Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'binance-მა' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. ბირჟამ Binance გადახდის სერვისი Binance Pay აამოქმედა, რომელსაც 30 კრიპტოვალუტის მხარდაჭერა ექნება. სერვისის მეშვეობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ანგარიშსწორება კრიპტოვალუტებით იქნება შესაძლებელი ყოველგვარი კომისიის გარეშე. Binance-მა გადახდის პლატფორმაზე სელერებისთვის ახალი ფუნქციები, თებერვალში Binance Pay-ის ბეტა ვერსიის გამოშვების შემდეგ დაამატა. ახალი სერვისი, კომპანიებს საშუალებას მისცემს კრიპტოვალუტებით გადახდების დამუშავება ონლაინ ან გაყიდვების წერტილებში სპეციალური აპლიკაციისა და QR კოდების მეშვეობით მოახდინონ. სერვისის ბეტა ვერსიმ, რომელიც მხოლოდ P2P გადახდებისთვის იყო განკუთვნილი, 250000 მომხმარებელზე მეტი მიიზიდა. Binance Pay ხელმისაწვდომს ხდის როგორც P2P გადახდებს, ასევე ტრანზაქციებს უშუალოდ სელერებს შორის. სერვისს 30-ზე მეტი კრიპტოვალუტის მხარდაჭერა აქვს BTC, ETH, DOGE და BNB-ის ჩათვლით. ასევე 5 ფიატური ვალუტის მხარდაჭერა: ავსტრალიური დოლარის, ბრაზილიური რეალის, ევროს, ფუნტი სტერლინგისა და თურქული ლირის. Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩემპენ ჟაომ(Changpeng Zhao) განაცხადა: „ტრადიციული საგადასახადო ინფრასტრუქტურის სერვისები, ტრანზაქციებზე მაღალი საკომისიოებით ხასიათდებიან. ჩვენ Pay-ის პროდუქტს განვიხილავთ, როგორც ტრადიციული ფინანსების მრავალ პრობლემასა და შეზღუდვას შორის ერთ-ერთის გადაწყვეტას. Binance Pay ჩვენი ხანგრძლივი განვითარების ნაწილი და კრიპტოვალუტების დანერგვის დამაჩქარებელი გახდება.“ Binance-ის პლატფორმაზე პირველი სელერი ტურისტული კომპანია Travala გახდა, რომელიც მომხმარებლებს მოგზაურობის დაჯავშვნას სთავაზობს. სერვისი კომპანიებს საშუალებას აძლევს კრიპტოვალუტით განხორციელებული გადახდა ავტომატურად დააკონვერტიროს ფიატურ ვალუტაში და ამგვარად გადაწყვიტოს ვოლატილობის პრობლემა. წყარო: https://www.binance.com The post Binance-მა 30 კრიპტოვალუტის მხარდაჭერით Binance Pay-ის სერვისი აამოქმედა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
  2. კრიპტოვალუტის ბირჟამ Binance კრიპტოაქტივების გამოტანა ახალი მომხმარებლების განაცხადების გაზრდილი რაოდენობის გამო დროებით შეაჩერა. ამჟამად აქტივების გატანა უკვე შესაძლებელია. გამოტანის დროებითი შეჩერების შესახებ Binance-მა ტვიტერში განაცხადა და მომხმარებელს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიში მოუხადა. ბირჟა იძულებული იყო ეს ნაბიჯი გადაედგა, რათა გამკლავებოდა პლატფორმაზე დარეგისტრირების მსურველ ახალ მომხმარებელთა განაცხადებების დიდ რაოდენობას. დეპოზიტებისა და გარიგებების რაოდენობა ასევე გაიზარდა, რამაც სისტემაზე დამატებითი დატვირთვა წარმოშვა. Binance-მა დაამშვიდა მომხმარებლები და განაცხადა, რომ მათ აქტივებს საფრთხე არ ემუქრება. დაახლოებით ერთ საათში გამოტანის ოპერაციების განხორციელება განახლდა. შექმნილი სიტუაცია ძალიან ჰგავს 2018 წლის მოვლენებს, როდესაც Binance-მა დროებით შეაჩერა ყველა ოპერაცია ციფრული ვალუტის, Syscoin-ის ანომალური ტრანზაქციების და ბლოკჩეინზე უჩვეულო აქტივობის გამო. უსაფრთხოების ზომების ფარგლებში Binance იძულებული იყო შეეჩერებინა ახალი მომხმარებლების რეგისტრაცია და წაეშალა ყველა მოქმედი API გასაღები. შედეგად, API ინტერფეისის ყველა მომხმარებელს ახალი გასაღების შექმნა მოუწია. Binance-ს ადრეც არაერთხელ ჩაუტარებია ხანგრძლივი ტექნიკური სამუშაოები და შედეგად სპოტ,მარგინალური და პირინგული ვაჭრობა შეუჩერებია. პრობლემები შექმნია ასევე შეტყობინებათა მარშრუტიზაციის სერვისთან და საბაზრო მონაცემების პროვაიდერებთან. Binance-ის გენერალური დირექტორის ჩენპენ ჟაოს (Changpeng Zhao) თქმით, ტექნიკურ სისტემაზე სერიოზულმა დატვირთვამ ასევე იქონია გავლენა. წყარო: https://bits.media/ The post Binance-მა კრიპტოაქტივების გამოტანა ახალი მომხმარებლების მოზღვავებული ნაკადის გამო შეაჩერა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.