Jump to content
×
×
  • Create New...

Bond, James Bond


 Share

Recommended Posts

Posted (შესწორებული)
5 საათის წინ, Seth said:

ინგლისთან დაკავშირებით ვერ დაგეთანხმებით სენიორ, ჰოლანდიისა და ინგლისის აღზევება დაახლოებით ერთ პერიოდში დაიწყო, რაც უფრო იმაზე მიუთითებს რომ საერთო "წინაპარი" ჰყავდათ ვიდრე პირიქით. + რამე განსაკუთრებული და სისხლისმღვრელი ომიც არ ჰქონიათ პატივცემულებს. 

https://en.wikipedia.org/wiki/Anglo-Dutch_Wars

5 საათის წინ, Seth said:

ამერიკაში ინგლისის ორი ფრთა ებრძოდა ერთმანეთს, ომში გაიმარჯვა უმცროსმა ფრთამ და.... გადააგდო მხარდამჭერები და მხარი დაუჭირა უფროს ფრთას :დ რეალურად ეგ რევოლუცია ამ 2 ფრთას შორის დომინაციაზე იყო და არანაირი კავშირი არ ჰქონდა ეკონომიკურ მდგომარეობასთან, რაც არის მითი

ეკონომიკა სად ვახსენე სენიორ?

 

ამასთან თავიდანვე მივითითე სენიორ რომ ჩემი მოსაზრებები - იმჰო -ა )

და ანალიზი მარტივ ლოგიკას ეფუძნება - ვის აწყობდა? ვინ მოიგო?

 

შესაბამისად ჩერჩილმა კი არ ჩაითრია ამერიკა ომში. ამერიკამ ჩაითრია ბრიტანეთი ჩერჩილის მეშვეობით. ჰოლანდიელებმა ))

ფრანგები ამას მაშინვე მიხვდნენ, ამიტომ ომზე უარი თქვეს . რადგან ევროპის წინააღმდეგ ომი ჰოლანდიელების სასარგებლოდ და საფრანგეთის პარიზის დანგრევა ეს იყო ტუპოსტ,

და შერჩნენ დიუნკერკთან გერმანელებს ბრიტები, გერმანელები რომლებიც ასევე ხვდებოდნენ რაში იყო საქმე შეაჩერეს იერიში და ბრიტებს ევაკუაციის დრო მისცეს. მარა ჰოლანდიელებმა აჯობეს არისტოკრატებს მაინც.

ამიტომ იჯდა ჰესი სიცოცხლის ბოლომდე შპანდაუში

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Eric said:

ეკონომიკა სად ვახსენე სენიორ?

თქვენ არ გიხსენებიათ, მაგრამ როდესაც ბრიტანეთისა და ამერიკის ომზე (რევოლუციაზე) მიდის საუბარი, ეკონომიკური შემადგენლის განხილვის გარეშე ვერანაირი დასკვნის გაკეთება ვერ გამოვა. მით უმეტეს როდესაც მოგებულზე ვლაპარაკობთ.

1 საათის წინ, Eric said:

შესაბამისად ჩერჩილმა კი არ ჩაითრია ამერიკა ომში. ამერიკამ ჩაითრია ბრიტანეთი ჩერჩილის მეშვეობით. ჰოლანდიელებმა

საინტერესო მოსაზრებაა... რანაირად გააკეთეს ეს ამერიკელებმა? რა ფაქტი გვაქვს ამის შესახებ?

პირიქით ფაქტები გვაქვს ძალიან ბევრი და ძალიან საინტერესო. სხვათაშორის მაგ ფაქტებს თვით ამერიკელებიც კი არ ხდიან საკამათოს.

1 საათის წინ, Eric said:

და შერჩნენ დიუნკერკთან გერმანელებს ბრიტები, გერმანელები რომლებიც ასევე ხვდებოდნენ რაში იყო საქმე შეაჩერეს იერიში და ბრიტებს ევაკუაციის დრო მისცეს. მარა ჰოლანდიელებმა აჯობეს არისტოკრატებს მაინც.

ჰმ, ე.ი. ბრიტებს მისცეს ევაკუაციის დრო? ძალიან კარგი.

