Jump to content
×
×
  • Create New...

Bond, James Bond


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
24 minutes წინ, Eric said:

აქტივები გაიტანეს გვირგვინიდან სენიორ

ჩავყვეთ ცოტა დეტალებში. დამთავრდა რევოლუცია, გაიფურჩქნა ახალი სახელმწიფო :დ მეტსაც გეტყვით ამერიკელმა ვაჭრებმა აზიაშიც კი გაცურეს. 

და რა მოხდა რევოლუციიდან დაახლოებით 30 წლის შემდეგ დაახლოებით 100 წლის განმავლობაში? ვინ აღმოჩნდა ამერიკული აქტივების, განსაკუთრებით ახალი ჩამოყალიბებული საბანკო და ფინანსური კონგლომერატების უკან? 

რატომ მოხდა რომ ენა, სამართალი, სახ. მოწყობა დარჩა ინგლისური? მაშინ როდესაც ა) წესით :დ მათი მოკავშირე კონტ. ევროპის ამავე სახის მახასიათებლებს უნდა გაემარჯვათ. ისევე როგორც მაგალითად კვებეკში? და ბ) გერმანელ/დაჩები უფრო მეტნი იყვნენ მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისით?

ამ კითხვებზე მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელი პასუხი არის ერთი - ეგ რევოლუცია მოხდა ბიძაშვილებს შორის, უმცროსმა ბიძაშვილებმა მიიღეს იმაზე ნაკლები რაც უნდოდათ და იმაზე მეტი რაც რევოლუციამდე ჰქონდათ :დ ამიტომ არცაა გასაკვირი რომ მათივე მხარდამჭერები გადაყარეს უნაკლოდ :დ და ბედნიერად გააგრძელეს ცხოვრება ბიძაშვილები ე.წ. special relationship-ით.

24 minutes წინ, Eric said:

ჰოლანდიელი' ჩერჩილით იმჰო.

ზოგადად როგორც კეთდება ხოლმე, საჭირო ჯგუფის საჭირო ადგილზე გაყვანით.

რა ფაქტი გვაქვს იმის რომ ეს პატივცემული თავიდან ფეხებამდე ბრითიშის კვინტესენცია უინსტონი "ჰოლანდიელი" გახლდათ? :დ სიმართლე გითხრათ პირველად მესმის ესეთი თეორია...

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
28 minutes წინ, Eric said:

ხოლო გერმანელები ბოლომდე ცდილობდნენ არ ეომათ ინგლისთან.

ისევე როგორც ტანმოკლე ფაშათ-ფაშას 1.5 საუკუნით ადრე. 

მიზეზი უნდა ჰქონოდა ამას არა? არა მგონია ბიგ-ბენის სილამაზის გამო გადაწყვიტეს ასე პატივცემულებმა. თან ერთს ალექსანდრესთან ჰქონდა თავდაუსხმელობის შეთანხმება და მეორეს სოსოსთან. არცერთ შემთხვევაში ჰოლანდიელები/ამერიკელები ჰორიზონტზეც არ ჩანდნენ.

34 minutes წინ, Eric said:

ბრიტებმა გათვალეს სწორედ წაგებულ/მოგებული და უშუალოდ ომის დაწყების წინ პოზიცია შეცვალეს.

რომელი პოზიცია? :) პოზიცია შეიცვალა იმიტომ რომ აფოლფამ გადაყარა. ეგონა რომ ფრანგული ელიტის "ყიდვით", იტალიაში მუსოლინი, გაუბედურებული საბჭოთა კავშირით და ცხრა ზღვას იქით მყოფი იანკებით ევროპის მოყომარება გარდაუვალი და დამთავრებული საქმე იყო. და გააჭენა. ასეც მოხდებოდა რომ არა ჩერჩილი.

Share on other sites

  • ფორუმელი
12 minutes წინ, Eric said:

სენიორ აბა მე მწვალებელი ვარ?  :-)

დიდი ხანია ველოდი ამ კითხვას :)

სენიორ ერიკ, - თვენ უფალმა მოგმადლათ ხალასი გონება და მოვლენათა გააზრება/გადმოცემის განსაკუთრებული ნიჭი,  საუკეთესო იარაღი მოგცათ რათა ამ იარაღის მეშვეუბით გაიკაფოთ გზა ჭეშმარიტებისაკენ, არა ფსევდო-სიამეთა ან დროებით-დიდებათა მომხვეჭელ პიროვნებათა თუ მათ მიერ შექმნილი სისტემებისაგან აღსაფრთოვანებლად, არამედ ჭეშმარიტ რეალობასთან მისასვლელად და შემდგომ თქვენი ნიჭის წყალობით (რომელიც ამ მიზნით მოგეცათ მის მიერ) მრავალთა უფლისაკენ მისაზიდად, - ამაშია თქვენი ხსნის/ცხოვნების საიდუმლო

