Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'კულტურის' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 3 results

  1. kულტურის სამინისტრომ დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია არარენტაბელურია admin Fri, 07/23/2021 - 11:13 კულტურის სამინისტრომ დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია არარენტაბელურია. მუზეუმი ბიძინა ივანიშვილის პროექტის “პანორამა თბილისის” მიმდებარე ტერიტორიაზეა. აღსანიშნავია, რომ “არარენტაბელურობის” შესახებ დასკვნა 2014 წელს კიდევ ერთ ისტორიულ შენობასთან, ყოფილ “ჟურნალისტების სახლთან” დაკავშირებით დაიწერა. დასკვნის შემდეგ ჟურნალისტების სახლის მეპატრონე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია გახდა, რომელმაც შენობა ჯერ “ქართულ ოცნებას” მიაქირავა, შემდეგ კი დაანგრია. თქვენი აზრით, რა ბედი ელის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს? 2021 წლის 7 ივლისს საკუთარ facebook გვერდზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში სამინისტრო გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დანგრევის შესახებ და გაასაჯაროვა შპს „კარიატიდას“ ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა. დასკვნის თანახმად, მუზეუმში მთელი რიგი დაზიანებებია, თუმცა შესაბამისი ღონისძიების გატარების შედეგად, სავსებით შესაძლებელია შენობის უსაფრთხო ექსპლოატაციის უზრუნველყოფა. დასკვნაში აღნიშნულია: 1. ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიების გატარების შედეგად, სავსებით შესაძლებელია შენობის ცენტრალური ნაწილის გაძლიერება, მისი უსაფრთხო ექსპლოატაციის უზრუნველყოფა; 2. ლ. გუდიაშვიულის ქუჩის მხარეს შენობის არსებული ნაწილის გაძლიერება და გამაგრება დაკავშირებული იქნება ძალიან დიდ ტექნიკურ სიძნელეებთან და დანახარჯებთან, მაგრამ შესაძლებელია. ამ ნაწილის გაძლიერება სავარაუდოდ შესაძლებელია არ იყოს რენტაბელური; 3. შენობის ნაწილში ალ. პუშკინის ქუჩის გასწვრივ, სადაც განვითარებულია შენობის მზიდი კონსტრუქციების დიდი გადახრები, დეფორმაციები და რღვევები, შეუძლებელია შენობის არსებული ნაწილის შენარჩუნება და გაძლიერება. ჩვენი აზრით, სავარაუდოდ უკეთესია შენობის ამ ნაწილის დაშლა და იგივე მასალებით გადაწყობა. მოკლე ისტორია: 1920 წელს, დიმიტრი შევარდნაძის თაოსნობით, თბილისში ეროვნული გალერეა დაფუძნდა. მოგვიანებით, მუზეუმში ქართული კულტურის ძეგლთა თავმოყრა დაიწყო, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი მოჰყვა. 1932 წელს ეროვნული გალერეის რეორგანიზაცია დაიწყო და მის ბაზაზე სხვა სახვითი ხელოვნების მუზეუმები დაფუძნდა, სადაც თავმოყრილი იყო საისტორიო-საეთნოგრაფიო, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების და ძველი ქართული ხელოვნების კოლექციები. აღსანიშნავია, რომ 1945 წელს ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საქართველოში დაბრუნებული ეროვნული საგანძურის დიდი ნაწილი სწორედ ხელოვნების მუზემს გადაეცა. 1950 წლიდან მუზეუმს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი ეწოდება. შენობაში, სადაც ახლა არის მუზეუმი განთავსებული, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში სასულიერო სემინარია იყო. მუზეუმი აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის სახელთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, სწორედ მას მიუძღვის წვლილი მუზეუმის განვითარებაში. 2004 წლიდან მუზეუმი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნაწილია და მასში ისეთი საგანძურია გამოფენილი, როგორიცაა ქართული ჭედური და ფერწერული ხატები, ტიხრული მინანქარი, საიუველირო ნაკეთობები, მხატვრული ქსოვილები და ნაქარგები. მუზეუმის მდებარეობა: აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მუზეუმი ე.