Jump to content
×
×
  • Create New...

პარაისტორია


Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Eric said:

დიდი რევოლუცია

 

1789 წლის ხომ? იმჰო, ყველაზე საინტერესო პერიოდია მსოფლიო ისტორიაში.

5 minutes წინ, Eric said:

'ჰოლანდიელები' ადრე აქ რომელიღაც თემაში გამოვყავი ცალკე კლასტერად იმ კაპიტალის ფუძით ჩრდილოეთ იტალიიდან სადაც ასევე სავარაუდოდ ფუძით მოხვდა აზიიდან, მოკლედ ისინი ვინც ევროპაში ვერ მოხვდა "სიაში" და გამუდმებით დევნაში იყო

გასაგებია. ალბათ მაშინდელ ჰოლანდიის იმპერიას გულისხმობთ, არა? დიახ, მეც მსმენია რომ დიდი რევოლუციის უკან ჰოლანდიის იმპერია იდგა. არსებობს მეორე ვერსიაც რომ ლონდონი იდგა. კონკრეტულ არგუმენტაციაზე აღარ შევჩერდები, უბრალოდ 2 მომენტს გამოვყოფ (რაც ჩემი აზრით საინტერესოა):

ა) ვინ მოიგო? ტანმოკლემდე ცალსახად მოგებული იყო ბრიტანეთის იმპერია, ტანმოკლეს გამოჩენამ ბრიტანეთის ინტერესები დააყენა საფრთხის ქვეშ - ლოგიკურად გამომდინარეობს რომ დიდი რევოლუცია დაფინანსებული იყო ბრიტების მიერ, ხოლო ტანმოკლე "ჰოლანდიელების" მიერ.

ბ) ბანკირი სახელად უვრარი. ეს პატივცემული წარმოადგენს ერთადერთ მეტ-ნაკლებად ცნობილ ფინანსურ მაგნატს (იმ დროისთვის :დ) რომელზეც დადასტურებულად ცნობილია რომ აფინანსებდა რევოლუციას. ყველაზე საინტერესო ისაა რომ აფინანსებდა რევოლუციის ყველა ეტაპს კონსტიტუციურ როიალისტებსაც, რობესპიერსაც და ტანმოკლესაც (პირველ ეტაპზე) :facepalm: ჰოდა, ამ პატივცემულზე დადასტურებულად ცნობილია რომ მას ჰქონდა სერიოზულ კავშირები მაშინდელი მსოფლიოს ფინანსურ ცენტრებთან როგორც ჰოლანდიაში ასევე ბრიტანეთში (პრინციპში არცაა გასაკვირი ფინანსისტისთვის). აქ უკვე აზრი იყოფა ზოგი თვლის რომ ბრიტანეთზე მუშაობდა, ზოგი ჰოლანდიაზე, ზოგი ორივეზე :დ ჩემი აზრით ორივეზე (სხვადასხვა დროს :დ) მუშაობის ვერსია უფრო სარწმუნოა ა) პუნქტის გათვალისწინებით :)

Share on other sites

8 minutes წინ, t-90 said:

და რა საჭირო  იყო რედაქტირება?

რას ემსახურებოდა?

აი ეგაა მთავარი.

აგერ თქვენი კანალეტო, იგივე მოტივებია აქა იქ, მარა მაინც არის

საინტერესოა რეგიონების მიხედვით კანალეტო და პირანეზი რომ ავიღოთ

სადაა ნგრევა და სად მშვენიერადაა, კანალეტოს მიხედვით ვენეცია დედიებულად გამოუყრება ხოლო ეს ნგრევის სურათები საიდანაა?

პირანეზი დიდწილად დანგრეულ რომს გამოსახავს

მარა ამის ანალიზი ზუსტად არ გამიკეთებია

 

11587.jpg

759159587.jpg

12981.jpg

Share on other sites

Posted (შესწორებული)
10 minutes წინ, Seth said:

1789 წლის ხომ? იმჰო, ყველაზე საინტერესო პერიოდია მსოფლიო ისტორიაში.

