Jump to content
×
×
  • Create New...

ევროპარლამენტარი საქართველოს წევრობაზე განაცხადთან დაკავშირებით ამბიციების შემცირებისკენ მოუწოდებს


Recommended Posts

  • ფორუმელი

 

მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეამციროს ამბიციები და „მართოს მოლოდინები“, რადგანაც 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენისას „კის“ ვერ მიიღებთ, აღნიშნა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა 27 მაისს გამართულ საპანელო დისკუსიაზე „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ: რა იქნება შემდეგ?”.

მარინა კალიურანდმა, რომელიც ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელია, განაცხადა, რომ წევრობაზე განაცხადის შეტანის ნაცვლად, რაც ევროკავშირის შიგნით პოლიტიკურ კონსენსუსს მოითხოვს და რაც ჯერჯერობით არ არსებობს, საქართველომ სექტორულ ინტეგრაციაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება.

საქართველოს წარუმატებლობამ, რომ 2019 წელს საკონსტიტუციო ცვლილებები მიეღო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით გამოწვეულმა პოლიტიკურმა კრიზისმა ევროკავშირში ბევრს არსებული რეალობა დაანახა, განაცხადა ევროპარლამენტარმა და დასძინა, რომ მანამდე ევროკავშირი მიჩვეული იყო იმას, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობაში საუკეთესო იყო.

კალიურანდმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი უნდა შევიდეს პარლამენტში და მმართველ პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად დაიწყოს მუშაობა საკონსტიტუციო და სასამართლო რეფორმაზე. საქართველო ევროპარლამენტის „სრული მხარდაჭერით“ ისარგებლებს, სანამ დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პირობას დაიცავს, განაცხადა მან.

დისკუსიის კიდევ ერთმა მონაწილემ, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურიდან, ლუკ დევინმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ უნდა განახორციელოს საარჩევნო და სასამართლო რეფორმები და ამ უკანასკნელისთვის „ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი“. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემა, ასევე საშუალება, რომ არაკომპეტენტური ან კორუმპირებული მოსამართლეების შესაძლო არსებობას გაუმკლავდეს.

 

„სამწუხაროდ, ჩვენ ვიხილეთ რიგი დანიშვნები, რომლებიც სწორი მიმართულებით არ წავიდა“, განაცხადა მან, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი მოსამართლე წევრის არჩევა ჰქონდა მხედველობაში.

ლუკ დევინმა, რომელიც ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეა, განაცხადა, რომ საქართველომ ფუნქციონალური დემოკრატია უნდა ააშენოს იმისათვის, რომ ევროკავშირმა მასთან ურთიერთობა განავითაროს. „ფუნქციონირება ნიშნავს, რომ დიახ, არსებობს უთანხმოებები, დებატები, წინააღმდეგობა, მაგრამ ეს უნდა მოგვარდეს ინსტიტუციების შიგნით და არა გარეთ“, – დასძინა მან.

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
12 საათის წინ, Moor said:

მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეამციროს ამბიციები და „მართოს მოლოდინები“, რადგანაც 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენისას „კის“ ვერ მიიღებთ, აღნიშნა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა

ეს  ქალბატონი  ესტონელია.

ამასწინათ  რომ  შეგვახსენა  კიდევ  ერთმა  ევრომ / არც ისეთი  მნიშვნელოვანი  ქვეყანა  ხართ,  თქვენ  რომ  გგონიათო,

ისიც  ესტონელი  იყო.

როგორც  ჩანს  ამ  ესტონელებს  არც  დიპლომატია  უსწავლიათ  და  არც  ზრდილობა.

ვინმეს  ჰქონდა  ის  ილუზია,  რომ 2024  წელს  ევროკავშირში  გავწევრიანდებოდით?

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, zamzumi said:

ვინმეს  ჰქონდა  ის  ილუზია,  რომ 2024  წელს  ევროკავშირში  გავწევრიანდებოდით?

იმათ გონიათ რო ჩვენ გვგონია :დ

არა, ის ესტონელი პენსიონერი იყო, ეს მარინა დეიდა ქოცების ბოსია

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
36 minutes წინ, Moor said:

იმათ გონიათ რო ჩვენ გვგონია

თავისით  თუ  ვერ  ხვდებიან, იკითხონ  მაინც,  რა  გვგონია.

13 საათის წინ, Moor said:

დიპლომატების პასუხად კახა კუჭავა ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში დანიშვნები არ შეჩერდება

ასე  მოუხდებათ  მაგ  ე.წ.  დიპლომატებს. :bis:

Share on other sites

On 5/29/2021 at 9:27 AM, Moor said:

მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეამციროს ამბიციები და „მართოს მოლოდინები“, რადგანაც 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენისას „კის“ ვერ მიიღებთ, აღნიშნა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა 27 მაისს გამართულ საპანელო დისკუსიაზე „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ: რა იქნება შემდეგ?”.

მე რომ მებაროს ეს ქვეყანა ))

ამ თავხედ დედაკაცს სამუდამოდ გავუფუჭებდი პოლიტიკოსის კარიერას.

მარა ამ უმკლავებო მაისურიანი ღიპუცებს გინდა თავზე ისუქენი იტყვიან ჟუჟუნა წვიმა მოდისო. არათუ რაღაც 2024 წელსაო კი და არაო მოგლციათ ერთიო

Share on other sites

  • ფორუმელი
5 საათის წინ, Eric said:

მარა ამ უმკლავებო მაისურიანი ღიპუცებს გინდა თავზე ისუქენი იტყვიან ჟუჟუნა წვიმა მოდისო. არათუ რაღაც 2024 წელსაო კი და არაო მოგლციათ ერთიო

ასე რომ იყოს რა უჭირს. თან ბებიაჩემის პენსიის ფულს უხდიან მაგ პატივცემულს :დ

Share on other sites

  • ფორუმელი

შვეიცარიამ  ევროკავშირს  ამბიციების  შემცირებისაკენ  მოუწოდა

და  გაწევრიანების  შესახებ  მოლაპარაკებები  ჩაშალა.

 

ახლა  ცოტა  დავიბენი.

აღარ  ვიცი  ევროკავშირს  დავცინო  თუ  ესტონელი  მეგობრებით  შემოვიფარგლო. :scared:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

შვეიცარიის გადმოსახედიდან, რა ცუდი ტიპები ვართ :scared: :D

შვეიცარიის კონფედერაციაში შესვლა მოვითხოვოთ

Edited by Moor

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share