წ “პანორამა თბილისის” მიმდებარედ მდებარეობს. პანორამა თბილისი ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი “თანაინვესტირების ფონდის” პროექტია. პროექტი ითვალისწინებდა 4 მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას: 1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი, 4. ერეკლე II-ს მოედანი. ეს კომპლექსები ერთმანეთს საბაგირო გზებით და დახრილი ლიფტებით უნდა დაუკავშირდეს. სახელმწიფო მუზეუმი სწორედ ერეკლე II-ს ქუჩაზე მდებარეობს. აქვე, ერეკლე II-ს მოედანზე მდებარეობს “პანორამა თბილისის” ერთ-ერთი სასტუმრო. (იხილეთ ფოტო) მიწის ნაკვეთები, რომელზეც აღნიშნული სასტუმრო აშენდა, ბიძინა ივანიშვილი საკუთრება იყო. პანორამა თბილისი და წარსული გამოცდილება: აღსანიშნავია, რომ პანორამა თბილისმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში სავაჭრო-ბიზნესცენტრების მოწყობას და ერთმანეთთან მათ საბაგიროებით დაკავშირებას გულისხმობდა. მოვლენები მსგავსი სცენარით დაიწყო და განვითარდა 2014 წელსაც, როდესაც ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე 3/36 ნომერში მდებარე შენობა-ნაგებობის (ყოფილი ჟურნალისტების სახლი) შესახებ დასკვნა გამოქვეყნდა. ჟურნალისტთა ყოფილი სახლი მე-19 საუკუნის შენობა იყო, რომელიც ერეკლე მეორის მოედანზე მდებარეობდა. შენობა საუკუნეების განმავლობაში ჟურნალისტებისა და პუბლიცისტების თავშეყრის ადგილი იყო. მოგვიანებით, ისტორიული შენობა ბიძინა ივანიშვილმა იყიდა და “ქართულ ოცნებას” მიაქირავა. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, მაშინ, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული, თბილისის მერიამ შესაბამისი დოკუმენტაციის არარსებობის მიუხედავად, რაც ისტორიულ-არქიტექტურულ კვლევებსა და პროექტის ესკიზებს მოიცავს, კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მდებარე სახლის დანგრევის ნებართვა გასცა. 2014 წლის დასკვნის თანახმად, “შენობის საერთო ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. მის მზიდ კედლებში განვითარებული მრავლობითი ბზარი გამოწვეულია ფუძე-გრუნტის გაწყლიანებით და საძირკვლის არათანაბარი ჯდენით. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, შენობის ფუნქციონირება საფრთხის შემცველი არ არის, თუმცა მისი შემდგომი უსაფრთხო ექსპლოატაციისთვის საჭირო იქნება დეტალური გამოკვლევის საფუძველზე შედგენილი პროექტის მიხედვით მოხდეს მისი აღდგენა-გაძლიერება, რაც ჩვენი აზრით არარენტაბელური იქნება”. აღნიშნული შენობა 2014 წლიდან დღემდე ქართულ ოცნებას უკავშირდება. კონკრეტულად კი საჯარო რეესტრის ჩანაწერებით ტერიტორია შპს "ძველი უბანი"-ს (202055122) საკუთრებაშია, რომლის 100% წილს ფლობს ააიპ საზ. მოძრაობა ქართული ოცნება (404411837). თავის მხრივ საჯარო რეესტრის ბოლო ჩანაწერებით აღნიშნული ა(ა)იპ-ის გამგეობის თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილი იყო, ხოლო გამგეობის სხვა წევრები ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი და ზაალ გოგსაძე იყვნენ. წყაროები: დასკვნა 2021 https://bit.ly/3eFcIBx დასკვნა 2014 https://bit.ly/3hWq2mX სამინისტროს განცხადება https://bit.ly/3Br0Fl0 მუზეუმის ისტორია https://bit.ly/3BvcdUb მუზეუმის და ჟურნალისტების ყოფილი სახლის სურათები https://bit.ly/2V4cLQi საჯარო რეესტრის ჩანაწერები https://bit.ly/3rqEiYl Language Georgian http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-07/218967107_3003498289925601_3993580722981243943_n.jpegივლისი 2021 2021 Author ლიზა ქორიძე