დიახ სენიორ.

ძველი წესრიგი დაინგრა, საფრანეგთიდან. ყველაფერი თანამედროვე და ფუნდამენტური იქიდან მოდის და ამასთან არისტოკრატია ამის მძაფრი მოწინააღმდეგე გახლდათ.

პრინციპში ჩემთვის ორივეს არისტოკრატიაა, უბრალოდ ერთი ჯგუფი შემდეგში ნაციოანლურ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებულს ვეძახი ძველ არისტოკრატიას ( იდენტიფიკაციისთვის) ხოლო ისინი ვინც ამ სქემაში ვერ მოხვდა ვეძახი 'ჰოლანდიელებს'  პირობითად 

რადგან ეს ჯგუფი პირდაპირ ჩანს რომ გამუდმებით დევნაში იყო

ესპანეთ/პორტუგალია -> ბელგია/ჰოლანდია -> ინგლისი -> ნიუ ამსტერდამ/ნიუ იორკი

ესეთ სირბილი ნიშნავს რომ სერიოზული ხალხი მისდევდათ )) სენიორ

 

ამ "ჰოლანდიელებმა" დაარტყეს "ძველ არისტოკრატიას" საფრანგეთის დიდი რევოლუციით რამაც ფუნდამენტური ძვრები გამოიწვია

იმჰო

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Eric said:

პრინციპში ჩემთვის ორივეს არისტოკრატიაა, უბრალოდ ერთი ჯგუფი შემდეგში ნაციოანლურ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებულს ვეძახი ძველ არისტოკრატიას ( იდენტიფიკაციისთვის) ხოლო ისინი ვინც ამ სქემაში ვერ მოხვდა ვეძახი 'ჰოლანდიელებს'  პირობითად 

რადგან ეს ჯგუფი პირდაპირ ჩანს რომ გამუდმებით დევნაში იყო

ესპანეთ/პორტუგალია -> ბელგია/ჰოლანდია -> ინგლისი -> ნიუ ამსტერდამ/ნიუ იორკი

ესეთ სირბილი ნიშნავს რომ სერიოზული ხალხი მისდევდათ )) სენიორ

გასაგებია. მე მთლად ასე არ ვფიქრობ.

ესპანეთ/პორტუგალიის თემაში მშვენივრად გამოჩნდა სენიორ, საიდან მოვიდნენ ეს ხალხი და რა უნდოდათ. იგივე მოხდა ჰოლანდია/ინგლისი/ამერიკის შემთხვევაში. თქვენ ამაში ვიღაცეების გამუდმებულ დევნა/გაქცევას ხედავთ, მე კი ბუნებრივ პროგრესსა და კონკურენციას.

რაც უფრო დიდი ხდება იმპერია, მით უფრო რთული და წინააღმდეგობრივი ხდება მისი მართვა და პროგრესული ტრანსფორმაცია. ამას მეინსტრიმელები უწოდებენ იმპერიის აღორძინებისა და დაცემის ტრაექტორიას :დ და რაღაც ბუნებრივი კანონზომიერებების პოვნას ცდილობენ/გვთავაზობენ :დ სავსეა ვიკი ასეთებით :დ არადა იმჰო საქმე არის ძალიან მარტივად.

გენუა/ვენეცია/ფლორენცია იმდენად გაიზარდა და იმდენად სამართავად რთული გახდა რომ მანდ არსებული "არისტოკრატიის" პროგრესული ნაწილი იძულებული გახდა წასულიყო. არ არის აუცილებელი გაეგდოთ. რატომ? მიდიხარ როდესაც შენს იდეებს ვერ ახორციელებ ამ კონკრეტულ გარემოში. მივიდნენ იქ და გააკეთეს პორტ./ესპანეთი. რატომ აჯობეს ამათ იტალიურ ქალაქებს? იმიტომ რომ თავისი დროისთვის უფრო პროგრესულები იყვნენ.

