Jump to content
×
×
  • Create New...

პარაისტორია


Jimmy
 Share

Recommended Posts

Posted (შესწორებული)

რაზე ამოიწია ასევ ვთქვათ ამოიქაჩა შუმერების ცივილიზაცია?

ორი წყალუხვი მდინარე ესეიგი შუამდინარეთი + ვაჭრობა ინდოეთთან, შუმერული ქალაქების ჩანაწერებში გვხვდება ჰარაპის ინდური ცივილიზაციის მონაცემები, შემოჰქონდათ სპილენძი მარგალიტი ხილი და გაჰქონდათ ასევე სასოფლიო სამეურნო პროდუქცია, დღემდე ეს გზა ერთერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო არტერიაა - ინდოეთი - სპარსეთის ყურე  (ნუ ეხლა აქ თუ ჰომეინის ფანატიკოსებს ამოვაგდებთ) დიდი ტერმინალი  ტრანს ინდო შუმერული მაგისტრალი))

მიზეზი გვაქვს? გვაქვს

ოდა ამასთან პირველები იყვნენ აქით? იყვნენ

ესეიგი პირველი დამოუკიდებელი ბანკი გვაქვს? გვაქვს. უფრო სწორედ პროტობანკი. შუმერები არ იყვნენ სემიტები!  შემდეგ

ეს შუმერების პროტობანკი იწყებს საინვესტიციო და ჰეჯ ფონდების შექმნას )))

და იქმნება აქადის იმპერია შემოიერთებს რა მანამდე ველურ სემიტებს. მეფე შარუკკინ -ის დროს, პა კლიჩკე - სარგონ დიდი

დიახ, აქადის იმპერია ეს შუმერების ფინანსური აქტივობის და ოპერაციების შედეგია აქადის იმპერია ზენიტში კეტავს სივრცეს წითელი ზღვის აღმოსავლეთიდან ხმელთაშუაზღვამდის.

 

ეგვიპტე ვნახოთ

))

 

 

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
15 minutes წინ, Eric said:

შუმერები არ იყვნენ სემიტები! 

... მაგრამ სენიორ,  აბრაამია დაბადებული ქალაქ ურ-ში ...

 

16 minutes წინ, Eric said:

იქმნება აქადის იმპერია

შუმერეთის ჩრდილოეთში არაა ?

სხვათაშორის ამ მიდამოებში უნდა იყოს ქალაქი სალემი (შალამი) უდედო - უმამო, მშვიდობის მეფის, მელქისედეკის სამეფო ქალაქი ...

17 minutes წინ, Eric said:

შემოჰქონდათ სპილენძი მარგალიტი ხილი

... მთავარი რაც შემოჰქონდათ იყო - ხე 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

ესეიგი ) ჯერ კიდევ არისტოტელე წერდა რომ სუეცის არხის იდეა ჰქონდა ფარაონ სენუსერტ III -ს  ჩვენს წელთ აღრიცხვამდე XIX საუკუნეში მარა ეგვიპტელებმა არხის გათხრა გადაიფიქრეს იმიტო რომ ხმელთაშუაზღვის მარილიანი წყალი ეგვიპტის ნაყოფიერ მიწებს ჭაობებად აქცევსო.

მარა როგორც ჩანს სეთი I -ს არხები ! მაინც გაუთხრია , რა ზომის და როგორ არვიცით მარა არხები სუეცის რაღაც ანალოგის იყო.

შემდეგ როგორც ჰეროდოტე წერს არხების თავიდან გაყვანის მომხრე ყოფილა და უცდია ფარაონ ნეჰო II -ს მარა ქურუმები სასტიკი წინააღმდეგები წასულან )) და ვეღარ გაუქაჩამს. ღმერთებს გავაბრაზებთო ქურუმებს უთქვამთ

სუეცის არხის გაჭრის შემდგომი მცდელობა დარიოს I -ს ეკუთვნის მარა ვერც ამან დაამთვრა და ბოლოს არხი მაინც გაჭრა უკვე პტოლემეი II ფილადელფმა დიოდორე სიცილიელი ამბობს რო რაღაცა ხიტრი შლუზი გაუკეთებიათ ინჟინრებს რომელიც ზღვის მარილიან წყალს ნილოსში არ უშვებდა

ეს არხი ფუნქციონირებდა იმპერატორ ტრაიანეს დროსაც! რემონტის შემდეგ

 

ჰეჰ, და ბოლოს არხი დაუკეტავს და მოუსპია არაბების ხალიფას ალ-მანსურს

ჩვენთვის ფრიად ნაცნობი და დამაჯერებელი არგუმენტით

"საქონელი ჩაინა-ინდოეთიდან ხალიფატის გვერდის ავლით მოდისო და რა თავში ვიხლი ამ ეგვიპტელების არხებსო"

 

ჰაჰაა

 

 

Share on other sites

საინტერესოა ამ ორის შედარება, შუმერების და ეგვიპტის

შუმერები უფრო თავისუფალი სავაჭრო ცივილიზაციაა, განვითარებული პოლისების სიმრავლით.