საინტერესოა როგორ გახდა შანს მიცემული ბრიტანეთი გერმანელების საწიინაღმდეგო პლაცდარმი ეგრევე? შეეშალათ გერმანელებს? ვერ გათვალეს? თან შეგახსენებთ ეგ 1 - 2 წლის განმავლობაში ხდებოდა და არა 10წლეულების ან საუკუნეების :) +ამას არსებობს ახლა უკვე გასაჯაროებული მიმოწერა ბრიტანეთის და გერმანელების შესაბამის წრეებს, მათ შორის არაოფიციალურ და უმაღლეს არისტოკრატიულ წრეებს შორის გერმანელების შეტევის გადამისამართებაზე აღმოსავლეთით (დასავლეთის ნაცვლად). 

უცნაურად ხომ არ გეჩვენებათ რომ აქ ისტორია ზუსტად განმეორდა? იგულისხმება ნაპოლეონის დროინდელი ამბები და ზუსტად იგივე გადაწყვეტილება წასულიყო ლოთებთან, იმის მაგივრად რომ აეღო ბრიტანეთი რომელიც 25 კმ-ში იყო მისგან? აქაც არსებობს მიმოწერა ტალეირანთან და ფუშესთან, რომლებმაც (განსაკუთრებით პირველმა) უდიდესი როლი შეასრულეს ბრიტებისგან შეტევის გადამისამართებაში. 

თქვენეული ვერსიით აქაც შეგვიძლია ვთქვათ რომ ნაპოლეონმა ამოსუნთქვის და მშვიდად ცხოვრების საშუალება მისცა ბრიტანეთს :დ თუმცა მიზეზი ამ შემთხვევაშიც ბუნდოვანი იქნება.

რაც შეეხება საფრანგეთს, ფრანგული ელიტა გადასარევად თანამშრომლობდა ადოლფთან (მარტო ვიშისტების თემაც საკმარისია) ამიტომაც ჩაბარდა პარიზი და არამარტო.  არანაირი ჰოლანდიელი ამერიკელები არ ჩანან არსად ჰორიზონტზე, მეტიც გაქანებული იზოლაციონისტური პოლიტიკა აქვთ დეკლარირებული და არადეკლარირებულიც.

 

რაც შეეხება ჰოლანდია-ინგლისის ომებს, მე არ მითქვამს რომ არ ყოფილა, მე ვთქვი რომ მნიშვნელოვანი და სისხლისმღვრელი ომი არ ყოფილა. ვიკიპედია რასაც გვიყვება ეს არის ლოკალური საზღვაო ბრძოლები კონკრეტული მიზნებით და არა ჰეგემონიისთვის ბრძოლა სადმე. ასეთი რამ რომ მომხდარიყო ჰააგა და ლონდონი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან. არ გახდებოდა საჭირო ზღვაში ღლაბუცი :დ მითუმეტეს რომ ბოლო "ომი" საერთოდ საფრანგეთის დროშის ქვეშ ხდებოდა :დ ნუ ჰოლანდიის მხრიდან.

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
9 საათის წინ, Eric said:

ინგლისი - არისტოკრატები და ჰოლანდიელები

და ჰოლანდიელი არისტოკრატები. :)

დღემდე უილიამ III-ის, ორანელი მეფის მზეს იფიცებიან ლოიალისტები(იუნიონისტები) შოტლანდიასა და ირლანდიაში. :)  

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
11 საათის წინ, Eric said:

და რა ხდება ასეთი "ვენეციელ ვაჭარში" ?

დიდებული სიუჟეტი სენიორეს

ებრაელ მევახშე შეილოკ

და ვენეციელი პატრიცი ანტონიო

ანტონიო 3000 დუკატს სესხულობს შეილოკისგან,  შეილოკ გაღიზიანებულია ზოგადად პატრიციებზე რადგან ეს უკანასკნელნი მაყუთს არ აპროცენტებენ, არ მევახშეობენ და ეს სასირცხვილოდ მიაჩნიათ და ამით პროცენტის კურსს კიდევ დაბლა წევენ ზოგადად, მაგრამ მაინც მზად არის ასესხოს ფული ანტონიოს და ითხოვს მხოლოდ ვექსელს მისგან რისი უფლებითაც თუ ანტონიომ მაყუთი ვერ დააბრუნა შეილოკს ანტონიოს სხეულიდან მოაჭრას ფუნტი ხორცი

და ანტიონიო მაყუთს ვერ აბრუნებს და პირდაპირ სასამართლოზე შეილოკ გაიჩითება დანებით და სამართებლებით ანტიონისგან ხორცის ასაჭრელად

და ყველა ეხვეწება შეოლოკს არ ქნა ეს აგერ ფული ჩვენ გადავიხდით აგერ სამჯერ მეტს გადავიხდით ვიდრე სესხი იყო მარა შეილოკს ჰკიდია (მაგრად თამაშობს ალ პაჩინო აქ)

და ვენეციის დოჟიც კი სთხოვს ..

