრული ურთიერთობის გამყარებაა. ზოგი მათგანი თბილისშია რეგისტრირებული, ზოგიც რეგიონებში. მათგან 20 ორგანიზაცია საქართველოში 2012 წელს ან შემდეგ დაარეგისტრირეს. Შენიშვნა: მასალის გამოქვეყნების შემდეგ “ქართულ-რუსული ფორუმის” დამფუძნებელი, თემურ ქობალია დაგვიკავშირდა და მოგვაწოდა ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ მეტი დეტალი და დოკუმენტაცია. მოწოდებული მასალიდან ირკვევა, რომ თემური ქობალია და მისი ორგანიზაცია, “ქართულ რუსული ფორუმი” ეწინააღმდეგება რუსეთის მთავრობის შეხედულებებს და მათ მიერ გატარებულ პოლიტიკას, გმობს ქართული მიწების რუსეთის მიერ ოკუპაციას. ამიტომ ორგანიზაციის დასახელება “ქართულ-რუსული ფორუმი” ამოვიღეთ თანდართული ექსელის ფაილიდან. The post კულტურა – საინფორმაციო ომის იარაღი appeared first on www.ifact.ge.