ფორუმელი Moor Posted 21 სექტემბერი, 2021 Posted 21 სექტემბერი, 2021 @Seth 1 minute წინ, Seth said: პრობრითიშია ამერიკაში სულ ნეოკონებზე მუშაობდა. მაკეინის მრჩეველიც იყო Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 21 სექტემბერი, 2021 Posted 21 სექტემბერი, 2021 ონლაინ, Moor said: ამერიკაში სულ ნეოკონებზე მუშაობდა. მაკეინის მრჩეველიც იყო ვიცი, იმ წიგნის კონტექსტში ვიგულისხმე. დაწერილი აქვს მკვეთრად პრობრითიშული პოზიციიდან. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 21 სექტემბერი, 2021 Posted 21 სექტემბერი, 2021 ბოლო გვერდები გადავიტანე. რამე თუ გამომრჩა ან ავურია, მითხარით და არც უკან გადმოტანა იქნება პრობლემა Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 21 სექტემბერი, 2021 Posted 21 სექტემბერი, 2021 7 minutes წინ, Moor said: ბოლო გვერდები გადავიტანე. რამე თუ გამომრჩა ან ავურია, მითხარით და არც უკან გადმოტანა იქნება პრობლემა გმადლობთ და ბოდიშით შეწუხებისთვის თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Alfred Albion Posted 21 სექტემბერი, 2021 Posted 21 სექტემბერი, 2021 (შესწორებული) On 9/20/2021 at 11:52 PM, Eric said: შესაბამისად ჩერჩილმა კი არ ჩაითრია ამერიკა ომში. ამერიკამ ჩაითრია ბრიტანეთი ჩერჩილის მეშვეობით. ჰოლანდიელებმა )) ფრანგები ამას მაშინვე მიხვდნენ, ამიტომ ომზე უარი თქვეს . რადგან ევროპის წინააღმდეგ ომი ჰოლანდიელების სასარგებლოდ და საფრანგეთის პარიზის დანგრევა ეს იყო ტუპოსტ, და შერჩნენ დიუნკერკთან გერმანელებს ბრიტები, გერმანელები რომლებიც ასევე ხვდებოდნენ რაში იყო საქმე შეაჩერეს იერიში და ბრიტებს ევაკუაციის დრო მისცეს. მარა ჰოლანდიელებმა აჯობეს არისტოკრატებს მაინც. ბრიტანეთის იმპერია თავის პიკზე უკიდურესად ინდუსტრიალიზებული ეკონომიკაა, დედამიწის ვორქშოპი. მხოლოდ ქალაქ მანჩესტერსა და მის შემოგარენში მსოფლიოს ტექსტილის დაახლოებით მესამედი იწარმოება. მეოცე საუკუნეში კაპიტალისა და ტექნოლოგიების გადინება იწყება იქ, სადაც წარმოება უფრო იაფი და რენტაბელურია. ადვილი წარმოსადგენია, ასეთ შემთხვევაში დეინდუსტრიალიზაცია რა მასშტაბის კატასტროფაა. პირველ მსოფლიო ომს ბრიტები უკვე კრიზისში ხვდებიან, ხოლო ომს კოლოსალური თანხები მიაქვს. ომის შემდეგ იმპერია რეცესიაში შედის, საიდანაც დიდხანს ვეღარ გამოვა. როცა ოციან წლებში მთელი მსოფლიოს ეკონომიკა მკვეთრად იზრდება, ბრიტანეთის საქმე უკან-უკან მიდის. ბოლოს ავსტრალია და კანადაც კი აღარ ყიდულობენ ბრიტანულ პროდუქტს. არათუ ამხელა პოსტინდუსტრიული ეკონომიკის მოდერნიზებისთვის აღარა იყო საჭირო თანხა, არამედ რომ არა აშშ-ს დიდძალი სესხები, კუნძულს გადარჩენაც კი გაუჭირდებოდა. ცხადია, არც გერმანიისთვის იყო უკეთესად საქმე. მოგვიანებით ნაცისტური რეჟიმი უმუშევრობის პრობლემებს სამხედრო მრეწველობით