  2. ჰეიდარ ალიევის ცენტრი — 57 519 კვადრატული მეტრის კომპლექსი ბაქოში. შექმნილია ერაყელ-ბრიტანელი არქიტექტორის ზაჰა ჰადიდი მიერ, რომელიც გამორჩეულია თავისი განსხვავებული არქიტექტურული გადაწყვეტილებებით. ცენტრი ატარებს ჰეიდარ ალიევის სახელს, რომელიც საბჭოთა აზერბაიჯანის ლიდერი იყო 1969-1982 წლებში, ასევე დამოუკიდებელი აზერბაიჯანის პრეზიდენტი 1993 წლის ოქტომბრიდან 2003 წლის ოქტომბრამდე. 2014 წელს მიიღო ჯილდო Design of the Year და აღიარებულ იქნა მსოფლიოში საუკეთესო შენობად. ცენტრი დაარსდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის 2006 წლის 29 დეკემბრის №1886 ბრძანებით. ცენტრში ისწავლება სახელმწიფო მშენებლობის ფილოსოფია, ასევე აზერბაიჯანის ისტორია, ენა, კულტურულა, ეროვნული და სულიერი ღირებულებები. პროექტის მიზანია, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი ქალაქის ინტელექტუალურ ცხოვრებაში და აღორძინებაში. მდებარეობს ქალაქის ცენტრთან ახლოს. კულტურის ცენტრის მშენებლობადიზაინი ჰეიდარ ალიევის ცენტრი წარმოადგენს თხევად ფორმას, რომელიც ჩნდება ბუნებრივი ლანდშაფტის ტოპოგრაფიის და შესაფუთი ინდივიდუალური ფუნქციების დაკეცვის დროს. ცენტრის ყველა ფუნქციები, შესასვლელთან ერთად წარმოდგენილია ერთ უწყვეტ ზედაპირზე. ცენტრის სითხის ფორმა, სხვადასხვა კულტურული სივრცეების დაკავშირების საშუალებას იძლევა და ამავე დროს, უზრუნველყოფს ცენტრის თითოეული ელემენტის საკუთარი იდენტობის და კონფიდენციალურობის შენარჩუნებას. ჰეიდარ ალიევის კულტურის ცენტრიცენტრში განლაგებულია საკონფერენციო დარბაზი (აუდიტორია), გალერეა და მუზეუმი. საგამოფენო დარბაზებში ცხრა სართულიან განყოფილებაში წარმოდგენილია საგამოფენო დარბაზები, ადმინისტრაციული ოფისები, ასევე რესტორანი და კაფე. ოთხსართულიანი აუდიტორია შედგება ორი საკონფერენციო დარბაზისაგან, ოფიციალური შეხვედრებისა და მედია ცენტრის ოთახებისაგან. შენობას ასევე გააჩნია ლანდშაფტის ფართობი, რომელიც შედგება ბუნებრივი ორნამენტული ხეებისა და ყვავილებისგან. ასევე შენობაში არსებობს სხვადასხვა ინტერაქტიული საინფორმაციო ჯიხურები, რომელთა საშუალებით სტუმრებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია ცენტრისა და გამართული ღონისძიებების შესახებ. ცენტრის პირველ სართულზე წარმოდგენილია „ჰეიდარ ალიევის მუზეუმი“. მასში ავტომობილებია წარმოდგენილი, რომლებსაც ჰეიდარ ალიევი თავისი ხელმძღვანელობის პერიოდში იყენებდა. მუზეუმის შექმნისას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ აზერბაიჯანის ისტორიის სხვადასხვა პერიოდის ასახვას, ასევე ჰეიდარ ალიევის ცხოვრებისა და საქმიანობის ასახვას. მუზეუმის სამსართულიან შენობაში ჰეიდარ ალიევის ცხოვრება ფოტო და ვიდეო მასალების დახმარებით არის წარმოდგენილი. ალიევის საქმიანობის სხვადასხვა ასპექტები, როგორც საბჭოთა ხელისუფლებისა და დამოუკიდებლობის პერიოდში, წარმოდგენილია მუზეუმის მონაკვეთებში „სურათბზე ასახული ცხოვრება“, „აზერბაიჯანის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება“, „ჩვენი სახელმწიფოებრიობა, მემკვიდრეობა, მიღწევები“. თითოეული თემის შესახებ ხმოვანი ინფორმაციაა მოცემული აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე. მუზეუმის ერთ-ერთი მონაკვეთი არის მულტიმედიური დარბაზი, რომელშიც ასახულია ალიევის შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან. დარბაზში ასევე წარმოდგენილია ალიევის სამხედრო და სამოქალაქო ტანსაცმელი, მისი მაგიდა, ბრძანებები და მედლები. ჰეიდარ ალიევის კულტურის ცენტრი,ინტერიერი და ექსტერიერი.