Jump to content
×
×
  • Create New...

მიშა დაიჭირეს


Recommended Posts

  • ფორუმელი
37 minutes წინ, Eric said:

სენიორ სახმელეთო გზები გინდა თუ არ გინდა ორივე მაყუთი ჯდება ხომ?

 

იეპ. ოღონდ როდესაც თქვენს ინტერესშია გზა თქვენ დებთ ფულს, ხოლო როცა ჩემი ინტერესი ეს გზა საერთოდ არაა, მაშინ თქვენ იქით გადამიხდით მე ფულს რომ სადმე შემთვხვევით ასანთს არ გავკრა :დ

39 minutes წინ, Eric said:

აი ეს ვინ პირველი იყოს ვინ მეორე და ვინ წავიდეს ვერ შეთანხმდება შეთანხმებებით სენიორ.

ვნახოთ ბატონოჩემო. ოღონდ წინასწარვე შევთანხმდეთ რომ ხახოლების ან აიათოლას ჩხუბი სერიოზულ ომად ვერ ჩაითვლება :დ

Share on other sites

17 minutes წინ, Seth said:

იეპ. ოღონდ როდესაც თქვენს ინტერესშია გზა თქვენ დებთ ფულს, ხოლო როცა ჩემი ინტერესი ეს გზა საერთოდ არაა, მაშინ თქვენ იქით გადამიხდით მე ფულს რომ სადმე შემთვხვევით ასანთს არ გავკრა :დ

სენიორ ეს რეკეტია :lolz:

და ინდივიდუალურად მონაწილეებზეა დამოკიდებული, გადაიხდის რომ ასანთს არ გაკრან

თუ არ გადაიხდის და მეორე გადაიხდის რომ ასანთს გაკრან.

19 minutes წინ, Seth said:

ვნახოთ ბატონოჩემო. ოღონდ წინასწარვე შევთანხმდეთ რომ ხახოლების ან აიათოლას ჩხუბი სერიოზულ ომად ვერ ჩაითვლება :დ

კანეცი როგორი იქნება სენიორ მთავარი ესაა.

გენუამ დიდი ომის გარეშე გადააბარა ესპანეთს

ესპანეთმა ასევე საფრანგეთს

ხოლო საფრანგეთმა არ გადააბარა ინგლისს და მტელი ევროპა დალეწეს

ამიტომ საკითხი ასე დგას რათქმაუნდა

მშვიდობიანად მოხდება თუ არა

მე ვფიქრობ გამორიცხულია )

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
58 minutes წინ, Eric said:

სენიორ ეს რეკეტია

ნუ შეგვიძლია რეკეტიც ვუწოდოთ :დ მაგრამ მოლაპარაკებებში ამსას უწოდებენ bargaining power. კინოებში კი - მე ვიცი რომ შენ იცი რომ მე ეს შემიძლია და ამიტომ მე ვიცი რომ შენ იცი რომ მე ამის ხმამაღლა თქმა არ დამჭირდება :დ

58 minutes წინ, Eric said:

თუ არ გადაიხდის და მეორე გადაიხდის რომ ასანთს გაკრან.

სრულებით შესაძლებელია. საქმე იმაშია უღირს თუ არა იმ მეორეს გადახდა. ყველაფერი თვლითაა, არა სენიორ. 

58 minutes წინ, Eric said:

კანეცი როგორი იქნება სენიორ მთავარი ესაა.

რისი კანეცი? თამაშის ამ ეტაპის ბოლოს? რა თქმა უნდა მთავარი ესაა... არც ვუარყოფ. 

58 minutes წინ, Eric said:

გენუამ დიდი ომის გარეშე გადააბარა ესპანეთს

ესპანეთმა ასევე საფრანგეთს

მართალი ბრძანდებით. ეს ნიშნავს რომ შესაძლებელი ყოფილა უომრადაც მოგვარება. 

 

Edited by Seth
Share on other sites

ონლაინ, Seth said:

მართალი ბრძანდებით. ეს ნიშნავს რომ შესაძლებელი ყოფილა უომრადაც მოგვარება. 

რათქმაუნდა თეორიულად შესაძლებელია.

წასვლა ხდება თავაზიანადაც კარების გაჯახუნებითაც.

მე უბრალოდ მეორე ვერსია მგონია მაღალი ალბათობის.

Share on other sites

  • ფორუმელი
10 minutes წინ, Eric said:

მე უბრალოდ მეორე ვერსია მგონია მაღალი ალბათობის.

დიახ. ეს გასაგებია.

და რა წინაპირობაა დღეს იმისთვის რომ სერიოზული ცხელი ამბები დაიწყოს? ყველა ძირითად (პროგრესზე ორიენტირებულ) საკითხზე აბსოლუტური თანხვედრა აქვთ ტიპებს და უთანხმოების საგანი რა არის, გარდა ყოველდღიური კონკურენციისა ვინ იქნება ზემოდან? :დ

Share on other sites

ონლაინ, Seth said:

და უთანხმოების საგანი რა არის, გარდა ყოველდღიური კონკურენციისა ვინ იქნება ზემოდან? :დ

ვფიქრობ ამჯერად ლაპარაკია ვინ იქნება სამუდამოდ ზემოდან სენიორ.

ესე მგონია.

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Eric said:

ვფიქრობ ამჯერად ლაპარაკია ვინ იქნება სამუდამოდ ზემოდან სენიორ.

 

რატომ დღეს სენიორ? 

ხომ შეიძლებოდა ასე ყოფილიყო უამრავჯერ? ნუ წინა ცხოვრებებში :დ მე იმას ვკითხულობ რომ რა მოხდა ბოლო 30 წელიწადში ისეთი რომ დ ღ ე ს ეს ვიღაცას მოუვიდა თავში?

Share on other sites

1 minute წინ, Seth said:

რატომ დღეს სენიორ? 

ხომ შეიძლებოდა ასე ყოფილიყო უამრავჯერ? ნუ წინა ცხოვრებებში :დ მე იმას ვკითხულობ რომ რა მოხდა ბოლო 30 წელიწადში ისეთი რომ დ ღ ე ს ეს ვიღაცას მოუვიდა თავში?

რათქმაუნდა ყოველთვის ასე იყო და დროებით ზევით ყოფნას არც ვინმე აპირებდა.

მე ვგულისხმობ ტექნიკურ პროგრესს, ის ვინც დღეს ავა ზევით მისი დაბლა ჩამოყვანას მხოლოდ სხვა ცივილზიაცია შესძლებს პლანეტის გარედან.

იმჰო

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share