Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'აღმოსაჩენად' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. ირაკლი მანჩხაშვილი, იგივე „ბეთხო“, ის მუსიკოსია, რომელიც დროთა განმავლობაში შემოქმედებითად იზრდება და იხვეწება. მუსიკა მისი სახლია, სადაც იგი ცხოვრობს. ყველა პროექტში, სადაც კი ბეთხო მუსიკის შექმნაში მონაწილეობდა და მონაწილეობს, ნაწარმოებები განსაკუთრებულ მელოდიურ ჟღერადობას იძენენ. ასე იყო ეს ადრე ჯგუფ Catch The Cloud-ში, რომლის სიმღერებსაც „იუთუბზე“ ათიათასობით ნახვა დაუგროვდა, ასეა The BearFox-ში, რომლის ვიდეოებსაც უკვე ასიათასობით ნახვა აქვს და ასევეა მის სოლო შემოქმედებაშიც. ირაკლი ძალიან კარგად ფლობს ელექტრონულ ინსტრუმენტებს. იგი მეტად ატმოსფერულ, მელოდიურ და ჰარმონიულ, მშვენივრად არანჟირებულ მუსიკას ქმნის. სწორედ რომ ქმნის – არ მინდა, დღეს მოდაში შემოსული ტერმინი – „მუსიკას აკეთებს“ გამოვიყენო, რადგან ეს ტერმინი კონვეიერულ პოპ მუსიკას უფრო მიესადაგება, ვიდრე იმას, რასაც ბეთხო ქმნის. ირაკლი მანჩხაშვილს ელექტრონული ინსტრუმენტებით შესანიშნავი ემბიენტური ნაწარმოებები აქვს შექმნილი, თუმცა მის ბოლო მინიონში (ანუ იგივე EP – მცირე ალბომი) „დაისი“ ანალოგური ელექტრონული ჟღერადობა მხოლოდ ფონისთვისაა გამოყენებული. მთელი ალბომი კი წარმოადგენს მუსიკოსის ურთიერთობას კლავიშებიან ინსტრუმენტთან, რომელიც ადრე თითქმის ყველა ქართულ ოჯახში იდგა – პიანინოსთან. დღეს მის ადგილს თანდათან ციფრული ელექტროპიანინოები იკავებენ. ზოგადად, ბეთხოს ძალიან მოსწონს რეტრო ანალოგური ჟღერადობა – The BearFox-ის ბოლო ალბომში და საკუთარ ემბიენტურ ნამუშევრებში მან სპეციფიკური ჟღერადობის მისაღებად აუდიოკასეტებზე დამუშავებული ხმებიც კი გამოიყენა. ამ მინიონის ძირითად მუსიკალურ განწყობას სწორედ აკუსტიკური, უბრალო პიანინო ქმნის, რომელიც მუსიკის გარდა, გამოსცემს მექანიკურ ხმებსაც, ზოგჯერ ჭრიალებს, ხრჭიალებს და ეს ამ ნამუშევარში მეტად ინტიმურ ატმოსფეროს ქმნის. „დაისი“ ნამდვილად კიდევ ერთი ეტაპია ირაკლი მანჩხაშვილის შემოქმედებითად ზრდის პროცესში. იგი გაცილებულია მხოლოოდენ ემბიენტურ ჩარჩოებს და მასში კარგად იგრძნობა თანამედროვე კლასიკური მუსიკის (ე.წ. კონტემპორარი კლასიკის) სუნთქვა, რაც მუსიკოსის მხრიდან უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. „დაისი“ – ესაა ბეთხოს შინაგანი სამყარო, მისი ფიქრები, რომელსაც იგი მსმენელს აუღელვებლად უზიარებს და თუ თქვენ მსგავსი მუსიკა მოგწონთ, აუცილებლად იგრძნობთ იმ ენერგეტიკას, რაც ავტორმა ამ ნამუშევარში ჩადო. პიანინო კიდევ, ჩემი აზრით, უკეთილშობილესი ინსტრუმენტია, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყოველი ჩვენგანისთვის ასე ნაცნობია. მისი ხმა არაა ისე იდეალური, როგორც როიალის, მაგრამ ძალიან თბილი და ალბათ ყველა ინსტრუმენტზე უფრო ახლობელია. მინიონი „დაისი“ 6 საფორტეპიანო ნაწარმოებისგან შედგება, რომელიც მუსიკოსმა ძველ პიანინოზე, რომლის არსებობაც აღარავის ახსოვდა, ერთი ამოსუნთქვით და ერთი განწყობით ჩაწერა. ეს კომპოზიციებია: „მე მქვია დაისი“, „ქარის მოტანილს, ქარი წაიღებს“, „ყველაფერი, რაც გიყვარდა, ერთ დღეს გაქრება“, „მოგზაურობა სიმარტოვისაკენ“, „ყოველთვის იქნება სინათლე“ და „დაისი“. საინტერესოა, რომ თითოეულ სიმღერას ბეთხომ ფოტოგაფორმება მიუსადაგა, რომელთა ავტორი და დიზაინერიცაა Saniday. უნდა ითქვას, რომ ფოტოებიც კი ანალოგურია, ანუ არაციფრული. ზოგადად, მუსიკის უდიდესი ხიბლი ისაა, რომ მისი მოსმენისას ადამიანმა შეიძლება ისეთი რამ წარმოიდგინოს, რომელიც მისი ავტორის ჩანაფიქრს არც კი დაემთხვეს. მაგრამ ეს მთავარი არაა. ძალიან მნიშვნელოვანია, მუსიკამ ჩაგითრიოს და ამით კონტაქტი შედგეს კომპოზიტორთან. ბეთხოს „დაისის“ მუსიკა ზუსტად ასეთია – იგი ითრევს მსმენელს და თან შეუძლია ამოგზაუროს იმ სამყაროში, სადაც მანამდე ჯერ არ ყოფილა. ეს შეიძლება იყოს ბეთხოს სამყარო, ან თქვენი სამყარო, რომელიც თქვენ ამ მუსიკის საშუალებით აღმოაჩინეთ. მთლიანი მინიონის (მინი-ალბომის) მოსმენა: YouTube-ზე სტატია გამოქვეყნდა at.ge-ზე