გადაჭრის, რაც ეკონომიკის უმსხვილესი დარგი ხდება. ესე იგი ნაცისტები დოვლათს კი არ ქმნიან, არამედ საომრად და საძარცვად ემზადებიან. ცხადია, ასეთ დროს ბრიტანეთში იარსებებდა ომის ფრაქცია. მისი მიზანი უნდა ყოფილიყო: ა) გამოეწვია მსხვილი საბანკო-საფინანსო კრიზისი კრედიტორ სახელმწიფოში (დიდი დეპრესია) ბ) ჩაეთრია იგი ხანგრძლივ ომში. Edited 21 სექტემბერი, 2021 by Alfred Albion Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Alfred Albion Posted 21 სექტემბერი, 2021 Posted 21 სექტემბერი, 2021 (შესწორებული) ერთად ვაჭრობა და ფულის შოვნა კარგია და ერთად ომი და გამარჯვება მასზე ბევრად უკეთესი. თანამებრძოლისთვის მოკლავ და მოკვდები, თანამოვაჭრისთვისაც მოკლავ, მაგრამ ძნელად მოკვდები, ხოლო მტერთან ვაჭრობა ხშირად ყველაზე სარფიანია. არისტოკრატიამ ტიტული და პრივილეგია ბრძოლით უნდა მოიპოვოს. იგი მეომართა, სახელმწიფოს მცველთა რჩეული პლატონისეული საზოგადოებაა. ბრიტებმა და იანკებმა კი ბევრი იომეს ერთად, ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ერთმანეთის წინააღმდეგ. მათი ურთიერთობა არისტოკრატულია. ხოლო ბრიტანია ის ადგილია, სადაც არისტოკრატიამ ბევრი არა დაუთმო ბურჟუებს. ამიტომაც კვლავ აქტუალურია არისტოკრატი vs ჰოლანდიელი, გვირგვინი vs სიტი. Edited 21 სექტემბერი, 2021 by Alfred Albion Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Alfred Albion Posted 21 სექტემბერი, 2021 Posted 21 სექტემბერი, 2021 (შესწორებული) იმ დღეს რაღაც ფანტასტიკური ფილმი ვნახე, Edge of Tomorrow ჰქვიან. მოკლედ, ევროპა უცხოპლანტელებმა დაიპყრეს. ბრიტანეთი კი პლაცდარმია და ბოლო ბასტიონი. თუ ისიც დაეცა, მორჩა, გათავდა ამერიკისა და მთელი მსოფლიოს საქმე. პროტაგონისტსაც ვიღაც ნაშა ეხმარება პოლონური გვარით... ზუსტად ისეა, როგორც მეორე მსოფლიო ომში. მერე იუთუბზე Call of Duty-ის ის სცენა ამომიგდო, ეიფელის კოშკი რომ ინგრევა ბრიტანელი და იანკი სამხედროების თვალწინ. :დ დიდებული ვიდეოთამაშია! სულ ასეა ამერიკულ ბლოკბასტერებში, კომპიუტერულ თამაშებსა თუ ფილმებში: ბებერ ევროპას ხან რუსები აოხრებენ, ხან არაბი ტერორისტები, ხან უცხოპლანეტელები და კიდევ ათასი ჯანდაბა და ოხრობა, მაგრამ ბოლოს ყოველთვის ბრიტები და მათი სოფლელი კუზენები გადაარჩენენ ხოლმე. თან ბრიტანია სულ ზეციური მოძღვრისა და დამხმარის როლშია. გრძნეული მერლინი. < 3 ამერიკული პოპკულტურის თითქმის უცვლელი არქეტიპია, რაც ღრმად ილექება ფსიქიკაში (არა მხოლოდ ობივატელის) და საქმიან ურთიერთობებზე მოქმედებს. Edited 21 სექტემბერი, 2021 by Alfred Albion 1 Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 24 სექტემბერი, 2021 Author Posted 24 სექტემბერი, 2021 -იპოვე ინდოეთი? -ვერ ვიპოვე პოკი Share on other sites More sharing options...
Recommended Posts