Jump to content
×
×
  • Create New...

კულტურის სამინისტრომ დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია არარენტაბელურია


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

kულტურის სამინისტრომ დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია არარენტაბელურია admin Fri, 07/23/2021 - 11:13

კულტურის სამინისტრომ დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია არარენტაბელურია.

მუზეუმი ბიძინა ივანიშვილის პროექტის “პანორამა თბილისის” მიმდებარე ტერიტორიაზეა.

აღსანიშნავია, რომ “არარენტაბელურობის” შესახებ დასკვნა 2014 წელს კიდევ ერთ ისტორიულ შენობასთან, ყოფილ “ჟურნალისტების სახლთან” დაკავშირებით დაიწერა.

დასკვნის შემდეგ ჟურნალისტების სახლის მეპატრონე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია გახდა, რომელმაც შენობა ჯერ “ქართულ ოცნებას” მიაქირავა, შემდეგ კი დაანგრია.

თქვენი აზრით, რა ბედი ელის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს?

2021 წლის 7 ივლისს საკუთარ facebook გვერდზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში სამინისტრო გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დანგრევის შესახებ და გაასაჯაროვა შპს „კარიატიდას“ ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა.

დასკვნის თანახმად, მუზეუმში მთელი რიგი დაზიანებებია, თუმცა შესაბამისი ღონისძიების გატარების შედეგად, სავსებით შესაძლებელია შენობის უსაფრთხო ექსპლოატაციის უზრუნველყოფა.

დასკვნაში აღნიშნულია:

1. ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიების გატარების შედეგად, სავსებით შესაძლებელია შენობის ცენტრალური ნაწილის გაძლიერება, მისი უსაფრთხო ექსპლოატაციის უზრუნველყოფა;

2. ლ. გუდიაშვიულის ქუჩის მხარეს შენობის არსებული ნაწილის გაძლიერება და გამაგრება დაკავშირებული იქნება ძალიან დიდ ტექნიკურ სიძნელეებთან და დანახარჯებთან, მაგრამ შესაძლებელია. ამ ნაწილის გაძლიერება სავარაუდოდ შესაძლებელია არ იყოს რენტაბელური;

3. შენობის ნაწილში ალ. პუშკინის ქუჩის გასწვრივ, სადაც განვითარებულია შენობის მზიდი კონსტრუქციების დიდი გადახრები, დეფორმაციები და რღვევები, შეუძლებელია შენობის არსებული ნაწილის შენარჩუნება და გაძლიერება. ჩვენი აზრით, სავარაუდოდ უკეთესია შენობის ამ ნაწილის დაშლა და იგივე მასალებით გადაწყობა.

მოკლე ისტორია:

1920 წელს, დიმიტრი შევარდნაძის თაოსნობით, თბილისში ეროვნული გალერეა დაფუძნდა. მოგვიანებით, მუზეუმში ქართული კულტურის ძეგლთა თავმოყრა დაიწყო, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი მოჰყვა. 1932 წელს ეროვნული გალერეის რეორგანიზაცია დაიწყო და მის ბაზაზე სხვა სახვითი ხელოვნების მუზეუმები დაფუძნდა, სადაც თავმოყრილი იყო საისტორიო-საეთნოგრაფიო, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების და ძველი ქართული ხელოვნების კოლექციები. აღსანიშნავია, რომ 1945 წელს ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საქართველოში დაბრუნებული ეროვნული საგანძურის დიდი ნაწილი სწორედ ხელოვნების მუზემს გადაეცა.

1950 წლიდან მუზეუმს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი ეწოდება. შენობაში, სადაც ახლა არის მუზეუმი განთავსებული, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში სასულიერო სემინარია იყო.

მუზეუმი აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის სახელთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, სწორედ მას მიუძღვის წვლილი მუზეუმის განვითარებაში.

2004 წლიდან მუზეუმი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნაწილია და მასში ისეთი საგანძურია გამოფენილი, როგორიცაა ქართული ჭედური და ფერწერული ხატები, ტიხრული მინანქარი, საიუველირო ნაკეთობები, მხატვრული ქსოვილები და ნაქარგები.

მუზეუმის მდებარეობა:

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მუზეუმი ე.წ “პანორამა თბილისის” მიმდებარედ მდებარეობს. პანორამა თბილისი ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი “თანაინვესტირების ფონდის” პროექტია. პროექტი ითვალისწინებდა 4 მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას: 1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი, 4. ერეკლე II-ს მოედანი. ეს კომპლექსები ერთმანეთს საბაგირო გზებით და დახრილი ლიფტებით უნდა დაუკავშირდეს.

სახელმწიფო მუზეუმი სწორედ ერეკლე II-ს ქუჩაზე მდებარეობს. აქვე, ერეკლე II-ს მოედანზე მდებარეობს “პანორამა თბილისის” ერთ-ერთი სასტუმრო. (იხილეთ ფოტო) მიწის ნაკვეთები, რომელზეც აღნიშნული სასტუმრო აშენდა, ბიძინა ივანიშვილი საკუთრება იყო.