ზაჰა ჰადიდი ზაჰა ჰადიდი დაიბადა 1950 წლის 31 ოქტომბერს, ბაღდადში, ერაყი. ხარისხი მათემატიკის განხრით მიიღო ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში, შემდეგ კი ლონდონის არქიტექტურის სკოლის არქიტექტურის ასოციაციაში გადავიდა სასწავლებლად. სწავლის დასრულების შემდეგ, „მეტროპოლიტენ-არქიტექჩა გრუპის“ ოფისში იწყებს მუშაობას ყოფილ მასწავლებელთან, ჰოლანდიელ არქიტექტორ რემ კოოლჰაასთან პარტნიორად. 1979 წელს ლონდონში ის საკუთარ პრაქტიკას იწყებს. 1980-იან წლებში ის ასევე არქიტექტურის ასოციაციაში ასწავლიდა. Zaha Hadid in Heydar Aliyev Cultural center in Baku nov 2013 წყარო:ბმული Rating: 10 out of 5.
  3. პოსტმოდერნიზმის როგორც ცნების მოთავსება ერთი კონკრეტული მნიშვნელობის და განმარტების ქვეშ მეტად პრობლემურია, მაგრამ ყველაზე ფართო გაგებით, ის გულისხმობს კულტურულ ეპოქას, დასავლეთის და მსოფლიოს კულტურის განვითარების ახალ ისტორიულ ეტაპს, მიუთითებს ე.წ. მოდერნის პროექტის დაცლილობაზე (ი. ჰაბერმასი). პოსტმოდერნიზმის კულტურის თავისებურებების ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ფსიქიკური სხეულის ცნებას. მე-20 საუკუნის ადამიანის მიერ საკუთარი შეცნობის პროცესში, სამყარო აღქმულ იქნა როგორც კონსტრუირებული სხეულის გამოსახულების/ხატის და მსგავსების მიხედვით, სურვილის ფორმების დახმარებით – სექსუალობისა და ენის. ადამიანში შინაგანის, სულიერის უპირობო პრიორიტეტის იდეამ თავისი აქტუალურობა დაკარგა და ადგილი დაუთმო ფსიქიკურ სხეულს, აფექტს, სექსუალობას, სურვილს. სომატიზაციამ მიაღწია თავისი განვითარების საზღვრებს. პოსტმოდერნიზმის დისკურსში, ფსიქიკური სხეულის სხვადასხვა გამოვლინება (დაწყებული სექსუალობით და დამთავრებული გარე იერსახის ფორმირებით), ინტერპრეტირებულია როგორც გამჟღავნება სუბიექტურობისა და ავტონომიურობის, როგორც უდიდესი ძღვენი, რომელიც ბუნებამ ადამიანს მიანიჭა. ფსიქიკური სხეული შეიძლება განვიხილოთ, როგორც ‘სხეულის მდგომარეობა’, გამოწვეული სოციო-კულტურული დეტერმინანტებით. კიდევ უფრო დაზუსტებისას კი, შეიძლება ითქვას, რომ ფსიქიკური სხეული არის სახასიათო ნიშანი, რომელიც ჩნდება ბუნებრივი სხეულისა და სოციო-კულტურულის კვეთაზე, აერთიანებს როგორც მატერიალიზირებულ, ობიექტივიზირებულ შედეგებს ამგვარი კვეთისა, ასევე იმ ‘ნიშან-თვისებებს, რომლებიც საკუთრივ ობიექტს არ გააჩნია, მაგრამ რომლებიც მიანიჭა საზოგადოებამ (სხეულის სიმბოლიზაცია)’. ფსიქიკური სხეულის სემიოტიკურ ასპექტში გამოყენება ძალზედ აქტუალური გახდა და პოპულარობა მოიპოვა სოციალური ცხოვრების ყველა სფეროში. მე-20 საუკუნის ბოლოს განსაკუთრებით გავრცელებული ხდება სხეულის ნიშნების სისტემის მიზანმიმართული ფორმირება, რომლებსაც გააჩნიათ უნარი გარკვეული წარმოდგენა შეგვიქმნან ადამიანზე – მისი იმიჯი (image – გამოსახულება). დღეს გამოთქმა ‘იმიჯის ფორმირება’ გულისხმობს სხეულის ნიშნის მიზანმიმართულ კონსტრუირებას: ისეთი ტანსაცმლის შერჩევა, რომელიც მიუთითებს ისეთ თვისებებზე, როგორიცაა მასკულინობა ან ფემინურობა; ისეთი ფერი, რომელიც ხასიათის გარკვეული თვისებების არსებობაზე მიუთითებს, მაგალითად, ნაცრისფერი – პუნქტუალურობა, მუქი ლურჯი – საქმიანობა, წითელი – აგრესია. გაჩნდა იმიჯმეიკერობის მთელი ინდუსტრია, რომლის მიზანია სხვადასხვა სახის იმიჯის შექმნა: პოლიტიკოსის, ბიზნესვუმენის, მსახიობის, მომღერლის და ა.შ. თანამედროვე იმიჯმეიკერების სივრცეში ფსიქიკური სხეულის ყველა ასპექტი გამოიყენება, იქნება ეს სიარულის მანერა, მზერა, თავის დახრა, ხელის ჩამორთმევა, საუბარი და ა.