Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ეუროპაში ?


Recommended Posts

  • ფორუმელი

@Alfred Albion  

მაგალითად ჩემს მშობლიურ კახეთს აღარც ჰყავს აუთენტური კახური ბარონატი.

თბილისურთანაა სრულად შეზრდილი

Share on other sites

  • ფორუმელი
11 minutes წინ, Alfred Albion said:

მაგრამ თავად ბარონები არიან კი ნამდვილი ბარონები?

როგორნი არიან ნამდვილი ბარონები, მილორდ? შუა საუკუნეების ლიტერატურის გარდა სად გვხვდებიან?

ნებისმიერი საქმიანობა, მიმართული სურპლუს-ღირებულების მითვისებისკენ, არსით კრიმინალური ბუნებისაა იმის მიუხედავად, თუ როგორია ამ საქმიანობის ფორმალურ-იურიდიული სტატუსი. იქაც კრიმინალები არიან და აქავც. განსხვავება ოჯახის მიერ დაგროვილი ინფორმაციის მოცულობასა და აუცილებლობაშია.

14 minutes წინ, Alfred Albion said:

ხშირად ვყოფილვარ ამ ბარონთა შორის ერთობ შინაურულ გარემოში. უნდა ნახოთ, როგორ ეცრემლებათ თვალები, როცა თბილისზე ჩამოვარდება საუბარი, როგორ გაშტერებით მიაჩერდებიან ხოლმე სიცარიელეს - ხვდები, რომ აღთქმულ ქვეყანაზე ოცნებობენ.

და მათი საოცნებო ადგილები უკვე დაიკავა ემირატის ცენტრში აღმოცენებულმა საშუალო ფენამ (რადგან ეს ჯერ კიდევ გადაკრისტალებული საშუალო ფენა არაა, ვუწოდოთ მათ, პირობითად, შუაშისტების ფენა).

ჩვენთვის გადამწყვეტი ახლა ისაა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები რომის სამივე ბეტა ვერსიაში. და თუ ის პორტოკალი ჩანასახში მყოფი ახალი, კატულუსის მიერ ჩამოყალიბებულის მსგავსი ელიტის ბულდოზერია, არენის მოსასუფთავებლად გაშვებული, მაშინ წინსვლის იმედი გაგვიჩნდება.

თუ არა, არა, რადგან ტრადიციული ელიტები მათი შთამომავლებია, ვისთანაც დანა-სისხლად ვიყავით გადაკიდებული მე-12-მე-16 საუკუნეებში და მე-17 საუკუნის ხვედრს არ აგვაცილებენ.

Share on other sites

  • ფორუმელი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 21 იანვრის განცხადებით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება წარსულის გაკვეთილს ისწავლის და რუსეთთან მიმართებით უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას გაატარებს

Share on other sites

  • ფორუმელი
14 minutes წინ, Chigurh said:

მაგალითად ჩემს მშობლიურ კახეთს აღარც ჰყავს აუთენტური კახური ბარონატი.

არც ჩემს შიდა ქართლში არაა უკეთესობა.

9 minutes წინ, York Ge said:

იქაც კრიმინალები არიან და აქავც

ქურდები და ყაჩაღები დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისგან :) 

10 minutes წინ, York Ge said:

ჩვენთვის გადამწყვეტი ახლა ისაა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები რომის სამივე ბეტა ვერსიაში.

როგორც არ უნდა განვითარდეს, არ მაქვს ოპტიმიზმის არანაირი საფუძველი. 
თბილისიდან ალბათ სხვანაირად სჩანს ყველაფერი. :user:

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Alfred Albion said:

ქურდები და ყაჩაღები დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისგან

ოსმანა და ალია, ორივე თათარიაო.

6 minutes წინ, Alfred Albion said:

თბილისიდან ალბათ სხვანაირად სჩანს ყველაფერი.

თბილისიდან? არა, თბილისში.

მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ, თუ ნორმალურ ქვეყანაში აღორძინება დედაქალაქიდან იწყებოდა, საქართველოში ყოველთვის პირიქით იყო და დედაქალაქში სრულდებოდა.

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, York Ge said:

მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ, თუ ნორმალურ ქვეყანაში აღორძინება დედაქალაქიდან იწყებოდა, საქართველოში ყოველთვის პირიქით იყო და დედაქალაქში სრულდებოდა.

:) :up:

მხოლოდ ადრე თბილისის გარეთაც იყო რესურსი.
მეორე დავითი აღარ იქნება, მაგრამ შეიძლება, მეორე კობა იყოს. :D 

2a69g78.gif.4dad35ae789522924cde163d752c62ac.gif

Share on other sites

  • ფორუმელი
11 minutes წინ, Alfred Albion said:

მეორე დავითი აღარ იქნება, მაგრამ შეიძლება, მეორე კობა იყოს.

ნეიროქირურგი როცა გვჭირდება, პროქტოლოგი როგორ გვიშველის, მილორდ?

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share