და ეს საინეტერსო მომენტია

იმ მომენტში ვენეციის დოჟს შეუძლია უბრძანოს და შეილოკ შუაზე გადაჭრან, მაგრამ ირღვევა კანონი!

კანონი კი ერთი კი არა ასი ანტონიოს სუკებბარკალზე ბევრად მეტი ღირს - ევროპა

და კიდევ საინტერესო მომენტი რომ შეილოკ აშკარად კონტროლიდან გავიდა საკუთარი ემოციების და ზოგადად იერარქიის კონტროლიდან

მას დოჟმა სთხოვა, მარა შეილოკ

ვეენეციელი ქურთი ამოვარდა კონტროლიდან დაავიწყდა რა როგორ ხდება როგორაა მოწყობილი სამყარო

რომ კი ვენეციაში მევახშეობით ვენეციელები არ მევახშეობენ და თვითონ და მისი ძმანი რომ მევახსეობენ ამის უფლება ვიღაცამ მისცა, მართალია პროცენტებში პროცენტების გამო)) მარა უფლება მან მიიღო!!!

შეოლოკ უფლებას იღებს და არა გასცემს - > ეს მნიშვნელოვანი მომენტია

და ეს დაივიწყა ემოციებს აჰყვა

აჰყვა და სრულიად კანონიერად დაკარგა იქვე ნახევარი ქონება  მაშინვე ანტონიოს გადაეცემა ხოლო ქონების მეორე ნახევარი ვენეციის რესპუბლიკის სასარგებლოდ სიცოცხლის ფასად და ქრისტიანულად მოინათლება :gigi:

კანონი აღსრულდა

 

შეილოკმა ყველაფერი იცის და აწონილ-დაწონილი აქვს. იცის, რომ ფულის შოვნა შეუძლია, ამისი ნება დართეს, მაგრამ ყოველთვის მაინც რაღაც საშუალო იქნება ადამიანსა და უნტერმენშს შორის. 
ამ ქცევით იგი ღირსებას აყენებს ფულზე წინ, მთელი თავისი მოდგმის ბოღმა ამოაქვს სულის სიღრმიდან. გარკვეული თვალსაზრისით იგი თავგანწირული და რომანტიკული ეროვნული გმირია. :)

თავანს კი ჩაბარება უნდა. :)

პოკაჰონტასის მამა, ვინც წინა გვერდებზე განიხილეთ, ვენეციელ დიდებულებზე დიდებულია, რაკი პირადულს (თანაც, შვილის კეთილდღეობას) საზოგადოზე წინ არ აყენებს და ამით უმაღლეს წესრიგსა და იერარქიას, ძალაუფლების ჰორიზონტალურ სტრუქტურას არ არღვევს - მეფეცა და მორჩილიც უნდა გათანაბრდეს ღმერთის, კანონის წინაშე.

როგორ იქცევიან ვენეციელი დიდებულები? - "კი, ძმაო, კანონით გეკუთვნის, მაგრამ მაინც არ გეკუთვნის. ეს კაცი ჩვენი ახლობელია, სიმონ. ამხელა ხალხი შევწუხდით და მევედით აქანა და აბა შენ იცი, გეითვალისწინე". :დდ

 
 
 

Edited by Alfred Albion
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

თამასუქებს გადახდა უნდა ნებისმიერ ფასად. :boli:

 

Edited by Alfred Albion
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
14 საათის წინ, KOMBLE said:

პატივცემულო რა თქმა უნდა და მხოლოდ იესოს უნდა მივბაძოთ

დიახ პატივცემულო, უფალია მიბაძვის ობიექტი, მაგრამ ვინც უფალს უკვე მიბაძა , ვინც იმდენი შეძლო რომ უფლის მადლით მას მიემსგავსა , მათზე არაფერი უნდა ვიცოდეთ , არ დავწეროთ, არ მივიჩნიოთ ჩვენს დამხმარედ მათი გამოცდილება ???