პოლისების ფედერაცია.

 

ხოლო ეგვიპტეში პოლისებს ვერ ვხედავთ, აქ ცივილიზაცია განვითარდა ნილოსის საირიგაციო სისტემების ირგვლივ, მარცვლეული შემდეგ დაემატა ოქრო ძვირფასი მეტალების მოპოვება მაღაროებში  და რაც მთლიანად როგორც ჩანს ქურუმების ხელშია.

ყველა ფარაონი რომელიც ამას ხვდება და ქურუმებისგან დამოუკიდებლობა სურს იწყებს საგარეო გადაზიდვების ამოწევას სუეცზე არხების გაჭრის მცდელობებით და ქურუმები წინააღმდეგნი არიან - ღმერთები გაბრაზდებიან

ეგვიპტეში მეტი ცენტრალიზაციაა.

Share on other sites

Posted (შესწორებული)
20 minutes წინ, kvipriane said:

... მაგრამ სენიორ,  აბრაამია დაბადებული ქალაქ ურ-ში ...

რა შუაშია სად დაიბადა ვინმე აბრაამი სენიორ?

აბონ ციციაშვილი სად დაიბადა თბილისში თუ ქუთაისში?

Edited by Eric
Share on other sites

Posted (შესწორებული)

მე მაინტერესებდა ხომ არ შეიძლებოდა განგვეხილა ეგვიპტე როგორც შუმერების საინვესტიციო პროექტი. მაგრამ ეს ორი ერთმანეთის სტრატეგიული კონკურენტია, მათ შორის რაიმე თანამშრომლობა მისაღები იქნებოდა მხოლოდ ვინმე თანაბარი წონის და ზომის მესამე მოთამაშის გამოჩენის შემთხვევაში

ასეთი არავინაა,

ორი ტერმინალია ერთი გადის მესპოპოტამია შუმერებზე

მეორე ეგვიპტეზე.

ერთზე მოიკლებს ბრუნვა მეორეზე მოიმატებს და პირიქით,

რა ინტერესი უნდა ჰქონოდათ შუმერებს კონკურენტი პროექტის დაარსების იმ შემთხვევაში თუ კონკურენტი ბაი დეფოლტ არავინ იყო? ამასთან ასაკშიც არაა ისეთი სხვაობა სადღაც 500 - 800 წელი სულ თავიდან რაც იმ პერიოდში არ იქნებოდა საკმარისი კაპიტალის დაგროვების და შემდეგ ინვესტიციისთვს.

ესეიგი ეგვიპტეც ცალკე დამოუკიდებელი ბანკია.

 

???

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Eric said:

ესეიგი ) ჯერ კიდევ არისტოტელე წერდა რომ სუეცის არხის იდეა ჰქონდა ფარაონ სენუსერტ III -ს  ჩვენს წელთ აღრიცხვამდე XIX საუკუნეში მარა ეგვიპტელებმა არხის გათხრა გადაიფიქრეს იმიტო რომ ხმელთაშუაზღვის მარილიანი წყალი ეგვიპტის ნაყოფიერ მიწებს ჭაობებად აქცევსო.

მარა როგორც ჩანს სეთი I -ს არხები ! მაინც გაუთხრია , რა ზომის და როგორ არვიცით მარა არხები სუეცის რაღაც ანალოგის იყო.

შემდეგ როგორც ჰეროდოტე წერს არხების თავიდან გაყვანის მომხრე ყოფილა და უცდია ფარაონ ნეჰო II -ს მარა ქურუმები სასტიკი წინააღმდეგები წასულან )) და ვეღარ გაუქაჩამს. ღმერთებს გავაბრაზებთო ქურუმებს უთქვამთ

სუეცის არხის გაჭრის შემდგომი მცდელობა დარიოს I -ს ეკუთვნის მარა ვერც ამან დაამთვრა და ბოლოს არხი მაინც გაჭრა უკვე პტოლემეი II ფილადელფმა დიოდორე სიცილიელი ამბობს რო რაღაცა ხიტრი შლუზი გაუკეთებიათ ინჟინრებს რომელიც ზღვის მარილიან წყალს ნილოსში არ უშვებდა

ეს არხი ფუნქციონირებდა იმპერატორ ტრაიანეს დროსაც! რემონტის შემდეგ

ზოგადად სენიორ, ამ არხების/შლუზების/საირიგაციო სისტემების თემა არის ძალიან საინტერესო. ისინი გვხვდება როგორც შუმერში ასევე ეგვიპტეში და საინჟინრო გადაწყვეტილებების კუთხით, ეს სისტემები ძალიან ჰგავს ერთმანეთს და კონკრეტულად ეგვიპტეში მრავალი მათგანი გაკეთდა ე.წ. პირველ/ადრეულ პერიოდში ანუ როდესაც ეგვიპტეს ე.წ. "ღმერთები" მართავდნენ. 