პანორამა თბილისი და წარსული გამოცდილება:

აღსანიშნავია, რომ პანორამა თბილისმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში სავაჭრო-ბიზნესცენტრების მოწყობას და ერთმანეთთან მათ საბაგიროებით დაკავშირებას გულისხმობდა.

მოვლენები მსგავსი სცენარით დაიწყო და განვითარდა 2014 წელსაც, როდესაც ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე 3/36 ნომერში მდებარე შენობა-ნაგებობის (ყოფილი ჟურნალისტების სახლი) შესახებ დასკვნა გამოქვეყნდა. ჟურნალისტთა ყოფილი სახლი მე-19 საუკუნის შენობა იყო, რომელიც ერეკლე მეორის მოედანზე მდებარეობდა. შენობა საუკუნეების განმავლობაში ჟურნალისტებისა და პუბლიცისტების თავშეყრის ადგილი იყო. მოგვიანებით, ისტორიული შენობა ბიძინა ივანიშვილმა იყიდა და “ქართულ ოცნებას” მიაქირავა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, მაშინ, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული, თბილისის მერიამ შესაბამისი დოკუმენტაციის არარსებობის მიუხედავად, რაც ისტორიულ-არქიტექტურულ კვლევებსა და პროექტის ესკიზებს მოიცავს, კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მდებარე სახლის დანგრევის ნებართვა გასცა.

2014 წლის დასკვნის თანახმად, “შენობის საერთო ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. მის მზიდ კედლებში განვითარებული მრავლობითი ბზარი გამოწვეულია ფუძე-გრუნტის გაწყლიანებით და საძირკვლის არათანაბარი ჯდენით. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, შენობის ფუნქციონირება საფრთხის შემცველი არ არის, თუმცა მისი შემდგომი უსაფრთხო ექსპლოატაციისთვის საჭირო იქნება დეტალური გამოკვლევის საფუძველზე შედგენილი პროექტის მიხედვით მოხდეს მისი აღდგენა-გაძლიერება, რაც ჩვენი აზრით არარენტაბელური იქნება”.

აღნიშნული შენობა 2014 წლიდან დღემდე ქართულ ოცნებას უკავშირდება. კონკრეტულად კი საჯარო რეესტრის ჩანაწერებით ტერიტორია შპს "ძველი უბანი"-ს (202055122) საკუთრებაშია, რომლის 100% წილს ფლობს ააიპ საზ. მოძრაობა ქართული ოცნება (404411837). თავის მხრივ საჯარო რეესტრის ბოლო ჩანაწერებით აღნიშნული ა(ა)იპ-ის გამგეობის თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილი იყო, ხოლო გამგეობის სხვა წევრები ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი და ზაალ გოგსაძე იყვნენ.

წყაროები:

დასკვნა 2021 https://bit.ly/3eFcIBx

დასკვნა 2014 https://bit.ly/3hWq2mX

სამინისტროს განცხადება https://bit.ly/3Br0Fl0

მუზეუმის ისტორია https://bit.ly/3BvcdUb

მუზეუმის და ჟურნალისტების ყოფილი სახლის სურათები https://bit.ly/2V4cLQi

საჯარო რეესტრის ჩანაწერები https://bit.ly/3rqEiYl

Language Georgian

http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-07/218967107_3003498289925601_3993580722981243943_n.jpegივლისი 2021 2021 Author ლიზა ქორიძე

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Moor said:

შენობა საუკუნეების განმავლობაში ჟურნალისტებისა და პუბლიცისტების თავშეყრის ადგილი იყო. მოგვიანებით, ისტორიული შენობა ბიძინა ივანიშვილმა იყიდა და “ქართულ ოცნებას” მიაქირავა.

:smoking: როგორი წინადადებაა :დ

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ქართველ დეველოპერზე ღორი და უგემოვნო არსება ძნელად თუ მოიძებნება ბუნებაში.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
52 minutes წინ, Eric said:

დერევნია

დერევნია უფრო ღირსეულია სენიორ. წარმოიდგინეთ 7 მლრდ-ის და პატარა ქვეყნის პატრონი,   ყიდულობს ისტორიულ შენობას და ა ქ ი რ ა ვ ე ბ ს   თავისივე პოლიტპარტიაზე:დ

არანაირი სტილი, არანაირი გემოვნება,  არანაირი ღირსება, არანაირი პროგრესი, არანაირი თვითპატივისცემა. არანაირი არაფერი. 0. 

დერევნიასაც კი თავისი ყველაზე ნეგატიური გაგებით აქედან 1 რაღაც მაინც აქვს ხოლმე.

 

 

პ.ს. მე არ ვფიქრობ რომ ბეზოსი რომ ბეზოსია დერევნია მართლა:დ მსგავსი რამის გამკეთებელი იყოს.

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Freeman said:

პარტიას ხო მაინც უნდა ექირავა, ვინმესგან? რაღა სხვისთვის ეხადა? 

ზუსტად ამაშია საქმე სენიორ. :smoking:

 

ფაქტიურად კვინტესენციაა გურჯული ნაციონალური ელიტის.

Share on other sites

  • ფორუმელი

ნერსესის სემინარია ხო კარგად აღადგინეთ თქვე წუპაკო მამაძაღლებო.

ეს პრაშმანოვკები ესენი.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   22 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 21 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(1)