Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'თანახმადაც' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. kულტურის სამინისტრომ დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია არარენტაბელურია admin Fri, 07/23/2021 - 11:13 კულტურის სამინისტრომ დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია არარენტაბელურია. მუზეუმი ბიძინა ივანიშვილის პროექტის “პანორამა თბილისის” მიმდებარე ტერიტორიაზეა. აღსანიშნავია, რომ “არარენტაბელურობის” შესახებ დასკვნა 2014 წელს კიდევ ერთ ისტორიულ შენობასთან, ყოფილ “ჟურნალისტების სახლთან” დაკავშირებით დაიწერა. დასკვნის შემდეგ ჟურნალისტების სახლის მეპატრონე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია გახდა, რომელმაც შენობა ჯერ “ქართულ ოცნებას” მიაქირავა, შემდეგ კი დაანგრია. თქვენი აზრით, რა ბედი ელის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს? 2021 წლის 7 ივლისს საკუთარ facebook გვერდზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში სამინისტრო გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დანგრევის შესახებ და გაასაჯაროვა შპს „კარიატიდას“ ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა. დასკვნის თანახმად, მუზეუმში მთელი რიგი დაზიანებებია, თუმცა შესაბამისი ღონისძიების გატარების შედეგად, სავსებით შესაძლებელია შენობის უსაფრთხო ექსპლოატაციის უზრუნველყოფა. დასკვნაში აღნიშნულია: 1. ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიების გატარების შედეგად, სავსებით შესაძლებელია შენობის ცენტრალური ნაწილის გაძლიერება, მისი უსაფრთხო ექსპლოატაციის უზრუნველყოფა; 2. ლ. გუდიაშვიულის ქუჩის მხარეს შენობის არსებული ნაწილის გაძლიერება და გამაგრება დაკავშირებული იქნება ძალიან დიდ ტექნიკურ სიძნელეებთან და დანახარჯებთან, მაგრამ შესაძლებელია. ამ ნაწილის გაძლიერება სავარაუდოდ შესაძლებელია არ იყოს რენტაბელური; 3. შენობის ნაწილში ალ. პუშკინის ქუჩის გასწვრივ, სადაც განვითარებულია შენობის მზიდი კონსტრუქციების დიდი გადახრები, დეფორმაციები და რღვევები, შეუძლებელია შენობის არსებული ნაწილის შენარჩუნება და გაძლიერება. ჩვენი აზრით, სავარაუდოდ უკეთესია შენობის ამ ნაწილის დაშლა და იგივე მასალებით გადაწყობა. მოკლე ისტორია: 1920 წელს, დიმიტრი შევარდნაძის თაოსნობით, თბილისში ეროვნული გალერეა დაფუძნდა. მოგვიანებით, მუზეუმში ქართული კულტურის ძეგლთა თავმოყრა დაიწყო, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი მოჰყვა. 1932 წელს ეროვნული გალერეის რეორგანიზაცია დაიწყო და მის ბაზაზე სხვა სახვითი ხელოვნების მუზეუმები დაფუძნდა, სადაც თავმოყრილი იყო საისტორიო-საეთნოგრაფიო, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების და ძველი ქართული ხელოვნების კოლექციები. აღსანიშნავია, რომ 1945 წელს ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საქართველოში დაბრუნებული ეროვნული საგანძურის დიდი ნაწილი სწორედ ხელოვნების მუზემს გადაეცა. 1950 წლიდან მუზეუმს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი ეწოდება. შენობაში, სადაც ახლა არის მუზეუმი განთავსებული, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში სასულიერო სემინარია იყო. მუზეუმი აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის სახელთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, სწორედ მას მიუძღვის წვლილი მუზეუმის განვითარებაში. 2004 წლიდან მუზეუმი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნაწილია და მასში ისეთი საგანძურია გამოფენილი, როგორიცაა ქართული ჭედური და ფერწერული ხატები, ტიხრული მინანქარი, საიუველირო ნაკეთობები, მხატვრული ქსოვილები და ნაქარგები. მუზეუმის მდებარეობა: აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მუზეუმი ე.