შ. ფსიქიკური სხეულის სემიოტიზაცია პოსტმოდერნის კულტურაში განსხვავდება სხვა ეპოქებისგან. აქ მას გააჩნია ღიაობა, აზრობრივი მრავალფეროვნება და მუდმივად ზრდადი სიმულატიურობა. საქმე გვაქვს გარდასვლასთან, როდესაც ნიშნობრივ ფსიქიკურ სხეულს, მოცემული სტრუქტურით და განსაზღვრული კანონიკით, ანაცვლებს ფსიქიკური სხეული, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა სტილისტური ელემენტის მექანიკურ ან თავისუფალ ურთიერთშეკავშირებას, სხეული, რომელიც ხასიათდება მიწვდომადობით, ანუ უკვე არსებული საზღვრების განადგურებით. ამ დისკურსში ნაგულისხმევია, რომ ადამიანის დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი, როგორც ფსიქიკური სხეულის მქონე არსებისადმი, წარმოადგენს საბაზისო მდგომარეობას და იმ პროცესების შემადგენელ ნაწილს ქმნის, რომლებიც უკავშირდება თვითშეფასებას და ადამიანის მიერ ცხოვრებისეულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ეს ფაქტი პოსტმოდერნიზმს აახლოვებს არქაულ კულტურებთან, სადაც ადამიანის სხეული წარმოადგენდა ადამიანური ყოფის ერთიანი სისტემის თანაბარ შემადგენელ ელემენტს, რაც განსაზღვრავდა კიდეც შესაბამის აქსიოლოგიურ და სხეულის პრაქტიკებს. მაკროკოსმისა (სამყარო) და მიკროკოსმის (ადამიანი) კავშირის იდეას საკმაოდ ხშირად ვხვდებით უძველეს აღმოსავლურ სააზროვნო სისტემებში და სხვადასხვა ხალხთა მითოლოგიაში. ადამიანის, როგორც უზარმაზარი მექანიზმის მცირე ელემენტის, იდეა კვლავ ხდება აქტუალური თანამედროვე ეპოქის კონტექსტში, რომელიც ქმნის ‘ადამიანი-მასებს’, ხოლო შემდეგ, პოსტმოდერნიზმის ეპოქაში კი – ‘მედიკალიზირებულ სხეულს’. იცვლება მხოლოდ კოორდინატთა სისტემა: კოსმოსი – ინდუსტრია – ტექნოლოგიები. ეს პროცესი იწყებოდა პროდუქციის მასიური წარმოებით, მათ შორის იმ ნივთების, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ადამიანის იერსახის ჩამოყალიბებაში. გაჩნდა ფსიქიკური სხეულის სიმულატიური სივრცე, რომელსაც ჟ. ბოდრიარი განსაზღვრავს, როგორც სერიულობას, რომელიც მან შემდეგნაირად აღწერა: ‘ნიშნის თავისუფლება ჩნდება მაშინ, როდესაც, იმის მაგივრად, რომ ორი პიროვნება უწყვეტ თანაზიარობაში შეაკავშიროს, ის აღმნიშვნელის სახით მიანიშნებს მაგიას მოკლებულ აღსანიშნის სამყაროზე, რეალური სამყაროს საერთო წილადის მნიშვნელზე, რომელთანაც არავის არანაირი კავშირი არ აქვს’. სერიულობა ეს არის ერთგვარი გარდასვლა ნიშნების შეზღუდული რაოდენობიდან (მოთხოვნის შესაბამისად) ნიშნების მასიურ გავრცელებაზე. ინდუსტრიული რევოლუციის სანაცვლოდ მოსული კომპიუტერიზაციის საუკუნე კვლავ ანთავსებს ადამიანის ფსიქიკურ სხეულს ერთიანი კანონის ქვეშ – გლობალური ქსელი. ადამიანის სხეული ან გათანაბრებულია კომპიუტერთან ან აიხსნება როგორც ‘განვრცობას’ მოკლებული, რომლის დროსაც ხდება ‘სხეული სივრცის გარეშე’, რაც ანალოგიურია იმ პროცესებისა, როდესაც ხდება ადამიანთა სკანირება, რათა შეიქმნას მათი ეკრანულ-ვირტუალური ხატები/გამოსახულებები. ‘ფსიქიკური ადამიანის’ მუდმივად ზრდადი სოციალური დამოკიდებულება სოციუმზე, მისი სოციალური ‘დამორჩილება’, სოციალური კონტროლის გაძლიერებამ წარმოქმნა ახალი პრობლემა, რომელსაც ჟ. ბოდრიარი განმარტავს, როგორც რეალურის გაქრობის და ყველაფერი ბუნებრივის დახრჩობის პრობლემას. ბუნებრივი სხეული როგორც ასეთი აღარ არსებობს, ის გახდა ნაწარმოები ეკონომიკისგან, პოლიტიკისგან, მეცნიერებისგან, სპორტისგან და ა.შ. სხეული პოსტმოდერნიზმში – – ეს არის ‘პანიკის, აგონიის მდგომარეობაში’ და ‘გაქრობის პირას მყოფი’ სხეული (ჟ. ბოდრიარი, ა.