იგივე მოხდა მაშინ როცა პორტ./ესპანეთის ტრანსფორმაცია რთული და/ან შეუძლებელი გახდა, იგივე პრინციპით აღმოცენდნენ ინგლისი/ჰოლანდია/საფრანგეთი. 

Share on other sites

1 minute წინ, Seth said:

თქვენ ამაში ვიღაცეების გამუდმებულ დევნა/გაქცევას ხედავთ, მე კი ბუნებრივ პროგრესსა და კონკურენციას.

ერთი და იგივეა სენიორ ჩემთვის, დევნაში არ მიგულისხმია ღამით ნიღბებით და ხანჯლებით დევნ სენიორ.

გაიზარდა ვენეცია ფლორენცია გენუა, ვიღაცისთვის ადგილი აღარ დარჩა და წავიდა

შემდეგ სადაც წავიდა ბუნებრივად იქაც შეაწუხეს იგივე პრინციპით

რადგან საბოლოოდ არ ფლობდა ნაციონალურ სახელწმიფოს ბოლოში, ანუ არ ფლობდა შეიარაღებულ კონტადოს იმ პროპორციებით ვიდრე ძველები გამუდმებით მშვიდ ნავსაყუდელს ეძებდა

ეს ვიგულისხმე სენიორ.

Share on other sites

Posted (შესწორებული)

რას ნიშნავდა ნაციონალური სახელმწიფოების ჩამოყალიბება და რაში დაჭირდათ?

როდესაც ომის ტექნოლოგია გართულდა არტილერიის შემოტანის გამო, რომელიც არსებულ ძველ ფეოდალურ რკინაში ჩამჯდარ ვასალებს ერთი ზალპით წყვეტდა სისხლში

საჭირო გახდა ათასობით ასეულ ათასობით მოტივირებული ადამიანის გამოყვანა ბრძოლის ველზე საკუთარი აქტივების დასაცავად

სანგრების გათხრა თვეობით შიგ ჯდომა და ტყვიების წვიმაში მარშირება

ამისთვის ბევრი ბევრი მოტივირებული ხალხი იყო საჭირო

ერთ რაინდი ბარონი სამი მშვილდოსანით და ხუთი შუბოსანი პაჟით აღარ იყო საკმარისი

ამიტომ მოიგონეს ფრანგები გერმანელები ავსტრიელები შვეიცარიელები და ა.შ

 

Edited by Eric
Share on other sites

როდესაც ინდუსტრიალიზაცია დაიწყო საჭირო გახდა გლეხების და სოფლელი ბარონების მასიური შეყრა ქალაქში და მოიგონეს საადგილმამულე ბანკები

და ეს იტალიიდან საფრანგეთიდან დაწყებული რუსეთამდის თითქმის ერთდროულად ))))

ერთიანაად გააღატაკეს სესხებით მიწები ჩამოართვეს და შეყარეს ქალაქებში რადგან ინდუსტრიალიზაციას ასე ჭირდებოდა.

საქართველოში სათავადაზნაურო ბანკი მაგალითად

ჩვენი ცალქალამნიანი აზნაურები რომ ქორწილის გამო სესხს გამოიტანდნენ ბანკიდან და მერე ქორწილში კაი ცხენი ხო უნდა? ეგეც კიდევ სესხი და მერე სესხის გადახდის დრო რომ მოვა დამთავრდა

ჩამოერთვა მიწა და დავაი გოროდში )))

ასე მოხდა მასიურად მთელს ევროპაში თითქმის ერთდროულად ერთი და იგივე ათწლეულებში

Share on other sites

Posted (შესწორებული)

ხოლო ინდუსტრიალიზაციას ჭირდებოდა

1) ჯანმრთელი მუშა -> განვითარდა  დაზღვევა, უფასო ან შეღავათიანი მედიცინა

2) განათლებული მუშა ნახაზს რომ წაიკითხავს ან თვლა იცის -> განვითარდა საყოველთაო განათლება

 

და ჯანმრთელი და განათლებული მუშა მშვენიერი ჯარისკაციც დგება როცა ამის საჭიროებაა

Edited by Eric
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share