1 საათის წინ, Eric said:

საინტერესოა ამ ორის შედარება, შუმერების და ეგვიპტის

შუმერები უფრო თავისუფალი სავაჭრო ცივილიზაციაა, განვითარებული პოლისების სიმრავლით.

პოლისების ფედერაცია.

 

ხოლო ეგვიპტეში პოლისებს ვერ ვხედავთ, აქ ცივილიზაცია განვითარდა ნილოსის საირიგაციო სისტემების ირგვლივ, მარცვლეული შემდეგ დაემატა ოქრო ძვირფასი მეტალების მოპოვება მაღაროებში  და რაც მთლიანად როგორც ჩანს ქურუმების ხელშია.

ყველა ფარაონი რომელიც ამას ხვდება და ქურუმებისგან დამოუკიდებლობა სურს იწყებს საგარეო გადაზიდვების ამოწევას სუეცზე არხების გაჭრის მცდელობებით და ქურუმები წინააღმდეგნი არიან - ღმერთები გაბრაზდებიან

ეგვიპტეში მეტი ცენტრალიზაციაა.

სენიორ სანამ ეგვიპტეში ფარაონები გაჩნდებობდნენ ანუ "ღმერთების" და "ნახევრადღმერთების" მმართველობის შემდეგ, ეგვიპტე და შუმერი ძირითადად ერთნაირი ტრენდით ვითარდებოდნენ. ეგვიპტეშიც იყო დიდი და სერიოზული უძველესი ქალაქები მაგალითად ჰელიოპოლისი. რელიგიური წარმოდგენები თითქმის იდენტური. მმართველობითი ფორმა იდენტური. ზევით "ღმერთები" მერე ქურუმები, მერე მწიგნობრები, მერე სამხედროები/ვაჭრები.

როდესაც შუმერში მეფეები და ეგვიპტეში ფარაონები შემოდიან სცენაზე მაქედან იწყება განსხვავებები და ის პოლიტიკა. რასაც ჩვენ ვხედავთ დღეს. იმჰო.

 

აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით შუმერიც და ეგვიპტეც ერთი წყაროდანაა წარმოქმნილი და რეალური კონკურენტები გახდნენ ადამიანის გამეფების/გაფარაონების დროიდან. ამასთანავე რაც ვიცით დადასტურებით და რამდენიმე დღის წინ დავწერე, იგივე წყაროდან (და იგივე პერიოდში) ცივილიზაციის ჩანასახი გაჩნდა სამხრეთ ამერიკაშიც, თუმცა ამ ორისგან განსხვავებით ის ვერ ან სხვანაირად განვითარდა.

იმჰო

Edited by Seth
Share on other sites

Posted (შესწორებული)
23 minutes წინ, Seth said:

აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით შუმერიც და ეგვიპტეც ერთი წყაროდანაა წარმოქმნილი და რეალური კონკურენტები გახდნენ ადამიანის გამეფების/გაფარაონების დროიდან. ამასთანავე რაც ვიცით დადასტურებით და რამდენიმე დღის წინ დავწერე, იგივე წყაროდან (და იგივე პერიოდში) ცივილიზაციის ჩანასახი გაჩნდა სამხრეთ ამერიკაშიც, თუმცა ამ ორისგან განსხვავებით ის ვერ ან სხვანაირად განვითარდა.

იმჰო

სენიორ ამ მსჯელობას კიდევ უკან მივყევართ, პროტო პარა ისტორიასთან )

სადაც აუცილებლად მივალთ მხოლოდ მას შედმეგ რაც ამ არსებულის კანონზომიერების რაღაც საერთო პრინციპს დავადგენთ )))

ამჯერად ჩემი ინტერესი არის არსებული ცივილიზაციის საინვესტიციო ბანკების განსაზღვრა

რადგან ყველა პროექტს თავისი ბანკი აქვს და არ არსებობს პროექტი ბანკის გარეშე )

 

ზოგად პატერნამდე მინდა მივიდე სენიორ

 

Edited by Eric
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share