მ. კროკერი და სხვები). საკუთარ ფსიქიკურ სხეულს თანამედროვე ადამიანი სულ უფრო ხშირად რეპრეზენტირებს ინსტრუმენტალური მიმართულებით. სხეული დოვლათის, კარიერული და პირადი მიზნების მიღწევის ერთგვარი მექანიზმი ხდება. აქედან გამომდინარეობს მოთხოვნა იმიჯმეიკერებზე და მათ საქმიანობაზე, როგორც მოთხოვნადი იმიჯის ფორმირების პრაქტიკაზე. სხეული აღიქმება როგორც კაპიტალი. ფსიქიკურ სხეულისადმი ამგვარ მომხმარებლურ დამოკიდებულებაზე ორიენტაცია სულ უფრო მზარდ დაყოფას იწვევს, სხეულისა და ინდივიდის განცალკევებას. ფსიქიკური სხეულის ობიექტურობისა და პროდუქტიულობის აკვიატებული იდეა უარყოფს ცოცხალ სხეულს; მეტიც, ის ახშობს სხეულის მგრძნობიარობასა და ექსპრესიულობას. სხეულის რაოდენობრივ მახასიათებლებზე ყურადღების ფოკუსირების პროცესს მივყავართ მისი თავისუფლების მოსპობისკენ, ემოციური სიხარულის და კომუნიკატიური გამომხატველობის გაქრობისკენ. ფსიქოლოგიის სფეროს მკვლევარები და სხეულზე ორიენტირებული თერაპიის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ადამიანის პიროვნულობის განცალკევება მის ბუნებრივ სხეულთან წარმოადგენს შიზოფრენიის ერთ-ერთ უმთავრესს მიზეზს. როდესაც ‘ფასადი’ განადგურებულია, ადამიანი იწყებს საკუთარ თავზე სხვა იმიჯების მორგებას, რასაც მივყავართ იდენტობის კრიზისთან, ‘მეს’ და ‘სხეულის’ განცალკევებასთან. სწორედ ამგვარ პროცესს ა. ლოუენი მოიხსენიებს როგორც შიზოიდურ გადახრას, რომელიც პიროვნების იდენტიფიცირების პრობლემის საწყისშია. შიზოიდური გადახრა გამოწვეულია იმიჯის მოწყვეტილობით რეალობისგან. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე ასეთ იმიჯს ირგებს, საკუთარი ფსიქიკური სხეულის ‘ცხოვრებას’ მეორეხარისხოვან როლს ანიჭებს. სხეული იმიჯის მსახურებაში ხვდება და ნების ინსტრუმენტი ხდება. იერსახე რეალური ხდება, როდესაც ერთიანდება შეგრძნებასთან ან გრძნობასთან. თუ ეს ერთიანობა დარღვეულია, ის აბსტრაქტული ხდება. განსხვავება ხატ-გამოსახულებასა და რეალობას შორის ყველაზე მკაფიოდ ჩანს შიზოფრენიით დაავადებულ იმ ადამიანებთან, რომლებიც ბოდვით იტანჯებიან. ონტოგენეტიკური, ფსიქოლოგიური, კულტურულ-ტრადიციული საწყისებიდან გამომდინარე, ფსიქიკური სხეული არის ის, რისი გავლითაც ვარსებობ და რის მეშვეობითაც ვარსებობ. ჟ.-პ. სარტრი და მ. მერლო-პონტი სხეულს მოიხსენიებენ, როგორც ‘ჩემი სამყაროს’ (და ზოგადად სამყაროს) ღერძსა და ცენტრს. იდენტიფიკაციის გრძნობა გამომდინარეობს საკუთარ სხეულთან კონტაქტის შეგრძნებიდან. იმისთვის, რომ ადამიანმა გაიგოს, ვინ არის, მისთვის აუცილებელია აცნობირებდეს, რომ ის გრძნობს საკუთარი სხეულით. როგორც წერს ლ.ა. მიასნიკოვა: ‘სხეულს საკუთარი განცდა გააჩნია. ის ფსიქოლოგიურია და, ამავდროულად, სხეულისებრია. კანს ახსოვს დილის სიგრილე ან მზის სითბო, ბეწვის სირბილე და ხორკლიანობა, ქვის გლუვი და მაგარი ზედაპირი; თვალებს – მჭახე სინათლე, ფერის ნაზი ტონალობების გარდასვლა, უკუნით სიბნელე, მუქი რძისფერი ნისლის წკვარამი; ყურს – ნაზი ან მკვეთრი ბგერა, მელოდია, ფრინველთა ჭიკჭიკი, ურემის ბორბლის ჭრაჭუნი; ენას – ლიმონისა და მარწყვის გემო და ა.შ. სხეულის განცდა და გამოცდილება ჩემში ‘ცოცხლობს’, მე კი მისი გავლით ვარსებობ, და, მასზე დაყრდნობით, მისი დადასტურებით ან უარყოფით, შევიგრძნობ, რომ ‘მე ვარსებობ’, ‘მე ვცხოვრობ’ … ‘ ფრაგმენტულობა, ცენტრის – იდენტურობის – დაკარგვა ადამიანისთვის კატასტროფას უტოლდება, მისი ფსიქიკური სხეულის ‘აზროვნებისა და მნიშვნელობის ცოცხალ ენერგიას’ ანადგურებს. ფსიქიკური სხეული ხდება ხელოვნური, მკვდარი, შიზოიდური, თვით ადამიანი კი, ჟ. დერიდას სიტყვებით, ‘ემსაგვსება მკვდარი ან წარღვნილი ქალაქის არქიტექტურას, რომელიც თავის საწყისს დაუბრუნდა ბუნებრივი ან ხელოვნური კატასტროფის და გამო… ეს ქალაქი სავსეა მნიშვნელობებისა