 ჩემი დაკვირვებით თქვენ მტრის შეცნობის სტადიაში იმყოფებით, იმ მტრისა რომელმაც მოახერხა და ჭეშმარიტება გადამალა დროებითი სიამეებით, ძალაუფლებისა თუ სიმდიდრისადმი ადამიანების მიდრეკით, მაგრამ სიკვდილს ვერ უქნა ვერაფერი :) მიუხედავად მრავალწახნაგოვანი სისტემების შექმნისა და უძვირფასესი სიმდიდრეებისა , ყველა ადამიანის საბოლოო ხვედრი მაინც სიკვდილია ხორციელი თვალსაზრისით, - რატომ აღვნიშნე ხორციელი თვალსაზრისით-თქო, - რადგან არის მეორეც, - სული, რომელიც უკვე დაექვემდებარა ხსნას , უკვდავია და უფლის გარდა ვერავინ ვეღარ შეეხება ;) დიდი იმედი მაქვს მოვა დრო და თქვენგან შევიმეცნებთ ყოველივე ამას :)

ხოლო რაც შეეხება მწვალებლობას,  :D - ადამიანურ  ასპექტში , მეც ისევე მცივა როგორც თქვენ, მეც ისევე ვსველდები წვიმისაგან როგორც თქვენ და მეც ისევე მშია ან მწყურია როგორც თქვე ... 

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

7 minutes წინ, Seth said:

რატომ მოხდა რომ ენა, სამართალი, სახ. მოწყობა დარჩა ინგლისური? მაშინ როდესაც ა) წესით :დ მათი მოკავშირე კონტ. ევროპის ამავე სახის მახასიათებლებს უნდა გაემარჯვათ. ისევე როგორც მაგალითად კვებეკში? და ბ) გერმანელ/დაჩები უფრო მეტნი იყვნენ მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისით?

სენიორ, არასწორად გამიგეთ.

ჰოლანდიელებში მე არ ვგულისხმობ ეთნიკურ ჰოლანდიელებს.

9 minutes წინ, Seth said:

ამ კითხვებზე მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელი პასუხი არის ერთი - ეგ რევოლუცია მოხდა ბიძაშვილებს შორის,

სენიორ მე არც სადმე უარვყვავი ეს.

და ეგენი ყველა დაჟე) რობერტ ბრიუსიდან ვიდრე ნეაპოლის მეფემდე სულაც ბიძაშვილმამიდაშვილები არიან.))

 

უბრალოდ ერთი დაჯგუფება ავიღოთ გვირგვინის ქვეშ, მეორე დაჯგუფება 'ჰოლანდიელები' )))  ეს კუნძულზე

ხოლო კონტინენტზე კათოლიკეებს ვეძახი ))

ჯაკობ სტიუარტიც კათოლიკე გახლდათ სენიორ

როგორც ჩანს კათოლიკური და ჰოლანდიური მაყუთი ინგლისისთვის იბრძოდა სენიორ.

Share on other sites

  • ფორუმელი
9 minutes წინ, Eric said:

სენიორ, არასწორად გამიგეთ.

ჰოლანდიელებში მე არ ვგულისხმობ ეთნიკურ ჰოლანდიელებს.

არც მე სენიორ, თუმცა მაგ კატეგორიაში ეთნიკურად ჰოლანდიელებიც იქნებოდნენ 

10 minutes წინ, Eric said:

და ეგენი ყველა დაჟე) რობერტ ბრიუსიდან ვიდრე ნეაპოლის მეფემდე სულაც ბიძაშვილმამიდაშვილები არიან.)

ეგეთი არა სენიორ,  უახლოესი ბიძაშვილები ერთი ქვეყნიდან.

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Seth said:

უახლოესი ბიძაშვილები ერთი ქვეყნიდან.

რომელია ეგ ქვეყანა მუსიე სეტ ?

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

13 minutes წინ, Seth said:

არც მე სენიორ, თუმცა მაგ კატეგორიაში ეთნიკურად ჰოლანდიელებიც იქნებოდნენ 

ეჭვი მეპარება სენიორ, პატრიციები და შეილოკები ჰოლანდიური 'ქსივებით' )) რათქმაუნდა.

ხომალდის კაპიტნებად და მალაიზიის და ამერიკის ექსპედიციებში კი ბატონო

მარა ინგლისში საქმეებზე ჰოლანდიელი მგონია ვერ იქნებოდა მაგ დროისთვის სათანადო დონეზე.

სტავრიდა კილიკის მეთევზე ას წელში შეიძლება ესკადრის კაპიტანი გახდეს მარა პატრიცი ვერა.

იმჰო

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, kvipriane said:

რომელია ეგ ქვეყანა მუსიე სეტ ?

სენიორ, ამერიკის შემთხვევაში ეს იყო ჯერ ინგლისი, შემდეგ ბრიტანეთი. ზუსტად იგივე მოხდა რაც ავსტრალიაში. ერთადერთი განსხვავება ისაა რომ ავსტრალია შორს იყო და ცოტა ხალხი ცხოვრობდა.

შემდგომში ამერიკული სპეციფიკა იყო ის რომ ჯერ კიდევ ელისაბედ I -ის დროიდან მოყოლებული კუნძული არ კარგავდა სახელისუფლებო კავშირს ამერიკაში წასულ ტიპებთან (შემდგომში კოლონისტებთან). ეს კავშირი გახლდათ როგორც პოლიტიკური ასევე ფინანსური, განსხვავებით იგივე გერმანელ/ჰოლანდიელებისგან.

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share