14 საათის წინ, KOMBLE said:

შეიძლებოდა, ქრისტიანობა დაეფუძნებინა, მაგალითად, წმიდა იოანე ნათლისმცემელს? მას შეეძლო ექადაგა ზნეობრივი სწავლება, სარწმუნოების ესა თუ ის ჭეშმარიტება, მაგრამ არ იქნებოდა უმთავრესი,  ქრისტე / მსხვერპლი?   რა თქმა უნდა  ვერა

ვერ დაგეთანხმებით, ვერანაირად ვერ დააფუძნებდა ქრისტიანობას იოანე ნათლისმცემელი , იგი უკვე დაფუძნებული იყო მანამდი დიდი ხნით ადრე ;)

14 საათის წინ, KOMBLE said:

ქრისტიანობას მთლიანად მოიცავს ერთადერთი სიტყვა - ქრისტე

სხვას  მე ვერაფერს ვხედავ

მამას და სულიწმინდასაც ვერ ხედავთ ? მოციქულებს (12-თაგანს) ? მათ მოსწავლეებს (70-თაგან) ? და კიდევ მათ ღირსეულ მოწაფეებს (მომავალ საუკუნეთა) ?

და მთავარი, როგორც თქვენ ბრძანებთ პატივცემულო, და როგორც მრავალს ჰგონია, ქრისტიანობა (როგორც შემომქმედის მოცემული სწავლება) ქრისტემ კი დააფუძნა, მაგრამ არა 2000 წლის წინ :) 

ქრისტიანობა ადამიანს სჭირდება ცხოვნებისათვის (შემომქმედთან ერთად თანაარსებობისათვის), ხოლო ცხოვნება შესაძლებელია მხოლოდ ქრისტეს რწმენით, რომელიც მიიღწევა საქმეებით (რწმენა საქმეების გარეშე მკვდარიაო, არაა ???) - აი , ეს საქმეებია მარიამი, პლაკიდა, და მზგავსნი მისნი, მათი ნამოღვაწარის, მათი ცხოვრებისეული პრაქტიკის ცოდნაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომელიც უფალთან ურთიერთობაში და მასთან მიახლებაში გვეხმარება ... 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

8 საათის წინ, Seth said:

ეკონომიკური შემადგენლის განხილვის გარეშე ვერანაირი დასკვნის გაკეთება ვერ გამოვა. მით უმეტეს როდესაც მოგებულზე ვლაპარაკობთ.

აქტივები გაიტანეს გვირგვინიდან სენიორ.

 

8 საათის წინ, Seth said:

საინტერესო მოსაზრებაა... რანაირად გააკეთეს ეს ამერიკელებმა? რა ფაქტი გვაქვს ამის შესახებ?

'ჰოლანდიელი' ჩერჩილით იმჰო.

ზოგადად როგორც კეთდება ხოლმე, საჭირო ჯგუფის საჭირო ადგილზე გაყვანით.

9 საათის წინ, Seth said:

საინტერესოა როგორ გახდა შანს მიცემული ბრიტანეთი გერმანელების საწიინაღმდეგო პლაცდარმი ეგრევე? შეეშალათ გერმანელებს? ვერ გათვალეს?

  https://www.bbc.com/news/uk-33578174

  

21 საათის წინ, kvipriane said:

ვფიქრობ და იმედია დანარჩენი მეგობრებიც დამეთანხმებიან, რომ ქრისტეს მიმდევართა (მართლმადიდებლების) ხმაც უნდა იყოს აქ დაფიქსირებული, რათა მიუკერძოებელმა მკითხველმა ყველა პოზიციათა აზრის ამოიკითხვა შეძლოს ... 

სენიორ აბა მე მწვალებელი ვარ?  :-)

 

8 საათის წინ, Alfred Albion said:

დღემდე უილიამ III-ის, ორანელი მეფის მზეს იფიცებიან ლოიალისტები(იუნიონისტები) შოტლანდიასა და ირლანდიაში.

მოხარული ვარ სენიორ თქვენი ჩვენს რიგებში ხილვით.

დიახ ეს ორეინჯ კაცი სერიოზულია.

Share on other sites

ესეიგი სენიორ

გერმანელებმა კი ვერ გათვალეს

ბრიტებმა გათვალეს სწორედ წაგებულ/მოგებული და უშუალოდ ომის დაწყების წინ პოზიცია შეცვალეს. ან ჰოლანდიელებმა აჯობეს არისტოკრატებს.

ან შეთანხმებულად.  ხოლო გერმანელები ბოლომდე ცდილობდნენ არ ეომათ ინგლისთან.

მოკლედ ამდენზე ვეღარ ვწვდები )))

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share