და კულტურის ლანდებით’. ცენტრისა და სტრუქტურირების უარყოფის პოზიციიდან გამომდინარე, ჟ. დერიდა ამგვარი ადამიანის ცნობიერებას ახასიათებს როგორც ‘კატასტროფიულს, დესტრუქტურირებულს’. ამრიგად, სხეულის ცენტრიზმის იდეა წარმოგვიდგება პოსტმოდერნის ადამიანს გარდაქმნის ენერგეტიულ გამტარად, პატარა აკუმულატორად ‘დიდი ენერგიების’ სამყაროში. უნდა აღინიშნოს, რომ პოსტმოდერნის სომატურ მოდელში აშკარად იკვეთება არა მხოლოდ არქაული კულტურების მახასიათებლები, არამედ ანტიკური სამყაროსი და აღორძინებისაც, რადგანაც თავისი მსოფლმხედველობით ისინი წარმოადგენენ შეგრძნებით-მატერიალურ კულტურებს, სადაც სხეულის ფაქტორს ცენტრალური ადგილი უკავია. ანტიკური კულტურის მსგავსად, პოსტმოდერნისტულ ფილოსოფიაშიც შეინიშნება მძლავრი ინტერესი ფსიქიკური სხეულისადმი, როგორც ანალიზის, შეფასების, განხილვის ობიექტისა, სხვადასხვა ასპექტში – ონტოლოგიურში, გნოსეოლოგიურში, აკსიოლოგიურში, პრაკსეოლოგიურში. სხეულზე მომართულმა პარადიგმამ საშუალება მოგვცა შეგვესწავლა: სხეულის ონტოლოგიის საზღვრები, კომუნალური ფსიქიკურის ფენომენოლოგია, გარდაცვლილი ფიქრის ანატომია, ქალის სხეული როგორც ფილოსოფოსობის ობიექტი და მეთოდი, სიწმინდისა და ფსიქიკური სხეულის ფილოსოფია, კენოზისი როგორც თვითგანადგურება, ფიქრისა და აზრის ‘მოხელთება’, სისხლისა და ჭრილობის ფილოსოფია, გაწნილი სილის ფილოსოფია, შეფურთხების სემანტიკა, კულტურის კანიბალიზმი და ფეკალიზაცია’. ანტიკური ეპოქისა და პოსტმოდერნისთვის საერთო არის ის, რომ მათ გადააზრებაში ფსიქიკური სხეული წარმოადგენს ადამიანური ყოფიერების ცენტრალური მნიშვნელობის მქონე მახასიათებელს. ის კვლევის საგანია და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფილოსოფიურ-მსოფლმხედველობით სისტემებში; სხეულით ტკბებიან და მას გარდაქმნიან ესთეტიური პრაქტიკების, მხატვრული შემოქმედების, სხვადასხვა განმანათლებლური პროგრამებისა და სოციალიზაციის პრაქტიკების დახმარებით. მეორე მხრივ, ანტიკურობა ადამიანს ძალზედ მაღალ პიედესტალზე ანთავსებს, ხოლო არქაული და პოსტმოდერნისტული კულტურები მას გარე ძალებზე ტოტალურად დამოკიდებულად და განპირობებულად წარმოიდგენენ. ამგვარი დამოკიდებულების მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ფსიქიკური სხეულის ანტიკური განმარტება ყოველთვის იყო ეთიკურად განპირობებული, დაკავშირებული ისეთ ცნებებთან, როგორიცაა ‘ჭეშმარიტება’, ‘სიკეთე’, ‘ნეტარება’ და ა.შ. პლატონისეული ესთეტიკის ანალიზის დროს, ა.ფ. ლოსევი იმ დაკსვნამდე მიდის, რომ ანტიკური კოსმოლოგიზმის უმთავრეს ესთეტიურ პრინციპებს წარმოადგენდნენ სინათლე, სიყვარული, პლასტიური ფიგურულობა. ასე, სინათლე – ის, რაც დანახვადია, სხეულისებრ შეიძლება იქნას აღქმული, წარმოადგენს ‘საოცარს’ და ‘საზრიანს’, ამიტომ, პლატონის მიხედვით, არის სიკეთე და ნეტარება, ხოლო სიყვარული დაკავშირებულია სილამაზის იდეასთან, როგორც სამყაროს გააზრების ყოვლისმომცველი კანონი. იდეების სამყაროს და ნივთების სამყაროს არსებობა მიუთითებს სულიერი და სხეულისებრი საწყისების არსებობაზეც, შინაგანი და გარე ელემენტების, რომლებიც უთანაბრონი არიან, მაგრამ არ უპირისპირდებიან ერთმანეთს. პლატონს აოცებდა ადამიანის სხეული, რომელსაც განსაზღვრავდა როგორც სულიერი აღზრდის საწყისს ეტაპს. მაგრამ ყველაზე იდეალური სხეულიც კი უნდა შეფასებულ იქნას, როგორც მეორეხარისხოვანი მოვლენა, სულისგან ნაწარმოები. არისტოტელე სხეულის ფენომენს ცნობს როგორც ერთ-ერთი უდიდეს ღირებულებას, მის მთავარ დანიშნულებას კი ხედავს შრომითი ფუნქციის შესრულებაში, რადგანაც მისი შეგრძნებითი განცდისა და გამოცდილების მეშვეობით ხდება