წ “პანორამა თბილისის” მიმდებარედ მდებარეობს. პანორამა თბილისი ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი “თანაინვესტირების ფონდის” პროექტია. პროექტი ითვალისწინებდა 4 მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას: 1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი, 4. ერეკლე II-ს მოედანი. ეს კომპლექსები ერთმანეთს საბაგირო გზებით და დახრილი ლიფტებით უნდა დაუკავშირდეს. სახელმწიფო მუზეუმი სწორედ ერეკლე II-ს ქუჩაზე მდებარეობს. აქვე, ერეკლე II-ს მოედანზე მდებარეობს “პანორამა თბილისის” ერთ-ერთი სასტუმრო. (იხილეთ ფოტო) მიწის ნაკვეთები, რომელზეც აღნიშნული სასტუმრო აშენდა, ბიძინა ივანიშვილი საკუთრება იყო. პანორამა თბილისი და წარსული გამოცდილება: აღსანიშნავია, რომ პანორამა თბილისმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში სავაჭრო-ბიზნესცენტრების მოწყობას და ერთმანეთთან მათ საბაგიროებით დაკავშირებას გულისხმობდა. მოვლენები მსგავსი სცენარით დაიწყო და განვითარდა 2014 წელსაც, როდესაც ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე 3/36 ნომერში მდებარე შენობა-ნაგებობის (ყოფილი ჟურნალისტების სახლი) შესახებ დასკვნა გამოქვეყნდა. ჟურნალისტთა ყოფილი სახლი მე-19 საუკუნის შენობა იყო, რომელიც ერეკლე მეორის მოედანზე მდებარეობდა. შენობა საუკუნეების განმავლობაში ჟურნალისტებისა და პუბლიცისტების თავშეყრის ადგილი იყო. მოგვიანებით, ისტორიული შენობა ბიძინა ივანიშვილმა იყიდა და “ქართულ ოცნებას” მიაქირავა. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, მაშინ, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული, თბილისის მერიამ შესაბამისი დოკუმენტაციის არარსებობის მიუხედავად, რაც ისტორიულ-არქიტექტურულ კვლევებსა და პროექტის ესკიზებს მოიცავს, კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მდებარე სახლის დანგრევის ნებართვა გასცა. 2014 წლის დასკვნის თანახმად, “შენობის საერთო ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. მის მზიდ კედლებში განვითარებული მრავლობითი ბზარი გამოწვეულია ფუძე-გრუნტის გაწყლიანებით და საძირკვლის არათანაბარი ჯდენით. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, შენობის ფუნქციონირება საფრთხის შემცველი არ არის, თუმცა მისი შემდგომი უსაფრთხო ექსპლოატაციისთვის საჭირო იქნება დეტალური გამოკვლევის საფუძველზე შედგენილი პროექტის მიხედვით მოხდეს მისი აღდგენა-გაძლიერება, რაც ჩვენი აზრით არარენტაბელური იქნება”. აღნიშნული შენობა 2014 წლიდან დღემდე ქართულ ოცნებას უკავშირდება. კონკრეტულად კი საჯარო რეესტრის ჩანაწერებით ტერიტორია შპს "ძველი უბანი"-ს (202055122) საკუთრებაშია, რომლის 100% წილს ფლობს ააიპ საზ. მოძრაობა ქართული ოცნება (404411837). თავის მხრივ საჯარო რეესტრის ბოლო ჩანაწერებით აღნიშნული ა(ა)იპ-ის გამგეობის თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილი იყო, ხოლო გამგეობის სხვა წევრები ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი და ზაალ გოგსაძე იყვნენ. წყაროები: დასკვნა 2021 https://bit.ly/3eFcIBx დასკვნა 2014 https://bit.ly/3hWq2mX სამინისტროს განცხადება https://bit.ly/3Br0Fl0 მუზეუმის ისტორია https://bit.ly/3BvcdUb მუზეუმის და ჟურნალისტების ყოფილი სახლის სურათები https://bit.ly/2V4cLQi საჯარო რეესტრის ჩანაწერები https://bit.ly/3rqEiYl Language Georgian http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-07/218967107_3003498289925601_3993580722981243943_n.jpegივლისი 2021 2021 Author ლიზა ქორიძე