იმ ინფორმაციის ტრანსლირება, რომელიც სულის არსებობისთვის არის აუციელებელი. მათი კავშირი მოგვაგონებს ბატონისა და მონის კავშირს, შერწყმისას, სული და სხეული გარკვეულ მიზანს მიაღწევს, რომელიც განცალკევებულად შეუძლებელია. ფსიზიკური სხეულის აღქმნის ამგვარი პრინციპები პოსტმოდერნიზმში აღარ მუშაობს. ‘მატერიისა’ და ‘იდეის’ საზღვარი ქრება, ხდება სიტყვის, როგორც კულტურული დომინანტის ჩანაცვლება: ‘სიტყვის ადგილი დაიკავა სხეულმა, კულტურა აღარ არის ლოგოცენტრული, მისი ცენტრი მომართულია სხეულზე’. ამიტომ პოსტმოდერნიზმის ინტერპრეტირება შესაძლებელია როგორც სხეულზე ორიენტირებული წარმოდგენებისა და პრაქტიკის განვითარების პიკი, სადაც მხოლოდ ‘იმპულსი და სიამოვნებაა რეალური და მხოლოდ მათ ეყრდნობა სიცოცხლე’; სადაც ‘გონება მტერია, ხოლო სხეულის სურვილი – ჭეშმარიტება’, სადაც ‘ობიექტური ცნობიერება გვატყუებს და მხოლოდ ემოციებს აქვს მნიშვნელობა’. როგორც ფუკო აღნიშნავს ‘სექსუალობის ისტორიაში’, ფსიქიკური სხეულის ცნება პოსტმოდერნიზმში ჩამოყალიბდა როგორც ერთგვარი ანტითეზა ცნებისა ‘სულიერება’. ამ კატეგორიის დახმარებით, თანამედროვე ადამიანმა გადაინაცვლა ტრანსცენდენტური სუბიექტურობის მიღმა შეგრძნების, სექსუალობის, ლიბიდოზური ენერგეტიკის სივრცეში. ‘პოსტმოდერნიზმმა ფსიზიკური სხეულის სექსუალობა კლასიკური ფილოსოფიის და ქრისტიანული მსოფლმხედველობის სულიერების ადგილას მოათავსა. ის გააზრებულია, როგორც ადამიანის ცნობიერების და ყოფიერების უმთავრესი კომპონენტი, მისი ინტელექტუალურ-შეგრძნებითი მოქმედების მამოძრავებელი ძალა, როგორც შუამავალი ადამიანსა და სამყაროს შორის’. პოსტმოდერნის ეპოქის ფსიქიკური სხეული არა მხოლოდ ერთიანობის, ჰარმონიულობის, ზომის, პროპორციულობისა და წესრიგის პრინციპებს კარგავს, არამედ ის განიცდის ერთიანობის, იდენტობის კრიზისის პრობლემას. ადამიანს ადგილას მოდის პოსტადამიანი, საზოგადოების ადგილას წარმოიქმნება პოსტსაზოგადოება, ხოლო ის წარმოდგენა ადამინის სხეულზე და მასთან დაკავშირებული პრაქტიკები, რომელიც ასე რთულად ფორმირდებოდა წინა ეპოქებში, განმაცვიფრებლად იშლება და იფანტება, რათა ახალ მოდელებში მოხდეს მათი რეკომბინირება. ასეთი პოსტსაზოგადოება შედგება განცალკევებული, გარიყული, ფრაგმენტირებული ინდივიდუმებისგან, რომლებიც ერთად არანაირ ერთიანობას არ წარმოქმნიან – არც ბუნებრივსა და არც ხელოვნურს. აქ ჰეტეროგენობის პრინციპი პრევალირებს – ერთმანეთის სიახლოვეში შეიძლება აღმოვაჩინოთ სოციალურად და პირონულად სრულიად განსხვავებული ადამიანები. იდენტობის დაკარგვაზე ზეგავლენა ტექნოლოგიურ ფაქტორსაც აქვს, კონკრეტულად კი, თანამედროვე მასმედია და შოუ-ბიზნესს. ამ ზეგავლენამ აზროვნება წყვეტილ და ‘კლიპურ’ მდგომარეობაში გადაიყვანა – ზეგავლენა, რომელიც ანაცვლებს ცნობიერების გააზრებულ მუშაობას შემთხვევითი და, ხშირად, წინასწარ განპირობებული იმიჯების თანმიმდევრობით. ერთიანობის და ინდივიდუალური პროგრამის არარსებობა, მეორეხარისხოვან ელემენტებზე ჩაციკლვა, სრულიად აბსურდული და განფანტული ქმედებებისა და გამოსახულებების მრავლობითობა, რომელსაც მივყავართ კონკრეტულ წარმატებამდე – ჩვენი დროების ‘გმირი’ კინემატოგრაფში. ამრიგად, მახინჯი და პათოლოგიური ფსიქიკური სხეული პოსტმოდერნის კულტურის საიმედო ბაზისად ყალიბდება. ფრაგმენტულობის ასეთ ქაოტურ სივრცეში ფსიქიკური სხეული წარმოგვიდგება როგორც ზემოთ ხსენებული კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა. საკუთარი სხეულისადმი ყურადღების გამახვილება წარმოადგენს საწყისს ეტაპს საკუთარი თავისადმი, როგორც პიროვნებისადმი, დამოკიდებულების ჩამოყალიბების პროცესში. irina muratova